კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი · წმიდანი: მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი (I)
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომრლმან ახარა ადამს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანებაი კვალად მუნვე სამოთხედ, და ჩვენ, მგალობელთა მისთა მოგვმადლოს ცოდვათა მოტევება.
ფსალმუნი 46
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
1 ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა.
2 რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
3 დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა.
4 გამომირჩია ჩუენ სამკვიდრებელი თვისი, შუენიერებაი იაკობისი, რომელ შეიყუარა.
5 ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა.
6 უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა უგალობდით.
7 რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისაი ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.
8 სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა.
9 მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.
ფსალმუნი 47
1 დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა.
2 ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაითა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაი.
3 ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას.
4 რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად.
5 მათ იხილეს ესრეთ და დაუკვირდა, შეშფოთნეს, შეირყინეს.
6 და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი; მუნ სალმობაი, ვითარცა შობადისაი.
7 ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნე ნავნი თარშისანი.
8 ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთაისა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე.
9 შევიწყნარეთ წყალობაი შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა.
10 ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაი შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი.
11 იხარებდინ მთაი სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო.
12 მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა.
13 დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ ტაძრები მისი, რაითა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა.
14 რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნნეს ჩუენ უკუნისამდე.
ფსალმუნი 48
1 ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა.
2 ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.
3 პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის-ყოფასა.
4 მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი.
5 რაისათვის მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უშჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარე-მომიცვას მე.
6 რომელნი ესვენ ძალსა თვისსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თვისისასა იქადიან.
7 ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა კაცმან? არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისა თვისისაი.
8 და სასყიდელი სახსრად სულისა თვისისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე.
9 და ცხოვნდეს სრულიად, არა იხილოს მან განსახრწნელი.
10 რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად; ერთბამად უგუნური და უცნობოი წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი.
11 და სამარენი მათნი სახლ მათდა იყვნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.
12 კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
13 ესე გზაი არს საცთურებისა მათისაი მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.
14 ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნაი მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ.
15 ხოლო ღმერთმან იხსნეს სული ჩემი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე.
16 ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაი.
17 რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს მისი მის თანა.
18 რამეთუ სული მისი ცხოურებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.
19 შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს.
20 კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
ფსალმუნი 49
1 ღმერთი ღმერთთაი უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისაით ვიდრე დასავალადმდე.
2 სიონით გამო არს შუენიერებაი ჰაეროვნებისა მისისაი.
3 ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისსა ნიავქარი ფრიად.
4 მოუწოდოს ზეცასა ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თვისისა.
5 შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქუმისა მისისანი საკუერთხთა ზედა.
6 და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს.
7 ისმინე, ერო ჩემო და გეტყოდი შენ; ისრაელო, და გიწამო შენ; ღმერთი, ღმერთი შენი ვარი მე.
8 არა თუ მსხუერპლთა შენთათვის გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის.
9 არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა;
10 რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათაი და ყოველი პირუტყვი.
11 ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შეუნიერებაი ველთაი ჩემ თანა არს.
12 შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი მისი.
13 ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთაი ანუ სისხლი ვაცთაი ვსუაა?
14 შეჰსწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაი და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი.
15 და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე.
16 ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა?
17 შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი.
18 იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი.
19 პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაი და ენაი შენი თხზვიდა ზაკვასა.
20 შჯდი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი და ძისათვის დედისა შენისა დასდვი საცთური.
21 ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოებაი ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
22 გულისხმა-ჰყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მხსნელ თქუენდა.
23 მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი სადა უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
ფსალმუნი 50
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ფსალმუნი 51
1 რად-მე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უშჯულოებასა მარადღე?
2 სიცრუვესა ზრახავს ენაი შენი; ვითარცა მახვილი, აღლესულ ჰყავ შენ ზაკუვაი.
3 შეიყუარე სიბოროტე უფროის სახიერებისა და სიცრუვე უფროის სიმართლისა სიტყვისა.
4 შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაი დაქცევისაი და ენაი მზაკუარი.
5 ამისთვის დაგამხუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგხადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაით.
6 იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:
7 აჰა ესერა კაცი, რომელმან არა ჰყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა სიმდიდრისა მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თვისითა.
8 ხოლო მე ვითარცა ზეთის-ხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
9 აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.
ფსალმუნი 52
1 თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინნეს უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი.
2 ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
3 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე.
4 არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა, ღმერთსა არა ხადეს.
5 მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ჰყვნა იგინი.
6 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუ ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.
ფსალმუნი 53
1 ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.
2 ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.
3 რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.
4 აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.
5 მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.
6 და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ.
7 რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუამლან ჩემმან.
ფსალმუნი 54
1 ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.
2 მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი.
3 ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე.
4 გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა.
5 შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან.
6 და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო.
7 ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.
8 მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა.
9 დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა.
10 დღე და ღამე გარე-მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა.
11 და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაი.
12 რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.
13 ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინაძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო.
14 რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.
15 მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.
16 მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და უფალმან ისმინა ჩემი.
17 მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი.
18 იხსნეს სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა.
19 ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.
20 მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს ჰსჯული მისი.
21 განიყუნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი.
22 მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა ჰსცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა.
23 ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.
დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა…
სამშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა დ.
დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა, მოიხილე ღმერთო და შემიწყალე მე, რომელმან ცოდუასა შინა წარუაგე ცხოვრებაჲ ჩემი, მსგავსად მეძჳსა მის შეგივრდები, შემიწყალე მაცხოვარ და მაცხოვნე მე:
წიაღუალ მე ზღუასა ამას ამის ცხოვრებისასა, და…
უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე:
წიაღუალ მე ზღუასა ამას ამის ცხოვრებისასა, და ვიგონებ უფსკრულსა ურიცხუთა ბოროტთა ჩემთასა, რამეთუ არა მაქუს მე მენავეთ-მოძღუარი გულის-სიტყუაჲ, ამისთჳსცა ჴმასა პეტრესსა გიღაღადებ, მაცხოვნე მე ქრისტე, და შემიწყალე ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ:
სიტყუასა მამისასა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შენგან განჴორციელებულად…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
სიტყუასა მამისასა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შენგან განჴორციელებულად ვიცნობთ ღმრთის-მშობელო ქალწულო, ამისთჳს დაუცხრომელად შენნი მადიდებელნი გალობით გადიდებთ:
ფსალმუნი 55
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
1 მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე.
2 დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მრბძვანან მე მაღლით.
3 დღისი არა მეშინოდეს მე, რამეთუ მე შენ გესავ.
4 ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე ხორციელმან?
5 მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთვის იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით.
6 მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა.
7 ამისთვის არარაითა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე.
8 ღმერთო, ცხორებაი ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე, ვითარცა აღმითქუ მე.
9 მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ, აჰა ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ.
10 ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი.
11 ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე კაცმან?
12 შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგცე შენ ქებისაი.
13 რამეთუ იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.
ფსალმუნი 56
1 მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარხდეს უშჯულოებაი.
2 ხმა-ვჰყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველის მოქმედისა ჩემისა.
3 გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი ჩემნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაი მისი და ჭეშმარიტებაი მისი.
4 და იხსნა სული ჩემი შორის მხეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი ჭურ და ისარ, და ენანი მათნი ვითარცა ხრმალნი ლესულნი.
5 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს შენი.
6 მახე განჰმზადეს ფერხთა ჩემთათვის და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს.
7 განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა.
8 განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე საფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღვიძო განთიად.
9 აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის.
10 რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაი შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაი შენი.
11 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს შენი.
ფსალმუნი 57
1 ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო;
2 და რამეთუ გულსა შინა უშჯულოებასა იქმთ ქუეყანასა ზედა, სიცრუვესა ხელნი თქუენნი ნივთებენ.
3 უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოითგან შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუვესა.
4 გულის წყრომაი მათი მსგავს არს გუელისა და ასპიტისა ყრუისა, რომელსა დაეყვნიან ყურნი მისნი.
5 რომელმან არა ისმინის ხმაი მსახრვალისაი და წამლისაი მწამლველისაგან ბრძნისა.
6 ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქვნა უფალმან.
7 შეურაცხ იქმნენ იგინი ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუას მშვილდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ.
8 ვითარცა ცვილი რაი დადნის, ეგრე მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე.
9 ვიდრე არა თანა-იყოს ეკალთა თქუენთა ძეძვი, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი.
10 იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურის-გებაი, ხელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისაითა.
11 და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისაი; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 58
1 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.
2 მიხსენ მე მოქმედთაგან უშჯულოებისათა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე.
3 რამეთუ ესერა მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი; არცა უშჯულოებაი ჩემი, არცა ცოდვაი ჩემი, უფალო.
4 უცოდველად ვრბიოდე და წარვმართე, განიღვიძე შემთხუევად ჩემდა და იხილე.
5 და შენ, უფალო, ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაელისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა.
6 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა.
7 ესერა იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახვილი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა?
8 და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყუნე ყოველნი წარმართნი.
9 ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი, მწე ჩემდა ხარ.
10 ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო; ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთაი.
11 ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი, განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამხუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო.
12 ცოდვაი პირისა მათისაი სიტყუაი ბაგეთა მათთაი, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავანებითა მათითა და წყევასა და სიცრუვესა უთხრობდენ.
13 აღსასრულსა რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისხმა-ჰყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა.
14 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა.
15 იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ დრტვინვიდენცა.
16 ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა.
17 მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, წყალობაო ჩემო.
ფსალმუნი 59
1 ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამხუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ.
2 შეარყიე ქუეყანაი და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაი მისი, რამეთუ შეიძრა.
3 უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღვინოი ლმობიერებისაი.
4 მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშვილდისა.
5 რაითა იხსნნე საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
6 ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: განვიხარო და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო.
7 ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეფე ჩემი.
8 მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი; იდუმიადმდე წარვიმართო სლვაი ჩემი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს.
9 ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა. ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე.
10 არა თუ შენ, ღმერთმან, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
11 მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხორებაი კაცისაი.
12 ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ჰყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი.
ფსალმუნი 60
1 შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ჩემსა ლოცვასა.
2 კიდითგან ქუეყანისაით შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე.
3 და იყავ ჩემდა სასო; გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა.
4 დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა.
5 რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეც მკვიდრობაი მოშიშთა სახელისა შენისათა.
6 დღითი-დღე შესძინნე მეფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად.
7 დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაი და ჭეშმარიტებაი მისი, ვინ გამოიძიოს იგი.
8 ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე.
ფსალმუნი 61
1 ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი, რამეთუ მის მიერ არს ცხორებაი ჩემი.
2 და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო უფროის.
3 ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა.
4 ხოლო პატივისა ჩემისაი იზრახეს განშორებაი და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს.
5 გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენაი ჩემი.
6 და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არ შევირყიო.
7 ღმრთისა მიმართ არს ცხოურებაი ჩემი და ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისაი და სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ.
8 ესევდით მას ყოველი კრებული ერისაი, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს.
9 ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას.
10 ნუ ესავთ სიცრუვესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა.
11 ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისა არს სიმტკიცე.
12 და შენი არს, უფალო წყალობაი, რამეთუ შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 63
1 შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი.
2 დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთაისა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუვისათა.
3 რომელთა აღილესნეს ვითარცა მახვილნი ენანი მათნი, გარდააცუეს მშვილდსა მათსა საქმე სიმწარისაი.
4 რაითამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოი; მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ.
5 განიმტკიცეს თავისა თვისისა სიტყუაი უკეთური, მიუთხრეს დარწყუმაი მახისაი და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი?
6 გამოიძიეს უშჯულოებაი, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა, წარდგეს კაცი სიღრმითა გულისაითა.
7 და ამაღლდეს ღმერთი. ისარ ჩჩვილთა იქმნნეს წყლულებანი მათნი.
8 და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ.
9 და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისხმა-ჰყვნეს.
10 იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქმნენ ყოველნი წრფელნი გულითა.
ვიგონებ მე მოქცევსა მრავალთა ცოდუათა ჩემთასა, და…
შემდგომად ბ. სტიქოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი, ჴმა დ.
ვიგონებ მე მოქცევსა მრავალთა ცოდუათა ჩემთასა, და ვერ მკადრე-ვარ ზე აღხილუად და თხოვად მოტევებისა, არამედ მომეც მე პირუელ აღსასრულისა უფალო სინანული, და მაცხოვნე მე:
არმურსა ვნებათასა, და გემოთა სოფლისათა, შეეთხზა გონებაჲ…
მიწყალე მე უფალო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე: დაუკჳრდა იოსებს.
არმურსა ვნებათასა, და გემოთა სოფლისათა, შეეთხზა გონებაჲ უბადრუკისა სულისა ჩემისა, და გულის-სიტყუაჲ სინანულისა არა არს ჩემ თანა, არამედ შეიწყალე სიგლახაკჱ ჩემი, და მომეც გულის-სიტყუაჲ სინანულისა, რათა მეცა პირუელ აღსასრულისა უღაღადო წყალობათა შენთა, ქრისტე ღმერთო მაცხოვარო ჩემო, განწირული ესე და უღირსი მაცხოვნე, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
შენ გადიდებთ ღმრთის-მშობელო, და ვღაღადებთ, გიხაროდენ ნათლისა…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
შენ გადიდებთ ღმრთის-მშობელო, და ვღაღადებთ, გიხაროდენ ნათლისა წარუალისა ღრუბელო, რომელმან იტჳრთე წიაღითა უფალი დიდებისა:
ფსალმუნი 64
1 შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს.
2 შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს.
3 სიტყუანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმერთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო.
4 ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაითა, წმიდა არს ტაძარი შენი.
5 საკვირველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს.
6 განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარე-შერტყმულმან ძლიერებითა.
7 რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა, ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს, შეძრწუნდენ წარმართნი.
8 და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან, გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაი.
9 მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი, მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა, განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი.
10 ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი.
11 აკურთხო გვირგვინი წელიწადისაი სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა.
12 განაპოხნეს შუენიერებაი უდაბნოისაი და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ.
13 შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი, ღაღადებდენ და გალობდენ.
ფსალმუნი 65
1 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით ქებულებასა მისსა.
2 არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი.
3 ყოველი ქუეყანაი თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო.
4 მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროის ძეთა კაცთასა.
5 რომელი გარდააქცევს ზღუასა ხმელად, მდინარესა წიაღხდენ ფრხივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ.
6 რომელი-იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თვისით.
7 აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ჰყავთ ხმაი ქებისა მისისაი.
8 რომელმან დადვა სული ჩემი ცხოურებად და არა სცა ძრვაი ფერხთა ჩემთა.
9 რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომახურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიხურვების ვეცხლი.
10 შემიყვანენ ჩუენ საფრხესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა.
11 ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად.
12 შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი.
13 რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა.
14 საკუერთხები ტვინოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები.
15 მოვედით, ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა.
16 მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა.
17 სიცრუვესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი.
18 ამისთვის შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
19 კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვაი ჩემი და არცა წყალობაი მისი ჩემგან.
ფსალმუნი 66
1 ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.
2 ცნობად ქუეყანასა ზედა გზაი შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაი შენი.
3 აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი.
4 მხიარულ იყვნედ და იხარებდინ თესლნი, რამეთუ შენ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი.
5 აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი.
6 ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თვისი; მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო, ღმერთმან ჩუენმან.
7 მაკურთხენინ ჩუენ, ღმერთმან, და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა.
ფსალმუნი 67
1 აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.
2 ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.
3 და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა.
4 აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.
5 შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელ-იგი მამა არს ობოლთაი და მსაჯული ქურივთაი; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა.
6 ღმერთმან დაამკვიდრნის ერთ-სახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმხნითა თვისითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ არიან სამარებსა.
7 ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ.
8 ქუეყანაი შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაისა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა.
9 წვიმაი ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკვიდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი.
10 და ცხოველნიცა შენნი მკვიდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო.
11 უფალმან სცეს სიტყუაი, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა.
12 მეუფე ძალთაი საყუარელისაი, შუენიერებითა სახლისაითა განყოფად ნატყუენავისა.
13 უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლით მოსილ, და ბეჭთ-საშუვალი მისი ფერითა ოქროისაითა.
14 რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს.
15 მთაი ღმრთისაი, მთაი პოხილი, მთაი შეყოფილი და მთაი პოხილი.
16 რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაი ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად.
17 ეტლნი ღმრთისანი ბევრ-წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა.
18 აღჰხედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაითა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყუნენ.
19 უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან.
20 ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი.
21 ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაი თხემით თმითურთ, რომელნი ვლენან უშჯულოებითა მათითა.
22 თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღვისათა.
23 რაითა შეიღებოს ფერხი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი - მტერთაგან მის მიერ.
24 გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა.
25 იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა.
26 ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.
27 მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკვირვებასა; მთავარნი იუდაისნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი.
28 ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის.
29 ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შესწირონ მეფეთა ძღუენი.
30 შეჰრისხენ შენ მხეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაი დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა; განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაი.
31 მოვიდენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა.
32 მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა.
33 რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ხმაი თვისი, ხმაი ძლიერებისაი.
34 მიეცით ღმერთსა, ისრაელსა ზედა დიდ შუენიერებაი მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა.
35 საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელისაი, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა, კურთხეულ არს ღმერთი.
ფსალმუნი 68
1 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე.
2 დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენაი, მოვედ მე სიღრმესა ზღვისასა და მოქცევამან დამნთქა მე.
3 დავშუერი მე ღაღადებითა, და დამხდა ხმაი ჩემი, მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა.
4 განმრავლდეს უფროის თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუვით; და რაი-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ.
5 ღმერთო, შენ უწყი უგუნურებაი ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს.
6 ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო, ნუცა ჰკდემებინ ჩემ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაელისაო.
7 რამეთუ შენთვის დავითმინე ყუედრებაი და დაფარა სირცხვილმან პირი ჩემი.
8 უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ-ძეთა დედისა ჩემისათა.
9 რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.
10 და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ.
11 ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძაი და ვექმენი მათ იგავ.
12 ჩემთვის ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღვინოსა.
13 ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისაითა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისაითა.
14 მიხსენ მე თიხისაგან, რაითა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაისა.
15 ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთაი, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფინ ჩემ ზედა ჯურღმული პირისა მისისა.
16 ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა.
17 ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი.
18 მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე.
19 რამეთუ შენ უწყი ყუედრებაი ჩემი და სირცხვილი ჩემი და კდემაი ჩემი; შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი.
20 ყუედრებაი დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობაი და ველოდე მე თანა-მჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინის-მცემელსა, და არა ვპოვე.
21 და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი.
22 იქმენინ ტაბლაი მათი მათ წინაშე საფრხე და მისაგებელ და საცთურ.
23 დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაითა არა ხედვიდენ და ზურგი მათი მარადის შედრიკე.
24 მიჰფინე მათ ზედა რისხვაი შენი, და გულის წყრომაი რისხვისა შენისაი ეწიენ მათ.
25 იყავნ სამკვიდრებელი მათი ოხერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკვიდრი;
26 რამეთუ რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს.
27 შესძინე უშჯულოებაი უშჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა;
28 აიხოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაისა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ.
29 გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე.
30 ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა;
31 და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროის ხბოისა მის ჩჩვილისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.
32 იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი.
33 რამეთუ ესმა დავრდომილთაი უფალსა და პყრობილნი მისნი არ შეურაცხ-ჰყუნა.
34 აქებდით მას ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი ვალს მას შინა.
35 რამეთუ ღმერთმან იხსნეს სიონი, და აღაშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკვიდრონ იგი;
36 და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკვიდრონ მას შინა.
ფსალმუნი 69
1 ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
2 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.
3 მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
4 გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი.
5 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.
გურიტი უდაბნოს მოყუარე, ნათლის-მცემელი სინანულისა მქადაგებელი, რომელი…
შემდგომად გ. სტიქოლოგიისა, წარდგომა, ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.
გურიტი უდაბნოს მოყუარე, ნათლის-მცემელი სინანულისა მქადაგებელი, რომელი გამოგჳცხადებდა ქრისტესა კაც-ყოფად, ყოველთა შეცოდებულთათჳს შობილად შუამდგომელი ღელუა-გუემულთა შემწე განუშორებელი, ლმობიერად ევედრების ქრისტესა რათა იჴსნას სოფელი თჳსი:
ჯუარითა აღჭურჳლთა წმიდათა მოწამეთა მანქანებაჲ ბოროტთა დასაბამისა…
დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა: მოწამეთა.
ჯუარითა აღჭურჳლთა წმიდათა მოწამეთა მანქანებაჲ ბოროტთა დასაბამისა, მტერისა, დაამჴუეს ქრისტე ღმერთო ჩუენო, და განბრწყინდეს ვითარცა მნათობნი, და წინა-უძღჳან მორწმუნეთა, და მისცემენ კურნებათა სარწმუნოებით მუედრებელთა, მათითა მეოხებითა აცხოვნენ სულნი ჩუენნი:
მხოლომან ჰშევ შემოქმედი ყოველთა, მხოლომან შეამკევ კაცებაჲ…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
მხოლომან ჰშევ შემოქმედი ყოველთა, მხოლომან შეამკევ კაცებაჲ, შობითა შენითა ყოვლად წმიდაო, და მიჴსენ მე საბრჴისაგან მაცთურისა ბელიარისა, და დამადგინე მე კლდესა ზედა ქრისტეს მცნებისასა, მას ევედრე ლმობიერად, რომელიცა განჴორციელდა შენგან:
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
საღმრთომან ნისლმან დაჰფარა ენა მძიმე, და აღიტყუა…
სამ-შაბათსა, კანონი სინანულისა. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. იოსებ.
საღმრთომან ნისლმან დაჰფარა ენა მძიმე, და აღიტყუა იგი სჯულსა ღმრთიუ-წერილსა, რამეთუ განაგდო ნივთი უგულის-ჴმო, გონებისა თუალთა, და მოიღო მან სულიერი გალობაჲ, პატივად ღმრთისა მიერ:
ვიქმ მე საქმეთა ბნელისათა ფარულად, რომელთათჳს იგი…
ტროპარნი.
ვიქმ მე საქმეთა ბნელისათა ფარულად, რომელთათჳს იგი ნუ მამხილებ ცხადად სახიერ, და საშინელსა მას განჰსჯასა, ნუ განმაქიქებ მე, არამედ განმაბრწყინუე სინანულითა, მაცხოვარ და მაცხოვნე მე:
ცოდუასა დავსძინებ მე ცოდუასა ზედა, უძღები ესე ყოვლადუე მეუფეო და შიშსა, შენსა არა მოვიჴსენებ მე, და არცა გულის-ჴმა-ვჰყოფ, პირუელ აღსასრულისა მომაქციე მე, და შემიწყალე სახიერ:
ფარი სარწმუნოებისა, გაქუნდათ მარტჳლნო, ხოლო ჯუარი ნაცულად…
მოწამეთა.
ფარი სარწმუნოებისა, გაქუნდათ მარტჳლნო, ხოლო ჯუარი ნაცულად საჭურუელისა აღგეღოთ, და ესრეთ განუჴედით მტერთა, უხილავთა წყობად, და შემუსრეთ, ყოველი ძალი მათი, და ძლევაჲ შეიმოსეთ:
ფუფუნებისა მისგან სიავთასა, და ჴრმლითა გუემისაგან საზარელისა და ფუცხუათა, დამბძარუელთა მათ შუათაგან, და ლომთა ზახებისა, და სხუათა მათ, მძჳნუარეთა ტანჟუათაგან, არა განჰკრთეს მარტჳლნი:
კარავსა სულიერსა და კიდობანსა, ტაბლასა და მთასა…
ღმრთის-მშობლისა.
კარავსა სულიერსა და კიდობანსა, ტაბლასა და მთასა რომლისაგან თჳნიერ ჴელისა, კაცთასა გამოეკუეთა ლოდი იგი საკიდური, მარიამს გალობით, პატივს-ვჰსცემდეთ ერნო ქრისტეს ღმრთისა დედასა:
გალობასა სავედრებელსა შეგითხზათ შენ ნეტარო სიყუარულით
სხუა, კანონი წმიდისა წინა-მორბედისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
გალობასა სავედრებელსა შეგითხზათ შენ ნეტარო სიყუარულით.
ვითარცა რა დიდი, მთიები ჰრბიოდე შენ, წინაშე…
იოსებ. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. დაანთქენ.
ვითარცა რა დიდი, მთიები ჰრბიოდე შენ, წინაშე მზისა და განანათლე ქუეყანაჲ, ბრწყინუალებითა შენითა, ნათლის-მცემელო ქრისტესო. მეცა ურიცხუთა ცოდუათაგან, დაბნელებული განმანათლე ნეტარო:
ოდესმე ბერწობისა, დამხსნელიქმენ შობითა, ამისთჳს გევედრები ბერწ-ქმნილი სული ჩემი, კუეთებითა ვნებათათა, მეოხებითა შენითა, ნაყოფიერ-ჰყავ ნეტარო, და ჴჳლ-მრავალ სათნოებათა მიერ:
ძალითა და სულითა, ილიასითა იქმენ, განმმზადებელ გზათა ქრისტეს მეუფისათა, რომლისა მიმართ წარმართენ, სულისა ჩემისა კუალნი, დიდებულო იოანე, და მოსპე ჩემგან გულარძნილებაჲ ვნებათა:
ნათლისა ღრუბელო, ბნელნი იგი ღრუბელნი, სულისა ჩემისანი…
ღმრთის-მშობლისა.
ნათლისა ღრუბელო, ბნელნი იგი ღრუბელნი, სულისა ჩემისანი ბრწყინუალითა ოხითა, შენითა განსდევნენ ჩემგან, რათა ვიხილო ნათელი, შენგან შობილისა ვიხილო ნათელი, შენგან შობილისა ღმრთისა, და ნათლითა ნათელი საღმრთოჲ მოვიღო:
ლოცუამან ანნა წინასწარ-მეტყუელისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე…
გალობა გ. სძლისპირი.
ლოცუამან ანნა წინასწარ-მეტყუელისამან, რაჟამს იგი დამდაბლდა წინაშე ღმრთისა, განჰჴსნა საკრუელი ბერწისა მის მუცლისა, და მოსპო ყუედრებაჲ სულისა თჳსისა, მუცლად-ღებითა კაცისა მის ღმრთისათა:
რომელმან ბრმათა თუალნი განანათლენ ქრისტე, თუალნი ჩემნი…
ტროპარნი.
რომელმან ბრმათა თუალნი განანათლენ ქრისტე, თუალნი ჩემნი დაბნელებულნი განანათლენ, გემოთა მიერ და სოფლისა ზრუნუათა, რომელი ყოვლადუე არა განჳცდი, მსჯავრთა მათ შენთა, თუალ-უხუავსა სასჯელსა:
ესე არს ჟამი, განიფრთხუე შენ, სულო ჩემო, ბოროტთა მათგან რომელნი იგი ჰქმნენ შენ, და უღაღადე მეუფესა და მჴსნელსა, განმიჴუენ მე ბჭენი სინანულისანი, რომელი ესე ძრწოლით გევედრები შენ:
იოტა მძლავრი ბელიარ და დაეცა, ღუაწლისა-მძლეთა საღმრთოთა ღუაწლთა მიერ, და განბძარულად იხილუების მათ მიერ, და მკუდრად უსულოდ და უძრავად მდებარეარს, რომელი პირუელ ზუაობით იქადოდა:
სრულ-ჰყუეს სრბაჲ თჳსი, ახოვნებით მოწამეთა, საღმრთომან გუნდმან და მწყობრმან უძლეველმან, და ბევრეულნი უხილავნი ლინდონი, ძალითა საღმრთოჲთა დასჭრნეს და მოსწყჳდნეს, და გჳრგჳნითა ძლევისათა შეიმკუნეს:
მწუხარებანი პირუელთა მამათანი დაჰჴსენ, ყოვლად უბიწოო ღმრთისა…
ღმრთის-მშობლისა.
მწუხარებანი პირუელთა მამათანი დაჰჴსენ, ყოვლად უბიწოო ღმრთისა დედაო, რამეთუ ჰშევ შენ, ცხოვრების-მომცემელი, რომელსა ევედრე აწ ცხოვრებისათჳს, სულთა ჩუენთასა, სასოო სოფლისაო:
მშჳლდი ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა…
სხუა, სძლისპირი.
მშჳლდი ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა მაღლისათა, ამისთჳსცა განძლიერდა დღეს, უფლისა მიერ გული ჩემი:
ყოველი სათნოებაჲ წარმართე და ყოველივე ცოდუაჲ გულითად…
ტროპარნი.
ყოველი სათნოებაჲ წარმართე და ყოველივე ცოდუაჲ გულითად მოიძულე შენ, ხოლო სინანულისა გზანი, ნეტარო ყოველთა უჩუენენ:
დიდად, წინა-მსრბოლად გამოსჩნდი, სიტყვისა ჴორცთ-შესხმულისა, ამისთჳს გევედრები, მიჴსენ ვნებათა ბოროტთაგან, და უვნებელობად მიმიძეღუ:
ვიდრეღა ჴორცთა შინა იყავ, უჴორცოთა ცხოვრებაჲ, აჩუენე წინა-მორბედო, რომლისა ბაძუად ღირს-მყუენ ღირსო, გევედრებით ლოცჳთა შენითა:
ცხონდა, სძალო შენგან სოფელი, გარდასლჳსათჳს წარწყმედილი და უჴმარ-ქმნილი, ამისთჳს შესხმითა საღმრთოჲთა, ჯეროვნად გნატრის და გადიდებს:
კანონი (I–III გალობა)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
შენ მეუფეო მეუფეთაო ღმერთო, სიტყუაო რომელი მამისაგან…
გალობა დ. სძლისპირი.
შენ მეუფეო მეუფეთაო ღმერთო, სიტყუაო რომელი მამისაგან იშევ, მხოლო მხოლოსა მიერ, ვითარცა ღმერთ-ხარ სული შენი სახიერი თანა-სწორი, მომეც მონათა ძალსა შენსა დიდება:
განუშიშულდი სათნოებათაგან მე უბადრუი, და შევიმოსე ცოდჳსა…
ტროპარნი.
განუშიშულდი სათნოებათაგან მე უბადრუი, და შევიმოსე ცოდჳსა სიბოროტჱ, და აღსავსევიქმენ მე, ყოვლითა სირცხჳლითა იესო მჴსნელო კაცთ-მოყუარეო, სამკაულითა, საღმრთოჲთა განმაშუენე:
ვიდოდე რა სოფლისა ამის ზღუასა შინა, მედგრობითა ჩემითა დანთქმად მივეცი, ჴორცთა გემოსა მიერ, და გულის-თქმათა ამაოსა მწარისა, კუეთებისა ქრისტე, სინანულისა, ნავთ-სადგურად მიმიძეღუ:
სიმპალე და სიმყრალე უღმრთოებისა, განწმიდეს და განასუნნელეს…
მოწამეთა.
სიმპალე და სიმყრალე უღმრთოებისა, განწმიდეს და განასუნნელეს მარტჳლთა, მჴნეთა და უძლეველთა, მოთმინებითა და წყლულებათა მათთა მარილითა, და სუნნელებაჲ, მიჰფინეს ცისკიდეთა:
მსგავსად ქუათა პატიოსანთა გორჳდეს რა, მჴნენი მოწამენი ქუეყანასა ზედა, საცთურისა შენებაჲ, ძნელოვანი შემუსრეს, და დაიწულილეს უძლეველთა, მათ მიერ მჴსნელო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი:
მაცხოვრად ჩემდა გხადი ღმრთისა, დედაო, და ყოველსა…
ღმრთის-მშობლისა.
მაცხოვრად ჩემდა გხადი ღმრთისა, დედაო, და ყოველსა ჟამსა და ადგილსა, შემწედ ჩემდა მოგიგებ, ნუ დამაგდებ მე ჭირუეულსა ამას მონასა შენსა, არამედ მიჴსენ, ვნებათა ბოროტთაგან:
ვითარცა გურიტი უმანკოჲ, ჰქადაგებდ შენ არესა ცხოვრებისასა…
სხუა. სძლისპირი. სიყუარული წყალობისა.
ვითარცა გურიტი უმანკოჲ, ჰქადაგებდ შენ არესა ცხოვრებისასა ჭეშმარიტსა სიტყჳთა ჭეშმარიტებისათა, ქრისტეს წინა-მორბედო:
ვითარცა შუამდგომელმან, დიდმან ძუელისა, და ახლისა სჯულისამან, დაძუელებული ესე, ცოდჳთა განმაახლე, ქრისტეს წინა-მორბედო:
რომელმან უბრალოჲთა მით, ცხოვრებითა უდაბნოჲ განაშუენე, უქმი გონებაჲ ჩემი, აღავსე ნაყოფითა, ქრისტეს წინა-მორბედო:
მჴსნელ და მაცხოვარ-გუექმნა ჩუენ ძე შენი ქალწულო…
ღმრთის-მშობლისა.
მჴსნელ და მაცხოვარ-გუექმნა ჩუენ ძე შენი ქალწულო ყოვლად უბიწოო, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა, რომელნი წადიერად, და სურჳლით გნატრით შენ:
მოვედით დღეს შჳლნო ეკკლესიისანო, და განათლდით თქუენ…
გალობა ე. სძლისპირი.
მოვედით დღეს შჳლნო ეკკლესიისანო, და განათლდით თქუენ მადლითა, სულისათა, რომელ-არს მსგავს ცეცხლისა, შემწუელ ცოდჳსა, რომლისა მიერ სიონით ვიცანთ სჯული, ცეცხლისა ენათაგან დამტკიცებული:
დაჴსნილობით გარდავიჴდი ცხოვრებასა, ჩემსა ხრწნილებასა შინა, და…
ტროპარნი.
დაჴსნილობით გარდავიჴდი ცხოვრებასა, ჩემსა ხრწნილებასა შინა, და საცთურსა, და მაცთურისა მიერ დაბნელებულ-ვარ, წარმიძეღუ ნათლად სინანულისად მჴსნელო, და ცხოვრებაჲ უბრალოჲ მომანიჭე მე:
ამაღლდა გული ჩემი გუელისა მიერ, და დავეცი დაცემითა, სასტიკითა, აღდგომაო ყოველთა დაცემულთაო, ქრისტე ღმერთო აღმადგინე და მაცხოვნე მე, მოწყალებათა შენთა სიტკბოებაო:
ცუარითა სისხლთა თქუენთათა დაშრიტეთ თქუენ, ცეცხლი მრავალ-ღუთაებისა…
მოწამეთა.
ცუარითა სისხლთა თქუენთათა დაშრიტეთ თქუენ, ცეცხლი მრავალ-ღუთაებისა, ჵ ნეტარნო, მარტჳლნო და წჳმანი კურნებათანი, წარღუნელნი სენთანი აღმოაცენენით, და ვნებათა საჴუმილსა მდიდრად შეაცურევთ:
მდგომარენი წინაშე საყდართა მათ, მსაჯულთა უსჯულოთასა, ქუათა მიერ, უწყალოდ განტჳნულნი ფრიად გუემულნი, შემუსრჳლნი და ყოვლითურთ განლეულნი, არა შეირყიენით ქრისტეს მარტჳლნო:
აღმომიბრწყინუე წმიდაო დედოფალო, მადლი წყალობათა შენთა, შეპწყრობილსა…
ღმრთის-მშობლისა.
აღმომიბრწყინუე წმიდაო დედოფალო, მადლი წყალობათა შენთა, შეპწყრობილსა, ბნელითა ცოდუათათა და წარმიძეღუ მე, ნათელსა ბრწყინუალესა სინანულისასა, რათა გიგალობდე შენ სარწმუნოებით:
ვნებათა ოხრებისა, ნაკუერცხალთა მიერ, აღტყინებული ვედრებათა შენთა…
სხუა. სძლისპირი. ნათელი შენი.
ვნებათა ოხრებისა, ნაკუერცხალთა მიერ, აღტყინებული ვედრებათა შენთა, ცუარითა დიდო წინამორბედო, შეუწუელად მიჴსენ მისგან:
სიბრძნემან და ძალმან, და მარჯუენემან მამისამან, მარჯუენისაგან შენისა ნათელს-იღო, და მტერისა ჴელთაგან მიჴსნის ჩუენ, მეოხებითა შენითა:
სიმტკიცედ შესავედრებელად, და ჴელის-აღმპყრპობელად ყოველი სოფელი გიცნობს იოანე, მიჴსენ ჩუენცა ყოველთა ჭირთაგან, მეოხებითა შენითა:
შუენიერება ეგე იაკობისი ღმერთმან, შეგიყუარა ქალწულო ღმრთის-მშობელო…
ღმრთის-მშობლისა.
შუენიერება ეგე იაკობისი ღმერთმან, შეგიყუარა ქალწულო ღმრთის-მშობელო, სდა უშუერებაჲ ადამიანთა, შენ მიერ კუალად განაშუენა:
შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, გამოგჳბრწყინდი სიტყუა ღმრთისა…
გალობა ვ. სძლისპირი.
შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, გამოგჳბრწყინდი სიტყუა ღმრთისა ჴორცითა, ქალწულისაგან, რათა დანთქმული ადამ აღმოიყუანო, იონას-სახედ ნათესავითურთ მისით, მუცლისა მისგან, მჴეცისა მომსრუელისა:
მედგრობისა ძილითა დავჰჴსნდი, უდები, და ცოდჳსა ჰრუბლითა…
ტროპარნი.
მედგრობისა ძილითა დავჰჴსნდი, უდები, და ცოდჳსა ჰრუბლითა, დავსლბი მედგარი, სინანულისა ნათლითა განმანათლე, ქრისტე სახიერ და აღმადგინე მჴსნელო, მოღუაწებისა, ქუელის-საქმეთა მიერ:
ჵ ვითარ დავაკუეთე საწყალობელი, ჵ ვითარ განუეშორე, ტკბილსა უფალსა, ჵ ვითარ არა მოვიღებ გონებასა, სამსჯავროსა მას, რომლითაცა დასჯადვარ, დამბადებელო ჩემო შემიწყალე მე:
ქნარ ჴმა-ტკბილ-იქმნენით თქუენ, ღირსნო მარტჳლნო, და ორღანო…
მოწამეთა.
ქნარ ჴმა-ტკბილ-იქმნენით თქუენ, ღირსნო მარტჳლნო, და ორღანო შუენიერ, და დაატკბენით, გულნი მორწმუნეთანი, და სიმთრუალენი, საცთურისანი სრულიად განაჴმენით, ღმრთიუ-ბრწყინუალენო, ქრისტეს მორწმუნეთაგან:
კაცობრივთა საზღუართა ზესთა, იქმნენით, წმიდანო მოწამენო, წამის-ყოფითა…
ღმრთის-მშობლისა.
კაცობრივთა საზღუართა ზესთა, იქმნენით, წმიდანო მოწამენო, წამის-ყოფითა, დამბადებელისა მიმართ ჭეშმარითად, და უტკივრად ტკივილნი თავს-ისხენით, ვითარცა სხჳსა ჴორცითა დიდებულნო:
ქალწულო დედოფალო მონათა შენთა, უძლეველო შემწეო, შემწე მექმენ, და სამსჯავროსა მისგან საშინელისა, მიჴსენ მოსავი, და მაქებელი შენი, რათა გაქებდე მჴურუალედ დედოფალო:
შთავვარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა…
სხუა, სძლისპირი.
შთავვარდი მე სიღრმესა ზღჳსასა, და ცოდჳსა უფსკრულთა, დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ-ხარ, განხრწნისაგან, კუალად აღმოიყუანე, ცხოვრებაცა ჩემი მოწყალე:
დასდეგ და ნათელეც წყალთა შინა, მეუფესა რომელმან…
ტროპარნი.
დასდეგ და ნათელეც წყალთა შინა, მეუფესა რომელმან, აღიჴუნა ცოდუანი სოფლისანი, მას ევედრე, ჩუენთჳს წინა-მორბედო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი:
იქმენ შენ ქადაგ სინანულისა, რომლითა დაამტკიცე, შებღალული ცოდჳთა გული ჩემი, იოანე, და განაღჳძე იგი, და აღჭურე საქმედ კეთილისა:
ჴმა-ჰყავ შენ სულთა შორის უვალთა მოსლუა სიტყუა ღმრთისა, და დამჳდრება მათ შორის, იოანე, ამისთჳსცა, ჴმითა გალობისათა, მარადის გნატრის ეკკლესიაჲ:
სჯულისა სახეთა გამოსახეს, შობაჲ შენი ქალწულო, რომელთა…
ღმრთის-მშობლისა.
სჯულისა სახეთა გამოსახეს, შობაჲ შენი ქალწულო, რომელთა იგი აწ აღსრულებასა, განჳცდით ჩუენ, უხრწნელო დედოფალო, ჯეროვნად და ღირსად გადიდებთ:
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
კონდაკი · წმიდანი: მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი (I)
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველისაგან ამის ხორციელისა ცხოვრებისათა და ქრისტესა მიიქვამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა.
კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
აქ იკითხება დღის კონდაკი.
მძლავრმან მიმძლავრებულმან, ჴმა-ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას…
გალობა ზ. სძლისპირი.
მძლავრმან მიმძლავრებულმან, ჴმა-ჰყო ძლიერად, თაყუანის-ცემად ხატსა მას ოქროსასა, ხოლო მადლი სულისა, მიმიძღუების ჩუენ, მონებად ღმრთისა სამებით ცნობილისა, რათა უღაღადოთ მას, ღმერთო შენ კურთხეულ-ხარ:
რათა იჴსნე სოფელი ძუელისა მისგან, დასჯისა ქრისტე…
ტროპარნი.
რათა იჴსნე სოფელი ძუელისა მისგან, დასჯისა ქრისტე ახლად ყრმად გამოსჩნდი შენ, მოწყალებით სახიერ, ამისთჳს ვჰჴმობ მე, ცოდუათა მიერ დაძუელებული ესე, აწ განმაახლე, სინანულისა მიერ:
რომელმან სინანულითა იჴსენ მანასე, და მეძავი იგი ცრემლთა მიერ აცხოვნე, და კუალად ავაზაკი, მსწრაფლ შეიწყალე, მეცა ფრიად და მწარედ შეცოდებული, ესე მაცხოვნე, რათა გაკურთხევდე შენ:
რაჟამს ღელჳთა კერპთ-მსახურებისათა, სოფელი ესე ბოროტად დაინთქმოდა…
მოწამეთა.
რაჟამს ღელჳთა კერპთ-მსახურებისათა, სოფელი ესე ბოროტად დაინთქმოდა, მაშინ ღმრთის-მსახურებაჲ, ნავად იჴუმიეს, მარტჳლთა და საღმრთოჲთა მოღუაწებითა ნავთსაყუდელსა ზეცათასა შევიდეს:
ვითარცა ოქროჲ ბრძმედითა განწმედილი, ტანჯუათა მიერ განბრწყინდეს მოწამენი, და იქმნნეს ხატ-ბრწყინუალე, ქრისტეს ვნებათა, და საუნჯესა ცათასა დაიუნჯეს, უხრწნელებითა, საღმრთოჲთა შემკობილნი:
მჴსნელი და მაცხოვარი, და შემოქმედი, ჴორცითა გჳშევ…
ღმრთის-მშობლისა.
მჴსნელი და მაცხოვარი, და შემოქმედი, ჴორცითა გჳშევ წმიდაო დედოფალო, მას ევედრე უხრწნელო, რათა გჳჴსნნეს ჩუენ, ბოროტთაგან და ურიცხუთა შეცოდებათა, რომელნი ვაქებთ, მოწყალებათა მისთა:
ყოველივე ნაშობთა, უზესთაეს გამოჩნდი, წინასწარ-მეტყუელო დიდებულო, დიდად…
სხუა, სძლისპირი. აბრამიანთა.
ყოველივე ნაშობთა, უზესთაეს გამოჩნდი, წინასწარ-მეტყუელო დიდებულო, დიდად შეცოდებული, ვედრებითა შენითა, მიჴსენ ცეცხლით უშრეტით:
ლეღუსა უნაყოფოსა, ყოვლითურთ მივემსგავსე, და მეშინის მოკუეთისაგან, ვედრებითა შენითა, ნაყოფიერ-მყავ ბრძენო ქრისტეს წინა-მორბედო:
დააყუდენ აღძრუანი, და წყობანი მტერთანი, მოსავთა შენთა ზედა აღძრულნი, ვედრებითა შენითა, ქრისტეს წინა-მორბედო, ღმრთისა მეუფისაო:
იავარ-ყოფისაგან, და ზედა აღდგომისა, და მონებისა მტერთა…
ღმრთის-მშობლისა.
იავარ-ყოფისაგან, და ზედა აღდგომისა, და მონებისა მტერთა ბოროტთასა, იჴსნენ მონანი შენნი, ენითა და სულითა, მაქებელნი წმიდაო:
სამ-სახეობა სამებისა სამთა მათ, ალსა შეაცურევს და…
გალობა ჱ. სძლისპირი.
სამ-სახეობა სამებისა სამთა მათ, ალსა შეაცურევს და კრულებასა განჴსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ, და ესრეთ ღაღადებენ დამბადებელო, და მჴსნელო ყოველთაო აღგამაღლებთ შენ:
არა დავადგერ, შიშსა შენსა მაცხოვარ, და არცაღა…
ტროპარნი.
არა დავადგერ, შიშსა შენსა მაცხოვარ, და არცაღა ვისმინე მცნებათა შენთა, არა ვჰქმენ ნება, შენი წმიდა ყოვლადუე, და ვიდრე ვიდე უბადრუკი ესე, შემიწყალე მოწყალე და ნუ განმაგდებ:
მუშაკო ტკბილო, მანგლითა მით შიშისა, შენისათა აღმოფხურენ ეკალნი იგი, გულის-თქმათანი, გულისაგან ჩემისა, და თავწარსხმულითა სინანულისათა, ნაყოფიერ-ჰყავ, სული ჩემი გლახაკი:
განვრცნეს ტანჯუათა, მიერ შეიწრებულნი, მჴნენი მარტჳლნი და…
მოწამეთა.
განვრცნეს ტანჯუათა, მიერ შეიწრებულნი, მჴნენი მარტჳლნი და შეაიწრეს მტერი, და ფერჴთა მათთა შეკრჳთა შეუბრკუმეს მას, ხოლო ჩუენ წარგჳძღუეს გზასა ზეცათასა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა:
დაინთქა მტერი, ღუაწლთა თქუენთა სიღრმესა, და უფსკრულსა მოთმინებათა თქუენთასა, და აწ ყოველთა, საცინელად ძეს ცოფი, ხოლო თქუენ ძლევით გჳრგჳნოსანნო მჴნენო, წინაშე სამებისა, წმიდისა სუფევთ:
მუცელი შენი ზჳნისა მის საღმრთოჲსა, კალოდ გამოსჩნდა…
ღმრთის-მშობელო.
მუცელი შენი ზჳნისა მის საღმრთოჲსა, კალოდ გამოსჩნდა ყოვლად უბიწოო, და მოგუართუა ჩუენ, ხუავად მზრდელი სოფლისა, ამისთჳს ვითარცა მიზეზსა კეთილთასა, სარწმუნოებით გაქებთ ღმრთისა დედაო:
მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი…
სხუა. სძლისპირი.
მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი, ყრმანი იჴსნენი რაჟამს იგი შეაცურიე, საჴუმილით ღაღადებდეს აკურთხევდით, საქმენი უფლისანი უფალსა:
დანთქმული ძილითა და მედგრობითა, და დამონებული სიბოროტითა…
ტროპარნი.
დანთქმული ძილითა და მედგრობითა, და დამონებული სიბოროტითა, ლოცუათა შენთა ნათლითა, განმანათლე რათა სათნოებათა, დღესა შინა შუენიერად ვიდოდე:
განსაცდელთა ღელუაჲ, დამნთქამს უწყალოდ, და სიღრმჱ ვნებათა, შემაშთობს მწარედ, მიპყარ ჴელი წინა-მორბედო, და სინანულისა ნავთ-საყუდელსა, შეიყუანე ნავი სულისა ჩემისა:
რომელმან სოფლისა, ბრალთა აღმხმელსა, მდინარეთა წყალთა, შინა ნათელ-ეც, ბოროტთა ჩემთა უფსკრული, განაჴმე წყაროთა მადლთა შენთანა, იოანე ქრისტეს წინა-მორბედო:
იხილე თუალითა, სული ცხოველი, ისმინე ყურითა, ჴმაჲ მშობელისა, წამებდა რა საშინელად, შენ მიერ ნათელ-ღებულსა ქრისტესა, მას ევედრე ჩუენთჳს იოანე:
ვითარცა ხარ წყაროჲ განახლებისა, მტერისა ბრძოლითა განხრწნილი…
ღმრთის-მშობლისა.
ვითარცა ხარ წყაროჲ განახლებისა, მტერისა ბრძოლითა განხრწნილი ესე, განმაახლე მე ქალწულო, რათა სარწმუნოებით და სურჳლით, გადიდებდე ყოვლად საგალობელო:
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა…
გალობა თ. სძლისპირი.
გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუელებად, ვერ შემძლებელ-ვართ, ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ:
აჰა ესერა განღებულ-არს აწ სასძლოჲ და ბრძენნი…
ტროპარნი.
აჰა ესერა განღებულ-არს აწ სასძლოჲ და ბრძენნი შეამკობენ ლამპართა თჳსთა, ზეთითა სათნოებათათა და შევლენ, განაგდე ძილი, უმეცრებისა სულო, რათა ქრისტეს თანა, ლამპრითა ღირს-იქმნე შესლუად:
უ҃ხილავისა გონებისა ჴელითა, ვითარცა მეძავსა მას, მიპყრიან ფერჴნი, შენნი მჴსნელო და ცრემლითა დავალტობ მათ, და გევედრები, ცოდუათა და ბრალთა ჩემთა, მწჳრჱ განბანე, რათა გიგალობდე შენ:
იშუებენ გულნი და სულნი მართალთანი, ზეცას დამკჳდრებულნი…
მოწამეთა.
იშუებენ გულნი და სულნი მართალთანი, ზეცას დამკჳდრებულნი, და საწერტელთა, საღმრთოთა მიერ მარადის განშუენებულნი, ჩუენთჳს ითხოვენ ცოდუათა შენდობასა, და დიდსა წყალობასა სულთა ჩუენთათჳს:
წმიდა-იქმნების სოფელი, სავსებითურთ, ნაწილთა თქუენთა მიერ, ქრისტეს მჴედარნო, და უპყრიან იგინი სასოდ და ზღუდედ, და კუალად კაცნი ანგელოსთა თანა, მხიარულ-არიან სულთა თქუენთათჳს ღირსნი:
ჵ სახიერო ქალწულო კურთხეულო, რომელმან გჳშევ ღმერთი…
ღმრთის-მშობლისა.
ჵ სახიერო ქალწულო კურთხეულო, რომელმან გჳშევ ღმერთი, ყოვლად სახიერი სახიერ-ჰყავ უბადრუკი სული ჩემი, სავსე ცოდჳთა, და სიულთა ბოროტთა, და ვნებათა ბილწთა მძლედ გამოაჩინე იგი:
ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო…
სხუა. სძლისპირი.
ევა ოდესმე ურჩებითა, წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო შენ ღირსო, წმიდაო ქალწულო ღმრთის-მშობელო, მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ, აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევაჲ, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ:
ტროპარნი.
ძალ ჩემდა და გალობა ქრისტე, რომელსა ევედრე ნეტარო წინა-მორბედო, რათა მომცეს მე ძლევაჲ ვნებათა, და ყოვლისავე მტერთა კუეთებისა, და აღსრულებაჲ საღმრთოთა მცნებათა, რათა ჴსნილი, ქებით გიგალობდე:
შუენიერი გურიტი და მერცხალი, ტკბილად მჴმობელი გამოსჩნდი წინა-მორბედო, მაუწყებელად საღმრთოსა არესა, რომლისაგან გჳთხოვე რათა გჳჴსნნეს ჩუენ, ზამთრისაგან და ღელჳსა სულთა მკულელისა, რომელ-არს ცოდუაჲ და სიბოროტჱ:
აღიმღერენ საშოჲთ დედისათ, და ჰქადაგე ქალწულისა მიერ შობილი, რომელსა ევედრე ჴორცთა ჩემთა, აღძრჳსა მომკულელისა, მოკუდინებად, და აღუსებად სიხარულითა გული ჩემი, რათა გაქებდე წინა-მორბედო:
სასჯელი უწყალო-არს სულო, მათთჳს რომელთა იგი არა ჰყონ წყალობაჲ ეკრძალე და აღიღე შენ ზეთი, რათა არა დაშრტენ ლამპარნი შენნი, სიძე მოახლებულ-არს განიღჳძე, რათა არა ნებაჲ, დაშრეტილი გაქუნდეს:
კეთილის-მოყუარე ღმერთი ჰშევ, კეთილის-მოყუარეო ღმრთის-მშობელო ქალწულო, მას…
ღმრთის-მშობლისა.
კეთილის-მოყუარე ღმერთი ჰშევ, კეთილის-მოყუარეო ღმრთის-მშობელო ქალწულო, მას ევედრე რათა მიჴსნას მე, ყოვლისაგან სიბოროტისა სძალო, და დაჰნერგოს ჩემ შორის სიყუარული თჳსი, და აღმძრას მე ჴორცთა სიძულილად:
„ღირს არს“
უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
წინა-მორბედსა იოანეს, და ნათლის-მცემელსა მაცხოვრისასა, წინასწარ-მეტყუელთა უწინასწარ-მეტყუელესსა…
სამშაბათსა. რომელმან ცისა სამყარო.
წინა-მორბედსა იოანეს, და ნათლის-მცემელსა მაცხოვრისასა, წინასწარ-მეტყუელთა უწინასწარ-მეტყუელესსა, და უდაბნოთა შინა აღზრდილსა, ელისაბედის შობილსა, ყოველნი ვადიდებდეთ:
მოგიგებ შენ შუა-მდგომელად კაცთ-მოყუარისა მიმართ ღმრთისა რათა…
ღმრთის-მშობლისა, მსგავსი.
მოგიგებ შენ შუა-მდგომელად კაცთ-მოყუარისა მიმართ ღმრთისა რათა არა მსაჯოს მე წინაშე ანგელოსთა, საქმეთა ჩემთათჳს გევედრები, ქალწულო, შემეწიე ჟამსა სასჯელისასა:
აქებდითის დასაწყისი
აქებდით უფალსა ცათაგან, შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
ყოველდღიური დოქსოლოგიის წინ
შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება, შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.
ყოველდღიური დოქსოლოგია
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.
სავედრებელი კვერექსი
ხოლო შემდეგომად დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი:
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ცხოვარი სიტყჳერისა სამწყსოჲსა შენისა, შენდა მოვივლტი მწყემსისა…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი, ჴმა დ.
ცხოვარი სიტყჳერისა სამწყსოჲსა შენისა, შენდა მოვივლტი მწყემსისა კეთილისა, მომიძიე მე შეცთომილი ღმერთო, და შემიწყალე მე:
სტიქარონის მუხლები
აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
გრიგალთა ცოდჳსათა მომიცუეს მე მაცხოვარ, და…
გრიგალთა ცოდჳსათა მომიცუეს მე მაცხოვარ, და ვერ შემძლებელ-ვარ თავს-დებად ღელუათა მისთა. შენდა მოვივლტი ქროლათა დამაყუდებელისა მათისა, ვითარცა პეტრეს მომეც მე ჴელი კაცთ-მოყუარებისა შენისა და მაცხოვნე მე:
სტიქარონის მუხლები
და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
ანგელოზთა თანა მოდასე-იქმნენით წმიდანო, და სტადიონსა შინა…
მოწამეთა.
ანგელოზთა თანა მოდასე-იქმნენით წმიდანო, და სტადიონსა შინა ახოვნად ჰქადაგეთ ქრისტეჲ, რამეთუ ყოველივე სიყუარული ამის სოფლისა, ვითარცა არა არსი დაუტევეთ, ხოლო სარწმუნოება ვითარცა ხარისხი მტკიცე შეიკრძალეთ, ვინაცა საცთური განჴადეთ, და მორწმუნეთა აღმოუცენებთ, მადლსა კურნებათასა დაუცხრომელად, მეოხ-გუეყუენით სულთა ჩუენთათჳს:
ღმრთის-მშობელო ყოველთა დედოფალო, მართლ-მადიდებელთა სიქადულო, მწუალებელთა სიცბილნი…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
ღმრთის-მშობელო ყოველთა დედოფალო, მართლ-მადიდებელთა სიქადულო, მწუალებელთა სიცბილნი და პირნი მათნი სირცხჳლეულ-ჰყუენ, რომელნი არა თაყუანის-სცემენ, და არცა პატივს-სცემენ, ყოვლად უბიწოსა ხატსა შენსა ყოვლად დიდებულსა:
ფსალმუნის 91-ის მუხლები
კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · წმიდანი: მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი (I)
სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომრლმან ახარა ადამს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანებაი კვალად მუნვე სამოთხედ, და ჩვენ, მგალობელთა მისთა მოგვმადლოს ცოდვათა მოტევება.
მრჩობლი კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
პირველი ჟამი
სადაგ დღეს ცისკარს მეყსეულად მოსდევს პირველი ჟამი; განტევება პირველი ჟამის ბოლოს არის (ტიპიკონი, თავი 9).