კურთხევა
საწყისი ლოცვები
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
ამინ.
დიდება
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
საწყისი ლოცვები
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის · მეტანიით
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კურთხევა
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ
მეტანიით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 109
1 ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა.
2 კუერთხი ძლიერებისაი გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
3 შენ თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოით მთიებისა წინა გშევ შენ.
4 ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
5 უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისასა მეფენი.
6 საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნეს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.
7 ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას, ამისთვის აღამაღლოს თავი.
ფსალმუნი 110
1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.
2 დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;
3 აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.
4 სახსენებელ-ჰყო საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი.
5 საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი.
6 და ძალი საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი წარმართთაი.
7 საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,
8 განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.
9 ხსნაი მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი.
10 დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო გულისხმის-ყოფაი კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნი 85
1 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.
2 იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ.
3 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.
4 ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
5 რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ.
6 ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
7 დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.
8 არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ.
9 ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა.
10 რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი.
11 მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა.
12 აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;
13 რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.
14 ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.
15 და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.
16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი.
17 ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის · მეტანიით
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ტროპარი
ტროპარი დღისა
აქ ითქმის დღის ტროპარი თვენიდან; ხოლო უკეთუ თვენში არ არის — ხმისა ტროპარი პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან).
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აწ და მარადის
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლისა
რომელი ჩვენთვის იშევ, ქრისტე, ქალწულისაგან, ჯუარცმაი დაითმინე, სახიერ, რომელმან სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე და აღდგომაი მოგუმადლე, ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, რომელი შექმნეს ხელთა შენთა, არამედ აჩუენე კაცთმოყვარებაი შენი, მოწყალე, და მიიღე, რომელმან გშვა შენ, ღმრთისმშობელისაგან, ვედრებაი ჩვენთვის, და აცხოვნე, მაცხოვარო, ჩვენო, ერი განწირული.
მუხლები
ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, სახელისა შენისათვის, უფალო, ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა და ნუ განაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან, აბრაჰამისათვის, საყვარელისა შენისა, ისაკ მონისა შენისა და ისრაელ წმიდისა შენისა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის · მეტანიით
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კურთხევა
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
კონდაკი
კონდაკი დღისა
აქ ითქმის დღის კონდაკი თვენიდან ან პარაკლიტონიდან.
უფალო, შეგვიწყალენ
40-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ლოცვა ჟამთა
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა
მეტანიით
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
კურთხევა
თავის დახრით
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
მღვდლის ლოცვა
ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა მეცხრესა ჟამისა
მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, სულგრძელო ჩვენთა შეცოდებთა ზედა, რომელმან მოიწიე ჟამსა ამასცა, რომელსა შინა ჯუარსა ზედა დამკიდებულმან, ცხოველსმყოფელითა მით ნერგითა გზაი ცხორებისაი ავაზაკსა უჩვენე, და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვე, გვიწყალენ ჩვენცა ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი; რამეთუ ვცოდეთ და უშჯულო ვიქმნენით, და არა ღირს ვართ აღხილვად და ხილვად სიმაღლეთა ცისათა, რამეთუ დაუტევეთ გზანი სიმართლისა შენისანი და ნებასა გულთა ჩვენთასა ვიდოდეთ, არამედ გევედრებით შენ, მოუგონებელსა მაგას სახიერებასა შენსა: გვიხსენ ჩვენ, უფალო, სიმრავლისაგან მოწყალებათა შენთაისა, და გვაცხოვნე ჩვენ სახელისა შენისათვის წმიდისა, რამეთუ მოაკლდეს ამაოებასა შინა დღენი ჩვენნი; გვიხსენ ჩვენ ხელითაგან წინააღმდგომისაითა, და მიუტევენ ცოდვანი ჩვენნი და მოაკვდინე ხორციელი ეგე ზრახვანი ჩვენნი, რაითა ძველისა კაცისა განმძარცველთა, ახალი კაცი შევიმოსოთ და შენ გცხოვნდებოდეთ, მეუფისა ჩვენისა და მწყალობელისა, და ესრეთ ბრძანებათა შენთა შედგომილთა, საუკუნოსა მას განსასვენებელსა მივიწიოთ, სადა-იგი არს ყოველთა მხიარულთა სავანე; რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სიხარული და მხიარულებაი მოყვარეთა შენთაი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.