გულანი
საცდელი · 1.37.0
ცისკარი 1 / 211კურთხევა

ცისკარი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

13 დეკემბერი 2024ხმა 7

მღვდელი

კურთხევა

ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

მოვედით, თაყვანი ვცეთ

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 19

1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.

2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;

3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.

4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.

5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.

6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.

7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.

8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.

9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.

ფსალმუნი 20

1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.

3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.

4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.

5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;

6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.

7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.

8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.

9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.

10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.

11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.

12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.

13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.

აწდა: „შესავედრებელო საშინელო“

შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.

მღვდელი

მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“

ესრეთ იტყჳს მღდელი

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა

დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“

ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

ფსალმუნი 3

1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.

2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.

3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.

7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.

ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები

მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

ფსალმუნი 37

1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.

3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;

4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;

6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.

8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.

9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.

10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.

12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.

13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;

14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.

15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.

19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები

ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

ფსალმუნი 62

1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?

2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.

3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.

4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.

5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.

6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.

7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.

8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.

10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.

11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.

ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები

ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფსალმუნი 87

1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;

2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.

4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.

5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.

6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.

10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.

14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.

16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.

ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები

უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

ფსალმუნი 102

1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.

2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,

3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;

4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.

6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.

8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;

10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.

11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;

12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.

13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.

14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;

16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,

18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.

20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.

21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.

22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები

ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 142

1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;

2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.

3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.

4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.

5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.

6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.

7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.

8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.

10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.

12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები

შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

მღვდელი

ცისკრის თორმეტი ლოცვა

ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.

ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დიაკონი

დიდი კვერექსი

ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.

გუნდი

„ღმერთი უფალი“

ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.

ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი · წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (+62)

ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული, და ძმა უაღესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ტროპარი · წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)

ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

მკითხველი

ფსალმუნი 134

და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.

1 აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა,

2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;

4 რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად.

5 რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროის ყოველთა ღმერთთა;

6 ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;

7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა,

8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე;

9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა;

10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი;

11 სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი;

12 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა.

13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.

14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.

15 კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი.

16 პირ ათქს, და არა იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ,

17 ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.

18 ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.

19 სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა, სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა,

20 მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.

21 კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.

ფსალმუნი 135

1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

2 აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

3 აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

4 რომელმან ქმნნა საკვირველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

5 რომელმან ჰქმნნა ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

6 რომელმან დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

7 რომელმან ჰქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

8 მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

9 მთოვარე და ვარსკვლავები ხელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

10 რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

11 და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

12 ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

13 რომელმან განაპო ზღუაი მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

14 და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

15 და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

16 რომელმან განიყვანა ერი თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

17 რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

18 და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

19 სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

20 და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

21 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

22 სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

23 რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

24 და მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

25 რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

26 აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

ფსალმუნი 136

1 მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი.

2 ძეწნთა ზედა შორის მისთა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი.

3 რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყვანებელნი ჩუენნი გალობასა, გვიგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა.

4 ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა.

5 უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი.

6 აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა.

7 მოიხსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალემისაი, რომელნი იტყოდეს: დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა.

8 ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ.

9 ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა.

ფსალმუნი 137

1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და წინაშე ანგელოზთასა გიგალობდე შენ, რამეთუ ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი.

2 და თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა და აუარო სახელსა შენსა წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ განადიდე ყოვლითავე სახელი წმიდაი შენი.

3 რომელსა დღესა გხადოდე შენ, მსთუად შეგესემინ ჩემი, რამეთუ განაძლიერე სული ჩემი ძალითა შენითა.

4 აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რამეთუ ესმნეს ყოველნი სიტყუანი პირისა შენისანი,

5 და გიგალობდენ გზათა შენთა, უფალო, რამეთუ დიდ არს უფლისაი.

6 რამეთუ მაღალ არს უფალი და მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის.

7 ვიდოდი-ღათუ შორის ჭირსა, მაცხოვნე მე, რისხვასა მტერისა ჩემისასა მოყავ ჩემდა ხელი შენი, და მაცხოვნა მე მარჯუენემან შენმან.

8 უფალმან მიაგოს ჩემ წილ; უფალო, წყალობაი შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.

ფსალმუნი 138

1 უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; შენ სცან დაჯდომაი ჩემი, და აღდგომაი ჩემი,

2 შენ გულისხმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით;

3 ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაისწარ იხილენ;

4 რამეთუ არა არს ზაკუვაი ენასა ჩემსა;

5 აჰა უფალო, შენ სცან ყოველი უკანასკნელი და დასაბამისაი, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ხელი შენი.

6 საკვირველ იქმნა ცნობაი შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას.

7 ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი?

8 აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ;

9 აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა,

10 და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე.

11 და ვსთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა.

12 რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე ვითარცა დღე განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი.

13 რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან.

14 აღგიარო შენ, რამეთუ საშინლად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად.

15 არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა.

16 რომელ-იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ; დღისი დაიბადნენ, და არღარა იყოს ნაკლულევანებაი მათ შორის.

17 ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი.

18 აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვიშისა განმრავლდენ; განვიღვიძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ.

19 უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან.

20 რამეთუ მხდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამაოებითა ქალაქნი შენნი.

21 ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკფდი?

22 სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე.

23 განმცადე მე, ღმერთო, და ჰსცან გული ჩემი; განმიკითხე და გულისხმა-ჰყვენ ალაგნი ჩემნი.

24 და იხილე, არს თუ გზაი უჰსჯულოებისაი ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.

ფსალმუნი 139

1 განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუისაგან მიხსენ მე,

2 რომელთა ზრახეს უჰსჯულოებაი გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა;

3 აღილესეს ენაი მათი ვითარცა გუელისაი, და გესლი ასპიტთაი ბაგეთა მათთა.

4 მიცევ მე, უფალო, ხელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიხსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაი სლვათა ჩემთაი;

5 დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერხთა ჩემთათვის,

6 და გარემოის ალაგთა საცთური დამიდგეს მე.

7 ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ხმაი ლოცვისა ჩემისაი.

8 უფალო, უფალო, ძალო ცხოურებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა.

9 ნუ მიმცემ მე, უფალო, გულის-თქუმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთვის ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.

10 თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი.

11 დაეცემოდინ მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაამხუნე იგინი გლახაკებითა, და ვერ დაუთმონ.

12 კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუეყანასა ზედა, კაცი ცრუი ძვირმან მოინადიროს განსახრწნელად.

13 უწყი, რამეთუ ყოს უფალმან საშჯელი გლახაკთაი და სამართალი დავრდომილთაი.

14 ხოლო მართალთა აუარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკვიდრონ წინაშე პირსა შენსა.

ფსალმუნი 140

1 უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.

2 წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.

3 დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.

4 ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.

5 მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.

6 დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.

7 ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.

8 რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.

9 მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

10 შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?

ფსალმუნი 141

1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.

2 განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.

3 მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.

4 ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.

5 ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.

6 მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.

7 გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.

ფსალმუნი 142

1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;

2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.

3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.

4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.

5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.

6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.

7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.

8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.

10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.

12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

რომელმან ჩუენთჳს ჯუარსა შემსჭუალუა თავს-იდევ, შეწირე მღჳძარედ…

პარასკევსა ცისკრად, შემდომად ა სტიქლოღიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ზ.

რომელმან ჩუენთჳს ჯუარსა შემსჭუალუა თავს-იდევ, შეწირე მღჳძარედ ლობიერი გალობაჲ ჩემი, ქრისტე ღმერთო ჩემო და შემიწყალე მე:

რომელი უფლებ უსხეულოთა ძალთა ზედა, და უწყი…

აღამაღლებდით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:

რომელი უფლებ უსხეულოთა ძალთა ზედა, და უწყი სულისა ჩემისა სიმედგრჱ და დაჴსნილებაჲ, ჯუარითა შენითა მაცხოვნე მე ქრისტე ღმერთო ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:

ღმრთის-მშობელო წმიდაო მარადის ქალწულო, ჰხედევდ რა ჯუარსა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

ღმრთის-მშობელო წმიდაო მარადის ქალწულო, ჰხედევდ რა ჯუარსა ზედა დამოკიდებულსა ძესა შენსა, ვითარცა დედა მტირალი ადიდებდ საშინელსა მოწყალებასა მისსა, უქორწინებელო დედოფალო:

მკითხველი

ფსალმუნი 143

შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:

1 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა ბრძოლაი.

2 წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მხსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე.

3 უფალო, რაი არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ შეჰრაცხე იგი.

4 კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილი წარვლენ.

5 უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ შეახე მთათა და კუმოდიან.

6 გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი.

7 გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა.

8 რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.

9 ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა საფსალმუნისაითა გიგალობდე შენ.

10 რომელმან მისცა ცხოურებაი მეფეთა, რომელმან იხსნა დავით მონაი თვისი მახვილისაგან ბოროტისა.

11 მიხსენ და განმარინე მე ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა.

12 რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალ-ნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაი ტაძრისაი.

13 საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას. ცხოვარნი მათნი მრავლის მშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა, და ზროხანი მათნი ზრქელ არიან.

14 არა არს დაცემაი ზღუდისაი, არცა განსავალ, არცა ღაღადებაი უბნებსა მათსა.

15 ჰნატრეს ერსა მას, რომლისა ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.

ფსალმუნი 144

1 აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

2 ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

3 დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისაი არა არს დასასრულ.

4 ნათესავი და ნათესავი აქებდინ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ.

5 დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკვირველებათა შენთა მიუთხრობდენ.

6 და ძალი საშინელებათა შენთაი თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ.

7 ხსენებაი მრავალი სიტკბოებისა შენისაი აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ.

8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

9 ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.

10 აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ.

11 სუფევისა შენისაი წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან.

12 უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაი შენი და დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისაი.

13 სუფევაი შენი სუფევაი არს ყოველთა საუკუნეთაი, და მეუფებაი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; სარწმუნო არს უფალი ყოველთა შენთა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.

14 განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.

15 თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.

16 აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.

17 მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.

18 ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.

19 ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი.

20 დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.

21 ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ხორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნი 145

1 აქებს სული ჩემი უფალსა.

2 ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

3 ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი.

4 გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.

5 ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა;

6 რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე;

7 ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი;

8 უფალმან განაბრძვნის ბრმანი უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;

9 უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარწყმიდოს.

10 სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ თესლითი თესლადმდე.

ფსალმუნი 146

1 აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაი, ღმერთსა ჩუენსა, ტკბილ ეყავნ ქებაი.

2 აღაშენოს იერუსალემი უფალმან და განბნეულნი ისრაელისანი შეკრიბნეს.

3 რომელმან განკურნნის შემუსრვილნი გულითა და შეუხვნნის წყლულებანი მათნი.

4 რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკვლავთაი და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.

5 დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაი არა არს რიცხვი.

6 შეიწყნარნის მშვიდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.

7 აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა.

8 რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წვიმაი ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივაი მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;

9 რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.

10 არა თუ ძლიერებაი ცხენისაი უნდა, არცა სხვილბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს.

11 არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.

ფსალმუნი 147

1 აქებდ, იერუსალემ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ;

2 რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,

3 რომელმან დასხნა საზღუარნი შენნი მშვიდობით და სიპოხითა იფქლისაითა განგაძღო შენ;

4 რომელმან მოავლინის სიტყუაი მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაი მისი;

5 დადვის თოვლი ვითარცა მატყლი და ნისლი ვითარცა ნაცარი მიჰფინის;

6 რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინ-მე დაუდგეს?

7 მოავლინის სიტყუაი მისი და დაადნვის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი;

8 რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა _ ისრაელსა.

9 არა უყო ესრეთ ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ.

ფსალმუნი 148

1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.

3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.

4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.

5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.

6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.

7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;

8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;

9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;

11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.

12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;

13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.

14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.

ფსალმუნი 149

1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.

3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.

4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.

5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.

7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,

8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,

9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.

ფსალმუნი 150

1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.

2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.

3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.

4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.

5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.

6 ყოველი სული აქებდით უფალსა.

ცეცხლისა უბრწყინუალესჰყავ, ალისა უძლიერეს-ჰყავ, ძელი ჯუარისა შენისა…

შემდგომად ბ, სტიხოლოღიისა წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ზ.

ცეცხლისა უბრწყინუალესჰყავ, ალისა უძლიერეს-ჰყავ, ძელი ჯუარისა შენისა უფალო, შემწირუელად ცოდუათა, და განმანათლებელად სულთა რომელნი გიღაღადებენ, უფალო დიდება შენდა:

რომელმან მიიღე ნებსით ჩუენთჳს ჯუარ-ცმა, შემუსრენ უკუე…

ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა:

რომელმან მიიღე ნებსით ჩუენთჳს ჯუარ-ცმა, შემუსრენ უკუე მტერნი რომელთა არა გიციან შენ ჭეშმარიტი ღმერთი და გუაცხოვნენ ჩუენ:

რაჟამს ნებსით დაემსჭუალე და ამაღლდი ჯუარსა ზედა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

რაჟამს ნებსით დაემსჭუალე და ამაღლდი ჯუარსა ზედა, ღმრთის-მშობელი წინაშე მდგომარე იტყოდა, უფალო, უფალო არცა ერთისა ვისმე დედათაგანისა იცნობების ტკივილი ჩემი, ღმერთად გიცნობ შენ საკჳრუელებათა მიერ, ამისთჳს აღსდეგ ვითარცა ჰსთქუ მესამესა დღესა, რათა მოხარული გიგალობდე შენ ყოვლად ძლიერო უფალო დიდება შენდა:

მკითხველი

ფსალმუნი 50

არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ქუეყანა ძელითა ძუელი ვნებაჲ აღჴოცა

პარასკევსა, კანონი ჯუარისა. რომლისა კიდურ-წერილობა.

ქუეყანა ძელითა ძუელი ვნებაჲ აღჴოცა:

ღმერთსა რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო…

ქმნილი იოსებისა. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი.

ღმერთსა რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო ძლევისა გალობითა, მას უგალობდეთ რამეთუ დიდებულ არს

ქრისტე ამაღლდა ჯუარსა ზედა და ყოველნი, მორწმუნენი…

ტროპარნი.

ქრისტე ამაღლდა ჯუარსა ზედა და ყოველნი, მორწმუნენი აცხოვნნა, და მტერი წარმწყმედელი, დააკუეთა რამეთუ დიდებულ არს:

წყარო ცხოველი მიწდიე მე იესო, გუერდით ცხოველს-მყოფელით, და მტერი მოაკუდინე, ნებსით რა მკუდარ-იქმენ მეუფეო:

ჩუენთჳს ვედრებაჲ შეჰსწირეთ ღმრთისა მიმართ, მოწამენო ნეტარნო…

მოწამეთა.

ჩუენთჳს ვედრებაჲ შეჰსწირეთ ღმრთისა მიმართ, მოწამენო ნეტარნო, რათა განმარინნეს ჩუენ, სასჯელისა მისგან საშინელისა:

ქრისტესთჳს რა დამდაბლდით მოწამენო, მტერი ამპარტავანი, ახოვნებით დაეცით, ყოვლად დიდებულნო ღმრთისა მადლითა:

შენგან შობილი მოწყალებით ქალწულო, ჯუარ-ცმული რა იხილე…

ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

შენგან შობილი მოწყალებით ქალწულო, ჯუარ-ცმული რა იხილე, ჰგოდებდი და იგლოვდი, და ადიდებდ სულ-გრძელებასა მისსა:

ჴმიანითა სიტყჳითა ყუავილსა გალობათასა, გიხაროდენსა მადლობით მიგიძღუანებთ…

სხუა კანონი, ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობლისა. გალობა ა. ჴმა იგივე, სძლისპირი. წამის-ყოფითა ღმერთო.

ჴმიანითა სიტყჳითა ყუავილსა გალობათასა, გიხაროდენსა მადლობით მიგიძღუანებთ სძალო, ჴსნილნი, მწუხარებათაგან, და აღუსებულნი შენ მიერ სიხარულითა:

მადლსა და წყალობასა, და ძალსა ფრთეთა შენთასა არა დავჰფარავთ ქალწულო ყოვლად საგალობელო, არამედ ჴმა მაღლად ვქადაგებთ, რამეთუ ჭირთა, ბოროტთაგან განგუარინენ ჩუენ:

ჴსნილნი პირად პირადთაგან განსაცდელთა და ჭირთა, დედობრივითა მეოხებითა შენითა ყოვლად წმიდაო, ერთ-ჴმობით მადლობისა ჴმათა ყოველნი მჴურუალედ გიგალობთ შენ:

სათნოებათა მიერ, განშუენდი პირად პირადად, შემკული მადლითა სულისა წმიდისათა იქმენ, სძალ საღმრთო მამისა, ჭეშმარიტებით, დედად ქრისტეს მეუფისა:

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და…

სხუაჲ კანონი წმიდისა, მუჴლი 8 გალობა 1, უგალობდითსა, ხმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ჵ მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჵ მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა ვახტანგისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე.

აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო მეფეო, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა წარმართენ სლვანი შენი მცნებათა მიმართ საღმრთოსა.

მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და მართლმორწმუნენი შეიყუარენ, ხოლო ცეცხლისმსახურნი განასხენ და საცეცხლურნი მათნი დაშრიტენ.

ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ჴელმწიფეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ჴელმწიფეო, და მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო.

ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისაჲ მჴნჱ, ესრეთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო.

განძლიერდა დღეს, სარწმუნოებით ეკკლესიაჲ, ქრისტეს მიერ, და…

გალობა გ. სძლისპირი.

განძლიერდა დღეს, სარწმუნოებით ეკკლესიაჲ, ქრისტეს მიერ, და გალობით ესრეთ ღაღადებს, წმიდა-ხარ შენ უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო:

რომელი ეგე, ბუნებით უვნებელ-ხარ ვითარ ივნე, რომელმან…

ტროპარნი.

რომელი ეგე, ბუნებით უვნებელ-ხარ ვითარ ივნე, რომელმან მომეც ცხოვრებაჲ ძელითა ვითარ მოჰკუედ, დიდ-არს წყალობაჲ შენი, და სულ-გრძელებ უფალო:

ჯუარს-ეცუ ჴორცითა, შორის ავაზაკთა ღმრთისა სიტყუაო, და განამართლე სარწმუნოებით აღმსარებელი შენი, დამბადებელო, ავაზაკი იგი მორწმუნჱ:

ქრისტეს მჴედარნო, ხუეტაჲ ჴორცთა სიმჴნით დაითმინეთ, და…

მოწამეთა.

ქრისტეს მჴედარნო, ხუეტაჲ ჴორცთა სიმჴნით დაითმინეთ, და მოჭრა ჴელთა და ფერჴთა და ყოველთა ასოთა, ამისთჳს დიდებასა საუკუნესა შეხუედით:

მძჳნუარებამან ტანჯუათამან დიდად განგაბრწყინუა, და დიდებისა დიდისა მომატყუებელ გექმნათ, მარტჳლნო და მეოხხართ, ცხოვრებისათჳს, სულთა ჩუენთასა:

დედობრივითა, ვედრებითა შენითა ქალწულო მოგუეც, ბრალთა შენდობაჲ…

ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

დედობრივითა, ვედრებითა შენითა ქალწულო მოგუეც, ბრალთა შენდობაჲ ქრისტეს მიერ რომელმან ჩუენთჳს, კაცებაჲ შეიმოსა, და ჯუარცმა და ვნება ნებსით თავს-იდუა:

ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ…

სხუა. სძლისპირი.

ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ, ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით, და სულითა მით საღმრთოთა, დაგუამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:

სიხარულისა საღმრთოჲსა, დასაბამსა და მიზეზსა, მადლობით უგალობდეთ…

ტროპარნი.

სიხარულისა საღმრთოჲსა, დასაბამსა და მიზეზსა, მადლობით უგალობდეთ ერნო და სიხარულით, გიხაროდენისა, შესხმითა მოვიკითხჳდეთ, გიხაროდენ დედოფალო, სასოო, ცხოვრებისა ჩუენისაო:

შენ მიერ ჴსნილნი ჭირთაგან, და სიხარულსა მიმთხუეულნი, დედაო უსძლოო ვითარცა, მომატყუებელსა, კეთილთასა გნატრით, და გალობით გიღაღადებთ, შესხმასა გაბრიილისა, გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა:

ცოდუათაგან და განსაცდელთა ჰჴსნასა მოვიღებთ, საღმრთოჲთა მით მეოხებითა შენითა დედაო ქრისტეს ღმრთისაო, ვინა ვითარცა მიზეზსა კეთილთასა გიგალობთ შენ სარწმუნოებით ჴმითა მადლობისათა:

შენ-ხარ წყარო ცხოვრებისა, და თუალი სიტკბოებისა, და მდინარე უკუდავებისა და ჭირუეულთა, და მიმძლავრებულთა, მოჰრწყავ და იჴსნი ჭირთაგან და დაათრობ წყალობითა, ყოვლად წმიდაო დედაო ღმრთისაო:

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და…

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.

იყავ, მჴნეო, გამოცდილ მჴედრობითსა წყობასა და კუეთებასა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

იყავ, მჴნეო, გამოცდილ მჴედრობითსა წყობასა და კუეთებასა, ბრძენო, წინააღმდგომთა ყოველთასა, რომლითა დასცენ და შემუსრენ ცეცხლისა თაყუანისმცემელნი. ეგრეთვე აწ ბნელი უღმრთოთაჲ განხადე და განანათლენ მორწმუნენი.

ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან შეუძლო დავიწყებად შრომათა შენთა, რამეთუ არა სცემდი განსუენებასა თავსა თჳსსა და დააფუძნე ტფილის-ქალაქი ჩუენი დიდებული და საძირკველად სულიერად დაუდე წმიდანი ეკლესიანი მსგავსად იერუსალჱმისა

შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და გიღაღადებთ:

დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, ვახტანგ გორგასალო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უჴორცომან, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად და სიხარულითა ღუაწლისა შენისაჲთა ეკლესიაჲ შუენიერად მეწამულ-ყავ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე.

დიაკონი

მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)

ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცჱ და ურღვეველი…

წარდგომაი, ხმაჲ 4

ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცჱ და ურღვეველი ზახებასა მტერთასა არა შეშინდი, არამედ მძლავრთა უშჯულოებანი განაქიქე და მბრძოლთა მტერისაჲთა ცხადად არცხვინე, ხოლო მოიკალ რაჲ ჴელითა სპარსთაჲთა, ზეცისა მჴედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული ქრისტესა წარმოუდეგ. ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთა.

ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურვილი და სიყუარული შენი და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურვილი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, რამეთუ სხუათა მათ სათნოებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძარნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და ეკლესიაჲ მოციქულთაჲ სუეტი ცხოველი განაახლე და შეამკევ მცხეთას.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტის გარემოდგომილებისა გჳჴსენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოებაჲ შენ ზედა დაგვიძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

სმენა მესმა მე, ღმრთისა გამოჩინებისა, ქუეყანასა ზედა…

გალობა დ. სძლის-პირი.

სმენა მესმა მე, ღმრთისა გამოჩინებისა, ქუეყანასა ზედა მაცხოვრად ჩუენ მორწმუნეთა მისთა და უღაღადებთ, დიდება ძალსა შენსა:

შუენიერად ამაღლდი ჯუარსა ზედა უფალო, და ვითარცა…

ტროპარნი.

შუენიერად ამაღლდი ჯუარსა ზედა უფალო, და ვითარცა ტევანმან, ღჳნო სიტკბოებისა გჳწდიე მჴსნელო და დაატკბე სოფელი:

მძჳნუარენი სენნი კაცთანი, დააცხურენ, ნებსით ვნება რა თავს-იდევ ჩუენთჳს მეუფეო, ჯუარისა მიერ და გჳჴსენ ვნებათაგან:

მოსწყლენ მტერი მოწამეთა წყლულებითა, და გამოჩნდეს მკურნალად…

მოწამეთა.

მოსწყლენ მტერი მოწამეთა წყლულებითა, და გამოჩნდეს მკურნალად, სულთა და ხორცთა ჩუენთა, და მაოტებელ სულთა არა წმიდათა:

ეწყლნეს მძლავრთა მჴნენი ქრისტეს მოწამენი, და ძლევისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან იქმნნეს, და ჩუენთჳს ჰყოფენ ვედრებასა მარადის:

სიტყუა ღმრთისა გჳშევ, ჴორცითა ქალწულო, რომელმანცა ხრწნილებაჲ…

ღმრთის-მშობლისა.

სიტყუა ღმრთისა გჳშევ, ჴორცითა ქალწულო, რომელმანცა ხრწნილებაჲ განაქარუა ჯუარითა, სახიერებით და აცხოვნა სოფელი:

ჯეროვანსა და ბრწყინუალესა დიდებისა შენისა შესხმასა მიგიძღუანებთ…

სხუა. სძლისპირი. ქრისტე ღმერთო რომელმან.

ჯეროვანსა და ბრწყინუალესა დიდებისა შენისა შესხმასა მიგიძღუანებთ შენ, რომელი იგი ვისწავეთ, გაბრიილისაგან სძალო, გიხაროდენ უფალი შენთანა:

აღგჳდგინნეს, ცოდუათა ჩუენთა, ჭირნი მრავალნი და განსაცდელთა სიმრავლენი, არამედ ძლიერებამან, შენმან გარე-წარგუხადნა, ქალწულო დედოფალო წმიდაო:

აღდგეს ჩუენ ზედა განსაცდელნი მრავალნი ვნებანი ცოდჳსანი, არამედ საღმრთოჲთა საფარუელითა შენითა გჳჴსნენ ჩუენ წმიდაო:

ნეტარ-ვართ ჩუენ, ჭეშმარიტებით, რომელნი სიწმიდით ვჰმონებთ დიდბასა შენსა, რამეთუ შეცოდებათა, და ჭირთაგან ვიჴსნებით, ოხითა შენითა ღმრთის-მშობელო:

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ…

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

ქებით შეგამკობთ შენ, ღირსო მეფეო, და მეოხ-გყოფთ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ქებით შეგამკობთ შენ, ღირსო მეფეო, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა წყალობითა ჴელი აღგვიპყრას სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთა.

მღდელთმთავარნი მღდელთა თანა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მღდელთმთავარნი მღდელთა თანა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი, ყრმანი, და ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ ეკლესიად მოკრბება და სიხარულით აღასრულებს ჴსენებასა შენსა.

ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ, ახოვანო მეფეო ვახტანგ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: მოგჳჴსენენ საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა.

ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცის-კიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე, გევედრებით, სიწმიდითა შენითა.

რომელმან სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალ-ღონჱ იგი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

რომელმან სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალ-ღონჱ იგი სივერაგჱ მტერისაჲ დაამჴუე, აწ მაღალთა მათგან სავანეთა მოგუჴედენ, ახოვანო, და წინაშე ღმრთისა შეგვეწიე.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო.

ღამე ბნელი ურწმუნოთა, ქრისტე, მორწმუნეთა ნათელ-ჰყოფს სიტყუათა…

გალობა ე. სძლისპირი.

ღამე ბნელი ურწმუნოთა, ქრისტე, მორწმუნეთა ნათელ-ჰყოფს სიტყუათა შენთა მადლითა, ამისთჳს ჩუენცა შენდა აღჳმსთობთ, და ღმრთაებასა შენსა ვადიდებთ:

ჯუარსა ზედა ამაღლდი მეუფეო ჴორცითა, და დაბადებულნი…

ტროპარნი.

ჯუარსა ზედა ამაღლდი მეუფეო ჴორცითა, და დაბადებულნი იჴსნენ ქუესკნელით, უმეცრებისათ, და მოიზიდენ, აღსარებად შენდა კაცთ-მოყუარე:

ერმან უსჯულომან მოგითხოვეს, ჯუარ-ცმად მჴსნელო, თხემისა ადგილსა რომელმან ეგე, შემუსრე თავი ვეშაპისა მის, სულთა მომსღუელისა ძლიერებითა:

განაჴმენით ღუარნი უღმრთოებისანი მარტჳლნო, სისხლთა თქუენთა წმიდათა…

მოწამეთა.

განაჴმენით ღუარნი უღმრთოებისანი მარტჳლნო, სისხლთა თქუენთა წმიდათა მდინარითა, და მოაშთუეთ თქუენ, მათ შინა მჴნენო, მძლავრი ფარაოჲ მთავარი ბნელისა:

ფრჩხილებითა დაბძარულთა დაბძარენით გულნი, მძლავრთა უკეთურთა და მგმობართანი, და განგუმირენით მხილებათა მათ, თქუენთა ბრძენთა მახჳლითა

მარტჳლნი:

წმიდა-ჰყო ღმერთმან საშოჲ შენი ყოვლად წმიდაჲ სძალო…

ღმრთის-მშობლისა.

წმიდა-ჰყო ღმერთმან საშოჲ შენი ყოვლად წმიდაჲ სძალო, სიწმიდით რა დაემკჳდრა მას შინა, და ჯუარსა ზედა ამაღლებულმან, დაბადებულნი აღამაღლნა მისთანა:

ბრალთა დამჴსნელი, ქრისტე მეუფე გჳშევ დედოფალო, და…

სხუა. სძლისპირი. შენდა აღჳმ.

ბრალთა დამჴსნელი, ქრისტე მეუფე გჳშევ დედოფალო, და ჭირთა და ურუათაგან, იჴსენ სოფელი, ამისთჳს გიღაღადებთ, დიდება ძესა შენსა ქალწულო:

მრავალ-სახეთა ჭირთა და ურუათა და განსაცდელთაგან, შეპყრობილნი გევედრებით სიხარულითა უოხჭნოჲთა აღმავსენ, სძალო სასოო განწირულთაო:

ვითარცა მცუელი ცხოვრებისა ჩუენ მონათა შენთასა წმიდაო განდევნი განსაცდელთა, და გუცავ ჩუენ უვნებელად, ამისთჳს ზიარნი მრავალთა მათ კეთილთა შენთანი გალობით გმადლობთ შენ:

შეცოდებათა, სენთა სალმობათა და განსაცდელთაგან, და ტკივილთა მძჳნუარეთა გამოვიჴსნებით, ვედრებითა შენითა, და მადლობით გადიდებთ ქალწულო:

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და…

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყუარე.

ჵ, დიდებული საკჳრველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჵ, დიდებული საკჳრველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა ბრწყინავ შენ, უძლეველო მეფეთა შორის, და ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა, ღირსო.

ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლდი შენ, ღირსო მეფეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლდი შენ, ღირსო მეფეო, და დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალსა და განანათლე შენდა რწმუნებული ერი ქრისტჱს მოსახელჱ, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ლოცვითა შენითა, გევედრებით.

ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ.

დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო, ღირსო წამებისაო, მეფეო ვახტანგ გორგასალო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტჱსთჳს და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთჳს.

აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ.

იონასებრ, ვეშაპისა მიჴსენ მე გევედრები, სახიერო უფალო…

გალობა ვ. სძლისპირი.

იონასებრ, ვეშაპისა მიჴსენ მე გევედრები, სახიერო უფალო, რომელსა შთანთქმა ჰნებავს, ჩემი უწყალოებით განმარინე მე:

კაცობრივი, ბუნება სენთა ცოდჳსათა დაცემული, განწირულთა მკურნალო…

ტროპარნი.

კაცობრივი, ბუნება სენთა ცოდჳსათა დაცემული, განწირულთა მკურნალო, განჰკურნე მოწყალებით, ჯუარცმითა და ვნებათა დიდებულითა:

ხისა მიერ, პირუელ ადამ დაისაჯა და ძელითა, ჯუარისათა განმართლდა, და შუებაჲ სამოთხისა, დაიმკჳდრა შენ მიერ ყოვლად ძლიერო:

გიგალობთ შენ, ჯუარსა ზედა დამსჭუალულო და გადიდებთ შენ, ეკლისა გჳრგჳნითა, დიდებისა გჳრგჳნისა, მომცემელო კაცთაო ღირს-იქმნნეს:

წარწყმედელი კერპთა სიბორგილჱ განაგდეს მოწამეთა, და ტანჯუანი…

მოწამეთა.

წარწყმედელი კერპთა სიბორგილჱ განაგდეს მოწამეთა, და ტანჯუანი თავს-ისხნეს, და მორაკუდეს მჴსნელისა, თანა მეუფებასა, მკჳდრად ღირს-იქმნნეს:

არცათუ ჭირთა, არცა დევნულებათა და სიკუდილთა მიერ, სიყუარულსა ქრისტესსა, განეშორნეს მარტჳლნი, ღუაწლისა-მძლენი ღირსნი ყოვლად ქებულნი:

გოდებითა და ტირილითა მწარითა უგალობდი, შენგან შობილსა…

ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

გოდებითა და ტირილითა მწარითა უგალობდი, შენგან შობილსა სძალო, ჰხედევდი რა ჯუარცმულსა, და ჰმადლობდი წყალობათა მისთა უფსკრუსა:

ვითარცა იგი იონა წინასწარ-მეტყუელი იჴსენ, სიღრმეთაგან ეგრეთცა…

სხუა. სძლისპირი.

ვითარცა იგი იონა წინასწარ-მეტყუელი იჴსენ, სიღრმეთაგან ეგრეთცა მე, სიღრმეთაგან ცოდუათასა აღმომიყუანე, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:

ანგელოსთა განწყობილნი, ქებად შენდა დედოფალო, მოუძლურდებიან ხოლო…

ტროპარნი.

ანგელოსთა განწყობილნი, ქებად შენდა დედოფალო, მოუძლურდებიან ხოლო, ჩუენ მონანი ესე შენნი, გიხაროდენსა, გაბრიელის თანა გიგალობთ:

სიღრმესა შინა მწუხარებისასა ცოდუათა მიერ ჩუენთა შთავრდომილნი, ვიჴსნენით შენ მიერ იწროებათაგან და განსაცდელთა, ღმრთის-მშობელო ქალწულო:

თანა-მდებ-ჰყუენ ყოველნივე, დაბადებულნი ქალწულო, გალობად და ქებად შენდა, რამეთუ იჴსნენ ჭირთაგან, და განსაცდელთა, ქრისტეს მიმართ ოხითა შენითა:

და ცხადად და დაფარულად, დღე და ღამე დედოფალო, შენდა მოვივლტით ყოველნი, და ვითხოვთ ოხასა შენსა, მოგუხედენ ტკბილო, ქებით მადიდებელთა შენთა:

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და…

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცჱ ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.

სამეფო ძოწეულითა შემკულმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

სამეფო ძოწეულითა შემკულმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ და წმიდაჲ ეკლესიაჲ ქართველთაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე და შეამკევ, აწ მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუხედენ და გზაჲ იგი ჩუენი სამეუფოჲ წარგვიმართენ.

ჯაჭვი სარწმუნოებისაჲ სიმჴნითა შეიმოსე, და ნიში ჯუარისაჲ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჯაჭვი სარწმუნოებისაჲ სიმჴნითა შეიმოსე, და ნიში ჯუარისაჲ საჭურველად აღიღე და მჴედრად ქრისტესა ახოვნად გამოჩნდი, რამეთუ წინა-აღუდეგ მძლავრთა და დააკუეთე ეშმაკისა საცთური.

მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმჴნჱ შენი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმჴნჱ შენი, და აცისკრებს გონებასა ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმრთელჱ ცნობისაჲ, და სიმტკიცჱ გონებისა შენისაჲ, აწ ცისკროვან-ყავ, კურთხეულო მეფეთა შორის, გონებაჲცა ჩუენი.

ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტჱსთა, რომელმანცა მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.

ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ოხითა შენითა.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

დიაკონი

მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

კონდაკი · წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (+62)

კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა

სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.

კონდაკი · წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)

ზესთამბრძოლო უძლეველო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, რომელმან სადიდებლად ღმრთისა იღუაწე და ერსა შენსა ქრისტეს-მოყუარესა ანდერძად მიეც: მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკუდილსა, რაჲთა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ, სიხარულით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა და გიგალობთ: გიხაროდენ, ვახტანგ მეფეო წმიდაო, სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთაო.

კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი

კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა

აქ იკითხება დღის კონდაკი.

ყრმათა ბაბილონს, სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია…

გალობა ზ. სძლისპირი.

ყრმათა ბაბილონს, სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამო, ღმრთისა მიმართ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფალო, მამათა ჩუენთა ღმერთო უკუნისამდე:

ცოდუათა ჩემთა ტჳრთსა აღსუბუქებად უსჯულოთა შორის ჯუარს-ეცუ…

ტროპარნი.

ცოდუათა ჩემთა ტჳრთსა აღსუბუქებად უსჯულოთა შორის ჯუარს-ეცუ იესო სახიერო ამისთჳს ვიტყჳ, კურთხეულ ხარ შენ უფალო, მამათა ჩუენთაო ღმერთო უკუნისამდე:

გუერდით მოიწყალ გუერდისა მიმართ ცთომათა განკურნებად ქრისტე, და მახჳლსა მოტყინარესა უბრძანე, შიშით გზა-ცემად ჩუენდა, ედემისა გზასა, მამათა ჩუენთა ღმერთმან:

მსგავსად მნათობთა, ეკკლესიისა სამყაროსა დასხმულნი მარტჳლნი შენნი…

მოწამეთა.

მსგავსად მნათობთა, ეკკლესიისა სამყაროსა დასხმულნი მარტჳლნი შენნი, ყოველსა სოფელსა ჰნათობენ, თუალითა ბრწყინუალებითა, და ელუარებითა, დიდთა კურნებათათა:

ცხოველთა წიგნსა, ბრწყინუალედ აღწერილ-არიან ქრისტეს მოწამენი, რომელთა აღწერილნი ქრისტეს სამართალნი, გულს-მოდგინედ დაიცუეს და სიმჴნით იღუაწეს, ჴორცითა მოკუდავითა:

ყოვლად-წმიდამან, ყოვლად წმიდა სიტყუა მამისაგან შობილი იხილა…

ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

ყოვლად-წმიდამან, ყოვლად წმიდა სიტყუა მამისაგან შობილი იხილა რა, წმიდა-ჰყოფად კაცთა ჯუარსა დამჰსჭუალული, დედობრივ ცრემლეოდა, და მწარედ გოდებდა, ღმერთო შენ კურთხეულ-ხარ:

გიხაროდენსა მადლობით გიღაღადებთ ღმრთისა დედაო უბიწოო, და…

სხუა. სძლისპირი.

გიხაროდენსა მადლობით გიღაღადებთ ღმრთისა დედაო უბიწოო, და ყოველთა ჭირთაგან ვიჴსნებით შენ მიერ, და ერთბამად გიგალობთ ჴმითა შესხმისათა, სასოო სოფლისაო:

მწუხრსა ტირილმან, ჭირთა ბოროტთა მოწევნისამან განისუენა ჩუენ შორის ხოლო შეწევნასა რა შენსა შევევედრენით ვპოვეთ ღმრთისა დედაო, ცისკარს სიხარული და მადლობით გაკურთხევთ:

საღმრთოდ სიმტკიცედ, და შესავედრებელად მოგჳგიეს შეწევნაჲ შენი და მძაფრ-კუეთებისაგან გულის-თქმათასა, შენდა მომართ მოვივლტით ქალწულო, და ვჰპოებთ მათგან ჰჴსნასა შენ მიერ:

მადლსა ლოცჳსა შენისასა წმიდაო, ვიქადებთ პირითა და სულითა დიდებულო, რამეთუ შენ მიერ განსაცდელთაგან და ღელუათა, და მძიმეთა ურუათა და ცოდჳსა ვნებათაგან ვიჴსნებით ყოველნი:

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა…

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფეი ქართველთაჲ, ამისთჳსცა უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და ღაღადებდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერთა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ წინაშე ღმრთისა მდგომარემან, ვითარცა მოღუაწემან, ითხოვე ერისათჳს ჩუენისა ძლევაჲ მტერთა ზედა.

ვითარცა განაქარვე საცთური იგი ცეცხლ-თაყუანისმცემელთაჲ და კარი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა განაქარვე საცთური იგი ცეცხლ-თაყუანისმცემელთაჲ და კარი სარწმუნოებისაჲ განუღე მრავალთა ერთა, ეგრეთვე მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთა და გჳჴსენ ვნებათაგან.

მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად სიკუდიდ, მჴნეო და ღირსო მოწამეობისაო, და ამცნე სახლეულსა შენსა და ერსა, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რაჲთა მოიგონ წარუვალი დიდებაჲ.

ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, პატიოსანი გუამი შენი დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა“, გარნა ძალითა ქრისტჱსითა სიკუდილისა შემდგომადცა ყოველთა მვედრებელთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა.

კუართი შენი წმიდაჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

კუართი შენი წმიდაჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და შეიმოსე იგი სიწმიდით, კეთილმსახურო მართალო და დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, და ქრისტესა მეუფისა თანა იხარებ და გჳრგჳნითა უხრწნელებისაითა შემკობილი უჴორცოთა თანა ადიდებ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოჳვლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

რომელი მხოლო არს, მეუფე დიდებისა, რომელსა გუნდნი…

გალობა ჱ. სძლისპირი.

რომელი მხოლო არს, მეუფე დიდებისა, რომელსა გუნდნი ზეცათანი აქებენ და ეშინის ანგელოსთა კრებულსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მკუდრად გამომაჩინა მე, ხემან ცნობადისამან, ხოლო შენ…

ტროპარნი.

მკუდრად გამომაჩინა მე, ხემან ცნობადისამან, ხოლო შენ ქრისტე მორაჰკუედ ძელსა ზედა, ცხოველ-მყავ მე, და განმანათლე გალობად, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ეკლისა გჳრგჳნი, დაგადგეს უსჯულოთა რომელმან აღმოფხურენ ეკალნი ცთომისანი მეუფეო, და ჯუარსა დაგმჰსჭუალეს შენ, რომელმან საცთურთა სიღრმეთა შინა დანთქმულნი ადამიანნი იჴსნენ:

გარდამრთხმელნი ცათა, ძელსა ზედა დაგმჰსჭუალეს, ერმან უგუნურმან…

მოწამეთა.

გარდამრთხმელნი ცათა, ძელსა ზედა დაგმჰსჭუალეს, ერმან უგუნურმან წყლულებათა ჩუენთა წყლულებითა, შენითა განჰკურნებად, რომელ თავსისხენ, სამჰსჭუალთა მიერ და ლახურისა სულ-გრძელებით უფალო:

მარტჳლთა ნაწილნი სასწაულთა მირონსა, აღმოუცენებენ მუედრებელთა მათთა და ვნებათა სუნ-მყრალობასა მჴნენი, განიოტებენ მორწმუნეთაგან, და კურნებასა მდიდრად მისცემენ:

წმიდათა ბანაკნი, ადიდებენ ქალწულო, საშოთ შენით გამოსრულთა…

ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

წმიდათა ბანაკნი, ადიდებენ ქალწულო, საშოთ შენით გამოსრულთა მეუფესა, რომელმანცა ჯუარსა ზედა უჩუენნა გზანი, ღუაწლთანი სძალო, და შენ გადიდებენ უკუნითი უკუნისამდე:

ნიავქართა მათგან, ცოდჳსათა ბოროტთა, ჴსნილნი შენ მიერ…

სხუა. სძლისპირი. იგივე.

ნიავქართა მათგან, ცოდჳსათა ბოროტთა, ჴსნილნი შენ მიერ სახიერო დედოფალო, მადლობისა ჴმითა გიხაროდენსა, გიღაღადებთ საღმრთოჲთა, სიხარულითა, ოხითა შენითა აღუსებულნი:

სალმობათა შინა, და ჭირთა ღაღადება, გლახაკთა ამათ არა უგულებელს-ჰყავ ღმრთის-მშობელო, არამედ ისმინე, და გჳჴსნენ კურთხეულო, ამისთჳს შენსა, სახიერებასა უგალობთ ჩუენ:

დაჰჴსნისა ცოდუათასა მიზეზო, აღგუადგინენ მწუხარებათაგან, ვნებათა და განსაცდელთა, და კაცთაგან განცდისა ფიცხელისა, და საღმრთოჲთა მეოხებითა შენითა, გჳჴსნენ ჩუენ ბოროტთაგან:

წყალობანი შენნი, უხუად მოეცემიან დაბადებულთა შენთა ქრისტე მეუფეო, ვედრებითა, დედისა შენისათა რომლისა ოხითა, ქრისტიანენი დაგჳფარენ ყოველთა განსაცდელთაგან:

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს…

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო, სახელოვანო ჴელმწიფეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო, სახელოვანო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და სირცხვილეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, და ьწადიერებითა და სურვილითა ьმას უგალობდი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვახტანგ, მეფეო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვახტანგ, მეფეო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

რომელი გჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაჲთა იდიდე…

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

რომელი გჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაჲთა იდიდე, ძლევითა და განმარჯუებითა აღსავსეო, და მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისაჲ, შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი აწ შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედაჲ გვითხოვე ჩუენ და მშჳდობაჲ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გუნდი

„ადიდებს სული ჩემი უფალსა“

ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ყოვლად ქებულო, ქალწულო ღმრთისა საყდარო რომელმან სიტყუა…

გალობა თ. სძლის-პირი.

ყოვლად ქებულო, ქალწულო ღმრთისა საყდარო რომელმან სიტყუა იგი, დამბადებელი გჳშევ ჴორცითა გამოუთქმელად ამისთჳს, სიხარულით ჩუენ ყოველნი დაუცხრომელად გადიდებთ:

ძელსა ზედა რა, ამაღლებული გიხილა, ყოველთა მეუფეო…

ტროპარნი.

ძელსა ზედა რა, ამაღლებული გიხილა, ყოველთა მეუფეო, მზემან მყის დაშრტა იგი, და ქუეყანა შეირყია და ტაძრისა, კრეტსაბმელი, განიპო ზარგანჴდილი ყოვლად ძლიერო:

განჴურიტნეს ჴელნი, და ფერჴნი შენნი უფალო, და გუერდი შენი საღმრთოჲ, განაღეს უსჯულოთა, ლახურითა და ძმარი და ნაღუელი გასუეს, ბილწთა ყოველთა სიტკბოებაო და მჴსნელო ჩუენო:

შემუსრნეს საფრჴენი, მტერისანი მარტჳლთა, ყოველთა სატანჯუელთა, და…

მოწამეთა.

შემუსრნეს საფრჴენი, მტერისანი მარტჳლთა, ყოველთა სატანჯუელთა, და გუემათა სასტიკთა, თავს-დებითა და გჳრგჳნი დიდებისა დაიდგეს და საღმრთოსა ნეტარებისა ღირს-იქმნნეს:

ყოველი სოფელი წმიდა-ჰყუეს მოწამეთა, დასხმითა ნაწილთა მათ, მათთა უბიწოთათა და ცეცხლით განლეულთა, კუამლნი ნაზორევთანი, დაჰჴსნნეს და სუნად სუნნელად შეიწირნეს:

ჵ დედოფალო, ხერუვიმთა უწმიდესო, რომელმან სიტყუა ღმრთისა…

ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

ჵ დედოფალო, ხერუვიმთა უწმიდესო, რომელმან სიტყუა ღმრთისა, ჴორციელად გჳშევ ჩუენ, ხოლო მან სახიერებით, ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთჳს, მისსა მიმართ მეოხ-გუეყავ სულთა ჩუენთათჳს:

მტჳრთუელმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება…

სხუა. სძლისპირი.

მტჳრთუელმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება, მოვედ უბიწოო, ქალწულო ღმრთის-მშობელო, შენგან შობილსა თანა, გუასწავენ მორწმუნეთა, რათა ღირს-ვიქმნნეთ ჩუენ დიდებად შენდა:

ჴმითა ქებისათა გიღაღადებთ გიხაროდენსა, გაბრიელ მთავარ-ანგელოსისა თანა…

ტროპარნი.

ჴმითა ქებისათა გიღაღადებთ გიხაროდენსა, გაბრიელ მთავარ-ანგელოსისა თანა დედოფალო, ჴსნილნი განსაცდელთა, პირად პირადთაგან, და ჭირთა და ურუათა, და საცთურთა მტერისათა, მეოხებითა შენითა ღმრთისა დედაო:

მადლი და სიხარული და მხიარულება საღმრთო, განმრავლდა ჩუენ შორის ვედრებითა შენითა სძალო ღმრთისაო უბიწოო, და მწარედ მგლოვარენი, ვიხარებთ და განვსცხრებით, და ვადიდებთ ქრისტესა, რომელმან შენ მიერ მოგუცა ცხოვრებაჲ:

მსხუერპლსა ქებისასა შევწირავთ, და ენითა და ჴმითა გალობასა სამადლობელსა მოგართუამ შენ წადიერად ქალწულო, რათა მუედრებელი შენდამი ვიჴსნა დღესა შინა მწუხარებისასა შენ მიერ:

გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენ თანა, რამეთუ ჭირთაგან სიხარული აღმოგჳცენე ჩუენ, ამისთჳს მადლობით, ჩუენცა გიხაროდენსა, მიგიძღუანებთ დედოფალო, და შესხმასა შენისა, დიდებისასა სრულ-ვჰყოფთ გალობით:

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი დაუტევე ერსა შენსა, რაჲთა ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა.

ჵ, ძალითა ქრისტჱსითა ძლევა-შემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჵ, ძალითა ქრისტჱსითა ძლევა-შემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, რომელთა აღგჳძრავს მტერი იგი მოშურნჱ, არამედ შენითა ვედრებითა დაჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა

საგალობელ არს ყოვლად წმიდაჲ ღუაწლი შენი, და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

საგალობელ არს ყოვლად წმიდაჲ ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდ-საქებელ, რომელი ცათა შინა განისუენებ, და მჴედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდაჲთ გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რაჲსა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე სიგლახაკჱ სიტყუათა ჩუენთაჲ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე.

მკითხველი

„ღირს არს“

უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიაკონი

მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)

ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

გუნდი

„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.

ჯუარო მფარუელო ყოვლისა სოფლისაო, ჯუარო შუენიერებაო ეკკლესიათაო…

პარასკევსა.

ჯუარო მფარუელო ყოვლისა სოფლისაო, ჯუარო შუენიერებაო ეკკლესიათაო, ჯუარო სიმტკიცეო მეფეთაო, ჯუარო შემწეო მორწმუნეთაო, ჯუარო დიდებო ანგელოსთაო, და შემმუსრუელო ეშმაკთაო:

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და…

განმანათლებელი

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს წყალობასა, მოქალაქობითა მჴნეო, ღუაწლისა მძლეო, უშიშო გონებითა, სასოებისა შენისა მოქენეთა ნუ განგვწირავ, მეფეო ვახტანგ, არამედ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ, ხოლო ერსა ჩუენსა ძლევაჲ მტერთა და მაჭირვებელთა ზედა მოანიჭე და მგალობელთა შენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა…

დიდებაჲ... აწდა...

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ.

გუნდი

აქებდითის დასაწყისი

აქებდით უფალსა ცათაგან, შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.შენ გშუენის გალობა, ღმერთო.

ფსალმუნი 148

1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.

3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.

4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.

5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.

6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.

7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;

8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;

9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;

11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.

12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;

13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.

14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.

ფსალმუნი 149

1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.

3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.

4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.

5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.

7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,

8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,

9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.

ფსალმუნი 150

1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.

2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.

3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.

4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.

5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.

6 ყოველი სული აქებდით უფალსა.

ჵ, დიდებული სიმჴნჱ შენი, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო…

აქებდითსა ზედა დასდებელნი, მუჴლი 6, ხმაჲ 1, შენ სიტყვაი

ჵ, დიდებული სიმჴნჱ შენი, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმტკიცჱ გონებისაჲ და დიდ-სულობაჲ ყოველსა შინა, სიწრფოებაჲ გულისაჲ და სიბრძნჱ მდიდარი და წყურილი ქრისტჱსთჳს სიკუდილისა, ამისთჳს ცათა შინა მიიღე გჳრგჳნი დიდებისაჲ და მადლი ჭირთაგან ჴსნისაჲ და უძლურთა კურნებისაჲ.

არა დაჰფარნა ღმერთმან შრომანი შენნი, ახოვანო მეფეო ქართველთაო, არამედ ნაშენებთა შენთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა მვედრებელთა შენთა შემწედ და ჴელისაღმპყრობელად გამოგაჩინა.

აჰა, სამარხოჲ ძუალთა შენთაჲ გვაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთჳს გული გჳთქმს მისლვად სუეტიცხოველსა, რაჲთა სიწმიდჱ ესე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

ჵ, ღირსო მეფეო, ვახტანგ სანატრელო, ჰსუფევ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული; იმეოხენ წინაშე მისსა, განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათჳს და ჴმითა მადლობისაჲთა ჰნატრიდეს სიმჴნეთა შენთა.

ჵ, ახოვანო წყობათა შინა და გამოცდილო რჩეულო მჴედარო, მეფეო ვახტანგ, ვითარცა ძალითა ქრისტჱსითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე დაამჴუნე მტერნი ჩუენნი მცბიერნი და უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ურიცხვნი თანამზრახველნი მათნი, რომელნიცა მტრობენ დედისა ღმრთისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა.

ჵ, საჩინოო, ბრძენ-მჴნეო, მეფეო ბრწყინვალეო, ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგჳდგუნე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

ჵ, მჴნეო მეფეო, ახოვანო და შემმართებელო ძლიერო, ვითარცა შეიმოსე შენ ძალი ღმრთისაჲ და საჭურველითა ჯუარისაჲთა შეჭურვილთა კეთილად სრულ-ჰყავ სრბაჲ ღუაწლისა შენისაი, ეგრეთვე აწ ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ და დაგვიფარე მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაჲ“.

გიხაროდენ, წყობასა შინა უძლეველო და სარწმუნოებისა თანა-შემწეო…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გიხაროდენ, წყობასა შინა უძლეველო და სარწმუნოებისა თანა-შემწეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძჳნვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, მირიანისა ღუაწლისა აღმადგინებელო სახელისათჳს ქრისტჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო მეფეთაო, შვილთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთოჲთა შვილთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოჲსა შენთა ერთ ზრახვად შემკრველო, სამგზის სანატრელო მეფეო, წმიდაო ვახტანგ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული, მორჩი კეთილი…

აწდა, ღმრთისმშობლისა. დემეტრე საქართველოს მეფისა, ბაგრატოვანისა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული, ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.

მკითხველი

ყოველდღიური დოქსოლოგიის წინ

შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება, შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.

ყოველდღიური დოქსოლოგია

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.

დიაკონი

სავედრებელი კვერექსი

ხოლო შემდეგომად დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი:

აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

მეუფე ვარ კაცთ-მოყუარე ცხოვრების მომცემელო, და მოიყიდე…

აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი. ჯუარისანი. ჴმა ზ.

მეუფე ვარ კაცთ-მოყუარე ცხოვრების მომცემელო, და მოიყიდე სოფელი ჯუარისა შენისა მიერ, უფალო დიდება შენდა:

მკითხველი

სტიქარონის მუხლები

აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.

ჯუარსა დაემსჭუალე შენ ვენაჴი ეგე ჭეშმარიტი…

ჯუარსა დაემსჭუალე შენ ვენაჴი ეგე ჭეშმარიტი, და მოისთულეს წარმართთა სამოთხე ავაზაკისა თანა, ესე არს დიდება ეკკლესიისა, ესე არს სიმდიდრე სასუფეველისა, რომელმან ივნე ჩუენთჳს, უფალო დიდება შენდა:

მკითხველი

სტიქარონის მუხლები

და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.

ჴსენებასა ღუაწლით-შემოსილთა, წმიდათასა, ვდღესასწაულობთ და გიგალობთ…

ჴსენებასა ღუაწლით-შემოსილთა, წმიდათასა, ვდღესასწაულობთ და გიგალობთ შენ ქრისტე, და ვიტყჳთ უფალო დიდება შენდა:

ჯუარცმული და მომუდარი გამოჰსჩნდი ვითარცა ძჳრის-მოქმედი სულგრძელო…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა. დღეს იღჳძებდა იუდა.

ჯუარცმული და მომუდარი გამოჰსჩნდი ვითარცა ძჳრის-მოქმედი სულგრძელო, რათა ჩუენ დაცემულნი ძელისა მიერ, ძელითა ჯუარისათა კუალად აღგუამაღლნე, არამედ მშობელი იგი შენი ქალწული მოიწყლვოდა, რაჟამს გხედჳდა შენ მომკუდარსა, და მგოდებელი ჰჴმობდა, ეჰა კადნიერებასა, უსჯულოთასა, ვითარმე უკუე მოაკუდინებენ უსჯულონი მართალსა:

მკითხველი

ფსალმუნის 91-ის მუხლები

კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

ტროპარი · წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (+62)

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული, და ძმა უაღესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ტროპარი · წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)

ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

დიაკონი

მრჩობლი კვერექსი

შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“

დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

პირველი ჟამი

სადაგ დღეს ცისკარს მეყსეულად მოსდევს პირველი ჟამი; განტევება პირველი ჟამის ბოლოს არის (ტიპიკონი, თავი 9).