კურთხევა
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
დიდება შენდა
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება… აწ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
თავის დახრით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 50
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ფსალმუნი 69
1 ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
2 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.
3 მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
4 გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი.
5 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანისგცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესუ ქრისტე, და წმიდაო სულო, უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩუენ, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, მიითუალე ვედრებაჲ ჩუენი. მჯდომარეო მარჯუენით მამისათაო, მიწყალენ ჩუენ. რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, შენ მხოლოჲ უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ. თჳთოეულსა ღამესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი-ნათესავადმდე. მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. უფალო, შენ შეგევედრე, მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი, მოგუფინე წყალობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა. და ღირს-მყვენ ჩუენ, უფალო, ღამესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე. ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის გალობაჲ, შენდა შუენის ქებაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
რომელმან წინა-საუკუნეთა, სიტყუაჲ ზესთა სიტყჳსა, გჳშევ ღმრთისა…
გალობა ა, ჴმა ა. სძლისპირი. სასწაულითა
რომელმან წინა-საუკუნეთა, სიტყუაჲ ზესთა სიტყჳსა, გჳშევ ღმრთისა დედაო, სიტყჳთ გალობა, შენი შეუძლებელ არს, არამედ შეიწირე, უნდო ესე და კნინი ვედრება, და გჳჴსნენ ვნებათაგან:
განშიშულებულთა საფარუელო და მცუელო, იხილე სიმძიმე ესე ურუათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ, და გჳჴსნენ განწირულნი, და სასოწარკუეთილნი, რამეთუ შენ ხარ დამჴსნელი ჭირთა, და მხიარულ-მყოფელი:
უ҃სხეულოთა, წესთა ერის-მთავარნი, ჰძრწიან მიხედუად დიდებისა შენისა, რამეთუ ღმრთისა მამისა თანა-სწორი, სიტყუაჲ დაუსაბამო, მკლავითა მოგჰყავს ღმრთისა დედაო, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა:
განბრწყინდა ელუაჲ, მადლთა შენთა ქალწულო, და ყოველი…
ნ ი.
განბრწყინდა ელუაჲ, მადლთა შენთა ქალწულო, და ყოველი ბნელი ცოდუათა განაბნია, და ურუათა და ჭირთა ნისლი განსდევნა, ყოვლისა სოფლისაგან, და აწცა დაჰჴსნენ მწუხარებანი, მგალობელთა შენთანი:
დედობრივითა, ვედრებითა შენითა, გჳჴსნენ ხილულთა და უხილავთა…
გალობა, გ. სძლისპირი. ღმერთო მოხედენ მონათა
დედობრივითა, ვედრებითა შენითა, გჳჴსნენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და სიქადული, და სამღთო საფარუელი ქრისტიანეთა, და ზღუდე მტკიცე, ყოველთა განწირულთა:
გალობაჲ ჩუენი, შეიწირე წყალობით, და ყოველი აღძრუაჲ მტერთა უკეთურთა, და გმობა მათი რომლითა გუეწყუებიან, შენთა მადიდებელთა, სახედ მტუერისა, დააწულილე და განაბნიენ ქალწულო:
ღმრთის-მეტყუელებით, პირუელივე მოასწავეს, ყოვლად უბიწოჲ შობა შენი ღმრთის-მეტყუელთა, და ჰქადაგეს ქალწულად დადგრომაჲ შენი, რომლისა მიერ დაჰჴსნენ მწუხარებანი და სალმობანნი ჩუენნი ღმრთისა დედაო:
დედად ქრისტესა, და მაყულად შეუწუელად, და ტაძრად წმიდად და საცნაურად სასანთლედ, და კუერთხად და ტაბლად გქადაგეს ღმრთის-მეტყუელთა, რომლისაგან განჰკაცნა მზრდელი სოფლისა. ქალწულო ღირსო ქრისტეს დამბადებელო:
რომელთა შორის არს მეტყუელება ბრძენთა და სიტყჳთა სამღთოთა ძალუც შემკობაჲ შენი, დედად ღმრთისად გქადაგებენ დედოფალო, ყოვლითურთ შუენიერად, ყოვლად უბიწოო, და ღმრთისა მიმართ მეოხად მოგიგებენ:
განდევნე ძილი, მედგრობისა ჩემისა, ძლიერითა მით შეწევნითა…
გალობა დ. სძლისპირი. პირუელ აუწყა.
განდევნე ძილი, მედგრობისა ჩემისა, ძლიერითა მით შეწევნითა შენითა, რამეთუ მტერმან ბოროტმან დამიბნელნა, თუალნი გულისა ჩემისანი ქალწულო, და ბრწყინუალებაჲ სამღთოჲ მომმადლე სძალო:
ექმენ მაცხოვარ, ყოველთა ჭირუეულთა, და დაიფარენ ბრძოლისაგან მტერთასა, რამეთუ აჰა ესერა ცოდუათაგან, მსგავსად ღელუათა, სასტიკთა ვიგუემებით, გჳჴსნენ მონანი შენნი ღმრთისა დედაო:
ვითარცა ძღუენი, მიიღე შესხმაჲ ჩუენი, და შეჰფქუენ მშჳლდნი აგარის ნაშობთანი, რამეთუ შენდამი დაგჳცს სასოებაჲ, ჩუენი ყოველი, შემდგომად ღმრთისა სძალო, და დასცენ მტერნი, უხილავნი ქალწულო:
უ҃სძლოო სძალო, ვითარ ჰშობ ქალწული უმამოსა, ანუ ვითარ უდედოდ შობილი მამისაგან, შენგან უმამოდ, განკაცნა, ქალწულისაგან, რათა განამღთოს ბუნება კაცობრივი:
ჵ საკჳრუელი, საიდუმლოჲ ქალწულო, რამეთუ შენგან იშუა…
გალობა ე. სძლისპირი. საცთურთა ბნელთა.
ჵ საკჳრუელი, საიდუმლოჲ ქალწულო, რამეთუ შენგან იშუა დამბადებელი, და უხილავი იხილუა კაცთა შორის, რათა აღმართოს ბუნებაჲ დაცემული, და შენ კუალად დაგიცუას ქალწულად წმიდად:
სასოებისა, წარკუეთად მიწევნულნი გჳჴსნენ ქალწულო ქუესკნელით ჯოჯოხეთით, რამეთუ შენ ხარ სიმაღლე განწირულთა, და ზღუდე მტკიცე, და გოდოლი მფარუელი ჩუენი, და მჴსნელი კერპთა მონებისაგან:
ღელუა გუემულნი, ყოველთა ცოდუათაგან, ცად აღწევნულად მთად ნათლისად მოგიგებთ შენ, და დაუნთქმელად განულით სოფლისა, ზღუასა, და სამნაკეცთა ღელუათა თანა წარულით, სძალო კურთხეულო ოხითა შენითა:
აწოებდ სძესა, ცათა დამბადებელსა რომლიითა მწარე იგი…
გალობა ვ. სძლისპირი. შთაჴდა იონაჲ.
აწოებდ სძესა, ცათა დამბადებელსა რომლიითა მწარე იგი გემოჲ დაატკბე, ცოდჳსა მიერ მშობელი სიკუდილისა, ჩემნიცა ესე ცოდუათა სიმწარენი, მოსპენ ქალწულო, სინანულისა მიერ:
ჭეშმარიტებით იქმენ, მაცხოვარ კაცთა, დამჴსნელ ბოროტთა და ნუგეშინის-მცემელ, მეცა მაცხოვნე ცოდუათაგან მომკუდარი, და ჴელ-ბორკილნი ვნებათა მათ ჩემთანი, განხეთქენ ღმრთისა დედაო უბიწოო:
გულის სიტყუათა, ღელუა შემაშფოთებს მე, და შთამნთქამს სიღრმედ ცოდუათა უჯეროთა, ჵ ნავთ სადგურო, მყუდროო სახიერო, არმური მწარე ბრალთა ჩემთა დააცხრუე, ღმრთისა დედაო და მიჴსენ დანთქმისაგან:
ევას წყევისა, პატიჟნი დაჰჴსნენ სძალო, ქრისტეს შობითა, და ადამ აღადგინე, ჩემნიცა ესე ცოდუანი უჩინო-ჰყუენ, და მექმენ თავს-მდებ შენდობისა უშძლოო, რამეთუ შენ ხარ ტკბილი შუამდგომელი:
ჵ დედოფალო, მუცლად-იღე რა ღმერთი, შუენიერება იგი…
გალობა ზ. სძლისპირი. სიყუარულითა.
ჵ დედოფალო, მუცლად-იღე რა ღმერთი, შუენიერება იგი, პირუელისა ხატისა განაახლე, და კუალად დიდებულ-ჰყავ, შეურაცხ-ქმნილი ბუნებაჲ, შობითა უ҃სათა, დაბნელებული განანათლე:
სძალო წმიდაო, თჳნიერ ბუნებათა, წესთა გჳშევ მეუფე, და ქალწულებაჲ წმიდაჲ დაიმარჴე, ეჰა საკჳრუელება, ჩჳლსა აწოებდ ქალწული, უმამოდ ჴორც-შესხმულსა, ჵ ნიჭი სამღთოჲ გამოუთქმელი:
ძისა შენისა, მიმართ კადნიერება გაქუს ვითარცა დედასა, ნუ დაგჳვიწყებ, მონათა შენთა, ქალწულო უბიწოო, ყოვლით კერძოვე მოცულთა ჭირთა მიერ მრავალთა, და გჳჴსნენ მტერთა ბოროტთაგან:
მექმენ მდინარე, წარმღუნელ სულისა ბრალთა, ყოვლად წმიდაო…
გალობა ჱ. სძლისპირი. ყრმანი ბაბილონს.
მექმენ მდინარე, წარმღუნელ სულისა ბრალთა, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთის-მშობელო რომლითა იგი ბიწიან-მყო მაცთურმან, რომელმან გჳშევ მკურნალი განწირულთა, და მოატყუ კაცთა, ცხოვრება საუკუნო:
ბუნება ჩემი ყოვლითურთ უჴმარ-ქმნილი, შეიმოსა რა ქრისტემან უცოდუელად შენგან უსძლოო ყოვლითურთ განაახლა, რომელსა იგი ევედრე ვითარ დედა, და ყოველთავე საძნაურთაგან მიჴსენ:
ქრისტიანეთა სასოო ღმრთის-მშობელო, მოტყინარითა გულითა გევედრებით, და წყლულებასა მას ვნებათა მათ ჩუენთასა, განუაშიშულებთ წინაშე და ვითხოვთ, მოტევებასა ნუ უგულებელს-მყოფ ჩუენ:
გუექმენ ქალწულო, ბრწყინუალება და ნათელ, რომელთა ესე წყუდიადისა მიზეზმან, მოგუფინა მწარე სიბნელე სულიერი, რამეთუ შენ ხარ მნათობთა უნათლესი, და ქრისტეს ღმრთისა, დედაჲ ყოვლად უბიწოჲ:
ღირსად გალობა, შენი შეძლებულ-არს, უსხეულოთა მიერ და…
გალობა თ. სძლისპირი. ჯერ-არს დუმილი.
ღირსად გალობა, შენი შეძლებულ-არს, უსხეულოთა მიერ და ხორციეთა, და შესხმისა წილ დუმილი მიითუალე, ვინათგან ნება სიტყჳსა უმაღლეს-არს, ღმრთისა დედაო, და მოგუეც მადლი შენი:
აღბორგებულნი, ენანი უწესონი, მსგავსად ისართა გუესურიან ჩუენ სიტყუათა, ესენი მჴსნელო ოჴერ-ჰყუენ და ამაოჲ, და ნაკუერჩხალთა მიერ უშრეტთა დაჰსწუენ მეოხებითა დედისა შენისათა:
მძლედ ბარბაროზთა და მტერთა უხილავთა, მოგიგებს ერი შენი ღმრთისა დედაო, რომელნი ძრწოლით ადიდებენ ქრისტესა, ექმენ მათ შემწე უბრძოლუელ უბიწოო, და საძნაურთა ყოველთაგან იჴსნენ:
ჵ მორწმუნეთა ცხოვრბაო მაღალო, ჵ მომცემელო უოხჭნოთა ნიჭთაო, გალობა ესე ვინ შენ მიერ მოცემული, უღირსთა ამათ ბაგეთაგან მითუალე, და ჴსნაჲ ბრალთაგან მომმადლე დედოფალო:
„ღირს არს ჭეშმარიტად“
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · წმიდა მკურნალი პანტელეიმონი (+305)
ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
ტროპარნი
ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩუენნი.
ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
დიდება.
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.
აწ და.
მეოხებითა, უფალო, ყოველთა წმიდათათა და ღვთისმშობელისათა შენი მშვიდობა მომეც ჩვენ და შეგვიწყალენ ჩვენ, ვითარცა მხოლომან მრავალმოწყალემან.
უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის)
40-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ჟამთა ლოცვა
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება… აწ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„უპატიოსნესსა ქერუბინთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
სახელითა უფლისათა, აკურთხე, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი
უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღვთისა სძალო დედოფალო, რომელმან დიდებულითა შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთნენ და განგდებული ბუნება ნათესავისა ჩუენისა ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასო ქმნილთა სასოებაო, მბრძოლვილთა შემწეო, განმზადებულო ხელის აღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელო. ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწთა გულისთქმათა, ყოვლითურთ სიტყვით და საქმით თავი ჩემი უცხო ვყავ, გემოსა და უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთნოყვარე და დედა კაცთმოყვარისა ღვთისა, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა. შეიწირე მწიკვლევანთაგან ბაგეთა შეწირული ვედრება ჩემი, მხედველმან ძისა შენისა, მიმართ, მეუფისა და უფლისა ჩუენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რათა განმიხვნეს მე ნაწლევნი თვისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისანი და უგულებელ-ყვნეს ჩემნი აურაცხელნი შეცოდებანი. მომაქციე მე სინანულად და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე და მექმენ მე კეთილისმოყვარე, მარადის თანალმობილ მოწყალე და აწინდელსა ამას ცხოვრებასა მხურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ და ცხოვრებისა მიმართ წარმმართებელ, და ჟამსა განსვლისა ჩემისასა შეეწიე უბადრუკსა სულსა ჩემსა, და ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან. ხოლო საშინელსა მას დღესა განკითხვისასა, საუკუნოსა სასჯელისაგან მიხსენ და გამოუთქმელსა მას დიდებასა ძისა შენისასა და ღვთისა ჩვენისასა მკვიდრად გამომაჩინე, რომლის მი-მცა მთხვეულ ვართ, დედოფალო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეწევნითა და შუამდგომელობითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი
მომეც ჩუენ, მეუფეო, ძილად მისლვაჲ ესე განსასუენებელად სულისა და ჴორცთა, დამიცვენ ჩუენ ბნელისაგან წყუდიადისა, ძილისაგან ცოდვათაჲსა, და ყოვლისაგან ღამითისა და ბნელისა გემოვნებისა, დააცხრვე ზედა-მოსლვანი ვნებათანი, დაშრიტენ განჴურვებულნი ისარნი ბოროტისანი, ჩემდა მომართ აღძრულნი მზაკუვარებითა, ჴორცთა ზედა-აღდგომაჲ დააყენე და ყოველნი ქუეყნიერნი და ნივთიერნი ზრუნვანი დააძინენ; მომეც ჩუენ, ღმერთო, მღჳძარეჲ გონებაჲ, სიწმიდეჲ გულისსიტყჳსაჲ, გულის სიფრთხილეჲ, ძილი მსუბუქი, და ყოვლისაგან ოცნებისა განყენებულნი აღმადგინენ ჩუენ ჟამსა ლოცვისასა, განმტკიცებულნი მცნებათა შინა შენთა, მქონებელნი შეუგინებელად თავთა შორის ჩუენთა განკითხვათა შენთანი, და ღამეჲ ყოველი ქებად შენდა მოგუმადლე, რაჲთა მოუკლებელად უგალობდე, ვაქებდე და ვაკურთხევდე ყოვლად-წმიდასა და დიდად-შუენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
„უფროსად დიდებულო, მარადის ქალწულო“
უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
წმიდა იოანიკეს ლოცვა
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.
დიდება… აწ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
განტევება
მეუფეო მრავალმოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისათა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა, და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, და წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიისა მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთ მოქმედისათა, და წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკჳრველთ მოქმედისა გიორგისითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა მეფე-დედოფალთა არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე თავდადებულისა, შუშანიკ და ქეთევანისათა, ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, წმიდათა და კეთილმსახურთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდისა მამისა ჩუენისა ილია მართლისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა: (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი, ან ვისიცა არს ხსენება.) და ყოველთა წმიდათა შენთათა, კეთილმითუალულ ყავ ვედრება ჩუენი, მოგუანიჭე ჩუენ შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთა, დაგჳფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნენ ჩუენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი, დაამშჳდე ცხოვრება ჩუენი, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყუარე.
შენდობის წესი
მაკურთხენით, წმიდანო მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
ღმერთმან შეგინდვნეს, წმიდაო მამაო.
ვედრებანი
ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოჲს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭჳნთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა შიოსათჳს.
და ყოვლად-სამღდელოჲსა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიჴსენოს მწყემსთმთავარი მის სამწყსოჲსაჲ) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათჳს.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათჳს, და მთავართა და განმგებელთა მისთათჳს.
წარმართებისათჳს და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მჴედრობათაჲსა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათჳს. მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოჴსნისათჳს ტყუეთაჲსა.
ამიერ წარსრულთათჳს მამათა და ძმათა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათჳს ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათჳს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთასა.
სანატრელთა მართლმადიდებელთა მეფეთათჳს.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათჳს.
აღმაშენებელთათჳს წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათჳს და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და ძმათა ჩუენთათჳს, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა. ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
ვთქუათ თავთა ჩუენთათჳსცა.
უფალო შემიწყალენ 3-გზის.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა მოძულეთა და კეთილისმყოფელთათვის
სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა და თვისთაცა მომადლე საცხოვრებელი თხოვაი მათი და ცხოვრება საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე, რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანა-მავალ ექმენ.განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწიან ჩვენ და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა. მოიხსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. მომიხსენენ, უფალო, ჩვენცა მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოველადუხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.