კურთხევა
ცისკრის შემდეგ – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“. ცალკე – „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი“
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
ამინ.
დიდება
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
საწყისი ლოცვები
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის · მეტანიით
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კურთხევა
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ
მეტანიით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 5
1 სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი.
2 მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.
3 განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.
4 რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან.
5 არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
6 წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა.
7 ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
8 უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი.
9 რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს.
10 საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო.
11 და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.
12 რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.
ფსალმუნი 89
1 უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.
2 პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.
3 ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.
4 რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შინა.
5 წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარხდეს; განთიად აღყუავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმეს და დაცვივეს.
6 რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულის წყრომითა შენითა შევძრწუნდით.
7 დასხენ უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხოურებაი ჩუენი ნათელსა პირისა შენისასა.
8 რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ;
9 წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს, დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი. რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშვიდე, და ჩუენ განვისწავლენით.
10 ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაი და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაი.
11 მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა სიბრძნე შენი.
12 მოიქეც, უფალო, ვიდრემდის; და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.
13 აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ.
14 მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი.
15 და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
16 და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
ფსალმუნი 100
1 წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო.
2 გიგალობდე და გულისხმა-ვჰყო გზასა უბიწოსა, ოდეს მოხვიდე ჩემდა, ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისა.
3 არა დავიდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უშჯულოი და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ.
4 არა შემომეყო მე დრკუი გული; გარე-მიქცევაი ბოროტისაი ჩემგან მე არა უწყოდე.
5 რომელი იტყვინ იდუმალ მოყუსისა თვისისა ძვირსა, ესე წარვსდევნი; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი.
6 თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რაითა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მსახურებდა მე.
7 არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავანებაი, რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა.
8 ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის · მეტანიით
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ფსალმუნი 9
კანონი 2
1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
2 ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა მაღალო.
3 რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.
4 რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
5 შეჰრისხენ შენ წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
6 მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით;
7 და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი.
8 და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
9 ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
10 და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
11 უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
12 რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი.
13 მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა.
14 რაითა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.
15 დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი.
16 განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი.
17 მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი.
18 რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად.
19 აღსდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.
20 დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა; გულისხმა-ჰყვენ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
21 რად-მე, უფალო, დასდეგ შორის და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?
22 ამპარტავანებასა უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან რომელთაცა ზრახავენ.
23 რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულის-თქუმათა შინა სულისა თვისისათა, და უღმრთოი იკურთხევინ.
24 განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა.
25 ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ.
26 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა, არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თვინიერ ძვირისა.
27 წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი.
28 დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოისა; თუალნი მისნი გლახაკსა ჰხედვენ;
29 მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა;
30 მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.
31 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად.
32 აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
33 რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა გამოიძიოს.
34 ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.
35 შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაი და უკეთურისაი. იძიოს ცოდვაი მისი და არა იპოოს.
36 უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
37 ნებაი გლახაკთაი ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი.
38 განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 10
კანონი 2
1 უფალსა ვესავ, ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა ვითარცა სირი?
2 რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და განმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა.
3 რამეთუ რაი-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან რაი ჰყო?
4 უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.
5 უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი.
6 წვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული ნიავქარისაი, ნაწილი სასუმელისა მათისაი.
7 რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის · მეტანიით
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ფსალმუნი 11
კანონი 2
1 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან.
2 ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა.
3 ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდად მეტყუელი;
4 რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს?
5 ჭირისათვის გლახაკთაისა და სულ-თქუმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა.
6 სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შვიდ წილად.
7 შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
8 გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.
ფსალმუნი 12
კანონი 2
1 ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
2 ვიდრე ვისთვის დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემზედა?
3 მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ.
4 ნუსადა სთქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას;
5 მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა.
6 ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილის მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
ფსალმუნი 13
კანონი 2
1 თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაი.
2 უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
3 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე.
4 არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს.
5 მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა.
6 ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.
7 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა?
8 რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის · მეტანიით
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ფსალმუნი 14
კანონი 2
1 უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა.
2 რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა,
3 რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო.
4 შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს. რომელი ეფუცოს მოყუასსა თვისსა და არა ეცრუოს.
5 ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.
ფსალმუნი 15
კანონი 2
1 მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ.
2 ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს.
3 წმიდათაი რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
4 განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
5 უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა.
6 საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.
7 ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა.
8 წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.
9 ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით.
10 რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.
11 მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.
ფსალმუნი 16
კანონი 2
1 ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა.
2 პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი;
3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე.
4 რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
5 დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
6 მე ღაღად-ვჰყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი.
7 საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე
9 პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს,
10 და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
11 განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქუეყანად.
12 შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა.
13 აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა.
14 უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.
15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის · მეტანიით
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ტროპარი · დიდი მარხვის ჟამნი
ტექსტი ემატება3-გზის
ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აწ და მარადის
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლისა
რაჲ-მე სახელ-გდვათ შენ, ჰოი, მიმადლებულო? ცად, რამეთუ აღმოაბრწყინე მზე სიმართლისაჲ? სამოთხედ, რამეთუ აღმოაცენე ყვავილი უხრწნელებისაჲ? ქალწულად, რამეთუ უხრწნელად ჰგიე? დედად წმიდად, რამეთუ ხელთა შენთა ტვირთულ-გიპყრია ძეჲ ყოველთა ღმრთისაჲ? მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.
მუხლები
სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი. მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის · მეტანიით
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კურთხევა
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
კონდაკი · დიდი მარხვის ჟამნი
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
უფალო, შეგვიწყალენ
40-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ლოცვა ჟამთა
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა
მეტანიით
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
კურთხევა
თავის დახრით
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
მღვდლის ლოცვა
ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა პირველი ჟამისა
ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, აღიბეჭდენ ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა, რაჲთა მას შინა ვიხილოთ ნათელი იგი მიუჩრდილებელი; და წარუმართენ სლვანი ჩვენნი აღსრულებად მცნებათა შენთა, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
ზესთა მბრძოლისა
ზესთამბრძოლისა ჩემისათჳს დაუძლეველისა, გამომხსნელი ჭირთაგან სამადლობელსა შევსწირავ შენდა, ღმრთისმშობელო, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უძლეველი, ყოველთაგან ვნებთა განმათავისუფლე მე, რაჲთა გიგალობდე შენ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
დიდება
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3). გვაკურთხენ.
განტევება
ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
ამინ
ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3).