გულანი
საცდელი · 1.37.0
მწუხრი 1 / 84კურთხევა

მწუხრი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

14 იანვარი 2034ხმა 5

მღვდელი

კურთხევა

შევალს მღდელი წმიდასა შინა ეკლესიასა, დაიდებს ეპეტრახილსა, დასდგების წინაშე აღსავლის კარისა, და იტყჳს:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

მოვედით, თაყვანი ვცეთ

და მკითხველმან:

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 103

1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ,

2 შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.

3 რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;

4 რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;

5 რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.

6 უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.

7 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.

8 აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.

9 საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.

10 რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;

11 ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.

12 მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.

13 დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.

14 რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.

15 და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.

16 განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.

17 მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.

18 მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.

19 შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.

20 დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,

21 ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.

22 აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.

23 გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.

24 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.

25 ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;

26 მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.

27 ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;

28 მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.

29 ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.

30 გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.

31 იყავნ უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.

32 რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.

33 ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

34 ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.

35 მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

მღვდელი

სამწუხრო (მწუხრის) ლოცვები

ხოლო მღდელი დასდგების წინაშე წმიდისა კარისა, თავმოხდილი, და წარიკითხავს ლოცვებსა მწუხრისასა:

უფალო, სახიერო სულგრძელო და მრავალ მოწყალეო, ყურად-იღე ლოცვა ჩუენი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩუენისასა, ჰყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ, წარმიძეღუ ჩუენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩუენ ჭეშმარიტებითა შენითა, ახარე გულთა ჩუენთა შიშითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა, რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკჳრველებათა, შენ ხარ ღმერთი მხოლო, და არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ძლიერი წყალობითა, და სახიერი კაცთ-მოყუარებითა, შეწევნად, და ნუგეშინის-ცემად და ცხოვრებად ყოველთა მოსავთა სახელისა შენისა მიმართ წმიდისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩუენ, არამედ ჰყავ ჩუენ თანა წყალობაჲ მსგავსად სახიერებისა შენისა, მკურნალო და მჴსნელო სულლა ჩუენთაო; მიმიძეღუ ჩუენ ნავთსაყუდელსა ნებისა შენისასა, განანათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი ცნობად ჭეშმარიტებისა შენისა, და მომანიჭე ჩუენ ნეშტი დღისა ამის მშჳდობით და უცოდველად, და ყოველნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო ღმერთო ჩუენო, მომიჴსენენ ჩუენ, ცოდვილნი და უჴმარნი მონანი შენნი, რაჟამს ვხადოდეთ ჩუენ წმიდასა სახელსა შენსა, და ნუ მარცხვენ ჩუენ სასოებისაგან ჩუენისა წყალობითა შენითა, არამედ მომმადლე ჩუენ, უფალო, ყოველივე საცხოვრებელი თხოვაჲ, და ღირს-მყვენ სიყუარულსა, და შიშსა შენსა ყოვლითა გულითა ჩუენითა, და ყოფად ყოველსა შინა ნებასა შენსა:
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა ჩუენ ყოველნი დაუდუმებელად გაქებთ შენ, და მარადის გადიდებთ, ყოველთა ზეცისა ძალთა მიერ ქებულო, აღავსე პირი ჩუენი ქებითა შენითა, რათა უგალობდეთ სახელსა შენსა წმიდასა, მოგვეც ჩუენ ნაწილი და სამკჳდრებელი ყოველთა მოშიშთა ჭეშმარიტებისა შენისათა, დაცვითა მცნებათა შენთათა, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა და ყოველთა წმიდითა შენთათა.
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი დაბადებული, და სულგრძელ ხარ ჩუენ ცოდვილთა ზედა, შემნანებელად სიბოროტისა ჩუენისა, მოგჳჴსენენ წყალობითა და მოწყალებითა შენითა, და დაგჳფარენ ჩუენ სახიერებითა შენითა, მოგვეც ჩუენ განვლად ნეშტი დღისა ამის მადლითა შენითა, და განგუაშორე ბოროტისა ეშმაკისა საცთური, და უვნებელად დაიცევ ცხოვრებაჲ ჩუენი მეორედ მოსლვასა მას შენსა, მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა:
წყალობითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმერთო დიდო და საკჳრველო, რომელი გამოუთქუმელითა სახიერებითა შენითა და სიმდიდრითა წინასწარ მცნობელობისა შენისათა განაგებ ყოველთა, რომელმან ქუეყანისა ყოველი კეთილი მოგუეც ჩუენ, და შენ მიერი იგი აღთქუმული სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ, და აღთქუმითა მით კეთილი გზაჲ გჳჩუენე ჩუენ, დღესა მას მოსვლისა შენისასა, ყოვლისა ბოროტისაგან განგუათავისუფლენ ჩუენ, და მოგუანიჭე ჩუენ შემდგომი ნეშტი ცხოვრებისა ჩუენისაჲ, უცოდველად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისა, საქებელად მხოლოჲსა სახიერისა, და კაცთმოყვარისა შენ ღმრთისა ჩუენისა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ ხარ ნათელსა თუალთშეუდგამსა, რომელმან ყოველი დაბადებული სიბრძნით შეჰქმენ; რომელმან განჰყავ შორის ნათლისა და შორის ბნელისა, და დააწესე მზეჲ მფლობელად დღისა, და მთოვარე და ვარსკვლავნი მფლობელად ღამისა, და ღირს მყვენ ჩუენ ცოდვილნი ჟამსაცა ამას მოსლვად წინაშე პირსა შენსა აღსარებითა და შეწირვად შენდა მწუხრის ლოცვისა, შენ, კაცთმოყუარეო, წარმართე ლოცვა ჩუენი, ვითარცა საკმეველი, შენ წინაშე, და შეიწირე სუნად სუნნელად: და მოგუმადლე მწუხრი ესე და შემომავალი ღამეჲ მშჳდობით; შეგუმოსე ჩუენ საჭურველი ნათლისაჲ, გჳჴსნენ შიშისაგან ღამისა, და ყოვლისაგან ღუაწლისა, რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე, რომელ მოგვეც განსასუენებელად უძლურებათა ჩუენთა, ყავ ყოვლისაგან ოცნებისა საეშმაკოჲსა განშორებულ. ჰე, მეუფეო, კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთაცა ჩუენთა ზედა ვინანდეთ და ღამითცა ვიჴსენებდეთ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ, და სიხარულითა სულისათა აღვსდგეთ დიდების-მეტყველებად სახიერებისა შენისა, რათა ლოცვასა და ვედრებასა შევსწირვიდეთ მოწყალებისა შენისა მიმართ ცოდვათა ჩუენთათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა:
რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

ფსალმუნის ბოლო მუხლები

მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე
ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

დიაკონი

დიდი კვერექსი

ხოლო აღსრულებასა წინადასაწყისისა ფსალმუნისასა დიაკონი გამოვალს ჩრდილოეთით კერძო, და დასდგების ჩუეულებისაებრ ადგილსა თჳსსა, და იტყჳს კუერექსსა.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

წმიდისა ამის ტაძრისათჳს (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთ-მთავარიცა მის სამწყსოჲსა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, - წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად-კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნუთი უკუნისამდე;
ამინ.

მკითხველი

ფსალმუნი 1

შემდგომად დიდისა კუერექსისა, კანონი რიგისა. და შემდგომად კანონისა კუერექსი მცირე.

1 ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა.

2 არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.

3 და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას.

4 არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.

5 ამისთვის არა აღსდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა.

6 რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.

ფსალმუნი 2

1 რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?

2 შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის.

3 განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.

4 რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ჰყუნეს იგინი.

5 მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.

6 ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა.

7 თხრობად ბრძანებასა უფლისასა, უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.

8 ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი.

9 ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.

10 და აწ, მეფენო, გულისხმა-ჰყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.

11 ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.

12 მიიღეთ სწავლაი, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულის წყრომაი მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.

ფსალმუნი 3

1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.

2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.

3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.

7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.

ფსალმუნი 4

1 ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაი.

2 ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულ-ფიცხელ ხართ? რად გიყუარსთ ამაოებაი და ეძიებთ სიცრუვესა?

3 და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ საკვირველ ჰყო უფალმან წმიდაი თვისი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.

4 განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაი სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.

5 შესწირეთ მსხუერპლი სიმართლისაი და ესევდით უფალსა.

6 მრავალთა თქვიან: ვინ გვიჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოსჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაი, უფალო.

7 მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.

8 მშვიდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე.

ფსალმუნი 5

1 სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი.

2 მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.

3 განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.

4 რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან.

5 არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.

6 წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა.

7 ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.

8 უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი.

9 რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს.

10 საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო.

11 და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.

12 რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.

ფსალმუნი 6

1 უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

2 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი.

3 და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?

4 მოიქეც, უფალო, იხსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათვის.

5 რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ.

6 დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო.

7 განრისხდა გულის წყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა.

8 განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისაი;

9 ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისაი, უფალმან ლოცვაი ჩემი შეიწყნარა.

10 ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცედ და ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად.

ფსალმუნი 7

1 უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე.

2 ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.

3 უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვჰყავ ესე, ანუ არს უშჯულოებაი ხელთა ჩემთა;

4 ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;

5 დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაი ჩემი და ჩემი მიწასა შინა დაამკვიდროს.

6 აღსდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღვიძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ.

7 და კრებული ერთაი გარე-მოგადგეს შენ და ამისთვის მაღლად მოიქეც.

8 უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.

9 აღესრულნედ ძვირნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო.

10 შეწევნაი ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინის წრფელნი გულითა.

11 ღმერთი მართლ-მსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელ არა მოავლინის რისხვაი მისი მარადღე.

12 არა თუ მოიქცეთ, მახვილი მისი ლესულ არს, მშვილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;

13 და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათვის ქმნნა.

14 აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად-იღო სალმობაი და შუა უშჯულოებაი.

15 ხნარცვი თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა.

16 მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდეს.

17 აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.

ფსალმუნი 8

1 უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა.

2 პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი მტერთა შენთათვის, რაითამცა დაიხსნა მტერი იგი და შურის-მგებელი.

3 რამეთუ ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ.

4 რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას?

5 დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი.

6 და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა.

7 ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და პირუტყუნი ველისანი.

8 მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა.

9 უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა.

დიაკონი

მცირე კვერექსი

და შემდგომად ფსალმუნებისა გამოვალს დიაკონი ჩრდილოეთით კერძო და იტყჳს მცირესა კუერექსსა.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ.

გუნდი

„უფალო, ღაღად-ვყავ“

ესრეთ: უფალო, ღაღად-ვყავ: ითქუმის ჴმასა ზედა დასდებელისასა.

უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.

ფსალმუნი 140

1 უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.

2 წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.

3 დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.

4 ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.

5 მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.

6 დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.

7 ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.

8 რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.

9 მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

10 შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?

ფსალმუნი 141

1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.

2 განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.

3 მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.

4 ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.

5 ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.

6 მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.

7 გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.

ფსალმუნი 129

1 ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი;

2 იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.

ფსალმუნი 129

3 უკეთუ უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი.

ძლევა გაქუნდა ქრისტე, ქუესკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა…

მწუხრად. დიდსა მწუხრსა ზედა, უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა, აღჳღებთ მუჴლთა ი. და ვჰგალობთ ზედ მდგომარეთა მუჴლთთა აღდგომისათა. ჴმა ვ.

ძლევა გაქუნდა ქრისტე, ქუესკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა ზედა ამაღლდი, რათა ბნელსა სიკუდილისასა მსხდომარენი, შენ თანა აღადგინნე მკუდართა თანა თავის-უფალმან, რომელი მოგუფენ ცხოვრებასა თჳსისაგან ნათლისა, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუენ:

გუნდი

ფსალმუნი 129

4 სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.

დღეს ქრისტემან სიკუდილი დათრგუნა, ვითარცა თქუა…

დღეს ქრისტემან სიკუდილი დათრგუნა, ვითარცა თქუა აღდგა, და სიხარული სოფელსა მოანიჭა, რათა ყოველნი ვადიდებდეთ, და ესრეთ უგალობდეთ წყაროო ცხოვრებისაო ნათელო შეუხებელო, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუენ:

გუნდი

ფსალმუნი 129

5 სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.

შენ უფალო რომელი ეგე ხარ, ყოველთა…

შენ უფალო რომელი ეგე ხარ, ყოველთა შინა დაბადებულთა, ცოდჳლნი ესე ვიდრე მე ვივლტოდით, ცათა შინა შენ დამჳდრებულ-ხარ, ჯოჯოხეთს შინა, დასთრგუნე სიკუდილი, სიღრმეთა შინა ზღჳსათა, მუნცა ჴელი შენი მეუფებს, შენდა მომართ მოვივლტით, შენ შეგივრდებით და გევედრებით, რომელი აღსდეგ მკუდრეთით შეგჳწყალენ ჩუენ:

გუნდი

ფსალმუნი 129

6 რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.

ჯუარითა შენითა ქრისტე, ვიქადით, და აღდგომასა შენსა…

სხუანი, დასდებელნი აღმოსავლურნი, ჴმა იგივე.

ჯუარითა შენითა ქრისტე, ვიქადით, და აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ-ხარ ღმერთი ჩუენი, და შენსა გარეშე სხუა არავინ ვიცით:

გუნდი

ფსალმუნი 116

1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;

მარადის ვაკურთხევთ ქრისტესა, და აღდგომასა მისსა…

მარადის ვაკურთხევთ ქრისტესა, და აღდგომასა მისსა უგალობდეთ, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა და სიკუდილითა სიკუდილი დაჰჴსნა:

გუნდი

ფსალმუნი 116

2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.

დიდება ძალსა შენსა უფალო, რამეთუ დასთრგუნე…

დიდება ძალსა შენსა უფალო, რამეთუ დასთრგუნე რომელსა იგი აქუნდა სიმტკიცე სიკუდილისა, და განმაახლენ ჩუენ ჯუარისა შენისა მიერ, და მომანიჭე ჩუენ ცხოვრებაჲ და უხრწნელებაჲ:

დაფლუამან შენმან მეუფეო, საკრუელნი ჯოჯოხეთისანი განხეთქნა…

დაფლუამან შენმან მეუფეო, საკრუელნი ჯოჯოხეთისანი განხეთქნა და შემუსრნა, და მკუდრეთით აღდგომამან შენმან მეუფეო, სოფელი განანათლა, კაცთ-მოყუარე დიდება შენდა:

ჵ, დიდებული საკჳრველი, რამეთუ კეთილად მოღუაწე მლოცველი…

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი, მუხლი 8. ჴმაჲ 5. ღირსისა სერაფიმესი.

ჵ, დიდებული საკჳრველი, რამეთუ კეთილად მოღუაწე მლოცველი გამოჩნდა რაჲ საროვისა უდაბნოსა, სერაფიმე დიდი სასწაულთმოქმედი მოგვევლინა - მჴურვალე მღაღადებელი წინაშე ღმრთისა; იხარებ აწ დივეევოს სავანჱ, რომელი იუნჯებ წმიდათა ნაწილთა ღირსისასა; გიხაროდენ, კეთილმორწმუნენო, შეწევნისა მისისა მოქენენო, რამეთუ დაგჳჴსნის ჭირთაგან და მასვე ვუღაღადოთ: გიხაროდენ, ლამპარო სიკეთისაო, რომელმან ბნელი განიოტე, ევედრე ღმერთსა, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ჵ, დიდებული საკჳრველი, რამეთუ ჭეშმარიტად კეთილად…

ჵ, დიდებული საკჳრველი, რამეთუ ჭეშმარიტად კეთილად მოღვაწჱ და სვეტი შეურყეველი, ნეტარი სერაფიმე დამკჳდრდა რაჲ საროვის სავანესა, მუნვე ბრძნად მორწმუნენი შემოიკრიბნა, და აღიყუანა სულიერსა სიმაღლესა, ხოლო ჩუენ ღირსსა მას შევუვრდებით, რაჲთამცა ევედრნეს ღმერთსა, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო…

საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ მოგვივლინე ჩუენ სანთელად ცეცხლმთებარედ ღირსი სერაფიმე, მცველად და მფარველად მორწმუნისა ერისა, ბერად და მლოცველად მართმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს, და დიდებად და სიმტკიცედ წმიდისა ამის სავანისა; ამისთჳსცა გიღაღადებთ, უფალო, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ოდეს მოხვედ, ღირსო, საროვისა უდაბნოსა, მეყსეულად…

ოდეს მოხვედ, ღირსო, საროვისა უდაბნოსა, მეყსეულად ნებაჲ თჳსი უარყავ, და ყოველთა უჩვენებდი მტკიცესა მორჩილებასა, რამეთუ სიხარულითა დაითმენდი ურვასა და მჭმუნვარებასა, და გუემასა და წყლულებებსა დაითმენდი ბოროტთა კაცთაგან, და მათთჳსვე ილოცვიდი ღირსად, ხოლო ჩუენ, მადიდებელნი პატიოსანისა ჴსენებისა შენისანი გიღაღადებთ: მამაო, ევედრე ღმერთსა, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

სამკჳდრებელი შენი ფრიად იდიდების და მოქადულ-არს…

სამკჳდრებელი შენი ფრიად იდიდების და მოქადულ-არს შრომათა შენთა ზედა, ხოლო მოსავნი შენნი, რომელნიცა პატივსა მიაგებენ წმიდათა ნაწილთა შენთა და ჭურეტენ ურიცხუთა სასწაულთა, შენ მიერ აღსრულებულთა, ადიდებენ განმადიდებელსა შენსა უფალსა, მას ევედრე აწ, ღირსო სერაფიმე, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ნეტარ არიან მკჳდრნი სავანისა მის შენისანი…

ნეტარ არიან მკჳდრნი სავანისა მის შენისანი, ღირსო მამაო. ნიჭთა მრავალთა საუნჯეო, და ჭურო, შემნახველო ქალწულებრივისა სიწმინდისაო, მადლისა ნავთსაყუდელო, კურნებისა წყაროო, სნეულთა უვეცხლოო მკურნალო, ჭეშმარიტთა მმარხველთა შემწეო და მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელო, ამა სოფლისა ვნებათაგან აღელვებულთა მშჳდო ნავთსადგურო; ლოცვა-ჰყავ, ყოვლად სანატრელო, ჩუენთჳს, რომელნი აღვავლენთ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

დღესა ჴსენებისა შენისასა იხარებენ გუნდნი და…

დღესა ჴსენებისა შენისასა იხარებენ გუნდნი და კრებულნი მართლმადიდებელთანი, ღმერთშემოსილო მამაო სერაფიმე, რომელნი ჴმითა დიდითა გიღაღადებენ: ქრისტეს სიყუარულისთჳს სოფლისა შუენიერებაჲ დაუტევე, და დამკჳდრდი რაჲ საროვის უდაბნოსა შინა, ღუაწლითა ფიცხელითა ვნებანი მოაკუდინენ და არარად შერაცხე წინააღდგომაჲ ბოროტთაჲ; აწცა ევედრე ღმერთსა, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

მოვედით, მორწმუნენო და სადიდებელითა გალობითა საკჳრველი…

მოვედით, მორწმუნენო და სადიდებელითა გალობითა საკჳრველი მამაჲ იგი ვადიდოთ და ერთობით ვუღაღადოთ: ღირსო მამაო სერაფიმე, რომელი ღმრთეებრივსა ცხორებასა ჭეშმარიტად ეზიარე, და ასკეტური ღუაწლი ლოცვასა და ღმრთისმეტყუელებასა შეაზავე, ხოლო უბიწოჲ ცხორებაჲ შენი, ვითარცა მსხუერპლი წმიდაჲ, სულითა განწმედილითა ქრისტესა შესწირე და მისგანვე მიიღე გჳრგჳნი უხრწნელისა მის დიდებისა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო…

დიდებაჲ, ჴმაჲ 8:

ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო მონაზონთაო, სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო, სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სათნოებათა საუნჯეო, გაქებთ შენ, ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერაფიმე, რომელმან განაბრწყინვე ჟამნი შენნი უდაბნოსა შინა ძლიერად მოღუაწებითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთაჲ ქრისტჱს მიერ გჳთხოვე მედღესასწაულეთა ჴსენებისა შენისათა და დიდი წყალობაჲ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაციქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

გუნდი

„ნათელო მხიარულო“

ნათელი მხიარული წმიდისა დიდებულისა, უკუდავისა მამისა ზეცათასა, წმიდა მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე; მოსრულთა დასლვასა მზისასა ვიხილოთ ნათელი სამწუხრო, ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ჴმითა ტკბილითა, ძეო ღმრთისაო, ცხოვრების მომცემელო, რომლისათჳსცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს.

დღის წარდგომა

ხოლო შემდგომად შესლვისა, ჰყოფს ჩუეულებისაებრ თაყუანის-ცემასა მღდელი და დიაკონი მაღალ დასაჯდომელისასა და შემდგომ მხედველნი დასავალით დიაკონი იტყვის წარდგომასა დღისასა.

ხოლო უკუეთუ იყოს შაბათი მწუხრი, ითქუმის, ჴმა ვ:
უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა.
მუჴლი: შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა.
მუჴლი: და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
მუჴლი: სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

მკითხველი

„ღირს-მყავ, უფალო“

ღირს მყვენ ჩვენ, უფალო, მწუხრსა ამას, უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ.
იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისხმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი.
უფალო, წყალობაი შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შვენის ქებაი, შენდა შვენის გალობაი, შენდა დიდებაი შვენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

დიაკონი

თხოვნითი კვერექსი („აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ“)

აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი უფალსა.
უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.

მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳსგებაჲ წინაშე საშინელისა სამშჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.

თავის მოდრეკის ლოცვა

ლოცვა თავმოდრეკით.

მშჳდობა ყოველთა.
და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
შენ, უფალო.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჴედ ცხოვრებისათჳს ნათესავისა კაცთასა, მოხედენ მონათა შენთა ზედა, და სამკჳდრებელსა შენსა ზედა, რამეთუ შენ ხარ საშინელი და კაცთმოყუარე მსაჯული მონათა შენთა, რომელთა მოუდრეკიან თავნი თჳსნი, და დაუმდაბლებიან ქედნი მათნი, რამეთუ არა კაცთა მიერსა ეძიებენ შეწევნასა, არამედ შენ მიერსა ითხოვენ წყალობასა, და შენსა ეძიებენ ცხოვრებასა, რათა დაიცვნე ყოველსა ჟამსა, და შემდგომსაცა მწუხრსა, და მომავალსაცა ღამესა ყოვლისა წინააღმდგომთა მტერთა საცთურისაგან, და ამაოთა გულის-სიტყუათა და ბოროტთა განზრახვათა საეშმაკოთა.

იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.

აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოსნი უგალობენ ცათა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელნი. ჴმა ვ.

აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოსნი უგალობენ ცათა შინა, და ჩუენცა ქუეყანასა ზედა ღირს-მყუენ, წმიდით გულითა დიდება შენდა:

ბჭენი რუალისანი შემუსრენ, და მოქლონი ჯოჯოხეთისანი შეფქუენ…

მებრ ალფა-ვიტასა.

ბჭენი რუალისანი შემუსრენ, და მოქლონი ჯოჯოხეთისანი შეფქუენ, ვითარცა ყოვლად ძლიერმან ღმერთმან, და კაცთა ნათესავი დაცემული აღადგინე, ამისთჳს ჩუენცა გიგალობთ და ვღაღადებთ, რომელი აღსდეგ მკუდრეთით უფალო დიდება შენდა:

პირუელისა მის ხრწნილებისაგან აღდგინება ჩუენი ენება ქრისტესა, და ჯუარსა დაემსჭუალა და საფლავსა დაიდუა, რომელსა მენელსაცხებლენი დედანი, ცრემლით ეძიებდეს და გოდებით იტყოდეს, ჵ ჩუენდა მაცხოვარო ჩუენ ყოველთაო, ვითარ თავს-იდევ საფლავსა დადება, ხოლო ვინადგან თავს-იდევ ვითარ წარიპარე, ვითარ მიიცუალე, ანუ რომელმანმე ადგილმან, დაჰფარეს შენი ცხოვრების-მომცემელი გუამი? არამედ მეუფეო ვითარცა აღმითქუ გამომიჩნდი ჩუენ, და დააცხრუე ჩუენგან გოდებაჲ ცრემლთა ჩუენთა, და ვითარ იგი გოდებდეს ანგელოსმან ჴმა-ჰყო მათდა მიმართ, დააცხურეთ გოდებაჲ თქუენი, და მოციქულთა ახარეთ ვითარმედ აღდგა უფალი, და სოფელსა მოანიჭა ლხინებაჲ მშჳდობაჲ და დიდი-წყალობაჲ:

ჯუარს-ეცუ ქრისტე ვითარცა ინებე, და დაფლჳთა შენითა სიკუდილი მოაკუდინე, და მესამესა დღესა აღსდეგ ვითარცა ღთ҃ ხარ დიდებით, და სოფელსა მოანიჭე ცოდუათა მოტევებაჲ და დიდი წყალობაჲ:

ანგელოსთა ძალნი დიდებულსა საფლავსა შენსა ზედა იხილნეს…

განსატევებელნი. ჴმა ვ.

ანგელოსთა ძალნი დიდებულსა საფლავსა შენსა ზედა იხილნეს, და მცუელი იგი მკუდარ-იქმნეს დგა მარიამ საფლავსა მას თანა, და ეძიებდა შემურუად უხრწნელსა გუამსა შენსა, ხოლო შენ წარმოსტყუენე ჯოჯოხეთი და არა გევნო მის მიერ, ახარე ქალწულსა ცხოვრება საუკუნო, რომელი აღსდეგ მკუდრეთით უფალო, დიდება შენდა:

რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუედ ნებსით…

ღმრთის-მშობლისა.

რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხუედ ნებსით განზრახჳთ ძიებად ადამისსა, გამობრწყინდი ჯუარსა ზედა, ეტყოდე ანგელოსთა იხარებდით თქუენ ჩემ-თანა, რამეთუ იპოვა, წარწყმედული დრაქმა, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, ქრისტე ღმერთო დიდება შენდა:

ძალი მაღლისაჲ სიყრმითგან გფარვიდა შენ, ნეტარო სერაფიმე…

სტიქარონსა ზედა დასდებელი, ჴმაჲ 5

ძალი მაღლისაჲ სიყრმითგან გფარვიდა შენ, ნეტარო სერაფიმე, და ქუე-გადმოვარდნილი სიმაღლიდგან უვნებელად დაგიცვა, რამეთუ სალმობითა დამაშურალსა გამოგიჩნდა თჳთ დედოფალი ზეცისაჲ და ქუეყანისაჲ, და მოგმადლა კურნებაჲ, ხოლო შენ შფოთთა მათ სოფლისათა ევლტოდი ღმრთისა სიყუარულითა, და გამოხვედ რაჲ ქალაქისაგან შენისა, მიხვედ ქალაქსა მას კიევსა, თაყვანისაცემად პეჩორის სიწმიდეთა, და ღირსისა დოსითეოსის ბაგეთაგან მიიღე ბრძანებაჲ: „წარემართე საროვის უდაბნოსა“.

ისწრაფდი რაჲ ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, დაუტევე სოფელი…

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

ისწრაფდი რაჲ ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, დაუტევე სოფელი, მსგავსად იოანე ნათლისმცემელისა, და დაემკჳდრე რაჲ საროვის სავანესა, სცხონდებოდი სულიერად, და ერთი ხოლო ზრუნვაჲ გაქუნდა, წმიდაო, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა, აწცა მეოხ გუეყავ წინაშე მისსა, რაჲთა მართლმადიდებელნი ერნი დაგვიცუნეს სატანისა მახეთაგან და და განგვარინოს ამაონი შფოთნი და ბოროტნი განსაცდელნი მოსავთა შენთა.

შეიმოსე რაჲ სახე მონაზონებისაჲ, დაემკჳდრე განშორებულსა უდაბნოსა…

მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

შეიმოსე რაჲ სახე მონაზონებისაჲ, დაემკჳდრე განშორებულსა უდაბნოსა, და დაუცადებელითა ლოცვითა განდევნიდი ეშმაკისა საცთურთა, და სახარებისა კითხვითა და გალობითა დაშრეტდი მძჳნვარეთა საფრჴეთა მისთა, ხოლო მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ცხორებისა შენისანი, განკჳრდეს ფრიად და ადიდებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა.

სიყრმითგან შეიყუარე ღმერთი და მას მხოლოსა მსახურებდი…

კურთხევასა ზედა პურისასა, ტროპარი ღირსისა სერაფიმე საროველისა 2-გზის, და ღმრთისმშობელო ქალწულო 1 - გზის. ტროპარი, ჴმაჲ 4

სიყრმითგან შეიყუარე ღმერთი და მას მხოლოსა მსახურებდი გულისთქმითა მჴურვალითა, უდაბნოჲ უქმი მოიმუშაკე დაუცადებელითა ლოცვითა და ღუაწლითა, და სიყუარული ქრისტჱსი მოიხუეჭე შემუსრვილითა გულითა, ხოლო გალობითა ემსგავსე ზეციერსა სერაფიმსა, სიყუარულით შენდამი მოლტოლჳლთათჳს, ფრიად მოწყალეო, და გამოჩნდი საყუარელ რჩეულად დედისა ღმრთისა. ამისთჳსცა გიგალობთ შენ: გუაცხოვნენ ჩუენ ლოცვითა შენითა, სიხარულო ჩუენო, ღმრთისა მიმართ მჴურვალეო მეოხო, ნეტარო სერაფიმე!

არა ვითარცა მრისხანე სერაფიმი ჴრმლითა ცეცხლოვანითა, არამედ…

სხუაჲ ტროპარი

არა ვითარცა მრისხანე სერაფიმი ჴრმლითა ცეცხლოვანითა, არამედ ვითარ სასოებითა და ნუგეშინისცემით აღსავსე მდაბალი ბერი, ესრეთ მოხვალ ჩუენდა და შეგვეწევი, მჴურვალეო მეოხო ჩუენო, ტკბილო მამაო სერაფიმე, განწმედილითა გულითა ბოროტ სულთა შემმუსრველო, სასოებასა ჩუენსა დავდებთ შენზედა და გვრწამს, ვითარმედ ერი შენი მარადის მართლსარწმუნოებასა ზედა დამტკიცნების, ხოლო შენ მიერ შეყუარებულისა დედისა ღმრთისა­ ­წილხდომილი ქუეყანაჲ ჩუენი ივერიაჲ, აწ დაცემული და ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებული, წმიდითა ლოცვითა შენითა ლაზარესაებრ აღდგების და წინაჲსწარმეტყუელებაჲ შენი აღსრულდების:­ რამეთუ სთქუ: „მზაკუვარი იგი ანტიქრისტჱ ივერიასა შინა ვერცა­ღა გამეფდების, ხოლო ქუეყანაჲ ესე უკანაჲსკნელსა ჟამსა მას განბრწყინდების, და ტრაპეზსა ზედა უფლისასა ღჳნოჲ მიერითგან იქმნების“.

აწ ვინ აღრაცხავს ღუაწლსა შენსა საკჳრველსა და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ვინ აღრაცხავს ღუაწლსა შენსა საკჳრველსა და შეჭირვებასა, ანუ ვინ აღმოსთქუავს ფიცხელსა ცხორებასა შენსა მეუდაბნოჲსასა, მარხვასა და დაყუდებასა, ბაგეთა უტყვობასა და მარადის ლოცვასა და მღჳძარებასა? რამეთუ ჭეშმარიტად გამოჩნდი მმარხველთა სამკაულად და ურცხვენელ მლოცველად ღმრთისა. ამისთჳსცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, წმიდისა ცხორებისა დამნერგველო; გიხაროდენ, მწუხარეთა და ჭირვეულთა დიდო ნუგეშო სერაფიმე, ყოველთა მოსავთა შენთა მჴურვალეო მფარველო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, ღირსო, რაჲთა განგვაშორნეს ჩუენ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა, და გჳჴსნნეს ძმათა შორის ბრძოლისა და შინაგანცემისაგან.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, აწ ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე მადლი და წყალობაჲ.

მკითხველი

„აწ განუტევე“

აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

ტროპარი · წმიდა ღირსი მამა სერაფიმე საროველი (+1833)

ოხითა წესისაებრ ტჳპიკონისა.

სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

დიაკონი

მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“

კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო:

შეგჳწყალენ ჩუენ, ღო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტისათჳს, ანუ მთავარეპისკოპოსისა ანუ ეპისკოპოსისა მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა მონათა ღმრთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა).
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს და კეთილის-მყოფელთა წმიდისა და ყოვლად-პატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.

„სიბრძნით“ და „დაამტკიცე, ღმერთო“

სიბრძნით.
გუაკურთხენ.

რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, უკუნითი უკუნისამდე.

„ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ“

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

მკითხველი

„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელი

„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.

მკითხველი

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

„უფალო, შეგვიწყალენ“ (3)

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

გუნდი

კურთხევის თხოვნა

გუაკურთხენ.

მღვდელი

განტევება

ხოლო მღდელი მოიქცევის წმიდისაგან კარისა დასავალად ერისა მიმართ და იტყჳს განტევებასა, და მოიჴსენებს წმიდასა, რომლისაცა განგება იგალობების. და მგალობელთა თქვან მრავალ-ჟამიერ.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს ეკლესია, და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე) წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთაჲთა“

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.