კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი · წინადღესასწაული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ფერისცვალებისა
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენირებისათა.
ფსალმუნი 24
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
1 შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.
2 ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი.
3 და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად.
4 გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.
5 მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.
6 მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან.
7 ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო.
8 რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ჰყუნეს ცოდვილნი გზასა.
9 უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი.
10 ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.
12 ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ჰყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;
13 სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი.
14 ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი აუწყოს მათ.
15 თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი.
16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდ-შობილ და გლახაკ ვარი მე.
17 ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე.
18 იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.
19 იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილითა ამაოდ მომიძულეს მე.
20 იცევ სული ჩემი და მიხსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.
21 უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ უფალო.
22 იხსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.
ფსალმუნი 25
1 მისაჯე მე უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რაითა არა მოუძლურდე.
2 გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი.
3 რამეთუ წყალობაი შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა.
4 არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე.
5 მოვიძულე კრებული უკეთურთაი და უღმრთოთა თანა მე არ დავჯდე.
6 დავიბანნე უბრალოებით ხელნი ჩემნი და გარე-მოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო:
7 სმენად ჩემდა ხმაი ქებისა შენისაი და მითხრობად ყოველი საკვირველებაი შენი.
8 უფალო, შევიყუარე შუენიერებაი სახლისა შენისაი და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისაი.
9 ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა;
10 რომელთა ხელნი მათნი უშჯულოებასა შინა არიან, მარჯუენაი მათი აღივსო ქრთამითა.
11 ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე, უფალო, და მიწყალე მე.
12 ფერხი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.
ფსალმუნი 26
1 უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?
2 მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.
3 განთუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ.
4 ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაი უფლისაი და მოხილვად ტაძარი მისი.
5 რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამფარა მე დაფარულსა კარვისა მისისა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე.
6 და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარე მოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.
7 ისმინე, უფალო, ხმისა ჩემისაი, რომლითა ღაღად-ვჰყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.
8 შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.
9 ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
10 რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.
11 შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათვის.
12 ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღსდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა.
13 მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
14 დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
ფსალმუნი 27
1 შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
2 ისმინე, უფალო, ხმაი ვედრებისა ჩემისაი ვედრებასა ჩემსა შენდამი, აღპყრობასა ხელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა.
3 ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა ნუ თანა-წარმწყმედ მე, რომელნი იტყვიან მშვიდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკეთურებასა - გულთა შინა მათთა.
4 მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთაისა; საქმეთაებრ ხელთა მათთაისა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე.
5 რამეთუ არა გულისხმა-ჰყვნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ხელთა მისთასა მიხედნეს; დაამხუნე იგინი და არა აღაშენნე.
6 კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ხმაი ლოცვისა ჩემისაი.
7 უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ხორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას.
8 უფალი ძალ არს ერისა თვისისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თვისისა.
9 აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.
ფსალმუნი 28
1 შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა.
2 შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.
3 ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.
4 ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდად შუენიერებით.
5 ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.
6 და დააწულილნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი ლიბანისაი, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი.
7 ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაი.
8 ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი.
9 ხმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ მისი.
10 უფალმან წყლით-რღუნაი დაამკვიდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.
11 უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
ფსალმუნი 29
1 აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.
2 უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვჰყავ შენდამი და განვიკურნო.
3 უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიხსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
4 უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
5 რამეთუ რისხვაი არს გულის წყრომასა მისსა და ცხორებაი არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.
6 ხოლო მე ვსთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.
7 უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარე-მიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.
8 მე შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.
9 რაი-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაი შენი?
10 ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.
11 მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაი ჩემი და გარე-შემარტყ მე სიხარული,
12 რაითა გიგალობდეს შენ ჩემი და არა შევინანო, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ.
ფსალმუნი 30
1 შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე.
2 მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.
3 რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათვის მიძღუე მე და გამომზარდო მე.
4 და გამომიყვანო მე საფრხისა ამისგან, რომელ დამირწყეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო.
5 და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი; მიხსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.
6 მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვენ ამაოებაი ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ.
7 ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იხსენ ჭირთაგან სული ჩემი;
8 და არა მიმცე მე ხელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერხნი ჩემნი.
9 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულის წყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
10 რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაი ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკობითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.
11 ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე გარე განივლტიედ ჩემგან.
12 დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული.
13 რამეთუ მესმა მე ყუედრებაი მრავალთაი, რომელნი გარემოის იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაი სულისა ჩემისაი იზრახეს.
14 ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვსთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი.
15 და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი; მიხსენ მე ხელთაგან მტერთა ჩემთაისა და მდევართა ჩემთაისა.
16 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
17 უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად.
18 უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყვიან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.
19 ვითარ მრავალ არს წყალობაი სიტკბოებისა შენისაი, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათვის წინაშე ძეთა კაცთასა.
20 დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაისა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათაისა.
21 კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკვირველ ჰყო წყალობაი მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.
22 ხოლო მე ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარი მე პირისაგან თუალთა შენთაისა; ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.
23 შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა.
24 მხნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.
ფსალმუნი 31
1 ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.
2 ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაი, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაი.
3 რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;
4 რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.
5 ცოდვაი ჩემი გაუწყე შენ და უშჯულოებაი ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაი გულისა ჩემისაი.
6 ამისთვის ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაი ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნაი წყალთა მრავალთაი მას არა მიეახლოს.
7 შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარე-მომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე-მოუცავ მე.
8 გონიერ გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხვიდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.
9 ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს.
10 მრავალ გუემა არიან ცოდვილთათვის, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაი გარე-მოადგეს მათ.
11 იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა.
უსჯულოებათა შინა მიდგომილი, და ცოდუათა შინა განფრდილი…
ორშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოგიისათა (ესე იგი ფსალმუნებისა) წარდგომანი სინანულისანი. ჴმა. ა.
უსჯულოებათა შინა მიდგომილი, და ცოდუათა შინა განფრდილი, უძღები ესე ქრისტე, ვერ ვიკადრებ ახილუად სიმაღლესა ცისასა, არამედ სასოებითა კაცთ-მოყუარებისა შენისათა ვღაღადებ, ღმერთო მილხინე ცოდჳლსა ამას და შემიწყალე მე:
უკეთუ მართალი ძლით ცხონდეს, მე სადა გამოვჰსჩნდე…
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე.
უკეთუ მართალი ძლით ცხონდეს, მე სადა გამოვჰსჩნდე ცოდჳლი ესე, რომელმან სიმძიმჱ და სიცხჱ დღისა არა ვიტჳრთე, არამედ მეათერთმეტისა მის ჟამისა თანა შემრაცხე სახიერ და მაცხოვნე მე:
უხრწნელო ღმრთის-მშობელო, ცათა შინა კურთხეულო, და ქუეყანასა…
დიდება, აწდა.
უხრწნელო ღმრთის-მშობელო, ცათა შინა კურთხეულო, და ქუეყანასა ზედა დიდებულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო:
ფსალმუნი 32
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
1 იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაი.
2 აუარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.
3 აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.
4 რამეთუ წრფელ არს სიტყუაი უფლისაი და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან.
5 უყვარს წყალობაი და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაითა სავსე არს ქუეყანაი.
6 სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა, ყოველი ძალი მათი.
7 შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა ზღვისათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.
8 ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკვიდრებულნი სოფლისანი.
9 რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.
10 უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი.
11 ხოლო ზრახვაი უფლისაი უკუნისამდე ჰგიეს და გულის სიტყუანი გულისა მისისანი, თესლითი თესლადმდე.
12 ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისად.
13 ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი.
14 განმზადებულით სამკვიდრებელით თვისით მოხედნა ყოველთა ზედა დამკვიდრებულთა ქუეყანისათა.
15 რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ჰყვნის ყოველნი საქმენი მათნი.
16 არა ცხოვნდების მეფე მრავლითა ძალითა თვისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაითა.
17 ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თვისითა არა განერეს.
18 აჰა ესერა თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა.
19 ხსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.
20 ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა.
21 რამეთუ მისსა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.
22 იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.
ფსალმუნი 33
1 ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.
2 უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.
3 განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
4 გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.
5 მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.
6 ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.
7 დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.
8 განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
9 გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა.
10 მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
11 მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ.
12 ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
13 დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა;
14 მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას.
15 თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
16 პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი.
17 ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.
18 მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
19 მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან.
20 დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.
21 სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ.
22 იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.
ფსალმუნი 34
1 საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;
2 აღიღე ჭური და ფარი და აღსდეგ მწედ ჩემდა.
3 განჰფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთაისა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარი მე.
4 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.
5 იქმენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოსმან უფლისამან აჭირვენ მათ.
6 იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოსმან უფლისამან დევნნეს იგინი.
7 რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრხისა მათისაი და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.
8 ეწიენ მათ საფრხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროი რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საფრხესავე მათსა შეითხინედ.
9 ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.
10 ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
11 რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე.
12 მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვიდროებაი სულისა ჩემისაი იზრახეს.
13 ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაი და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს.
14 ვითარცა ძმაი და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.
15 და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განირყვნეს და არა შეინანეს.
16 განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.
17 უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი.
18 აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა, და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ.
19 ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა.
20 რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
21 განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.
22 იხილე უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან.
23 განიღვიძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, სჯასა ჩემსა.
24 მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემზედა.
25 ნუ იტყვიედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტვიედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი.
26 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათვის; შთაიცუედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.
27 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშვიდობაი მონისა შენისაი.
28 და ენაი ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.
ფსალმუნი 35
1 თქვის უშჯულომან ცოდვასა შინა გულსა თვისსა, არა არს შიში ღმრთისაი წინაშე თუალთა მისთა.
2 რამეთუ ზაკუვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უშჯულოებისა თვისისა და სიძულილისა.
3 სიტყუანი პირისა მისისანი უშჯულოება და ზაკუვა, არა ინება მან გულისხმის-ყოფაი კეთილისაი.
4 უშჯულოებაი იზრახა საწოლსა ზედა თვისსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არა-კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა.
5 უფალო, ზეცას არს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ვიდრე ღრუბელთამდე;
6 სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო.
7 ვითარცა განამრავლე წყალობაი შენი, ღმერთო, ხოლო ძენნი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ.
8 დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაითა და ღუარი საშუებელისა შენისაი ასუა მათ.
9 რამეთუ შენგან არს წყაროი ცხორებისაი და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი.
10 მოჰფინე წყალობაი შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა.
11 ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერხი ამპარტავანებისაი და ხელი ცოდვილისაი ნუ შემძრავნ მე.
12 მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგომად.
ფსალმუნი 36
1 ნუ გშურნ უკეთურთაი, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
2 რამეთუ ვითარცა თივაი მსთუად განხმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაი ადრე დამოცვივენ.
3 ესევდ უფალსა და ჰყავ სიტკბოებაი, დაემკვიდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა.
4 იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი.
5 განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი და ესევდ მას და მან ჰყოს;
6 და გამოაბრწყინოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვაი შენი - ვითარცა დღე შუაი.
7 დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უშჯულოებასა.
8 დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულის წყრომაი და ნუ ეშურები, რაითამცა უკეთურებდი.
9 რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი.
10 და წუთღა, და არა იყოს უღმრთოი და ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოვო;
11 ხოლო მშვიდთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და იშუებდენ მრავლითა მშვიდობითა.
12 უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;
13 ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაისწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.
14 მახვილი იხადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშვილდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.
15 მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ.
16 შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.
17 რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნის მართალნი უფალმან.
18 იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკვიდრობაი მათი უკუნისამდე ეგოს;
19 არა სირცხვილეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ. რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ,
20 ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი განქარდენ.
21 ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის.
22 რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ.
23 უფლისა მიერ წარემართების სლვაი კაცისაი, და გზაი მისი ენებოს ფრიად.
24 რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ხელსა მისსა.
25 ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა.
26 მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.
27 მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი და დაემკვიდრე უკუნითი უკუნისამდე.
28 რამეთუ უფალსა უყუარს მსჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისმდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნენ და თესლი უღმრთოთაი მოისრას.
29 ხოლო მართალთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და დაემკვიდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა.
30 პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა.
31 შჯული ღმრთისა მისისაი არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი.
32 ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებენ მას, რაითამცა მოკლა იგი;
33 ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხვიდეს მას.
34 დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაი მისი, და აღგამაღლოს შენ დამკვიდრებად ქუეყანისა, და მოსრვაი ცოდვილთაი იხილო.
35 ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა.
36 და თანა-წარვხედ და აჰა არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი.
37 დაიცევ უმანკოებაი და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშვიდებელისაი.
38 ხოლო უშჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღრმთოთაი წარწყმდეს.
39 ხოლო ცხორებაი მართალთაი უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა.
40 და შეეწიოს მათ უფალი და იხსნნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას.
წიაღნი მამულნი განმიხუენ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით…
შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი. ჴმა. ა. მჴედარნი რომელნი.
წიაღნი მამულნი განმიხუენ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით წარუაგე ცხორებაჲ ჩემი, სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ-ვარ, კაცთ-მოყუარებისა შენისასა მაცხოვარ, დაგლახაკებულსა ამას ნუ უგულებელს-ჰყოფ სულსა ჩემსა, რამეთუ შენ უფალო სინანულით გიღაღადებ, ვჰსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა:
საყდარი შენი საშინელ-არს, და მჰსჯავრი შენი სამართალ…
მიწყალე მე უფალო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე.
საყდარი შენი საშინელ-არს, და მჰსჯავრი შენი სამართალ, და საქმენი ჩემნი უკეთურ, არამედ ჵ მრავალ-მოწყალეო, მსწრაფლ მეწიე და მაცხოვნე მე, და ტანჯუათაგან განმარინე, და მიჴსენ მეუფეო ნაწილისა მისგან თიკანთასა, და ცხოვართა შენთა სამწყსოსა თანა აღმრაცხე, მაცხოვარო ჩემო მრავალ-მოწყალე:
შეეწიე უძლურსა სულსა ჩუენსა ქალწულო, და გჳჴსნენ…
დიდება. აწდა. ღმრთის-მშობლისა. მსგავსივე.
შეეწიე უძლურსა სულსა ჩუენსა ქალწულო, და გჳჴსნენ ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთაგან, რამეთუ სიღრმეთა შინა წარწყმედისათა მიწევნულვართ ყოვლად უბიწოო, და ჟამსა საშინელისა მის სიკუდილისაგან, გამოგჳჴსნენ ჴელთაგან უწყალოთა ეშმაკთასა, და გჳჴსნენ ყოვლისაგან სატანჯველისა საუკუნოჲსა:
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ცოდუათა ჩემთა ბიწი განბანე სიტყუაო
კანონი სინანულისა. ქმნილი. უფლისა იოსებისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ:
ცოდუათა ჩემთა ბიწი განბანე სიტყუაო:
სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან, და ზღვა მღელუარე…
იოსებ: გალობა. ა. ჴმა ა. სძლის-პირი.
სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან, და ზღვა მღელუარე სიტყჳთ განაჴმო პირუელ, და დღეს უხრწნელად, იშუა ქალწულისაგან, და წარმიძღუა ჩუენ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობთ:
მოწყალებითა შენითა ქრისტე ღმერთო, ცოდუანი ჩემნი აღჴოცენ გევედრები, და გულის-სიტყუაჲ, მოქცევისა მომმადლე, რათა ვადიდებდე მე, სიტკბოებათა შენთა უფსკრულსა და სახიერებასა:
სახიერებით და წყალობით გამოჰსჩნდი, განკაცებულად ქუეყანასა ზედა, ღმრთისა სიტყუაო, და აწ სინანულითა, შეიწყნარე ცოდჳლი მოწყალებათა შენთა მოსავი და ნუ უგულებელს-მყოფ:
მოწამეთა:
ნებსით სიკუდილსა, ქრისტესსა ჰბაძევდით თქუენ, და ვნებათა მისთათჳს ვნებაჲ დაითმინენით, ყოვლად ქებულნო უკუდავსა ცხოვრებასა ღირს-იქმნენით მარტჳლნო, მრავალ-სახეთა ტანჯუათა მიერ, და ძჳრ ძჳრთა სიკუდილთა:
სიყუარულისა, ღმრთისა ცეცხლი შინაგან, წარჩინებულად გეტჳრთათ მოწამენო. და ცეცხლისაგან, ხილულისა ყოვლადუე, არა შესძრწუნდით მჴნენო, და აღგზებულთა ტანჯუათა მიერ დასწჳთ კერპთა საცთური:
ძალნი ცათანი, ჩუენთა გიგალობენ, ღმრთისა დედაო ყოვლად…
ღმრთის-მშობლისა.
ძალნი ცათანი, ჩუენთა გიგალობენ, ღმრთისა დედაო ყოვლად საგალობელო, რამეთუ ღმერთი, გარე-შეუწერელი, გჳშევ გამოუთქმელად, და ქალწულადუე, წმიდად დაადგერ ვ҃ა პირუელ შობისა:
პირუელი ანგელოსთა მიმართ გალობაჲ
მეორე კანონნი უჴორცოთა მიმართ, რომლისა კიდურ-წერილობა
პირუელი ანგელოსთა მიმართ გალობაჲ.
წინაშე საყდართა ღმრთისათა, ბრწყინუალედ მდგომარენო ყოვლად წმიდანო…
ჴმა ა. გალობა ა. მარჯუენა შენი უძლეველი.
წინაშე საყდართა ღმრთისათა, ბრწყინუალედ მდგომარენო ყოვლად წმიდანო, მთავარ-ანგელოსნო დაუსაბამოსა მამისა სიტყუასა, ქრისტესსა ევედრენით, რათა მომცეს სიტყუაჲ გალობად თქუენდა:
სარკედ საღმრთოჲსა ნათლისა, შემწყნარებელად ბრწყინუალებასა მას დიდსა, სამებისა წმიდისასა ანგელოსთა განწყობილნი და გუნდნი პირუელად მოიგონნა, და განაწესნა ღუთაებისა ძალმან:
რომელმან დაჰბადნა ღუთაებრ განწყობილნი ზეცისა ძალთანი, ხერუვიმთა…
ღმრთის-მშობლისა.
რომელმან დაჰბადნა ღუთაებრ განწყობილნი ზეცისა ძალთანი, ხერუვიმთა უმაღლესსა მას საშოსა შენსა დაეკჳდრა, ქალწულო მარიამ და უქცეველად შენგან განკაცნა:
ღმერთო მოხედენ, მონათა გალობასა, და დაამდაბლე სათავე…
გალობა გ. სძლისპირი.
ღმერთო მოხედენ, მონათა გალობასა, და დაამდაბლე სათავე მაცთურისა და ზესთა აღამაღლე დღეს ეკკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენ, მოსავნი შენნი მართლ-მადიდებლობასა:
მოვედ ჵ სულო, და განიფრთხუე და ღაღადებდ…
ტროპარნი.
მოვედ ჵ სულო, და განიფრთხუე და ღაღადებდ, დაფარულთა განმკითხუელისა მიმართ, და აჩუენე ნაყოფი სინანულისა, რათა შეგიწყალოს შენ, ტკბილმან უფალმან, და ცეცხლისაგან საუკუნოსა გიჴსნას:
მილხინე ღმერთო მოწყალეო, მილხინე მსგავსად მეზუერისა სულთქმით გიღაღადებ, ტჳრთითა ცოდუათათა დაღონებული, და უსჯულოებათა მიერ დანთქმული, და სირცხჳლითა უზომოდ აღუსებული:
ჭეშმარიტითა სიბრძნითა ბრწყინვალეთა, სიბრძნენი იგი წარმართთანი განაცოფნეს, და სიბრძნის მოძღუარი ბოროტი შეჰმუსრეს, და ახოვნად იღუაწეს, მჴნეთა მარხჳთა და გჳრგჳნითა ძლევისათა შეიმკუნეს:
ერთი ბუნებით, და სამი გუამოვნებით, მტკიცითა სარწმუნოებითა აღიარეთ, და მრავალ-ღუთაებისა ბნელი განსდევნეთ, და მნათობად გამოსჩნდით ღმრთივსულიერად, და განანათლებთ გულსა მორწმუნეთასა:
სძალო წმიდაო სიწმიდით გჳშევ სიტყუაჲ, თანა სწორი…
ღმრთის-მშობლისა.
სძალო წმიდაო სიწმიდით გჳშევ სიტყუაჲ, თანა სწორი მამისა და თანა მოსაყდრე, წმიდა-მყოფელი სულითა ყოვლად-წმიდითა, მისთა წმიდა-მყოფელთა, რომლისა მიმართ ჩუენჳს ვედრებად ნუ დააცადებ ღირსო:
ნათელსა მას ღუთაებისასა, წინაშე დგანან ჴერუვიმ სერაფიმნი…
სხუა, სძლისპირი. შენ მხოლოო რომელმან.
ნათელსა მას ღუთაებისასა, წინაშე დგანან ჴერუვიმ სერაფიმნი, და მის-მიერითა ბრწყინუალებითა, აღვებულნი ნათელ-მეორე იქმნებიან, და ნათლითა მისითა, განანათლებენ ერთა, ღირსად მადიდებელთა მათთა:
რომელნი ესე სურჳელ-ვართ ანგელოსთა მჴედრობისა გალობად მათ მიერ, ვითხოოთ ჩუენ დღეს, შეწევნა ღმრთისა, მორწმუნენო, განწმედილითა გულითა, რათა მოგუანიჭოს ჩუენ, მათ მიერ მადლი იგი სულიერი:
გონებათა უზესთაესსა, ყოვლისა არსებისასა სიტყუასა, ღირს-იქმნა გაბრიილ სმენად, და მოგართუა ჴმაჲ სიხარულისა ქალწულო, რამეთუ გახარებდა ძისა ღმრთისა მხოლოსა, შენგან განჴორციელებასა ღირსო:
კანონი (I–III გალობა)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
პირუელ აუწყა, წწ҃რ-მეტყუელებით, ცხოვრებაჲ კაცთა ამბაკომ, და…
გალობა დ. სძლისპირი.
პირუელ აუწყა, წწ҃რ-მეტყუელებით, ცხოვრებაჲ კაცთა ამბაკომ, და იტყოდა რისხუასა შინა, მოიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოთ მაღნართათ მორახუედ შენ მაცხოვარ, ერისა ამის სიტყუა დამბადებელი:
ვისმე გამსგავსო სულო ჩემო გლახაკო, რამეთუ იქმ…
ტროპარნი.
ვისმე გამსგავსო სულო ჩემო გლახაკო, რამეთუ იქმ შენ ძჳრთა და უჯეროთა, და ყოვლსად არა გსურის კეთილისათჳს, არამედ ჴმა-ჰყავ ქრისტეს მჴსნელისა მიმართ, გულთ-მეცნიერო მილხინე და მაცხოვნე:
მომმადლე მჴსნელო სინანული, რომელი განუწესე შენ, შენდამი მოქცეულთა, და პირუელ სიკუდილისა მომცენ მე ცრემლნი, მსგავსად მეძჳსა, და სულთქმანი ლმობილნი და ღირს-მყავ დალტობად ფერჴთა შენთა სახიერ:
მდინარეთაგან სულისათა აღივსნეს, ქრისტეს მჴედარნი, ღმრთისა წამის-ყოფითა…
მოწამეთა.
მდინარეთაგან სულისათა აღივსნეს, ქრისტეს მჴედარნი, ღმრთისა წამის-ყოფითა, და ღუარნი მღურიენი საცთურთანი განაჴმნეს, ყოვლად ქებულთა და მორწმუნეთა გულნი მორწყეს უხუებით და მადლითა აღავსნეს:
დიდად იღვაწეს საღმრთოთა მოწამეთა, რამეთუ ძჳრნი ყოველნი მოითმინეს, და ცეცხლი და მახჳლი არად შერაცხეს, მეოხებითა მათითა ქრისტე ღმერთო, გჳჴსნენ ჭირთაგან და ტანჯუათა მწარეთა:
ძე ღმრთისა მხოლო, რომელი იშუა პირუელ საუკუნეთა…
ღმრთის-მშობლისა.
ძე ღმრთისა მხოლო, რომელი იშუა პირუელ საუკუნეთა მამისა მხოლოსაგან აწ, ჟამიერი შობაჲ მიიღო ჩუენ-თჳს, შენგან ქალწულო, და მრავალ ჟამეული მტერობაჲ დაჰჴსნა ჟამთა დამბადებელმან:
საყდარნი, და სერაფიმნი ხერუვიმთა თანა, და ყოველთა…
სხუა. სძლისპირი. ღაღადჰყო. ამბაკომ.
საყდარნი, და სერაფიმნი ხერუვიმთა თანა, და ყოველთა დასთა ზეცისათა ღირსად შესწირუენ ღმერთსა, დიდებასა და განბრწყინდებიან, ცნობად საიდუმლოთა მისთა, და იტყჳან უფალო დიდება ძალსა შენსა:
აქებენ სამ-გუამოვნებით ღუთაებისა ძალსა, წმიდა-არსობისა გალობითა დაუდუმებელად, ხერუვიმ სერაფიმნი და საყდარნი ჰქადაგებენ საიდუმლოთა, და იტყჳან უფალო დიდება ძალსა შენსა:
სიბრძნისა სივრცესა და ცნობისა სიმაღლესა, ერთარსისა მარტივისა მხოლოჲსა, მოწიწებით მიიღებენ ხერუვიმნი, და შემდგომთა მობაძავად ღმრთისა მისცემენ, და მიჰფენენ მათ ზედა ბრწყინუალებასა:
რომელი უზესთაეს არს ყოვლისა არსებისა, ქალწულო საშოსა…
ღმრთის-მშობლისა.
რომელი უზესთაეს არს ყოვლისა არსებისა, ქალწულო საშოსა შინა შენსა განჴორციელდა, აღსრულებად ცხოვრებისა ჩუენისა, საიდუმლოსა განგებულებით, და იშუა შენგან ღმერთი და კაცი სრული:
საცთურთა ბნელთა, ღამისათა შენდობად მოხუედინ ქრისტე, აღმსთობილნი…
გალობა ე. სძლისპირი,
საცთურთა ბნელთა, ღამისათა შენდობად მოხუედინ ქრისტე, აღმსთობილნი შევსწირავთ, დღეს გალობასა შენდა, ვითარცა ღმერთ-ხარ, რათა წარმიძღუე გზასა მშჳდობისასა შესლუად, სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ:
ხრწნილებისაგან ვნებათასა განჳხრწენ, ჵ მართლ-მსაჯულო უფალო და…
ტროპარნი.
ხრწნილებისაგან ვნებათასა განჳხრწენ, ჵ მართლ-მსაჯულო უფალო და მეშინის, შენისა მისგან სამართლად განკითხჳსა, და გევედრები განმაძლიერე ყოფად, ღირსთა საქმეთა განმამართლებელთა ჩემთა:
საცნაურნი და უცნაურნი საქმენი, ჩემნი შენ უწყნი დამბადებელო ჩემო, ნუ უკუე დამსჯი ჟამსა სასჯელისასა, რაჟამს მოხჳდე განსჯად დაბადებულთა მსნელო, არამედ მომეც ბრალთა შენდობაჲ:
უფროს ცეცხლისა, ეგზებოდეს მარტჳლნი, სიყუარულითა ქრისტეს მეუფისათა…
მოწამეთა.
უფროს ცეცხლისა, ეგზებოდეს მარტჳლნი, სიყუარულითა ქრისტეს მეუფისათა, და წარუვალთა კეთილთა სასოება, შეაცურევდა მათ უფროს ცუართა ცისათა, და აწ, მათთანა იხარებენ ნეტარნი:
სასოებითა მერმეთათა მტკიცექმნილნი, ჴორცთა დაჭრასა ახოვნად თავს-იდებდეს, ქრისტეს მჴედარნი, და ძარღჳთა თმენათათა, მოაშთუეს ღირსთა, მტერი სულთა მომსრუელი ბილწი, და ჩუენ-თჳს ითხოვენ წყალობასა:
სასწაულთა მათ გამოუკულეველისა შობისა შენისათა, გამოთქმად ენა…
ღმრთის-მშობლისა
სასწაულთა მათ გამოუკულეველისა შობისა შენისათა, გამოთქმად ენა, ვერ შემძლებელ-არს, სძალო ყოვლად წმიდაო, რამეთუ ჩჩჳლებრ ჰყევ, და წიაღთა იტჳრთე სიტყუაჲ, არსთა მპყრობელი და მმართებელი:
საღმრთოთა მით სურჳლითა მოტყინარენი მთავრობანი, უფლებანი, ძალნი…
სხუა, სძლისპირი. შენ რომელმან განანათლე.
საღმრთოთა მით სურჳლითა მოტყინარენი მთავრობანი, უფლებანი, ძალნი, ჴელმწიფებანი და საყდარნი განწყობილნი აქებენ, დაუდუმებელითა პირითა ერთ-არსებასა სამებისასა:
სულითა მით ყოვლად-წმიდითა განმტკიცებულნი დასნი ანგელოსთა, მთავარ-ანგელოსთა და ძალთანი, ურიცხუთა მათ ერთა თანა, ზეცისათა განათლდებიან, და ღუთაებისა ძალსა აქებენ:
განშუენდი შენ, უფროს ბრწყინუალებასა ანგელოსთასა, რაჟამს იგი…
ღმრთის-მშობლისა.
განშუენდი შენ, უფროს ბრწყინუალებასა ანგელოსთასა, რაჟამს იგი ანგელოსთა შემოქმედი იტჳრთე, ღმრთის-მშობელო ქალწულო, და გჳშევ ჴორც-შესხმული ღმერთი, ერთ გუამად ორითა ბუნებითა:
შთახდა იონა, სიღრმესა მას ზღჳსასა, და ღაღადებდა…
გალობა ვ. სძლისპირი.
შთახდა იონა, სიღრმესა მას ზღჳსასა, და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით, აღმოიყუანე დანთქმისაგან უფალო, ხოლო მე ქრისტე, შენდა მომართ ვღაღადებ, უგულებელს ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლჱ:
ეჰა მკურნალო განწირულთაო ქრისტე, განჰკურნე ვნებაჲ, გონებისა ჩემისა, და უფსკრულითა წყალობათა შენთათა, განმბანე მეცა ცოდუათა და ბრალთაგან, რათა ვაქებდე მოწყალებათა შენთა:
მთხრებლთა მათ შინა, ცოდუათასა შთაჴდილი, და შეცთომილი გზათა წარწყმედისათა, და შეცდომილი გზათა წარწყმედისათა, მომაქციე მე, გზათა ცხოვრებისათა, რომელ-არიან, წმიდათა სამართალთა, შენთა ალაგნი, წრფელნი და უცთომელნი:
ჭეშმარიტებით ქუათა პატიოსანთა, ქუათა მათ მიერ მქოლუელთა…
მოწამეთა.
ჭეშმარიტებით ქუათა პატიოსანთა, ქუათა მათ მიერ მქოლუელთა განტჳნულთა, არა უარ-ჰყუეს კლდე იგი ცხოვრებისა, გჳრგჳნითა განშუენებულთა მარტჳლთა, არცა თავს-იდუეს გებაჲ კერპთა ქჳსათა:
ერქუნისა მიერ, ქრისტეს ბრძანებათასა, ანეულ-ჰყუნეს სულნი თჳსნი მოწამეთა, და ღუაწლთა იგი ნაყოფნი შუენიერნი, აღაყუავილნეს მათ ას სამოცეულად, და შუებასა მას სანატრელსა ღირს-იქმნეს:
ცეცხლი რა საღმრთოჲ, ჰშევ ქალწულებით სძალო, ცეცხლისფერთა…
ღმრთის-მშობლისა.
ცეცხლი რა საღმრთოჲ, ჰშევ ქალწულებით სძალო, ცეცხლისფერთა მათ, ძალთა უაღრეს იქმენ, და უზესთაეს ყოველთა გონებათა, დედათა შორის კურთხეულო ქალწულო, ღმრთისა დედაო ჵ ღმრთივ მიმადლებულო:
ჱესნი იგი, ანგელოსთანი ქრისტე, წინაშე საყდარსა შენსა…
სხვა. სძლისპირი. მომიცუა ჩუენ.
ჱესნი იგი, ანგელოსთანი ქრისტე, წინაშე საყდარსა შენსა, დიდებულსა დაუცხრომელითა ჴმითა, გაქებენ თანა მამით და სულით წმიდითურთ შენ ხარ ძალი უძლეველი, და სიმტკიცჱ მათი:
პირსა შენსა ხედუენ სამარადისოდ ანგელოსნი და განიცდიან, შუენიერებასა მას მიუთხრობელსა, და იხარებენ ხილჳთა მით შენითა, შენ ხარ ღმერთი ნათელი, ბრწყინუალე და სიქადული მათი:
იშუა შენგან, ქალწულო ღმრთის-მშობელო, ჴორცითა უჴორცო სიტყუა…
ღმრთის-მშობლისა.
იშუა შენგან, ქალწულო ღმრთის-მშობელო, ჴორცითა უჴორცო სიტყუა, რომელმან ღუთაებრ ყოველივე დაბადა, ბუნებაჲ უხილავთა და ხილულთა, და დაგიცუა შემდგომად შობისა შენისა უჴრწნელად:
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
კონდაკი · წინადღესასწაული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ფერისცვალებისა
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოთ განბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერს ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა.
კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
აქ იკითხება დღის კონდაკი.
სიყუარულითა, ყოველთა მჴსნელისათა, არად შერაცხეს ყრმათა, რისხუაჲ…
გალობა ზ. სძლისპირი.
სიყუარულითა, ყოველთა მჴსნელისათა, არად შერაცხეს ყრმათა, რისხუაჲ მძლავრისა, ღმრთის-მოძულისა, და ცეცხლსა შეთხეულნი, არა შეიწუნეს და ესრეთ ღაღადებდეს მამათა, ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:
სათნოებისა, თანა შემწეობითა ლომთა პირნი დაუყუნა დანიილ, რომელსა ემსგავსე შენ, სულო ჩემო და ლომი იგი მყჳრალი უქმ-ჰქმენ შენ, შთანთქმად შენდა მოსწრაფედ ღმრთისა მიმართ წამის-ყოფითა:
უძღებებისა გარდარეულებითა, სული ჩემი შევბღალე, სიმრავლითა წყალობათა შენთათა, შემიწყნარე მე ქრისტე, ცოდჳლი ესე, ვითარცა შჳლი იგი უძღები, რათა გაკურთხევდე მარადის:
სჯულსა საღმრთოსა, კეთილად დამარხჳთა, უსჯულოთა მათ მძლაცრთა…
მოწამეთა.
სჯულსა საღმრთოსა, კეთილად დამარხჳთა, უსჯულოთა მათ მძლაცრთა სივერაგენი უქმჰქმნეს მარტჳლთა, უძლეველთა ჭურჳლთა, და სჯულიერად სრულ-ქმნილნი ღაღადებდეს მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:
ღმრთივ-ბრწყინვალეთა, უფლისა მოწამეთა, ელვარეთა მნათობთა, სამკჳდრებელთა სამებისათა, ბნელი იგი ტანჯუათა, და საცთურისა წყუდიადი განულეს ღმრთივ-შუენიერად, და ჩუენ-თჳს ითხოვენ წყალობასა:
შენ მიერ სძალო, განახლდების ბინებისა სჯულნი ზესთა…
ღმრთის-მშობლისა.
შენ მიერ სძალო, განახლდების ბინებისა სჯულნი ზესთა სიტყჳსა, რამეთუ სჯულისა მომცემელი, თჳნიერ ბუნებისა, საზღუართა გჳშევ, ყოველთა მაცხოვარი, და მჴსნელი, და ქებული მამათა ღმერთი:
ნათელი ხარ დაუსაბამო ქრისტე, გამოსრული მამისაგან, ანგელოსთა…
სხუა. სძლისპირი. ვა҃ რა სიონს შინა.
ნათელი ხარ დაუსაბამო ქრისტე, გამოსრული მამისაგან, ანგელოსთა მჴედრობანი, ნათლად დაჰბადენ შენ, სარკედ შემწყნარებელად, ელუასა შენისა ღუთაებისასა, და ვღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
ნათესავი კაცთა დაიცევ ქრისტე, მთავარ-ანგელოსთა ოხითა, და მცუელად მოგუცენ იგინი, ჩუენ მორწმუნეთა შენთა, რომელნი თაყუანის-გცემთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და გიღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
გონება და ენაჲ, ვერ შემძლებელ-არს, საკჳრუელებათა შენთა მითხრობად ყოვლად ძლიერო, რომელმან განაშუენენ, ზეცისა მჴედრობათა, ყოველნი შემკობილებანი, დიდებულმან ღმერთმან და უფალმან მამათა ჩუენთამან:
შენგან ღირსო, ძე უდედოდ შობილი პირუელ საუკუნეთა, განხორციელდა უმამოდ, და კაც-იქმნა ყოვლითურთ, რათა აცხოვნეს კაცნი, რომელნიცა სარწმუნოებით ღაღადებენ, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
ყრმანი ბაბილონს, შეუწუელნი პირუელად სახე გექმნა შენ…
გალობა ჱ. სძლისპირი
ყრმანი ბაბილონს, შეუწუელნი პირუელად სახე გექმნა შენ ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღუთაებისა, და დაგიცუა შენ უვნებელად უბიწოო, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ:
ჵ მჴსნელო ჩემო, ქრისტე ყოვლად ძლიერო ბნელისა…
ტროპარნი:
ჵ მჴსნელო ჩემო, ქრისტე ყოვლად ძლიერო ბნელისა ამის ჩემ ზედა მდებარისა, არმური დაჰხსენ და მიჴსენ მონაჲ ესე შენი, წყუდიადისაგან ბრალთა და ცოდუათასა, და გულის-თქმათა მწჳრისაგან მწარისა:
რაჟამს ინებო, განკითხუად ქუეყანისა, მოსლუაჲ დიდებით მეორედ ქრისტე ღმერთო, მარჯუენეთა მათ შენთა თანა შემრაცხე, და ნაწილსა მას რჩეულთასა მიჩინე, რათა მარადის მადლობით გაკურთხევდე:
ქუეყანაჲ იგი წმიდა დაიმკჳდრეთ თქუენ, ყოვლად ქებულნო…
მოწამეთა.
ქუეყანაჲ იგი წმიდა დაიმკჳდრეთ თქუენ, ყოვლად ქებულნო წმიდანო მოწამენო, რამეთუ ქუეყანასა ზედა იღუაწეთ, და ზეცისა კეთილთა მიემთხჳენით, და ქრისტეს ღმრთისა დიდებასა განიცდით:
განიძარცუენით ჴორცნი ესე მოკუდავნი, და მაღლით-გარდამო, უკუდავებისა იგი სამოსელი ბრწყინუალე შეიმოსეთ, და ქრისტესა ღმერთსა უგალობთ მარტჳლნო, ჴმითა ტკბილითა და აკურთხევთ მარადის:
ჴმანი წმიდანი შორითუე გქადაგებდეს, დედად მჴსნელისად ყოველთა…
ღმრთის-მშობლისა.
ჴმანი წმიდანი შორითუე გქადაგებდეს, დედად მჴსნელისად ყოველთა მეუფისა, ღმრთის-მშობელო ქალწულო დიდებულო, და ჭეშმარიტად სრულ იქმნნეს, თქმულნი მათნი და შენგან იშუა ღმერთი და კაცი სრული:
ბრწყინუალეთა და შუენიერთა, ზეცისა მჴედრობათა, აღუსებულთა სამებისა…
სხუა სძლისპირი. საჴმილსა რა.
ბრწყინუალეთა და შუენიერთა, ზეცისა მჴედრობათა, აღუსებულთა სამებისა წმიდისა ნათლითა, მივემსგავსნეთ და ჴმაჰვყოთ აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ვითარცა არს წყაროჲ კეთილთა, სამება წმიდა ღუთაებაჲ, ძალითა თჳსითა დაჰბადნა ნათელნი, მეორენი შემწყნარებელნი პირუელსა და მარადის უგალობენ, და ამაღლებენ მას უკუნისამდე:
დამბადებელმან გონებამან, ზეცისა მჴედრობანი, გონიერნი დაჰბადნა უაღრეს ბუნებისა, მახლობელად თჳსსა, და ჰჴმობენ შუენიერად აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
უ҃ზესთაეს სიტყჳსა სძალო, პირუელ საუკუნეთა მამისაგან შობილი…
ღმრთის-მშობლისა.
უ҃ზესთაეს სიტყჳსა სძალო, პირუელ საუკუნეთა მამისაგან შობილი, შევ ჴორცითა უთესლოდ, რომელსა უღაღადებთ აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ჯერ-არს დუმილი, ვინათგან ვერ შეუძლებთ, ღირსებით ქებად…
გალობა თ. სძლისპირი:
ჯერ-არს დუმილი, ვინათგან ვერ შეუძლებთ, ღირსებით ქებად შენდა დღეს ღმრთის-მშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუენისა, შევჰსწიროთ შესხმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ:
ქანანელისა მისებრ ვჰჴმობ შემიწყალე, რამეთუ სული მაქუს…
ტროპარნი.
ქანანელისა მისებრ ვჰჴმობ შემიწყალე, რამეთუ სული მაქუს ეშმაკთა მიერ, განლიგებული და ბოროტად გუემული, და უჯეროდ და უწესოდ მავალი, კაცთ-მოყუარეო და მომეც შიში შენი:
კლდესა მას ზედა ბრძანებათა შენთასა, დაამტკიცენ სლუანი სულისა ჩემისანი, და შეაბრკოლე მჴდომი ჩემი ჩემ-ქუეშე, და მიჴსენ ზაკულებათა მისთაგან, ჵ სახიერო და მრავალ-მოწყალეო:
აჰა ესერა განულეთ მჴნენო მარტჳლნო, წყალი იგი მძაფრი წინა-დაუდგრომელი, განსაცდელთა და ტანჯუათა მძჳნუარეთა, და ღელუა ჭირთა და იწროებათა, და სუფევასა ზეცათასა შეხუედით:
ბრწყინუალებითა საღმრთოთა, შემკობილნი ნათელსა მას წარუვალსა ღირს-იქმნენით, და კრებულსა მას შინა პირმშოთასა იშუებთ, და ანგელოსთა მწყობრსა თანა იხარებთ მარტჳლნო, მათ თანა ჩუენ-თჳს ევედრენით ქრისტესა:
მოგყავს მკლავითა მტჳრთუელი ცისკიდეთა, და აწოებ მზრდელსა…
ღმრთის-მშობელო.
მოგყავს მკლავითა მტჳრთუელი ცისკიდეთა, და აწოებ მზრდელსა დაბადებულთასა, ზესთა ცნობისა არს საიდუმლო ესე, კიდობანო საღმრთოთა სიწმიდეთაო, ღმრთისა დედაო, ამის-თჳს გიგალობთ შენ:
მხილუელად შენისა დიდებისა, უჴორცოთა ძალნი დაჰბადენ მეუფეო…
სხუა სძლისპირი სახედ მუცლად-ღებისა.
მხილუელად შენისა დიდებისა, უჴორცოთა ძალნი დაჰბადენ მეუფეო, და აწ გევედრებით მათ მიერ დაიცევ ერი, რომელი ლმობიერად გევედრების, რათა სარწმუნოებით, გალობითა საღმრთოთა გადიდებდეთ:
მოეც სახიერ ანგელოსი, მშჳდობისა მფარუელად სამწყსოსა შენსა, რამეთუ ღმერთი მშჳდობისა და სიყუარულისა ხარ შენ ქრისტე, და აწ გევედრებით, მტერისა საბრჴეთაგან გამოგჳჴსნენ, რათა გადიდებდეთ:
ყოვლითურთ საწადელო და საგალობელო სიტკბოებაო მეუფეო, ზეცისა ბრწყინუალე და საწადელი სიტკბოებაჲ, დაჰნერგე ეკკლესიასა შინა შენსა, და მყუდრო დაწყნარებაჲ, მოეც მაცხოვარ მოსავთა შენთა:
ძალნი ცათანი უგალობენ, ყოვლად წმიდაო ქალწულო შენგან…
ღმრთის-მშობლისა.
ძალნი ცათანი უგალობენ, ყოვლად წმიდაო ქალწულო შენგან შობილსა რამეთუ ხედუენ განღთობილსა წესთ-მთავრობანი, და აღუსებულნი მის მიერ ბრწყინუალებითა, ჴმითა საწადელითა, წმიდა ღმრთის-მშობელსა გადიდებენ:
სხუა საუკუნოჲ მიგელის შენ სულო ჩემო, და…
აღჳვსნითსა ზედა დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ა.
სხუა საუკუნოჲ მიგელის შენ სულო ჩემო, და მსაჯული, რომელსა ეგულუების შენთა დაფარულთა და ძჳრთა განქიქებაჲ, ნუ უკუე დაადგრები აქა, არამედ ისწრაფე და ჰჴმობდ მსაჯულისა მიმართ, ღმერთო მილხინე ვითარცა მეზუერესა მას, და მაცხოვნე მე:
ნუ განმაგდებ მე მაცხოვარო ჩემო, მედგრობითა ცოდუათათა შეპყრობილსა, განაფრთჴუე გულის-სიტყუაჲ ჩემი მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე, და მომანიჭე მე მეათერთმეტისა მის ჟამისა მუშაკთა სასყიდელი და დიდი წყალობა:
ღუაწლით-შემოსილთა ქრისტესთა, მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვჰსცემდეთ, გალობითა…
მოწამეთა.
ღუაწლით-შემოსილთა ქრისტესთა, მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვჰსცემდეთ, გალობითა და შესხმითა სულიერითა, ნათელთა სოფლისათა, და ქადაგთა სარწმუნოებისათა, წყაროთა დაუწყუედელთა, რომელთაგან აღმოდის მორწმუნეთათჳს კურნებაჲ, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო ჩუენო, მსჳდობაჲ მოანიჭე სოფელსა შენსა, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ:
უწმიდესო ყოველთა წმიდათა ძალთაო, და უპატიოსნესო ყოველთა…
დიდბა, აწდა. ღმრთის-მშობლისა. ზეცისა განწესებულთა.
უწმიდესო ყოველთა წმიდათა ძალთაო, და უპატიოსნესო ყოველთა ქმნულთაო. ღმრთის-მშობელო დედოფალო სოფლისაო, გჳჴსნენ ჩუენ, რომელმან ჰშევ მჴსნელ ჩუენი, ყოველთაგან ცოდუათა წყულბათა და განსაცდელთაგან ვედრებითა შენითა:
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო…
ორშაბათსა. მომიხსენენი. ჴმა ა.
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო ჯურისა მიერ ავაზაკი შეიყვანა ქრისტემან მას შინა, რომელი ჰჴმობდა მომიჴსენე მე უფალო ოდეს მოხჳდე, სუფევითა შენითა:
ცრემლნი სინანულისანი, წყალობით მომმადლენ, ქრისტე ღმერთო სახიერ, ურიცხუთა მათ ბოროტთა, ჩემთა სიმავლესა განმწმედელად, და სუფევისა შენისა ზიარებასა ღირს-მყავ ქუელის-მოქმედ, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:
ანგელოზთა შენთა გუნდსა, აღუსძრავთ მეოხებად, შენდამი სახიერო გუაცხოვნენ ჩუენ მათ მიერ, და უგულებელს-ჰყუენ ბრალთა ჩუენთა სიმრავლენი, მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, ვითარცა ხარ მრავამოწყალე:
სისხლთა თქუენთა მდინარითა, მოაშთუენ წმიდანო, საცნაური ფარაო…
მოწამეთა:
სისხლთა თქუენთა მდინარითა, მოაშთუენ წმიდანო, საცნაური ფარაო, და აწ აღმოაცენებთ, კურნებათა მადლსა და უფსკრულსა სალმობათასა განაჴმობთ, ამისთჳს გნატრით თქუენ ღმერთ-შემოსილნო, მეოხ-გუეყუენით სულთა ჩუენთა-თჳს:
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა ვადიდებდეთ, ხოლო სულსა…
დიდება.
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა ვადიდებდეთ, ხოლო სულსა წმიდასა ყოველნი შევასხმიდეთ, და უღაღადებდეთ, მომიჴსენენ სამებაო ღმერთო ჩუენო სარწმუნოებით თაყუანის-მცემელნი შენნი, წყალობით სასუფეველსა შენსა:
ღმრთის-მშობელო, რომელმან ჰშევ ნათელი უჟამოჲ, დაბნელებული ესე…
აწდა. ღმრთის-მშობლისა.
ღმრთის-მშობელო, რომელმან ჰშევ ნათელი უჟამოჲ, დაბნელებული ესე სული ჩემი, ეშმაკთა ბოროტთა ბრძოლითა, განანათლე ჵ ყოვლად საგალობელო, და შუა-მდგომელობითა შენითა მიჴსენ, ცეცხლისაგან საუკუნოჲსა:
„ღირს არს“
უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
მთავარ-ანგელოსნო და ანგელოსნო, მთავრობანო, უფლებანო, ძალნო ჴელმწიფებანო…
ყოველთა შჳდეულთანი დღისაებრ. ორშაბათსა. დედანო ყურად-იღეთ.
მთავარ-ანგელოსნო და ანგელოსნო, მთავრობანო, უფლებანო, ძალნო ჴელმწიფებანო, საყდარნო, მრავალ-თუალნო ხერუვიმნო, ექუს-ექუს ფრთენო სერაფიმნო, ევედრენით ჰჴსნად ჩუენდა განსაცდელთაგან და ცეცხლისა დაუსრეტელისა:
წმიდაო შუამდგომელო ჩემო, და შესავდრებელო ძლიერო, და…
ღმრთის-მშობლისა, მსგავსი.
წმიდაო შუამდგომელო ჩემო, და შესავდრებელო ძლიერო, და საფარუელო სოფლისაო, შეგივრდები შენ მჰჴმობელი, განსაცდელთაგან მიჴსენ მე, და გამომიტაცე ცეცხლისაგან საუკუნოჲსა:
აქებდითის დასაწყისი
აქებდით უფალსა ცათაგან, შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
ყოველდღიური დოქსოლოგიის წინ
შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება, შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.
ყოველდღიური დოქსოლოგია
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.
სავედრებელი კვერექსი
ხოლო შემდეგომად დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი:
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სტიქარონსა ზედა დასდებელნი
აქ იგალობება დღის სტიქარონები ჩასართავებზე (სტიქარონსა ზედა).
სტიქარონის მუხლები
აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
ფსალმუნის 91-ის მუხლები
კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · წინადღესასწაული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ფერისცვალებისა
ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენირებისათა.
მრჩობლი კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
პირველი ჟამი
სადაგ დღეს ცისკარს მეყსეულად მოსდევს პირველი ჟამი; განტევება პირველი ჟამის ბოლოს არის (ტიპიკონი, თავი 9).