კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი · წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელი (+589)
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მტავარო ევსტათ, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავვნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.
ფსალმუნი 9
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
2 ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა მაღალო.
3 რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.
4 რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
5 შეჰრისხენ შენ წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
6 მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით;
7 და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი.
8 და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
9 ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
10 და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
11 უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
12 რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი.
13 მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა.
14 რაითა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.
15 დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი.
16 განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი.
17 მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი.
18 რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად.
19 აღსდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.
20 დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა; გულისხმა-ჰყვენ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
21 რად-მე, უფალო, დასდეგ შორის და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?
22 ამპარტავანებასა უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან რომელთაცა ზრახავენ.
23 რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულის-თქუმათა შინა სულისა თვისისათა, და უღმრთოი იკურთხევინ.
24 განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა.
25 ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ.
26 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა, არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თვინიერ ძვირისა.
27 წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი.
28 დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოისა; თუალნი მისნი გლახაკსა ჰხედვენ;
29 მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა;
30 მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.
31 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად.
32 აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
33 რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა გამოიძიოს.
34 ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.
35 შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაი და უკეთურისაი. იძიოს ცოდვაი მისი და არა იპოოს.
36 უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
37 ნებაი გლახაკთაი ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი.
38 განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 10
1 უფალსა ვესავ, ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა ვითარცა სირი?
2 რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და განმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა.
3 რამეთუ რაი-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან რაი ჰყო?
4 უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.
5 უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი.
6 წვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული ნიავქარისაი, ნაწილი სასუმელისა მათისაი.
7 რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან.
ფსალმუნი 11
1 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან.
2 ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა.
3 ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდად მეტყუელი;
4 რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს?
5 ჭირისათვის გლახაკთაისა და სულ-თქუმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა.
6 სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შვიდ წილად.
7 შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
8 გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.
ფსალმუნი 12
1 ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
2 ვიდრე ვისთვის დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემზედა?
3 მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ.
4 ნუსადა სთქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას;
5 მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა.
6 ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილის მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
ფსალმუნი 13
1 თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაი.
2 უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
3 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე.
4 არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს.
5 მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა.
6 ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.
7 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა?
8 რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.
ფსალმუნი 14
1 უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა.
2 რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა,
3 რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო.
4 შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს. რომელი ეფუცოს მოყუასსა თვისსა და არა ეცრუოს.
5 ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.
ფსალმუნი 15
1 მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ.
2 ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს.
3 წმიდათაი რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
4 განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
5 უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა.
6 საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.
7 ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა.
8 წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.
9 ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით.
10 რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.
11 მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.
ფსალმუნი 16
1 ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა.
2 პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი;
3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე.
4 რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
5 დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
6 მე ღაღად-ვჰყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი.
7 საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე
9 პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს,
10 და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
11 განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქუეყანად.
12 შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა.
13 აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა.
14 უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.
15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.
მცირე კვერექსი (პირველი კათისმის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
საფლავისა აღებასა და ჯოჯოხეთისა გოდებასა, მარიამ ღაღადებდა…
კჳრიაკესა ცისკრად შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი აღდგომისანი, ჴმა ვ.
საფლავისა აღებასა და ჯოჯოხეთისა გოდებასა, მარიამ ღაღადებდა დამალულთა მოციქულთა მიმართ, გამოვედით მუშაკნო ვენაჴისანო, და ჰქადაგეთ სიტყუა აღდგომისა ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობა:
უფალო წინაშე საფლავსა შენსა მდგომარე მარიამ მაგდალენელი…
აღსდეგ უფალო ღმერთო ჩუენო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
უფალო წინაშე საფლავსა შენსა მდგომარე მარიამ მაგდალენელი, მემტილედ გგონებდა შენ, და ტირილით გეტყოდა, სადა დასდევ საუკუნო ცხოვრებაჲ, სადა დამალე ხერუვიმთა ზედა მჯდომარე, რამეთუ რომელნი იგი ჰსცჳდეს შიშისაგან იქმნეს ვითარცა მკუდარნი, ანუ უფალი ჩემი მომეცით, ანუ ჩემთანა ჴმა-ჰყავთ, რომელი მკუდართა თანა შეირაცხე, და მკუდარნი აღადგინენ უფალო დიდება შენდა:
ღმრთის-მშობელო ყოვლად საგალობელო, წინასწარ მოასწავა გედეონ მიდგომილებაჲ…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
ღმრთის-მშობელო ყოვლად საგალობელო, წინასწარ მოასწავა გედეონ მიდგომილებაჲ შენი, და დავით ქადაგა შობაჲ შენი, რამეთუ გარდამოჰხდა ვითარცა წჳმა საწუმისსა შენსა, და აღმოაცენე უთესლოდ ქუეყანამან წმიდამან, მაცხოვარ სოფლისა ქრისტე ღმერთი ჩუენი, მიმადლებულო ყოვლად წმიდაო:
ფსალმუნი 17
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
1 შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო,
2 უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო, და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაი ცხორებისა ჩემისაი და ხელის აღმპყრობელი ჩემი.
3 ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.
4 გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
5 სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
6 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვჰყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.
7 და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაი და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.
8 ახდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან.
9 და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქუეშე ფერხთა მისთა.
10 და აღხდა ქერუბიმთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.
11 და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.
12 ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაი და ნაბერწყალი ცეცხლისაი.
13 და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმაი თვისი.
14 მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.
15 და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.
16 გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე, და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.
17 მიხსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
18 მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.
19 და გამომიყვანა მე ფართოდ; მიხსნეს მე, რამეთუ მინება მე.
20 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა მომაგოს მე.
21 რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;
22 რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.
23 და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
24 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა წინაშე თუალთა მისთა.
25 წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოისა თანა უბრალო იყო,
26 და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუისა მისგან განეშორო.
27 რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;
28 რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;
29 რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა.
30 ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოხურვებულ; შესავედრებელ არს ყოველთათვის, რომელნი ესვენ მას.
31 რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?
32 ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაი ჩემი;
33 განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.
34 განსწავლენ ხელნი ჩემნი ღუაწლსა და ჰყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი ჩემნი.
35 და მომეც მე შემწე მაცხოვარებისაი და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.
36 ფართო ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.
37 ვდევნე მტერნი ჩემნი, და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.
38 ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩემთა.
39 და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.
40 და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.
41 ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა ისმინა მათი.
42 და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიხაი უბნისაი დავთრგუნე იგინი.
43 მიხსენ მე ხდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე,
44 მორჩილებითა ყურისაითა ისმინა ჩემი;
45 შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.
46 ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაი.
47 ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე.
48 მხსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიხსნე მე.
49 ამისთვის აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.
50 განადიდე ცხორებაი მეუფისაი და ყოფად წყალობაი ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.
ფსალმუნი 18
1 ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.
2 დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.
3 არა არიან თქმულ არცა სიტყუაი, რომელთა-იგი არა ესმა ხმაი მათი.
4 ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მზესა აღდგა კარავი თვისი;
5 და თავადი, ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
6 ცის კიდითგან არს გამოსლვაი მისი და მიწევნაი მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
7 შჯული უფლისაი უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ჰყვნიან ყრმანი.
8 სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა.
9 შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
10 გულის-სათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა.
11 და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.
12 შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ჰყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე.
13 და უცხოთაგან იცევ მონაი შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.
14 და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
ფსალმუნი 21
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.
2 ღმერთო ჩემო, დღისი ხმა-ვჰყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე და არა იღუაწე ჩემთვის.
3 ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი.
4 შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი;
5 შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
6 ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
7 ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.
8 ესვიდა უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
9 რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით, სასოო ჩემო, დედის ძუძუით ჩემითგან.
10 შენდა შევვარდი მე საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე, და არავინ არს მწე ჩემდა.
11 გარე-მომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;
12 აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყვირალმან.
13 ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.
14 განხმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამხადე მე.
15 რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი.
16 და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე.
17 განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
18 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ;
19 იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილებაი ჩემი;
20 მიხსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;
21 მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ.
22 მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისარელისასა.
23 რამეთუ არა შეურაცხ-ჰყო, არცა მოიწყინა ლოცვაი გლახაკისაი, არცა გარე-მიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.
24 შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.
25 შჭამონ დავრდომილთა და განსძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.
26 მოიხსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;
27 რამეთუ უფლისაი არს სუფევაი და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.
28 შჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცვიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; და სული ჩემი მისა ცხოველ არს.
29 და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი.
30 და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.
ფსალმუნი 22
1 უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს.
2 ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.
3 მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის.
4 ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე.
5 განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
6 წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
ფსალმუნი 23
1 უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.
2 რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განმზადა იგი.
3 ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?
4 უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თვისსა.
5 ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.
6 ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.
7 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
8 ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა.
9 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
10 ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი.
მცირე კვერექსი (მეორე კათისმის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
ცხოვრება საფლავსა შინა მდებარე იყო, და ბეჭედნი…
შემდგომად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი აღდგომისანი. ჴმა ვ.
ცხოვრება საფლავსა შინა მდებარე იყო, და ბეჭედნი ლოდსა ზედა დაგებულ-იყუნეს, ვითარცა მეუფესა მძინარესა მჴედარნი სცჳდეს ქრისტესა, დამთრგუნუელსა მტერთა თჳსთასა აღდგომილსა უფალსა:
წინათუე მოასწავა იონა საფლავი შენი, და თქუა…
აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელებაჲ შენი
წინათუე მოასწავა იონა საფლავი შენი, და თქუა სიმეონ საღმრთოჲ აღდგომაჲ უკუდაო უფალო რამეთუ შთაჰჴედ ვითარცა მკუდარი საფლავსა შინა, და დაარღჳენ ბჭრენი ჯოჯოხეთისანი, ხოლო აღსდეგ თჳნიერ ხრწნილებისა ვითარცა მეუფე, ცხოვრებად სოფლისა ქრისტე ღმერთო ჩუენო, განმანათლებელი ბნელისა შინათა:
ღმრთის-მშობლელო ქალწულო მეოხ-გუეყავ, წინავე ძისა შენისა და…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
ღმრთის-მშობლელო ქალწულო მეოხ-გუეყავ, წინავე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ რომელი ნებსით თჳსით ჯუარსა დაემჰსჭუალა, და აღდგა მკუდრეთით ქრისტე ღმერთი ჩუენი ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა:
ფსალმუნი 134
1 აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა,
2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;
4 რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად.
5 რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროის ყოველთა ღმერთთა;
6 ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა,
8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე;
9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა;
10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი;
11 სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი;
12 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა.
13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.
14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.
15 კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი.
16 პირ ათქს, და არა იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ,
17 ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.
18 ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.
19 სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა, სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა,
20 მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
21 კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.
ფსალმუნი 135
1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
2 აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
3 აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
4 რომელმან ქმნნა საკვირველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
5 რომელმან ჰქმნნა ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
6 რომელმან დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
7 რომელმან ჰქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
8 მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
9 მთოვარე და ვარსკვლავები ხელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
10 რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
11 და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
12 ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
13 რომელმან განაპო ზღუაი მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
14 და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
15 და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
16 რომელმან განიყვანა ერი თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
17 რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
18 და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
19 სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
20 და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
21 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
22 სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
23 რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
24 და მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
25 რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
26 აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
აღდგომის ტროპარები („გუნდნი ანგელოზთა“)
შემდგომად ნეტარ-არიანისა, და გუნდნი ანგელოზთასა, კუალად:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
გუნდნი ანგელოზთანი განკვირდეს, რაჟამს გიხილეს შენ მკუდართა თანა შერაცხილ, სიკუდილისა ძალისა დამარღვეველად და ადამის აღმადგინებელად და ქვესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყანებელად, ქრისტე ღმერთო, ყოვლად ძლიერო, და მადლობით გიგალობდეს შენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ჵ, მოწაფენო ქრისტესნო, მენელსაცხებელნო დედანო, რასათვის სიბრალულისა ტირილსა ცრემლითა განაზავებთ ნელსაცხებელსა, ელვარე ანგელოსი საფლავსა შინა ეტყოდა მენელსაცხებლეთა დედათა, იხილეთ და განიცადეთ საფლავი ქრისტეს ღვთისა, რამეთუ აღდგა იგი მკუდრეთით დიდებით და აცხოვნა ყოველი სოფელი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ფრიად მსთუად მირბიოდესშენდა საფლავად მენელსაცხებლენი დედანი ტირილად და გოდებად და მეყსეულად ანგელოსმან ახარა: არა არს ჟამი ესე გოდებისა, აწ უკუე ნუ სტირთ, საყვარელნო, არამედ მიუთხართ მოციქულთა აღდგომა ქრისტეს მეუფისა და სიხარული ყოვლისა სოფლისა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
მენელსაცხებლეთა დედათა, რომელნი განთიად მოსრულ იყუნეს ნელსაცხებელით საფლავსა შენსა, მაცხოვარ, ტირილად, რქუა ანგელოსმან: რაჲსათვის მკუდართა თანა ეძიებთ ცხოველსა და და უკუდავსა, რამეთუ აღსდგა, ვითარცა ღმერთ არს საფლავით ყოვლად ძლიერი და იჴსნნა ადამ ნათესავითურთ და დაჴსნნა ქვესკნელისა მოქლონნი.
დიდება
დიდება თაყვანისვსცემთ მამასა ძით და სულით წმიდითურთ, სამებით ერთარსებით სამთვითებასა სამგვამოვნად ცნობილსა, მამასა ღმერთსა დაუსაბამოსა და ძესა ღმერთსა თანასწორსა, სულსა წმიდასა ღმერთსა და ვიტყვით: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, სამებაო, ერთარსებაო.
აწ და
ცხოვრება ადამის ბრალთა დამჴსნელი გვიშევ, ჵ, ღვთისმშობელო, და ევას მწუხარებაჲ სიხარულითა უოხჭნოჲთა აღავსენ, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან ხრწნილება მათი უხრწნელ ჰყო, იშვა რა ორითა ბუნებითა, ღმერთი სრული და კაცი სრული და კუალად მაგნა მუნვე სამოთხედ.
მცირე კვერექსი (ევლოგიტარიების შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი…
შემდგომად ნეტარ-არიანისა. იპაკო, ჴმა ვ.
ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ ქრისტე ღმერთო, და კარი სამოთხისა განგჳღე ჩუენ, და აღდგომითა შენითა იჴსენ, ხრწნილებისაგან ცხოვრებაჲ ჩუენი:
ზეცად მიმართ თუალთა, ჩემთა აღჳხილავ, შენდამი მჴსნელო…
აღსავალნი. ანტიფონი ა. ჴმა ვ.
ზეცად მიმართ თუალთა, ჩემთა აღჳხილავ, შენდამი მჴსნელო შემიწყალე რათა შენ მიერ ცხოვნებული, შენდა ქებასა და მადლობასა შევსწირჳდე სახიერ:
შემიწყალე მჴსნელო, შეურაცხნი ესე, და უღირსნი მონანი შენნი, და მოგუეც სინანული, და მყუენ ჩუენ ჭურ-პატიოსან დიდებისა შენისა სიტყუაო:
სული წმიდა არს მიზეზ, ყოვლისა ცხოველობისა, და…
დიდება, აწდა.
სული წმიდა არს მიზეზ, ყოვლისა ცხოველობისა, და რომლისა ზედა ესე, ღირსებით მოვიდეს, მსწრაფლ აღამაღლებს, ქუეყანით და ფრთოვან-ჰყოფს, და შერთავს ზეცისათა და ელუარე-ჰყოფს:
არა თუმცა უფალი იყო, ჩუენ თანა არამცა…
ანტიფონი ბ.
არა თუმცა უფალი იყო, ჩუენ თანა არამცა ვინ ჩუენგანი შემძლებელ-იყო მტერისა, ბრძოლათა თავს-დებად რამეთუ რომელნი იგი, მძლე-ექმნებიან მის მიერ მოეცემის ძალი:
კბილთა მათთა მიერ ბოოტთა, ნუმცა შეიპყრობის სული ჩემი ვითარცა სირი სიტყუაო ღმრთისაო, ჵ მე ვითარ განუერე მტერისაგან, ცოდჳს-მოყუარე ესე და საწყალობელი:
სულისა მიერ წმიდისა, მიეცემის ყოველთა განმღრთობა სათნოყოფა…
დიდება, აწდა.
სულისა მიერ წმიდისა, მიეცემის ყოველთა განმღრთობა სათნოყოფა და წარმატება, და მშჳდობა და კურთხევა რამეთუ სწორად, თანა მოქმედ არს მამისა და სიტყჳსა:
რომელნი უფალსა ესუენ, მტერთა მიმართ, საზარელ-არიან და…
ანტიფონი გ.
რომელნი უფალსა ესუენ, მტერთა მიმართ, საზარელ-არიან და ყოველთა, მიერ განსაკჳრუებელ, რამეთუ ღმრთისა მიმართ ხედუენ, და მისა მიმართ აქუსთ სასოებაჲ:
ნაწილი მართალთა, უღმრთოებად ჴელთა, მათთა არა განმარტებს მაცხოვარ, რამეთუ შენ-ხარ შემწე, მათი სახიერ სასოება, და ჴელის აღმპყრობელი:
სულისა წმიდისა, სიმტკიცე და ძალი, რომელსა ზეცისა…
დიდება, აწდა.
სულისა წმიდისა, სიმტკიცე და ძალი, რომელსა ზეცისა წესთ-მთავრობანი, თაყუანის-ცემენ ძრწოლით, მკჳდრთა თანა ქუეყანისათა, და ყოვლისა სულისა:
აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად შენდა
წარდგომა. ჴმა ვ.
აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად შენდა.
რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე
მუჴლი.
რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე.
ასამაღლებელი „რამეთუ წმიდა ხარ შენ“
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
„ყოველი სული აქებდით უფალსა“
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუჴლი. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
სახარების წინ
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
და მღდელმან: მშჳდობა ყოველთა.
ერთა: და სულისაცა შენისა თანა.
და მეყსეულად იტყჳს: (სახელსა მახარებელისასა) წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა
დიაკონმან: მოხედენ.
ინ. 20:1–10 · დას. 63
აღდგომის მე-7 სახარება
20:1 ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალენელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა.
2 რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
3 გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად.
4 რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად.
5 და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა.
6 მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.
7 და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.
8 მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა.
9 რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ.
10 წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.
სახარების შემდეგ
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
„აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა ვჰყოთ ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით. მოვედით, ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს იდვა, და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ფსალმუნის 50-ის შემდეგ
მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
აწ და
მეოხებითა ღვთისმშობლისათა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
აღსდგა რა იესო განთიად, ვითარცა სთქუა პირველად და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობა.
„აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი“
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენი, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, ძლიერებითა ჯვარისა ვაზისათა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სიმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, წმიდისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, და წმიდათა დიდებულთა და ღვაწლის-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, და წმიდათა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, წმიდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოანე ზედაზნელისა და მისთა თორმეტთა მოწაფეთა და წმიდათა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა, წმიდათა კეთილმსახურთა მეფეთა ბაგრატ III-ისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობლისათა - იოაკიმ და ანასითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი, ანუ დღესასწაული), და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრება, და შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ასამაღლებელი „წყალობითა და მოწყალებითა“
წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უკულეველად, ზღუა წიაღულო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუეყანა…
ყოველი სული. სახარება საცისკრო ჴმისა, აღდგომა ქრისტესი. და სხუანი. კანონი აღდგომისა. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი.
უკულეველად, ზღუა წიაღულო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუეყანა, და მდევარი ფარაო, იხილა დანთქმული უფსკრულთაგან, და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგალობდა:
განრაიპყრენ, ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა, იესო სახიერო…
ტროპარნი.
განრაიპყრენ, ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა, იესო სახიერო, და მამისა შეჰსწირე ბუნებაჲ ჩუენი უბიწო, და ჭეშმარიტად მიზიარენ ღუთაებასა შენსა:
უბრძანე რა, სიკუდილსა შეძრწუნებით, ვითარ მონა მოვიდა, ყოველთა ცხოვრებაო, და მით მოგუმადლე ჩუენ ცხოვრებაჲ, საუკუნოჲ ღირსად ყოველნი გადიდებთ:
იტჳრთე შემოქმედი, რომელმან ინება უთესლოდ მუცლისა შენისაგან…
ღმრთის-მშობლისა.
იტჳრთე შემოქმედი, რომელმან ინება უთესლოდ მუცლისა შენისაგან შობაჲ, უაღრეს ბუნებათა წმიდაო დედოფალო, და აწ შენ ხარ ჭეშმარიტად შემწე და სასო ჩუენი, რომელნი ღმრთის-მშობლად და მარადის ქალწულად გხადით შენ:
სამსჯავროსა პილატესსა დადგების ნებსით მსაჯული იგი მართალი…
სხუა კანონი ჯუარ-აღდგომისა, ჴმა იგივე. გალობა ა. სძლისპირი. რომელმან დაჰფარა.
სამსჯავროსა პილატესსა დადგების ნებსით მსაჯული იგი მართალი, და უსჯულოსა მიმართ მჰსჯავრისა ვითარცა დასჯილი და ჴელითა უმსჯავროდ პირსა იცემების ღმერთი, რომლისაგან ჰძრწიან ზეცისა და ქუეყანისანი:
განირთხ მაცხოვარ საღმრთონი ნებნი, შენნი ყოვლად წმიდასა და ცხოვრება-შემოსილსა ჯუარსა შენა ზედა, და შეჰკრიბენ წარმართნი ცნობად შენდა მეუფეო, თაყუანის-მცემელნი უფალო დიდებულისა ჯუარცმისა შენისა:
მდგომერე იყო წყაროთა ცრემლთათა გარდამომტევებელი, ყოვლად უბიწო…
ღმრთის-მშობლისა.
მდგომერე იყო წყაროთა ცრემლთათა გარდამომტევებელი, ყოვლად უბიწო წინაშე ჯუარისა შენისა მაცხოვარ, გუერდისაგან შენისა სისხლთა ცუართათა მხედუელი ქრისტე, და შენისა უზომოჲსა წყალობისა მადიდებელი:
დედაო ღმრთისაო უშურუელი მომეც მე მადლი
სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობლისა. რომლისა კიდურ-წერილობა.
დედაო ღმრთისაო უშურუელი მომეც მე მადლი:
ხისა მისგან, ურჩებითა მორაიღო, წყევაჲ მოგუატყუა ევა…
ჴმა იგივე. სძლისპირი. ოჳკულეველად.
ხისა მისგან, ურჩებითა მორაიღო, წყევაჲ მოგუატყუა ევა, ხოლო შენ უბიწოო, დაჰჴსენ იგი ჰშევ რა უფალი, მომცემელი კურთხევისა და ცხოვრებისა:
რომელმან ჰშევ მარგარიტი საღმრთოსა მის, ელჳსა ქრისტე ღმერთი, ბრალთა ჩემთა არმური, და ცოდუათა ჩემთა წყუდიადი, განაბნიე ნათლითა ბრწყინუალებისა შენისათა:
გონებისა, თუალითა წინასწარუე, განიცადა იაკობ, მოლოდებაჲ წარმართთა, შენგან განკაცებული უსძლოო, ღმრთის-მშობელო ქალწულო და ქადაგა ბრწყინუალედ:
ტომისაგან, იუდასსა მოკლებასა, მთავართასა ძე შენი, გამოვიდა ქალწულო, წინა-მძღურად ყოვლისა ქუეყანისა, და დაიპყრა ყოველი სოფელი და მეუფებს:
არა ვინ-არს წმიდა შენებრ, უფალო ღმერთო ჩუენო…
გალობა გ. სძლისპირი.
არა ვინ-არს წმიდა შენებრ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს, რქა ქრისტიანეთა, დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:
დაბადებულთა გიხილეს, დამბადებელი მათი, ძელისა ჯუარსა ზედა…
ტროპარნი.
დაბადებულთა გიხილეს, დამბადებელი მათი, ძელისა ჯუარსა ზედა, ჴორცითა დამსჭუალული, შიშისაგან დაიჴსნნეს, ხოლო მკლავმან შენმან განაძლიერნა:
სიკუდილი წარმოსტყუენე შენ, სიკუდილითა შენითა, ცხოვრების-მომცემელო, და მოაკუდინე მძლავრი, ღუთაებისა ძალითა, და აღსდეგ შენ მკუდრეთით და მაცხოვნენ ჩუენ:
საღმრთო შობა შენი წმიდაო ქალწულო ყოველსა ბუნებასა…
ღმრთის-მშობლისა.
საღმრთო შობა შენი წმიდაო ქალწულო ყოველსა ბუნებასა აღემატა საკჳრუელებით, რამეთუ ღმერთი ჰშევ უაღრეს ბუნებათა რომელი დაემკჳდრა წმიდასა მუცელსა შენსა, და აწ შემდგომად შობისა ქალწულად წმიდად დაგიცუა შენ:
საფლავსა შინა სამ-დღე მყოფმან, აღადგინენ საღმრთოჲთა აღდგომითა…
სხუა. სძლისპირი. შენ დამკიდებელი წყალთა.
საფლავსა შინა სამ-დღე მყოფმან, აღადგინენ საღმრთოჲთა აღდგომითა შენითა მკუდარნი საუკუნითგანნი, და დასჯისაგან ჰჴსნილნი იხარებდეს ბრწყინუალედ და ჰჴმობდეს, აჰა მჴსნელი ჩუენი მოვიდა უფალი:
დიდება აღდგომასა შენსა მაცხოვარო ჩუენო, რამეთუ ჩუენ ჯოჯოხეთისაგან ხრწნისა და სიკუდილისა, გჳჴსნენ ვითარცა ყოვლად ძლიერმან, და მგალობელნი ვიტყჳთ, არა ვინ არს წმიდა თჳნიერ შენსა კაცთ-მოყუარე:
იხილე რა შენგან შობილი მოწყლული ლახურისა მიერ…
ღმრთის-მშობლისა.
იხილე რა შენგან შობილი მოწყლული ლახურისა მიერ, მოიწყლუოდი გულითა ყოვლად წმიდაო ყოვლად უბიწოო, და იტყოდი განცჳფრებული, რაჲმე, მოგაგო შენ ესე შჳლო ერმან ყოვლად უსჯულომან:
ჴორცნი ესე ჩემნი ხრწნილნი, ღმრთის-მშობელო ქალწულო, უთესლოდ…
სხუა. სძლისპირი. არა ვინ არს.
ჴორცნი ესე ჩემნი ხრწნილნი, ღმრთის-მშობელო ქალწულო, უთესლოდ მიიხუნა ღმერთმან, საშოსა შენისაგან, და უხრწნელება შეჰმოსა, და საუკუნოდ განიკუთნა იგი:
ღმერთსა ჴორც-შესხმულსა შენგან, ჰხედჳდეს რა ქალწულო, ანგელოსთა მჴედრობანი, განკჳრუებულ-იქმნეს და ვითარცა ღმრთისა დედასა, გალობითა საღმრთოჲთა გადიდებდეს:
მთად საცნაურად გიხილა, დანიილ და განჰკჳრდა, რომელსა გამოეკუეთა, ლოდი უჴელოდ ქრისტე, ღმრთის-მშობელო და შემუსრნა, ძლიერებით ბომონნი ეშმათანი:
კანონი (I–III გალობა)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა…
გალობა დ. სძლისპირი.
ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკკლესიაჲ, და ნებისაებრ ღმრთისა, იხარებს სარწმუნოებით, საღმრთოთა მით სიხარულითა:
ქრისტე ხისა მიერ, დავეცენით პირუელ, ხოლო დარაენერგა…
ტროპარნი.
ქრისტე ხისა მიერ, დავეცენით პირუელ, ხოლო დარაენერგა ჯუარი შენი, და გუერდისა შენისა, მდინარეთაგან მოირწყო, და ცხოვრება აღაყუავილა:
ვერღარა მეტყჳს, გუელი განღმრთობასა, რამეთუ ზაკჳთ ქადებული მისი, ქრისტემან აღმისრულა, და ღუთაება შემმოსა მე, რაჟამს აღდგა საფლავისაგან:
ვითარ ჭეშმარიტად გამოუთქმელ და მიუწთომელ, და ღმრთიუშუენიერ-არს…
ღმრთის-მშობლისა.
ვითარ ჭეშმარიტად გამოუთქმელ და მიუწთომელ, და ღმრთიუშუენიერ-არს შობა შენი ყოვლად წმიდაო, რამეთუ ზეცისანი ქუეყანისათა თანა შეაერთენ, მარადის ქალწულო დიდებულო:
პატიოსანსა ჯუარსა შენსა პატივს-ვჰსცემდეთ, ქრისტე, და სამჰსჭუალთა…
სხუა. სძლისპირი. ჯუარსა ზედა რა.
პატიოსანსა ჯუარსა შენსა პატივს-ვჰსცემდეთ, ქრისტე, და სამჰსჭუალთა და წმიდასა ლახუარსა, და ლელწამსა და გჳრგჳნსა ეკალთა მიერ, რომლითა ჯოჯოხეთისა და ხრწნილებისაგან ვიჴსნენით:
რომელი ჩუენთჳს ნებსით მკუდრად გამოჰსჩნდი მაცხოვარ, შეგიწყნარა საფლავმან დაღათუ, გარნა ვერ უძლო დაპყრობად სიტყუაო, რამეთუ ვითარცა ღმერთი აღსდეგ ცხოვრებად ნათესავისა ჩუენისა:
ღმრთის-მშობელო მარადის ქალწულო, რომელმან უშევ კაცთა მაცხოვარი…
ღმრთის-მშობლისა.
ღმრთის-მშობელო მარადის ქალწულო, რომელმან უშევ კაცთა მაცხოვარი ქრისტე, განსაცდელთაგან და სატანჯუელთა გჳჴსნენ ჩუენ, სარწმუნოებით მოლტოლჳლნი საღმრთოსა მიმართ საფარუელისა შენისა:
გიგალობთ ქალწულო, ყოვლად უბიწოო, შენ მიერ ცხოვნებულნი…
სხუა. სძლისპირი. ქრისტე ღმერთი ჩემი.
გიგალობთ ქალწულო, ყოვლად უბიწოო, შენ მიერ ცხოვნებულნი და შეგასხამთ, და ესრეთ გიღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ მარადის, რომელმან გჳშევ ღმერთი ჴორცითა:
ნათელი ღუთაებისა, გჳშევ სანატრელო, ბნელსა შინა სოფლისასა მავალთა, ქრისტე განკაცებული, და მგალობელთა შენთა სიხარული აღმოუცენე:
მადლი აღყუავილნა, და სჯული დადუმნა, შენ მიერ ღმრთის-მშობელო რამეთუ ჰშევ, მომცემელი მადლისა, და ჴელმწიფებით მფლობელი ძუელისა და ახლისა სჯულისა:
მომკლა უბადრუკი, ხისა მის ჭამამან, ხოლო ქრისტემან ხემან ცხოვრებისამან, შენგან შობილმან მიჴსნა, და სამოთხისა მის ფუფუნებისა მკჳდრად გამომაჩინა:
ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთუეს…
გალობა ე. სძლისპირი.
ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით, განანათლენ რათა გიცნან შენ ღმერთი მხოლო, განმათავისუფლებელი ცოდუათა მათთაგან:
ხერუვიმმან მოტყინარემან, და მახჳლმან იქცევისმან გიხილეს რა…
ტროპარნი.
ხერუვიმმან მოტყინარემან, და მახჳლმან იქცევისმან გიხილეს რა შენ სიტყუაჲ მამისა, ჯუარსა ზედა დამსჭუალული ძჳრის-მოქმედთა შორის შიშით გზა-სცეს ავაზაკსა სამოთხედ შესულასა:
არღარა მეშინის დაცემად, ქუეყანასა ზედა უფალო რამეთუ აღმადგინე ქუეყანით, დავიწყებული ჯოჯოხეთს შინა მომწყდარი, და უხრწნელად გარდამსცუალე აღდგომითა შენითა:
გულს-მოდგინედ გევედრებით შენ ქალწულო, და სოფლისა სიხარულსა…
ღმრთის-მშობლისა.
გულს-მოდგინედ გევედრებით შენ ქალწულო, და სოფლისა სიხარულსა და სახიერსა აღგიარებთ, რამეთუ შენ-ხარ შუამდგომელი ჩუენი, და საძლეველად გიცნობთ შენ ჭეშმარიტად ღმრთის-მშობელო:
ჭამითა ხისათა ცთომილსა ედემს შინა უბრკმა ხრწნილებასა…
სჴუა. სძლისპირი. განცხადება შენი ქრისტე.
ჭამითა ხისათა ცთომილსა ედემს შინა უბრკმა ხრწნილებასა შინა მთავარსა მას ნათესავთასა, რომელი ურჩ-ექმნა ბრძანებასა შენსა ყოვლად სახიერო უფალო, არამედ იგი ჯუარითა აღიყუანე პირუელსავე შინა სიკეთესა:
მამისა მორჩილ-ქმნილმან მაცხოვარ, სიკუდილითა შენითა სახიერ, სიმტკიცჱ სიკუდილისა აღჴოცე, და წყაროჲ ცხოვრებისა აღმოგჳცენე ჩუენ, და უკუდავებაჲ მოგუანიჭე, ამისთჳს დაფლუასა შენსა და აღდგომასა თაყუანის-ვსცემთ სარწმუნოებით, რომლითა ვითარცა ღმერთმან ყოველი სოფელი განანათლე:
ზეცათა შინა მყოფ, და ყოველთა შემოქმედი უფალი…
ღმრთის-მშობლისა.
ზეცათა შინა მყოფ, და ყოველთა შემოქმედი უფალი, ყოვლად უბიწოსა საშოსა შინა შენსა დაემკჳდრა გამოუთქმელად, და გადიდა შენ უმაღლესი ცათა, და უწმიდესო წესთა უნივთოთა ამისთჳსცა ქუეყანისანი გნატრით შენ:
ქალწულებითა გამობრწყინდი, და საღმრთოდ სადგურად მეუფისად გამოჰსჩნდი…
სხუა. სძლისპირი. ნათლითა შენი.
ქალწულებითა გამობრწყინდი, და საღმრთოდ სადგურად მეუფისად გამოჰსჩნდი უბიწოო, რამეთუ შენ მხოლო იქმენ დედა მჴსნელისა, და მკლავთა ზედა ჩჩჳლებრ იტჳრთე შემოქმედი:
შემოსილი სამკაულითა, ყოვლად შუენიერითა სულისა შენისათა სძლად ღმრთისად იწოდე, დაბეჭდული ქალწულებისა ბეჭდითა, და ნათლითა სიწმიდისათა განსუენებული:
გოდებდინ გუნდი მწუალებელთა, რომელნი არა აღგიარებენ შენ ჭეშმარიტად დედად მჴსნელისა, რამეთუ გამოგჳჩნდი ჩუენ ღრუბლად ნათლისად, განმაქარუებელად წყუდიადსა ცოდჳსასა:
სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელჳთა ცოდჳსათა საშინელად დამთქამს…
გალობა ვ. სძლისპირი.
სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელჳთა ცოდჳსათა საშინელად დამთქამს მე და მოვივლტი შენდა, ნავთ-საყუდელისა, და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიჴსენ მე მრავალ-მოწყალე:
რაჟამს ჯუარს-ეცუ მაცხოვარ, ნებსით თჳსით ჴორცითა, სამსჭულით…
ტროპარნი.
რაჟამს ჯუარს-ეცუ მაცხოვარ, ნებსით თჳსით ჴორცითა, სამსჭულით აღჴოცე წყევაჲ, პირუელი რომელი იყო ჩუენ ზედა, და ლახურითა განხეთქე, ადამის თანა-მდები და გუაცხოვნენ ჩუენ:
ადამ მყოფი ქუესკნელთა, შეწყდომილი ჯოჯოხეთს, საცთურითა პირუელითა, ჭეშმარიტო ღმერთო სახიერებით, ბეჭთა თჳსთა იტჳრთე, და მამასა მიჰგუარე განახლებული:
ყოვლად-წმიდაო ქალწულო, რომელმან გჳშევ ჩუენ კაცთა, გამომზრდელი…
ღმრთის-მშობლისა.
ყოვლად-წმიდაო ქალწულო, რომელმან გჳშევ ჩუენ კაცთა, გამომზრდელი უფალი განსდევნე ჩემგან, ბოროტი მჴურუალებაჲ და შფოთი სულისა ჩემისა, და მოანიჭე სულსა ჩემსა მშჳდობაჲ შენი:
მკულელ-იქმნა ქრისტეს და წინასწარ-მეტყუელთა, სიმრავლე ებრაელთა, რამეთუ…
სხუა. სძლისპირი. დაცულ-იქმნა.
მკულელ-იქმნა ქრისტეს და წინასწარ-მეტყუელთა, სიმრავლე ებრაელთა, რამეთუ წინასწარ-მეტყუელთა ჭეშმარიტებისა საიდუმლოჲსა შარავანდედთა ოდესმე მოკლუად არა შეშინდა, ეგრეთუე აწცა უფალი რომელი მაშინ ქადაგეს მათ, შურითა მოკლეს იგი, გარნა ჩუენდა ცხოვრება იქმნა სიკუდილი მისი:
შეპყრობილ იქმენ უპყრობელად საფლავსა შინა მაცხოვარ, რამეთუ დაღათუ ნებსით გემო-იხილე სიკუდილისა სიტყუაო, არამედ აღსდეგ ვითარცა ღმერთი უკუდავი, და თანა აღადგინენ ჯოჯოხეთს შინა კრულნი და მწუხარებაჲ პირუელი დედათა შესცუალე სიხარულად:
უპატიო და მოკლებულ გამოჩნდა ჴორციელი იგი შესახედავი შენი უფროს კაცთა, ჟამსა შინა ვნებისასა, რამეთუ არსებითა ღუთაებისათა შუენიერ სიკეთითა გამოუჩნდი დავითს არამედ კუერთხითა სუფევისა შენისათა მტერთა ძლიერებისა შემმუსრუელი ძეო ჩემო და ღმერთო იტყოდა უბიწოჲ აღსდეგ საფლავისაგან:
კიდობნად და ტრაპეზად, სასანთლედ და ტაკუკად, გიწოდა…
სხუა. სძლისპირი. სოფლისა ზღუა.
კიდობნად და ტრაპეზად, სასანთლედ და ტაკუკად, გიწოდა დიდმან მოსე, და მოასწავა შენგან ჴორცთა შესხმა, მაღლისა დედოფალო, დედაო და ქალწულო ყოვლად წმიდაო:
სიკუდილი მოკლულ-იქმნა, და ხრწნილება დაიჴსნა, და წყევა ადამისი, კურთხევად შესლუათა შობილმან შენმან, რამეთუ ჰშევ ცხოვრებაჲ, მჴსნელ ხრწნილებისაგან შემსხმელთა შენთა:
გამობრწყინდა რა შენგან მადლი ღმრთისა ქალწულო, მაცხოვრად სულთა ჩუენთა, ზესთა ცნობისა და გნებისა, ძუელი სჯული დაიჴსნა, და აჩრდილნი განქარდეს ყოვლად წმიდაო:
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
რომელმან განმაცხოველებელითა, მკლავითა უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა, აღადგინნა მკუდარნი…
კონდაკი, ჴმა ვ.
რომელმან განმაცხოველებელითა, მკლავითა უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა, აღადგინნა მკუდარნი ქრისტემან ღმერთმან ცხოვრების-მომცემელმან, და თავადი აღდგა საფლავით მესამესა დღესა უგალობდეთ და ვიტყოდეთ, შენ-ხარ ყოველთა მაცხოვარი, აღდგომა და ცხოვრება და სიხარული დაბადებულთა, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუენ:
ჯუარცმასა შენსა და დაფლუასა უგალობთ ცოვრების-მომცემელო, რომელმან…
იკოსი.
ჯუარცმასა შენსა და დაფლუასა უგალობთ ცოვრების-მომცემელო, რომელმან ჯოჯოხეთი შეჰკარ უკუდავო, ვითარცა ღმერთმან ყოვლად ძლიერმან, და მკუდარნი აღადგინენ და ბჭენი სიკუდილისანი შეჰმუსრენ, და მძლავრება ჯოჯოხეთისა დაარღჳე. ვინაცა ნაშობნი ქუეყანისანი წადიერებით დიდების გმეტყუელებთ შენ, რომელი აღსდეგ მკუდრეთით და მოჰკალ მტერი სულითა მომკულელი, და აღადგინენ ყოველნი რომელთა ჰრწმენა შენდამი, და სოფელი იჴსენ გესლისაგან გუელისა წარწყმედელისა, და ისართა მათ მისთაგან მაკუდინებელთა, ყოვლისა შემძლებელო უფალო, ამისთჳს უგალობთ მორწმუნენი აღდგომასა შენსა, რომლითა აღმადგინენ ჩუენ აღდგომაო და ცხოვრებაო, და სიხარულო დაბადებულთაო, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუენ:
ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან…
გალობა ზ. სძლისპირი.
ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობაჲ და თქუეს კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
მწუხარე იქმნა მზე ბრწყინუალებასა მას, და ბნელი…
ტროპარნი.
მწუხარე იქმნა მზე ბრწყინუალებასა მას, და ბნელი შეიმოსა ექუს ჟამ, და იქმნა ღამე, შუასამხრის ქუეყანასა ზედა, და მორწმუნენი ღაღადებდეს კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
ქუესკნელი განბრწყინდა შთასლჳთა შენითა ნათელო დაუღამებელო, და პირუელ ქმნილი, აღივსო მხიარულებითა, და სიხარულით ღაღადებდეს კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
შენ მიერ ნათელი ბრწყინუალე აღმოუბრწყინდა, ყოველსა სოფელსა…
ღმრთის-მშობლისა.
შენ მიერ ნათელი ბრწყინუალე აღმოუბრწყინდა, ყოველსა სოფელსა დედაო ქალწულო, რამეთუ ჰშევ შემოქმედი ღმერთი ყოველთა, რომელსა ევედრე ყოვლად უბიწოო, გარდამოვლინებად ჩუენ მორწმუნეთად დიდი-წყალობაჲ:
ჵ ხატი უცხო, რამეთუ რომელმან იჴსნნა მონებისაგან…
სხუა. სძლისპირი. ჵ სასწაუ.
ჵ ხატი უცხო, რამეთუ რომელმან იჴსნნა მონებისაგან ფარაოჲსა ისრაილი, ჯუარს-ეცმის ნებსით ჴსნილთაგან, და განჴსნის ჯაჭუთა ცოდუასა, რომელსა სარწმუნოებით უგალობთ, ღმერთო მჴსნელო ჩუენო კურთხეულ-ხარ შენ:
შენ მაცხოვარ თხემისა ადგილსა ჯუარს-გაცუეს უღრმთოთა ყრმათა ყოვლად უსჯულოთათა, შემმუსრუელი ბჭეთა და მოქლონთა რუალისათა, ცხოვრებად ჩუენ მგალობელთა, ღმერთო მჴსნელო ჩუენო კურთხეულ-ხარ შენ:
ჰშევ შენ თავისუფლებაჲ ძუელისა ევასი, და წყევისაგან განჰჴსენ ადამი ქალწულო წმიდაო, ამისთჳს ანგელოსთა თანა უგალობთ ძესა შენსა და უღაღადებთ, ღმერთო მჴსნელო ჩუენო კურთხეულ-ხარ შენ:
სამნი ყრმანი საჴუმილმან არა შეწუნა სახე შობისა…
სხუა. სძლის-პირი. ყრმათა მათ.
სამნი ყრმანი საჴუმილმან არა შეწუნა სახე შობისა შენისა ქალწულო, რამეთუ საღმრთო, ცეცხლი შეუწუელად დაემკჳდრა, შენთანა და განანათლნა მეტყუელნი კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
გნატრის შენ ყოველი ქუეყანა ვითარცა სწინასწარ-მეტყუელე ღმრთის-მშობელო, განათლებული, ელუარებითა შენ მიერითა, და მადლითა აღუსებულნი გიგალობენ, კურთხეულ-ხარ დედოფალო, სასოო განწირულთაო:
განმლეველნი შუანი განმაწონნა მე გუელმან, ყოვლად ბოროტმან დედოფალო, არამედ ძემან, შენმან მხოლომან შეფქუნა იგინი, და განმაძლიერა მე გალობად კურთხეულ-ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
სალხინებელ ბუნებისა კაცთასა გამოჰსჩნდი შენ ღმრთიუ-სანატრელო ქალწულო, და ბეჭთა ზედა, ხერუვიმთასა მჯდომარე, ღმერთი იტჳრთე და გალობდ კურთხეულ-ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან…
გალობა ჱ. სძლისპირი.
საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან დასწუენ ელიას საკუერთხნი, რამეთუ ნება შენი ქრისტე მსწრაფლ აღასრულეს შენ გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:
ერი უსჯულო მკულელი წინასწარ-მეტყუელთა, გამოსჩნდა აწ მკულელად…
ტროპარნი.
ერი უსჯულო მკულელი წინასწარ-მეტყუელთა, გამოსჩნდა აწ მკულელად შენდა ქრისტე ღმერთო, და ჯუარსა შემსჭუალეს ჴორცითა სიტყუა მამისა, შენ გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:
ცისა სივრცე არა დაცალიერდა შენგან, შთარაჰჴედ ჯოჯოხეთად ღმერთი ყოველთა, და აღადგინენ დაცემულნი აღდგომითა დღეს, შენ გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:
ნათლისა-მომცემელო სიტყუა ღმრთისა იტჳრთე, და გჳშევ გამოუთქმელად…
ღმრთის-მშობლისა.
ნათლისა-მომცემელო სიტყუა ღმრთისა იტჳრთე, და გჳშევ გამოუთქმელად, რამეთუ საღმრთომან სულმან შენ ზედა განისუენა ქალწულო, ამისთჳსცა ყოველნი გიგალობთ შენ უკუნისამდე:
განცჳფრდა სმენაჲ ყოველი, ვითარ მაღალი ნებსით მოვიდა…
სხუა. სძლისპირი. გაკურთხევთ, განცჳფრებით.
განცჳფრდა სმენაჲ ყოველი, ვითარ მაღალი ნებსით მოვიდა ქუეყანასა ზედა, ჯოჯოხეთისა სიმტკიცისა დაჰჴსნად ჯუარითა, და დაფლჳთა, და ყოველნი თანა აღადგინნა ჰჴმობად, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
დასცხრა მძლავრებაჲ ჯოჯოხეთისა, შემცირდა სუფევა მისი, რამეთუ ქუეყანასა ზედა ჯუარსა ამაღლებულმან ყოველთა ზედა ღმერთმან, დაამჴუა ძლიერებაჲ მისი, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღუდელნი უგალობენ ერნი, უფროსად ამაღლებენ მას უკუნისამდე:
ეჰა გამოუთქმელსა კაცთ-მოყუარებასა და სახიერებასა შენსა ქრისტე, რამეთუ მიხილე რა წარწყმედული ჯოჯოხეთისა ბნელსა შინა, ვნებანი დაითმინენ და მიჴსენ, ამისთჳს გაკურთხევთ შენ ყოველთა მეუფესა, და უფროსად აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე:
ოქროჲსა სამოსლითა ვითარცა დედოფალი, ძემან შენმან შეგამკო…
სჴუა. სძლისპირი. საჴუმილით სამთა.
ოქროჲსა სამოსლითა ვითარცა დედოფალი, ძემან შენმან შეგამკო მადლითა სულიერითა, და მარჯუენით თჳსსა დაგადგინა უხრწნელო, რომელსა გაკურთხევთ, და აღუამაღლებთ უკუნისამდე:
რომელმან წამის-ყოფით შეჰქმნა სოფელი, უხრწნელით საშოჲთ შენით ივასხნა ჴორცნი, და კუალად მეორედ განაახლნა დაბადებულნი, მას ვაკურთხევთ, და აღუამაღლებთ უკუნისამდე:
ღმრთისა კაცთა თანა შეერთებისა საუნჯედ, და ტაძრად ღმრთიუ-შუენიერად გამოჰსჩნდი სძალო, განათლებულად ქალწულებისა ელუარებითა, შენ გაკურთხევთ, დედაო ქრისტეს მეუფისაო:
სასანთლემან ოქროსამან გამოგსახა შენ, რამეთუ შეიწყნარე საღმრთო ნათელი, რომელმან ცნობისა თჳსისა ბრწყინუალებითა, განანათლნა, ყოველნი კიდენი სოფლისანი:
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ღმრთისა ხილუა შეუძლებელ-არს კაცთაგან რომელსა, გუნდნი ანგელოსთანი…
გალობა თ. სძლის-პირი.
ღმრთისა ხილუა შეუძლებელ-არს კაცთაგან რომელსა, გუნდნი ანგელოსთანი ვერ მიხედუენ, ქალწულო გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყუა ჴორციელ ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ:
იყავ უვნებელ სიტყუაო ღმრთისაო ღუთაებითა, ხოლო ივნე…
ტროპარნი:
იყავ უვნებელ სიტყუაო ღმრთისაო ღუთაებითა, ხოლო ივნე ჴორცითა ჯუარსა ზედა, და მოსპენ ვნებანი ძეთა კაცთანი, და ავნე მავნებელსა, და შენ მხოლო ჰგიე, ყოვლად ძლიერი უვნებელად ყოველთა მეუფე:
შეიწყნარე ხრწნილებაჲ სიკუდილისა ჴორცითა მით, რომელ მიიჴუენ ჩუენგან უფალო, და დამარხე გუამი შენი განუხრწნელად, ხოლო ღუთაება შენი, შთაჰხდა ჯოჯოხეთად, და შეყენებულნი მას შინა განათავისუფლნა:
ღმრთისა მამასა და ღმერთსა ძესა დაუსაბამოსა, ყოველნი…
სამებისა.
ღმრთისა მამასა და ღმერთსა ძესა დაუსაბამოსა, ყოველნი კაცნი ბაგითა წმიდითა ვაქებდეთ, და ყოვლად პატიოსანსა სულსა, ნუგეშინის-მცემელსა ვადიდებდეთ რამეთუ ერთ-არს ყოვლად ძლიერი, სამება წმიდა განუყოფელი:
დაღათუ შთაჰხედ საფლავად ვითარცა მკუდარი, ცხოვრების-მომცემელო, არამედ…
სჴუა. სძლისპირი. ნუ მცირ მე დედაო.
დაღათუ შთაჰხედ საფლავად ვითარცა მკუდარი, ცხოვრების-მომცემელო, არამედ ჯოჯოხეთისა ძალი დაჰჴსენ ქრისტე, და თანა აღადგინენ რომელნი შთაენთქნეს უწინარეს, და აღდგომაჲ მიეც ვითარცა ღმერთ-ხარ, სარწმუნოებით და სიყუარულით შენთა აღმსარებელთა:
იხარებდინ დაბადებული და ყუაოდინ ვითარცა შროშანი, რამეთუ აღდგა ქრისტე, მკუდრეთით ვითარცა ღმერთი, სადა არს სიკუდილო საწერტელი შენი ღაღად-ვჰყოთ, სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი, რამეთუ დაგამჴუა შენ ქუეყანასა შინა, აღმამაღლებელმან მან რქისა ჩუენისამან ვითარცა სახიერმან:
გიტჳრთავს მტჳრთუელი ყოველთა და გიპყრიეს ვითარცა ჩჩჳლი…
ღმრთის-მშობლისა.
გიტჳრთავს მტჳრთუელი ყოველთა და გიპყრიეს ვითარცა ჩჩჳლი ჴელთა ზედა, ჴელისაგან მბრძოლისა მტერისა მჴსნელი ჩუენი, ყოვლად უბიწოო დედოფალო, და ხედავ ძელისა ჯუარსა ზედა ამაღლებულსა, აღმამაღლებელსა ჩუენსა მთხრებლისაგან სიბოროტისა:
ბნელითა შეპყრობილთა აღმოუბრწყინდა ვარსკულავი, ელუარე ნათლითა ღუთაებისათა…
სხუა. სძლისპირი. ღმრთისა ხილუა.
ბნელითა შეპყრობილთა აღმოუბრწყინდა ვარსკულავი, ელუარე ნათლითა ღუთაებისათა, ქრისტე ღმერთი შენ მიერ ყოვლად უბიწოო, სიტყუა ჴორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ, უხორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ:
განუსძლიერდი მე ძალითა და მადლითა შენითა, და გალობაჲ ესე მიგიძღუანე შენ, წადიერითა გულითა და გონებითა, შეიწირე ქალწულო, და მრავალ-ნათელი, მადლი შენი მომანიჭე მე, ჵ ღმრთიუ სანატრელო:
ქსელად გამოსჩნდი ღმრთიუ-დაქსულად რომლისა მიერ იქსოვა, სამოსელი ჴორცთა თჳსთა სიტყუამან, და ღმერთ-ჰყო კაცებაჲ ჩემი ღმრთის-მშობელო და რაჟამს შეიმოსა, ყოველნი აცხოვნნა, რომელნი გულითა წმიდითა ღმრთის-მშობლად გხადიან:
მკუდართა აღდგომითა აწ მიენიჭა შობითა შენითა ღმრთის-მშობელო ქალწულო უბიწოო, რამეთუ შენგან გამობრწყინდა ცხოვრება საუკუნო უოხჭნო, და ყოვლად მჭმუნუარე, სიკუდილისა უშუერებაჲ ღუთაებრ განაქარვა:
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
ჰრქუა რა მარიამ აღებაჲ უფლისა, პეტრე და…
ჰრქუა რა მარიამ აღებაჲ უფლისა, პეტრე და იოანე ღირსნი საფლავსა უფლისასა მიისწრაფოდეს, და პოვნეს ტილონი მდებარენი, და სუდარი რომელი იყო თავსა მისსა მდებარე ერთსა ადგილსა, და კუალად წარჳდეს იგინი ვიდრემდე იხილეს ქრისტე ძლიერებით აღდგომილი ჴელმწიფებით, და ყოველსა სოფელსა უქადაგეს, აღგომაჲ მისი დიდებული:
დიდი და ყოვლად დიდებული ჰქმენ ჩემთჳს მრავალ-მოწყალე…
ღმრთის-მშობლისა.
დიდი და ყოვლად დიდებული ჰქმენ ჩემთჳს მრავალ-მოწყალე ქრისტე ჩემო, რამეთუ ქალწულისაგან ყრმაასა იშევ გამოუთქმელად, და მიიღე ჯუარი, და სიკუდილისა თავს-მდებელი აღსდეგ დიდებით, და ბუნებაჲ ჩუენი სიკუდილისაგან განათავისუფლე, დიდება ქრისტე დიდებასა შენსა, დიდება ძალსა შენსა:
აქებდითის დასაწყისი
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
ჯუარი შენი უფალო, ცხოვრება არს და აღდგომა…
აქებდითსა ზედა დასდებელნი. აღდგომისანი. ჴმა ვ.
ჯუარი შენი უფალო, ცხოვრება არს და აღდგომა ერისა შენისა, და მისა მიმართ მოსავნი, შენ მკუდრეთით აღდგომითსა ღმერთსა ჩუენსა გიგალობთ შეგჳწყალენ ჩუენ:
დაფლუამან შენმან მაცხოვარ, სამოთხე განუღო, ნათესავსა კაცთასა, და ხრწნილებისაგან ჴსნილნი, ღმერთსა ჩუენსა გიგალობთ შეგჳწყალენ ჩუენ:
მამისა თანა და სულისა ქრისტესა უგალობდეთ, მკუდრეთით აღდგომილსა, და მისა მიმართ ვიტყოდეთ, შენ-ხარ ცხოვრება ჩუენი და აღდგომა შეგჳწყალენ ჩუენ:
მესამესა დღესა აღსდეგ ქრისტე საფლავით ვითარცა წერილ-არს, და შენთანა აღადგინე პირუელი მამა ჩუენი, ამისთჳს გადიდებს შენ კაცთა ნათესავი, და უგალობს აღდგომასა შენსა:
უფალო დიდ-არს და საშინელ, საიდუმლუჲ აღდგომისა შენისა…
აღმოსავლური.
უფალო დიდ-არს და საშინელ, საიდუმლუჲ აღდგომისა შენისა, რამეთუ ესრეთ გამოხუედ სამარით, ვითარცა რა სიძე სასძლოჲთ, სიკუდილითა დაჰჴსენ სიკუდილი, რათა განათავისუფლო ადამი, ამისთჳსცა ცათა შინა ანგელოსნი უგალობენ, და ქუეყანასა ზედა კაცნი ადიდებენ, ჩუენდა მომართ ქმნილსა, მოწყალებასა შენსა კაცთ-მოყუარე:
ჵ უსჯულონო ჰურიანო, სადა არიან ბეჭედნი და ვეცხლი, რომელი მიეცით მჴედართა, არა წარპარულ-იქმნა საუნჯე, არამედ აღდგა ვითარცა ძლიერი, ხოლო თქუენ სირვხჳლეულ-იქმნენით, რომელთა უარ-ჰყავთ ქრისტე მეუფჱ დიდებისა, რომელმან ივნო და დაეფლა, და აღდგა მკუდრეთით, მას თაყუანისვჰცემდეთ:
ვინადგან დაბეჭდეთ სამარე, ვითარ წარიპარენით ჰურიანო, მცუელნი დაგედგინეს და ბეჭედნი დაგეგნეს და ბეჭედთაგან დაკრძალულთა გამოვიდა მეუფე, ანუ ვითარცა მკუდარი წარმოადგინეთ, ანუ ვითარცა ღმერთსა თაყუანის-ეცით და ჩუენთანა გალობდით, დიდება ჯუარცმასა შენსა და აღდგომასა:
ცხოვრების-მომცემელსა საფლავსა შენსა, მენელსაცხებლენი დედანი გოდებით მოიწინეს უფალო, ნელ-საცხებელი აქუნდათ და უხრწნელთა ჴორცთა შენთა შემურუად ეძიებდეს, ხოლო ჰპოვეს ლოდსა ზედა მჯდომარე ნათლისა ანგელოსი რომელი იტყოდა მათდა მიმართ, რასა სცრემლოით და სტირთ მისთჳს, რომელმან გუერდისაგან აღმოუცენა სოფელსა ცხოვრებაჲ, რასა ეძიებთ ვითარცა მკუდარსა, უკუდავსა მას საფლავსა შინა, არამედ მიისწრაფეთ და უთხართ მისთა მოწაფეთა აღდგომისა მისისა დიდებულისა ყოვლისა სოფლისა სახარებაჲ, რომლისა მიერ ჩუენცა განუანათლენ მაცხოვარ, და მოგუანიჭე ლხინებაჲ და დიდი-წყალობაჲ:
კვირის მუხლები
აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
ვიდრე ბნელღა იყო საფლავად მოვიდა, მარიამ და…
საცისკრო გერი ზ. ჴმა ზ. ჯდომარე.
ვიდრე ბნელღა იყო საფლავად მოვიდა, მარიამ და იხილა ლოდი აღებული, და უთხრა მოწაფეთა, აღიღეს უფალი ჩემი და არა უწყი სადა დასდუეს იგი, ხოლო პეტრე სხჳსა მის მოწაფისა თანა, მირავიდა ტილოთა, მიერ ჰრწმენა აღდგომაჲ, და მოეჴსენა, რამეთუ წერილთაებრ, ჯერ-იყო აღდგომაჲ, მკუდრეთით მაცხოვრისა, და კუალად წარჳდეს, რომელთა მიერ ჩუენცა გურწმენა, და გიგალობთ შენ, კაცთ-მოყუარეო უფალო შეგჳწყალენ ჩუენ:
„უმეტესად კურთხეულ ხარ შენ“
უმეტესად კურთხეულ ხარ შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილისა მიერ ხორცითა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, ადამ გამოიხსნა, ევა განთავისუფლდა, წყევაი პირველი განქარდა, სიკუდილი მოიკლა და ჩუენ განვცხოველდით, ამისთვისცა ვღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელმან ესერეთ სათნო-იჩინა.
მღვდლის ასამაღლებელი დიდი დოქსოლოგიის წინ
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.
დიდი დოქსოლოგია („დიდება მაღალთა შინა“)
დიდება მაღალიანი გრძლად.
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
აღდგომის ტროპარი (1, 3, 5 და 7 ხმა)
დღეს ცხორება არს ყოვლისა სოფლისა, უგალობდეთ საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა, წინამძღუარსა ცხორებისა ჩუენისასა, რამეთუ ღმრთეებრ დაჰხსნა სიკუდილითა სიკუდილი და ძლევაი მომანიჭა ჩუენ და დიდი წყალობაი.
აღდგომის ტროპარი (2, 4, 6 და 8 ხმა)
აღსდეგ საფლავისაგან და ჯოჯოხეთისა საკრველნი შეჰმუსრენ, დაჰხსენ საშჯელი სიკუდილისაი, უფალო, და ყოველნი მახეთაგან მტერისათა განათავისუფლენ, და გამოუჩნდი მოციქულთა შენთა, და წარავლინენ იგინი ქადაგებად და მათ მიერ მშვიდობაი მიჰფინე ყოველსა სოფელსა, მხოლოო მრავალმოწყალეო.
მრჩობლი კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სავედრებელი კვერექსი
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“
მღდელმან:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება, და აწდა.
უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
გუაკურთხენ.
განტევება
მღდელმან ყოს განტევებაჲ კჳრიაკესა ესრეთ
მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, (წმიდისა, ვისსაცა სახელსა ზედა იყოს ეკლესიაჲ, და წმიდისა, რომლისა ჴსენებაჲცა აღესრულებოდის), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასითა, და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალნეს, და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სეხიერ არს და კაცთმოყუარე.
მრავალჟამიერ
მგალობელთა სთქვან მრავალ-ჟამიერ.