კურთხევა
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
დიდება შენდა
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება… აწ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
თავის დახრით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 50
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ფსალმუნი 69
1 ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
2 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.
3 მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
4 გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი.
5 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანისგცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესუ ქრისტე, და წმიდაო სულო, უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩუენ, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, მიითუალე ვედრებაჲ ჩუენი. მჯდომარეო მარჯუენით მამისათაო, მიწყალენ ჩუენ. რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, შენ მხოლოჲ უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ. თჳთოეულსა ღამესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი-ნათესავადმდე. მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. უფალო, შენ შეგევედრე, მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი, მოგუფინე წყალობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა. და ღირს-მყვენ ჩუენ, უფალო, ღამესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე. ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის გალობაჲ, შენდა შუენის ქებაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
მოვედით ერნო, მორწმუნენო ვაქებდეთ, ღირსსა ქალწულსა, ქრისტეს…
გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი. ზღჳსა ღელუათა.
მოვედით ერნო, მორწმუნენო ვაქებდეთ, ღირსსა ქალწულსა, ქრისტეს ღმრთისა მშობელსა, რომელი იგი მარადის ევედრების, და მოწყალე ჰყოფს, ყოველთა ცოდჳლთათჳს ქრისტესა და იჴსნის კაცთა ნათესავსა:
მამულისა მის, დიდებისა ბეჭედმან, შენგან მიიღო, განხრწნილისა ხატისა, აგებულება ღმრთის-მშობელო ქალწულო და განაახლა და დიდებულ-ჰყო იგი, და განამღთო და ზეცად აღამაღლა:
უმაღლეს-იქმენ, კამარათა ცისათა, და უზესთაეს, ხერუვიმ სერაფიმთა, რამეთუ ღმერთი, გარე-შეუწერელი, ღმრთისა დედაო, დაიტიე საშოსა, ჵ საკჳრუელი ცნობათა უაღრესი:
დამხსნელი ბრალთა, ცოდჳსათა გჳშევ ჩუენ, ქრისტე მჴსნელი ქალწულო, და განდგომილნი საკუთარ გუყუენ მამისა, და უზესთაეს, ცათა ამაღლებულ-ჰყავ, მოკუდავი ბუნება კაცთა, კაცთ-მოყუარებით:
განხრწნილი ბრალთა ჩემთა ცოდჳსა მიერ და განწირული…
გალობა გ. სძლისპირი. განჴსნილნი ძუელ.
განხრწნილი ბრალთა ჩემთა ცოდჳსა მიერ და განწირული უსჯულოებისა, სამარეთაგან ცოდჳსათა, მიჴსენ და აღმადგინე, რამეთუ შენ-ხარ სასო ღელუა გუემეულთა, ქალწულო ღმრთის-მშობელო:
ალმურმან ბნელმან და მოქცევამან სასტიკმან, ბრალთა ჩემთამან მძჳნუარედ დამფარეს მე, ყოვლად წმიდაო, მყუდროდ ნავთ-საყუდელად სინანულად სინანულისა, წარმიმართე უღირსსა მონასა შენსა, და მიჴსენ დანთქმისაგან:
სულთა მომსრუელმან და მტერმან მართალთამან, განმიპარა მე და ზაკჳთ განმაშიშულა საწყალობელი, ხოლო შენ ქრისტე მჴსნელო მოტევებისა, სამოსელი ბრწყინუალე შთამაცუ და კუართი, წმიდა სინანულისა:
რომელნი შენსა საფარუელსა მოვივლტით, და ნავთ-საყუდელსა წყალობათა შენთასა, შევევედრებით, გჳჴსნენ ბრალთაგან ძჳრთა და განსაცდელთა, გუაცხოვნენ ვედრებათა შენთა ოხითა, სასოო სოფლისაო:
შენ შორის სძალო ცხოვრებისა ჩუენისა, თავი აღყუავნა…
გალობა დ. სძლისპირი. საქმენი შენნი ვითარცა გან.
შენ შორის სძალო ცხოვრებისა ჩუენისა, თავი აღყუავნა და უფროს აღემატა შუენიერება მისი, რომლისა მიერ ვიჴსნენით პირუელისა, მისგან წყევისა, და შენ დედასა ნათლისასა გადიდებთ:
წყუდიადი ბრალთა, მძჳნუარედ დამფარავს მე, და პერად აღძრულნი სამნაკეცნი ღელუანი, შემაშფოთებენ მე ამისთჳს გევედრები ქალწულო კურთხეულო, განმანათლე მე, ნათლითა უბიწოსა ცხოვრებისათა:
სინანულისა კარი ხარ ღმრთის-მშობელო, ბჭე ცხოვრებისა დაუსრულებელისა, შემწყნარებელი, ცოდჳლთა მონანულთა, და ცხოვრებად უოხჭნოდ, მიმყუანებელი და მაცხოვარი მადიდებელთა შენთა:
ყინელი ბრალთა განსდევნე დედოფალო, და ზამთარი მძიმე უმღთოებისა დაჰჴსენ, ჰშევ რა ზაფხული, და არე ცხოვრებისა ქრისტე დამბადებელი ყოვლად უხრწნელო, სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო:
მსწრაფლ-შეწევნა და ფარუა შენ მიერი, მომივლინე უძღებსა…
გალობა ე. სძლისპირი. განჳბანენით.
მსწრაფლ-შეწევნა და ფარუა შენ მიერი, მომივლინე უძღებსა მონასა შენსა, დედაო ღმრთისაო ყოვლად უბიწოო, დიდო შემწეო ყოვლისა სოფლისაო, და შუამდგომელო ღმრთისა და კაცთაო:
ძალნი ცათანი, დიდების-მეტყუელებენ, უბიწოო ქალწულო სძალო ღმრთისაო, რამეთუ სიტყუა დამბადებელი მათი შენგან გამობრწყინდა ღრუბლისა სულმცირისა, და ჰყო მშჳდობა ცასა და ქუეყანასა:
თანა-ნადები პირუელისა ევასი, შენ მიერ დაიჴსნა ქალწულო წმიდაო, და განახლდა კაცთა ბუნება განხრწნილი, და შეცოდებათა ზღუდე განიკუეთა, ჰშევ რა მეუფე ქრისტე სიტყუა მამისა:
აღმომიყუანე, მე სიღრმით განსაცდელთათ, რომელსა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა და საჭეთ მპყრობელობითა შენითა, შემიყუანე ნავთ-საყუდელსა მყუდროსა, ღმრთისა სიტყუა დედაო უბიწოო:
მოიხილე წყალობით დედაო მჴსნელისაო საგალობელო, ჩემსა ამას…
გალობა ვ. სძლისპირი. წინასწარ-მეტყუელმან.
მოიხილე წყალობით დედაო მჴსნელისაო საგალობელო, ჩემსა ამას ზედა მწარესა ცოდუათაგნ სიბოროტესა, და განჰკურნე სულისა ჩემისა სენი, და განრღუეულება უკურნებელი:
მომხედენ სიტკბოებით მეოხებათა შენთა, მოწყალებითა, და კურნებითა მოწყლულსა ავაზაკთა მიერ ბოროტთა, გულის-თქმათა ჩემთასა, რამეთუ შენსა, წყალობასა ვესავ ღმრთისა დედაო:
სიმტკიცე ცხოვრებისა ქრისტე გჳშევ ქალწულო, და განგჳახლე სინანულისა ტაძარი სამღთო ყოვლად პატიოსანი, და გუექმენ ჩუენ გზა წრფელ, მოწყალებისა, და მომცემელი საუკუნეთა კეთილთა:
მოგართუა შენ გაბრიილ, გიხაროდენი სძალო, სიხარულისა მომატყუებელო და პირუელისა მის წყევისა დამჴსნელო, რამეთუ ჭეშმარიტად შენ-ხარ საუნჯე, მადლთა და ნიჭთა სამღთოთა ღმრთის-მშობელო:
ცოდუათა ჩემთა, საკრუელნი განუჴსნელნი, და ჴელ-ბორკილნი საქმეთა…
გალობა ზ. სძლისპირი. რომელმან პირუელ.
ცოდუათა ჩემთა, საკრუელნი განუჴსნელნი, და ჴელ-ბორკილნი საქმეთა მათ ჩემთანი, მეოხებითა, შენითა ძლიერითა დაჰჴსნენ ქალწულო, რათა უღაღადებდე ქრისტესა ღმერთსა, ღმერთო შენ კურთხეულ-ხარ:
რომელმან საშო, უხრწნელი ქალწულისა, სალხინებელად კაცთა გამოაჩინე, ღმრთისა სიტყუაო ჴორც-შესხმითა შენითა, ყოვლად წმიდითა, და აცხოვნე მის მიერ, ადამ შჳლითურთ ღმერთო შენ კურთხეულ-ხარ:
საბრჴეთა მათგან, მტერისათა მიჴსენ მე, სიტყუაო ღმრთისაო დაუსაბამოო, მეოხებითა, მშობელისა შენისა უბიწოსათა, ვითარცა სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე, ღმერთო ყოვლად ძლიერო:
ქალწულებისა, საუნჯედ გიცნობთ სძალო, და სიმდიდრედ სამღთოდ ყოვლისა სოფლისა, და სასოებად სამღთოთა მათ კეთილთა საუკუნეთა, ნუ დამივიწყებ, შენთა მადიდებელთა, და ქებით მგალობელთა:
უხრწნელებისა ჩუენდა მომატყუებელო, და ცხოვრებაო ქუეყანისა ტომთაო…
გალობა ჱ. სძლისპირი. დაბადებულნი.
უხრწნელებისა ჩუენდა მომატყუებელო, და ცხოვრებაო ქუეყანისა ტომთაო, შენ საცნაურო ტარიგო უბიწოო, რომელმან გჳშევ, უხრწნელად კრავი ღმრთისა, ნუ დამაგდებ მე მადიდებელსა შენსა:
შობამან შენმან სამღთომან განგუაახლნა, და ძედ ნათლისა და დღისა გამოგუაჩინნა, და ცხოვნებულნი, შენ მიერ უღაღადებთ, ღმრთისა დედაო, გუაცხოვნენ ქრისტე ღმერთო მეოხებითა, დედისა შენისათა:
ქალწულებრივთა წიაღთაგან ქალწულო, აღმოგჳცენე წყარო ცხოველს მყოფელი, და შენდობისა წყალი წყაროთა მათგან, კურნებისათა, მოგუფინე მორწმუნეთა და გიღაღადებთ, უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:
ტევანი იგი მწიფე უკუდავებისა, გამოიღე შენ ქალწულო ღმრთის-მშობელო, რამეთუ შენ-ხარ კიდეთა სოფლისათა დამატკბობელი, ვენაჴი ყოვლად წმიდა აღმავსებელი, კაცთა კეთილთა მიერ:
ნუ შეურაცხ მყოფ, და ნუ უგულებელს-მყოფ, ცოდუათა…
გალობა თ. სძლისპირი. უზესთაეს.
ნუ შეურაცხ მყოფ, და ნუ უგულებელს-მყოფ, ცოდუათა მიერ მრავალთა დაცემულსა, ვითარცა ხარ შენ კურნებათა უფსკრული, და წყარო კეთილთა დაუსრულებელთა, ღმრთისა დედაო ქალწულო ღმრთის-მშობელო.
საგალობელო, და ყოვლად დიდებულო, ღმრთისა დედაო, და ცათა უვრცელესო, მოწყალებათა, შენთა შევედრებულსა, ნუ განმაგდებ წყალობიისაგან შენისა და ნუ მარცხუენ მე, მოსავსა შენსა:
შეწევნა შენი, მომივლინე ქალწულო, მონასა შენსა, და მიჴსენ ბნელისაგან და წყუდიადისა, ვნებათა მათ ჩემთასა, რამეთუ ჰშევ შენ ნათელი წარუვალი, და ბრწყინუალება ღმრთისა მამისა ქრისტე:
შევხწირავთ შენდა, მადლობისა ქებასა, სძალო წმიდაო დედაო უსძლოო და თაყუანის-ვჰსცემთ შენთა მოწყალებათა, რამეთუ შენ მიერ ვპოეთ ჩუენ ცხოვრება, და დიდებასა სამღთოსა ღირს-ვიქმნენით:
„ღირს არს ჭეშმარიტად“
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)
ხენეშისა სარწმუნოებისა დამტევებელმან, და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოთა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.
ტროპარნი
ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩუენნი.
ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
დიდება.
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.
აწ და.
მეოხებითა, უფალო, ყოველთა წმიდათათა და ღვთისმშობელისათა შენი მშვიდობა მომეც ჩვენ და შეგვიწყალენ ჩვენ, ვითარცა მხოლომან მრავალმოწყალემან.
უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის)
40-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ჟამთა ლოცვა
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება… აწ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„უპატიოსნესსა ქერუბინთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
სახელითა უფლისათა, აკურთხე, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი
უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღვთისა სძალო დედოფალო, რომელმან დიდებულითა შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთნენ და განგდებული ბუნება ნათესავისა ჩუენისა ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასო ქმნილთა სასოებაო, მბრძოლვილთა შემწეო, განმზადებულო ხელის აღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელო. ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწთა გულისთქმათა, ყოვლითურთ სიტყვით და საქმით თავი ჩემი უცხო ვყავ, გემოსა და უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთნოყვარე და დედა კაცთმოყვარისა ღვთისა, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა. შეიწირე მწიკვლევანთაგან ბაგეთა შეწირული ვედრება ჩემი, მხედველმან ძისა შენისა, მიმართ, მეუფისა და უფლისა ჩუენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რათა განმიხვნეს მე ნაწლევნი თვისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისანი და უგულებელ-ყვნეს ჩემნი აურაცხელნი შეცოდებანი. მომაქციე მე სინანულად და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე და მექმენ მე კეთილისმოყვარე, მარადის თანალმობილ მოწყალე და აწინდელსა ამას ცხოვრებასა მხურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ და ცხოვრებისა მიმართ წარმმართებელ, და ჟამსა განსვლისა ჩემისასა შეეწიე უბადრუკსა სულსა ჩემსა, და ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან. ხოლო საშინელსა მას დღესა განკითხვისასა, საუკუნოსა სასჯელისაგან მიხსენ და გამოუთქმელსა მას დიდებასა ძისა შენისასა და ღვთისა ჩვენისასა მკვიდრად გამომაჩინე, რომლის მი-მცა მთხვეულ ვართ, დედოფალო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეწევნითა და შუამდგომელობითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი
მომეც ჩუენ, მეუფეო, ძილად მისლვაჲ ესე განსასუენებელად სულისა და ჴორცთა, დამიცვენ ჩუენ ბნელისაგან წყუდიადისა, ძილისაგან ცოდვათაჲსა, და ყოვლისაგან ღამითისა და ბნელისა გემოვნებისა, დააცხრვე ზედა-მოსლვანი ვნებათანი, დაშრიტენ განჴურვებულნი ისარნი ბოროტისანი, ჩემდა მომართ აღძრულნი მზაკუვარებითა, ჴორცთა ზედა-აღდგომაჲ დააყენე და ყოველნი ქუეყნიერნი და ნივთიერნი ზრუნვანი დააძინენ; მომეც ჩუენ, ღმერთო, მღჳძარეჲ გონებაჲ, სიწმიდეჲ გულისსიტყჳსაჲ, გულის სიფრთხილეჲ, ძილი მსუბუქი, და ყოვლისაგან ოცნებისა განყენებულნი აღმადგინენ ჩუენ ჟამსა ლოცვისასა, განმტკიცებულნი მცნებათა შინა შენთა, მქონებელნი შეუგინებელად თავთა შორის ჩუენთა განკითხვათა შენთანი, და ღამეჲ ყოველი ქებად შენდა მოგუმადლე, რაჲთა მოუკლებელად უგალობდე, ვაქებდე და ვაკურთხევდე ყოვლად-წმიდასა და დიდად-შუენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
„უფროსად დიდებულო, მარადის ქალწულო“
უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
წმიდა იოანიკეს ლოცვა
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.
დიდება… აწ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
განტევება
მეუფეო მრავალმოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისათა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა, და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, და წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიისა მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთ მოქმედისათა, და წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკჳრველთ მოქმედისა გიორგისითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა მეფე-დედოფალთა არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე თავდადებულისა, შუშანიკ და ქეთევანისათა, ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, წმიდათა და კეთილმსახურთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდისა მამისა ჩუენისა ილია მართლისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა: (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი, ან ვისიცა არს ხსენება.) და ყოველთა წმიდათა შენთათა, კეთილმითუალულ ყავ ვედრება ჩუენი, მოგუანიჭე ჩუენ შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთა, დაგჳფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნენ ჩუენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი, დაამშჳდე ცხოვრება ჩუენი, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყუარე.
შენდობის წესი
მაკურთხენით, წმიდანო მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
ღმერთმან შეგინდვნეს, წმიდაო მამაო.
ვედრებანი
ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოჲს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭჳნთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა შიოსათჳს.
და ყოვლად-სამღდელოჲსა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიჴსენოს მწყემსთმთავარი მის სამწყსოჲსაჲ) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათჳს.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათჳს, და მთავართა და განმგებელთა მისთათჳს.
წარმართებისათჳს და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მჴედრობათაჲსა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათჳს. მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოჴსნისათჳს ტყუეთაჲსა.
ამიერ წარსრულთათჳს მამათა და ძმათა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათჳს ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათჳს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთასა.
სანატრელთა მართლმადიდებელთა მეფეთათჳს.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათჳს.
აღმაშენებელთათჳს წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათჳს და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და ძმათა ჩუენთათჳს, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა. ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
ვთქუათ თავთა ჩუენთათჳსცა.
უფალო შემიწყალენ 3-გზის.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა მოძულეთა და კეთილისმყოფელთათვის
სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა და თვისთაცა მომადლე საცხოვრებელი თხოვაი მათი და ცხოვრება საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე, რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანა-მავალ ექმენ.განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწიან ჩვენ და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა. მოიხსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. მომიხსენენ, უფალო, ჩვენცა მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოველადუხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.