გულანი
საცდელი · 1.11.4
პირველი ჟამი 1 / 46კურთხევა

პირველი ჟამი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

16 იანვარი 2026ხმა 6

მღვდელი

კურთხევა

ცისკრის შემდეგ – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“. ცალკე – „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი“

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 5

1 სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი.

2 მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.

3 განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.

4 რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან.

5 არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.

6 წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა.

7 ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.

8 უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი.

9 რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს.

10 საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო.

11 და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.

12 რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.

ფსალმუნი 22

1 უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს.

2 ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.

3 მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის.

4 ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე.

5 განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.

6 წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.

ფსალმუნი 26

1 უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?

2 მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.

3 განთუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ.

4 ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაი უფლისაი და მოხილვად ტაძარი მისი.

5 რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამფარა მე დაფარულსა კარვისა მისისა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე.

6 და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარე მოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.

7 ისმინე, უფალო, ხმისა ჩემისაი, რომლითა ღაღად-ვჰყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.

8 შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.

9 ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

10 რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.

11 შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათვის.

12 ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღსდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა.

13 მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაი ქუეყანასა მას ცხოველთასა.

14 დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი

ტროპარი დღისა თვენიდან ან პარაკლიტონიდან

აქ ითქმის დღის ტროპარი თვენიდან; ხოლო უკეთუ თვენში არ არის — ხმისა ტროპარი პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან).

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

რაჲ-მე სახელ-გდვათ შენ, ჰოი, მიმადლებულო? ცად, რამეთუ აღმოაბრწყინე მზე სიმართლისაჲ? სამოთხედ, რამეთუ აღმოაცენე ყვავილი უხრწნელებისაჲ? ქალწულად, რამეთუ უხრწნელად ჰგიე? დედად წმიდად, რამეთუ ხელთა შენთა ტვირთულ-გიპყრია ძეჲ ყოველთა ღმრთისაჲ? მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.

მუხლები

სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი. მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი

კონდაკი დღისა

აქ ითქმის დღის კონდაკი თვენიდან ან პარაკლიტონიდან.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა პირველი ჟამისა

ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, აღიბეჭდენ ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა, რაჲთა მას შინა ვიხილოთ ნათელი იგი მიუჩრდილებელი; და წარუმართენ სლვანი ჩვენნი აღსრულებად მცნებათა შენთა, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

გუნდი

ზესთა მბრძოლისა

ზესთამბრძოლისა ჩემისათჳს დაუძლეველისა, გამომხსნელი ჭირთაგან სამადლობელსა შევსწირავ შენდა, ღმრთისმშობელო, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უძლეველი, ყოველთაგან ვნებთა განმათავისუფლე მე, რაჲთა გიგალობდე შენ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

მღვდელი

დიდება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

გუნდი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3). გვაკურთხენ.

მღვდელი

განტევება

ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

გუნდი

ამინ

ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3).