საწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
50-ე ფსალმუნი (სინანულისა)
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.
უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
90-ე ფსალმუნი („რომელი დამკვიდრებულ არს“)
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსასა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
კვირის
კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ამაღლების ტროპარი
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და ახარე მოწაფეთა შენთა აღთქმითა სულისა წმიდისათა.
განტევება
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.