საწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
50-ე ფსალმუნი (სინანულისა)
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.
უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
დიდი (სამშვიდობო) კვერექსი
მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
ყოველდღიური ცისკარი
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ; კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტროპარი
დღეს კეთილნებობისა ღმრთისა წინასახე და კაცთა ცხოვრებისა ქადაგება: ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული ცხადად გამოჩნდების.
ფილიპელთა 4:4–7
გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ; კუალად გეტყჳ: გიხაროდენ. სიტკბოებაჲ ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს. ნურარაჲ გეზრუნვინ, არამედ ყოველსა შინა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვაჲ თქუენი ეუწყენ ღმერთსა. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, დაიცვნეს გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.
ლუკა 11:27–28
და იყო ვითარცა იტყოდა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ხმაჲ ერისა მისგან და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი. ხოლო მან ჰრქუა: ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.
განტევება
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.