კურთხევა
შევალს მღდელი წმიდასა შინა ეკლესიასა, დაიდებს ეპეტრახილსა, დასდგების წინაშე აღსავლის კარისა, და იტყჳს:
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
და მკითხველმან:
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 103
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ,
2 შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.
3 რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;
4 რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;
5 რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.
6 უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.
7 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.
8 აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.
9 საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.
10 რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;
11 ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.
12 მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.
13 დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.
14 რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.
15 და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.
16 განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.
17 მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.
18 მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.
19 შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.
20 დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,
21 ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.
22 აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.
23 გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.
24 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.
25 ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;
26 მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.
27 ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;
28 მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.
29 ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.
30 გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.
31 იყავნ უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.
32 რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.
33 ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
34 ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.
35 მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
სამწუხრო (მწუხრის) ლოცვები
ხოლო მღდელი დასდგების წინაშე წმიდისა კარისა, თავმოხდილი, და წარიკითხავს ლოცვებსა მწუხრისასა:
უფალო, სახიერო სულგრძელო და მრავალ მოწყალეო, ყურად-იღე ლოცვა ჩუენი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩუენისასა, ჰყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ, წარმიძეღუ ჩუენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩუენ ჭეშმარიტებითა შენითა, ახარე გულთა ჩუენთა შიშითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა, რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკჳრველებათა, შენ ხარ ღმერთი მხოლო, და არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ძლიერი წყალობითა, და სახიერი კაცთ-მოყუარებითა, შეწევნად, და ნუგეშინის-ცემად და ცხოვრებად ყოველთა მოსავთა სახელისა შენისა მიმართ წმიდისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩუენ, არამედ ჰყავ ჩუენ თანა წყალობაჲ მსგავსად სახიერებისა შენისა, მკურნალო და მჴსნელო სულლა ჩუენთაო; მიმიძეღუ ჩუენ ნავთსაყუდელსა ნებისა შენისასა, განანათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი ცნობად ჭეშმარიტებისა შენისა, და მომანიჭე ჩუენ ნეშტი დღისა ამის მშჳდობით და უცოდველად, და ყოველნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო ღმერთო ჩუენო, მომიჴსენენ ჩუენ, ცოდვილნი და უჴმარნი მონანი შენნი, რაჟამს ვხადოდეთ ჩუენ წმიდასა სახელსა შენსა, და ნუ მარცხვენ ჩუენ სასოებისაგან ჩუენისა წყალობითა შენითა, არამედ მომმადლე ჩუენ, უფალო, ყოველივე საცხოვრებელი თხოვაჲ, და ღირს-მყვენ სიყუარულსა, და შიშსა შენსა ყოვლითა გულითა ჩუენითა, და ყოფად ყოველსა შინა ნებასა შენსა:
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელსა ჩუენ ყოველნი დაუდუმებელად გაქებთ შენ, და მარადის გადიდებთ, ყოველთა ზეცისა ძალთა მიერ ქებულო, აღავსე პირი ჩუენი ქებითა შენითა, რათა უგალობდეთ სახელსა შენსა წმიდასა, მოგვეც ჩუენ ნაწილი და სამკჳდრებელი ყოველთა მოშიშთა ჭეშმარიტებისა შენისათა, დაცვითა მცნებათა შენთათა, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა და ყოველთა წმიდითა შენთათა.
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი დაბადებული, და სულგრძელ ხარ ჩუენ ცოდვილთა ზედა, შემნანებელად სიბოროტისა ჩუენისა, მოგჳჴსენენ წყალობითა და მოწყალებითა შენითა, და დაგჳფარენ ჩუენ სახიერებითა შენითა, მოგვეც ჩუენ განვლად ნეშტი დღისა ამის მადლითა შენითა, და განგუაშორე ბოროტისა ეშმაკისა საცთური, და უვნებელად დაიცევ ცხოვრებაჲ ჩუენი მეორედ მოსლვასა მას შენსა, მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა:
წყალობითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმერთო დიდო და საკჳრველო, რომელი გამოუთქუმელითა სახიერებითა შენითა და სიმდიდრითა წინასწარ მცნობელობისა შენისათა განაგებ ყოველთა, რომელმან ქუეყანისა ყოველი კეთილი მოგუეც ჩუენ, და შენ მიერი იგი აღთქუმული სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ, და აღთქუმითა მით კეთილი გზაჲ გჳჩუენე ჩუენ, დღესა მას მოსვლისა შენისასა, ყოვლისა ბოროტისაგან განგუათავისუფლენ ჩუენ, და მოგუანიჭე ჩუენ შემდგომი ნეშტი ცხოვრებისა ჩუენისაჲ, უცოდველად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისა, საქებელად მხოლოჲსა სახიერისა, და კაცთმოყვარისა შენ ღმრთისა ჩუენისა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ ხარ ნათელსა თუალთშეუდგამსა, რომელმან ყოველი დაბადებული სიბრძნით შეჰქმენ; რომელმან განჰყავ შორის ნათლისა და შორის ბნელისა, და დააწესე მზეჲ მფლობელად დღისა, და მთოვარე და ვარსკვლავნი მფლობელად ღამისა, და ღირს მყვენ ჩუენ ცოდვილნი ჟამსაცა ამას მოსლვად წინაშე პირსა შენსა აღსარებითა და შეწირვად შენდა მწუხრის ლოცვისა, შენ, კაცთმოყუარეო, წარმართე ლოცვა ჩუენი, ვითარცა საკმეველი, შენ წინაშე, და შეიწირე სუნად სუნნელად: და მოგუმადლე მწუხრი ესე და შემომავალი ღამეჲ მშჳდობით; შეგუმოსე ჩუენ საჭურველი ნათლისაჲ, გჳჴსნენ შიშისაგან ღამისა, და ყოვლისაგან ღუაწლისა, რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე, რომელ მოგვეც განსასუენებელად უძლურებათა ჩუენთა, ყავ ყოვლისაგან ოცნებისა საეშმაკოჲსა განშორებულ. ჰე, მეუფეო, კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთაცა ჩუენთა ზედა ვინანდეთ და ღამითცა ვიჴსენებდეთ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ, და სიხარულითა სულისათა აღვსდგეთ დიდების-მეტყველებად სახიერებისა შენისა, რათა ლოცვასა და ვედრებასა შევსწირვიდეთ მოწყალებისა შენისა მიმართ ცოდვათა ჩუენთათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა:
რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ფსალმუნის ბოლო მუხლები
მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე
ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
დიდი კვერექსი
ხოლო აღსრულებასა წინადასაწყისისა ფსალმუნისასა დიაკონი გამოვალს ჩრდილოეთით კერძო, და დასდგების ჩუეულებისაებრ ადგილსა თჳსსა, და იტყჳს კუერექსსა.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთ-მთავარიცა მის სამწყსოჲსა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, - წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად-კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.
ასამაღლებელი
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნუთი უკუნისამდე;
ამინ.
„ნეტარ არს კაცი“
ესრეთ ფსალმუნებაჲ ნეტარ არს კაცისაჲ. · „ნეტარ არს კაცი“ შაბათ საღამოს, კვირის წინა მწუხრზე, და დიდ დღესასწაულთა წინა საღამოს იგალობება. სხვა დღეებში მის ნაცვლად დღის კანონი იკითხება.
1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა.
2. არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.
3. და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას.
4. არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.
5. ამისთვის არა აღსდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა.
6. რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.
მცირე კვერექსი
და შემდგომად ფსალმუნებისა გამოვალს დიაკონი ჩრდილოეთით კერძო და იტყჳს მცირესა კუერექსსა.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ.
„უფალო, ღაღად-ვყავ“
ესრეთ: უფალო, ღაღად-ვყავ: ითქუმის ჴმასა ზედა დასდებელისასა.
უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.
ფსალმუნი 140
1 უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
2 წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.
3 დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.
4 ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.
5 მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.
6 დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.
7 ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.
8 რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.
9 მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
10 შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?
ფსალმუნი 141
1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.
2 განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.
3 მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.
4 ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.
5 ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
6 მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
7 გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.
ფსალმუნი 129
1 ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი;
ნებნი შენნი ყოვლად წმიდანი ქრისტე ძელსა ზედა…
მწუხრად, უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი ჯუარსან. ჴმა ა. ყოვლად ქებულნო მოწამენო.
ნებნი შენნი ყოვლად წმიდანი ქრისტე ძელსა ზედა აღამაღლენ, და თითნი შენნი სისხლიან-ჰყუენ, მნებებელმან ჰჴსნად სამღთოთა ჴელთა შენთა ქმნულისა კაცთ-მოყუარე. ადამ გარდასლჳთა შეპყრობილისა სუფევასა შინა სასიკუდინეთა, რომელიცა აღადგინე ჴელმწიფებითა შენითა ყოვლად ძლიერო:
ფსალმუნი 129
2 იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
ჯუარსა ზედა დამსჭუალულმან ქრისტე ღმერთო ვითარცა…
ჯუარსა ზედა დამსჭუალულმან ქრისტე ღმერთო ვითარცა კაცმან, ბუნებაჲ კაცობრივი განამღთუე, და დასაბამი იგი ბოროტთა გუელი მოაკუდინე, ხოლო ჩუენ ძელისა ძლითისა წყევისაგან განგუათავისუფლენ, რტამეთუ მოჴუედ წყევასა შინა ქმნილი ვითარცა სახიერი რათა ყოველთა მოსცე კურთხევაჲ და დიდი წყალობაჲ:
ფსალმუნი 129
3 უკეთუ უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი.
მეუფემან უზესთაესმან ყოვლისა პატივისამან, უპატიო-ყოფად ჯერიჩინე…
მეუფემან უზესთაესმან ყოვლისა პატივისამან, უპატიო-ყოფად ჯერიჩინე, საყუედრელისა სიკუდილისა დამთმენელმან მოწყალეო ძელსა ზედა, რომლისა მიერ მოისთლო უკუდავებაჲ ნათესავმან კაცთამან, და ცხოვრება მოიღო პირუელივე მოჰკუედ რა ჴორცითა ყოვლად ძლიერო:
ფსალმუნი 129
4 სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.
„უფალო, ღაღად-ვყავ“-ის დასდებლები
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ფსალმუნი 129
5 სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.
ფსალმუნი 129
6 რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.
ფსალმუნი 116
1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;
ფსალმუნი 116
2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.
უმსჯავროდ დაკლუაჲ შენი ქრისტე, იხილა რა ქალწულმან…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა. მსგავსივე.
უმსჯავროდ დაკლუაჲ შენი ქრისტე, იხილა რა ქალწულმან გოდებით გიღაღადებდა შენ შჳლო უტკბილესო ვითარიმე უკუე ივნებ უმსჯავროდ, ანუ ვითარ ძელსა ზედა დამოეკიდები, რომელმან ყოველი ქუეყანაჲ დაჰკიდე წყალთა ზედა, ნუ დამიტევებ მე მარტოსა ქუელის-მოქმედო და მრავალ-მოწყალეო, დედასა და მჴევალსა შენსა გევედრები:
შესვლის ლოცვა
ლოცვა გამოსლვისა:
მწუხრი, დილეულ და სამხრად გაქებთ, გაკურთხევთ, გმადლობთ და გევედრებით შენ, მეუფეო ყოველთაო, წარმართე ლოცვა ჩუენი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუ მისდრეკ გულთა ჩუენთა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა, არამედ გჳჴსნენ მომნადირებელთაგან სულისა ჩუენისათა, რამეთუ შენდა მომართ, უფალო, უფალო, თუალნი ჩუენნი შენ გესვენ, და ნუ გუარცხვენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო.
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
შესვლა
ესრეთ მღდელი აკურთხევს შესავალსა. · შესვლა
სიბრძნით, აღემართენით.
„ნათელო მხიარულო“
ნათელი მხიარული წმიდისა დიდებულისა, უკუდავისა მამისა ზეცათასა, წმიდა მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე; მოსრულთა დასლვასა მზისასა ვიხილოთ ნათელი სამწუხრო, ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ჴმითა ტკბილითა, ძეო ღმრთისაო, ცხოვრების მომცემელო, რომლისათჳსცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს.
დღის წარდგომა
ხოლო შემდგომად შესლვისა, ჰყოფს ჩუეულებისაებრ თაყუანის-ცემასა მღდელი და დიაკონი მაღალ დასაჯდომელისასა და შემდგომ მხედველნი დასავალით დიაკონი იტყვის წარდგომასა დღისასა.
სამ-შაბათსა მწუხრად, ჴმა ა.
წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.
მუჴლი: უფალმან მმწყსოს მე, და მე არა მაკლდეს, ადგილსა მწუანვილოვანსა, მუნ დამამკჳდრა მე.
სავედრებელი კვერექსი („ვთქვათ ყოველთა“)
ხოლო მოიქცევის მღდელი და დიაკონი დასავალით, და მდგომარე ჰგებს აღსრულებასა წარდგომისასა. ესრეთ თაყუანის-სცემს, და მივალს თჳსსა ადგილსა, ხოლო შემდგომად წარდგომისა, დიაკონი, გამოვალს ჩრდილოჲთ კერძო და იტყჳს (ხოლო მღდელი საკურთხეველსა შინა დასდგების წინაშე წმიდისა ტრაპეზისა):
ვთქუათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ.
უფალო, შეგჳწყალენ.
უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტისათჳს, ანუ მთავარეპისკოპოსისა ანუ ეპისკოპოსისა მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა მონათა ღმრთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა).
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს და კეთილის-მყოფელთა წმიდისა და ყოვლად-პატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
ასამაღლებელი
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
„ღირს-მყავ, უფალო“
ღირს მყვენ ჩვენ, უფალო, მწუხრსა ამას, უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ.
იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისხმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი.
უფალო, წყალობაი შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შვენის ქებაი, შენდა შვენის გალობაი, შენდა დიდებაი შვენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
თხოვნითი კვერექსი („აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ“)
აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი უფალსა.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.
მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳსგებაჲ წინაშე საშინელისა სამშჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.
ასამაღლებელი
რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
თავის მოდრეკის ლოცვა
ლოცვა თავმოდრეკით.
მშჳდობა ყოველთა.
და სულისაცა შენისა თანა.
თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
შენ, უფალო.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჴედ ცხოვრებისათჳს ნათესავისა კაცთასა, მოხედენ მონათა შენთა ზედა, და სამკჳდრებელსა შენსა ზედა, რამეთუ შენ ხარ საშინელი და კაცთმოყუარე მსაჯული მონათა შენთა, რომელთა მოუდრეკიან თავნი თჳსნი, და დაუმდაბლებიან ქედნი მათნი, რამეთუ არა კაცთა მიერსა ეძიებენ შეწევნასა, არამედ შენ მიერსა ითხოვენ წყალობასა, და შენსა ეძიებენ ცხოვრებასა, რათა დაიცვნე ყოველსა ჟამსა, და შემდგომსაცა მწუხრსა, და მომავალსაცა ღამესა ყოვლისა წინააღმდგომთა მტერთა საცთურისაგან, და ამაოთა გულის-სიტყუათა და ბოროტთა განზრახვათა საეშმაკოთა.
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
ჯუარი აღემართა თხემისა ადგილსა, რომლისაგან აღმოგჳცენდა ჩუენ…
სტიქარონი, ჯურისა, ჴმა ა.
ჯუარი აღემართა თხემისა ადგილსა, რომლისაგან აღმოგჳცენდა ჩუენ უკუდავება, წყაროსაგან დაუწყვედელისა, გუერდისაგან მაცხოვრისა:
განუკუეთელ ზღუდე ჩუენდა არს, პატიოსანი ჯუარი მაცხოვრისა, და ყოველნი ვსცხონდებით რომელნი მას ვესავთ და თაყუანის-ვსცემთ:
ეჰა კეთილისა მის ვაჭრობისა თქუენისა წმიდანო, რამეთუ…
მოწამეთა.
ეჰა კეთილისა მის ვაჭრობისა თქუენისა წმიდანო, რამეთუ სისხლნი მისცენით და ცანი დაიმკჳდრენით, და საწუთოსა განცდილნი საუკუნოდ მხიარულ-ხართ, ჭეშმარიტად კეთილ-არს ვაჭრობაჲ თქუენი, რამეთუ განხრწნადნი დაუტევენით, და უჴრწნელნი მოიგენით, და ანგელოსთა თანა ჰგალობთ, და ადიდებთ დაუდუმებელად სამებასა ერთ-არსებასა:
მახჳლმან განულო გული ჩემი ჵ შჳლო, ქალწული…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა, ყოვლად-ქებულნო მოწამენო.
მახჳლმან განულო გული ჩემი ჵ შჳლო, ქალწული იტყოდა, რამეთუ ძელსა ზედა დამოკიდებული გიხილე რა ქრისტე, განგმერილვიქმენ მეუფეო, ვითარ იგი წინათ თქუა სიმეონ, არამედ აღდეგ და მადიდე უკუდაო, მჴევალი და დედა შენი გევედრები:
„აწ განუტევე“
აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი (299-306) და აბიბო (322)
ოხითა წესისაებრ ტჳპიკონისა.
საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი, ზღუდედ უბრძოლველად მოგანიჭებ ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახუანი წარმართთანი განაქარვენ, და სკიპტრაჲ მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყუარემან.
„სიბრძნით“ და „დაამტკიცე, ღმერთო“
სიბრძნით.
გუაკურთხენ.
რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, უკუნითი უკუნისამდე.
„ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ“
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„უფალო, შეგვიწყალენ“ (3)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
კურთხევის თხოვნა
გუაკურთხენ.
განტევება
ხოლო მღდელი მოიქცევის წმიდისაგან კარისა დასავალად ერისა მიმართ და იტყჳს განტევებასა, და მოიჴსენებს წმიდასა, რომლისაცა განგება იგალობების. და მგალობელთა თქვან მრავალ-ჟამიერ.
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს ეკლესია, და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე) წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთაჲთა“
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი · წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი (299-306) და აბიბო (322)
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი, ზღუდედ უბრძოლველად მოგანიჭებ ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახუანი წარმართთანი განაქარვენ, და სკიპტრაჲ მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყუარემან.
ფსალმუნი 70
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
1 შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე.
2 სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.
3 მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.
4 ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უშჯულოისათა და ცრუისათა.
5 რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან.
6 შენდამი განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის.
7 ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.
8 აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.
9 ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე.
10 რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა-ყვეს ერთბამად.
11 და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა.
12 ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ.
13 ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა შეიმოსედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის.
14 ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა.
15 პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაი.
16 შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა; უფალო, მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოისაი.
17 ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა.
18 და მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო, ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა.
19 ძლიერებაი შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?
20 რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე.
21 განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაი შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანასითა კუალად აღმომიყვანე მე.
22 და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაითა ჭეშმარიტებაი შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო.
23 იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იხსენ.
24 უფროის და ენაიცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძვირსა ჩემსა.
ფსალმუნი 71
1 ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა.
2 განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.
3 მიიღედ მთათა მშვიდობაი ერისაი და ბორცუთა სიმართლე.
4 განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლეს ცილის მწამებელი.
5 და თანა-ეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი ნათესავადმდე.
6 გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაი ცურინ ქუეყანასა ზედა.
7 გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე.
8 და უფლებდეს იგი ზღვითი ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.
9 მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.
10 მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას.
11 და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას.
12 რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.
13 ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნეს.
14 აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.
15 და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.
16 იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი.
17 იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.
18 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რომელმან ჰყვის საკვირველი მხოლომან.
19 და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ.
ფსალმუნი 72
1 ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათვის.
2 ხოლო ჩემი კნინღა და შემიძრწუნდეს ფერხნი, მცირედღა და შემიცთეს სლვანი ჩემნი.
3 რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშვიდობასა რაი ცოდვილთასა ვხედევდ.
4 რამეთუ არა არს ახილვაი სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.
5 შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.
6 ამისთვის შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმერთოებაი და სიცრუვე თვისი.
7 და გამოხდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაითა.
8 განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს.
9 დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენაი მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.
10 ამისთვის მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.
11 და თქუეს: ვითარ-მე აგრძნა ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაი მაღლისა თანა?
12 აჰა ესერა ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე.
13 და ვსთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ხელნი ჩემნი.
14 და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაი ჩემი განთიად.
15 და ვსთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.
16 და გულსა მომიხდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე.
17 ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისხმა-ვჰყო აღსასრული მათი.
18 ხოლო ზაკუვისა მათისათვის დასდევ მათთვის ბოროტი და დაამხუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა.
19 ვითარღა იქმნეს მოსაოხრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უშჯულოებისა მათისათვის?
20 ვითარცა სიზმარი განღვიძებულისაი, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ჰყო.
21 რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს.
22 და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისხმა-ვჰყავ; ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე.
23 და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ხელი მარჯუენე ჩემი.
24 და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.
25 რამეთუ რაი ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა?
26 მოაკლდა გულსა ჩემსა და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.
27 რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.
28 ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაი ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.
ფსალმუნი 73
1 რად განგვიშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად. განრისხდა გულის წყრომაი შენი ცხოვართა ზედა სამწყსოისა შენისათა.
2 მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან; იხსენ კუერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთაი სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა.
3 აიხუენ ხელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენ მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა.
4 და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ჰსცნეს.
5 ვითარცა გამოსლვასა ზესკნელსა;
6 ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს. ბჭენი მათნი, რაითურთით ცულითა და წერაქვითა დაამხუეს იგი.
7 დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაი.
8 თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.
9 რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინასწარმეტყუელ, და ჩუენ არავინ გვიცნნეს მერმეცა.
10 ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მხდომი სახელსა შენსა სრულიად.
11 რად გარე-მიიქცევ ხელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად.
12 ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაი შორის ქუეყანასა.
13 შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაი, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა;
14 შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისაი მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.
15 შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განახმენ მდინარენი ითამისანი.
16 შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.
17 შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.
18 ესე მოიხსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი.
19 ნუ მისცემ მხეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.
20 მოჰხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაითა სახლნი უშჯულოთანი.
21 ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხვილეული; გლახაკი და დავრდომილი, აქებდენ სახელსა შენსა.
22 აღსდეგ, ღმერთო, საჯე სჯაი შენი, მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.
23 ნუ დაივიწყებ ხმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაი მოძულეთა შენთაი ამაღლდა მარადის.
ფსალმუნი 74
1 აღგიაროთ შენ ღმერთსა, აღგიაროთ შენ, და ვხადოთ სახელსა შენსა, მიუთხრობდე ყოველთა საკვირველებათა შენთა;
2 რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე.
3 განკფდა ქუეყანაი და ყოველნი მკვიდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.
4 ვარქუ უშჯულოთა: ნუ უშჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა;
5 ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყვით ღმრთისათვის სიცრუვესა.
6 რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათაისა.
7 რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის.
8 რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინისა ურწყოისა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა, სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.
9 ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.
10 და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაი მართლისაი.
ფსალმუნი 75
1 განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
2 იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამკვიდრებელი მისი სიონს.
3 რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი.
4 განანათლებ შენ საკვირველად მთათაგან საუკუნეთა.
5 შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა სიმდიდრისაი ხელითა მათითა.
6 მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისაო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე-სხდეს ჰუნებსა.
7 შენ საშინელ ხარ, და ვინ წინა-აღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაი შენი.
8 რაჟამს ზეცით სასმენელ ჰყავ მსჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა.
9 რაჟამს აღდგებოდა ღმერთი სჯად, განრინებად ყოველთა მშვიდთა ქუეყანისათა.
10 რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისაი დღესასწაულობდეს შენდა.
11 ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოის მისა, შეწირონ ძღუენი.
12 საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა.
ფსალმუნი 76
1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე.
2 დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა.
3 მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი.
4 მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე.
5 ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიხსენენ.
6 და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.
7 ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე.
8 ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე?
9 ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?
10 და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი.
11 მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი.
12 და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.
13 ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?
14 შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი.
15 და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.
16 გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი.
17 დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.
18 ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი.
19 ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.
20 უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და აჰრონისითა.
მცირე კვერექსი (პირველი კათისმის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…
ოთხშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ა.
აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე, და საფარუელსა ქუეშე მისსა დაიცევ რათა ვიტყოდეთ, უფალო დიდება შენდა:
ჯუარცმითა შენითა ქრისტე განიგმირა მძლავრი, და დაითრგუნა…
აღამაღლებდით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსაფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
ჯუარცმითა შენითა ქრისტე განიგმირა მძლავრი, და დაითრგუნა ძალი მტერისა, რამეთუ არა ანგელოსმან არცა კაცმან, არამედ თავადმან უფალმან მაცხოვნენ ჩუენ:
შენ შუა-მდგომელად გუაქუ ყოვლად წმიდაო, და ვედრებითა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
შენ შუა-მდგომელად გუაქუ ყოვლად წმიდაო, და ვედრებითა შენითა ბოროტთაგან ვიჴსნებით, ჯუარითა ძისა შენისათა ყოვლადუე დაცულნი, ჯერისაებრ შენ ყოველნი კეთილ მსახურებით გადიდებთ:
ფსალმუნი 77
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
1 ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.
2 აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა.
3 რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ.
4 არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ ქმნა.
5 და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა.
6 რაითა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა.
7 რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.
8 რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო ჰყო ღმრთისა თანა სული თვისი.
9 ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.
10 არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი.
11 და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩუენნა მათ.
12 წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნა საკვირველებანი ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.
13 განაპო ზღუაი და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი ვითარცა თხიერთა.
14 და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა.
15 განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.
16 გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.
17 და შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.
18 და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის.
19 და იდრტვინეს ღმრთისა და თქუეს: ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაი უდაბნოსა შინა.
20 ვინაითგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განზადებად ტაბლაი ერსა თვისსა?
21 ამისთვის ესმა უფალსა და განრისხნა და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის, და რისხვაი ახდა ისრაელსა ზედა.
22 რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაი, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.
23 და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდმო და ბჭენი ცათანი განახუნა.
24 და უწვიმა მათ მანანაი საჭმლად და პური ცათაი მოსცა მათ.
25 და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.
26 აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თვისითა ჩრდილოი.
27 და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწაი ხორცი და ვითარცა ქვიშაი ზღუათაი, მფრინველი ფრთოვანი.
28 და დაცვიოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოის კარვებსა მათსა.
29 და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულის-თქუმაი მათი მოსცა მათ.
30 და არა ხუებულ იქმნეს გულის-თქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა,
31 და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათ ზედა; და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა.
32 ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკვირველებათა მისთაი.
33 და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.
34 რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმრთისა მიმართ.
35 და მოიხსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მხსნელ მათდა არს.
36 და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.
37 ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა.
38 არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.
39 და მოიხსენა, რამეთუ ხორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.
40 რაოდენ გზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა.
41 და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაი იგი ისრაელისაი განარისხეს.
42 არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღესა მას, რომელსაცა იხსნა იგინი ხელისაგან მაჭირვებელთა მათთაისა.
43 ვითარ-იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა.
44 და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი, რაითა არა სუან.
45 მიავლინა მათდა ძაღლის მწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.
46 და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა.
47 მოსრა სეტყვითა ვენახები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთვილითა.
48 მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა.
49 მიავლინა მათდა რისხვაი გულის წყრომისა მისისაი, გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.
50 გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთაისა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.
51 და დასცა ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;
52 და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერსა თვისსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ,
53 და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.
54 და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;
55 და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაი.
56 და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს.
57 და მიაქციეს და შეურაცხჰყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშვილდად ელამად.
58 განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას.
59 ესმა ღმერთსა და უგულებელსჰყო და შეურაცხჰყო ფრიად ისრაელი.
60 და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა.
61 და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა.
62 და შეაყენა მახვილსა ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს-ყო.
63 ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.
64 მღვდელნი მათნი მახვილითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.
65 და განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღვინოსა.
66 და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.
67 განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;
68 არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთაი სიონი, რომელ შეიყუარა.
69 და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.
70 და გამოირჩია მან დავით, მონაი თვისი, და შეიწყნარა იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა.
71 და ცხოვართა მუცელ-ქუმულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა თვისისა.
72 და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაითა და გონიერებითა ხელთა მისთაითა უძღოდა მათ.
ფსალმუნი 78
1 ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაი შენი;
2 დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილის საცავი; დასხეს მძორები მონათა შენთაი საჭმლად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმიდათა შენთანი - მხეცთა ქუეყანისათა.
3 დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა.
4 ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა.
5 ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი?
6 მიჰფინე რისხვაი შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ და მეფეთა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს;
7 რამეთუ შეჰსჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოხრეს.
8 ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.
9 შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა; უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის.
10 ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაი სისხლისა მის მონათა შენთაისა, რომელ დაითხია.
11 შევედინ შენ წინაშე სულ-თქუმაი შებორკილებულთაი, სიმდიდრითა მკლავისა შენისაითა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.
12 მიაგე გარემოისთა ჩუენთა შვიდ წილად წიაღთა მათთა ყუედრება მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.
13 ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 79
1 რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.
2 წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხოურებად ჩუენდა.
3 ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
4 უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?
5 მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;
6 მყვენ ჩუენ სახდომელ გარემოისთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხვიდეს ჩუენ.
7 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
8 ვენახი ეგვიპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი.
9 გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაი.
10 დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი.
11 მისწუდნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე - მწუერვალნი მისნი.
12 აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?
13 განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძვინვარემან მოძოა იგი.
14 ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას;
15 და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
16 მომწუარი ცეცხლითა და მოოხრებული რისხვითა პირისა შენისაითა წარწყმდენ.
17 იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
18 და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან, მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.
19 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ.
ფსალმუნი 80
1 უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა.
2 აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა.
3 დაჰბერეთ ახლის თვის თავთა ნესტვითა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა.
4 რამეთუ ბრძანებაი არს ესე ისრაელისაი და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი.
5 წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგვიპტით; ენაი, რომელი არა იცოდა, ესმა;
6 განიშორნა ტვირთსა ბეჭნი მისნი და ხელნი მისნი გოდრითა მონებასა.
7 ჭირსა მხადე მე, და გიხსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისასა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
8 ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი,
9 არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთოი, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა.
10 რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგვიპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე.
11 და ერმან ჩემმან არა ისმინა ხმისა ჩემისაი და ისრაელი მე არა მერჩდა.
12 და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაისა, რაითა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა.
13 უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო.
14 ვითარცა არარაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი.
15 მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ.
16 და აჭამა მათ სიპოხისაგან იფთქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი.
ფსალმუნი 81
1 ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.
2 ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?
3 უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ.
4 განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი.
5 არა სცნეს, არცა გულისხმა-ჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.
6 მე ვსთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი.
7 ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით.
8 აღსდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაი, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა.
ფსალმუნი 82
1 ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშვიდნები, ღმერთო.
2 რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზრახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი.
3 ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათვის;
4 და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიხსენოს სახელი ისრაელისაი.
5 რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და შენთვის აღთქუმა-ჰყუეს.
6 ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა;
7 გებალ, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა, დამკვიდრებულთა თანა ტვიროსისათა.
8 და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანა-შემწე ძეთა მათ ლოთისთა.
9 ყუენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ხევსა მას კიშონისასა.
10 მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაი.
11 დასცენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი.
12 რომელთა თქუეს: დავიმკვიდროთ თვისად სიწმიდე ღმრთისაი.
13 ღმერთო ჩემო, ჰყუენ იგინი ვითარცა ურმის თუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა.
14 ვითარცა ცეცხლმან რაი მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან რომელმან შეწუნის მთანი.
15 ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი.
16 აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო.
17 ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხვილეულ იქმნედ და წარწყმდედ.
18 და ჰსცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლოი მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 83
1 ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!
2 ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.
3 და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.
4 ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.
5 ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.
6 ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა.
7 ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს.
8 უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.
9 მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.
10 რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.
11 რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.
12 უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.
ფსალმუნი 84
1 გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი.
2 მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.
3 დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა.
4 მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან.
5 ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.
6 ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.
7 მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ.
8 ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.
9 რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად მისი ქუეყანასა ჩუენსა.
10 წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს.
11 ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.
12 და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი.
13 სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი.
მცირე კვერექსი (მეორე კათისმის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
ჯუარისა შენისა ძელსა თაყუანის-ვჰსცემთ კაცთ-მოყუარე, რამეთუ ყოველთა…
შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ა. რაჟამს ლოდი იგი.
ჯუარისა შენისა ძელსა თაყუანის-ვჰსცემთ კაცთ-მოყუარე, რამეთუ ყოველთა ცხოვრებაჲ მას ზედა დაემსჭუალე მაცხოვარ, და მორწმუნესა ავაზაკსა სამოთხჱ განუღე, და საშუებელი მიანიჭე, რამეთუ აღგიარა შენ და ღაღადებდა, მომიჴსენე მე უფალო, ჩუენცა შეგჳწყალენ ვითარცა იგი, რომელნი ვღაღადებთ ვჰსცოდეთ ყოველთა, ნუ უგულებელს-გუჰყოფ ჩუენ წყალობითა შენითა:
საჭურუელი ჯუარისა, ოდესმე ბრძოლათა შინა გამოუჩნდა ღმრთის-მსახურსა…
ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან, წინა საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა. მსგავსივე, მჴედარნი რომელნი საფლავსა შენსა.
საჭურუელი ჯუარისა, ოდესმე ბრძოლათა შინა გამოუჩნდა ღმრთის-მსახურსა მეფესა კონსტანტინეს ძლიერებად უბრძოლუელად მტერთა მიმართ, ძალითა სარწმუნოებისათა, ამისგან ძრწიან ძალნი ჯოჯოხეთისანი ესე იქმნა ცხოვრებაჲ მორწმუნეთაჲ და სიქადულ პავლესა:
ჵ საკჳრუელი ახალი, ჵ საშინელი საიდუმლო ჰჴმობდა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
ჵ საკჳრუელი ახალი, ჵ საშინელი საიდუმლო ჰჴმობდა ტარიგი და ყოვლად უბიწო ქალწული, რაჟამს იხილა ძელსა ზედა განრთხმული უფალი, ნებთა მიერ მპყრობელი ყოველთა, ვითარ უბრალო იგი დაისაჯა მსაგულთაგან უსჯულოთა ჯუარსა ზედა:
ფსალმუნი 85
1 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.
2 იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ.
3 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.
4 ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
5 რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ.
6 ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
7 დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.
8 არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ.
9 ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა.
10 რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი.
11 მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა.
12 აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;
13 რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.
14 ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.
15 და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.
16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი.
17 ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.
ფსალმუნი 86
1 საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.
2 უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროის ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.
3 დიდებული ითქუა შენთვის, ქალაქო ღმრთისაო.
4 მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაი, რომელთა მიციან მე; და აჰა ესერა უცხო თესლნი და ტვიროს და ერი ჰინდოთაი ესენი იშვნეს მუნ.
5 დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.
6 უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისაითა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.
7 ვითარ მხიარულთა ყოველთა მკვიდრობაი შენდამი არს.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 88
1 წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლადმდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.
2 რამეთუ ჰსთქუ: უკუნისამდე წყალობაი აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაი შენი.
3 ვყავ აღთქუმაი რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა;
4 უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლადმდე საყდარი შენი.
5 აღიარებდენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.
6 რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა?
7 ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოის მისა.
8 უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ, ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაი შენი გარემო არს შენსა.
9 შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშვიდებ.
10 შენ დაამდაბლე ვითარცა წყლული ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისაითა განაბნიენ მტერნი შენნი.
11 შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაი, სოფელი და სავსებაი მისი შენ დააფუძნე.
12 ჩრდილოი და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.
13 შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ხელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი.
14 სიმართლე და განკითხვაი არს განმზადებაი საყდრისა შენისაი, წყალობაი და ჭეშმარიტებაი ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა.
15 ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაი შენი, უფალო, ნათლითა პირისა შენისაითა ვიდოდიან,
16 და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ.
17 რამეთუ სიქადული ძალისა მათისაი შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაი ჩუენი.
18 რამეთუ უფლისაი არს შეწევნაი და წმიდისა, ისრაელ, მეუფისა ჩუენისაი.
19 მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავდევ შეწევნაი ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა.
20 ვპოვე დავით, მონაი ჩემი, და საცხებელი წმიდაი ჩემი ვსცხე მას.
21 რამეთუ ხელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი.
22 არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა.
23 და მოვსრნე პირისა მისისაგან მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამხუნე.
24 და წყალობაი ჩემი და ჭეშმარიტებაი ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაი მისი;
25 და დავდვა ზღუასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი.
26 მან მხადოს მე: მამაი ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისაი.
27 და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროის მეფეთა ქუეყანისათა.
28 უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაი ჩემი, და აღთქუმაი ჩემი ერწმუნოს მას.
29 და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი, და საყდარი მისი ვითარცა დღენი ცისანი.
30 და-თუ-უტეონ შვილთა მისთა შჯული ჩემი, და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან,
31 სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ,
32 განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლოებანი მათნი;
33 ხოლო წყალობაი ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტებასა ჩემსა,
34 არცა შევაგინო აღთქუმაი ჩემი და რაი-იგი აღმოხდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვჰყო.
35 ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას.
36 ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი ვითარცა მზე წინაშე ჩემსა.
37 და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნოი ცათა შინა.
38 ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი;
39 დააქციე აღთქუმაი მონისა შენისაი, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი.
40 დაარღვიენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ;
41 და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანა-წარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოისთა მისთა.
42 აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთაი და ახარე ყოველთა მტერთა მისთა.
43 გარე-მიაქციე შეწევნაი მახვილისა მისისაი და არა შეეწიე ბრძოლასა შინა.
44 დაჰხსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამხუ;
45 შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხვილი.
46 ვიდრემდის, უფალო, გარე-მიიქცევი სრულიად, და აღატყდების ვითარცა ცეცხლი რისხვაი შენი?
47 მოიხსენე შენ, რაი არს არსებაი ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი?
48 ვინ არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა იხილოს სიკუდილი და იხსნეს სული თვისი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა?
49 სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა?
50 მოიხსენე, უფალო, ყუედრებაი მონათა შენთაი, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთაი;
51 რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა.
52 კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე, იყავნ, იყავნ.
ფსალმუნი 89
1 უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.
2 პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.
3 ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.
4 რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შინა.
5 წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარხდეს; განთიად აღყუავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმეს და დაცვივეს.
6 რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულის წყრომითა შენითა შევძრწუნდით.
7 დასხენ უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხოურებაი ჩუენი ნათელსა პირისა შენისასა.
8 რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ;
9 წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს, დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი. რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშვიდე, და ჩუენ განვისწავლენით.
10 ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაი და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაი.
11 მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა სიბრძნე შენი.
12 მოიქეც, უფალო, ვიდრემდის; და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.
13 აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ.
14 მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი.
15 და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
16 და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
ფსალმუნი 90
1 რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.
2 ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3 რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
4 ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.
5 არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6 ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
7 დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8 ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
9 რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10 არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11 რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12 ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;
13 ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14 რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15 ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.
16 დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
განმმარტებელმან ჯუარსა ზედა ნებთა შენთამან მოწყალე, შეჰკრიბენ…
შემდგომად გ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი, ჴმა ა. მჴედარნი რომელნი.
განმმარტებელმან ჯუარსა ზედა ნებთა შენთამან მოწყალე, შეჰკრიბენ წარმართნი განშორებულნი შენგან, დიდებად მრავლისა სახიერებისა შენისა, არამედ აწცა მოიხილე სამკჳდრებელსა შენსა ზედა, და დაამჴუენ მბრძოლნი ჩუენნი ჯუარითა შენითა პატიოსნითა:
წყლულებათა იგი უფალო წმიდათა შენთანი რომელნი შენთჳს…
დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა. მოწამეთა.
წყლულებათა იგი უფალო წმიდათა შენთანი რომელნი შენთჳს თავს-ისხნეს, მიიხუენ აწ მეოხებად ჩუენთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ კაცთ-მოყუარე გევედრებით:
უბიწო ტარიგი, ტარიგსა და მწყემსსა ძელსა ზედა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა. მჴედარნი რომელნი.
უბიწო ტარიგი, ტარიგსა და მწყემსსა ძელსა ზედა მკუდრად მოკიდებულად გხედჳდა რა, ტირილით გეტყოდა და დედობრივ ღაღადებდა, ვითარ დავითმინო რა ესე შეგემთხჳა შენ ძეო ჩემო და ღმერთო, ნებსით ვნებულო ყოვლად სახიერო:
ფსალმუნი 134
1 აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა,
2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;
4 რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად.
5 რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროის ყოველთა ღმერთთა;
6 ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა,
8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე;
9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა;
10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი;
11 სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი;
12 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა.
13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.
14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.
15 კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი.
16 პირ ათქს, და არა იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ,
17 ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.
18 ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.
19 სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა, სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა,
20 მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
21 კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.
ფსალმუნი 135
1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
2 აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
3 აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
4 რომელმან ქმნნა საკვირველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
5 რომელმან ჰქმნნა ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
6 რომელმან დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
7 რომელმან ჰქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
8 მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
9 მთოვარე და ვარსკვლავები ხელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
10 რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
11 და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
12 ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
13 რომელმან განაპო ზღუაი მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
14 და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
15 და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
16 რომელმან განიყვანა ერი თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
17 რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
18 და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
19 სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
20 და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
21 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
22 სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
23 რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
24 და მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
25 რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
26 აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
აღდგომის ტროპარები („გუნდნი ანგელოზთა“)
შემდგომად ნეტარ-არიანისა, და გუნდნი ანგელოზთასა, კუალად:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
გუნდნი ანგელოზთანი განკვირდეს, რაჟამს გიხილეს შენ მკუდართა თანა შერაცხილ, სიკუდილისა ძალისა დამარღვეველად და ადამის აღმადგინებელად და ქვესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყანებელად, ქრისტე ღმერთო, ყოვლად ძლიერო, და მადლობით გიგალობდეს შენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ჵ, მოწაფენო ქრისტესნო, მენელსაცხებელნო დედანო, რასათვის სიბრალულისა ტირილსა ცრემლითა განაზავებთ ნელსაცხებელსა, ელვარე ანგელოსი საფლავსა შინა ეტყოდა მენელსაცხებლეთა დედათა, იხილეთ და განიცადეთ საფლავი ქრისტეს ღვთისა, რამეთუ აღდგა იგი მკუდრეთით დიდებით და აცხოვნა ყოველი სოფელი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ფრიად მსთუად მირბიოდესშენდა საფლავად მენელსაცხებლენი დედანი ტირილად და გოდებად და მეყსეულად ანგელოსმან ახარა: არა არს ჟამი ესე გოდებისა, აწ უკუე ნუ სტირთ, საყვარელნო, არამედ მიუთხართ მოციქულთა აღდგომა ქრისტეს მეუფისა და სიხარული ყოვლისა სოფლისა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
მენელსაცხებლეთა დედათა, რომელნი განთიად მოსრულ იყუნეს ნელსაცხებელით საფლავსა შენსა, მაცხოვარ, ტირილად, რქუა ანგელოსმან: რაჲსათვის მკუდართა თანა ეძიებთ ცხოველსა და და უკუდავსა, რამეთუ აღსდგა, ვითარცა ღმერთ არს საფლავით ყოვლად ძლიერი და იჴსნნა ადამ ნათესავითურთ და დაჴსნნა ქვესკნელისა მოქლონნი.
დიდება
დიდება თაყვანისვსცემთ მამასა ძით და სულით წმიდითურთ, სამებით ერთარსებით სამთვითებასა სამგვამოვნად ცნობილსა, მამასა ღმერთსა დაუსაბამოსა და ძესა ღმერთსა თანასწორსა, სულსა წმიდასა ღმერთსა და ვიტყვით: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, სამებაო, ერთარსებაო.
აწ და
ცხოვრება ადამის ბრალთა დამჴსნელი გვიშევ, ჵ, ღვთისმშობელო, და ევას მწუხარებაჲ სიხარულითა უოხჭნოჲთა აღავსენ, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან ხრწნილება მათი უხრწნელ ჰყო, იშვა რა ორითა ბუნებითა, ღმერთი სრული და კაცი სრული და კუალად მაგნა მუნვე სამოთხედ.
მცირე კვერექსი (ევლოგიტარიების შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
იპაკოი
იპაკო, აღსავალი ჴმისა, წარდგომა აღდგომისა (ხოლფო უკეთუ დღესასწაული რამე იყოს, დღესასწაულისა).
აქ იკითხება დღის წარდგომა (დასჯდომელი).
აღსავალნი
აქ იკითხება დღის ტროპარი თვენიდან ან რვახმიდან.
წარდგომა
აქ იკითხება დღის წარდგომა.
ასამაღლებელი „რამეთუ წმიდა ხარ შენ“
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
„ყოველი სული აქებდით უფალსა“
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუჴლი. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
სახარების წინ
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
და მღდელმან: მშჳდობა ყოველთა.
ერთა: და სულისაცა შენისა თანა.
და მეყსეულად იტყჳს: (სახელსა მახარებელისასა) წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა
დიაკონმან: მოხედენ.
ცისკრის სახარება
და წარიკითხავს ცისკრის სახარებასა, უკუეთუ იყოს კჳრიაკე
აქ იკითხება დღის საკითხავი.
სახარების შემდეგ
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
„აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა ვჰყოთ ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით. მოვედით, ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს იდვა, და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ფსალმუნის 50-ის შემდეგ
მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
აწ და
მეოხებითა ღვთისმშობლისათა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
აღსდგა რა იესო განთიად, ვითარცა სთქუა პირველად და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობა.
„აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი“
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენი, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, ძლიერებითა ჯვარისა ვაზისათა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სიმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, წმიდისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, და წმიდათა დიდებულთა და ღვაწლის-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, და წმიდათა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, წმიდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოანე ზედაზნელისა და მისთა თორმეტთა მოწაფეთა და წმიდათა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა, წმიდათა კეთილმსახურთა მეფეთა ბაგრატ III-ისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობლისათა - იოაკიმ და ანასითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი, ანუ დღესასწაული), და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრება, და შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ასამაღლებელი „წყალობითა და მოწყალებითა“
წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ოთხშაბათსა ცისკრად. კანონი ჯუარ-აღდგომისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
ჯუარითა ცხოვნებულ-ვარ ვნებულისა მეუფისათა.
მონებისა მისგან მწარისა, ჴსნილმან ისრაილისამან განულო ქუეყანა…
იოსებ. გალობა ა. ჴმა ა. ქრისტეს შობასა. სძლისპირი.
მონებისა მისგან მწარისა, ჴსნილმან ისრაილისამან განულო ქუეყანა, დაულტოლუელად და იხილნა, მტერნი თჳსნი დანთქმულნი, და გალობით უგალობდა ღმერთსა საკჳრუელთ-მოქმედსა რამეთუ დიდებულ-არს:
ჯუარსა ზედა რა ამაღლდი ქრისტე, და აღამაღლე…
ტროპარნი.
ჯუარსა ზედა რა ამაღლდი ქრისტე, და აღამაღლე კაცი იგი დაცემული, და ყოველი ძალი მტერისა, დაამჴუ და დააკუეთე, ამისთჳსცა, ვნებასა მას შენსა და მჴსნელსა ვნებათასა, უგალობთ მოწყალე:
გჳრგჳნი ეკლისა დაიდგ, უფალმან დიდებისამან რომელმან, დიდებითა და პატივითა, გჳრგჳნოსან-ჰყავ კაცი, და ეკლისა, გამომღებელი ესე, ბუნებაჲ ჩუენი შეამკევ სათნოებითა:
წმიდათა გუნდმან უბიწომან, ნაკადულითა მით სისხლთა მათთათა…
მოწამეთა.
წმიდათა გუნდმან უბიწომან, ნაკადულითა მით სისხლთა მათთათა, და კეთილად მოღუაწებითა, წმიდა-ჰყუნა ცისკიდენი, და ეშმაკთა ბილწნი საზორუელნი, ძლიერებითა სამღთოთა უჩინო-ჰყუნა:
ახოვანნი წყობანი თქუენნი, ღრუბელმან ტანჯუათამან ვერ დაჰფარნა, ყოვლად ქებულნო მოწამენო, არამედ უფროს მზისა, განეფინა ბრწყინუალებაჲ თქუენი, და განანათლნა კიდენი ქუეყანისანი:
დაღაცათუ იწყალ მახჳლითა, ძისა შენისა ვნებისათა სძალო…
ღმრთის-მშობლისა
დაღაცათუ იწყალ მახჳლითა, ძისა შენისა ვნებისათა სძალო, იხილე რა ლახურისა წყლულებაჲ, ხოლო ვნებამან მისმან, სამოთხისა ბჭენი განგჳხუნა ჩუენ, და მახჳლი იგი იქცევისა დააყენა:
ალფა ვიტა
მეორე კანონი. უფროსად წმიდისა მიმართ ღმრთის-მშობლისა. რომლისა კიდურ წერილობაჲ.
ალფა ვიტა.
ტაძრად წმიდად გპოვა შენ სიტყუამან დაუსაბამომან ყოვლად…
გალობა ა, ჴმა ა. მარჯუენა შენი.
ტაძრად წმიდად გპოვა შენ სიტყუამან დაუსაბამომან ყოვლად უხრწნელო, და სიწმიდე და განათლებაჲ და გამოჰჴსნა შეცოდებათაგან, შენგან ჴორც-შესხმითა, მიმადლა პატივის-მცემელთა შენთა:
რომელმან ჰშევ ტევანი ცხოვრებისა აღმომაცენებელი სიტკბოებისა, ცოდუათა სიმრავლითა დაბნელებული ესე განმანათლე, და სინანულისა გზათა წრფელთა წარმიძეღუ სახიერო:
ნებსით თჳსით დაცემულსა გულის-თქმათა მიერ ბოროტთა დამონებულსა, და მედგრობითა ჩემითა მტერთა მიერ მოწყლულსა სასიკუდინედ, ნუ უგულებელს-მყოფ, არამედ მაცხოვნე დედოფალო:
რათა არა სიბრძნითა, და სიმდიდრითა თჳსითა იქადოდეს…
გალობა გ. წინა საუკუნეთა. სძლის-პირი.
რათა არა სიბრძნითა, და სიმდიდრითა თჳსითა იქადოდეს მოკუდავი, არამედ სარწმუნოებითა უფლისათა, მართლ-მადიდებლობით მჴმობელი ქრისტეს მიმართ და მარად მგალობელი, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, დამამტკიცე მე მეუფეო:
ქრისტე ღმერთო რომელმან, ჴელითა გამოუთქმელითა დაჰბადე კაცი…
ტროპარნი:
ქრისტე ღმერთო რომელმან, ჴელითა გამოუთქმელითა დაჰბადე კაცი, უსჯულოთა კრებულმან ჴელნი და ფერჴნი შენნი განჴურიტნეს, ჯუარს-გაცუეს რა უკეთურებით, არამედ ვნებითა მით შენითა, ხრწნილებისაგან მიჴსენ:
ჴმა-ჰყო ოდესმე ისო, და დაადგინა სრბისაგან მზე და მთოვარჱ, და ცხადად მოასწავა მნათობთა დაბნელებაჲ, ჴორცითა ნებსით ჯუარცმასა მჴსნელისასა, რომლისა მიერ დაეცნეს მთავრობანი ბნელისანი, ბოროტნი:
ახოვნად მოითმენდეს, წყლულებათა დიდებულნი მოწამენი, და წყლულებითა…
მოწამეთა.
ახოვნად მოითმენდეს, წყლულებათა დიდებულნი მოწამენი, და წყლულებითა მათითა მოჰსწყლეს ბელიარი, რომელმან ძმაცჳთა გუელისათა მომაკუდინა ჩუენ, და სამღთოთა ძალითა ჰკურნებენ, სულთა და ჴორცთა ჩუენთა:
ძეგლნი საეშმაკონი და ტაძარნი კერპთანი დასცნეს მოწამეთა, და მოთმინებითა და სიმჴნითა ტაძრად ღმრთივ-ბრწყინუალედ აღაშენნეს თავნი თჳსნი, და იქმნნეს სამკჳდრებელ მამისა, ძით და სულით წმიდითურთ:
ჟამსა მას ვნებისასა, შუენიერსა სიკეთითა მიხედენ სძალო…
ღმრთის-მშობლისა.
ჟამსა მას ვნებისასა, შუენიერსა სიკეთითა მიხედენ სძალო, და იხილე რა მოკლებულად შუენიერებაჲ, მისი მწარითა გოდებითა ღაღად-ჰყავ, ჵ მე ვითარ გევნების ძეო ჩემო, ვნებულთა ცხოვრებაო:
სძალო ყოველთა დედოფალო, რომელმან ჰშევ მეუფჱ მიჴსენ…
სხუა. სძლისპირი. შენ მხოლოო რომელმან.
სძალო ყოველთა დედოფალო, რომელმან ჰშევ მეუფჱ მიჴსენ მე, მძლავრებისაგან ვნებათასა, რომელმან ესე მედგრობითა ჩემითა, და უგუნურებითა დავამონე მათ სული, და აღჳვსე ყოვლითა ბოროტითა:
ვითარცა მოწყალისა ღმრთისა დედასა სახიერსა და მოწყალესა, გაქუს დიდი წყალობაჲ მე ულმობელი და უწყალოჲ ესე, სიბრმითა გულისათა, მომაქციე უხრწნელო, და ლმობიერ-მყავ ოხითა შენითა:
გულის-სიტყუათა აღძრჳსაგან, და ჭირთა და ურუათა და განსაცდელთა მათ მძაფრთა, კუეთებისაგან, მიჴსენ და მყუდროებითა აღავსე გული ჩემი ღმრთისა დედაო, და სამღთოდ ნავთ-სადგურად მიმიძეღუ ყოვლად საგალობელო:
კანონი (I–III გალობა)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ესმა პირუელ ქრისტე ამბაკომს, საკჳრუელი სმენაჲ შენი…
გალობა დ. კუერთხი იესეს. სძლისპირი.
ესმა პირუელ ქრისტე ამბაკომს, საკჳრუელი სმენაჲ შენი და შიშით ჰჴმობდა, ღმერთი სამჴრით მოვიდეს, და წმიდა იგი მთით ჩრდილოთ, ცხოვრებად, და ჴსნად ცხებულთა მისთა, დიდება ძალსა შენსა უფალო:
განჰკურნებად წყლულებათა მათ, გულისა ჩემისათა წყლულებანი დაითმინენ…
ტროპარნი.
განჰკურნებად წყლულებათა მათ, გულისა ჩემისათა წყლულებანი დაითმინენ ქრისტე და გემოს-ხილჳსა მის, განკურნებად ჰსუ ძმარი, და ძელსა ზედა ამაღლებითა, წყევა იგი ძელისა მჭმუნუარჱ, კურთხევად გარდასცუალე:
ამაღლდი ქრისტე ჯუარსა ზედა, და შორად განშორებულნი წარმართნი წყალობით მოიზიდენ, და დამაგენ სუგრძელო, სახიერსა მამასა, შუამდგომელობითა შენითა, და შორის ქუეყანისა, ჯუარსა დამსჭუალჳთა საყუედრელითა:
ზღუასა შინა სისხლთა თქუენთასა, ყოვლით მჴედრებითურთ დაინთქა…
მოწამეთა:
ზღუასა შინა სისხლთა თქუენთასა, ყოვლით მჴედრებითურთ დაინთქა უხილავი ფარაო და წარწყმდა, ახივანნო მარტჳლნო, ხოლო თქუენ ქრისტეს მიერ, ქუეყანად აღთქმისა წიაღჰხედით, და ანგელოსთა თანა ზეცისა, მოქალაქედ გამოსჩნდით:
ძალითა სამღთოთა მძლექმნილთა, ვნებანი მრავალ-ფერნი მოითმინნეს ჴორცითა მათითა, ახოვანთა მარტჳლთა, ამისთჳსცა ვნებათა სულთა და ჴორცთასა განჰკურნებენ, მათსა რომელნი ქებით ადიდებენ, და ჰნატრიან ღირსთა:
გოდებით და ცრემლით გეტყოდა, ხედჳდა რა ქალწული…
ღმრთის-მშობლისა.
გოდებით და ცრემლით გეტყოდა, ხედჳდა რა ქალწული უმსჯავროსა სიკუდილსა შენსა ქრისტე, მართლ მსაჯულო უფალო, რასა დაისჯები, უბრალო ვითარცა ბრალეული, არამედ გნებავს კაცთა გარდასლჳთა, დასჯილთა უხრწნელ-ჰყოფად:
ღრუბელო, ნათლლისაო რომელმან უშევ კაცთა, მზე სიმართლისა…
სხუა. სძლისპირი. ღაღად-ჰყო ამბაკომ.
ღრუბელო, ნათლლისაო რომელმან უშევ კაცთა, მზე სიმართლისა და ნათლის-მომცემელი ღმერთი, ცოდჳთა დაბნელებული განმანათლე წყუდიადისაგან გემოთასა, იჴსენ სული ჩემი საწყალობელი:
მჴეცთაგან, უხილავთა განმხრწნელთა სულისათა, რომელნი ეძიებენ წარწყმედასა ჩემსა, მიჴსენ უხრწნელო ქრისტიანეთა სასოო, და ჭირუეულთა მხიარულებაო, ღმრთის-მშობელო ქალწულო უ҃ბიწოო:
ძალ ჩემდა, და გალობა უფალი არს რომელი, სისხლთა შენთაგან წმიდათა განხორციელდა სძალო, მას ევედრე რათა დავიცუა მე, მონაჲ შენი უბიწოდ ქალწულო, სულით და ჴორცით საცთურისაგან მტერისათა:
ნათელი, შენი დაუვალი აღმოაბრწყინუე ქრისტე, გულთა შინა…
გალობა ე. ღმერთი ხარ. სძლის-პირი.ი҃ი҃
ნათელი, შენი დაუვალი აღმოაბრწყინუე ქრისტე, გულთა შინა სარწმუნოებით, მგალობელთა შენთასა მშჳდობის-მომცემელმან ჩუენდა, უაღრეს გონებისა, ამისთჳს, ღამით უმეცრებისათ, დღისა მიმართ ნათლისა შენისა დიდების გმეტყუელებთ კაცთ-მოყუარე:
მზემან რა, გიხილა ჯუარსა ზედა დამსჭუალული, რომელმან…
ტროპარნი.
მზემან რა, გიხილა ჯუარსა ზედა დამსჭუალული, რომელმან დაჰკიდე ქუეყანა წყალთა ზედა, მყის განშიშულდა იგი ბრწყინუალებისაგან მჴსნელო, და კლდეთა კლდესა ზედა რა, ამაღლებული, გიხილეს განსქდეს შიშით, და ქუეყანაჲ ძრწოდა საფუძუელითურთ:
ამაღლდი, ძელსა ზედა და ჴელნი შენნი, სამსჭუალითა განიმსჭუალნეს და ლახჳრითა, განეღო გუერდი შენი რათა განჰკურნო ადამი, წყლულებათა მათგან რომელნი, შეემთხჳვნეს მას, ევას მორჩილებითა, და მცნებათა გარდასლჳთა:
სამოთხედ, გამოჰსჩნდა სიმრავლე წმიდათა, და შორის მათსა…
მოწამეთა.
სამოთხედ, გამოჰსჩნდა სიმრავლე წმიდათა, და შორის მათსა აქუნდა ქრისტეჲ ხედ ცხოვრებისად, რომლისათჳს თავს-იდუეს სიკუდილი საყუედრელი ახოვნითა გულის-სიტყჳთა, და ნათესავთა, მთავართა მკულელი გუელი, ძალითა სამღთოთა მოაკუდინეს:
სისხლისა, მდინარითა ქრისტეს მარტჳლნო განაჴმენ უფსკრული უღთოებისა, და საკჳრუელებათა აღმოცენებითა, სულისა და ჴორცთა ვნებათა, აღძრუასა დაჰხსნით, ამისთჳსცა ჯეროვნად, და ღირსად გნატრით ყოვლად ქებულნო:
ნებსით რა, ამაღლებულსა ჯუარსა ზედა, გხედჳდა ქრისტე…
ღმრთის-მშობლისა.
ნებსით რა, ამაღლებულსა ჯუარსა ზედა, გხედჳდა ქრისტე უბიწოჲ დედაჲ შენი, გოდებით გეტყოდა შენ ძეო ჩემო და ღმერთო, სალმობანი რომელთა იგი შობასა შენსა, თანა წარუჰხედ ესერა, მწარედ მეწივნეს ჯუარცმასა შენსა:
სული ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩინე სძალო, და აღმოფხურენ…
სხუა. სძლისპირი. შენ რომელმან განანათლე.
სული ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩინე სძალო, და აღმოფხურენ, შემაშფოთებელნი და უნაყოფონი, გულის თქმათა ეკალნი, გულისა ჩემისაგან უჴრწნელო, და ცოდჳსა მწიკულევანებანი:
სიტყუაჲ ღმრთისა, ზესთა სიტყჳსსა შეიწყნარე საშოსა, ღმრთის-მშობელო, მას ევედრე რათა გულის-თქმათაგან და საქმეთა ბოროტთა პირუტყუებრთა განგუათავისუფლნეს, მონანი და მგალობელნი შენნი:
შენ რომელმან, ნაყოფისა შენისა მიერ განაჴმენ, ძელისა მის, ცნობადისა პატიჟნი, და ნაყოფნი, ჴორცთა ჩემთა აღძრუანი, და ვნებათა ღელუანი დააყუდენ, რათა გაქებდე საგალობელო:
შეპყრობილ-ვარ მე, ყოვლითურთ უზომოთა, ვნებათაგან და ვეშაპისა…
გალობა, ვ. პირველ იონა. სძლისპირი.
შეპყრობილ-ვარ მე, ყოვლითურთ უზომოთა, ვნებათაგან და ვეშაპისა მიმართ ბოროტთასა, შთავვარდი, არამედ აღმომიყუანე მე ღმერთო განჴრწნისაგან, ვითარცა იონაჲ და მომანიჭე უვნებელობაჲ, რათა, ჴმითა ქებისათა და სულითა ცხოვრებისათ ვჰმსხუერპლჳდე შენდა:
ჴელნი რა ზეცად, განიპყრნა პირუელ მოსე, ვნებჲ…
ტროპარნი.
ჴელნი რა ზეცად, განიპყრნა პირუელ მოსე, ვნებჲ შენი გამოსახა რომელმან, განმარტენ ჴელნი, ძელისა ჯუარსა ზედა და ბოროტისა, მტერისა წარმწყმედელი ძალი შეჰმუსრე, მჴსნელო, ამისთჳსცა გიგალობთ, და ძრწოლით გადიდებთ კაცთ-მოყუარე:
ჯუარს-ევუ რა ქრისტე, სიკუდილი დაითმინე, და მკლუელი ჩუენი ეშმაკი მოაკუდინე, და ჴელთა შენთა, ქმნილი განაცხოველე ყოვლად ძლიერო და გუერდისა შენისაგან აღმოგჳცენენ, ორნი ცხოვრებისა წყარონი, ღუთად და კაცად შენთა აღმსარებელთა:
იქმნა სიკუდილი, თქუენი წინაშე ღმრთისა, პატიოსან წმიდანო…
მოწამეთა.
იქმნა სიკუდილი, თქუენი წინაშე ღმრთისა, პატიოსან წმიდანო მოწამენო, რომელმან იგი, შეგამკუნა თქუენ საუფლოთა მით ვნებითა, და არცხჳნა თქუენ მიერ ბილწსა ბელიარს, მტერსა, უკეთურსა რომელმან, ყოველთა ტანყუათა ღონითა გბრძო თქუენ:
მრავალ-სახეთა, ტანჯუათა შებმა-უყავთ, ყოვლითა სულითა ქრისტეს მჴედარნო, და ყოვლითურთ ჰპოეთ, ძალი სამღთოჲ თანა შემწედ თქუენდა მარტჳლო, რომელმან ყოვლითურთ კაცებაჲ შეიმოსა, ღირსნო, ვინაცა რაამს იგი, დაიჭრებოდით თქუენ არა გელმოდა:
ჯუარცმასა შენსა, ჰხედჳდა რა ქალწული, ცრემლით იტყოდა…
ღმრთის-მშობლისა.
ჯუარცმასა შენსა, ჰხედჳდა რა ქალწული, ცრემლით იტყოდა რაჲ არს ხილუა ესე, განსაკრთომელი უცხოჲ და საშინელი, ჵ ძეო ჩემო, ვითარ მკურნალსა ვნებულთასა გევნების, რასა, ნაცულად კეთილისა მოგაგეს ბოროტი მტერთა უღთოთა:
მოიკლა მტერი ცხოველს-მყოფელითა, შობითა შენითა სძალო, და…
სხუა, სძლისპირი. მომიცუნა ჩუენ.
მოიკლა მტერი ცხოველს-მყოფელითა, შობითა შენითა სძალო, და დაითრგუნა ჯოჯოხეთისა მძლავრებაჲ, და განთავუვისუფლდეს ნაშობნი მოკლულთანი, და ჩემთაცა ვნებათა სიმტკიცჱ დაჰჴსენ დედოფალო:
ცოდუათათჳს, უცხო-ქმნილი ღმრთისაგან, და შორად განშორებული, საკუთარ-მყავ მისა ჵ ყოვლად უბიწოო, დიდებულითა ვედრებითა შენითა, რათა ქებით უგალობდე ძლიერებათა შენთა:
უჟამოჲ ძე, შენგა ჟამიერად იშუა, ყოვლად წმიდაო ქალწულო, მას ევედრე რათა მრავალ-ჟამ დაძუელებულნი, ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნეს, და წარმიძღუეს, ცხოვრებისა მიმართ საუკუნოჲსა:
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
კონდაკი · წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი (299-306) და აბიბო (322)
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
მაღლით მოიღეთ მადლი ბრძენნო, განსაცდელთა შინა შეწევნად ყოვლად-ქებულნო, ამისთვისცა მწარისა სიკუდილისაგან ქალი იხსენით წმიდანო, ჭეშმარიტად თქუენ ხართ ედესისა დიდებაჲ, და ყოვლისა სოფლისა სიხარული.
კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
აქ იკითხება დღის კონდაკი.
განულეს ვითარცა სასძლოჲ, ალი საჴუმილისა მიუახლებელი, კეთილ-მსახურებისა…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმანი სარწმუნოებით.
განულეს ვითარცა სასძლოჲ, ალი საჴუმილისა მიუახლებელი, კეთილ-მსახურებისა ოდესმე, მჩუენებელთა ყრმათა წმიდათა, ერთ-ჴმობით გალობისა მგალობელთა მამათა ჩუეთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:
ყურიმლის-ცემაჲ თავს-იდევ, მონისაგან ღმერთმან და მეუფემან, რათა განმათავისულოთ მე, დამონებული მტერსა ბოროტსა, ჯუარსა დამსჭუალჳთა მაცხოვნე და ვიტყჳ, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:
მოწყალეო უფალო, ჯუარცმასა შენსა შეიძრა ქუეყანაჲ, და ლახურითა მოწყლუასა შენსა, მოიკლა მტერი გუნდითურთ მისით, ხოლო ადამ მომწყდარი განცხოველდა და ჴმა-ჰყო მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:
ჯუარითა შეჭურჳლმან, სამღთომან მწყობრმან ღუაწლითშემოსილთამან, ბანაკნი მტერთა ბოროტთანი, დაჰსცნეს და შემუსრნეს მადლითა, სამღთოთა და გჳრგჳნოსან-იქმნეს, და ჴმა-ჰყუეს მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:
ნივთთა შემოქმედსა, და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა მხოლოსა, სურჳლითა ეტყინებოდეთ, მჴნენო მოწამენო ამისთჳს, ცეცხლისა უძლიერეს გამოჰსჩნდით და დასწჳთ, უღთოებისა ნივთი ყოვლად ქებულნო:
ძემან შენმან ქალწულო, ყოველნი საუკუნენი დაბადნა, და…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
ძემან შენმან ქალწულო, ყოველნი საუკუნენი დაბადნა, და ამაღლდა რა ჯუარსა ზედა, დაცემულნი მის თანა აღამაღლნა, და ზეცისა მოქალაქედ გამოაჩინნა, ამისთჳს გაკურთხევთ დედაო ღმრთისაო:
განმიხუენ მე სინანულისა ბჭენი, სძალო ბჭეო ნათლისაო…
სხუა. სძლისპირი. ვითარცა რა სი.
განმიხუენ მე სინანულისა ბჭენი, სძალო ბჭეო ნათლისაო, და კარნი გულის-თქმათანი, ჩემდა შემოსავალნი დაჰჴშენ ყოვლად წმიდაო, და განსდევნენ გულისთქმანი, მწიკულნი უკეთურნი, რათა ძალსა შენსა ძლიერსა ვაქებდე:
მწიკული ბრალთა, წარმდებად ცხოვრებითა, და უყე შეცოდებათა, შევიკრიბე უბადრუკმან, და შევაგინე სული ჩემი საწყალობელი, განმბანე ღმრთისა დედაო მადლთა შენთა მდინარითა, რათა ქებით გაკურთხევდე:
რომელმან ჰშევ, წყაროჲ უხრწნელებისა, სძალო ღმრთისაო უხრწნელო, ვნებათა მიერ განხრწნილი, და ეშმაკთა მოწყლული, ცხოველ-მყავ ვედრებითა, შენითა ქრისტეს მიმართ რათა ჴმა-ვჰყო, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
აჩუენა ხატი ოდესმე, საჴუმილმან შეცურეულმან, საკჳრუელებისა ბუნებათა…
გალობა ჱ. სძლისპირი. საჴუმილი შეცურეული.
აჩუენა ხატი ოდესმე, საჴუმილმან შეცურეულმან, საკჳრუელებისა ბუნებათა უზესთაესისა, რამეთუ არა შეწუნა ყრმანი, ცხად-მყოფელმან ქრისტეს უთესლოსა, ქალწულისაგან შობისამან, ამისთჳსცა უგალობთ, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
განმარტნა მკლავნი ნებსით თჳსით ჯუარსა ზედა, რომელმან სიტყჳთ ცანი მოდრიკნა, და სამსჭუალ განწოლინ-იქმნა, რათა ბუნებაჲ იგი ვნებული, ადამისი განჰჴსნეს საკრუელთაგან განუჴსნელთა, დაცემისათა და ჩუენ ვღაღადებთ, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რაჟამს კლდე ეგე ცხოვრებისა დაგმსჭუალეს, ჰურიათა ერმან ჯუარსა ზედა, და ქუეყანაჲ შეიძრა, და მთანი შეიმუსრუოდეს მაშინ, მჴსნელო სულნი დასჯილნი ჯოჯოხეთს შინა, სამღთოდ ცხოვრებად შეიყუანენ და ჴმა-ჰყუეს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
უქსოეს სამოსელი უხრწნელებისა, განშიშულებითა ჴორცთა თჳსთათა, თავთა…
მოწამეთა.
უქსოეს სამოსელი უხრწნელებისა, განშიშულებითა ჴორცთა თჳსთათა, თავთა თჳსთა მარტჳლთა, ხოლო ტანჯუათა თავს-დებითა, და მრავალ-სახეთა წყლულებათა მოთმინებითა, წინაშე ღმრთისა იხარებენ და ჰჴმობენ აკურთხევდით, საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლევდით მას უკუნისამდე:
ფრჩხილებითა რა დაიბძარუოდეს მარტჳლნი, და ასოეულად დაიჭრებოდეს, და ცეცხლსა განმლეველსა, განუკითხუელად შეითხეოდეს, არა უგეს კერპთა ყრუთა და საძაგელთა, არამედ სიმჴნით წინა განეწყუნეს და ჴმა-ჰყუეს აკურთხევდით, საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რათამცა მოსპეს ქუეყანით სახელი შენი, განცოფებულთა მათ…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
რათამცა მოსპეს ქუეყანით სახელი შენი, განცოფებულთა მათ ურიათა, ჯუარსა ზედა დაგმსჭუალეს, და უშჳლო-მყუეს, მე სახიერ, ამისთჳს შეიწყუებიან ნაწლევნი ჩემნი, დედობრივითა ლმობითა, ღაღადებდა დედაჲ შენი, გხედჳდა რა ქრისტე ჯუარსა ზედა, და მადლობით აღგამაღლებდა ყოვლად ძლიერო:
ვიმძლავრები ვნებათა მიერ, ეშმაკთა კუეთებითა, არამედ შეწევნითა…
სხვა. სძლისპირი. საჴუმილსა რა.
ვიმძლავრები ვნებათა მიერ, ეშმაკთა კუეთებითა, არამედ შეწევნითა შენითა ღმრთისა დედაო, ვიჴსნები და ვღაღადებ აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ცათა უმაღლეს-ხარ ქალწულო, დედაო მჴსნელისაო უაღრესო ყოველთა დაბადებულთაო, ამისთჳს გევედრები სული ჩემი, ცხოვრებისა ამის ვნებათა უმაღლეს-ჰყავ, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:
ნათლისა მომცემელი ღმერთი, ყოვლად განათლებულო ქალწულო, გჳშევ გამოუთქმელად ამისთჳს გევედრები, განაბრწყინუე გონებაჲ, ჩემი მწარედ ტყუე-ქმნილი, და დაბნელებული ვნებათაგან, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
საიდუმლო, ქალწულისა გამოუთქმელ-არს, რამეთუ ცად და საყდრად…
გალობა თ. სძლისპირი. საიდუმლო უცხო.
საიდუმლო, ქალწულისა გამოუთქმელ-არს, რამეთუ ცად და საყდრად ხერუვიმებრად და სასძლოდ ნათლითშემოსილად გამოჩნდა, ქრისტეს ღმრთისა ყოვლისამპყრობელისა, ამას უკუე კეთილ-მსახურებით, ვითარცა ღმრთის-მშობელსა ვადიდებდეთ:
გიხილა რა, ჯუარსა ზედა დამოკიდებული, ქრისტე ღმერთო…
ტროპარნი.
გიხილა რა, ჯუარსა ზედა დამოკიდებული, ქრისტე ღმერთო რომელმან, დაჰკიდე ქუეყანაჲ წყალთა ზედა, ავაზაკმან მან გონიერმან სარწმუნოებით ჴმა-ჰყო მომიჴსენე, მისთანა ჩუენცა გუაცხოვნენ მრავალ მოწყალე:
რაჟამს ჯუარს-ეცუ, მაცხოვარ შეარყიე ქუეყანაჲ, ხოლო რაჟამს მოიწყალ, ლახურითა აღმოგჳცენენ ქრისტე, წყარონი უკუდავებისანი, სისხლი იგი და წყალი რომლისა მიერ, განჰსწმიდე ვნებათაგან ბუნებაჲ ჩუენი:
იხარებდეს, ტანჯუათა შინა მოწამენი, და მსგავსად საშუებელთა…
მოწამეთა.
იხარებდეს, ტანჯუათა შინა მოწამენი, და მსგავსად საშუებელთა, მიიტაცებდეს მათ ახოვანნი, და ურთიერთას განამჴნობდეს, და იტყოდეს ესერა განღებულ-არს, ასპარეზი გჳრგჳნთა ვიღუაწოთ ძმანო:
განბრწყინდების ყოველი კრებული მორწმუნეთა, და ადიდებს სიმჴნეთა, ახოვანთა მჴნეთა მარტჳლთასა, რომელთა იგი ურიცხუნი, ტკივილნი ტანჯუათანი დაითმინნეს, და მკჳდრიქმნეს საშუებელთა საუკუნეთა:
კაცთ-მოყუარე, სიტყუაჲ გჳშევ ღმრთისა დედაო, ხოლო რაჟამს…
ღმრთის-მშობლისა.
კაცთ-მოყუარე, სიტყუაჲ გჳშევ ღმრთისა დედაო, ხოლო რაჟამს იხილე, ჯუარსა ზედა ვნებულად ეტყოდე, ვითარ ღმერთმან უვნებელმან, კაცთა ცხოვრებისათჳს ვნებაჲ თავს-იდევ, დიდება წყალობათა შენთა უფსკრულთა:
გიხაროდენ მხოლოო განმაქარუებელო მწუხარებისაო გიხაროდენ, მშობელო სიხარულისაო…
სხუა. სძლისპირი. სახედ მუცლად-ღებისა.
გიხაროდენ მხოლოო განმაქარუებელო მწუხარებისაო გიხაროდენ, მშობელო სიხარულისაო და განმდევნელო, ბნელსა სულთასა და განმანათლებელო, ტომთა და ენათაო, რომელნი სარწმუნოებით გნატრიან:
დააცხრუენ ღუარნი ვნებათანი, და განაჴმენ მორევნი ცოდუათა ჩემთანი, სძალო რომელმან ჰშევ უფსკრული მოწყალებისა, და მდინარე სამღთოსა მშჳდობისა, და წყარო ცხოვრებისა, და ზღუა განუცდელი კაცთ-მოყუარებისა:
გამოჰსჩნდი სამკურნალოდ უსასყიდლოდ, ყოველთა სასო წარკუეთილთა უხრწნელო, სასტიკად მოწყლულთა და დანთქმად მიახლებულთა, ზღუასა შინა ამის ცხოვრებისასა, ამისთჳსცა ყოველნი, მორწმუნენი გალობით გადიდებთ:
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
ჯუარსა უფლისასა საჭურუელსა უძლეველსა მორწმუნეთასა, უგალობდეთ და…
ოთხშაბათსა. დედანო ყურად.
ჯუარსა უფლისასა საჭურუელსა უძლეველსა მორწმუნეთასა, უგალობდეთ და თაყუანის-ვჰსცემდეთ, რამეთუ არს იგი შესავედრებელ ქრისტიანეთა, დიდება მართლ-მადიდებელთა, სიქადულ და სასოება ღუაწლით-შემოსილთა, და ჯერისაებრ ვადიდებდეთ მას:
წინაშე ჯუარსა მდგომარე უბიწო, მხედუელი ძისა თჳსისა…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა, მსგავსი.
წინაშე ჯუარსა მდგომარე უბიწო, მხედუელი ძისა თჳსისა ძელსა ზედა უსულოდ დამოკიდებულისა, დედობრივ ღაღადებდა და გოდებით ჰჴმობდა, რაჲ არს უცხო ესე საკჳრუელი, ვითარ უკუე დამბადებელი დაბადებულთა, ჯუარსა ზედა ვითარცა მკუდარი იხილუების:
აქებდითის დასაწყისი
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
კვირის მუხლები
აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
სახარების დასდებელი
დიდება, გერი სახარებისა რიგისა.
აქ იგალობება დღის სტიქარონები თვენიდან, პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან) ან მარხვანიდან.
„უმეტესად კურთხეულ ხარ შენ“
უმეტესად კურთხეულ ხარ შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილისა მიერ ხორცითა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, ადამ გამოიხსნა, ევა განთავისუფლდა, წყევაი პირველი განქარდა, სიკუდილი მოიკლა და ჩუენ განვცხოველდით, ამისთვისცა ვღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელმან ესერეთ სათნო-იჩინა.
მღვდლის ასამაღლებელი დიდი დოქსოლოგიის წინ
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.
დიდი დოქსოლოგია („დიდება მაღალთა შინა“)
დიდება მაღალიანი გრძლად.
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
აღდგომის ტროპარი (1, 3, 5 და 7 ხმა)
დღეს ცხორება არს ყოვლისა სოფლისა, უგალობდეთ საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა, წინამძღუარსა ცხორებისა ჩუენისასა, რამეთუ ღმრთეებრ დაჰხსნა სიკუდილითა სიკუდილი და ძლევაი მომანიჭა ჩუენ და დიდი წყალობაი.
აღდგომის ტროპარი (2, 4, 6 და 8 ხმა)
აღსდეგ საფლავისაგან და ჯოჯოხეთისა საკრველნი შეჰმუსრენ, დაჰხსენ საშჯელი სიკუდილისაი, უფალო, და ყოველნი მახეთაგან მტერისათა განათავისუფლენ, და გამოუჩნდი მოციქულთა შენთა, და წარავლინენ იგინი ქადაგებად და მათ მიერ მშვიდობაი მიჰფინე ყოველსა სოფელსა, მხოლოო მრავალმოწყალეო.
მრჩობლი კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სავედრებელი კვერექსი
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“
მღდელმან:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება, და აწდა.
უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
გუაკურთხენ.
განტევება
მღდელმან ყოს განტევებაჲ კჳრიაკესა ესრეთ
მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, (წმიდისა, ვისსაცა სახელსა ზედა იყოს ეკლესიაჲ, და წმიდისა, რომლისა ჴსენებაჲცა აღესრულებოდის), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასითა, და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალნეს, და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სეხიერ არს და კაცთმოყუარე.
მრავალჟამიერ
მგალობელთა სთქვან მრავალ-ჟამიერ.