გულანი
საცდელი · 1.11.4
მწუხრი 1 / 6აღდგომის ტროპარი

მწუხრი

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა

24 აპრილი 2033ხმა 8

დღის ხსენებანი (1)
  • ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა
ამ დღის ყველა ხსენება saint.ge-ზე
გუნდი

აღდგომის ტროპარი

ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

103-ე ფსალმუნი (წინასწარდამწყები)

აკურთხევს სული ჩემი უფალსა. უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად; აღსარებაჲ და დიდადშუენიერებაჲ შეიმოსე.

შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი; გარდაჰფინენ ცანი, ვითარცა ტყავი.

დიაკონი

დიდი (სამშვიდობო) კვერექსი

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

დიდი მწუხრი

ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა. ალილუია.

გუნდი

აღდგომის ტროპარი

ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

მღვდელი

განტევება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.