გულანი
საცდელი · 1.37.0
შუაღამიანი 1 / 57კურთხევა

შუაღამიანი

ქრისტეს აღდგომის ხსენება

3 დეკემბერი 2023ხმა 1

მღვდელი

კურთხევა

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

დიდება შენდა

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანი ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 50

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

შენ მხოლოსა სამ-მზეობითსა ბუნებასა გიგალობ

კანონი წმიდისა მიმართ და ცხოველ დასაბამისა სამებისა, რომლისა კიდურ წერილობა:

შენ მხოლოსა სამ-მზეობითსა ბუნებასა გიგალობ.

ერთსა დასაბამსა დაუსაბამოსა, სამარადისოსა მიუწთომელსა, სამ-გუამოვანსა შემოქმედსა…

ქმნილი მიტროფანესი, გალობა ა, ჴმა ა, მარჯუენა შენი:

ერთსა დასაბამსა დაუსაბამოსა, სამარადისოსა მიუწთომელსა, სამ-გუამოვანსა შემოქმედსა ყოველთასა დაუცხრომელად, სერაფიმნი აქებენ, და ყოველი ენა შესხმით უგალობს:

რაჲთა ცხად ჰყო კაცთა შორის, სამ-ბრწყინუალისა ღუთაებისა შენისა დამკჳდრება, დაჰბადე კაცი ხატად და მსგავსად შენდა კაცთ-მოყუარებით, და სიტყუა და სული, და გონება მიეც ყოვლად ძლიერო:

პირუელითგან აჩუენე სამ-გუამოვნებით ძლიერებაჲ, ღუთაებისა შენისა მამაო, რაჟამს თანა შემოქმედსა ძესა და სულსა წმიდასა ეტყოდე, მოვედით გარდავიდეთ, რათა შეურივნეთ მათ ენანი:

ბუნებით უშობელად ღმრთის-მეტყუელთა ჰქადაგეს, მამა ხოლო სიტყუა…

ღმრთის-მშობლისა

ბუნებით უშობელად ღმრთის-მეტყუელთა ჰქადაგეს, მამა ხოლო სიტყუა, თანა დაუსაბამოდ ძედ და სული წმიდა თანა მოსაყდრედ, რომელმან ქალწულისა საშოსა, სიტყჳსა განჴორციელება შემზადა:

შენ მხოლო ეჩუენე აბრაამს, და ერთი ბუნება…

გალობა გ. შენ მხოლოო.

შენ მხოლო ეჩუენე აბრაამს, და ერთი ბუნება ღუთაებისა, სამ-გუამოვანი გამოაჩინე, და მაღალი ღმრთის-მეტყუელებაჲ გუასწავე, იგავით უწყებული, და გიგალობთ მხოლოსა ერთ-ღუთაებით სამ-მნათობიერსა:

ღმრთიუ-შუენიერად იშუა შენგან, ნათელი ნათლისაგან უცუალებელად ძე მხოლო, ღმრთისა მამისა, და სული წმიდა ნათელი, გამოვიდა, და ერთსა ღუთაებასა, სამ-გუამოვნად ცნობილსა, თაყუანის გცემთ და გევედრებით სარწმუნოებით:

ერთ-არსებით სამება წმიდა, სამ-გზის წმიდითა გალობითა, იდიდების ანგელოზთაგან, უზესთაეს ცნობისა და გონებისა, რომელთა თანა ჩუენცა, ვადიდებთ და უგალობთ, სამ-გუამოვანსა მეუფებასა:

გამობრწყინდა შენგან ქალწულო, ჟამიერად უჟამო სიტყუა და…

ღმრთის-მშობლისა

გამობრწყინდა შენგან ქალწულო, ჟამიერად უჟამო სიტყუა და უჴორცომან ღმერთმან მიიღო მსგავსება კაცთა, და ერთი ბუნებაჲ და მეუფებაჲ, მამისა გუასწავა ჩუენ ძემან სულით წმიდითურთ, ამისთჳს გადიდებთ ღმრთის-მშობელო:

მამასა და ძესა თაყუანის-ვჰსცემდეთ ყოველნი, ხოლო სულსა…

წარდგომა, ჴმა, ა. მჴედარნი რომელნი.

მამასა და ძესა თაყუანის-ვჰსცემდეთ ყოველნი, ხოლო სულსა წმიდასა ერთ-პატივით ვადიდებდეთ, და სამებასა დაუბადებელსა ერთ-ღუთაებასა ძლიერებით უგალობდეთ, უჴორცოთა წესთაებრ შიშით და სარწმუნოებით, გალობით უგალობდეთ დღეს:

გჳჩუენე ჩუენ გზა სინანულისა, მარადის ბოროტთა გზათა…

ღმრთის-მშობელსა

გჳჩუენე ჩუენ გზა სინანულისა, მარადის ბოროტთა გზათა ზედა მავალთა, და სახიერისა ღმრთისა განმარისხებელთა, უქორწინებელო კურთხეულო მარიამ, შეგჳწყალენ სასო-წარკუეთილნი ესე კაცნი, ღმრთისა მიერ პატიოსან-ქმნილნი:

გონებაჲ ჩემი განაბრწყინუე ელუარებითა, საღმრთოსა ნათლისა შენისათა…

გალობა დ. ღაღად-ჰყო ამბაკომ.

გონებაჲ ჩემი განაბრწყინუე ელუარებითა, საღმრთოსა ნათლისა შენისათა სამ-ბრწყინუალეო, და ღირს მყავ ხილუად მიუწთომელსა მას ღუთაებისა შენისა ნათელსა, მრავალ-მნათობსა და ტკბილსა სახიერო:

პირუელად ცანი დაამყარენ ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელითა სიტყჳთა შენითა სიბრძნით, და სულითა პირისა შენისათა, რომელთა თანა ჰმართებ ყოველთა, სამ-მნათობიერითა თჳთ-მპყრობელობითა შენითა:

ვითარცა დამბადე მე ხატად შენდა და მსგავსად, ღმერთო ყოვლად ძლიერო, სამებაო შეურევნელო, გულის-ჴმა მიყავ და განმანათლე მე, აღსრულებად ნებისა შენისა, წმიდისა სრულისა და სახიერისა:

გჳშევ ჩუენ ერთი სამებისაგანი უხრწნელო, ძე დაუსაბამო…

ღმრთის-მშობლისა.

გჳშევ ჩუენ ერთი სამებისაგანი უხრწნელო, ძე დაუსაბამო ჩუენთჳს განხორციელებული, და მის მიერ ვსცხოვნდით ჩუენ ქუეყანისანი, სამ-ბრწყინუალისა მთავრობისა მიერ, და გავნათლდით ნათლითა ღუთაებისათა:

შენ რომელმან ანგელოსთა პირუელნი ბრწყინუალებანი, ნათლითა მით…

გალობა ე. შენ რომელმან განანათლე.

შენ რომელმან ანგელოსთა პირუელნი ბრწყინუალებანი, ნათლითა მით ღუთაებისა შენისათა განაბრწყინუენ, განანათლენ გულნიცა ჩუენნი სამებით დიდებულო, და ერთ-არსებით თაყუანის-ცემულო:

გიგალობს შენ ბუნებაჲ, რომელი არსებად მოიყუანე, სამებაო წმიდაო, ცოდუათა მოტევებაჲ, და განსაცდელთა და ჭირთაგან, გამოჰჴსნაჲ მოჰმადლე სახიერო:

ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, მორწმუნენო განყოფილსა განუყოფელად საკჳრუელად, ცათა და ქუეყანისა, და უხილავთა და ხილულთა, შემოქმედსა და დამბადებელსა:

შობა შენი წინასწარ-მეტყუელთა პირუელუე გამოსახეს, ღმრთის-მშობელო, ძნიად…

ღმრთის-მშობლისა

შობა შენი წინასწარ-მეტყუელთა პირუელუე გამოსახეს, ღმრთის-მშობელო, ძნიად სათარგმანებელი და მიუწთომელი, რომელი ვიხილეთ ჩუენ, და ვიცანთ მის მიერ ერთ-ღღუთაება სამ-მნათობიერისა სამებისა:

ერთი ძალი და სწორი ჴელმწიფებაჲ გაქუს სამებაო…

გალობა ვ. მომიცუნა ჩუენ.

ერთი ძალი და სწორი ჴელმწიფებაჲ გაქუს სამებაო წმიდაო, ერთითა ნებითა და განზრახჳთა, მხოლოო მარტივო და განუყოფელო ღმერთო, შეგუზღუდენ ჩუენ ძალითა შენითა მრავალ-მოწყალე:

ყოველნი საუკუნენი ნებითა შენითა, არა რასაგან არსებად…

ბ გზის.

ყოველნი საუკუნენი ნებითა შენითა, არა რასაგან არსებად მოიყუანენ შენ ყოვლად წმიდაო სამებაო, და მერმე სახიერებით დაჰბადე კაცი, აწცა იჴსნენ ქმნულნი შენნი ყოვლისაგან ბოროტისა:

მზისა დაუვალისა ტაძრად გამოჰსჩნდი, ქალწულო ყოვლად წმიდაო…

ღმრთის-მშობლისა

მზისა დაუვალისა ტაძრად გამოჰსჩნდი, ქალწულო ყოვლად წმიდაო, რომელმან დაჰბადნა მნათობნი ესე დიდნი, და განუწესა მათ წესი და საზღვარი ძლიერებით, აწცა მიჴსნენ ვნებათა წყუდიადისაგან:

სამებასა ბუნებით განუყოფელსა, სამ-პირებით განყოფილსა, რომელი ჰგიეს…

წარდგომა ჴმა ა. მჴედარნი რომელნი

სამებასა ბუნებით განუყოფელსა, სამ-პირებით განყოფილსა, რომელი ჰგიეს ღუთაებით განუყოფელად, თაყუანის-ვჰსცემდეთ ყოველნი ტომნი შიშით და ძრწოლით, ვითარცა შემოქმედსა და მეუფესა ღმერთსა სახიერსა:

შეეწიე უძლურსა სულსა ჩემსა ქალწულო, და მიჴსენ…

ღმრთის-მშობლისა.

შეეწიე უძლურსა სულსა ჩემსა ქალწულო, და მიჴსენ მე მრავალთა შეცოდებათა ჩემთაგან, რამეთუ სიღრმესა შინა წარწყმედისასა მიწევნულ-ვარ ყოვლად უბიწოო, და ჟამსა საშინელისა მის სიკუდილისასა, გამომიჴსენ ჴელთაგან უწყალოსა ეშმაკთასა, და მიჴსენ ყოვლისაგან სატანჯველისა საუკუნოსა:

ბრწყინვალეო ნათელო მამისაო და ძეო მხოლოდ-შობილო, ვითარცა…

გალობა ზ. ვითარცა რა სიონს შინა.

ბრწყინვალეო ნათელო მამისაო და ძეო მხოლოდ-შობილო, ვითარცა აღმითქუ სახიერ, სავანე ჰყავ ჩემ შორის, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და გამომაჩინე საშინელად ეშმაკთა და უვალ ვნებათაგან მჴსნელო:

მეუფეო, წყალობათა უფსკრულო, რაჲთამცა საცნაურ-ჰყავ შენ, კაცთა…

ბ გზის.

მეუფეო, წყალობათა უფსკრულო, რაჲთამცა საცნაურ-ჰყავ შენ, კაცთა მომართ საყუარელი ძე შენი, თანა სწორი მოგჳვლინე მაცხოვრად, და კუალად აღგუმართნა მომწყდარნი, ეგრეთვე აწ სულითა წმიდითა გულისჴმის-მყოფელ მყუენ:

ხერუვიმთა ზედა მჯდომარე სიტყუა, და ყოველთა შემოქმედი…

ღმრთის-მშობლისა.

ხერუვიმთა ზედა მჯდომარე სიტყუა, და ყოველთა შემოქმედი, საშოსა შენსა ქალწულო დაემკჳდრა უხრწნელად, და გჳჴსნნა ჩუენ განხწნილნი ხრწნილებისაგან და სიკუდილისა, მისსა მიმართ ოხად ნუ დასცხრები მგალობალთა შენთათჳს:

ყოვლისა-მპყრობელო სამებაო, საღმრთოთა მით ნებითა, ცანი ვითარცა…

გალობა ჱ. საჴმილსა რა.

ყოვლისა-მპყრობელო სამებაო, საღმრთოთა მით ნებითა, ცანი ვითარცა კამარანი გარდაართხენ სიბრძნით და ქუეყანაჲ დაჰკიდე წყალთა ზედა, მეცა დამამტკიცე სარწმუნოებასა ზედა, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:

განანათლენ მგალობელნი შენნი, სამებაო წმიდაო, სამ-ბრწყინუალითა ნათლითა პირისა შენისათა, რათა მარადის ვხედჳდეთ, შენისა მის ნათლისა მიმართ, და განვჰსძღეთ დიდებითა შენითა, და აღგამაღლებდეთ შენ უკუნისამდე:

მიიღო რა გონებაჲ კაცთა, ძემან შენმან ქალწულო…

ღმრთის-მშობლისა.

მიიღო რა გონებაჲ კაცთა, ძემან შენმან ქალწულო, გარდამატებულითა სახიერებითა თჳსითა, ხრწნილებისაგან იჴსნა და უმაღლეს ცათა გამოაჩინა, ამისთჳს უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:

დამბადებელო ხილულთა, და უხილავთაო აცხოვნენ მონანი შენნი…

გალობა თ. სახედ მუცლად-ღებისა.

დამბადებელო ხილულთა, და უხილავთაო აცხოვნენ მონანი შენნი, მტერთა უკეთურებისა და ბოროტისაგან, სამებაო წმიდაო ერთ არსებაო, შეზღუდე სამწყსო შენი, და იჴსნენ ყოველთა განსაცდელთაგან:

რათამცა განუცდელი სიღრმე, არსებითისა სახიერებისა შენისა გამოაჩინო…

ბ გზის.

რათამცა განუცდელი სიღრმე, არსებითისა სახიერებისა შენისა გამოაჩინო, სამ-მნათობიერო მთავრობაო ყოვლად ძლიერო, მოგუცენ ჩუენ აღთქმანი ცხოვრებისანი, მონათა ამათ შენთა, რომელთა აღსრულებასა ღირს-მჰყუენ:

მოხედენ ვედრებასა ჩუენსა, სამ-გუამოვნებით ერთ-ღუთაებაო, რომელთა გურწამ…

ღმრთის-მშობლისა.

მოხედენ ვედრებასა ჩუენსა, სამ-გუამოვნებით ერთ-ღუთაებაო, რომელთა გურწამ ჭეშმარიტებით, ღუთად და მეუფედ, და მოგუეც წყალობაჲ მონათა შენთა, ვედრებითა წმიდისა და ყოვლად ქებულისა ღმრთის-მშობელისათა:

და სხუანი შუაღამისანი, და განტევებაჲ

და სხუანი შუაღამისანი, და განტევებაჲ.

მკითხველი

სამებისა საგალობლები

კანონის შემდეგ სამებისა საგალობლები.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისა სიტყუასა, რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ძალნი ზეცათანი, რომელი აღსდეგ მესამესა დღესა საფლავით, ქრისტესა, ცხორების მომცემელსა, შიშით გადიდებთ.

უგალობდეთ ყოველნი ღმრთივშუენიერად ქებითა საღმრთოითა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, სამგუამოვანსა, ყოვლისა მპყრობელსა, ერთსა მეუფებასა და უფლებასა.

რომელსა გიგალობენ ყოველნი ტომნი და გადიდებენ ძალნი ზეცათანი, რომელი ყოველთა მორწმუნეთაგან თაყუანის-იცემები, მხოლოო, ერთარსებით და სამგუამოვნებით.

უფალთმთავარსა ქერობინთასა და ღმერთმთავარსა სერაბინთასა და განუყოფელსა სამებასა, მხოლოსა ღმერთსა დაუსაბამოსა შიშით გადიდებთ შენ. მამასა დაუსაბამოსა ღმერთსა და თანადაუსაბამოსა სიტყუასა და თანაარსსა სულსა წმიდასა თაყუანის-ვსცემთ განუყოფელად ერთარსებით, სამგუამოვნებით, მხოლოსა ქებით პატივვსცემთ.

ბრწყინვალებითა ელვარებისა შენისაითა განმაბრწყინვე მე, ღმერთო ჩემო სამგუამოვანო, ყოველთა შემოქმედო, და გამომაჩინე მე ტაძრად შენისა მიუწთომელისა დიდებისა, უხრწნელ და ელვარე ნათლით შემოსილ. რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ანგელოზთა მხედრობანი, რომელი ქალწულისაგან გამოუთქუმელად განჰხორციელდი, ქრისტე, ცხორების მომცემელო, შიშით გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

იპაკოი

კვირის ხმის იპაკოი; აქ რვავეა მოცემული.

ხმა 1: ავაზაკისა სინანულმან სამოთხე მიიპარა, ხოლო ტირილმან და გოდებამან მენელსაცხებელთა სიხარული აუწყა, ვითარმედ აღდგა ქრისტე და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:

ხმა 2: შემდგომად ვნებისა წარჳდეს დედანი, საფლავად შემურუად ჴორცთა შენთა ქრისტე ღმერთო, და საფლავსა შინა იხილეს ანგელოსნი და განჰკრთეს, რამეთუ ჴმა ესმოდა მათ მიერ, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:

ხმა 3: განაჰკრთობდა ხილჳთა და შეაცურევდა სიტყჳთა, ელუარე იგი ანგელოსი, რომელი მენელსაცხებლეთა ეტყოდა, საფლავსა შინა ეძიებდ ცხოველსა მას, ხრწნილებისა შემცუალებელსა, და ღუთაებით უცუალებელსა, უწყოდეთ რამეთუ აღდგა და დააცალიერნა საფლავნი, არქუთ ღმერთსა ვითარ საშინელ-არი _ ან, საქმენი შენნი, რომელთა მი _ ერ აცხოვნე ნათესავი კაცთა:

ხმა 4: დიდებულისა და საკჳრუელისა აღდგომისა შენისა, წინა-მსრბოლად წარივლინნეს დედანი, და მოციქულთა უქადაგეს, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

ხმა 5: ანგელოსისა ხილჳთა გონებითა განკჳრუებულნი, და ღმრთისა აღდგომისათჳს სულითა განათლებულნი, მენელსაცხებლენი დედანი მოციქულთა ახარებდეს, უქადაგეთ წარმართთა აღდგომაჲ უფალისა, თანა შეწევნითა, უფალისათა სასწაულთა მიერ, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა:

ხმა 6: ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ ქრისტე ღმერთო, და კარი სამოთხისა განგჳღე ჩუენ, და აღდგომითა შენითა იჴსენ, ხრწნილებისაგან ცხოვრებაჲ ჩუენი:

ხმა 7: რომელმან მსგავსება ჩუენი შეიმოსე და ჴორცითა ჯუარცმა დაითმინე მაცხოვნე მე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ვითარცა მოწყალე-ხარ:

ხმა 8: მენელსაცხებლენი ცხოველს მყოფელსა საფლავსა მოვიდეს, და მკუდართა თანა ეძიებდეს უკუდავსა მეუფესა, და სიხარულისა ხარება ანგელოსისაგან ისწავეს, და მოციქულთა ახარებდეს და ეტყოდეს, ვითარმედ აღდგა ქრისტე უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელი

„ღმერთმან შეგვიწყალენ“

ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.

ლოცვა ყოვლადწმიდა სამებისადმი

ყოვლისა შემძლებელო და ცხოველსმყოფელო სამებაო წმიდაო, ნათელო დაუსაბამოო, რომელმან ყოველი სოფელი და პირველ სოფლისა შექმნილნი მხოლოითა განზრახვითა და ძლიერებითა არაარსისაგან არსად მოიყვანენ, რომელმან გამოუთქუმელითა ქველისმოქმედებითა შენითა ქუეყანისა ნათესავთა უძლურებისათვის ხორცთაისა სინანული მოგუანიჭე ვიდრე სიკუდილადმდე, ნუ დამიტევებ ჩუენ უბადრუკთა სიბოროტისა საქმეთა შინა ჩუენთა სიკუდიდ, ნუცა ბოროტთა მთავართა, მოშურნეთა და მომსრველთა სულისა ჩუენისათა, საცინელ მყოფ, რამეთუ ჰხედავ, ბუნებით სახიერო, რაოდენთა საბრხეთა დაგვირწყუმენ მტერნი იგი ჩუენნი, ხოლო ჩუენ ვნებულ, დახსნილ და უკრძალველ ვართ, არამედ გევედრებით: ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ყავ ჩუენ ზედა მოუკლებელი კეთილი შენი, რამეთუ განგარისხეთ შენ პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა მცნებისა შენისა გარდასლვითა, ყოველთა უკუე ყოვლადვე, და ესრეთ წარვვლეთ ცხორებაი ჩუენი შეცოდებათა შინა ჩუენთა ვიდრე ამად ჟამადმდე, საქმით ანუ სიტყვით ანუ განზრახვით, არამედ შენ შემინდვენ, მომიტევე, და შემდგომსა ცხორებასა ღირს მყვენ სინანულითა და ლმობიერებითა აღსრულებად, დამარხვითა წმიდათა ბრძანებათა შენთათა, უკუეთუ სიტკბოებისა საცთურითა მრავალსახედ გცოდეთ, ანუ საძაგელისა და ურგებისა და მავნებელისა გულისთქუმითა მოვინადირენით, უკუეთუ პირუტყულითა რისხვითა და გულისწყრომითა აღძრვითა ძმასა ვისმე ჩუენსა ვაჭირვეთ, უკუეთუ დაუპყრობელითა ენითა და ფიცხელითა საფრხითა ძლიერად გარემოცულ ვიქმნენით, გინა რომლითამე საცნობელითა ჩუენითა ანუ ყოვლითა ნებითა, ანუ თუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით, წარტაცებით ანუ განზრახვით, და უგუნურებისა შებრკოლებით, უკუეთუ გულისსიტყვით და ამაოისა ზრახვითა შევიგინენით, ანუ თუ სხვითა რომლითამე სახითა შეგცოდეთ, პირველითგანვე ბოროტისა ჩუეულებისა მიღებითა, ყოველივე შეგვინდევ და მოგვიტევე, ყოველთა შემწყნარებელო, ყოვლად-ნეტარო და მრავალმოწყალეო. და მომანიჭე შემდგომისა ჟამისად სიმხნე და ძალი, რომელსა შინა ვყოთ ნებაი შენი, სათნოი და სრული, რაითა ღამისა და ბნელისა სიბოროტჱ ნათლისსახედ სინანულისა შევცვალოთ, და ვითარცა დღესა შინა კეთილსახედ ვიდოდეთ და განწმედილად ვჩნდეთ კაცთმოყუარებისა შენისადმი უღირსნი, და გიგალობდეთ შენ და გადიდებდეთ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

განტევება

კვირას განტევება იწყება სიტყვებით: „მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან…“

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისაითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და ყოველთა წმიდათა მისთაითა, შეგვიწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან.

შენდობის წესი და კვერექსი

ჩვეულებრივი შენდობის წესი; შემდეგ მღვდელი ლოცულობს და ყოველ თხოვნაზე ყველანი მიუგებენ: „უფალო, შეგვიწყალენ“.

მაკურთხენით, მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოის კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა შიოსათვის.
და ყოვლად-სამღდელოისა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიხსენოს მწყემსთმთავარი მის სამწყსოისაი) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათვის.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათვის, და კეთილმორწმუნეთა ხელისუფალთა და განმგებელთა მისთათვის.
წარმართებისათვის და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მხედრობათაისა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათვის. მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათვის.
ყოველთათვის, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოხსნისათვის ტყუეთაისა.
ამიერ წარსრულთათვის მამათა და ძმათა ჩუენთა.
ყოველთათვის, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათვის ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათვის მართლმადიდებელთა ქრისტიანეთაისა.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
სანატრელთა და კეთილადმოხსენებულთა მართლმადიდებელთა მეფეთათვის.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათვის.
აღმაშენებელთათვის წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათვის და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და ძმათა ჩუენთათვის, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა.
ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
ვთქუათ ყოველთა ამათთვის, უფალოშემიწყალენ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შემიწყალენ ჩუენ, ამინ.

„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა“

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.