გულანი
საცდელი · 1.11.4
მეექვსე ჟამი 1 / 58კურთხევა

მეექვსე ჟამი

დიდი მარხვა

7 მარტი 2025ხმა 3

მღვდელი

კურთხევა

საწყისი ლოცვები

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 53

1 ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.

2 ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

3 რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.

4 აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.

5 მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.

6 და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ.

7 რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუამლან ჩემმან.

ფსალმუნი 54

1 ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.

2 მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი.

3 ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე.

4 გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა.

5 შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან.

6 და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო.

7 ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.

8 მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა.

9 დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა.

10 დღე და ღამე გარე-მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა.

11 და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაი.

12 რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.

13 ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინაძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო.

14 რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.

15 მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.

16 მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და უფალმან ისმინა ჩემი.

17 მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი.

18 იხსნეს სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა.

19 ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.

20 მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს ჰსჯული მისი.

21 განიყუნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი.

22 მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა ჰსცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა.

23 ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.

ფსალმუნი 90

1 რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.

2 ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

3 რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.

4 ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.

5 არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;

6 ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.

7 დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.

8 ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.

9 რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.

10 არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.

11 რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;

12 ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;

13 ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.

14 რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

15 ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.

16 დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 143

კანონი 20

1 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა ბრძოლაი.

2 წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მხსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე.

3 უფალო, რაი არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ შეჰრაცხე იგი.

4 კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილი წარვლენ.

5 უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ შეახე მთათა და კუმოდიან.

6 გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი.

7 გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა.

8 რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.

9 ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა საფსალმუნისაითა გიგალობდე შენ.

10 რომელმან მისცა ცხოურებაი მეფეთა, რომელმან იხსნა დავით მონაი თვისი მახვილისაგან ბოროტისა.

11 მიხსენ და განმარინე მე ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.

12 რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალ-ნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაი ტაძრისაი.

13 საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას. ცხოვარნი მათნი მრავლის მშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა, და ზროხანი მათნი ზრქელ არიან.

14 არა არს დაცემაი ზღუდისაი, არცა განსავალ, არცა ღაღადებაი უბნებსა მათსა.

15 ჰნატრეს ერსა მას, რომლისა ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.

ფსალმუნი 144

კანონი 20

1 აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

2 ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

3 დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისაი არა არს დასასრულ.

4 ნათესავი და ნათესავი აქებდინ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ.

5 დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკვირველებათა შენთა მიუთხრობდენ.

6 და ძალი საშინელებათა შენთაი თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ.

7 ხსენებაი მრავალი სიტკბოებისა შენისაი აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ.

8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

9 ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.

10 აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ.

11 სუფევისა შენისაი წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან.

12 უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაი შენი და დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისაი.

13 სუფევაი შენი სუფევაი არს ყოველთა საუკუნეთაი, და მეუფებაი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; სარწმუნო არს უფალი ყოველთა შენთა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.

14 განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.

15 თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.

16 აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.

17 მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.

18 ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.

19 ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი.

20 დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.

21 ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ხორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 145

კანონი 20

1 აქებს სული ჩემი უფალსა.

2 ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

3 ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი.

4 გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.

5 ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა;

6 რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე;

7 ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი;

8 უფალმან განაბრძვნის ბრმანი უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;

9 უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარწყმიდოს.

10 სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ თესლითი თესლადმდე.

ფსალმუნი 146

კანონი 20

1 აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაი, ღმერთსა ჩუენსა, ტკბილ ეყავნ ქებაი.

2 აღაშენოს იერუსალემი უფალმან და განბნეულნი ისრაელისანი შეკრიბნეს.

3 რომელმან განკურნნის შემუსრვილნი გულითა და შეუხვნნის წყლულებანი მათნი.

4 რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკვლავთაი და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.

5 დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაი არა არს რიცხვი.

6 შეიწყნარნის მშვიდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.

7 აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა.

8 რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წვიმაი ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივაი მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;

9 რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.

10 არა თუ ძლიერებაი ცხენისაი უნდა, არცა სხვილბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს.

11 არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.

ფსალმუნი 147

კანონი 20

1 აქებდ, იერუსალემ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ;

2 რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,

3 რომელმან დასხნა საზღუარნი შენნი მშვიდობით და სიპოხითა იფქლისაითა განგაძღო შენ;

4 რომელმან მოავლინის სიტყუაი მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაი მისი;

5 დადვის თოვლი ვითარცა მატყლი და ნისლი ვითარცა ნაცარი მიჰფინის;

6 რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინ-მე დაუდგეს?

7 მოავლინის სიტყუაი მისი და დაადნვის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი;

8 რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა _ ისრაელსა.

9 არა უყო ესრეთ ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 148

კანონი 20

1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.

3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.

4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.

5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.

6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.

7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;

8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;

9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;

11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.

12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;

13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.

14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.

ფსალმუნი 149

კანონი 20

1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.

3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.

4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.

5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.

7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,

8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,

9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.

ფსალმუნი 150

კანონი 20

1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.

2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.

3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.

4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.

5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.

6 ყოველი სული აქებდით უფალსა.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

3-გზის

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

რამეთუ არა მაქუა ჩუენ კადნიერებაი მრავალთაგან შეცოდებათა ჩუენთა, არამედ შენგან შობილსა ევედრე ღმრთისმშობელი ქალწულო, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრებად დედა ძისა მიმართ შეწყალებად მვედრებელთა მისთა, ნუ შეურაცხ-ჰყოფ ოხასა ჩუენ ცოდვილთათვის ყოვლად-წმიდაო, რამეთუ მოწყალე არს და ცხოვრებად ჩუენდა შემძლებელ, რომელმანცა ჯვარსა ზედა ვნება ნებსით თავს იდვა ჩუენთვის.

მუხლები

მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად. შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა; უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა წმიდისა ბასილი დიდისა

ღმერთო და უფალო ძალთაო და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან მოწყალებითა გამოუთქმელისა კაცთმოყვარებისა შენისაითა, მხოლოდშობილი ძე შენი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გარდამოავლინე ცხორებად ნათესავისა ჩვენისა, და პატიოსნითა ჯვარითა მისითა ხელითწერილი ცოდვათა ჩვენთაი განხიე და დასთრგუნენ მით მთავრობანი და ხელმწიფებანი ბნელისანი. თავად, მეუფეო კაცთმოყვარეო, შეიწირე ჩვენ ცოდვილთაგანცა სამადლობელი ესე და სავედრებელი ლოცვაი, და გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან დამღუპველისა და ბნელისა შეცოდებისა და ყოველთაგან ბოროტთა ჩვენთა მძებნელთა, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. შეამსჭვალენ შიშსა შენსა ხორცნი ჩვენნი და ნუ მიაქცევ გულთა ჩვენთა სიტყვათა მიმართ, ანუ ზრახვათა ბოროტთა, არამედ სურვილითა შენითა წყლულ-ყვენ სულნი ჩვენნი, რაითა შენდამი მარადის ხედვიდეთ და შენითა ნათლითა წინამძღვრობილნი, შენ, მიუწვდომელსა და მარადის მყოფსა ნათელსა გხედვიდეთ, და შენ, დაუსაბამოსა მამასა, თანა მხოლოდშობილით ძითურთ და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, უწყვეტელსა აღსარებასა და მადლობასა შეგწირვიდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.