გულანი
საცდელი · 1.37.0
შუაღამიანი 1 / 55კურთხევა

შუაღამიანი

ქრისტეს აღდგომის ხსენება

5 დეკემბერი 2027ხმა 7

მღვდელი

კურთხევა

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

დიდება შენდა

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანი ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 50

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გაქებთ შენ სამებაო ერთმთავროითსა ბუნებასა

კჳრიაკესა ცისკრად, შუაღამესა ზედა, კანონი სამებისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

გაქებთ შენ სამებაო ერთმთავროითსა ბუნებასა.

წამის-ყოფითა ღმერთო, აღაღე გულისა ჩემისა, პირი საცნაური…

გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი. წამის-ყოფითა ღმერთო.

წამის-ყოფითა ღმერთო, აღაღე გულისა ჩემისა, პირი საცნაური და ბაგენი ნივთიერნი, ქებად ღმრთაებისა შენისა, სამ-ბრწყინუალისა, გალობითა მადლობისათა:

რათა გამოუთქმელი წყალობა შენი აჩუენო, დაჰბადე კაცი სამებაო გამოუთქმელო, მხოლოო ხატად ღმრთაბისა შენისა, მიწით მეუფეო მეუფეთაო:

მამამან მოწყალემან, შუა სიტყუაჲ დაუსაბამოჲ, და სული თანა მოსაყდრე გამოაბრწყინუა და ჩუენ, ღირს-მყუნა ერთ-ღუთაებისა თჳსისა ცნობად, და თაყუანის-ცემად სამებისა:

ეჩუენე მაყლოვანსა, მოსეს სიტყუაო ღმრთისაო, ცეცხლად განწმედელად…

ღმრთის-მშობლისა.

ეჩუენე მაყლოვანსა, მოსეს სიტყუაო ღმრთისაო, ცეცხლად განწმედელად და ყოვლად არა შემწუელად, სახედ ჴორცთ-შესხმისა შენისა, ქალწულისაგან რომლითა აცხოვნე სოფელი:

ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო სამ-გუამოვნებით დიდებულო…

გალობა გ. ღმერთო მაცხოვარო.

ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო სამ-გუამოვნებით დიდებულო, ცოდუათაგან ჴსნაჲ, მოგუმადლე სახიერ, და ნუ უგულებელს-მჰყოფ ჩუენ, რომელნი სარწმუნოებით, ძლიერებასა შენსა ვადიდებთ:

მამისაგან იშუა სიტყუა, უჟამო დაუსაბამო, უჭინარეს საუკუნეთა, და სული წმიდა, მამისა და ძისა, თანა სწორი გამოვიდა, და ერთ-არსებით სამებაჲ გუეცნობა:

ერთ-პატივად და ერთ-არსად, ბუნებით განუყოფელად, სამ-გუამოვნად და ერთ-ღუთაებად, თაყუანის-გცემთ შენ, და დიდების-გმეტყუელებთ, მორწმუნენი და ვითხოვთ, შენდობა ბრალთა მოგუმადლე, დაუსაბამოო სამებაო წმიდაო:

უცუალებელად ემსგავსე კაცთა სიტყუაო ღმრთისაო, განჰკაცენ რა…

ღმრთის-მშობლისა.

უცუალებელად ემსგავსე კაცთა სიტყუაო ღმრთისაო, განჰკაცენ რა ქალწულისაგან, ყოვლად წმიდისა, და ყოველთა ასწავე, სამებაჲ სამ-ბრწყინუალჱ, განუყოფელად არსებითა, უცუალებელთა შინა გუამოვნებათა:

სამებაო წმიდაო რომლთა შეგცოდეთ, შეგჳწყალენ მონანი შენნი…

წარდგომა, ჴმა ზ. რომელი ჩემთჳს.

სამებაო წმიდაო რომლთა შეგცოდეთ, შეგჳწყალენ მონანი შენნი, მიითუალე სინანული ჩემი მოწყალეო და შენდობასა ღირს-გუყუენ:

განბოროტებულნი სულნი ჩუენნი ცოდუათა მიერ, ნეტარ-ჰყუენ ყოვლად…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.

განბოროტებულნი სულნი ჩუენნი ცოდუათა მიერ, ნეტარ-ჰყუენ ყოვლად უბიწოო ღმრთის-მშობელო, და იჴსნენ ცოდუათაგან მგალობელნი შენნი ღმრთისა სძალო:

ერთ-არსებით სამ-ბრწყინუალეო, ღმერთო მაცხოვარო დაბადებულთა შენთაო, მუედრებელი…

გალობა დ. ქრისტე ღმერთო რომელმან.

ერთ-არსებით სამ-ბრწყინუალეო, ღმერთო მაცხოვარო დაბადებულთა შენთაო, მუედრებელი შენნი იჴსნენ ჭირთა და ვნებათაგან და შეზღუდენ წყალობითა შენითა:

სიტყჳთა ძალსა მაუწყებელსა, სამ-ბრწყინუალისა მის ღუთაებისა შენისასა, პოვნად ვერ შემძლებელ-ვართ ჩუენ, კაცთ-მოყუარეო ღმერთო, რამეთუ ზესთა აღმატებულ-არს:

ქუეყანასა ზედა ვითარცა, ცათა შინა ანგელოსთა კრებლსა თანა, გადიდებთ შენ სამებაო, ღმერთო ყოვლად ძლიერო, მფლობელო საუკუნეთაო:

მამულისა დიდებისაგან, არა დააკლდი მიიღე რა სიგლახაკჱ…

ღმრთის-მშობლისა.

მამულისა დიდებისაგან, არა დააკლდი მიიღე რა სიგლახაკჱ ჩემი, და განჴორციელდი ღმერთი, ქალწულისა საშოსა, და აღმამაღლენ ზეცად მოწყალე:

ბუნებაო დამბადებელო ნათელო, სამ-გუამოვანო და ერთ-ღმრთაებაო, განზრახჳთა…

გალობა ე. ღამე ნელი.

ბუნებაო დამბადებელო ნათელო, სამ-გუამოვანო და ერთ-ღმრთაებაო, განზრახჳთა და ძლიერებითა, სწორო დაგუამტკიცენ სიყუარულსა შენსა:

მამასა და ძესა და სულსა ყოვლად წმიდასა…

ბ-გზის

მამასა და ძესა და სულსა ყოვლად წმიდასა, ერთ-ღუთაებად სამ-ბრწყინუალედ ვადიდებდეთ, რათა ვიჴსნნეთ ჩუენ განსაცდელთაგან, წყალობათა მისთა შევედრებულნი:

მიიღე ბუნებაჲ კაცთა სიტყუაო ღმრთისაო, დედისაგან უქორწინებელისა…

ღმრთის-მშობლისა.

მიიღე ბუნებაჲ კაცთა სიტყუაო ღმრთისაო, დედისაგან უქორწინებელისა, და სამ-გუამოვნად ერთი ღუთაება, გუასწავე, და წყალობით თაყუანის-ვჰსცემთ:

ერთ-დიდებად, და ერთ-სიმტკიცედ ვადიდებთ ჩუენ სამებასა, განყოფილად…

გალობა ვ. იონას ებრ.

ერთ-დიდებად, და ერთ-სიმტკიცედ ვადიდებთ ჩუენ სამებასა, განყოფილად გუამითა, ხოლო განუყოფელად, უცუალებელითა მით ერთ-ღუთაებითა:

გონიერნი, ანგელოსთა კრებულნი გიგალობენ ღმერთსა, სამ-გუამოვნად ცნობილსა…

ბ-გზის

გონიერნი, ანგელოსთა კრებულნი გიგალობენ ღმერთსა, სამ-გუამოვნად ცნობილსა, და ჩუენ ქუეყანისანი, შემოქმედსა ღმერთსა ძრწოლით გიგალობთ:

უზესთაეს, ცნობათა წინა-საუკუნეთა იშუა მამისაგან, ნათელი ნათლისაგან, ხოლ ქალწულისაგან, აღსასრულსა ჟამთასა განკაცნა ქრისტე:

სამებაო ერთ-არსებაო, მხოლოო სამ-გუამოვანო, შემიწყალენ რომელნი შექმენ…

წარდგომაჲ, ჴმა ზ. მსგავსი. ცეცხლისა უბრწყინუალეს.

სამებაო ერთ-არსებაო, მხოლოო სამ-გუამოვანო, შემიწყალენ რომელნი შექმენ უკუდაო, და დაწუენ შეცოდებანი ჩუენი, და განანათლენ გულნი მაქებელთა შენთანი მოწყალებითა შენითა, ღმერთო ჩუენო დიდება შენდა:

ცეცხლისა უბრწყინუალეს-არს, და ნათლისა უმოქმედეს მოწყალება მადლისა…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა. მსგავსი.

ცეცხლისა უბრწყინუალეს-არს, და ნათლისა უმოქმედეს მოწყალება მადლისა შენისა დედოფალო, რამეთუ შესწუავს ცოდუათა კაცთასა, და შეაცურევს გონებათა შემსხმელთა დიდებულებისა შენისათა ღმრთის-მშობელო ყოვლად უბიწოო:

სიტყჳსა მისებრ და მოძღურებისა წმიდათა წინასწარ-მეტყუელთასა, ერთ-ღუთაებად…

გალობა ზ. ყრმათა ბაბილონს.

სიტყჳსა მისებრ და მოძღურებისა წმიდათა წინასწარ-მეტყუელთასა, ერთ-ღუთაებად აღგიარებთ შენ ხოლო სამ-ხატოვნად, გქადაგებთ მამაო ძით და სულით წმიდითურთ:

მოკუდავნი ესე, სამ-წმიდაობისა გალობითა ანგელოსთა თანა, გიგალობთ…

ბ-გზის

მოკუდავნი ესე, სამ-წმიდაობისა გალობითა ანგელოსთა თანა, გიგალობთ სამებაო, ცოდუათა მოტევებაჲ, მოგუმადლე და გჳჴსნენ განსაცდელთაგან ღმერთო:

დამბადებელმან, კაცთა ნათესავისამან ქალწულო უბიწოო, დაცემულნი კუალად…

ღმრთის-მშობლისა.

დამბადებელმან, კაცთა ნათესავისამან ქალწულო უბიწოო, დაცემულნი კუალად აღგუმართნა წყალობით, რაჟამს განკაცნა შენგან, ჴორცთა ბუნებითა ღმერთი მამათა ჩუენთა:

ბრწყინუალე ნათელი, ღუთაებისა შენისა, მოჰფინე გულსა მგალობელთა…

გალობა ჱ. რომელი მხოლო არს.

ბრწყინუალე ნათელი, ღუთაებისა შენისა, მოჰფინე გულსა მგალობელთა შენთასა, სამებაო სამ-გუამოვნად, ცნობილო და ერთ-არსებით ქებულო, სარწმუნოებით მვედრებელთა და მონათა შენთა:

განაგებ ყოველთა, სამებაო წმიდაო, ღმერთო ღმერთთაო, და უფალო უფლებათაო, სახიერო, და ჰმატებ ცასა და ქუეყანასა, მეცა წარმიძერუ სიყუარულისა, შენისა მიმართ ყოვლად ძლიერო:

სამ-ბრწყინუალისა, მის ნათლისა შენისა ტაძრად გამომაჩინე კაცთ-მოყუარე, და უაღრეს, ეშმაკთა ბოროტთა, და ჴორცთა ვნებათა, მყავ მე უღირსი რათა გაკურთხევდე:

ნათელი ღუთაებისა, შენგან გამოგჳბრწყინდა, ღმრთის-მშობელო ქალწულო უბიწოო…

ღმრთის-მშობლისა.

ნათელი ღუთაებისა, შენგან გამოგჳბრწყინდა, ღმრთის-მშობელო ქალწულო უბიწოო, და ყოველი სოფელი განანათლა და ქუეყანა ესე გამოაჩინა მეორედ მგალობლად თჳსად:

დიდებად შენდა ღირს-მყუენ, რომელი მაღალთა შინა დაუცხრომელად…

გალობა თ. ყოვლად ქებულო.

დიდებად შენდა ღირს-მყუენ, რომელი მაღალთა შინა დაუცხრომელად, ხერუვიმთაგან იქები, რამეთუ მიწისაგანთა ვერ-ძალგჳცს დიდებად შენდა, გარნა მონებრივსა სახესა ვაჩუენებთ:

ჴორციელთა მათ, სალმობათაგან გჳლხინე, და სულისა ვნებათა, მძჳნუარეთაგან გჳჴსნენ, და ყოველთაგან საბრჴეთა, სოფლისათა დაგჳცუენ, სამებაო ერთ-არსებით განუყოფელო:

სწორო ძალითა ღმერთო სამ-მნათობიერო, ყოვლად ძლიერო ძალო, საწადელო სიკეთეო, უფსკრულო წყალობათაო, მოგუეც ბრალთა შენდობაჲ, და გჳჴსნენ საცთურთაგან მოსავნი შენნი:

გონება, სული და ჴორცთა აგებულება, მიიღო შენგან…

ღმრთის-მშობლისა.

გონება, სული და ჴორცთა აგებულება, მიიღო შენგან, ქალწულო, სიტყუამან ღმრთისამან, და ჭეშმარიტად განკაცნა და საღმრთოსა დიდებისა, მოწყალებით ზიარ-ჰყუნა ძენი კაცთანი:

მკითხველი

სამებისა საგალობლები

კანონის შემდეგ სამებისა საგალობლები.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისა სიტყუასა, რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ძალნი ზეცათანი, რომელი აღსდეგ მესამესა დღესა საფლავით, ქრისტესა, ცხორების მომცემელსა, შიშით გადიდებთ.

უგალობდეთ ყოველნი ღმრთივშუენიერად ქებითა საღმრთოითა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, სამგუამოვანსა, ყოვლისა მპყრობელსა, ერთსა მეუფებასა და უფლებასა.

რომელსა გიგალობენ ყოველნი ტომნი და გადიდებენ ძალნი ზეცათანი, რომელი ყოველთა მორწმუნეთაგან თაყუანის-იცემები, მხოლოო, ერთარსებით და სამგუამოვნებით.

უფალთმთავარსა ქერობინთასა და ღმერთმთავარსა სერაბინთასა და განუყოფელსა სამებასა, მხოლოსა ღმერთსა დაუსაბამოსა შიშით გადიდებთ შენ. მამასა დაუსაბამოსა ღმერთსა და თანადაუსაბამოსა სიტყუასა და თანაარსსა სულსა წმიდასა თაყუანის-ვსცემთ განუყოფელად ერთარსებით, სამგუამოვნებით, მხოლოსა ქებით პატივვსცემთ.

ბრწყინვალებითა ელვარებისა შენისაითა განმაბრწყინვე მე, ღმერთო ჩემო სამგუამოვანო, ყოველთა შემოქმედო, და გამომაჩინე მე ტაძრად შენისა მიუწთომელისა დიდებისა, უხრწნელ და ელვარე ნათლით შემოსილ. რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ანგელოზთა მხედრობანი, რომელი ქალწულისაგან გამოუთქუმელად განჰხორციელდი, ქრისტე, ცხორების მომცემელო, შიშით გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

იპაკოი

კვირის ხმის იპაკოი; აქ რვავეა მოცემული.

ხმა 1: ავაზაკისა სინანულმან სამოთხე მიიპარა, ხოლო ტირილმან და გოდებამან მენელსაცხებელთა სიხარული აუწყა, ვითარმედ აღდგა ქრისტე და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:

ხმა 2: შემდგომად ვნებისა წარჳდეს დედანი, საფლავად შემურუად ჴორცთა შენთა ქრისტე ღმერთო, და საფლავსა შინა იხილეს ანგელოსნი და განჰკრთეს, რამეთუ ჴმა ესმოდა მათ მიერ, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:

ხმა 3: განაჰკრთობდა ხილჳთა და შეაცურევდა სიტყჳთა, ელუარე იგი ანგელოსი, რომელი მენელსაცხებლეთა ეტყოდა, საფლავსა შინა ეძიებდ ცხოველსა მას, ხრწნილებისა შემცუალებელსა, და ღუთაებით უცუალებელსა, უწყოდეთ რამეთუ აღდგა და დააცალიერნა საფლავნი, არქუთ ღმერთსა ვითარ საშინელ-არი _ ან, საქმენი შენნი, რომელთა მი _ ერ აცხოვნე ნათესავი კაცთა:

ხმა 4: დიდებულისა და საკჳრუელისა აღდგომისა შენისა, წინა-მსრბოლად წარივლინნეს დედანი, და მოციქულთა უქადაგეს, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

ხმა 5: ანგელოსისა ხილჳთა გონებითა განკჳრუებულნი, და ღმრთისა აღდგომისათჳს სულითა განათლებულნი, მენელსაცხებლენი დედანი მოციქულთა ახარებდეს, უქადაგეთ წარმართთა აღდგომაჲ უფალისა, თანა შეწევნითა, უფალისათა სასწაულთა მიერ, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა:

ხმა 6: ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ ქრისტე ღმერთო, და კარი სამოთხისა განგჳღე ჩუენ, და აღდგომითა შენითა იჴსენ, ხრწნილებისაგან ცხოვრებაჲ ჩუენი:

ხმა 7: რომელმან მსგავსება ჩუენი შეიმოსე და ჴორცითა ჯუარცმა დაითმინე მაცხოვნე მე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ვითარცა მოწყალე-ხარ:

ხმა 8: მენელსაცხებლენი ცხოველს მყოფელსა საფლავსა მოვიდეს, და მკუდართა თანა ეძიებდეს უკუდავსა მეუფესა, და სიხარულისა ხარება ანგელოსისაგან ისწავეს, და მოციქულთა ახარებდეს და ეტყოდეს, ვითარმედ აღდგა ქრისტე უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელი

„ღმერთმან შეგვიწყალენ“

ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.

ლოცვა ყოვლადწმიდა სამებისადმი

ყოვლისა შემძლებელო და ცხოველსმყოფელო სამებაო წმიდაო, ნათელო დაუსაბამოო, რომელმან ყოველი სოფელი და პირველ სოფლისა შექმნილნი მხოლოითა განზრახვითა და ძლიერებითა არაარსისაგან არსად მოიყვანენ, რომელმან გამოუთქუმელითა ქველისმოქმედებითა შენითა ქუეყანისა ნათესავთა უძლურებისათვის ხორცთაისა სინანული მოგუანიჭე ვიდრე სიკუდილადმდე, ნუ დამიტევებ ჩუენ უბადრუკთა სიბოროტისა საქმეთა შინა ჩუენთა სიკუდიდ, ნუცა ბოროტთა მთავართა, მოშურნეთა და მომსრველთა სულისა ჩუენისათა, საცინელ მყოფ, რამეთუ ჰხედავ, ბუნებით სახიერო, რაოდენთა საბრხეთა დაგვირწყუმენ მტერნი იგი ჩუენნი, ხოლო ჩუენ ვნებულ, დახსნილ და უკრძალველ ვართ, არამედ გევედრებით: ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ყავ ჩუენ ზედა მოუკლებელი კეთილი შენი, რამეთუ განგარისხეთ შენ პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა მცნებისა შენისა გარდასლვითა, ყოველთა უკუე ყოვლადვე, და ესრეთ წარვვლეთ ცხორებაი ჩუენი შეცოდებათა შინა ჩუენთა ვიდრე ამად ჟამადმდე, საქმით ანუ სიტყვით ანუ განზრახვით, არამედ შენ შემინდვენ, მომიტევე, და შემდგომსა ცხორებასა ღირს მყვენ სინანულითა და ლმობიერებითა აღსრულებად, დამარხვითა წმიდათა ბრძანებათა შენთათა, უკუეთუ სიტკბოებისა საცთურითა მრავალსახედ გცოდეთ, ანუ საძაგელისა და ურგებისა და მავნებელისა გულისთქუმითა მოვინადირენით, უკუეთუ პირუტყულითა რისხვითა და გულისწყრომითა აღძრვითა ძმასა ვისმე ჩუენსა ვაჭირვეთ, უკუეთუ დაუპყრობელითა ენითა და ფიცხელითა საფრხითა ძლიერად გარემოცულ ვიქმნენით, გინა რომლითამე საცნობელითა ჩუენითა ანუ ყოვლითა ნებითა, ანუ თუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით, წარტაცებით ანუ განზრახვით, და უგუნურებისა შებრკოლებით, უკუეთუ გულისსიტყვით და ამაოისა ზრახვითა შევიგინენით, ანუ თუ სხვითა რომლითამე სახითა შეგცოდეთ, პირველითგანვე ბოროტისა ჩუეულებისა მიღებითა, ყოველივე შეგვინდევ და მოგვიტევე, ყოველთა შემწყნარებელო, ყოვლად-ნეტარო და მრავალმოწყალეო. და მომანიჭე შემდგომისა ჟამისად სიმხნე და ძალი, რომელსა შინა ვყოთ ნებაი შენი, სათნოი და სრული, რაითა ღამისა და ბნელისა სიბოროტჱ ნათლისსახედ სინანულისა შევცვალოთ, და ვითარცა დღესა შინა კეთილსახედ ვიდოდეთ და განწმედილად ვჩნდეთ კაცთმოყუარებისა შენისადმი უღირსნი, და გიგალობდეთ შენ და გადიდებდეთ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

განტევება

კვირას განტევება იწყება სიტყვებით: „მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან…“

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისაითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და ყოველთა წმიდათა მისთაითა, შეგვიწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან.

შენდობის წესი და კვერექსი

ჩვეულებრივი შენდობის წესი; შემდეგ მღვდელი ლოცულობს და ყოველ თხოვნაზე ყველანი მიუგებენ: „უფალო, შეგვიწყალენ“.

მაკურთხენით, მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოის კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა შიოსათვის.
და ყოვლად-სამღდელოისა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიხსენოს მწყემსთმთავარი მის სამწყსოისაი) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათვის.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათვის, და კეთილმორწმუნეთა ხელისუფალთა და განმგებელთა მისთათვის.
წარმართებისათვის და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მხედრობათაისა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათვის. მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათვის.
ყოველთათვის, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოხსნისათვის ტყუეთაისა.
ამიერ წარსრულთათვის მამათა და ძმათა ჩუენთა.
ყოველთათვის, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათვის ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათვის მართლმადიდებელთა ქრისტიანეთაისა.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
სანატრელთა და კეთილადმოხსენებულთა მართლმადიდებელთა მეფეთათვის.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათვის.
აღმაშენებელთათვის წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათვის და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და ძმათა ჩუენთათვის, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა.
ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
ვთქუათ ყოველთა ამათთვის, უფალოშემიწყალენ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შემიწყალენ ჩუენ, ამინ.

„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა“

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.