გულანი
საცდელი · 1.11.4
პირველი ჟამი 1 / 61კურთხევა

პირველი ჟამი

დიდი მარხვა

14 მარტი 2030ხმა 8

მღვდელი

კურთხევა

ცისკრის შემდეგ – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“. ცალკე – „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი“

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 5

1 სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი.

2 მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.

3 განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.

4 რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან.

5 არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.

6 წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა.

7 ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.

8 უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი.

9 რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს.

10 საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო.

11 და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.

12 რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.

ფსალმუნი 89

1 უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.

2 პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.

3 ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.

4 რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შინა.

5 წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარხდეს; განთიად აღყუავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმეს და დაცვივეს.

6 რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულის წყრომითა შენითა შევძრწუნდით.

7 დასხენ უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხოურებაი ჩუენი ნათელსა პირისა შენისასა.

8 რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ;

9 წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს, დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი. რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშვიდე, და ჩუენ განვისწავლენით.

10 ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაი და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაი.

11 მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა სიბრძნე შენი.

12 მოიქეც, უფალო, ვიდრემდის; და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.

13 აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ.

14 მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი.

15 და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.

16 და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.

ფსალმუნი 100

1 წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო.

2 გიგალობდე და გულისხმა-ვჰყო გზასა უბიწოსა, ოდეს მოხვიდე ჩემდა, ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისა.

3 არა დავიდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უშჯულოი და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ.

4 არა შემომეყო მე დრკუი გული; გარე-მიქცევაი ბოროტისაი ჩემგან მე არა უწყოდე.

5 რომელი იტყვინ იდუმალ მოყუსისა თვისისა ძვირსა, ესე წარვსდევნი; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი.

6 თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რაითა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მსახურებდა მე.

7 არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავანებაი, რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა.

8 ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 64

კანონი 9

1 შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს.

2 შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს.

3 სიტყუანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმერთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო.

4 ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაითა, წმიდა არს ტაძარი შენი.

5 საკვირველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს.

6 განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარე-შერტყმულმან ძლიერებითა.

7 რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა, ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს, შეძრწუნდენ წარმართნი.

8 და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან, გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაი.

9 მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი, მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა, განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი.

10 ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი.

11 აკურთხო გვირგვინი წელიწადისაი სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა.

12 განაპოხნეს შუენიერებაი უდაბნოისაი და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ.

13 შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი, ღაღადებდენ და გალობდენ.

ფსალმუნი 65

კანონი 9

1 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით ქებულებასა მისსა.

2 არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი.

3 ყოველი ქუეყანაი თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო.

4 მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროის ძეთა კაცთასა.

5 რომელი გარდააქცევს ზღუასა ხმელად, მდინარესა წიაღხდენ ფრხივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ.

6 რომელი-იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თვისით.

7 აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ჰყავთ ხმაი ქებისა მისისაი.

8 რომელმან დადვა სული ჩემი ცხოურებად და არა სცა ძრვაი ფერხთა ჩემთა.

9 რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომახურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიხურვების ვეცხლი.

10 შემიყვანენ ჩუენ საფრხესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა.

11 ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად.

12 შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი.

13 რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა.

14 საკუერთხები ტვინოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები.

15 მოვედით, ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა.

16 მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა.

17 სიცრუვესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი.

18 ამისთვის შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ხმასა ვედრებისა ჩემისასა.

19 კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვაი ჩემი და არცა წყალობაი მისი ჩემგან.

ფსალმუნი 66

კანონი 9

1 ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.

2 ცნობად ქუეყანასა ზედა გზაი შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაი შენი.

3 აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი.

4 მხიარულ იყვნედ და იხარებდინ თესლნი, რამეთუ შენ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი.

5 აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი.

6 ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თვისი; მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო, ღმერთმან ჩუენმან.

7 მაკურთხენინ ჩუენ, ღმერთმან, და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 67

კანონი 9

1 აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.

2 ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.

3 და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა.

4 აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.

5 შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელ-იგი მამა არს ობოლთაი და მსაჯული ქურივთაი; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა.

6 ღმერთმან დაამკვიდრნის ერთ-სახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმხნითა თვისითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ არიან სამარებსა.

7 ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ.

8 ქუეყანაი შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაისა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა.

9 წვიმაი ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკვიდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი.

10 და ცხოველნიცა შენნი მკვიდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო.

11 უფალმან სცეს სიტყუაი, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა.

12 მეუფე ძალთაი საყუარელისაი, შუენიერებითა სახლისაითა განყოფად ნატყუენავისა.

13 უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლით მოსილ, და ბეჭთ-საშუვალი მისი ფერითა ოქროისაითა.

14 რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს.

15 მთაი ღმრთისაი, მთაი პოხილი, მთაი შეყოფილი და მთაი პოხილი.

16 რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაი ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად.

17 ეტლნი ღმრთისანი ბევრ-წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა.

18 აღჰხედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაითა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყუნენ.

19 უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან.

20 ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი.

21 ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაი თხემით თმითურთ, რომელნი ვლენან უშჯულოებითა მათითა.

22 თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღვისათა.

23 რაითა შეიღებოს ფერხი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი - მტერთაგან მის მიერ.

24 გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა.

25 იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა.

26 ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.

27 მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკვირვებასა; მთავარნი იუდაისნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი.

28 ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის.

29 ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შესწირონ მეფეთა ძღუენი.

30 შეჰრისხენ შენ მხეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაი დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა; განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაი.

31 მოვიდენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა.

32 მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა.

33 რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ხმაი თვისი, ხმაი ძლიერებისაი.

34 მიეცით ღმერთსა, ისრაელსა ზედა დიდ შუენიერებაი მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა.

35 საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელისაი, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა, კურთხეულ არს ღმერთი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 68

კანონი 9

1 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე.

2 დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენაი, მოვედ მე სიღრმესა ზღვისასა და მოქცევამან დამნთქა მე.

3 დავშუერი მე ღაღადებითა, და დამხდა ხმაი ჩემი, მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა.

4 განმრავლდეს უფროის თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუვით; და რაი-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ.

5 ღმერთო, შენ უწყი უგუნურებაი ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს.

6 ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო, ნუცა ჰკდემებინ ჩემ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაელისაო.

7 რამეთუ შენთვის დავითმინე ყუედრებაი და დაფარა სირცხვილმან პირი ჩემი.

8 უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ-ძეთა დედისა ჩემისათა.

9 რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.

10 და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ.

11 ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძაი და ვექმენი მათ იგავ.

12 ჩემთვის ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღვინოსა.

13 ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისაითა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისაითა.

14 მიხსენ მე თიხისაგან, რაითა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაისა.

15 ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთაი, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფინ ჩემ ზედა ჯურღმული პირისა მისისა.

16 ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა.

17 ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი.

18 მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე.

19 რამეთუ შენ უწყი ყუედრებაი ჩემი და სირცხვილი ჩემი და კდემაი ჩემი; შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი.

20 ყუედრებაი დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობაი და ველოდე მე თანა-მჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინის-მცემელსა, და არა ვპოვე.

21 და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი.

22 იქმენინ ტაბლაი მათი მათ წინაშე საფრხე და მისაგებელ და საცთურ.

23 დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაითა არა ხედვიდენ და ზურგი მათი მარადის შედრიკე.

24 მიჰფინე მათ ზედა რისხვაი შენი, და გულის წყრომაი რისხვისა შენისაი ეწიენ მათ.

25 იყავნ სამკვიდრებელი მათი ოხერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკვიდრი;

26 რამეთუ რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს.

27 შესძინე უშჯულოებაი უშჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა;

28 აიხოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაისა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ.

29 გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე.

30 ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა;

31 და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროის ხბოისა მის ჩჩვილისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.

32 იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი.

33 რამეთუ ესმა დავრდომილთაი უფალსა და პყრობილნი მისნი არ შეურაცხ-ჰყუნა.

34 აქებდით მას ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი ვალს მას შინა.

35 რამეთუ ღმერთმან იხსნეს სიონი, და აღაშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკვიდრონ იგი;

36 და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკვიდრონ მას შინა.

ფსალმუნი 69

კანონი 9

1 ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.

2 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.

3 მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!

4 გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი.

5 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

3-გზის

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

რაჲ-მე სახელ-გდვათ შენ, ჰოი, მიმადლებულო? ცად, რამეთუ აღმოაბრწყინე მზე სიმართლისაჲ? სამოთხედ, რამეთუ აღმოაცენე ყვავილი უხრწნელებისაჲ? ქალწულად, რამეთუ უხრწნელად ჰგიე? დედად წმიდად, რამეთუ ხელთა შენთა ტვირთულ-გიპყრია ძეჲ ყოველთა ღმრთისაჲ? მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.

მუხლები

სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი. მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა პირველი ჟამისა

ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, აღიბეჭდენ ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა, რაჲთა მას შინა ვიხილოთ ნათელი იგი მიუჩრდილებელი; და წარუმართენ სლვანი ჩვენნი აღსრულებად მცნებათა შენთა, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

გუნდი

ზესთა მბრძოლისა

ზესთამბრძოლისა ჩემისათჳს დაუძლეველისა, გამომხსნელი ჭირთაგან სამადლობელსა შევსწირავ შენდა, ღმრთისმშობელო, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უძლეველი, ყოველთაგან ვნებთა განმათავისუფლე მე, რაჲთა გიგალობდე შენ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

მღვდელი

დიდება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

გუნდი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3). გვაკურთხენ.

მღვდელი

განტევება

ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

გუნდი

ამინ

ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3).