გულანი
საცდელი · 1.11.4
შუაღამიანი 1 / 6საწყისი ლოცვები

შუაღამიანი

ბზობა

17 აპრილი 2033ხმა 2

დღის ხსენებანი (1)
  • ბზობა
ამ დღის ყველა ხსენება saint.ge-ზე
მკითხველი

საწყისი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

50-ე ფსალმუნი (სინანულისა)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.

უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

90-ე ფსალმუნი („რომელი დამკვიდრებულ არს“)

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსასა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

კვირის

კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ბზობის ტროპარი

საზოგადო აღდგომა პირველ ვნებისა შენისა სარწმუნო-ჰყავ, რამეთუ მკვდრეთით აღადგინე ლაზარე, ქრისტე ღმერთო.

მღვდელი

განტევება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.