გულანი
საცდელი · 1.11.4
მეექვსე ჟამი 1 / 41კურთხევა

მეექვსე ჟამი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

6 იანვარი 2027ხმა 6

მღვდელი

კურთხევა

საწყისი ლოცვები

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 71

1 ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა.

2 განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.

3 მიიღედ მთათა მშვიდობაი ერისაი და ბორცუთა სიმართლე.

4 განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლეს ცილის მწამებელი.

5 და თანა-ეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი ნათესავადმდე.

6 გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაი ცურინ ქუეყანასა ზედა.

7 გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე.

8 და უფლებდეს იგი ზღვითი ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.

9 მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.

10 მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას.

11 და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას.

12 რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.

13 ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნეს.

14 აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.

15 და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.

16 იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი.

17 იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.

18 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რომელმან ჰყვის საკვირველი მხოლომან.

19 და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ.

ფსალმუნი 131

1 მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.

2 ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა.

3 უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა.

4 ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაი ხორცთა ჩემთა.

5 ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაი და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.

6 ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვჰპოვეთ იგი ველსა მას მაღნართასა.

7 შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი მისნი.

8 აღსდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი.

9 მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

10 დავითისთვის, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა.

11 ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ჰყოს იგი, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.

12 და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა ჰსჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.

13 რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა.

14 ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე.

15 ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.

16 მღუდელთა მისთა შევმოსო ცხოურებაი, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.

17 მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა.

18 მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყუავნეს სიწმიდე ჩემი.

ფსალმუნი 90

1 რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.

2 ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

3 რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.

4 ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.

5 არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;

6 ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.

7 დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.

8 ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.

9 რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.

10 არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.

11 რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;

12 ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;

13 ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.

14 რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

15 ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.

16 დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი

ტროპარი დღისა

აქ ითქმის დღის ტროპარი თვენიდან; ხოლო უკეთუ თვენში არ არის — ხმისა ტროპარი პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან).

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

რამეთუ არა მაქუა ჩუენ კადნიერებაი მრავალთაგან შეცოდებათა ჩუენთა, არამედ შენგან შობილსა ევედრე ღმრთისმშობელი ქალწულო, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრებად დედა ძისა მიმართ შეწყალებად მვედრებელთა მისთა, ნუ შეურაცხ-ჰყოფ ოხასა ჩუენ ცოდვილთათვის ყოვლად-წმიდაო, რამეთუ მოწყალე არს და ცხოვრებად ჩუენდა შემძლებელ, რომელმანცა ჯვარსა ზედა ვნება ნებსით თავს იდვა ჩუენთვის.

მუხლები

მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად. შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა; უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი

კონდაკი დღისა

აქ ითქმის დღის კონდაკი თვენიდან ან პარაკლიტონიდან.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა წმიდისა ბასილი დიდისა

ღმერთო და უფალო ძალთაო და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან მოწყალებითა გამოუთქმელისა კაცთმოყვარებისა შენისაითა, მხოლოდშობილი ძე შენი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გარდამოავლინე ცხორებად ნათესავისა ჩვენისა, და პატიოსნითა ჯვარითა მისითა ხელითწერილი ცოდვათა ჩვენთაი განხიე და დასთრგუნენ მით მთავრობანი და ხელმწიფებანი ბნელისანი. თავად, მეუფეო კაცთმოყვარეო, შეიწირე ჩვენ ცოდვილთაგანცა სამადლობელი ესე და სავედრებელი ლოცვაი, და გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან დამღუპველისა და ბნელისა შეცოდებისა და ყოველთაგან ბოროტთა ჩვენთა მძებნელთა, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. შეამსჭვალენ შიშსა შენსა ხორცნი ჩვენნი და ნუ მიაქცევ გულთა ჩვენთა სიტყვათა მიმართ, ანუ ზრახვათა ბოროტთა, არამედ სურვილითა შენითა წყლულ-ყვენ სულნი ჩვენნი, რაითა შენდამი მარადის ხედვიდეთ და შენითა ნათლითა წინამძღვრობილნი, შენ, მიუწვდომელსა და მარადის მყოფსა ნათელსა გხედვიდეთ, და შენ, დაუსაბამოსა მამასა, თანა მხოლოდშობილით ძითურთ და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, უწყვეტელსა აღსარებასა და მადლობასა შეგწირვიდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.