კურთხევა
ცისკრის შემდეგ – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“. ცალკე – „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი“
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
ამინ.
დიდება
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
საწყისი ლოცვები
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის · მეტანიით
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კურთხევა
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ
მეტანიით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 5
1 სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი.
2 მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.
3 განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.
4 რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან.
5 არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
6 წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა.
7 ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
8 უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი.
9 რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს.
10 საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო.
11 და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.
12 რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.
ფსალმუნი 2
1 რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
2 შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის.
3 განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.
4 რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ჰყუნეს იგინი.
5 მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.
6 ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა.
7 თხრობად ბრძანებასა უფლისასა, უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.
8 ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი.
9 ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.
10 და აწ, მეფენო, გულისხმა-ჰყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
11 ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
12 მიიღეთ სწავლაი, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულის წყრომაი მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.
ფსალმუნი 21
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.
2 ღმერთო ჩემო, დღისი ხმა-ვჰყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე და არა იღუაწე ჩემთვის.
3 ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი.
4 შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი;
5 შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
6 ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
7 ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.
8 ესვიდა უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
9 რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით, სასოო ჩემო, დედის ძუძუით ჩემითგან.
10 შენდა შევვარდი მე საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე, და არავინ არს მწე ჩემდა.
11 გარე-მომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;
12 აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყვირალმან.
13 ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.
14 განხმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამხადე მე.
15 რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი.
16 და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე.
17 განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
18 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ;
19 იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილებაი ჩემი;
20 მიხსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;
21 მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ.
22 მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისარელისასა.
23 რამეთუ არა შეურაცხ-ჰყო, არცა მოიწყინა ლოცვაი გლახაკისაი, არცა გარე-მიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.
24 შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.
25 შჭამონ დავრდომილთა და განსძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.
26 მოიხსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;
27 რამეთუ უფლისაი არს სუფევაი და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.
28 შჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცვიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; და სული ჩემი მისა ცხოველ არს.
29 და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი.
30 და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის · მეტანიით
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ტროპარი · დიდი პარასკევი, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება
ტროპარი დღისა თვენიდან ან პარაკლიტონიდან
მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა.
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აწ და მარადის
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლისა
რაჲ-მე სახელ-გდვათ შენ, ჰოი, მიმადლებულო? ცად, რამეთუ აღმოაბრწყინე მზე სიმართლისაჲ? სამოთხედ, რამეთუ აღმოაცენე ყვავილი უხრწნელებისაჲ? ქალწულად, რამეთუ უხრწნელად ჰგიე? დედად წმიდად, რამეთუ ხელთა შენთა ტვირთულ-გიპყრია ძეჲ ყოველთა ღმრთისაჲ? მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.
მუხლები
სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი. მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის · მეტანიით
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კურთხევა
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
კონდაკი · დიდი პარასკევი, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება
რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი.
უფალო, შეგვიწყალენ
40-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ლოცვა ჟამთა
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა
მეტანიით
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
კურთხევა
თავის დახრით
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
მღვდლის ლოცვა
ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა პირველი ჟამისა
ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, აღიბეჭდენ ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა, რაჲთა მას შინა ვიხილოთ ნათელი იგი მიუჩრდილებელი; და წარუმართენ სლვანი ჩვენნი აღსრულებად მცნებათა შენთა, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
ზესთა მბრძოლისა
ზესთამბრძოლისა ჩემისათჳს დაუძლეველისა, გამომხსნელი ჭირთაგან სამადლობელსა შევსწირავ შენდა, ღმრთისმშობელო, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უძლეველი, ყოველთაგან ვნებთა განმათავისუფლე მე, რაჲთა გიგალობდე შენ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
დიდება
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3). გვაკურთხენ.
განტევება
ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
ამინ
ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3).