გულანი
საცდელი · 1.11.4
მეცხრე ჟამი 1 / 55კურთხევა

მეცხრე ჟამი

დიდი მარხვა

20 მარტი 2024ხმა 8

მღვდელი

კურთხევა

საწყისი ლოცვები

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 83

1 ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!

2 ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.

3 და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.

4 ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.

5 ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.

6 ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა.

7 ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს.

8 უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.

9 მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.

10 რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.

11 რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.

12 უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.

ფსალმუნი 84

1 გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი.

2 მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.

3 დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა.

4 მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან.

5 ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.

6 ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.

7 მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ.

8 ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.

9 რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად მისი ქუეყანასა ჩუენსა.

10 წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს.

11 ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.

12 და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი.

13 სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი.

ფსალმუნი 85

1 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.

2 იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ.

3 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.

4 ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

5 რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ.

6 ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.

7 დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.

8 არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ.

9 ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა.

10 რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი.

11 მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა.

12 აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;

13 რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.

14 ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.

15 და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.

16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი.

17 ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 32

კანონი 5

1 იხარებდით მართალნი უფლისა მიერ, და წრფელთა შუენის ქებაი.

2 აუარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.

3 აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.

4 რამეთუ წრფელ არს სიტყუაი უფლისაი და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან.

5 უყვარს წყალობაი და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაითა სავსე არს ქუეყანაი.

6 სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა, ყოველი ძალი მათი.

7 შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერსა, წყალთა ზღვისათა და დასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.

8 ეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკვიდრებულნი სოფლისანი.

9 რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.

10 უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი.

11 ხოლო ზრახვაი უფლისაი უკუნისამდე ჰგიეს და გულის სიტყუანი გულისა მისისანი, თესლითი თესლადმდე.

12 ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისად.

13 ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი.

14 განმზადებულით სამკვიდრებელით თვისით მოხედნა ყოველთა ზედა დამკვიდრებულთა ქუეყანისათა.

15 რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ჰყვნის ყოველნი საქმენი მათნი.

16 არა ცხოვნდების მეფე მრავლითა ძალითა თვისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაითა.

17 ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თვისითა არა განერეს.

18 აჰა ესერა თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა.

19 ხსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.

20 ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა.

21 რამეთუ მისსა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.

22 იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.

ფსალმუნი 33

კანონი 5

1 ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.

2 უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.

3 განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.

4 გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.

5 მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.

6 ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.

7 დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.

8 განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.

9 გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა.

10 მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.

11 მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ.

12 ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?

13 დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა;

14 მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას.

15 თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;

16 პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი.

17 ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.

18 მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.

19 მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან.

20 დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.

21 სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ.

22 იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 34

კანონი 5

1 საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;

2 აღიღე ჭური და ფარი და აღსდეგ მწედ ჩემდა.

3 განჰფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთაისა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარი მე.

4 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.

5 იქმენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოსმან უფლისამან აჭირვენ მათ.

6 იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოსმან უფლისამან დევნნეს იგინი.

7 რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრხისა მათისაი და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.

8 ეწიენ მათ საფრხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროი რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საფრხესავე მათსა შეითხინედ.

9 ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.

10 ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.

11 რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე.

12 მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვიდროებაი სულისა ჩემისაი იზრახეს.

13 ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაი და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს.

14 ვითარცა ძმაი და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.

15 და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განირყვნეს და არა შეინანეს.

16 განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.

17 უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი.

18 აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა, და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ.

19 ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა.

20 რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.

21 განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.

22 იხილე უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან.

23 განიღვიძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, სჯასა ჩემსა.

24 მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემზედა.

25 ნუ იტყვიედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტვიედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი.

26 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათვის; შთაიცუედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.

27 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშვიდობაი მონისა შენისაი.

28 და ენაი ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.

ფსალმუნი 35

კანონი 5

1 თქვის უშჯულომან ცოდვასა შინა გულსა თვისსა, არა არს შიში ღმრთისაი წინაშე თუალთა მისთა.

2 რამეთუ ზაკუვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უშჯულოებისა თვისისა და სიძულილისა.

3 სიტყუანი პირისა მისისანი უშჯულოება და ზაკუვა, არა ინება მან გულისხმის-ყოფაი კეთილისაი.

4 უშჯულოებაი იზრახა საწოლსა ზედა თვისსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არა-კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა.

5 უფალო, ზეცას არს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ვიდრე ღრუბელთამდე;

6 სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო.

7 ვითარცა განამრავლე წყალობაი შენი, ღმერთო, ხოლო ძენნი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ.

8 დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაითა და ღუარი საშუებელისა შენისაი ასუა მათ.

9 რამეთუ შენგან არს წყაროი ცხორებისაი და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი.

10 მოჰფინე წყალობაი შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა.

11 ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერხი ამპარტავანებისაი და ხელი ცოდვილისაი ნუ შემძრავნ მე.

12 მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგომად.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 36

კანონი 5

1 ნუ გშურნ უკეთურთაი, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

2 რამეთუ ვითარცა თივაი მსთუად განხმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაი ადრე დამოცვივენ.

3 ესევდ უფალსა და ჰყავ სიტკბოებაი, დაემკვიდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა.

4 იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი.

5 განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი და ესევდ მას და მან ჰყოს;

6 და გამოაბრწყინოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვაი შენი - ვითარცა დღე შუაი.

7 დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უშჯულოებასა.

8 დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულის წყრომაი და ნუ ეშურები, რაითამცა უკეთურებდი.

9 რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი.

10 და წუთღა, და არა იყოს უღმრთოი და ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოვო;

11 ხოლო მშვიდთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და იშუებდენ მრავლითა მშვიდობითა.

12 უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;

13 ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაისწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.

14 მახვილი იხადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშვილდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.

15 მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ.

16 შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.

17 რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნის მართალნი უფალმან.

18 იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკვიდრობაი მათი უკუნისამდე ეგოს;

19 არა სირცხვილეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ. რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ,

20 ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი განქარდენ.

21 ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის.

22 რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ.

23 უფლისა მიერ წარემართების სლვაი კაცისაი, და გზაი მისი ენებოს ფრიად.

24 რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ხელსა მისსა.

25 ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა.

26 მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.

27 მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი და დაემკვიდრე უკუნითი უკუნისამდე.

28 რამეთუ უფალსა უყუარს მსჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისმდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნენ და თესლი უღმრთოთაი მოისრას.

29 ხოლო მართალთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და დაემკვიდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა.

30 პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა.

31 შჯული ღმრთისა მისისაი არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი.

32 ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებენ მას, რაითამცა მოკლა იგი;

33 ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხვიდეს მას.

34 დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაი მისი, და აღგამაღლოს შენ დამკვიდრებად ქუეყანისა, და მოსრვაი ცოდვილთაი იხილო.

35 ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა.

36 და თანა-წარვხედ და აჰა არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი.

37 დაიცევ უმანკოებაი და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშვიდებელისაი.

38 ხოლო უშჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღრმთოთაი წარწყმდეს.

39 ხოლო ცხორებაი მართალთაი უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა.

40 და შეეწიოს მათ უფალი და იხსნნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

3-გზის

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

რომელი ჩვენთვის იშევ, ქრისტე, ქალწულისაგან, ჯუარცმაი დაითმინე, სახიერ, რომელმან სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე და აღდგომაი მოგუმადლე, ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, რომელი შექმნეს ხელთა შენთა, არამედ აჩუენე კაცთმოყვარებაი შენი, მოწყალე, და მიიღე, რომელმან გშვა შენ, ღმრთისმშობელისაგან, ვედრებაი ჩვენთვის, და აცხოვნე, მაცხოვარო, ჩვენო, ერი განწირული.

მუხლები

ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, სახელისა შენისათვის, უფალო, ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა და ნუ განაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან, აბრაჰამისათვის, საყვარელისა შენისა, ისაკ მონისა შენისა და ისრაელ წმიდისა შენისა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა მეცხრესა ჟამისა

მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, სულგრძელო ჩვენთა შეცოდებთა ზედა, რომელმან მოიწიე ჟამსა ამასცა, რომელსა შინა ჯუარსა ზედა დამკიდებულმან, ცხოველსმყოფელითა მით ნერგითა გზაი ცხორებისაი ავაზაკსა უჩვენე, და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვე, გვიწყალენ ჩვენცა ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი; რამეთუ ვცოდეთ და უშჯულო ვიქმნენით, და არა ღირს ვართ აღხილვად და ხილვად სიმაღლეთა ცისათა, რამეთუ დაუტევეთ გზანი სიმართლისა შენისანი და ნებასა გულთა ჩვენთასა ვიდოდეთ, არამედ გევედრებით შენ, მოუგონებელსა მაგას სახიერებასა შენსა: გვიხსენ ჩვენ, უფალო, სიმრავლისაგან მოწყალებათა შენთაისა, და გვაცხოვნე ჩვენ სახელისა შენისათვის წმიდისა, რამეთუ მოაკლდეს ამაოებასა შინა დღენი ჩვენნი; გვიხსენ ჩვენ ხელითაგან წინააღმდგომისაითა, და მიუტევენ ცოდვანი ჩვენნი და მოაკვდინე ხორციელი ეგე ზრახვანი ჩვენნი, რაითა ძველისა კაცისა განმძარცველთა, ახალი კაცი შევიმოსოთ და შენ გცხოვნდებოდეთ, მეუფისა ჩვენისა და მწყალობელისა, და ესრეთ ბრძანებათა შენთა შედგომილთა, საუკუნოსა მას განსასვენებელსა მივიწიოთ, სადა-იგი არს ყოველთა მხიარულთა სავანე; რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სიხარული და მხიარულებაი მოყვარეთა შენთაი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.