კურთხევა
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
დიდება შენდა
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება… აწ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
თავის დახრით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 50
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ფსალმუნი 69
1 ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
2 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.
3 მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
4 გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი.
5 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანისგცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესუ ქრისტე, და წმიდაო სულო, უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩუენ, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, მიითუალე ვედრებაჲ ჩუენი. მჯდომარეო მარჯუენით მამისათაო, მიწყალენ ჩუენ. რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, შენ მხოლოჲ უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ. თჳთოეულსა ღამესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი-ნათესავადმდე. მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. უფალო, შენ შეგევედრე, მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი, მოგუფინე წყალობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა. და ღირს-მყვენ ჩუენ, უფალო, ღამესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე. ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის გალობაჲ, შენდა შუენის ქებაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
კაცობრივსა ენისაგან გალობაჲ შენი ჯეროვანი შეუძლებელ-არს, რამეთუ…
სერობისად. გალობანი, წმიდისა ღმრთის-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ა. სძლისპირი. სასწაულითა.
კაცობრივსა ენისაგან გალობაჲ შენი ჯეროვანი შეუძლებელ-არს, რამეთუ მხოლო კაცთა შორის ნათლითა, უაღრეს ბუნებისა, სიწმიდისათა, განშუენებული, დედად ღმრთისად გამოსჩნდი:
შენგან შობილსა, ორითა ბუნებითა, მართლ-მადიდებლობით აღჳარებთ, სძალო კაცად სრულად და ღთ҃დ გამოუკულეველად, და თჳთეულისა ბუნებათა და ნებათა ვიცნობთ, და ძღწოლით უგალობთ:
ბუნება ჩემი, ყოვლითურთ შეიმოსა, ბუნებით სწორმან ღმრთისა მამისამან, საშოსა შენსა, და ყოვლითურთ განამღთო, ღმრთივ-შუენიერად სძალო, ამისთჳს დედად ღმრთისად გქადაგებთ, და ჯეროვნად გნატრით:
აღგიარებთ შენ, ბჭედ ნათლისად ქალწულო, რომლისა მიერ უაღრეს ბუნებათა, აგებულებაჲ, ჩუენი მიიღო ღმერთმან, და გამოჩნდა ჴორცითა, ყოვლად წმიდაო და ჭეშმარიტად, ღმრთის-მშობლად გქადაგებთ:
აღდგომა მკუდართა მოგუენიჭა, ქალწულო, ყოვლად უბიწოთა შობითა…
გალობა გ. სძლისპირი. ღმერთო მოხედენ.
აღდგომა მკუდართა მოგუენიჭა, ქალწულო, ყოვლად უბიწოთა შობითა შენითა, რამეთუ გჳშევ ცხოვრებაჲ, ბუნებითი, რომელმან მგალობელთა შენთა ცხოვრებაჲ, უკუდავი მოსცა და ზეცად აღამაღლა:
შენგან აღყუავნა, ჵ ყოვლად დიდებულო, ყვავილი იგი სამღთოჲ დაუჭნობელი, სუნნელ-მყოფელი კაცთა ბუნებისა, სამღთოთა მირონითა ღუთაებისათა, მამისა თანა-სწორი დაუსაბამო:
ღმერთი უფალი ჰშევ შენ ღმრთისა დედაო, კაცობრივითა გუამითა და სულითა, ჴორცთა შინა შეკრებულითა თჳნიერ, ქცევისა და შერწყმისა და შერევნისა, რამეთუ ეგო ღუთაება უქცეველად:
პირუელ სიკუდილისა დამონებული ადამ, აწ განთავისუფლდა შობითა შენითა, ჵ ღმრთისა დედაო რამეთუ ცხოვრებაჲ, არსებითი უკუდავი, ზესთა სიტყჳსა, გჳშევ ჴორცითა, და აცხოვნე სოფელი:
ჴმასა წმიდასა გიღაღადებ ქალწულო, რომელი იგი გაბრიელ…
გალობა დ. სძლისპირი. პირუელ აუწყა.
ჴმასა წმიდასა გიღაღადებ ქალწულო, რომელი იგი გაბრიელ გიღაღადა, წეინაშე ღმრთისა საყდართა მდგომარემან, გიხაროდენ შენ ჵ ყოვლად უბიწოო, გიხაროდენ შენ ღრუბელო ნათლისაო:
ზეცისა ძალთა, მთავარი გარდამოჴდა, და გახარებდა და გეტყოდა ქალწულო, ღმერთი ჴორც-შესხმული გამოვიდეს შენგან, ყოვლად წმიდაო, და აცხოვნნეს ყოველნი, სარწმუნოებით მადიდებელნი შენნი:
მახჳლი იგი, და მცუელი ედემისა, აწ მორწმუნეთა გზა-ჰსცემს და შეიყვანებს, რამეთუ ხედავს აღნიშნულთა სისხლითა, ყოვლად წმიდითა შენგან შობილისათა, და აღუსებულთა მადლითა ღმრთის-მშობელო:
ეჰა წმიდაო, წმიდათაო ქალწულო, მოლოდებაჲ და სასოება წარმართთა, და მაცხოვარი და მჴსნელი მორწმუნეთა, გამოგჳბრწყინდა საშოსა შენისაგან, და მგალობელთა შენთა მოგუცა ცხოვრებაჲ:
სასძლოდ საღმრთოჲსა განკაცებისა გიცნობთ, და ტაძრად წმიდად…
გალობა ე. სძლისპირი. საცთურთა ბნელთა.
სასძლოდ საღმრთოჲსა განკაცებისა გიცნობთ, და ტაძრად წმიდად ორთა მათ ბუნებათა, შეერთებისა გჰქადაგებთ უბიწოო, რამეთუ პირუელ განყოფილნი შენ მიერ, სძალო, შეიერთნეს ზესთა ბუნებისა:
ვითარ ცისკარმან აღმოაბრწყინუე, სძალო მზის-თუალი იგი სიმართლისა დაუვალი, შეერთებული ჴორცთა გუამოვნებითა, და წიაღთა შენთა წმიდათა იტჳრთე ღმერთი, ამისთჳს ყოველნი გევედრებით შენ:
შენ ხარ ცხოვრება ჩუენი ღმრთისა დედაო, და სასოება ურცხუენელი უსძლოო, და საფარუელი და შესავედრებელი, და ჴელის-აღპყრობაჲ შენი მაქუს სიმდიდრედ, ჩემდა ნუ უგულებელს-მყოფ მხოლოო კურთხეულო:
შემწე ხარ დიდი კაცთა ნათესავისა, რამეთუ იქმენ სამკჳდრებელ მაღლისა, ჵ დედოფალო ვითარცა ყოვლად წმიდა, და აწ მსწრაფლ მეწიე მუედრებელთა შენთა, და გუექმენ, ძალ-მწე და მფარუელ სასოო ჩუენო:
მზე სიმართლისა იშუა შენგან ქალწულო, რომელმან ღუთაებისა…
გალობა ვ. სძლისპირი. შთაჴდა იონა.
მზე სიმართლისა იშუა შენგან ქალწულო, რომელმან ღუთაებისა ბრწყინუალებითა, სოფელი ესე განანათლა ბრწყინუალედ, რომლისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები, რათა გუაცხოვნნეს, მადიდებელნი შენნი:
გჳჴსნენ მონანი შენნი ყოვლად წმიდაო, განსაცდელთაგან და ვნებათა ღელჳსა, და ნავთ-სადგურად მყუდროდ მიმიძეღუ სძალო, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და სიქადული, და აღდგომაჲ და მჴსნელი და მაცხოვარი:
მართლ-მორწმუნენი და კეთილად მსახურნი, ჭეშმარიტად ღმრთის-მშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ სიტყუა ღმრთისა დაუსაბამოჲ, მამისაგან პირუელ საუკუნეთა შობილი, გამოუთქმელთად ჰშევ ხორცითა ქალწულო:
ვითარცა ტკბილსა წყალობათა უფსკრულსა და მრავალ მოწყალესა და კაცთ-მოყუარესა, ევედრე ჩუენთჳს ძესა შენსა ქალწულო, რომელსა იგი ზრდიდი ვითარცა ჩჩჳლსა, რათა გუაცხოვნნეს შენნი აღმსარებელნი:
ჩუენ კაცთა შორის დაემკჳდა უფალი, შენ მიერ…
გალობა ზ.სძლისპირი. სიყუარულითა.
ჩუენ კაცთა შორის დაემკჳდა უფალი, შენ მიერ ღმრთის-შობელო, რამეთუ გპოვა ტაძარი ვრცელი, საყოფელი საუფლოჲ, ცაჲ სულიერი, საუნჯე წმიდა ქალწულებისა, ამისთჳს გნატრით მორწმუნენი:
შენდამი დამიცს ყოველი სასოება, ჩემი ღმრთისა დედაო, მაცხოვნე მეოხებითა შენითა, და მიჴსენ უბიწოო, სიბნელისაგან, ბოროტთა ვნებათა და ბრალთასა, და ცოდუათა დაცემისაგან:
დამბადებელი ყოველთა და მეუფე საყდართა ხერუვიმთა, ზედა მჯდომარე ჰშევ ქალწულებით, მხოლოო სანატრელო, საგალობელო, ქალწულო და დედაო უსძლოო, და ქალწულად წმიდად დაადგერ:
მოგუეც ქალწულო, ცოდუათა მოტევებაჲ, მადიდებელთა შენთა, და განგუარინენ განსაცდელთაგან და ყოველთა ურუათა, რომელნი ესე, მოგიგბთ სასოდ და სიქადულად, და ზღუდედ და შესავედრებელად:
ყოვლად წმიდაო დედაო მჴსნელისაო, ჭეშმარიტებით გნატრით სასოსა…
გალობა ჱ. სძლისპირი. ყრმანი ბაბილონს.
ყოვლად წმიდაო დედაო მჴსნელისაო, ჭეშმარიტებით გნატრით სასოსა ჩუენსა, რომელი აღმოუცენებ მორწმუნეთა ნეტარებისა სამღთოსა მდინარესა, და სურჳელად გაკურთხევთ, შენ მარადის:
მამისა თანა მოსაყდრე სიტყჳსაჲ მხოლოჲ, ზესთა ცნობისა უცხოდ მუცლად-იღე შენ, და ქალწულმან ჰშევ და ქალწულადუე ეგე, ამისთჳს გიხაროდენსა მიგიძღუანებთ, ყოველი ერი, მარადის გაკურთხევს შენ:
იქმენ ქუეყანა წმიდა ყოვლად წმიდაო, და თავ-წარსხმული უკუდავებისა ქრისტე, და მომცემელი სამღთოსა ცხოვრებისა, გამოიღე ნაყოფად ღმრთისა დედაო, რომელსა ძრწოლით მარადის ვაკურთხევთ მას:
ღმრთისა ჩუენისა დედასა უბიწოსა, გნატრით ყოველნი და მთავარ ანგელოსისა თანა, გიხაროდენსა ყოვლად წმიდაო ქალწულო, სასოო ჩუენო და შესავედრებელო:
ეჰა სიმართლე საიდულოთა შენთა, ღმრთისა დედაო რამეთუ…
გალობა თ. სძლისპირი. ჯერ არს დუმილი.
ეჰა სიმართლე საიდულოთა შენთა, ღმრთისა დედაო რამეთუ შენ შორის დღეს, საცნაურ-იქნნეს ღმრთისა განკაცებისაჲ, და განახლებისა ჩუენისა დიდებულნი, ძალნი და ნიშნი, რომლითა მაცხოვნენ ჩუენ:
ეჰა სიმაღლე შენთა საიდუმლოთა, რამეთუ ძე ღმრთისა ჴორც-შესხმულ გჳშევ, ზესთა ცნობისა დედაო და ქალწულო რომელი ძალითა ღუთაებისათა ჰმართებს ყოველთა და უპყრიეს და განაგებს:
ჵ სასწაულიც ცნობათა უაღრესი, რამეთუ შენ მხოლომან გჳშევ სიტყუაჲ ღმრთისა, რომელ იგი არს ბრწყინუალებაჲ მამისა, და ქუელის-მოქმედი და მაცხოვარი ჩუენი, რომლისა მიმართ მეოხ-გუეყავ ქალწულო:
ჵ სასწაულთა შენთა დიდებულება, ქალწულო წმიდაო რამეთუ საიდუმლო, საუკუნითგან დაფარული საუფლო, გამოუთქმელად გჳშევ და განგჳცხადე, მისა ვედრებად ჩუენთჳს ნუ დააცადებ:
„ღირს არს ჭეშმარიტად“
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · წმიდა მოციქული მატათა (დაახ. +63)
მოციქულო წმიდაო, მატათა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ტროპარნი
ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩუენნი.
ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
დიდება.
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.
აწ და.
მეოხებითა, უფალო, ყოველთა წმიდათათა და ღვთისმშობელისათა შენი მშვიდობა მომეც ჩვენ და შეგვიწყალენ ჩვენ, ვითარცა მხოლომან მრავალმოწყალემან.
უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის)
40-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ჟამთა ლოცვა
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება… აწ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„უპატიოსნესსა ქერუბინთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
სახელითა უფლისათა, აკურთხე, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი
უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღვთისა სძალო დედოფალო, რომელმან დიდებულითა შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთნენ და განგდებული ბუნება ნათესავისა ჩუენისა ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასო ქმნილთა სასოებაო, მბრძოლვილთა შემწეო, განმზადებულო ხელის აღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელო. ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწთა გულისთქმათა, ყოვლითურთ სიტყვით და საქმით თავი ჩემი უცხო ვყავ, გემოსა და უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთნოყვარე და დედა კაცთმოყვარისა ღვთისა, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა. შეიწირე მწიკვლევანთაგან ბაგეთა შეწირული ვედრება ჩემი, მხედველმან ძისა შენისა, მიმართ, მეუფისა და უფლისა ჩუენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რათა განმიხვნეს მე ნაწლევნი თვისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისანი და უგულებელ-ყვნეს ჩემნი აურაცხელნი შეცოდებანი. მომაქციე მე სინანულად და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე და მექმენ მე კეთილისმოყვარე, მარადის თანალმობილ მოწყალე და აწინდელსა ამას ცხოვრებასა მხურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ და ცხოვრებისა მიმართ წარმმართებელ, და ჟამსა განსვლისა ჩემისასა შეეწიე უბადრუკსა სულსა ჩემსა, და ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან. ხოლო საშინელსა მას დღესა განკითხვისასა, საუკუნოსა სასჯელისაგან მიხსენ და გამოუთქმელსა მას დიდებასა ძისა შენისასა და ღვთისა ჩვენისასა მკვიდრად გამომაჩინე, რომლის მი-მცა მთხვეულ ვართ, დედოფალო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეწევნითა და შუამდგომელობითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი
მომეც ჩუენ, მეუფეო, ძილად მისლვაჲ ესე განსასუენებელად სულისა და ჴორცთა, დამიცვენ ჩუენ ბნელისაგან წყუდიადისა, ძილისაგან ცოდვათაჲსა, და ყოვლისაგან ღამითისა და ბნელისა გემოვნებისა, დააცხრვე ზედა-მოსლვანი ვნებათანი, დაშრიტენ განჴურვებულნი ისარნი ბოროტისანი, ჩემდა მომართ აღძრულნი მზაკუვარებითა, ჴორცთა ზედა-აღდგომაჲ დააყენე და ყოველნი ქუეყნიერნი და ნივთიერნი ზრუნვანი დააძინენ; მომეც ჩუენ, ღმერთო, მღჳძარეჲ გონებაჲ, სიწმიდეჲ გულისსიტყჳსაჲ, გულის სიფრთხილეჲ, ძილი მსუბუქი, და ყოვლისაგან ოცნებისა განყენებულნი აღმადგინენ ჩუენ ჟამსა ლოცვისასა, განმტკიცებულნი მცნებათა შინა შენთა, მქონებელნი შეუგინებელად თავთა შორის ჩუენთა განკითხვათა შენთანი, და ღამეჲ ყოველი ქებად შენდა მოგუმადლე, რაჲთა მოუკლებელად უგალობდე, ვაქებდე და ვაკურთხევდე ყოვლად-წმიდასა და დიდად-შუენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
„უფროსად დიდებულო, მარადის ქალწულო“
უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
წმიდა იოანიკეს ლოცვა
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.
დიდება… აწ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
განტევება
მეუფეო მრავალმოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისათა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა, და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, და წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიისა მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთ მოქმედისათა, და წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკჳრველთ მოქმედისა გიორგისითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა მეფე-დედოფალთა არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე თავდადებულისა, შუშანიკ და ქეთევანისათა, ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, წმიდათა და კეთილმსახურთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდისა მამისა ჩუენისა ილია მართლისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა: (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი, ან ვისიცა არს ხსენება.) და ყოველთა წმიდათა შენთათა, კეთილმითუალულ ყავ ვედრება ჩუენი, მოგუანიჭე ჩუენ შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთა, დაგჳფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნენ ჩუენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი, დაამშჳდე ცხოვრება ჩუენი, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყუარე.
შენდობის წესი
მაკურთხენით, წმიდანო მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
ღმერთმან შეგინდვნეს, წმიდაო მამაო.
ვედრებანი
ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოჲს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭჳნთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა შიოსათჳს.
და ყოვლად-სამღდელოჲსა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიჴსენოს მწყემსთმთავარი მის სამწყსოჲსაჲ) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათჳს.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათჳს, და მთავართა და განმგებელთა მისთათჳს.
წარმართებისათჳს და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მჴედრობათაჲსა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათჳს. მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოჴსნისათჳს ტყუეთაჲსა.
ამიერ წარსრულთათჳს მამათა და ძმათა ჩუენთათჳს.
ყოველთათჳს, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათჳს ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათჳს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთასა.
სანატრელთა მართლმადიდებელთა მეფეთათჳს.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათჳს.
აღმაშენებელთათჳს წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათჳს და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და ძმათა ჩუენთათჳს, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა. ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
ვთქუათ თავთა ჩუენთათჳსცა.
უფალო შემიწყალენ 3-გზის.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა მოძულეთა და კეთილისმყოფელთათვის
სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა და თვისთაცა მომადლე საცხოვრებელი თხოვაი მათი და ცხოვრება საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიმადლე, რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანა-მავალ ექმენ.განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწიან ჩვენ და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელნი ტყვეობასა შინა არიან და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა. მოიხსენენ, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი და მიეც მათ საცხოვნებელი თხოვაი მათი, და ცხორება საუკუნო. მომიხსენენ, უფალო, ჩვენცა მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლე გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა, მეოხებითა ყოველადუხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.