გულანი
საცდელი · 1.11.4
შუაღამიანი 1 / 6საწყისი ლოცვები

შუაღამიანი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

5 იანვარი 2027ხმა 6

მკითხველი

საწყისი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

50-ე ფსალმუნი (სინანულისა)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.

უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

90-ე ფსალმუნი („რომელი დამკვიდრებულ არს“)

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსასა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

შაბათის

ნათელი მხიარული წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა, წმიდისა ნეტარისა, იესო ქრისტე.

გუნდი

აღდგომის საგალობელი · ხმა 6

ანგელოზებრივნი ძალნი საფლავსა შენსა ზედა და მცველნი მკვდარ იქმნნეს.

მღვდელი

განტევება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.