გულანი
საცდელი · 1.11.4
შუაღამიანი 1 / 6აღდგომის ტროპარი

შუაღამიანი

ბრწყინვალე შვიდეული

11 აპრილი 2029ხმა 8

გუნდი

აღდგომის ტროპარი

ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

50-ე ფსალმუნი (სინანულისა)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.

უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

90-ე ფსალმუნი („რომელი დამკვიდრებულ არს“)

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსასა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

ყოველდღიური

უფალო, შეგვიწყალენ. უფალო, შეგვიწყალენ. უფალო, შეგვიწყალენ.

გუნდი

აღდგომის ტროპარი

ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

მღვდელი

განტევება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.