გულანი
საცდელი · 1.37.0
ცისკარი 1 / 154კურთხევა

ცისკარი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

20 იანვარი 2024ხმა 7

მღვდელი

კურთხევა

ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

მოვედით, თაყვანი ვცეთ

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 19

1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.

2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;

3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.

4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.

5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.

6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.

7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.

8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.

9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.

ფსალმუნი 20

1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.

3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.

4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.

5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;

6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.

7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.

8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.

9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.

10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.

11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.

12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.

13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.

აწდა: „შესავედრებელო საშინელო“

შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.

მღვდელი

მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“

ესრეთ იტყჳს მღდელი

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა

დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“

ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

ფსალმუნი 3

1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.

2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.

3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.

7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.

ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები

მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

ფსალმუნი 37

1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.

3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;

4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;

6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.

8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.

9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.

10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.

12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.

13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;

14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.

15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.

19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები

ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

ფსალმუნი 62

1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?

2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.

3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.

4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.

5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.

6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.

7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.

8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.

10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.

11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.

ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები

ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფსალმუნი 87

1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;

2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.

4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.

5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.

6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.

10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.

14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.

16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.

ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები

უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

ფსალმუნი 102

1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.

2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,

3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;

4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.

6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.

8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;

10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.

11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;

12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.

13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.

14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;

16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,

18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.

20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.

21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.

22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები

ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 142

1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;

2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.

3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.

4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.

5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.

6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.

7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.

8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.

10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.

12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები

შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

მღვდელი

ცისკრის თორმეტი ლოცვა

ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.

ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დიაკონი

დიდი კვერექსი

ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.

გუნდი

„ღმერთი უფალი“

ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.

ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი · კრება ნათლისმცემელისა იოანესი

ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა

ხსენებაი მართლისა ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაი, უფლისა წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ წყალთა შინა ღირს-იქმენ ნათლისცემად, და იწამე ჭეშმარიტებისათვის და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

მკითხველი

ფსალმუნი 109

და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.

1 ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა.

2 კუერთხი ძლიერებისაი გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.

3 შენ თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოით მთიებისა წინა გშევ შენ.

4 ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.

5 უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისასა მეფენი.

6 საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნეს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.

7 ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას, ამისთვის აღამაღლოს თავი.

ფსალმუნი 110

1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.

2 დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;

3 აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.

4 სახსენებელ-ჰყო საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი.

5 საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი.

6 და ძალი საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი წარმართთაი.

7 საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,

8 განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.

9 ხსნაი მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი.

10 დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო გულისხმის-ყოფაი კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნი 111

1 ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

2 ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს.

3 და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.

4 გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ.

5 ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა, რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს.

6 სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი.

7 ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.

8 განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა, განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთაი.

9 განაბნინა და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა.

10 ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თვისთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულის-თქუმაი ცოდვილისაი წარწყმდეს.

ფსალმუნი 112

1 აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.

2 იყავნ სახელი უფლისაი კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე;

3 მზის აღმოსავალითგან ვიდრე დასავალამდე ქებულ არს სახელი უფლისაი.

4 მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს მისი.

5 ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ არს,

6 და მდაბალთა ხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.

7 რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი.

8 რაითა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;

9 რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.

ფსალმუნი 113

1 გამოსლვასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთაისა.

2 იყო ჰურიასტანი სიწმინდე მისა და ისრაელი საბრძანებელ მისა.

3 ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.

4 მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი.

5 რაი არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?

6 მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი?

7 პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაი, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,

8 რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი წყაროებად წყალთა.

9 ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა.

10 ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?

11 ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა.

12 კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი;

13 პირ ახსენ და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ,

14 ყურ ასხენ და არა ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ,

15 ხელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა.

16 ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.

17 სახლი ისრაელისაი ესვიდა უფალსა, შემწე და შემწყანრებელ არს მათდა.

18 სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა, შემწე და შესავედრებელ არს მათდა.

19 მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა, შემწე და მფარველ არს მათდა.

20 უფალმან მომიხსენნა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაი, აკურთხა სახლი აჰრონისი.

21 აკურთხა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა.

22 შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;

23 კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი.

24 ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაი მოსცა ძეთა კაცთასა.

25 არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,

26 არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხვდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

ფსალმუნი 114

1 შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ხმაი ვედრებისა ჩემისაი.

2 რამეთუ მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდე მას.

3 გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაი ვპოვე. და სახელსა უფლისასა ვხადე:

4 უფალო, იხსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩუენი მწყალობელ.

5 დაიცავს ჩჩვილთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე.

6 მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ.

7 რამეთუ იხსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან, და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან.

8 სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა.

ფსალმუნი 115

1 მრწმენა მე, რომლისათვისცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.

2 და ვჰსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს.

3 რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?

4 სასუმელი ცხორებისაი მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.

5 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

6 პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი.

7 უფალო, მე მონაი შენი, მე მონაი შენი და ძე მხევლისა შენისაი; განხეთქენ საკრველნი ჩემნი.

8 შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაი და სახელსა უფლისასა ვხადო.

9 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

10 ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ.

ფსალმუნი 116

1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;

2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.

ფსალმუნი 117

1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

2 თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

3 თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

4 თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

5 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ.

6 უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს რაი მიყოს მე კაცმან?

7 უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი.

8 კეთილ არს მოსავ-ყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფაი კაცისა მიმართ;

9 კეთილ არს სასოებაი უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაი მთავართა მიმართ.

10 ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ.

11 გარე-მომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ;

12 მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ;

13 მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ხელი აღმიპყრა მე.

14 ძალი ჩემი და გალობაი ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.

15 ხმაი სიხარულისაი და ცხოურებისაი საყოფელსა მართალთასა:

16 მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი.

17 არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

18 სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე.

19 განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა.

20 ესე არს ბჭე უფლისაი, და მართალნი შევლენან ამას შინა.

21 აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.

22 ლოდი, რომელი შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა;

23 უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

24 ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

25 უფალო, მაცხოვნე მე, უფალო, წარმიმართე მე.

26 კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა; გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა.

27 ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა.

28 ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ, ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.

29 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

დიაკონი

მცირე კვერექსი (პირველი კათისმის შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

მოწამენი შენნი უფალო მტერთა მძლე იქმნნეს, და…

შაბათსა, ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი. მოწამეთანი. ჴმა ზ.

მოწამენი შენნი უფალო მტერთა მძლე იქმნნეს, და საცთური განაქარუეს, რამეთუ შეიჭურეს ძლიერება ჯუარისა, და აწ ანგელოსთა თანა გიგალობენ და გადიდებენ, და ძლევისა გალობასა გიღაღადებენ, მათ მიერ მოჰმადლე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ:

ქუეყანასა ზედა წმიდათა შენთა უფალო იღუაწეს, და…

საკჳრუელ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა:

ქუეყანასა ზედა წმიდათა შენთა უფალო იღუაწეს, და მტერი დათრგუნეს, და კერპთა საცთური განაქარუეს, ვინაცა გჳრგჳნოსან-იქმნნეს შენგან მრავალ მოწყალისა ღმრთისა, და კაცთ-მოყუარისა მეუფისა, რომელი მოსცემ სოფელსა დიდსა წყალობასა:

ვითარცა ჩუენისა აღდგომისა საუნჯე-ხარ ღმრთის-მშობელო და რომელნი…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.

ვითარცა ჩუენისა აღდგომისა საუნჯე-ხარ ღმრთის-მშობელო და რომელნი შენდა მოივლტიან მღჳმისაგან და უფსკრულისა ცოდუათასა აღმოიყუანენ რამეთუ შენ თანა-მდებნი ცოდუათანი დაჰჴსნენ, ჰშევ რა უფალი პირუელ შობისა ქალწულო, და შობასა ქალწულო, და შემდგომად შობისა კუალად ქალწულო:

მკითხველი

ფსალმუნი 118

შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:

1 ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან ჰსჯულსა უფლისასა.

2 ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგინი.

3 რამეთუ არა მოქმედნი უჰსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.

4 შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.

5 წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა.

6 მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა.

7 აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაითა, რაჟამს ვისწავლნე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.

8 სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.

9 რაითა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაი თვისი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.

10 ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.

11 გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რაითა არა შეგცოდო შენ.

12 კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

13 ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.

14 გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.

15 მცნებათა შენთა გულსა-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი.

16 სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი შენი.

17 მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.

18 განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი ჰსჯულისა შენისანი.

19 მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.

20 სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.

21 შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.

22 მოსპე ჩემგან ყუედრებაი და შეურაცხებაი, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.

23 და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთვის ძვირსა იტყოდეს, ხოლო მონაი შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.

24 და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.

25 მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.

26 გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

27 გზაი სიმართლეთა შენთაი გულისხმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკვირველებათა შენთა.

28 მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა.

29 გზაი სიცრუვისაი განმაშორე ჩემგან და ჰსჯულითა შენითა შემიწყალე მე.

30 გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.

31 შევეყავ წამებათა შენთა, უფალო, ნუ მარცხუენ მე.

32 გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.

33 ჰსჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა და გამოვიძიო იგი მარადის.

34 გულისხმა-მიყავ მე, და გამოვიძიო ჰსჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.

35 მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.

36 მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.

37 მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე.

38 დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაი შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან.

39 მოსპე ჩემგან ყუედრებაი იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.

40 ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთაი; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.

41 და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაი შენი, უფალო, და მაცხოვარებაი შენი სიტყვისაებრ შენისა.

42 და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაი, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.

43 და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.

44 და დავიცვა ჰსჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

45 და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.

46 და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა.

47 და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად.

48 და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა.

49 მომახსენე სიტყუაი შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.

50 ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.

51 ამპარტავანნი უჰსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე ჰსჯულისა შენისაგან არა გარდავიქციე.

52 მოვიხსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.

53 ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს ჰსჯული შენი.

54 საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.

55 მოვიხსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ ჰსჯული შენი.

56 ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.

57 ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვსთქუ, რაითა ვიმარხო ჰსჯული შენი.

58 ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყვისაებრ შენისა.

59 განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერხნი ჩემნი წამებათა შენთა.

60 განვემზადე და არა შევსძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.

61 საბელნი ცოდვილთანი მომეხვივნეს მე, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.

62 შუა ღამე აღვსდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.

63 შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.

64 წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანაი, სიმართლენი შენნი მასწავენ მე.

65 სიტკბოებაი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა.

66 სიტკბოებაი და სწავლულებაი და მეცნიერებაი მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.

67 პირველ დამდაბლებად ჩემდამდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყუაი შენი ვიმარხე.

68 ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

69 განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაი, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.

70 შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე ჰსჯულსა შენსა ვიტყოდე.

71 კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაითა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.

72 კეთილ არს ჩემდა ჰსჯული პირისა შენისაი უფროის ათასეულისა ოქროისა და ვეცხლისა.

73 ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისხმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.

74 მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.

75 გულისხმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და შეჭმარიტად დამამდაბლე მე.

76 იყავნ წყალობაი შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყვისაებრ მონისა შენისა.

77 მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.

78 ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უჰსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა-ვეტყოდი მცნებათა შენთა.

79 მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.

80 იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაითა არა მრცხუენეს მე.

81 მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.

82 მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყვიედ რაი: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე?

83 რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.

84 რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?

85 მითხრეს მე უჰსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ ჰსჯული შენი უფალო.

86 ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე.

87 წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.

88 წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.

89 უკუნისამდე, უფალო, სიტყუაი შენი დაადგრების ცათა შინა.

90 და ნათესავითი ნათესავამდე ჭეშმარიტებაი შენი; დააფუძნე ქუეყანაი და ჰგიეს.

91 ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.

92 არა თუმცა ჰსჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვსწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.

93 უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.

94 შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.

95 მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისხმა-ვყვნენ.

96 ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაი შენი ფრიად.

97 რაბამად შევიყუარე ჰსჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.

98 უფროის მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.

99 უფროის ყოველთა მასწავლელთა ჩემთაისა გულისხმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.

100 უფროის მოხუცებულთასა გულისხმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.

101 ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რაითა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.

102 სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ ჰსჯულიერ მყავ მე.

103 რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა!

104 მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ; ამისთვის მოვიძულე ყოველი გზაი სიცრუვისაი.

105 სანთელ არს ფერხთა ჩემთა ჰსჯული შენი და ნათელ _ ალაგთა ჩემთა.

106 ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.

107 დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.

108 ნებსითი პირისა ჩემისაი სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.

109 სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.

110 დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.

111 დავიმკვიდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.

112 მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთვის მოსაგებელისა.

113 უჰსჯულონი მოვიძულენ, ხოლო ჰსჯული შენი შევიყვარე.

114 შემწე და ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.

115 მისდერკით ჩემგან უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.

116 შემეწიე მე სიტყვისაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.

117 შემეწიე მე, და ვცხონდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.

118 შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.

119 გარდამავალად შევრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთვის შევიყუარენ წამებანი შენნი.

120 განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.

121 ვყავ განკითხვაი და სიმართლე, ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.

122 შემიწყნარე მონაი შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.

123 მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.

124 ჰყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.

125 მონაი შენი ვარ, მეცნიერ-მყავ მე, და გულისხმა-ვყვნე წამებანი შენნი.

126 ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს ჰჰსჯული შენი.

127 ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა;

128 ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაი სიცრუვისაი მოვიძულე.

129 საკვირველ არიან წამებანი შენნი, ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.

130 განცხადებაი სიტყუათა მათ შენთაი განანათლებს და გონიერჰყოფს ჩჩვილთა.

131 პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა.

132 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათვის მოყუარეთა სახელისა შენისათა.

133 სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი.

134 მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი.

135 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

136 ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ ჰსჯული შენი.

137 მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.

138 ამცენ სიმართლე წამებათა შენთაი, და ჭეშმარიტ არს ფრიად.

139 განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაი შენი მტერთა ჩემთა.

140 გამოხურვებულ არს სიტყუაი შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.

141 ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.

142 სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და ჰსჯული შენი _ ჭეშმარიტ.

143 ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.

144 სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა მიყავ და ვცხოვნდე.

145 ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.

146 ხმა-ვჰყავ შენდამი, მიხსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი.

147 აღვიმსთუე უჟამოსა და ხმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.

148 აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.

149 ხმისა ჩემისაი ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.

150 მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უჰსჯულოებასა, ხოლო ჰსჯულსა შენსა განეშორნეს.

151 ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.

152 დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.

153 იხილე სიმდაბლე ჩემი და მიხსენ მე, რამეთუ ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.

154 საჯე შჯაი ჩემი და მიხსენ მე და სიტყვითა შენითა მაცხოვნე მე.

155 შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაი, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს.

156 წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო, სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.

157 მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.

158 ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს,

159 იხილე რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.

160 დასაბამი სიტყუათა მათ შენთაი ჭეშმარიტება არს და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.

161 მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა.

162 ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ ჰპოვის ტყუ დიდძალი.

163 ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო ჰსჯული შენი შევიყუარე.

164 შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.

165 მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს ჰსჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.

166 ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.

167 დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად.

168 დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.

169 მიეახლენ ლოცვაი ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყვითა შენითა გულისხმა-მიყავ მე.

170 შევედინ შენ წინაშე ვედრებაი ჩემი, უფალო, და სიტყვითა შენითა მიხსენ მე.

171 აღმოსთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაი შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.

172 თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.

173 იყავნ ხელი შენი მაცხოურად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.

174 მსუროდა მაცხოვარებაი შენი, უფალო, და ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.

175 ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე.

176 შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.

დიაკონი

მცირე კვერექსი (მეორე კათისმის შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

წმიდანო მოწამენო ევედრენით ცოდუათა მოტევებისა მოცემად ჩუენდა…

შემდგომად ნეტარ-არიანისა, წარდგომანი, სხუანი, ჴმა ზ. მოწამეთა.

წმიდანო მოწამენო ევედრენით ცოდუათა მოტევებისა მოცემად ჩუენდა, და ჰჴსნად მოსალოდებელთაგან სატანჯუელთა, და მწარისაგან სიკუდილისა გევედრებით:

სიკუდილმან შენმან მეუფეო მოკუდავთა შეჰმოსა ცხოვრებაჲ, ხოლო…

სულმან მათმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუეყანა. მიცუალებულთა.

სიკუდილმან შენმან მეუფეო მოკუდავთა შეჰმოსა ცხოვრებაჲ, ხოლო ჯოჯოხეთი განაშიშულა, და ბნელსა შინა მსხდომარენი აღმოიყუანნა, ამისთჳს ვითარცა ღმერთსა გიგალობთ შენ ცხოვრების მომცემელო, რომელნი იგი მისცუალენ ჩუენგან, მართალთა თანა განუსუენე, რათა ჰპოონ დღესა სასჯელისასა დიდი წყალობაჲ:

გიხაროდენ ღმრთის-მშობელო, რომელმან ცათა დაუტევნელი დაიტიე საშოსა…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.

გიხაროდენ ღმრთის-მშობელო, რომელმან ცათა დაუტევნელი დაიტიე საშოსა, გიხაროდენ ქალწულო წინასწარ-მეტყუელთა მიერ ქადაგებულნო, რომლისა მიერ გამოგჳბრწყინდა ჩუენ ემმანუილ, გიხაროდენ დედაო ქრისტეს ღმრთისაო:

გუნდი

ფსალმუნი 134

1 აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა,

2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;

4 რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად.

5 რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროის ყოველთა ღმერთთა;

6 ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;

7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა,

8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე;

9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა;

10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი;

11 სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი;

12 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა.

13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.

14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.

15 კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი.

16 პირ ათქს, და არა იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ,

17 ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.

18 ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.

19 სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა, სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა,

20 მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.

21 კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.

ფსალმუნი 135

1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

2 აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

3 აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

4 რომელმან ქმნნა საკვირველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

5 რომელმან ჰქმნნა ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

6 რომელმან დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

7 რომელმან ჰქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

8 მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

9 მთოვარე და ვარსკვლავები ხელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

10 რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

11 და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

12 ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

13 რომელმან განაპო ზღუაი მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

14 და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

15 და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

16 რომელმან განიყვანა ერი თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

17 რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

18 და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

19 სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

20 და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

21 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

22 სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

23 რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

24 და მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

25 რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

26 აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

აღდგომის ტროპარები („გუნდნი ანგელოზთა“)

შემდგომად ნეტარ-არიანისა, და გუნდნი ანგელოზთასა, კუალად:

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
გუნდნი ანგელოზთანი განკვირდეს, რაჟამს გიხილეს შენ მკუდართა თანა შერაცხილ, სიკუდილისა ძალისა დამარღვეველად და ადამის აღმადგინებელად და ქვესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყანებელად, ქრისტე ღმერთო, ყოვლად ძლიერო, და მადლობით გიგალობდეს შენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ჵ, მოწაფენო ქრისტესნო, მენელსაცხებელნო დედანო, რასათვის სიბრალულისა ტირილსა ცრემლითა განაზავებთ ნელსაცხებელსა, ელვარე ანგელოსი საფლავსა შინა ეტყოდა მენელსაცხებლეთა დედათა, იხილეთ და განიცადეთ საფლავი ქრისტეს ღვთისა, რამეთუ აღდგა იგი მკუდრეთით დიდებით და აცხოვნა ყოველი სოფელი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ფრიად მსთუად მირბიოდესშენდა საფლავად მენელსაცხებლენი დედანი ტირილად და გოდებად და მეყსეულად ანგელოსმან ახარა: არა არს ჟამი ესე გოდებისა, აწ უკუე ნუ სტირთ, საყვარელნო, არამედ მიუთხართ მოციქულთა აღდგომა ქრისტეს მეუფისა და სიხარული ყოვლისა სოფლისა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
მენელსაცხებლეთა დედათა, რომელნი განთიად მოსრულ იყუნეს ნელსაცხებელით საფლავსა შენსა, მაცხოვარ, ტირილად, რქუა ანგელოსმან: რაჲსათვის მკუდართა თანა ეძიებთ ცხოველსა და და უკუდავსა, რამეთუ აღსდგა, ვითარცა ღმერთ არს საფლავით ყოვლად ძლიერი და იჴსნნა ადამ ნათესავითურთ და დაჴსნნა ქვესკნელისა მოქლონნი.
დიდება
დიდება თაყვანისვსცემთ მამასა ძით და სულით წმიდითურთ, სამებით ერთარსებით სამთვითებასა სამგვამოვნად ცნობილსა, მამასა ღმერთსა დაუსაბამოსა და ძესა ღმერთსა თანასწორსა, სულსა წმიდასა ღმერთსა და ვიტყვით: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, სამებაო, ერთარსებაო.
აწ და
ცხოვრება ადამის ბრალთა დამჴსნელი გვიშევ, ჵ, ღვთისმშობელო, და ევას მწუხარებაჲ სიხარულითა უოხჭნოჲთა აღავსენ, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან ხრწნილება მათი უხრწნელ ჰყო, იშვა რა ორითა ბუნებითა, ღმერთი სრული და კაცი სრული და კუალად მაგნა მუნვე სამოთხედ.

დიაკონი

მცირე კვერექსი (ევლოგიტარიების შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

იპაკოი

იპაკო, აღსავალი ჴმისა, წარდგომა აღდგომისა (ხოლფო უკეთუ დღესასწაული რამე იყოს, დღესასწაულისა).

აქ იკითხება დღის წარდგომა (დასჯდომელი).

გუნდი

აღსავალნი

აქ იკითხება დღის ტროპარი თვენიდან ან რვახმიდან.

დიაკონი

წარდგომა

აქ იკითხება დღის წარდგომა.

მღვდელი

ასამაღლებელი „რამეთუ წმიდა ხარ შენ“

დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

დიაკონი

„ყოველი სული აქებდით უფალსა“

დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუჴლი. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

სახარების წინ

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
და მღდელმან: მშჳდობა ყოველთა.
ერთა: და სულისაცა შენისა თანა.
და მეყსეულად იტყჳს: (სახელსა მახარებელისასა) წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა
დიაკონმან: მოხედენ.

მღვდელი

ცისკრის სახარება

და წარიკითხავს ცისკრის სახარებასა, უკუეთუ იყოს კჳრიაკე

აქ იკითხება დღის საკითხავი.

გუნდი

სახარების შემდეგ

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

„აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა ვჰყოთ ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით. მოვედით, ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს იდვა, და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

მკითხველი

ფსალმუნი 50

არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გუნდი

ფსალმუნის 50-ის შემდეგ

მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
აწ და
მეოხებითა ღვთისმშობლისათა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
აღსდგა რა იესო განთიად, ვითარცა სთქუა პირველად და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობა.

დიაკონი

„აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი“

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენი, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, ძლიერებითა ჯვარისა ვაზისათა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სიმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, წმიდისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, და წმიდათა დიდებულთა და ღვაწლის-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, და წმიდათა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, წმიდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოანე ზედაზნელისა და მისთა თორმეტთა მოწაფეთა და წმიდათა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა, წმიდათა კეთილმსახურთა მეფეთა ბაგრატ III-ისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობლისათა - იოაკიმ და ანასითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი, ანუ დღესასწაული), და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრება, და შეგვიწყალენ ჩვენ.

მკითხველი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მღვდელი

ასამაღლებელი „წყალობითა და მოწყალებითა“

წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდთა თანა მწყემსთა, და მოწამეთასა

და მიცუალებულთა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ, შაბათსა, კანონი, მოწამეთა, ღირსთა, მღუდელ-მთავართა.

გუნდთა თანა მწყემსთა, და მოწამეთასა.

რომელი შეეწია ღმერთი მოსეს ეგჳპტეს შინა განყუანებად…

უგალობ, იოსებ. გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი.

რომელი შეეწია ღმერთი მოსეს ეგჳპტეს შინა განყუანებად ისრაილისა, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:

გუნდმან მარტჳლთა უცთომელთამან, სძალო ყოველსა საცთურსა მბრძოლისასა…

ტროპარნი.

გუნდმან მარტჳლთა უცთომელთამან, სძალო ყოველსა საცთურსა მბრძოლისასა, და განსცხრების წინაშე პირსა შემოქმედისა თჳსისასა მოხარული:

მღუდელ-მთავარნი ქრისტესნი, და ყოველნი ღირსნი მოღუაწენი, საშუებელსა საუკუნესა ღირს-იქმნნეს მადლითა:

გჳჴსნენ ჩუენ ქრისტე ყოვლისაგან რისხჳსა, მეოხებითა წინასწარ-მეტყუელთა და ღირსთა, და უბიწოთა დედათათა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი:

რომელმან შემქმენ მე მიწისაგან სიტყუაო, და კუალად…

მიცუალებულთა.

რომელმან შემქმენ მე მიწისაგან სიტყუაო, და კუალად მიწადუე მიქცევად მიბრძანე მე, განუსუენე რომელნიცა სარწმუნოებით მიიცუალნეს:

ღმრთის-მშობლისა.

ყოვლად წმიდაო დედაო, რომელმან ჰშევ ღმერთი ყოვლად წმიდაჲ იგი სიტყუაჲ, განსწმიდენ ყოველნი რომელნი სურჳლით გადიდებენ შენ:

სხუა, კანონი მიცუალებულთა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

კანონი მეშჳდე მისუე ხატისა მქონე.

სამკაულად შემკულად, სათნოებათა ფერითა, და პირად პირადად…

გალობა ა. ჴმა ზ. სძლისპირი. წამის-ყოფითა ღმერთო.

სამკაულად შემკულად, სათნოებათა ფერითა, და პირად პირადად განშუენებულად გჳრგჳნად, ქრისტეს, სარწმუნოებითა, შეიწირენით, მისსა წმიდანო მარტჳლნო:

ნათელსა წარუვალსა, სამებით მნათობიერსა ღუთაებისა შენისასა ღირს-ჰყუენ შესუენებულნი, სადათ იგი წარჰჴდა ჭირი, სულთქმა სალმობა მრავალ მოწყალეო უფალო:

სიკუდილითა დასჯილი, ბუნება კაცთა უფალო, სიკუდილითა შენითა აღადგინე და განაღმრთუე, აწცა, ყოვლად მოწყალეო მიცუალებულთა, შენ წინაშე განუსუენე:

ცთომა იგი ევასი, სიმრთელედ შეჰსცუალე სძალო, ჰშევ…

ღმრთის-მშობლისა.

ცთომა იგი ევასი, სიმრთელედ შეჰსცუალე სძალო, ჰშევ რა მეუფე აღმადგინებელი მისი, მყოფთა, საფლავისათა სულსა, ცხოვრებისასა, შთამბერუელი და მაცხოვარი:

რომელმან ცანი სიტყჳთა დაამტკიცენ, და საფუძუელი ქუეყანისა…

გალობანი გ. სძლისპირი.

რომელმან ცანი სიტყჳთა დაამტკიცენ, და საფუძუელი ქუეყანისა დაამყარე წყალთა ზედა მრავალთა, დაამტკიცე გონებაჲ ჩემი ნებასა ზედა შენსა კაცთ-მოყუარე:

ქუათა მიერ შემუსრჳლთა, და მთხრებლთა შინა შთაყრილთა…

ტროპარნი.

ქუათა მიერ შემუსრჳლთა, და მთხრებლთა შინა შთაყრილთა, შეჰმუსრეთ ყოველი ძალი მაცთურისა, და შეუმუსრუელითა გონებითა ეგენით მოწამენო:

ცისკრითა საღმრთოთა მოძღურებათათა, და კეთილთა საქმეთა შარავანდედითა, ყოვლად ბრძენნო მღუდელ-მთავარნო, მორწმუნენი განანათლენით, და წუალებათა ნისლი ყოველი განსდევნეთ:

მომკუდართა სოფლისა მიმართ ღირსთა შენთა სიტყუაო, ცხოვრება ზეციერი ჭეშმარიტად დაიმკჳდრეს, რომელთათჳს მოწყალეო ჩუენ ყოველნი შეგჳწყალენ:

რომელნი იგი მიიცუალნეს სარწმუნოებით და სასოებით, ყოველნი უკუე გევედრებით სახიერსა მეუფესა, შეწყალებად მათდა ჟამსა შინა სასჯელისასა:

სიტყუა რომელმან არა დააცალიერნა წიაღნი მამისანი, წიაღთა…

ღმრთის-მშობლისა.

სიტყუა რომელმან არა დააცალიერნა წიაღნი მამისანი, წიაღთა შინა შენთა ყოვლად წმიდაო გამოჩნდა ტჳრთული ვითარცა ჩჩჳლი, დასაბამისა შენგან მიმღებელი დაუსაბამო იგი:

ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ…

სხუა. სძლისპირი.

ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ, ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით, და სულითა მით საღმრთოთა, დაგუამტკიცენ ჩუენ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა:

მტკიცე და ყოვლად ძლიერი, სიმჴნე აჩუენეს მარტჳლთა…

ტროპარნი.

მტკიცე და ყოვლად ძლიერი, სიმჴნე აჩუენეს მარტჳლთა, გუნდმან, და მწყობრმან ახოვანმან, და სიმძაფრენი, ტანჯუათანი ბრძენთა, ყოვლად მწარენი თავს-ისხნეს, საღმრთოსა მის დიდებისა და შუენიერებისა სურჳლითა:

ცხოვრებისა უოხჭნოჲსა, სასოებითა განსრულთა, სულნი შეგჳწყალენ მოწყალე, წიაღთა შინა, ტკბილთა სახიერო, აბრაამისთა, რომელთაცა შეიწყნარეს, და შეიტკბეს პირუელ ლაზარჱ, და რჩეულთა შენთა თანა აღრაცხენ:

რომელი მოხუედ ცხოვრებად, კაცთა ზეცით ქრისტე ღმერთო, უნივთოსა ნათელსა შენსა, და დიდებასა, მართლ-მადიდებლობით, გარდაცუალებულნი ღი҃რს-ჰყუენ, მოწყალებითა შენითა, და ნუ მოიჴსენებ ცოდუათა მათთა:

სჯულნი რა ბუნებათანი, შენ მიერ დაიჴსნნეს სძალო…

ღმრთის-მშობლისა.

სჯულნი რა ბუნებათანი, შენ მიერ დაიჴსნნეს სძალო, სიტყუა მხოლო რა მუცლად-იღე, და სჯული საღმრთო, მოგუეცა მის მიერ, მომტევებელი ცოდუათა, მადლთა მიერ საუფლოთა მაცხოვარი და მჴსნელი განწირულთა:

კანონი (I–III გალობა)

ტექსტი ემატება

თვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

დიაკონი

მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)

ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)

ტექსტი ემატება

თვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

ჴორციელი მოსლუაჲ შენი ქრისტე ჰრწმენა წინასწარ-მეტყუელსა შენსა…

გალობა დ. სძლისპირი.

ჴორციელი მოსლუაჲ შენი ქრისტე ჰრწმენა წინასწარ-მეტყუელსა შენსა ამბაკომს, და ჴმა-ჰყო, დიდება ძალსა შენსა უფალო:

გამძლიერებულთა უფლისა მიმართ სიყუარულითა მოწამეთა, მოაუძლურეს ძალი…

ტროპარნი.

გამძლიერებულთა უფლისა მიმართ სიყუარულითა მოწამეთა, მოაუძლურეს ძალი მტერისა რომლისათჳს ნეტარ-არიან:

ვითარცა ცხოვარნი და ტარიგნი მწყემსისანი ნეტარნო მღუდელ-მთავარნო, სიტყჳერსა სამწყსოსა წარმოუდეგით საღმრთოჲთა მადლითა:

მრავალ-ბრწყინუალეთა ვითარცა ვარსკულავთა კეთილთა საქმეთა ბრწყინუალებითა, ცისკროვან-ჰყავთ სავსებაჲ მორწმუნეთა, ღირსნო მამანო ჩუენნო:

ერთობილმან ზადიკობამან ძლიერთა დედათამან, და კრებულმან წმიდათა წინასწარ-მეტყუელთამან, მიიღეს სიტკბოებაჲ ზეციერი:

ევედრე ძესა შენსა რომელი ჰშევ ყოვლად საგალობელო…

ღმრთის-მშობლისა.

ევედრე ძესა შენსა რომელი ჰშევ ყოვლად საგალობელო, ყოველთაგან განსაცდელთა და ჭირთა, ჰჴსნად მონათა შენთა:

მოწამეთა სიმჴნე აჩუენეს, და სიმართლისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან…

სხუა. სძლისპირი. ქრისტე ღმერთო რომელმან.

მოწამეთა სიმჴნე აჩუენეს, და სიმართლისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან იქმნნეს, მარტჳლნი შენნი უფალო, და ბრწყინუალედ აქებენ, ყოვლად ძლიერსა ძალსა შენსა:

ბუნებათა უაღრესსა მას, დიდებასა ღირს-ჰყუენ მიცუალებულთა სულნი, ანგელოსთა შენთა თანა, რაჟამს მოხჳდე ზეცით, დიდებით ქრისტე, მრავალ-მოწყალე:

სამ-მნათობსა ბრწყინუალებასა, და ერთსა ნათელსა ღუთაებასა შენისასა, შუებად ღირს-ჰყუენ სახიერო, მიცუალებულთა სულნი დიდება შენდა კაცთ-მოყუარე:

წიაღთა მათ მამულთა მყოფი, წიაღთა შენთა დაემკჳდრა…

ღმრთის-მშობლისა.

წიაღთა მათ მამულთა მყოფი, წიაღთა შენთა დაემკჳდრა ღმრთისა დედაო, და სიკუდილითა თჳსითა, იჴსნნა შემსხმელნი შენნი, მხოლოო ყოვლად საგალობელო:

აღიმსთობს სული ჩემი შენდამი ღმერთო, რამეთუ ნათელ-ხარ…

გალობა ე. სძლისპირი.

აღიმსთობს სული ჩემი შენდამი ღმერთო, რამეთუ ნათელ-ხარ, და ბრძანებანი შენნი კურნება-იქმნნეს მონათა შენთა კაცთ-მოყუარე:

წყლულებანი ჴორცთანი არარად ჰრაცხეთ ძლიერნო მოღუაწენო, და…

ტროპარნი.

წყლულებანი ჴორცთანი არარად ჰრაცხეთ ძლიერნო მოღუაწენო, და ყოველთა ვნებათა და წყლულებათა განჰკურნებთ, საღმრთოჲთა წყლულებითა თქუენითა:

მიიღეთ ჴელმწიფება ქუეყანასა ზედა განჰჴსნად და შეკრუად მღუდელ-მთავარნო ქრისტესნო, რომლისათჳს საკრუელნი ცოდუათა ჩუენთანი განიჰჴსნენით:

გონებითა წმიდათა ღმრთისა მიმართ შეერთებულნი, გუნდნი მმარხუელთა, წინასწარ-მეტყუელთა, და ღირსთა, და პატიოსანთა დედათანი, განსცხრებიან მოხარულნი განცხრომითა მოუკლებელითა:

ვითარცა მხოლომან მრავალ-მოწყალემან, სარწმუნოებით მიცუალებულნი ქრისტე ცხოვრებისა ამისგან, სამოთხესა მკჳდრ-ჰყუენ კაცთ-მოყუარე:

რომელი გამოსჩნდი სასძლო ღმრთისა დაურღუეველ, მას ევედრე…

ღმრთის-მშობლისა:

რომელი გამოსჩნდი სასძლო ღმრთისა დაურღუეველ, მას ევედრე ქალწულო ყოვლად წმიდაო, რათა მკჳდრ-ვიქმნე გონიერისა მის სასძლოსა:

სიკუდილი ცხოველს-მყოფელი ტანჯუათა მიერ ქსოვილი გმოსიესთ ყოვლად…

სხუა. სძლისპირი. სული მაცხოვა.

სიკუდილი ცხოველს-მყოფელი ტანჯუათა მიერ ქსოვილი გმოსიესთ ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, ბრწყინუალედ შემკული, და პირად პირადად განშუენებული მჴნენო, და ითხოვთ ღმრთისაგან მიცუალებულთათჳს, საღმრთოსა და წარუალსა განსუენებასა:

დაულევნელთა მათგან საუნჯეთა, მიჰფინე კურთხევაჲ შენი სულთა მიცუალებულთა, და პირმშოთა ბანაკსა თანა აღრაცხენ ყოვლად მოწყალეო, სავანეთა მათ შინა სამარადისოთა და უჴრწნელთა და ნუ მოიჴსენებ ბრალთა და ცოდუათა მათთა:

რომელთა ესე სიმძიმე განაგდეს, და საკრუელთაგან განიჴსნნეს საწუთოსათა, და ზეცისა, ცხოვრებად მოიცუალნეს მონანი შენნი ქრისტე, ღირს-ჰყუენ, შუებად ბრწყინუალებასა წმიდათა შენთასა, და მიანიჭე მათ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ:

რომელმან ჰშევ ცხოვრებაჲ ბუნებრივი, ღმრთის-მშობელო დედოფალო ყოვლად…

ღმრთის-მშობლისა.

რომელმან ჰშევ ცხოვრებაჲ ბუნებრივი, ღმრთის-მშობელო დედოფალო ყოვლად უბიწოო, დაჰჴსნენ, ბრალნი ჩემნი და შენდობა ცოდუათა მომანიჭე მე, შეცოდებულსა და უჴმარსა მონასა შენსა, რათა ვადიდებდე წყალობათა შენთა:

ღაღადებდა მუცლით გამო ჯოჯოხეთისათ იონა, აღმოიყუანე განხრწნისაგან…

გალობა ვ. სძლისპირი.

ღაღადებდა მუცლით გამო ჯოჯოხეთისათ იონა, აღმოიყუანე განხრწნისაგან ცხოვრებაჲ ჩემი, ხოლო ჩუენ შენდამი ვღაღადებთ, ყოვლად ძლიერო მაცხოვარ შეგჳწყალენ ჩუენ:

დაამჴუთ ამაღლებულებაჲ მტერისა ამაღლებულთა ვნებათა შინა ღმრთისა…

ტროპარნი.

დაამჴუთ ამაღლებულებაჲ მტერისა ამაღლებულთა ვნებათა შინა ღმრთისა მიმართ, ყოვლად დიდებულნო მესაჭურუელენო და ზეცათა მოქალაქე იქმნენით:

წუალებათა ზამთრისაგან მდევნელთა მღუდელ-მთავართა ქრისტესთა, არად ჭეშმარიტებითად სიმრავლენი კეთილ მსახურთანი მოიყუანნეს:

ძლიერებითა შენითა ქრისტე, სიმრავლე ღირსთა განმართლდა, და წინასწარ-მეტყუელთა და დედათა წმიდათა, და აწ დაუვალითა იშუებენ ნათლითა:

მისცუალენ მოწყალე, ჟამიერთა ამათგან მონანი შენნი, გარნა იგინი საუკუნესა სიხარულისა, და ჭეშმარიტისა ცხოვრებისა ზიარად ღირს-ჰყუენ:

განსწმიდენ ყოვლად წმიდაო ქალწულო მონანი შენნი, რომელმან…

ღმრთის-მშობლისა.

განსწმიდენ ყოვლად წმიდაო ქალწულო მონანი შენნი, რომელმან ჰშევ ყოვლად წმიდაჲ იგი სიტყუა ჴორცითა, რომელსა ყოველი სული უგალობს განწმედილი:

დანთქმული ღელჳთა, სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდჳსათა…

სხუა. სძლისპირი.

დანთქმული ღელჳთა, სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდჳსათა შთავრდომილი, და მიგდებული მჴეცთა სულთა მომსრუელთა, გიღაღადებ ვითარცა იონა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა მიჴსენ ქრისტე:

გუნდმან მარტჳლთამან დაუთმენელთა მათ ტკივილთა, ახოვნად, მოთმინებითა…

ტროპარნი.

გუნდმან მარტჳლთამან დაუთმენელთა მათ ტკივილთა, ახოვნად, მოთმინებითა ულმობელნი იგი ფუფუნებანი დაიმკჳდრნეს, და გჳრგჳნნი სიმართლისანი, მარჯუენისაგან ცხოველს-მყოფელისა დაიდგნეს:

მართალთა კრებულსა, და ანგელოსთა მწყობრსა თანა, და სადა, იგი არს სიხარული საუკუნო და ბრწყინუალება წარუვალი, პირუელ დაძინებულნი მონანი შენნი, დააწესენ მრავალ მოწყალე ქრისტე ღმერთო:

რომელმან ყოველი შეჰქმნა საღმრთოჲთა განზრახჳთა, ქრისტე, საშოსა…

ღმრთის-მშობლისა.

რომელმან ყოველი შეჰქმნა საღმრთოჲთა განზრახჳთა, ქრისტე, საშოსა შენისაგან გამოგჳბრწყინდა უბიწოო ღმრთისა დედაო, და ბნელსა ცოდჳსასა დანთქმულნი, საღმრთოჲთა სათლითა ბრწყინუალედ განანათლნა:

დიაკონი

მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

კონდაკი · კრება ნათლისმცემელისა იოანესი

კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა

ხორციელისა მოსლვისა შენისაგან შეძრწუნებული იორდანე შიშით უკუნ იქცეოდა, ხოლო წინასწარმეტყველებისა მსახურებისა აღმასრულებელი იოანე ძრწოლით იპყრობებოდა, ანგელოზთა დასნი განცვიფრდებოდეს, გხედვიდეს რა ნაკადულთა შინა ხორცითა ნათლისცემულად და ყოველნივე ბნელის შინანი განბრწყინდებოდეს და გიგალობდეს შენ, გამოჩინებულსა და განმანათლებელსა ყოველთასა.

კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი

კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა

აქ იკითხება დღის კონდაკი.

საჴუმილსა შინა ქალდეველთასა მყოფნი აბრამიანნი ყრმანი განსცხრებოდეს…

გალობა ზ. სძლისპირი.

საჴუმილსა შინა ქალდეველთასა მყოფნი აბრამიანნი ყრმანი განსცხრებოდეს, ანგელოსისა თანა მეტყუელნი, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:

მდინარითა სისხლთათა მოღუაწეთა, უღმრთოებისა ალი დაშრიტეს მგალობელთა…

ტროპარნი.

მდინარითა სისხლთათა მოღუაწეთა, უღმრთოებისა ალი დაშრიტეს მგალობელთა, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:

ვაქებდეთ მღუდელ-მთავართა, განმანათლებელთა სოფლისათა, მგალობელნი, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:

გალობით პატივ-იცემებოდენ გუნდნი წმიდათა წინასწარ-მეტყუელთა და ღირსთანი, მგალობელთა, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:

იჴსენ გეენისაგან რომელნი მიიღენ ქრისტე, მორწმუნენი მონანი შენნი, მგალობელნი, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:

ვითარცა უპატიოსნესსა ანგელოსთასა ღმრთის-მშობელსა გალობის-ვმეტყუელებთ, მგალობელნი, მამათა…

ღმრთის-მშობლისა.

ვითარცა უპატიოსნესსა ანგელოსთასა ღმრთის-მშობელსა გალობის-ვმეტყუელებთ, მგალობელნი, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:

გუნდნი მარტჳლთა გჳრგჳნოსანნი, ქრისტესა მეუფესა, წესთა თანა…

სხუა. სძლისპირი. საჴმილსა რა.

გუნდნი მარტჳლთა გჳრგჳნოსანნი, ქრისტესა მეუფესა, წესთა თანა ანგელოსთასა, ბრწყინუალედ უგალობენ და იტყჳან, კურთხეულ-ხარ შენ უფალო საუკუნითგან უკუნისამდე:

შენ რომელსა გაქუს ჴელმწიფებაჲ სიკუდილისა, და ცხოვრებისა, სარწმუნოებით დაძინებულნი, საღმრთოსა შუებასა ღირს-ჰყუენ რათა ჴმა-ჰყონ კურთხეულ-ხარ შენ უფალო საუკუნითგან უკუნისამდე:

უნივთოსა ნათლისა მიფენითა, განაბრწყინუენ ქრისტე, სულნი რომელ ჩუენგან მისცუალენ, და საუკუნეთა სავანეთა ღირს-ჰყუენ, რათა მადლობით გიღაღადებდენ მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:

პირუელ უდედო მამისაგან, და შენგან უმამო იშუა…

ღმრთის-მშობლისა.

პირუელ უდედო მამისაგან, და შენგან უმამო იშუა ქრისტე, გამოუთქმელად ღმრთის-მშობელო, და ნებსით დაგლახაკნა ჰჴსნად ჩუენდა და ვიტყჳთ, კურთხეულ-არს უბიწოო, ნაყოფი მუცლისა შენისა:

საჴუმილსა შინათა ყრმათა, შემწყნარებელთა სულიერისა ცუარისათა მიბაძჳთა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

საჴუმილსა შინათა ყრმათა, შემწყნარებელთა სულიერისა ცუარისათა მიბაძჳთა ვჰჴმობდეთ სარწმუნოებით, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა:

ტაძარნი კერპთანი მიმო-დაჰყარენით დარღუევითა ყოვლად ქებულნო, და…

ტროპარნი.

ტაძარნი კერპთანი მიმო-დაჰყარენით დარღუევითა ყოვლად ქებულნო, და თავნი თჳსნი ტაძრად სულისა აღაგენით ვნებისა მოთმინენო, ახოვნად სრბისა სრულ-მყოფელთა:

გამოსჩნდით ვითარცა ყუავილნი კეთილ-სუნნელნი გულის-ჴმის-ჰყოფისა მიერ მღუდელ-მთავარნო, და კეთილ-მსახურებით მხიარულ-ჰყოფთ სულთა მორწმუნეთასა, რომლისათჳს ღირსად ინეტარებით:

მოვლეთ უკუე ყოველი ქუეყანაჲ ღირსნო, და ღმრთისა მწირიქმნენით წინასწარ-მეტყუელნო, და დაიცუენით სიტკბოებაჲ იგი ზენაჲ, და დიდებაჲ მარადის მდგომარჱ:

უფალო ცხოველთა და მკუდართაო სიტყუაო, სარწმუნოებით დაძინებულნი მონანი შენნი, ცხოვნებულთა გუნდთა თანა აღრაცხენ ყოველნი, ვითარცა მხოლომან კაცთ-მოყუარემან:

დედათა ყოველი კრებული, რომელნიცა მარხჳთა და ვნებითა…

ღმრთის-მშობლისა.

დედათა ყოველი კრებული, რომელნიცა მარხჳთა და ვნებითა ეძიებდეს უფალსა, ლიტანიობენ დაუცხრომელად საღმრთოსა, პირსა შენსა ყოვლად წმიდაო:

სხუაცა. სძლისპირი.

შეუწუელმან მაყუალმან, სინას აუწყა, ღმერთი მოსეს ჴმითა წულილსა, ენა მძიმესა და შურმან საღმრთომან, ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან, და გალობით ღაღადებდეს ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს, ღმერთსა და უფალსა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

ზეცისა დიდებისა მიხედჳთა ქუეყანისა შეურაცხ-ჰყავთ, დიდება უნდო…

ტროპარნი.

ზეცისა დიდებისა მიხედჳთა ქუეყანისა შეურაცხ-ჰყავთ, დიდება უნდო საწუთო და განხრწნადი, ღირსო მარტჳლნო და უგალობდით, მოსლუასა ქრისტესსა და ჰჴმობდით ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

რომელმან დაჰჴსენ მიწისა ესე სახლი, უოხჭნოსა ცხოვრებისა, შუება და ფუფუნება წარუვალი, და ზეცისა სამკჳდრებელი, და მართალთა სავანენი მიანიჭენ, სულთა მიცუალებულთა, და განუსუენე მრავალ-მოწყალე, ნათელსა შინა პირისა შენისასა:

რომელი მკუდართა მიჰმადლებ აღდგომასა, და წყაროჲ გაქუს ცხოვრებისა, დაუწყუედელი, ქრისტე ყოვლად ძლიერო, ღუართა მიერ საშუებელისათა, აღავსენ პირუელ შესუენებულნი მონანი შენნი, და განსუენებაჲ, საუკუნო მიანიჭე მათ, და აღჰჴოცენ ყოველნი ცოდუანი მათნი:

რომელმან შეიწყნარე საღმრთოჲ ნათელი, ღმრთის-მშობელო დედოფალო, საშოსა…

ღმრთის-მშობლისა.

რომელმან შეიწყნარე საღმრთოჲ ნათელი, ღმრთის-მშობელო დედოფალო, საშოსა შენსა წმიდასა გამოუთქმელად, ბნელსა შინა საწუთოსასა, დანთქმულნი განგუანათლენ ჩუენ რათა უგალობდეთ, ქრისტესა ღმერთსა, და ანგელოსთა თანა ვაკურთხევდეთ, და აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე:

გუნდი

„ადიდებს სული ჩემი უფალსა“

ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

უაღრეს ბუნებისა დედასა, და ქალწულსა ბუნებით, მხოლოსა…

გალობა თ. სძლისპირი.

უაღრეს ბუნებისა დედასა, და ქალწულსა ბუნებით, მხოლოსა დედათა შორის კურთხეულსა, ღმრთის-მშობელსა გალობით ვადიდებდეთ მორწმუნენო:

საღმრთოთა მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუელთა, და ღირსთა, და…

ტროპარნი.

საღმრთოთა მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუელთა, და ღირსთა, და მართალთა რომელნი საუკუნითგან კეთილად იქცეოდეს, მეოხებითა მათითა ქრისტე, შეიწყალენ სულნი ჩუენნი:

ვითარცა მსახურნი მეუფისანი, მღუდელ-მესაიდუმლოენო შეერთენით მსახურთა ზეციერთა, რომელთა თანა შეჰსწირეთ მეოხებაჲ ჩუენთჳს:

დედათა თანა სანატრელისა სრბისა სრულ-მყოფელთა, მმარხუელთასა გუნდთა წმიდათა პატივს-ვჰსცემდეთ, რათა მეოხებითა მათითა მივემთხჳვნეთ განწმედასა:

რომელსაცა დიდებისა ღირს-იქმნენ ყოველთა წმიდათა გუნდნი, ქრისტე, ზიარებად მისსა ღირს-ჰყუენ მიცუალებულნი, რომელნიცა მართლ-მადიდებლობით გმსახურებდეს შენ:

ვჰსძრწი ცოდჳს-მოყუარე ესე საშინელისა სამჰსჯავროჲსაგან შენგან შობილისა…

ღმრთის-მშობლისანი.

ვჰსძრწი ცოდჳს-მოყუარე ესე საშინელისა სამჰსჯავროჲსაგან შენგან შობილისა უბიწოო, რომელსა შინა სახიერმან დამიცევ მე დაუსჯელად:

მტჳრთუელმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ…

სხუა. სძლისპირი.

მტჳრთუელმან გამოუთქმელად, უხრწნელებისამან სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებაჲ, მოვედ უბიწოო, ქალწულო ღმრთის-მშობელო, შენგან შობილსა თანა, გუასწავენ მორწმუნეთა, რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ დიდებად შენდა:

საჩინოდ განაბრწყინუებენ ყოველსა სოფელსა, ღუაწლით-შემოსილნი მჴნენი მოწამენი…

ტროპარნი.

საჩინოდ განაბრწყინუებენ ყოველსა სოფელსა, ღუაწლით-შემოსილნი მჴნენი მოწამენი, ეკლესიისა სუეტნი, ყოვლად შეურყეველნი, და ღმრთის-მსახურებისა გოდოლნი და ზღუდენი, ამათ სარწმუნოებით ვნატრიდეთ მორწმუნენო:

იჴსნენ ცეცხლისაგან საუკუნესა უფალო ჩუენგან მიცუალებულნი და ლახურითა შენითა, ბრალთა მათთა განხეთქე, ჴელით-წერილი მჴსნელო, ვითარცა მოწყალე-ხარ და ღირს-ჰყუენ სახიერ, ბრწყინუალებასა წმიდათა შენთასა:

ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, და მფლობელმან სიკუდილისა და ცხოვრებისამან, ტკბილმან და მოწყალემან, მიცუალებულთა სულნი მორწმუნეთა შენთანი, დაუსრულებელსა მას, შუებასა და ფუფუნებასა ღირს-ჰყუენ:

სჯულისა აჩრდილნი და პირუელნი იგავნი წარჰხდეს, და…

ღმრთის-მშობლისა.

სჯულისა აჩრდილნი და პირუელნი იგავნი წარჰხდეს, და სჯულისა და წინასწარ-მეტყუელთა დასასრული, ქრისტე შენგან განჰკაცნა, ღმრთის-მშობელო ქალწულო, რომელსა აღჳარებთ, ორითა ბუნებითა, და შენ დაუცხრომელად გალობით გადიდებთ:

დიაკონი

მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)

ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

გუნდი

„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.

რომელმან ცისა სამყარო ვარსკულავითა შეამკუე ვითარცა ღმერთ-ხარ…

შაბათსა.

რომელმან ცისა სამყარო ვარსკულავითა შეამკუე ვითარცა ღმერთ-ხარ, და წმიდათა მოწამეთა შენთა მიერ ყოველი სოფელი განანათლე, დამბადებელნი შენნი გუაცხოვნენ:

რომელი მკუდართა და ცხოველთა ზედა ჴელმწიფებ ვითარცა…

მსგავსი.

რომელი მკუდართა და ცხოველთა ზედა ჴელმწიფებ ვითარცა ღმერთი, და წმიდათა მოწამეთა შენთა მიერ ყოველი სოფელი განანათლე დამბადებელო, ყოველთაო მგალობელნი შენნი გუაცხოვნენ:

სიტკბოებაო ანგელოსთაო, მწუხარეთა სიხარულო ქრისტიანეთა მეოხო, ქალწულო…

ღმრთის-მშობლისა.

სიტკბოებაო ანგელოსთაო, მწუხარეთა სიხარულო ქრისტიანეთა მეოხო, ქალწულო და დედაო უფლისაო, შემწე-გუეყავ ჩუენ, და გამოგჳჴსნენ საუკუნეთა სატანჯუელთაგან:

გუნდი

აქებდითის დასაწყისი

ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. შენ გშუენის გალობა, ღმერთო.

ფსალმუნი 148

1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.

3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.

4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.

5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.

6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.

7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;

8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;

9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;

11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.

12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;

13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.

14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.

ფსალმუნი 149

1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.

3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.

4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.

5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.

7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,

8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,

9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.

ფსალმუნი 150

1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.

2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.

3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.

4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.

5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.

6 ყოველი სული აქებდით უფალსა.

კვირის მუხლები

აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.

სახარების დასდებელი

დიდება, გერი სახარებისა რიგისა.

აქ იგალობება დღის სტიქარონები თვენიდან, პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან) ან მარხვანიდან.

„უმეტესად კურთხეულ ხარ შენ“

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილისა მიერ ხორცითა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, ადამ გამოიხსნა, ევა განთავისუფლდა, წყევაი პირველი განქარდა, სიკუდილი მოიკლა და ჩუენ განვცხოველდით, ამისთვისცა ვღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელმან ესერეთ სათნო-იჩინა.

მღვდელი

მღვდლის ასამაღლებელი დიდი დოქსოლოგიის წინ

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.

გუნდი

დიდი დოქსოლოგია („დიდება მაღალთა შინა“)

დიდება მაღალიანი გრძლად.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

აღდგომის ტროპარი (1, 3, 5 და 7 ხმა)

დღეს ცხორება არს ყოვლისა სოფლისა, უგალობდეთ საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა, წინამძღუარსა ცხორებისა ჩუენისასა, რამეთუ ღმრთეებრ დაჰხსნა სიკუდილითა სიკუდილი და ძლევაი მომანიჭა ჩუენ და დიდი წყალობაი.

აღდგომის ტროპარი (2, 4, 6 და 8 ხმა)

აღსდეგ საფლავისაგან და ჯოჯოხეთისა საკრველნი შეჰმუსრენ, დაჰხსენ საშჯელი სიკუდილისაი, უფალო, და ყოველნი მახეთაგან მტერისათა განათავისუფლენ, და გამოუჩნდი მოციქულთა შენთა, და წარავლინენ იგინი ქადაგებად და მათ მიერ მშვიდობაი მიჰფინე ყოველსა სოფელსა, მხოლოო მრავალმოწყალეო.

დიაკონი

მრჩობლი კვერექსი

შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

სავედრებელი კვერექსი

აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“

დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

მკითხველი

„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელი

„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“

მღდელმან:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება, და აწდა.
უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
გუაკურთხენ.

განტევება

მღდელმან ყოს განტევებაჲ კჳრიაკესა ესრეთ

მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, (წმიდისა, ვისსაცა სახელსა ზედა იყოს ეკლესიაჲ, და წმიდისა, რომლისა ჴსენებაჲცა აღესრულებოდის), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასითა, და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალნეს, და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სეხიერ არს და კაცთმოყუარე.

გუნდი

მრავალჟამიერ

მგალობელთა სთქვან მრავალ-ჟამიერ.