გულანი
საცდელი · 1.37.0
სერობა 1 / 55კურთხევა

სერობა

საეკლესიო წლის რიგითი დღე

11 აგვისტო 2026ხმა 1

მღვდელი

კურთხევა

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

დიდება შენდა

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება… აწ და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანი ვცეთ

თავის დახრით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 50

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ფსალმუნი 69

1 ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.

2 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.

3 მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!

4 გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი.

5 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.

ფსალმუნი 142

1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;

2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.

3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.

4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.

5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.

6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.

7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.

8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.

10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.

12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანისგცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესუ ქრისტე, და წმიდაო სულო, უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩუენ, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, მიითუალე ვედრებაჲ ჩუენი. მჯდომარეო მარჯუენით მამისათაო, მიწყალენ ჩუენ. რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, შენ მხოლოჲ უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ. თჳთოეულსა ღამესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი-ნათესავადმდე. მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. უფალო, შენ შეგევედრე, მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი, მოგუფინე წყალობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა. და ღირს-მყვენ ჩუენ, უფალო, ღამესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე. ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის გალობაჲ, შენდა შუენის ქებაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

მრწამსი

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

ვნებათა ზღუასა შინა, და გემოთა უფსკრულსა,ვიღელუები მძჳნუარედ…

სერობისად. გალობანი წმიდისა ღმრთის-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ა. სძლისპირი. უგალობდით უფალსა.

ვნებათა ზღუასა შინა, და გემოთა უფსკრულსა,ვიღელუები მძჳნუარედ და გევედრები, უხრწნელო დედოფალო, ღირს-მყავ მიწევნად, ნავთ-საყუდელსა, მოღუაწებასა სასოო მორწმუნეთაო:

ნათლითა სულისათა, განბრწყინდი დედოფალო, და ყოვლითურთ განწმედილმან სულით და ჴორცით, შეიწყნარე ბრწყინუალება ღმრთისა მამისა, რომლისათჳსცა, დაჰჴსენ წყუდიადი ბრალთა ჩემთა, ყოვლად უხრწნელო:

შენ ხარ ქრისტიანეთა, მყუდრო ნავთ-საყუდელი, და განსაცდელთაგან მჴსნელი, და ზღუდე და მფარუელი, ქალწულო დიდებულო, ღმრთისა დედაო, გჳჴსნენ ყოველნი, შემსხმელნი შენნი საბრჴეთაგან მტერისათა:

შენ ბჭე ეგე ზეცისა, და წმიდა კიდობანი, და ტაძარი სულიერი სალხინებელი, სათნო-გიყო დედად თჳსად ყოვლად წმიდაო, ქრისტემან ღმერთმან, და გყო შენ ჴელის-ამპყრობელად ქრისტიანეთა:

ნათლითა დედოფალო, ძისა შენისათა ცოდუათა ჩემთა წყუდიადი…

გალობა გ. სძლისპირი. დამამტკიცე მე ქრისტე.

ნათლითა დედოფალო, ძისა შენისათა ცოდუათა ჩემთა წყუდიადი, და ბრალთა ჩემთა, არმური ბნელი განაბნიე, შუამდგომელობითა შენითა:

ვითარცა გაქუს უსძლოო, საკჳრუელებათა უფსკრული მიუწთომელი, და წყაროჲ კურნებათა დაუწყვედელი ცოდუათა, მწიკულისაგან იჴსენ სული ჩემი:

სასოებათა ჩუენთა, სრულ-მყოფელად და სამღთოდ საფარუელად და წინამძღვრად, და ზღუდედ ცხოვრებისად მოგიგებთ შენ ღმრთისა დედაო, მოგუფინე ნათელი სინანულისა:

შენგან შობილსა ღმერთსა, თაყუანის-ვჰსცემთ ჵ კურთხეულო ღმრთისა დედაო, ყოველთა ჭირთაგან გჳჴსნენ მადიდებელნი შენნი, ოხითა შენითა უბიწოო:

სამკურნალოდ ურცხუენელად გუაქვს ჩუენ, ოხაჲ შენი უსძლოო…

გალობა დ. სძლისპირი. მესმა უფალო სმენა.

სამკურნალოდ ურცხუენელად გუაქვს ჩუენ, ოხაჲ შენი უსძლოო, და შესხმით და გალობით გადიდებთ შენ:

ზღუდედ უბრძოლუელად გუაქუს ჩუენ შენი, ფარუაჲ ღმრთისა დედაო, და ვიჴსნებით მტერთა უხილავთაგან:

ცოდჳთა დაცემულნი აღგუმართენ, მხოლოო კურთხეულო, რამეთუ შენ-ხარ სასო, მორწმუნევთა:

სიტყუაჲ ღმრთისა მუცლად-იღე სძალო, ბუნებათა უაღრეს, და ჰშევ ღმერთი მჴსნელი დაბადებულთა:

შემწე ხარ უძლეველი, განსაცდელთა შინა, და ჭირთა…

გალობა ე.სძლისპირი. ღამითგან აღჳმსთობთ.

შემწე ხარ უძლეველი, განსაცდელთა შინა, და ჭირთა ღმრთისა დედაო, შემწე გუექმენ ჟამსა ჭირისასა, და გჳჴსნენ მძლავრებისაგან, ცოდუათა ბოროტთასა:

კურნებათა მათ შენთა, და საკჳრუელებათა, წყაროთა და მდინარითა, ბილწებანი ჴორცთა ჩემთანი, განჰკურნენ და განწმი-ნ დე, სული ჩემი ქალწულო:

მლხინებელი ჩუენი და აღმჴოცელი ბრალთა, აღჳაროთ მჴურუალითა, სარწმუნოებითა და ვითხოოთ ჩუენ მის მიერ მოტევება ცოდუათა ჩუენთა:

გადიდებენ მარადის, ანგელოსთა წესნი, ვითარცა შემოქმედისა მათისა მშობელსა უბიწოო, ზესთა ბუნებისა, და ქალწულად დადგრომილსა:

შემუსრჳლებანი, წყლულებათა ჩემთანი, ვნებათა მიერ მოწევნულნი, წამლითა…

გალობა ვ. სძლისპირი. რომელმან თავს იდუა.

შემუსრჳლებანი, წყლულებათა ჩემთანი, ვნებათა მიერ მოწევნულნი, წამლითა ვედრებათა, შენთათა სძალო, ღირსო განჰკურნენ, და უვნებელობისა, სიცოცხლე მომანიჭე ოხითა შენითა:

სარწმუნოებითა, მტკიცითა გევედრებით, შენდობისათჳს ცოდუათასა, ქრისტეს ღმრთის-მშობელო, მონანი შენნი, და მაქებელნი შობისა შენისანი, ნუ უგულებელს ჰყოფ ვედრებასა ჩუენსა:

ყოვლითურთ განვჰკფდი მე, ბრალთა შინა ურიცხუთა, და წარჳტყუენე, გონებითა ცოდუათა ტყუეობითა, ფრიად მწარითა და ბოროტითა, და საფარუელსა შენსა, მოვივლტი ღმრთის-მშობელო, განმათავისუფლე მე:

ვითარცა რა ეტლმან, მზისა სიმართლისამან, განგუანათლენ დაბნელებულნი, ბნელითა ცოდჳსათა, ყოვლად წმიდაო ღმრთისა დედაო, და ცოდუათა ჰრულითა დანთქმულნი აღმადგინენ ვითარცა მკუდრეთით:

ვითარცა რა მშობელმან, ცხოვრები-მომცემელისა მეუფისამან, მომწყდარი ცოდჳთა…

გალობა ზ. სძლისპირი. აბრამიანთა ყრმათა.

ვითარცა რა მშობელმან, ცხოვრები-მომცემელისა მეუფისამან, მომწყდარი ცოდჳთა აღმადგინე ქალწულო, რათა ესრეთ ვიტყოდი კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:

ჭირთა შინა მაცხოვრად, და განსაცდელთა შინა შემწედ გიცნობ შენ სძალო ღმრთისაო ქალწულო და სარწმუნოებით ვიტყჳ, კურთხეულ-არს ნაყოფი მუცლისა შენისა ქრისტე, მაცხოვარი სულთა ჩუენთა:

შენგან გამოსჩნდა ღმერთი, და იჴსნა წყევისაგან ბუნება კაცთა, დედაო ღმრთისაო, და განჰკურნა ყოველთა სალმობანი და ჴმობენ, კურთხეულხარ შენ:

გიხაროდენ ქალწულო, სიხარულო მორწმუნეთაო და დამჴსნელო, მწუხარებისაო, გიხაროდენ ყოველთა, ცოდჳლთა მაცხოვარო, და დიდო სალხინებელო, მადიდებელთა შენთაო:

დანთქმულთა ბრალთა შინა, გუაქუს მოწყალება შენი განწმედელად…

გალობა ჱ. სძლისპირი. გალობით ვაკურთხ.

დანთქმულთა ბრალთა შინა, გუაქუს მოწყალება შენი განწმედელად, ქრისტეს დედაო და მადლობით გიღაღადებთ, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა:

მოწყალე-ჰყავ ქალწულო, ძე და ღმერთი შენი სახიერი სარწმუნოებით მღაღადებელთათჳს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა:

ღელუა გულის სიტყუათა, და არმური ქართა ცოდჳსათა, აღჰძრავს მძჳნუარედ გონებასა ჩემსა, ამისთჳს ნავთ საყუდელსა შენსა, შევევედრებით სძალო:

შენ ხარ ურუათა შინა, შემწე და მაცხოვარი და მხსნელი, სარწმუნოებით მგალობელთა ქალწულო, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა:

ვითარცა გაქუს დიდი და აურაცხელი წყალობა, დედოფალო…

გალობა თ. სძლისპირი. შენ რომელმან ღმერთი მიზეზი.

ვითარცა გაქუს დიდი და აურაცხელი წყალობა, დედოფალო ყოვლად წმიდაო, ჴორცთა და სულისა ვნებანი და წყლულებანი, განჰკურნენ მეოხებითა შენითა, მუედრებელთა შენთანი რათა გადიდებდეთ:

შენ ხარ მორწმუნეთა წინა მძღუარი უცთომელი, და ალაგთა ცხოვრებისათა, წრფელთა წარუმართებ და შეიყუანებ ცხოვრებად, და დაამკჳდრებ ზეცათა სასუფეველსა, უხრწნელო ღის-მშობელო, სულთა ჩუენთა სასოო:

შენ აღმოგჳცენე, ჩუენ პური იგი ზეცათა, და გუზრდი და მეოხ ხარ მარადის, და გჳჴსნი ურუათა და ჭირთაგან მრავალ ფერთა, და მოგუანიჭებ ცოდუათა შენდობასა, ღმრთის-მშობელო, მარიამ გალობით გადიდებთ:

შენ რომელმან სიტყუა ღმრთისა მუცლად-იღე საშოსა შენსა, და ზესთა ყოველთა გონებათა, და ბუნებათა გჳშევ ესე გამოუთქმელად, დიდების-გმეტყუელებთ და მადლობით, გიღაღადებთ გიხაროდენ ცოდჳლთა შემწეო და სასოო:

მკითხველი

„ღირს არს ჭეშმარიტად“

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

ტროპარი · წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII)

აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაჲ და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ტროპარნი

ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩუენნი.

ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

დიდება.

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.

აწ და.

მეოხებითა, უფალო, ყოველთა წმიდათათა და ღვთისმშობელისათა შენი მშვიდობა მომეც ჩვენ და შეგვიწყალენ ჩვენ, ვითარცა მხოლომან მრავალმოწყალემან.

უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის)

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

ჟამთა ლოცვა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება… აწ და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

„უპატიოსნესსა ქერუბინთასა“

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

სახელითა უფლისათა, აკურთხე, მამაო

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

მკითხველი

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღვთისა სძალო დედოფალო, რომელმან დიდებულითა შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთნენ და განგდებული ბუნება ნათესავისა ჩუენისა ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასო ქმნილთა სასოებაო, მბრძოლვილთა შემწეო, განმზადებულო ხელის აღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელო. ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწთა გულისთქმათა, ყოვლითურთ სიტყვით და საქმით თავი ჩემი უცხო ვყავ, გემოსა და უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთნოყვარე და დედა კაცთმოყვარისა ღვთისა, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა. შეიწირე მწიკვლევანთაგან ბაგეთა შეწირული ვედრება ჩემი, მხედველმან ძისა შენისა, მიმართ, მეუფისა და უფლისა ჩუენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რათა განმიხვნეს მე ნაწლევნი თვისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისანი და უგულებელ-ყვნეს ჩემნი აურაცხელნი შეცოდებანი. მომაქციე მე სინანულად და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე და მექმენ მე კეთილისმოყვარე, მარადის თანალმობილ მოწყალე და აწინდელსა ამას ცხოვრებასა მხურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ და ცხოვრებისა მიმართ წარმმართებელ, და ჟამსა განსვლისა ჩემისასა შეეწიე უბადრუკსა სულსა ჩემსა, და ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან. ხოლო საშინელსა მას დღესა განკითხვისასა, საუკუნოსა სასჯელისაგან მიხსენ და გამოუთქმელსა მას დიდებასა ძისა შენისასა და ღვთისა ჩვენისასა მკვიდრად გამომაჩინე, რომლის მი-მცა მთხვეულ ვართ, დედოფალო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეწევნითა და შუამდგომელობითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი

მომეც ჩუენ, მეუფეო, ძილად მისლვაჲ ესე განსასუენებელად სულისა და ჴორცთა, დამიცვენ ჩუენ ბნელისაგან წყუდიადისა, ძილისაგან ცოდვათაჲსა, და ყოვლისაგან ღამითისა და ბნელისა გემოვნებისა, დააცხრვე ზედა-მოსლვანი ვნებათანი, დაშრიტენ განჴურვებულნი ისარნი ბოროტისანი, ჩემდა მომართ აღძრულნი მზაკუვარებითა, ჴორცთა ზედა-აღდგომაჲ დააყენე და ყოველნი ქუეყნიერნი და ნივთიერნი ზრუნვანი დააძინენ; მომეც ჩუენ, ღმერთო, მღჳძარეჲ გონებაჲ, სიწმიდეჲ გულისსიტყჳსაჲ, გულის სიფრთხილეჲ, ძილი მსუბუქი, და ყოვლისაგან ოცნებისა განყენებულნი აღმადგინენ ჩუენ ჟამსა ლოცვისასა, განმტკიცებულნი მცნებათა შინა შენთა, მქონებელნი შეუგინებელად თავთა შორის ჩუენთა განკითხვათა შენთანი, და ღამეჲ ყოველი ქებად შენდა მოგუმადლე, რაჲთა მოუკლებელად უგალობდე, ვაქებდე და ვაკურთხევდე ყოვლად-წმიდასა და დიდად-შუენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

„უფროსად დიდებულო, მარადის ქალწულო“

უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.

წმიდა იოანიკეს ლოცვა

სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.

დიდება… აწ და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მღვდელი

განტევება

მეუფეო მრავალმოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისათა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა, და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, და წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიისა მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთ მოქმედისათა, და წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკჳრველთ მოქმედისა გიორგისითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა მეფე-დედოფალთა არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე თავდადებულისა, შუშანიკ და ქეთევანისათა, ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, წმიდათა და კეთილმსახურთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდისა მამისა ჩუენისა ილია მართლისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა: (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი, ან ვისიცა არს ხსენება.) და ყოველთა წმიდათა შენთათა, კეთილმითუალულ ყავ ვედრება ჩუენი, მოგუანიჭე ჩუენ შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთა, დაგჳფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნენ ჩუენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი, დაამშჳდე ცხოვრება ჩუენი, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყუარე.

შენდობის წესი

მაკურთხენით, წმიდანო მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
ღმერთმან შეგინდვნეს, წმიდაო მამაო.

ვედრებანი

ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოჲს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭჳნთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა შიოსათჳს.
და ყოვლად-სამღდელოჲსა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიჴსენოს მწყემსთმთავარი მის სამწყსოჲსაჲ) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათჳს.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათჳს, და მთავართა და განმგებელთა მისთათჳს.
წარმართებისათჳს და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მჴედრობათაჲსა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათჳს. მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოჴსნისათჳს ტყუეთაჲსა.
ამიერ წარსრულთათჳს მამათა და ძმათა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათჳს ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათჳს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთასა.
სანატრელთა მართლმადიდებელთა მეფეთათჳს.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათჳს.
აღმაშენებელთათჳს წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათჳს და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და ძმათა ჩუენთათჳს, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა. ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
ვთქუათ თავთა ჩუენთათჳსცა.
უფალო შემიწყალენ 3-გზის.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

მკითხველი

ლოცვა მოძულეთა და კეთილისმყოფელთათვის

სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა და თვისთაცა მომადლე საცხოვრებელი თხოვაი მათი და ცხოვრება საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე, რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანა-მავალ ექმენ.განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწიან ჩვენ და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა. მოიხსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. მომიხსენენ, უფალო, ჩვენცა მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოველადუხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.