გულანი
საცდელი · 1.11.4
სერობა 1 / 6საწყისი ლოცვები

სერობა

საეკლესიო წლის რიგითი დღე

2 დეკემბერი 2026ხმა 1

მკითხველი

საწყისი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

50-ე ფსალმუნი (სინანულისა)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.

უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

90-ე ფსალმუნი („რომელი დამკვიდრებულ არს“)

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსასა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

დიდი სერობა

ჩვენთანა არს ღმერთი, სცანით, წარმართთა, და იძლიენით, რამეთუ ჩვენთანა არს ღმერთი.

გუნდი

აღდგომის საგალობელი · ხმა 1

ლოდი რა დაბეჭდეს ჰურიათა და მხედარნი სცვიდეს უხრწნელსა გვამსა შენსა, აღსდეგ მესამესა დღესა, მაცხოვარ, და მიანიჭე სოფელსა ცხოვრება.

მღვდელი

განტევება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.