გულანი
საცდელი · 1.11.4
მეცხრე ჟამი 1 / 59კურთხევა

მეცხრე ჟამი

დიდი მარხვა

30 მარტი 2027ხმა 2

მღვდელი

კურთხევა

საწყისი ლოცვები

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 83

1 ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!

2 ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.

3 და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.

4 ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.

5 ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.

6 ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა.

7 ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს.

8 უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.

9 მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.

10 რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.

11 რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.

12 უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.

ფსალმუნი 84

1 გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი.

2 მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.

3 დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა.

4 მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან.

5 ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.

6 ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.

7 მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ.

8 ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.

9 რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად მისი ქუეყანასა ჩუენსა.

10 წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს.

11 ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.

12 და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი.

13 სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი.

ფსალმუნი 85

1 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.

2 იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ.

3 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.

4 ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

5 რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ.

6 ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.

7 დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.

8 არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ.

9 ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა.

10 რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი.

11 მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა.

12 აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;

13 რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.

14 ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.

15 და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.

16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი.

17 ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 109

კანონი 16

1 ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა.

2 კუერთხი ძლიერებისაი გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.

3 შენ თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოით მთიებისა წინა გშევ შენ.

4 ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.

5 უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისასა მეფენი.

6 საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნეს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.

7 ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას, ამისთვის აღამაღლოს თავი.

ფსალმუნი 110

კანონი 16

1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.

2 დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;

3 აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.

4 სახსენებელ-ჰყო საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი.

5 საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი.

6 და ძალი საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი წარმართთაი.

7 საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,

8 განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.

9 ხსნაი მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი.

10 დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო გულისხმის-ყოფაი კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნი 111

კანონი 16

1 ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

2 ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს.

3 და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.

4 გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ.

5 ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა, რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს.

6 სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი.

7 ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.

8 განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა, განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთაი.

9 განაბნინა და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა.

10 ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თვისთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულის-თქუმაი ცოდვილისაი წარწყმდეს.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 112

კანონი 16

1 აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.

2 იყავნ სახელი უფლისაი კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე;

3 მზის აღმოსავალითგან ვიდრე დასავალამდე ქებულ არს სახელი უფლისაი.

4 მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს მისი.

5 ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ არს,

6 და მდაბალთა ხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.

7 რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი.

8 რაითა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;

9 რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.

ფსალმუნი 113

კანონი 16

1 გამოსლვასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთაისა.

2 იყო ჰურიასტანი სიწმინდე მისა და ისრაელი საბრძანებელ მისა.

3 ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.

4 მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი.

5 რაი არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?

6 მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი?

7 პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაი, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,

8 რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი წყაროებად წყალთა.

9 ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა.

10 ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?

11 ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა.

12 კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი;

13 პირ ახსენ და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ,

14 ყურ ასხენ და არა ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ,

15 ხელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა.

16 ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.

17 სახლი ისრაელისაი ესვიდა უფალსა, შემწე და შემწყანრებელ არს მათდა.

18 სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა, შემწე და შესავედრებელ არს მათდა.

19 მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა, შემწე და მფარველ არს მათდა.

20 უფალმან მომიხსენნა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაი, აკურთხა სახლი აჰრონისი.

21 აკურთხა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა.

22 შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;

23 კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი.

24 ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაი მოსცა ძეთა კაცთასა.

25 არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,

26 არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხვდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

ფსალმუნი 114

კანონი 16

1 შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ხმაი ვედრებისა ჩემისაი.

2 რამეთუ მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდე მას.

3 გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაი ვპოვე. და სახელსა უფლისასა ვხადე:

4 უფალო, იხსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩუენი მწყალობელ.

5 დაიცავს ჩჩვილთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე.

6 მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ.

7 რამეთუ იხსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან, და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან.

8 სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 115

კანონი 16

1 მრწმენა მე, რომლისათვისცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.

2 და ვჰსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს.

3 რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?

4 სასუმელი ცხორებისაი მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.

5 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

6 პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი.

7 უფალო, მე მონაი შენი, მე მონაი შენი და ძე მხევლისა შენისაი; განხეთქენ საკრველნი ჩემნი.

8 შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაი და სახელსა უფლისასა ვხადო.

9 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

10 ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ.

ფსალმუნი 116

კანონი 16

1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;

2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.

ფსალმუნი 117

კანონი 16

1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

2 თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

3 თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

4 თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

5 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ.

6 უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს რაი მიყოს მე კაცმან?

7 უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი.

8 კეთილ არს მოსავ-ყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფაი კაცისა მიმართ;

9 კეთილ არს სასოებაი უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაი მთავართა მიმართ.

10 ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ.

11 გარე-მომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ;

12 მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ;

13 მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ხელი აღმიპყრა მე.

14 ძალი ჩემი და გალობაი ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.

15 ხმაი სიხარულისაი და ცხოურებისაი საყოფელსა მართალთასა:

16 მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი.

17 არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

18 სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე.

19 განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა.

20 ესე არს ბჭე უფლისაი, და მართალნი შევლენან ამას შინა.

21 აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.

22 ლოდი, რომელი შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა;

23 უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

24 ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

25 უფალო, მაცხოვნე მე, უფალო, წარმიმართე მე.

26 კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა; გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა.

27 ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა.

28 ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ, ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.

29 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

3-გზის

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

რომელი ჩვენთვის იშევ, ქრისტე, ქალწულისაგან, ჯუარცმაი დაითმინე, სახიერ, რომელმან სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე და აღდგომაი მოგუმადლე, ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, რომელი შექმნეს ხელთა შენთა, არამედ აჩუენე კაცთმოყვარებაი შენი, მოწყალე, და მიიღე, რომელმან გშვა შენ, ღმრთისმშობელისაგან, ვედრებაი ჩვენთვის, და აცხოვნე, მაცხოვარო, ჩვენო, ერი განწირული.

მუხლები

ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, სახელისა შენისათვის, უფალო, ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა და ნუ განაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან, აბრაჰამისათვის, საყვარელისა შენისა, ისაკ მონისა შენისა და ისრაელ წმიდისა შენისა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა მეცხრესა ჟამისა

მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, სულგრძელო ჩვენთა შეცოდებთა ზედა, რომელმან მოიწიე ჟამსა ამასცა, რომელსა შინა ჯუარსა ზედა დამკიდებულმან, ცხოველსმყოფელითა მით ნერგითა გზაი ცხორებისაი ავაზაკსა უჩვენე, და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვე, გვიწყალენ ჩვენცა ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი; რამეთუ ვცოდეთ და უშჯულო ვიქმნენით, და არა ღირს ვართ აღხილვად და ხილვად სიმაღლეთა ცისათა, რამეთუ დაუტევეთ გზანი სიმართლისა შენისანი და ნებასა გულთა ჩვენთასა ვიდოდეთ, არამედ გევედრებით შენ, მოუგონებელსა მაგას სახიერებასა შენსა: გვიხსენ ჩვენ, უფალო, სიმრავლისაგან მოწყალებათა შენთაისა, და გვაცხოვნე ჩვენ სახელისა შენისათვის წმიდისა, რამეთუ მოაკლდეს ამაოებასა შინა დღენი ჩვენნი; გვიხსენ ჩვენ ხელითაგან წინააღმდგომისაითა, და მიუტევენ ცოდვანი ჩვენნი და მოაკვდინე ხორციელი ეგე ზრახვანი ჩვენნი, რაითა ძველისა კაცისა განმძარცველთა, ახალი კაცი შევიმოსოთ და შენ გცხოვნდებოდეთ, მეუფისა ჩვენისა და მწყალობელისა, და ესრეთ ბრძანებათა შენთა შედგომილთა, საუკუნოსა მას განსასვენებელსა მივიწიოთ, სადა-იგი არს ყოველთა მხიარულთა სავანე; რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სიხარული და მხიარულებაი მოყვარეთა შენთაი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.