გულანი
საცდელი · 1.11.4
მესამე ჟამი 1 / 57კურთხევა

მესამე ჟამი

დიდი მარხვა

8 აპრილი 2032ხმა 3

მღვდელი

კურთხევა

თუ მოსდევს პირველ ჟამს – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 16

1 ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა.

2 პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი;

3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე.

4 რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.

5 დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.

6 მე ღაღად-ვჰყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი.

7 საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა.

8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე

9 პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს,

10 და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.

11 განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქუეყანად.

12 შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა.

13 აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა.

14 უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.

15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.

ფსალმუნი 24

1 შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.

2 ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი.

3 და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად.

4 გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.

5 მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.

6 მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან.

7 ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო.

8 რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ჰყუნეს ცოდვილნი გზასა.

9 უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი.

10 ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.

11 სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.

12 ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ჰყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;

13 სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი.

14 ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი აუწყოს მათ.

15 თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი.

16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდ-შობილ და გლახაკ ვარი მე.

17 ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე.

18 იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.

19 იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილითა ამაოდ მომიძულეს მე.

20 იცევ სული ჩემი და მიხსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.

21 უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ უფალო.

22 იხსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.

ფსალმუნი 50

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 70

კანონი 10

1 შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე.

2 სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.

3 მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.

4 ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უშჯულოისათა და ცრუისათა.

5 რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან.

6 შენდამი განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის.

7 ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.

8 აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.

9 ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე.

10 რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა-ყვეს ერთბამად.

11 და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა.

12 ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ.

13 ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა შეიმოსედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის.

14 ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა.

15 პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაი.

16 შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა; უფალო, მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოისაი.

17 ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა.

18 და მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო, ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა.

19 ძლიერებაი შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?

20 რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე.

21 განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაი შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანასითა კუალად აღმომიყვანე მე.

22 და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაითა ჭეშმარიტებაი შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო.

23 იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იხსენ.

24 უფროის და ენაიცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძვირსა ჩემსა.

ფსალმუნი 71

კანონი 10

1 ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა.

2 განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.

3 მიიღედ მთათა მშვიდობაი ერისაი და ბორცუთა სიმართლე.

4 განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლეს ცილის მწამებელი.

5 და თანა-ეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი ნათესავადმდე.

6 გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაი ცურინ ქუეყანასა ზედა.

7 გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე.

8 და უფლებდეს იგი ზღვითი ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.

9 მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.

10 მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას.

11 და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას.

12 რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.

13 ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნეს.

14 აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.

15 და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.

16 იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი.

17 იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.

18 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რომელმან ჰყვის საკვირველი მხოლომან.

19 და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 72

კანონი 10

1 ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათვის.

2 ხოლო ჩემი კნინღა და შემიძრწუნდეს ფერხნი, მცირედღა და შემიცთეს სლვანი ჩემნი.

3 რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშვიდობასა რაი ცოდვილთასა ვხედევდ.

4 რამეთუ არა არს ახილვაი სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.

5 შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.

6 ამისთვის შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმერთოებაი და სიცრუვე თვისი.

7 და გამოხდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაითა.

8 განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს.

9 დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენაი მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.

10 ამისთვის მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.

11 და თქუეს: ვითარ-მე აგრძნა ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაი მაღლისა თანა?

12 აჰა ესერა ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე.

13 და ვსთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ხელნი ჩემნი.

14 და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაი ჩემი განთიად.

15 და ვსთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.

16 და გულსა მომიხდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე.

17 ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისხმა-ვჰყო აღსასრული მათი.

18 ხოლო ზაკუვისა მათისათვის დასდევ მათთვის ბოროტი და დაამხუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა.

19 ვითარ­ღა იქმნეს მოსაოხრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უშჯულოებისა მათისათვის?

20 ვითარცა სიზმარი განღვიძებულისაი, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ჰყო.

21 რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს.

22 და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისხმა-ვჰყავ; ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე.

23 და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ხელი მარჯუენე ჩემი.

24 და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.

25 რამეთუ რაი ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა?

26 მოაკლდა გულსა ჩემსა და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.

27 რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.

28 ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაი ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.

ფსალმუნი 73

კანონი 10

1 რად განგვიშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად. განრისხდა გულის წყრომაი შენი ცხოვართა ზედა სამწყსოისა შენისათა.

2 მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან; იხსენ კუერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთაი სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა.

3 აიხუენ ხელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენ მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა.

4 და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ჰსცნეს.

5 ვითარცა გამოსლვასა ზესკნელსა;

6 ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს. ბჭენი მათნი, რაითურთით ცულითა და წერაქვითა დაამხუეს იგი.

7 დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაი.

8 თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.

9 რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინასწარმეტყუელ, და ჩუენ არავინ გვიცნნეს მერმეცა.

10 ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მხდომი სახელსა შენსა სრულიად.

11 რად გარე-მიიქცევ ხელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად.

12 ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაი შორის ქუეყანასა.

13 შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაი, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა;

14 შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისაი მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.

15 შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განახმენ მდინარენი ითამისანი.

16 შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.

17 შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.

18 ესე მოიხსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი.

19 ნუ მისცემ მხეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.

20 მოჰხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაითა სახლნი უშჯულოთანი.

21 ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხვილეული; გლახაკი და დავრდომილი, აქებდენ სახელსა შენსა.

22 აღსდეგ, ღმერთო, საჯე სჯაი შენი, მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.

23 ნუ დაივიწყებ ხმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაი მოძულეთა შენთაი ამაღლდა მარადის.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 74

კანონი 10

1 აღგიაროთ შენ ღმერთსა, აღგიაროთ შენ, და ვხადოთ სახელსა შენსა, მიუთხრობდე ყოველთა საკვირველებათა შენთა;

2 რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე.

3 განკფდა ქუეყანაი და ყოველნი მკვიდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.

4 ვარქუ უშჯულოთა: ნუ უშჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა;

5 ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყვით ღმრთისათვის სიცრუვესა.

6 რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათაისა.

7 რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის.

8 რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინისა ურწყოისა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა, სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.

9 ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.

10 და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაი მართლისაი.

ფსალმუნი 75

კანონი 10

1 განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი.

2 იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამკვიდრებელი მისი სიონს.

3 რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი.

4 განანათლებ შენ საკვირველად მთათაგან საუკუნეთა.

5 შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა სიმდიდრისაი ხელითა მათითა.

6 მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისაო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე-სხდეს ჰუნებსა.

7 შენ საშინელ ხარ, და ვინ წინა-აღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაი შენი.

8 რაჟამს ზეცით სასმენელ ჰყავ მსჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა.

9 რაჟამს აღდგებოდა ღმერთი სჯად, განრინებად ყოველთა მშვიდთა ქუეყანისათა.

10 რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულის­ზრახვისაი დღესასწაულობდეს შენდა.

11 ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოის მისა, შეწირონ ძღუენი.

12 საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა.

ფსალმუნი 76

კანონი 10

1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე.

2 დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა.

3 მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი.

4 მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე.

5 ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიხსენენ.

6 და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.

7 ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე.

8 ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე?

9 ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?

10 და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი.

11 მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი.

12 და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.

13 ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?

14 შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი.

15 და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.

16 გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი.

17 დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.

18 ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი.

19 ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.

20 უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და აჰრონისითა.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

3-გზის

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ მეყავ ცხორებისათვის სულთა ჩვენთასა

მუხლები

უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან. ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა წმიდისა მარდარისა

მეუფეო ღმერთო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.