კურთხევა
თუ მოსდევს პირველ ჟამს – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
ამინ.
დიდება
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
საწყისი ლოცვები
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის · მეტანიით
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კურთხევა
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ
მეტანიით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 34
1 საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;
2 აღიღე ჭური და ფარი და აღსდეგ მწედ ჩემდა.
3 განჰფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთაისა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარი მე.
4 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.
5 იქმენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოსმან უფლისამან აჭირვენ მათ.
6 იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოსმან უფლისამან დევნნეს იგინი.
7 რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრხისა მათისაი და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.
8 ეწიენ მათ საფრხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროი რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საფრხესავე მათსა შეითხინედ.
9 ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.
10 ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
11 რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე.
12 მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვიდროებაი სულისა ჩემისაი იზრახეს.
13 ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაი და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს.
14 ვითარცა ძმაი და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.
15 და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განირყვნეს და არა შეინანეს.
16 განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.
17 უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი.
18 აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა, და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ.
19 ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა.
20 რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
21 განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.
22 იხილე უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან.
23 განიღვიძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, სჯასა ჩემსა.
24 მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემზედა.
25 ნუ იტყვიედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტვიედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი.
26 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათვის; შთაიცუედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.
27 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშვიდობაი მონისა შენისაი.
28 და ენაი ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.
ფსალმუნი 108
1 ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ.
2 რამეთუ პირი ცოდვილისაი და პირი მზაკვარისაი ჩემ ზედა აღეღო, იტყოდეს ჩემთვის ენითა ზაკულითა.
3 და სიტყვითა სიძულილისაითა მომიცვეს მე და მბრძოდეს მე ცუდად.
4 სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს, ხოლო მე ვილოცევდ.
5 და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი სიყუარულისა წილ ჩემისა.
6 დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა.
7 საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას.
8 იქმნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
9 იყუნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი ქურივ.
10 შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოვედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.
11 აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაიცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.
12 ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთაი.
13 იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, ნათესავსა შინა ერთსა აღიხოცენ სახელი მისი.
14 აღიხსენედ უჰსჯულოებაი მამათა მისთაი წინაშე უფლისა, და ცოდვაი დედისა მისისაი ნუ აღიხოცებინ.
15 იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით სახსენებელი მათი.
16 ამის წილ, რამეთუ არა მოიხსენა მან ყოფაი წყალობისაი და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.
17 და შეიყუარა წყევაი, და მოვედინ მისა; და არა ინება კურთხევაი, და განეშორენ მისგან.
18 და შეიმოსა წყევაი ვითარცა სამოსელი, და შთახდა ვითარცა წყალი ნაწლევთა მისთა და ვითარცა ზეთი ძუალთა მისთა.
19 ეყავნ მას ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარე-შეირტყამს.
20 ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძვირსა სულისა ჩემისასა.
21 და შენ, უფალო, უფალო, ჰყავ ჩემ თანა სახელისა შენისათვის, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი.
22 მიხსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის.
23 და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე ვითარცა მკალთა.
24 მუხლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ.
25 და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა; მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი.
26 შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
27 და ჰსცნედ, რამეთუ ხელი შენი ესე არს, და შენ უფალო, ჰყავ ესე.
28 იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონაი შენი იხარებდეს.
29 შთაიცუედ კდემაი, რომელნი მასმენდეს მე, და გარე-შეიმოსედ ვითარცა ორკეცი სირცხვილი მათი.
30 აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას.
31 რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რაითა იხსნას მდევართაგან სული ჩემი.
ფსალმუნი 50
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის · მეტანიით
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ტროპარი · დიდი პარასკევი, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება
ტროპარი დღისა
მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა.
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აწ და მარადის
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლისა
ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ მეყავ ცხორებისათვის სულთა ჩვენთასა
მუხლები
უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან. ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის · მეტანიით
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კურთხევა
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
კონდაკი · დიდი პარასკევი, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება
რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი.
უფალო, შეგვიწყალენ
40-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ლოცვა ჟამთა
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა
მეტანიით
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
კურთხევა
თავის დახრით
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
მღვდლის ლოცვა
ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა წმიდისა მარდარისა
მეუფეო ღმერთო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.