გულანი
საცდელი · 1.11.1
მწუხრი 1 / 6საწყისი ლოცვები

მწუხრი

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის წარგზავნა

25 სექტემბერი 2026ხმა 7

დღის ხსენებანი (1)
  • ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის წარგზავნა
კალენდრის წყარო: www.oca.org
ამ დღის ყველა ხსენება saint.ge-ზე
მკითხველი

საწყისი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

103-ე ფსალმუნი (წინასწარდამწყები)

აკურთხევს სული ჩემი უფალსა. უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად; აღსარებაჲ და დიდადშუენიერებაჲ შეიმოსე.

შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი; გარდაჰფინენ ცანი, ვითარცა ტყავი.

დიაკონი

დიდი (სამშვიდობო) კვერექსი

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

მარხვის მწუხრი

ნათელი მხიარული წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა, წმიდისა ნეტარისა, იესო ქრისტე.

გუნდი

დღესასწაულის ტროპარი

შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმობრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, და დახსნა წყევა და მოგვანიჭა კურთხევა, და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო.

მღვდელი

განტევება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.