კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი და ღვთისმშობლისა
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
აქ იკითხება დღის ტროპარი თვენიდან ან რვახმიდან.
ფსალმუნი 70
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
1 შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე.
2 სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.
3 მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.
4 ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უშჯულოისათა და ცრუისათა.
5 რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან.
6 შენდამი განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის.
7 ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.
8 აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.
9 ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე.
10 რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა-ყვეს ერთბამად.
11 და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა.
12 ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ.
13 ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა შეიმოსედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის.
14 ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა.
15 პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაი.
16 შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა; უფალო, მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოისაი.
17 ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა.
18 და მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო, ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა.
19 ძლიერებაი შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?
20 რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე.
21 განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაი შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანასითა კუალად აღმომიყვანე მე.
22 და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაითა ჭეშმარიტებაი შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო.
23 იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იხსენ.
24 უფროის და ენაიცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძვირსა ჩემსა.
ფსალმუნი 71
1 ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა.
2 განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.
3 მიიღედ მთათა მშვიდობაი ერისაი და ბორცუთა სიმართლე.
4 განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლეს ცილის მწამებელი.
5 და თანა-ეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი ნათესავადმდე.
6 გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაი ცურინ ქუეყანასა ზედა.
7 გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე.
8 და უფლებდეს იგი ზღვითი ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.
9 მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.
10 მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას.
11 და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას.
12 რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.
13 ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნეს.
14 აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.
15 და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.
16 იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი.
17 იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.
18 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რომელმან ჰყვის საკვირველი მხოლომან.
19 და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ.
ფსალმუნი 72
1 ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათვის.
2 ხოლო ჩემი კნინღა და შემიძრწუნდეს ფერხნი, მცირედღა და შემიცთეს სლვანი ჩემნი.
3 რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშვიდობასა რაი ცოდვილთასა ვხედევდ.
4 რამეთუ არა არს ახილვაი სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.
5 შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.
6 ამისთვის შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმერთოებაი და სიცრუვე თვისი.
7 და გამოხდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაითა.
8 განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს.
9 დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენაი მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.
10 ამისთვის მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.
11 და თქუეს: ვითარ-მე აგრძნა ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაი მაღლისა თანა?
12 აჰა ესერა ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე.
13 და ვსთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ხელნი ჩემნი.
14 და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაი ჩემი განთიად.
15 და ვსთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.
16 და გულსა მომიხდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე.
17 ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისხმა-ვჰყო აღსასრული მათი.
18 ხოლო ზაკუვისა მათისათვის დასდევ მათთვის ბოროტი და დაამხუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა.
19 ვითარღა იქმნეს მოსაოხრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უშჯულოებისა მათისათვის?
20 ვითარცა სიზმარი განღვიძებულისაი, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ჰყო.
21 რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს.
22 და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისხმა-ვჰყავ; ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე.
23 და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ხელი მარჯუენე ჩემი.
24 და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.
25 რამეთუ რაი ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა?
26 მოაკლდა გულსა ჩემსა და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.
27 რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.
28 ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაი ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.
ფსალმუნი 73
1 რად განგვიშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად. განრისხდა გულის წყრომაი შენი ცხოვართა ზედა სამწყსოისა შენისათა.
2 მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან; იხსენ კუერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთაი სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა.
3 აიხუენ ხელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენ მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა.
4 და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ჰსცნეს.
5 ვითარცა გამოსლვასა ზესკნელსა;
6 ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს. ბჭენი მათნი, რაითურთით ცულითა და წერაქვითა დაამხუეს იგი.
7 დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაი.
8 თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.
9 რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინასწარმეტყუელ, და ჩუენ არავინ გვიცნნეს მერმეცა.
10 ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მხდომი სახელსა შენსა სრულიად.
11 რად გარე-მიიქცევ ხელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად.
12 ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაი შორის ქუეყანასა.
13 შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაი, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა;
14 შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისაი მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.
15 შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განახმენ მდინარენი ითამისანი.
16 შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.
17 შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.
18 ესე მოიხსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი.
19 ნუ მისცემ მხეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.
20 მოჰხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაითა სახლნი უშჯულოთანი.
21 ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხვილეული; გლახაკი და დავრდომილი, აქებდენ სახელსა შენსა.
22 აღსდეგ, ღმერთო, საჯე სჯაი შენი, მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.
23 ნუ დაივიწყებ ხმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაი მოძულეთა შენთაი ამაღლდა მარადის.
ფსალმუნი 74
1 აღგიაროთ შენ ღმერთსა, აღგიაროთ შენ, და ვხადოთ სახელსა შენსა, მიუთხრობდე ყოველთა საკვირველებათა შენთა;
2 რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე.
3 განკფდა ქუეყანაი და ყოველნი მკვიდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.
4 ვარქუ უშჯულოთა: ნუ უშჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა;
5 ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყვით ღმრთისათვის სიცრუვესა.
6 რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათაისა.
7 რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის.
8 რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინისა ურწყოისა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა, სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.
9 ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.
10 და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაი მართლისაი.
ფსალმუნი 75
1 განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
2 იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამკვიდრებელი მისი სიონს.
3 რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი.
4 განანათლებ შენ საკვირველად მთათაგან საუკუნეთა.
5 შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა სიმდიდრისაი ხელითა მათითა.
6 მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისაო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე-სხდეს ჰუნებსა.
7 შენ საშინელ ხარ, და ვინ წინა-აღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაი შენი.
8 რაჟამს ზეცით სასმენელ ჰყავ მსჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა.
9 რაჟამს აღდგებოდა ღმერთი სჯად, განრინებად ყოველთა მშვიდთა ქუეყანისათა.
10 რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისაი დღესასწაულობდეს შენდა.
11 ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოის მისა, შეწირონ ძღუენი.
12 საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა.
ფსალმუნი 76
1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე.
2 დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა.
3 მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი.
4 მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე.
5 ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიხსენენ.
6 და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.
7 ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე.
8 ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე?
9 ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?
10 და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი.
11 მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი.
12 და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.
13 ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?
14 შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი.
15 და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.
16 გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი.
17 დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.
18 ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი.
19 ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.
20 უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და აჰრონისითა.
ხედჳდა რა ავაზაკი წინა-მძღუარსა ცხოვრებისასა, ჯუარსა ზედა…
ოთხშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ჱ.
ხედჳდა რა ავაზაკი წინა-მძღუარსა ცხოვრებისასა, ჯუარსა ზედა დამოკიდებულად იტყოდა, არათუმცა ღმერთი იყო განჴორციელებული, ჩუენთანა ჯუარ-ცმული ესე, არამცა დაეფარნეს მზესა შარავანდედნი თჳსნი, არცამცა ქუეყანა შერყევით შეიმუსრუოდა, არამედ რომელმან ყოველივე თავს-იდევ, მომიჴსენე მჴსნელო სასუფეველსა შენსა:
შორის ორთა ავაზაკთა, სასწორად სიმართლისა იპოვა ჯუარი…
აღამაღლებდით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:
შორის ორთა ავაზაკთა, სასწორად სიმართლისა იპოვა ჯუარი შენი უფალო, რამეთუ ერთი იგი ჯოჯოხეთად შთაიყუანა სიმძიმემან გმობისამან, ხოლო მეორე იგი აღასუბუქნა ბრალთაგან, მეცნიერებამან ღმრთის-მეტყუელებისამან, ქრისტე ღმერთო დიდება შენდა:
ტარიგსა და მწყემსსა და მჴსნელსა, ტარიგი გხედჳდა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა. სიბრძნე და სიტყუა.
ტარიგსა და მწყემსსა და მჴსნელსა, ტარიგი გხედჳდა რა ჯუარსა ზედა, გოდებით ტიროდა, და სიმწარისა გლოვითა ჰჴმობდა, სოფელსა უხარის რამეთუ მიიღებს განთავისუფლებასა, ხოლო ნაწლევნი ჩემნი შეიწუებიან, რამეთუ გხედავ შენ ჯუარსა ზედა ვნებულად, რომელსა დაითმენ წყალობისა და მოწყალებისათჳს სულ-გრძელებით უფალო, უფსკრულო მოწყალებისაო, წყაროო დაუწყუედელო, მოწყალე გუექმენ, და მოგუანიჭე ცოდუათა შენდობაჲ, სარწმუნოებით მგალობელთა საღმრთოსა ვნებისა შენისათა:
ფსალმუნი 77
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
1 ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.
2 აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა.
3 რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ.
4 არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ ქმნა.
5 და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა.
6 რაითა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა.
7 რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.
8 რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო ჰყო ღმრთისა თანა სული თვისი.
9 ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.
10 არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი.
11 და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩუენნა მათ.
12 წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნა საკვირველებანი ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.
13 განაპო ზღუაი და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი ვითარცა თხიერთა.
14 და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა.
15 განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.
16 გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.
17 და შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.
18 და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის.
19 და იდრტვინეს ღმრთისა და თქუეს: ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაი უდაბნოსა შინა.
20 ვინაითგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განზადებად ტაბლაი ერსა თვისსა?
21 ამისთვის ესმა უფალსა და განრისხნა და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის, და რისხვაი ახდა ისრაელსა ზედა.
22 რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაი, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.
23 და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდმო და ბჭენი ცათანი განახუნა.
24 და უწვიმა მათ მანანაი საჭმლად და პური ცათაი მოსცა მათ.
25 და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.
26 აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თვისითა ჩრდილოი.
27 და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწაი ხორცი და ვითარცა ქვიშაი ზღუათაი, მფრინველი ფრთოვანი.
28 და დაცვიოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოის კარვებსა მათსა.
29 და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულის-თქუმაი მათი მოსცა მათ.
30 და არა ხუებულ იქმნეს გულის-თქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა,
31 და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათ ზედა; და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა.
32 ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკვირველებათა მისთაი.
33 და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.
34 რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმრთისა მიმართ.
35 და მოიხსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მხსნელ მათდა არს.
36 და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.
37 ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა.
38 არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.
39 და მოიხსენა, რამეთუ ხორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.
40 რაოდენ გზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა.
41 და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაი იგი ისრაელისაი განარისხეს.
42 არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღესა მას, რომელსაცა იხსნა იგინი ხელისაგან მაჭირვებელთა მათთაისა.
43 ვითარ-იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა.
44 და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი, რაითა არა სუან.
45 მიავლინა მათდა ძაღლის მწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.
46 და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა.
47 მოსრა სეტყვითა ვენახები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთვილითა.
48 მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა.
49 მიავლინა მათდა რისხვაი გულის წყრომისა მისისაი, გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.
50 გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთაისა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.
51 და დასცა ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;
52 და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერსა თვისსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ,
53 და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.
54 და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;
55 და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაი.
56 და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს.
57 და მიაქციეს და შეურაცხჰყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშვილდად ელამად.
58 განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას.
59 ესმა ღმერთსა და უგულებელსჰყო და შეურაცხჰყო ფრიად ისრაელი.
60 და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა.
61 და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა.
62 და შეაყენა მახვილსა ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს-ყო.
63 ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.
64 მღვდელნი მათნი მახვილითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.
65 და განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღვინოსა.
66 და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.
67 განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;
68 არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთაი სიონი, რომელ შეიყუარა.
69 და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.
70 და გამოირჩია მან დავით, მონაი თვისი, და შეიწყნარა იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა.
71 და ცხოვართა მუცელ-ქუმულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა თვისისა.
72 და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაითა და გონიერებითა ხელთა მისთაითა უძღოდა მათ.
ფსალმუნი 78
1 ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაი შენი;
2 დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილის საცავი; დასხეს მძორები მონათა შენთაი საჭმლად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმიდათა შენთანი - მხეცთა ქუეყანისათა.
3 დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა.
4 ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა.
5 ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი?
6 მიჰფინე რისხვაი შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ და მეფეთა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს;
7 რამეთუ შეჰსჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოხრეს.
8 ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.
9 შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა; უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის.
10 ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაი სისხლისა მის მონათა შენთაისა, რომელ დაითხია.
11 შევედინ შენ წინაშე სულ-თქუმაი შებორკილებულთაი, სიმდიდრითა მკლავისა შენისაითა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.
12 მიაგე გარემოისთა ჩუენთა შვიდ წილად წიაღთა მათთა ყუედრება მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.
13 ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 79
1 რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.
2 წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხოურებად ჩუენდა.
3 ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
4 უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?
5 მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;
6 მყვენ ჩუენ სახდომელ გარემოისთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხვიდეს ჩუენ.
7 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.
8 ვენახი ეგვიპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი.
9 გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაი.
10 დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი.
11 მისწუდნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე - მწუერვალნი მისნი.
12 აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?
13 განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძვინვარემან მოძოა იგი.
14 ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას;
15 და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
16 მომწუარი ცეცხლითა და მოოხრებული რისხვითა პირისა შენისაითა წარწყმდენ.
17 იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.
18 და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან, მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.
19 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ.
ფსალმუნი 80
1 უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა.
2 აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა.
3 დაჰბერეთ ახლის თვის თავთა ნესტვითა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა.
4 რამეთუ ბრძანებაი არს ესე ისრაელისაი და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი.
5 წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგვიპტით; ენაი, რომელი არა იცოდა, ესმა;
6 განიშორნა ტვირთსა ბეჭნი მისნი და ხელნი მისნი გოდრითა მონებასა.
7 ჭირსა მხადე მე, და გიხსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისასა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
8 ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი,
9 არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთოი, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა.
10 რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგვიპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე.
11 და ერმან ჩემმან არა ისმინა ხმისა ჩემისაი და ისრაელი მე არა მერჩდა.
12 და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაისა, რაითა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა.
13 უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო.
14 ვითარცა არარაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი.
15 მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ.
16 და აჭამა მათ სიპოხისაგან იფთქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი.
ფსალმუნი 81
1 ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.
2 ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?
3 უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ.
4 განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი.
5 არა სცნეს, არცა გულისხმა-ჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.
6 მე ვსთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი.
7 ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით.
8 აღსდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაი, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა.
ფსალმუნი 82
1 ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშვიდნები, ღმერთო.
2 რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზრახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი.
3 ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათვის;
4 და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიხსენოს სახელი ისრაელისაი.
5 რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და შენთვის აღთქუმა-ჰყუეს.
6 ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა;
7 გებალ, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა, დამკვიდრებულთა თანა ტვიროსისათა.
8 და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანა-შემწე ძეთა მათ ლოთისთა.
9 ყუენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ხევსა მას კიშონისასა.
10 მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაი.
11 დასცენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი.
12 რომელთა თქუეს: დავიმკვიდროთ თვისად სიწმიდე ღმრთისაი.
13 ღმერთო ჩემო, ჰყუენ იგინი ვითარცა ურმის თუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა.
14 ვითარცა ცეცხლმან რაი მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან რომელმან შეწუნის მთანი.
15 ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი.
16 აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო.
17 ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხვილეულ იქმნედ და წარწყმდედ.
18 და ჰსცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლოი მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 83
1 ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!
2 ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.
3 და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.
4 ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.
5 ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.
6 ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა.
7 ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს.
8 უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.
9 მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.
10 რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.
11 რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.
12 უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.
ფსალმუნი 84
1 გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი.
2 მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.
3 დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა.
4 მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან.
5 ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.
6 ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.
7 მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ.
8 ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.
9 რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად მისი ქუეყანასა ჩუენსა.
10 წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს.
11 ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.
12 და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი.
13 სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი.
შორის ედემისა ხემან აღმოაცენა სიკუდილი, და შორის…
შემდგომად ბ, სტიხოლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი. ჴმა ჱ. აღსდეგ მკდრეთით.
შორის ედემისა ხემან აღმოაცენა სიკუდილი, და შორის ყოვლისა ქუეყანისა ხემან აღაყუავილა ცხოვრებაჲ, რამეთუ პირუელისა მის გემო რა ვიხილეთ, უხრწნელნი განხრწნილ-ვიქმნენით, ხოლო მივემთჳენით რა მეორესა, უხრწნელებისა შუებაჲ მოგუეცა, რამეთუ ამის მიერ აცხოვნებ სიტყუაო ღმრთისაო, ნათესავსა კაცთასა ვითარცა ღმერთ-ხარ:
ხისა გემოს-ხილჳთა პირუელ სამოთხეს შინა, მტერმან განმძარცუა…
ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა: ბრძანებული ჩუენდა საიდუმლო.
ხისა გემოს-ხილჳთა პირუელ სამოთხეს შინა, მტერმან განმძარცუა და მომაკუდინა, ხოლო ძელი ჯუარისა რა დაენერგა ქუეყანასა ზედა, სამოსელი ცხოვრებისა შეჰმოსა კაცთა, და ყოველი სოფელი აღავსო სიხარულითა, რომელსა ვხედავთ ამაღლებულსა, და ღმერთსა სარწმუნოებით უღაღადებთ, ერთობით ერი მორწმუნეთა და ვიტყჳთ, სავსე არს დიდებითა ტაძარი დიდებისა შენისა, ყოვლად ძლიერო უფალო დიდება შენდა:
წინაშე ჯუარსა მდგომარე ქალწული ღაღადებდა გოდებით, ჭეშმარიტად…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა. მსგავსი.
წინაშე ჯუარსა მდგომარე ქალწული ღაღადებდა გოდებით, ჭეშმარიტად მიუწთომელ-არს ძეო ჩემო ვნებაჲ შენი, ვერ დავითმენ განღებასა შინაგანისა ჩემისასა, ვერ შემძლებელ-ვარ მიხედუად შენდა ჯუარსა ზედა, ნუ დამიტევებ მჴევალსა შენსა, არამედ აღსდეგ მკუდრეთით და მადიდე მე შენდამი მხმობელი მრავალ-მოწყალე უფალო დიდება შენდა:
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დამსჭუალულსა ძელსა ზედა ქრისტესა მადლი
ოთხშაბათსა. კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ, თჳნიერ, ღმრთის-მშობლის მუჴლთა.
დამსჭუალულსა ძელსა ზედა ქრისტესა მადლი.
ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუელთ-მოქმედმან კუერთხმან, მოსესმან…
იოსებისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.
ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუელთ-მოქმედმან კუერთხმან, მოსესმან რომელმან, გამოსახა სახე ჯუარისა, და განუღო ზღუა მეწამული, და ისრაილნი იჴსნნა, განმავალად მეტყუელნი გალობასა უფლისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:
მომკუდარი გემოს-ხილჳთა, ხისათა რაჟამს მოჰკუედ ჯუარსა ზედა…
ტროპარნი.
მომკუდარი გემოს-ხილჳთა, ხისათა რაჟამს მოჰკუედ ჯუარსა ზედა, ქრისტე ცხოველ-მყავ მე, და დიდებითა განმაშუენე, თაყანისვსცემ ცნებათა შენთა, უგალობ ძალსა შენსა, და მრავალ-მოწყალებასა უსაზღუროსა, ყოვლად-ძლიერო ღმერთო, დიდებით დიდებულო:
ვენაჴი რა დაუსხმელი, ჯუარსა ზედა განეფინა გჳწდია, საღმრთოჲსა მადლისა ღჳნოჲ მახარებელი გულთა, და საცთურისა სიმთურალესა, ყოვლად განმაჴმობელი, და ცოდჳსა სრულიად დამცემელი, სისხლი და წყალი წმიდა მაცხოვარი სოფლისა:
პირად პირადად შემკულნი, ტანჯჳთა და ღუაწითა მოწამეთათა…
მოწამეთა.
პირად პირადად შემკულნი, ტანჯჳთა და ღუაწითა მოწამეთათა, მეუფისა ღმრთისა, წინაშე ბრწინუალედ მდგომარე-ხართ, ყოვლად დიდებულნო მარტჳლნო, და განმღრთობილნი იშუებთ სიკეთითა მით თუალთ-შეუდგამითა, ჩუენ მგალობელთა თქუენთათჳს, ოხად ნუ დაიდუმებთ:
ძალითა ზეგარდამოჲთა, განძლიერებულთა ყოვლად ნეტარნო, ყოველივე ძალი ძლიერისა სულთა მომსრუელი, ახოვნებით დააკუეთეთ თქუენ, და შარავანდედითა, ძლევისათა ბრწყინუალედ გჳრგჳნოსანნი, წინაშე მეუფისა მდგომარე-ხართ მარტჳლნო:
წინაშე ჯუარსა მდგომარე, უქორწინებელი დედა უფლისა, წყლულებათა…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
წინაშე ჯუარსა მდგომარე, უქორწინებელი დედა უფლისა, წყლულებათა შენთა, ჰხედჳდა რა მოწყლული იტყოდა, ჵ მე ძეო და ღმერთო ჩემო, შობისა სალმობათა, ზესთა ვექმენ შობასა შენსა, ხოლო აწ სალმობათა მოუცავ, და მწარედ ვიგუემები:
ვედრება არს მერუე ღმრთის-მშობლისა მიმართ
სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობლისა, რომლისა კიდურ-წერილობა.
ვედრება არს მერუე ღმრთის-მშობლისა მიმართ.
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს, დიდებულო ქალწულო უბიწოო, რომელი…
იოსებისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი იგივე.
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს, დიდებულო ქალწულო უბიწოო, რომელი დიდებად, ყოვლისა სოფლისა იწოდე, ამისთჳს მადიდებელი შენი საუკუნესა დიდებასა ღირს-მყავ მეოხებითა შენითა სანატრელო, დიდებით დიდებულო:
კურთხეულ-არს ღმრთის-მშობელო, ნაყოფი წმიდა მუცლისა შენისა, რომლისა მიერ ჩუენ, წყევისაგან ვიჴსნენით კაცნი, კურთხეულო უბიწოო, საკჳრუელო და ნიშო გამოუთქმელო და განუცდელო, მორწმუნეთა სასოო, და მაცხოვარებაო:
ანგელოზთა გუნდი მარადის, გევედრებიან მოციქულთა თანა, და მარტჳლთა მწყობრსა, და წინასწარ-მეტყუელთა კრებულსა, მამათა მართალთა ბანაკსა, ღმრთის-მშობელისა მიერ, ცოდუათა შენდობაჲ მოგუანიჭე ჩუენ, კაცთ-მოყუარეო ღმერთო, დიდებით დიდებულო:
შენ რომელმან შეიწყნარე, ცეცხლი ღუთაებისა წიაღთა შენთა, უხრწნელთა ქალწულო, გევედრები განმარინე, მე ცეცხლისაგან გეენიისა და სატანჯუელთა მათგან, წინა-მდებარეთა გამომიჴსენ, ვედრებითა შენითა, ყოვლად დიდებულითა:
შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უფალო და აღმაშენებელო…
გალობა გ. სძლისპირი.
შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უფალო და აღმაშენებელო ეკკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ, სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო, მორწმუნეთაო მხოლოო კაცთ-მოყუარე:
რომელმან დაამტკიცენ ცანი, და ქუეყანა დაამყარე, და…
ტროპარნი.
რომელმან დაამტკიცენ ცანი, და ქუეყანა დაამყარე, და ზღუა შეჰკარ სიტყჳთა შენითა მჴსნელო ჩუენთჳს შეკრუა თავს-იდევ, ჯუარს-ეცუ ჴორცითა, რათა ცოდჳსა კრულებათაგან განმჴსნე, და მაცხოვნო მე განწირული, მხოლოო კაცთ-მოყუარე:
ძელსა რა ჯუარისასა, ეკუეთა მტერი მზაკუარი, მოიკლა ეშმაკთა მისთა თანა მაცთურთა, და ბოროტის-მოქმედთა, ხოლო პირუელ ქმნული ხისა მიერ დასჯილი შეიწყალა და სარწმუნოებისა სიმტკიცითა დაბადებულნი დაემტკიცნეს:
ტანჯუათა მრავალ-ფერთა, მიცემულნი ახოვანნი მოწამენი, და მჴეცთა…
მოწამეთა.
ტანჯუათა მრავალ-ფერთა, მიცემულნი ახოვანნი მოწამენი, და მჴეცთა და მახჳლსა და შიშლოებასა და ყინელსა მრავალფერსა, ჴელთ უსხმელად ეგნეს, საღმრთოსა წამის-ყოფისა ძალითა, მდევარისა მის ბოროტისა, მრავალ-სახეთა საცთურთაგან უძლეველნი:
ფრთხილითა გონებითა და განათლებულითა გულის-სიტყჳთა განიცდიდეს წარუვალთა მათ კეთილთა ქრისტეს მოწამენი, და წარმავალნი ესე სრულიად შეურაცხ-ჰყუნეს დიდებულთა, ვინაცა დაუთმენელნი, ტანჯუანი სიხარულით დაითმინნეს:
ტარიგმან უბიწომან, იხილა რა კრავი იგი უმანკო…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
ტარიგმან უბიწომან, იხილა რა კრავი იგი უმანკო, ნებსითსა მას ვნებასა მიმავალი და ჯუარსცმული ჴორცითა, ცრემლთა მდინარითა, აღუსებული ჴმითა მაღლითა გოდებდა, და სულ-გრძელებასა მას მისსა, მიუწთომელსა ადიდებდა:
სიწმიდით ცხოვრებასა, განუეშორე უხრწნელო ღმრთის-მშობელო, და პირუტყუთა…
სხუა. სძლისპირი იგივე.
სიწმიდით ცხოვრებასა, განუეშორე უხრწნელო ღმრთის-მშობელო, და პირუტყუთა უგუნურთა ვბაძევდი და მივემსგავსე მათ, უბადრუკი ესე, და თავით თჳსით დასჯილ-ვარ გონებითა, ყოვლისა დასჯისაგან მიჴსენ, ღმრთისა დედაო, და მაცხოვნე მე:
სულთქმანი სულიერნი, და ცრემლნი და ტირილი სამარადისოჲ, და ლმობიერებაჲ გულისა მომმადლე ქალწულო უბიწოო, რათა ვიგლოვდე, ვნებათა ჩემთა სიმრავლეთა ბოროტთა, რომელნი იგი მეუფლნეს მე, წადიერებითა ჩემითა უბადრუკსა:
სულნი მსახურნი შენნი, და ზეცისა წესთა კრებულნი უფალო, წინასწარ-მეტყუელთა თანა მოციქულთა და მოწამეთა, და დედისა შენისა, გევედრებიან მრავალ-მოწყალეო, ერსა შენსა მოანიჭე, შენდობაჲ ბრალთა და დიდი-წყალობაჲ:
საღმრთოსა წყალობასა, ვითარცა მოწყალემან ღირს-მყავ ქალწულო, ოხითა შენითა ღმრთისა მიმართ მრავალ-მოწყალისა, მე უწყალო-ქმნილი, სულისათჳს და ცხოვრებისა ჩემისა, და ღირსი დასჯისა საუკუნოჲსა, ყოვლად ულმობელი ესე:
კანონი (I–III გალობა)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
შენ-ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ-ხარ ძალი ჩემი…
გალობა დ. სძლისპირი.
შენ-ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ-ხარ ძალი ჩემი, შენ-ხარ უფალი ჩემი, და სიქადული ცხოვრებისა ჩემისა, რომელმან არა, დაუტევენ წიაღნი იგი მამისანი, და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა. ამისთჳსცა წინასწარ-მეტყუელისა ამბაკომის თანა ვიტყოდეთ, ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე:
ძელსა რა დამოეკიდა, ყოველთა უფალი, და სამსჭულითა…
ტროპარნი.
ძელსა რა დამოეკიდა, ყოველთა უფალი, და სამსჭულითა დამსჭუალუა, ჴელთა და ფერჴთა და გუერდისა განღება, ლახურისა მიერ, დაითმინა ნებსით თჳსით წყალობით, ნათესავი კაცთა განთავისუფლდა, დაცემისა მისგან რომელი იგი, მოგუატყუა პირუელმან მამამან, ურჳჩებითა მით დამბადებელისათა:
ჯუარი რა აღემართა, საცთური დაეცა, და მაცთური განშიშულდა, ხოლო ადამ შეიმკო უხრწნელებითა, განშიშულება რა, ნებსით თავს-იდევ ქრისტე მეუფეო, და ყოველი სოფელი განათლდა, რაჟამს შეიმოსა მზემან ბნელი, დღესა მას ჯუარცმისა შენისასა, და საკრუელნი სიკუდილისანი დაიჴსნნეს:
მსგავსად ცხოვართა დაკლულნი, ვითარცა რა მსჴუერპლნი, ჩუენთჳს…
მოწამეთა.
მსგავსად ცხოვართა დაკლულნი, ვითარცა რა მსჴუერპლნი, ჩუენთჳს დაკლულისა მის, სიტყჳსა ძღუნად შეიწირენით მარტჳლნო, და სისხლთა მდინარითა, საცთურთა ზღუანი განაღენით, ხოლო წჳმითა საკჳრუელებათათა ღუარსა ვნებათასა, განაჴმობთ მჴნენო, და ცუარითა მადლისათა მოჰრწყავთ კიდეთა ყოვლისა სოფლისათა:
დაწუა ჴორცთა დაითმინენით, წმიდანო მარტჳლნო, კბილთა და ფრჩხილთა მოფხრუა, და ყოველთა ასოთა განთჳსუა მწარე, ჴელთა და ფერჴთა მოჭრა, და ენათა ურიდად აღმოჰკუეთაჲ ვინაცა გარდარეულსა დიდებასა, და საღმრთოსა სიხარულსა ღირს-იქმნენით, და ყოველთა შემოქმედისა ქრისტეს ღმრთისა, წინაშე მდგომარე ხართ თქუენ:
დედამან უბწომან, იხილა რა მჴსნელი ძელსა ამაღლებული…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა:
დედამან უბწომან, იხილა რა მჴსნელი ძელსა ამაღლებული, გლოვითა და ტირილითა აღუსებული, ღაღადებდა ჵ ძეო სასურუელო და საწადელო უფალო, ვითარ კრებულმან უსჯულომან, ყოვლადუე არა გაჩუენეს წყალობაჲ, მწყალობელსა და მაცხოვარსა, და შეოქმედსა ყოვლისა სოფლისასა:
ბოროტთა ცოდუათა ჩემთა, ჴელით წერილნი საღმრთოჲთა მით…
სხუა. სძლისპირი იგივე.
ბოროტთა ცოდუათა ჩემთა, ჴელით წერილნი საღმრთოჲთა მით ლახურითა, ძისა შენისათა გახეთქენ ქალწულო და წიგნსა ცხოველთასა აღწერაჲ ჩემი სათნო-იყავ, რომელი ესე უგუნურებითა, და მედგრობითა ჩემითა განუეშორე, ღმრთისაგან და გულს-მოდგინე-მყავ, შენანებად ბრალთა ჩემთა ურიცხუთა:
რათა მადლობითა ჴმითა, გადიდებდე სძალო, რათა წადირებით, ვაქებდე დიდებულსა შობასა შენსა, რომლისა მიერ, დიდებულ-მჰყუენ დაკნინებულნი ესე, შენდობაჲ ცოდუათა მომანიჭე მე, მწარედ დაცემულსა და დამბადებელსა, რათა სარწმუნოებით ჴმა-ვჰყო, დიდება ძესა შენსა ღმრთის-მშობელო:
სჯულნი ბუნებათანი, შენ მიერ იძლივნეს, ჵ ყოვლად უბიწოო, რამეთუ ზესთა ბუნებათა ჰშევ სიტყუა ღმრთისა, ამისთჳს სარწმუნოებით გევედრები რომელმან ესე, ვჰსცოდე უფროს ყოველთა კაცთა ბუნებისა, და განუეშორე შემოქმედისაგან, მომაქციე და მაცხოვნე მე, მეოხებითა შენითა ღმრთის-მშობელო:
ცოდჳსა ისართა მიერ, მოსწყლა უკეთურმან, მტერმან გონებაჲ ჩემი, და სული ჩემი აღავსო წყლულებითა, და შეაგინა გულის-თქმათა მიერ და გემოთა, გული ჩემი საწალობელი ქალწულო, და შემაცთუნა გზისაგან წრფელისა, ამისთჳს, გიღაღადებ შენ მომაქციე განმჰკურნე და მაცხოვნე მე:
ნუსადა განმიშორებ პიისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და…
გალობა ე. სძლისპირი.
ნუსადა განმიშორებ პიისაგან შენისა ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან, წუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა, წარმართე სლუაჲ ჩემი გევედრებით:
რათა გემოვნისა მის, გემოს-ხილჳსა პატიჟთაგან მიჴსნა მეუფეო…
ტროპარნი.
რათა გემოვნისა მის, გემოს-ხილჳსა პატიჟთაგან მიჴსნა მეუფეო, ნაღუელი ჰსუ შენ ნებსით, და რათა განმძარცო სიზრქჱ სიკუდილისა, იესო, შიშუელმან თავს-იდევ ჯუარ-ცმაჲ ძელსა ზედა, უგალობ წყალობათა შენთა სულ-გრძელო:
განახლებაჲ გენება, ვნებათაგან განხრწნილისა სულისა ჩემისა, ამისთჳს ძელსა ზედა, დამოკიდებულმან შეჰვედრე მამასა, საუფლოჲ, სული ვინაცა ვერ იტჳრთა ქუეყანამან, არამედ ძრწოლით გიგალობდა შენ:
ჴორცთა თქუენთა ვნებითა, შემკული მოწამენო, განშუენდით ვნებათა…
მოწამეთა.
ჴორცთა თქუენთა ვნებითა, შემკული მოწამენო, განშუენდით ვნებათა მიერ, უვნებელობისათა, და მოსწრაფებით ჰრბიოდეთ კუალსა მისსა, ამისთჳს, მისთანა იდიდენით საუკუნესა, რომელი ჰშუა მამამან პირუელ ჟამთა:
უხილავნი კეთილნი, ხილულთაგან უცხო-ყოფითა დაიმკჳდრენით, და აწ ზეცათა შინა, განისუენებთ და საღმრთოთა სავანეთა ღირს-ქმნილნი, ჰსუფევთ წინაშე მაცხოვრისა და მჴსნელისა, უძლეველნო დიდებულნო მარტჳლნო:
საკჳრუელსა უცხოსა, ვხედევ ღაღადებდა ქლწული ყოვლად უბიწო…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
საკჳრუელსა უცხოსა, ვხედევ ღაღადებდა ქლწული ყოვლად უბიწო, ვითარ რომელი ეგე, მიხედჳთა შეაძრწუნებ ქუეყანასა, ჯუარითა, ვნებაჲ თავს-იდევ, ვნებუთა ცხოვრებისათჳს, თაყუანის-ვჰსცემ სულ-გრძელებასა შენსა:
ტომნი და ნათესავნი, გნატრიან შენ ქალწულო მარადის…
სხუა. სძლისპირი იგივე.
ტომნი და ნათესავნი, გნატრიან შენ ქალწულო მარადის სანატრელო, და ძალნი ზეცისანი გაქებენ დედათა შორის კურთხეულო, ვითარცა, ანგელოსთა და კაცთა შემაერთებელსა და ადამის აღმადგინებელსა:
კეთილად დგომისაგან, შეურყეველად დაცუაჲ მითხოვე დედოფალო, და წრფელ-ჰყუენ სლუანი ჩემნი და მომმადლე ღირსად მონებაჲ ღმრთისა, უჴრწნელო და მშობელო სახიერისა სიტყჳსაო, რომელმან გჳჴსნნა ტყუეობისაგან:
რომელმან სისხლი შენი, უფსკრულთა ვრცელთა წყალობისა შენისათა, ჯუარსა ზედა დასთხიე, ვნებათა ჩემთა უფსკრული განაჴმე, და ღირს-მჰყავ, სინანულით სათნო-ყოფად შენდა ქრისტე, ვედრებითა ღმრთის-მსობელისათა:
სიღრმენი, ცოდუათანი და ღელუა მოქცევითა შემაძრწუნებს მე…
გალობა ვ. სძლისპირი.
სიღრმენი, ცოდუათანი და ღელუა მოქცევითა შემაძრწუნებს მე, და უფსკრულთა საშინელებანი დამნთქმენ მე უწყალოდ, არამედ შენ სახიერ, აღმომიყუანე ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე ე ვითარცა მოწყალე-ხარ:
განჰკრთების, ძალნი ზეცისანი გიხილეს რა ჯუარსა ზედა…
ტროპარნი.
განჰკრთების, ძალნი ზეცისანი გიხილეს რა ჯუარსა ზედა მჴსნელო, და გალობაჲ, ღმრთიუ-შუენიერი მიგიძღუანეს შენ, და ადამ განიკურნა, წყლულებათა მათ შენთა მიერ, ხოლო წყევა სრულიად განიდევნა:
წარწმედელთა, საკრუელთაგან განიჴსნა კაცთა ნათესავი მჴსნელო, შერაჲკარ, ჴორცითა ნებსით და შეიკრა მძლავრი, და საცინელ იქმნა იგი ვითარცა სირი შეურაცხი, ყოველთა მორწმუნეთა შენთაგან:
ღმრთიუ-შუენიერი იქმნენით მარტჳლნო და ვითარცა ნაკუერცხალთა, ყოველივე…
მოწანეთა.
ღმრთიუ-შუენიერი იქმნენით მარტჳლნო და ვითარცა ნაკუერცხალთა, ყოველივე უღმრთოებისა ნივთი დაჰსწჳთ მადლითა, და ნაკუერცხალთა ზედა, ცეცხლისათა განრთხმულნი იშუებდით, და საღმრთოჲ განსუენებაჲ მოგეცემოდათ:
იქმნენით თქუენ, სამწყსო ქრისტეს მწყემსისა მის ჭეშმარიტისა მოწამენო, და შორის მგელთა უვნებელად ეგენით და საღმრთო სარბიელი, ღუაწლთა თქუენთა სრულ-ჰყავთ კეთილად, და ბაკსა ზეცათასა დაემკჳდრენით:
ცხოვრებისა, უფალი და შუენიერი სიკეთითა უფროს ძეთა…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
ცხოვრებისა, უფალი და შუენიერი სიკეთითა უფროს ძეთა კაცთა, გშევ და აწ, ვითარ მოჰკუდები ძეო ჩემო, და სიკეთე არა გაქუს, ყოველთა არსთა შემამკობელსა, ქალწული ეტყოდა უფალსა ჯუარცმულსა:
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ…
სხუა. სძლისპირი.
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ ისმინე ჩემი, ღმერთო მაცხოვარო ჩემო:
შეიწყალა შენ მიერ, ქალწულო ბუნებაჲ კაცობრივი, რამეთუ…
ტროპარნი.
შეიწყალა შენ მიერ, ქალწულო ბუნებაჲ კაცობრივი, რამეთუ ჰშევ მოწყალე, უფალი უბიწოო, ამისთჳს გევედრები, გლახაკი სული ჩემი შეიწყალე უსძლოო:
უჴორცოთა კრებულნი, მარტჳლთა თანა გევედრებიან, ქრისტე და მოციქულთა, და წინასწარ-მეტყუელთა, ღმრთის-მშობელისა მიერ, იჴსენ სოფელი, ყოვლისაგან განსაცდელისა:
რომელმან ჰშევ მუშაკი, საღმრთოჲ ღელეო დაუთესუელო, ეკლითა და ნივთითა, ბოროტთათა აღსავსჱ, სული ჩემი განსწმიდე, და ნაყოფითა, სათნოებათათა აღავსე:
ურჩ-ვექმენ მე მცნებათა საღუთოთა ცხოვრებისა მიზეზთა, და ნებსით დავემონე, ვნებათა წარმწყმედელთა, ამისთჳს გევედრები, მიჴსენ ქალწულო, ჴელმწიფებისაგან მათისა:
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
კონდაკი · მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 326)
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
სათნოებითა და საღმრთოთა მოძღურებიოთა განბრწყინდი უფროის მზისა, და წამებითა ელვარე იქმენ, ნეტარო, და განანათლე ქუეყანაი, დოროთე, და განსდევნე ნისლი მრავალ ღმრთაებისა, და სიბოროტე მწვალებელთა; ამისთვის ხსენებასა შენსა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ.
კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
აქ იკითხება დღის კონდაკი.
ღმრთისა გარდამოსულასა, ოდესმე, ბაბილონს ცეცხლი მეოხ-იქმნა, რომელსა…
გალობა ზ. სძლისპირი.
ღმრთისა გარდამოსულასა, ოდესმე, ბაბილონს ცეცხლი მეოხ-იქმნა, რომელსა სამნი ყრმანი, საჴმილსა მას შინა ვითარცა ვარდსა ფერხითა ტკებნიდეს, და განწყობილნი გალობდეს, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:
მოიწყლნეს ჴელნი შენნი, რომლითა ჰქმნენ ნიშნი საკჳრუელნი…
ტროპარნი.
მოიწყლნეს ჴელნი შენნი, რომლითა ჰქმნენ ნიშნი საკჳრუელნი ქრისტე, და წყლულებაჲ თავს-იდევ, წყლულებათა მათ ჩემთა განჰკურნებად ყოვლად ძლიერო, ამისთჳს ქებით გიგალობთ, კურთხეულ-ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
განჴურიტნეს ჴელნი შენნი და ფერჴნი სამსჭუალითა ჯუარსა ზედა ქრისტე და განეღო ლახურითა, აღმოგჳცენა ჩუენ, ქებით მგალობელთა შენთა, მამათა ჩუენთა ღმერთო ურთხეულ-ხარ შენ:
ხოლო განუაწყოთ ერნო, და უგალობდეთ ჩუენ ქრისტეს…
მოწამეთა.
ხოლო განუაწყოთ ერნო, და უგალობდეთ ჩუენ ქრისტეს მოწამეთა, ანგელოსთა კრებულთა, შეერთებულთა და ყოვლისა, ქუეყანისა მნათობთა რომელნი გალობენ ტბილად, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:
წმიდათა ბრწყინუალებაჲ, დაიმკჳდრეთ მჴნენო მარტჳლნო სიწმიდითა, და მიჰფენთ მორწმუნეთა, მადლთა საღმრთოთა სიწმიდეთა, და გამოჴსნასა რომელნი, გალობენ და იტყჳან, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:
ჵ მზეო დაუვალო, ძელსა ზედა ვითარ აღივსე…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
ჵ მზეო დაუვალო, ძელსა ზედა ვითარ აღივსე განრთხმული, და მზემან რა გიხილა, ბრწყინუალება და სრბა დააყენა, რამეთუ ვერ უძლო, განცდად ჯუარცმისა შენისა, ჰჴმობდა ქალწული და აქებდა სულ-გრძელებასა შენსა:
ნიჭთა გამოუთქმელთა, ღირს-მყუენ ჩუენ გამოუთქმელითა შობითა შენითა…
სხუა. სძლისპირი. საღმრთოსა.
ნიჭთა გამოუთქმელთა, ღირს-მყუენ ჩუენ გამოუთქმელითა შობითა შენითა ღმრთის-მშობელო, ამისთჳს გევედრები მიჴსენ მე სძალო საშინელისა მისგან განკითხჳსა, და მოუგონებელთა მათ, კეთილთა ღირს-მჰყავ საგალობელო:
უდებად განულენ მე ჟამნი, ჩემნი და უნაყოფო-ვიქმენ და მეშინის, გეენიისა მისგან, და ცეცხლისა უშრეტისა საუკუნოჲსა, ქრისტეს მეუფისა მშობელო ქალწულო, შემწე-მეყავ და მიჴსენ, მეოხებითა შენითა:
ყოველთა საკჳრუელთა, აღემატა სასწაული შობისა შენისა, ამისთჳს გიღაღადებ, ქალწულო წმიდაო მშობელო ღმრთისაო, წყალობანი შენნი საკჳრუელ-ჰყუენ ჩემ ზედა, და მერმისა რისხჳსაგან, განმარინე და მაცხოვნე:
მაცხოვრებელი ესე, უდებად და უგბილად და ბრძანებათა შენთა, საღმრთოთა ქრისტე ღმერთო, და სჯულთა შენთა წმიდათა დამთრგუნუელი, შემიწყალე და მაცხოვნე მშობელისა შენისა, ყოვლად-წიდისა ოხითა, ყოვლად ძლიერო ღმერთო:
შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით…
გალობა ჱ. სძლისპირი.
შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით რისხჳთა ძალითა მაღლისათა, იხილნა უვნებელად, დაცულნი ცეცხლისაგან, განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა, ღაღად-ჰყო აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ძირთაგან იესესთა, გამოსრულით ქალწულით განჰკაცენ, და ადამის…
ტროპარნი.
ძირთაგან იესესთა, გამოსრულით ქალწულით განჰკაცენ, და ადამის ცთღომითა აღმოსრულთა ეკალთა ძირნი, აღმოჰფხურენ მეუფეო, ეკალთაგან გჳრგჳნისა დადგმითა, და ძელსა ზედა დამჰსჭუალჳთა ძელისა, წყევაჲ განჰკურნე მჴსნელო და აცხოვნებ მღაღადებელთა, რომელნი ქებით, აღგამაღლებენ უკუნისამდე:
რათა განამღრთო კაცებაჲ, კაცება შეიმოსე კაცთ-მოყუარე, და ჯუარცმა და გუერდისა განღება თავს-იდევ ნებსით, და ძმარი და ნაღუელი, ჰსუ სახიერებით ჩუენთჳს, ამისთჳს, ცხოვნებულნი ვნებათა შენთა მიერ, ვღაღადებთ აკურთევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:
შეკრუოდეთ რა მარტჳლნო, და ვითარცა კრავნი დაიკულოდეთ…
მოწამეთა.
შეკრუოდეთ რა მარტჳლნო, და ვითარცა კრავნი დაიკულოდეთ, და ცეცხლისა მიერ უწყალოდ განილეოდეთ, და მჴეცთა განსაჭრელად, მიეცემოდეთ და მახჳლითა, დაიჭრებოდეთ და აღესრულებოდეთ, იხარებდით ბრწყინუალედ, ყოვლად ქებულნო და ჰგალობდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:
გჳრგჳნოსანნო მარტჳლნო, და ანგელოსთა თანა ზიარნო, რომელთა მტერნი უჴორცონი, სიმჴნით დასთრგუნენით, ოხაჲ ჩუენთჳს შეჰსწირეთ, მჴსნელისა მიმართ და გჳთხოვეთ რათა, სიყუარულით და მშჳიდობით ვჰსცხოვნდებოდით, და ვჰჴმობდეთ აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სალმობიერად სულთ-ითქუემდ, და დედობრივ ჰგოდებდ მწუხარებით, და…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
სალმობიერად სულთ-ითქუემდ, და დედობრივ ჰგოდებდ მწუხარებით, და ტკივილსა მწარეთა ნაწლევთასა ვერ იტჳრთევდ, ჯუარსა განიცდიდ სძალო, შენგან შობილსა ტირილით მიხედევდ, და წყლული მოწლედ ესრეთ უღაღადებდი, რამე არს ესე შჳლო, ვითარ გევნების უვნებელო, დიდება შენდა, რომელმან ჩუენთჳს ყოველივე თავს-იდევ:
მომკუდარი ესე ცხოველ-მჰყავ, და დაცემული აღმადგინე, და…
სხუა. სძლისპირი იგივე.
მომკუდარი ესე ცხოველ-მჰყავ, და დაცემული აღმადგინე, და წყლული სული ჩემი განჰკურნე ღმრთისა დედაო, და განსაცდელთა ღელუა დააყუდე და გონება ჩემი, მშჳდობითა ზეგარდამოჲთა აღავსე, და ჴმა-ვჰყო აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მსგავსად ავაზაკისა ვჰჴმობ, მომიჴსენე მე ჵ კაცთ-მოყუარე, მეძჳსაებრ ვჰსცრემლოჲ და უძღებისაებრ ვღაღადებ, შეგცოდე სახიერო, შემიწყალე განწირული ესე ღმრთის-მშობელისა მიერ, რათა მადლობით ვღაღად-ვჰყო აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ქალწულო საგალობელო, სულთქმით ვედრებაჲ ჩემი ისმინე, და ზეცისა ძალთა თანა მარტჳლთა და მოციქულთა, და წინასწარ-მეტყუელთა, და მამათა და ყოველთა მართალთა, შეწირე ოხაჲ ყოვლისა სოფლისათჳს, რათა გჳჴსნნეს ქრისტემან, რისხჳსაგან მოწევნულისა, მადიდებელნი შენნი, სასოო განწირულთაო:
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუეყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს…
გალობა თ. სძლისპირი.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუეყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღმერთი, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა და საშო შენი უმაღლეს, ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღმრთის-მშობელო ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ:
განჰკურნენ მეუფეო წყლულებანი, ჩემნი ჴელთა შენთა საღმრთოთა…
ტროპარნი.
განჰკურნენ მეუფეო წყლულებანი, ჩემნი ჴელთა შენთა საღმრთოთა მოწყლჳთა, და გზასა ცხოვრებისასა წარმიმართე ფერხთა შენთა, ჯუარსა ზედა, განჴურეტითა, რომელნი ნათესავთა მთავართა, იხილნეს რა მავალნი, სამოთხეს, დაიმალნეს, რომლითა მოხუედ ძიებად ჩუენდა:
ჯუარცმითა შენითა აღემართა ქრისტე, და ცემისა მწარისაგან პირუელ ქმნული, ხოლო ყოველი ძლიერებაჲ მტერისა დაეცა, და ყოველი ქუეყანაჲ განწმდა სისხლითა მით და წყლითა რომელი, გარდამოხდა გუერდით შენით, ამისთჳს მოწყალეო, დაუდუმებელად გადიდებთ შენ:
გუემულთა საგუემელნი მტერისანი, შეჰმუსრენით წმიდანო მოწამენო, და…
მოწამეთა.
გუემულთა საგუემელნი მტერისანი, შეჰმუსრენით წმიდანო მოწამენო, და საკრუელითა მით რომელ დაითმინენით, შეჰკართ იგი განუჴსნელად, და დაეცით ფერჴთა ქუეშე თქუენთა, სირცხჳლითა აღსავსე, და მადლითა ღმრთისათა, საკიცხელი ყოველთა მხილუელთა მისთა:
ქუეყანა წმიდა-იქმნა დიდებულთა, მარტჳლთა ნაწილთა დასხმისა მიერ, და კურნებასა პირად პირადსა აღმოაცენებს, და სულთა და ჴორცთა ვნებასა, მარადის უშურუელად განჰკურნებს, და სულთა უკეთურთა სიცბილსა განიოტებს, ვედრებითა მათითა ღმრთისა მიმართ:
განუერი სალმობათა დედობრივთა, ჟამსა შობისა შენისასა მჴსნელო…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
განუერი სალმობათა დედობრივთა, ჟამსა შობისა შენისასა მჴსნელო, ხოლო აწ ნებსითსა ამას ვნებასა შენსა, და ტკივილთა დათმენასა, მელმის სული და ნაწლევნი ჩემნი, ქალწული ღაღადებდა სიღრმითა გულისათა, და მადლობდა სულგრძელებასა შენსა:
ჵ საღმრთოო ცხედარო სოლომონისო, რომელი მოუცავ სამეოცთა…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
ჵ საღმრთოო ცხედარო სოლომონისო, რომელი მოუცავ სამეოცთა ძლიერთა, სიტყუათა წერილთასა რომელსა განისუენა, სიტყჳსამან ღმრთისა მამისამან, სულთა ბოროტთაგან მოცული ესე, მოუწყულელად დამიცევ, შეწევნითა შენითა, მზაკუარწებათა მათგან ქალწულო:
მთაო სიტკბოებისა მადინებელო, რომელმან ჰშევ თავი სიტკბოებათა გესლითა გუელისათა მოწყლული სული ჩემი, დაატკბე მეოხებითა, შენითა და უცხომჰყავ ცოდჳსაგან, სასოო სოფლისაო, კლდეო ცხოვრებისაო, ქალწულო სძალო საგალობელო:
მზეო სიმართლისაო იესო, უძლური სული ჩემი განანათლე, ოხითა დედისა შენისა უბიწოჲსათა, და უჴორცოთა ძალთა თანა, წინასწარ-მეტყუელთა და მოციქულთა, და წმიდათა მამათა და მღუდელთ-მოღყ҃უართა შენთა, და ყოვლად ქებულთა მოწამეთათა:
ვჰსძრწი და მეშინის მხოლოო მეუფეო, მეორედ მოსლჳსა მის შენისაგან, რამეთუ ყოვლითურთ დასჯილ-ვარ და სასოწარკუეთილ, ამისთჳს პირუელ სიკუდილისა, გევედრები, მშობელისა შენისა, ოხითა შემიწყალე, მაცხოვნე და მიჰჴსენ მე, ჵ სახიერო და კაცთ-მოყუარეო:
„ღირს არს“
უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
ჯუარსა უფლისასა საჭურუელსა უძლეველსა მორწმუნეთასა, უგალობდეთ და…
ოთხშაბათსა. დედანო ყურად.
ჯუარსა უფლისასა საჭურუელსა უძლეველსა მორწმუნეთასა, უგალობდეთ და თაყუანის-ვჰსცემდეთ, რამეთუ არს იგი შესავედრებელ ქრისტიანეთა, დიდება მართლ-მადიდებელთა, სიქადულ და სასოება ღუაწლით-შემოსილთა, და ჯერისაებრ ვადიდებდეთ მას:
წინაშე ჯუარსა მდგომარე უბიწო, მხედუელი ძისა თჳსისა…
ჯუარ-ღმრთის-მშობლისა, მსგავსი.
წინაშე ჯუარსა მდგომარე უბიწო, მხედუელი ძისა თჳსისა ძელსა ზედა უსულოდ დამოკიდებულისა, დედობრივ ღაღადებდა და გოდებით ჰჴმობდა, რაჲ არს უცხო ესე საკჳრუელი, ვითარ უკუე დამბადებელი დაბადებულთა, ჯუარსა ზედა ვითარცა მკუდარი იხილუების:
აქებდითის დასაწყისი
აქებდით უფალსა ცათაგან, შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
ყოველდღიური დოქსოლოგიის წინ
შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება, შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.
ყოველდღიური დოქსოლოგია
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.
სავედრებელი კვერექსი
ხოლო შემდეგომად დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი:
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კუერთხი იგი მოსესი, პატიოსანსა ჯუარსა შენსა წინათ-გამოსახჳდა…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ჱ.
კუერთხი იგი მოსესი, პატიოსანსა ჯუარსა შენსა წინათ-გამოსახჳდა მაცხოვარო ჩუენო, რამეთუ მის მიერ აცხოვნებ, ვითარცა ზღჳსა უფსკრულით, ერსა შენსა კაცთ-მოყუარე:
სტიქარონის მუხლები
აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
რომელმან ედემს შინა ოდესმე, ხე იგი…
რომელმან ედემს შინა ოდესმე, ხე იგი საცნაური, აღმოაცენე შორის ნერგთა მისთა, ეკკლესიასა შინა ქრისტე, ჯუარი შენი აღაყუავე, რომელმან მოსცა, სოფელსა მშჳდობაჲ, არამედ მაშინ მოაკუდინე ხისა მის ჭამითა ადამი, ხოლო აწ, განაცხოველე სარწმუნოებით ავაზაკი, რომლისა ზიარად, მოტევებასა მიჩინენ ჩუენთჳს, და დაჰჴსენ შური იგი მტერისა, და ღირს-მჰყუენ ჩუენ ყოველნი, სასუფეველსა შენსა უფალო:
სტიქარონის მუხლები
და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
მჴედარნო ქრისტესნო უძლეველნო, რომელთა ჰსძლეთ საცთურსა ძალითა…
მოწამეთა.
მჴედარნო ქრისტესნო უძლეველნო, რომელთა ჰსძლეთ საცთურსა ძალითა მით ჯუარისათა, და მოიღეთ თქუენ მადლი, უოხჭნოჲსა ცხოვრებისა, და მძლავრთა, შინებასა არა შესძრწუნდით. გუემასა, და ტანჯუასა შინა იხარებდით, ქრისტეს მიერ, და აწ ძუალნი თქუენნი იქმნნეს, მკურნალ სენთა ჩუენთათჳს:
რაჟამს გიხილა უფალო დამსჭუალული ძელსა ზედა ტარიგმან…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.
რაჟამს გიხილა უფალო დამსჭუალული ძელსა ზედა ტარიგმან უთესლოდ მშობელმან შენმან, გასიპებოდა იგი შინაგანით, და ტირილით იტყოდა, ვითარმე დაითმენ ძეო ჩემო უმსჯავროსა დაკლუასა, ვითარმე უკუე მოჰკუდები უკუდავი ეგე ვითარცა კაცი, მომეც მე სიტყუაჲ ტკბილო ნათელო ჩემო, მოხედენ დედასა მგოდებარესა, და მადიდე მე სიტყუაო აღდგომითა შენითა:
ფსალმუნის 91-ის მუხლები
კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დღის ტროპარი
აქ იკითხება დღის ტროპარი თვენიდან ან რვახმიდან.
მრჩობლი კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
პირველი ჟამი
სადაგ დღეს ცისკარს მეყსეულად მოსდევს პირველი ჟამი; განტევება პირველი ჟამის ბოლოს არის (ტიპიკონი, თავი 9).