კურთხევა
შევალს მღდელი წმიდასა შინა ეკლესიასა, დაიდებს ეპეტრახილსა, დასდგების წინაშე აღსავლის კარისა, და იტყჳს:
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
და მკითხველმან:
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 103
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ,
2 შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.
3 რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;
4 რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;
5 რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.
6 უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.
7 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.
8 აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.
9 საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.
10 რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;
11 ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.
12 მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.
13 დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.
14 რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.
15 და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.
16 განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.
17 მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.
18 მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.
19 შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.
20 დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,
21 ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.
22 აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.
23 გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.
24 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.
25 ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;
26 მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.
27 ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;
28 მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.
29 ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.
30 გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.
31 იყავნ უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.
32 რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.
33 ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
34 ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.
35 მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
სამწუხრო (მწუხრის) ლოცვები
ხოლო მღდელი დასდგების წინაშე წმიდისა კარისა, თავმოხდილი, და წარიკითხავს ლოცვებსა მწუხრისასა:
უფალო, სახიერო სულგრძელო და მრავალ მოწყალეო, ყურად-იღე ლოცვა ჩუენი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩუენისასა, ჰყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ, წარმიძეღუ ჩუენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩუენ ჭეშმარიტებითა შენითა, ახარე გულთა ჩუენთა შიშითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა, რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკჳრველებათა, შენ ხარ ღმერთი მხოლო, და არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ძლიერი წყალობითა, და სახიერი კაცთ-მოყუარებითა, შეწევნად, და ნუგეშინის-ცემად და ცხოვრებად ყოველთა მოსავთა სახელისა შენისა მიმართ წმიდისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩუენ, არამედ ჰყავ ჩუენ თანა წყალობაჲ მსგავსად სახიერებისა შენისა, მკურნალო და მჴსნელო სულლა ჩუენთაო; მიმიძეღუ ჩუენ ნავთსაყუდელსა ნებისა შენისასა, განანათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი ცნობად ჭეშმარიტებისა შენისა, და მომანიჭე ჩუენ ნეშტი დღისა ამის მშჳდობით და უცოდველად, და ყოველნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო ღმერთო ჩუენო, მომიჴსენენ ჩუენ, ცოდვილნი და უჴმარნი მონანი შენნი, რაჟამს ვხადოდეთ ჩუენ წმიდასა სახელსა შენსა, და ნუ მარცხვენ ჩუენ სასოებისაგან ჩუენისა წყალობითა შენითა, არამედ მომმადლე ჩუენ, უფალო, ყოველივე საცხოვრებელი თხოვაჲ, და ღირს-მყვენ სიყუარულსა, და შიშსა შენსა ყოვლითა გულითა ჩუენითა, და ყოფად ყოველსა შინა ნებასა შენსა:
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელსა ჩუენ ყოველნი დაუდუმებელად გაქებთ შენ, და მარადის გადიდებთ, ყოველთა ზეცისა ძალთა მიერ ქებულო, აღავსე პირი ჩუენი ქებითა შენითა, რათა უგალობდეთ სახელსა შენსა წმიდასა, მოგვეც ჩუენ ნაწილი და სამკჳდრებელი ყოველთა მოშიშთა ჭეშმარიტებისა შენისათა, დაცვითა მცნებათა შენთათა, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა და ყოველთა წმიდითა შენთათა.
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი დაბადებული, და სულგრძელ ხარ ჩუენ ცოდვილთა ზედა, შემნანებელად სიბოროტისა ჩუენისა, მოგჳჴსენენ წყალობითა და მოწყალებითა შენითა, და დაგჳფარენ ჩუენ სახიერებითა შენითა, მოგვეც ჩუენ განვლად ნეშტი დღისა ამის მადლითა შენითა, და განგუაშორე ბოროტისა ეშმაკისა საცთური, და უვნებელად დაიცევ ცხოვრებაჲ ჩუენი მეორედ მოსლვასა მას შენსა, მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა:
წყალობითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმერთო დიდო და საკჳრველო, რომელი გამოუთქუმელითა სახიერებითა შენითა და სიმდიდრითა წინასწარ მცნობელობისა შენისათა განაგებ ყოველთა, რომელმან ქუეყანისა ყოველი კეთილი მოგუეც ჩუენ, და შენ მიერი იგი აღთქუმული სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ, და აღთქუმითა მით კეთილი გზაჲ გჳჩუენე ჩუენ, დღესა მას მოსვლისა შენისასა, ყოვლისა ბოროტისაგან განგუათავისუფლენ ჩუენ, და მოგუანიჭე ჩუენ შემდგომი ნეშტი ცხოვრებისა ჩუენისაჲ, უცოდველად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისა, საქებელად მხოლოჲსა სახიერისა, და კაცთმოყვარისა შენ ღმრთისა ჩუენისა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ ხარ ნათელსა თუალთშეუდგამსა, რომელმან ყოველი დაბადებული სიბრძნით შეჰქმენ; რომელმან განჰყავ შორის ნათლისა და შორის ბნელისა, და დააწესე მზეჲ მფლობელად დღისა, და მთოვარე და ვარსკვლავნი მფლობელად ღამისა, და ღირს მყვენ ჩუენ ცოდვილნი ჟამსაცა ამას მოსლვად წინაშე პირსა შენსა აღსარებითა და შეწირვად შენდა მწუხრის ლოცვისა, შენ, კაცთმოყუარეო, წარმართე ლოცვა ჩუენი, ვითარცა საკმეველი, შენ წინაშე, და შეიწირე სუნად სუნნელად: და მოგუმადლე მწუხრი ესე და შემომავალი ღამეჲ მშჳდობით; შეგუმოსე ჩუენ საჭურველი ნათლისაჲ, გჳჴსნენ შიშისაგან ღამისა, და ყოვლისაგან ღუაწლისა, რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე, რომელ მოგვეც განსასუენებელად უძლურებათა ჩუენთა, ყავ ყოვლისაგან ოცნებისა საეშმაკოჲსა განშორებულ. ჰე, მეუფეო, კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთაცა ჩუენთა ზედა ვინანდეთ და ღამითცა ვიჴსენებდეთ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ, და სიხარულითა სულისათა აღვსდგეთ დიდების-მეტყველებად სახიერებისა შენისა, რათა ლოცვასა და ვედრებასა შევსწირვიდეთ მოწყალებისა შენისა მიმართ ცოდვათა ჩუენთათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა:
რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ფსალმუნის ბოლო მუხლები
მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე
ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
დიდი კვერექსი
ხოლო აღსრულებასა წინადასაწყისისა ფსალმუნისასა დიაკონი გამოვალს ჩრდილოეთით კერძო, და დასდგების ჩუეულებისაებრ ადგილსა თჳსსა, და იტყჳს კუერექსსა.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთ-მთავარიცა მის სამწყსოჲსა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, - წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად-კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.
ასამაღლებელი
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნუთი უკუნისამდე;
ამინ.
„ნეტარ არს კაცი“
ესრეთ ფსალმუნებაჲ ნეტარ არს კაცისაჲ. · „ნეტარ არს კაცი“ შაბათ საღამოს, კვირის წინა მწუხრზე, და დიდ დღესასწაულთა წინა საღამოს იგალობება. სხვა დღეებში მის ნაცვლად დღის კანონი იკითხება.
1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა.
2. არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.
3. და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას.
4. არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.
5. ამისთვის არა აღსდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა.
6. რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.
მცირე კვერექსი
და შემდგომად ფსალმუნებისა გამოვალს დიაკონი ჩრდილოეთით კერძო და იტყჳს მცირესა კუერექსსა.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ.
„უფალო, ღაღად-ვყავ“
ესრეთ: უფალო, ღაღად-ვყავ: ითქუმის ჴმასა ზედა დასდებელისასა.
უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.
ფსალმუნი 140
1 უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
2 წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.
3 დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.
4 ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.
5 მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.
6 დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.
7 ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.
8 რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.
9 მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
10 შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?
ფსალმუნი 141
1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.
2 განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.
3 მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.
4 ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.
5 ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
6 მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
ფსალმუნი 141
7 გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა.
პირუელ საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ღმრთისა სიტყუასა განხორციელებულსა…
მზუხრად, დიდსა მწუხრზედ. უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა, აღჳღებთ დასდებელთა ი. და ვგალობთ დასდებელთა აღდომისა რუა-ჴმისათა გ. და ანატოლიკათა, (რომელ-არს აღმოსავლურთა) დ. და თთუენისათა გ, ანუ დ, ანუ ვ, უკეთუ იდღესასწაულებოდეს წმიდაჲ. დიდება. თთუენისა. აწდა პირუელი ღმრთის-მშობლისა, ჴმისა. დასდებელნი აღდგომისანი ჴმა ბ.
პირუელ საუკუნეთა მამისაგან შობილსა, ღმრთისა სიტყუასა განხორციელებულსა, ქალწულისა მარიამისგან მოვედით თაყუანის-ვჰსცეთ, რამეთუ ჯურისა თავს-მდებელი საფლავად მიეცა, ვითარცა თჳთ ინება, და აღდგა რა მკუდრეთით, მაცხოვნა მე შეცთომილი კაცი:
ფსალმუნი 141
მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.
ქრისტემან მაცხოვარმან ჩუეან, ჩუენ ძლით ჴელით-წერილი…
ქრისტემან მაცხოვარმან ჩუეან, ჩუენ ძლით ჴელით-წერილი შემსჭუალჳთა ჯუარსა აღჴოცა, და სიმტკიცჱ, სიკუდილისა განაქარუა, თაყუანისვჰსცემთ მისსა მესამისა დღისა აღდგომასა:
ფსალმუნი 129
1 ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი;
მთავარ-ანგელოსთა თანა უგალობდეთ ქრისტეს აღდგომასა, რამეთუ…
მთავარ-ანგელოსთა თანა უგალობდეთ ქრისტეს აღდგომასა, რამეთუ ესე არს მჴსნელი და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და დიდებითა საშინელითა, ჴელმწიფებითა და ძლიერებითა, კუალად მომავალ-არს განკითჴუად სოფლისა, რომელი დაჰბადა:
ფსალმუნი 129
2 იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
შენ ჯუარცმული და დაფლული მეუფე, ანგელოსმან გქადაგა…
სხუანი დასდებენი. აღმოსავლურნი, ჴმა ბ.
შენ ჯუარცმული და დაფლული მეუფე, ანგელოსმან გქადაგა მაცხოვარ, და ეტყოდა დედათა მათ, მოვედით და იხილეთ სადა დაიდუა უფალი, რამეთუ აღდგა ვითარცა თქუა, ვითარცა ყოვლად ძლიერი, ამისთჳს თაყუანის-გცემთ შენ მხოლოსა უკუდავსა ცხოვრების მომცემელო, ქრისტე ღმერთო ჩუენო დიდება შენდა:
ფსალმუნი 129
3 უკეთუ უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი.
ჯუარითა შენითა განაქარუე წყევაჲ იგი ძელისა…
ჯუარითა შენითა განაქარუე წყევაჲ იგი ძელისა, და დაფლჳთა შენითა მოაკუდინე სიკუდილისა ძალი, ხოლო აღდგომითა შენითა განანათლე კაცთა ნათესავი, ამისთჳსცა გიღაღადებთ ქუელის მოქმედო ქრისტე ღმერთო ჩუენო დიდება შენდა:
ფსალმუნი 129
4 სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.
განგეხუნეს შენ უფალო შიშით ბჭენი სიკუდილისანი…
განგეხუნეს შენ უფალო შიშით ბჭენი სიკუდილისანი, და მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილეს და შეძრწუნდეს, რამეთუ ბჭენი რუალისანი შეჰმუსრენ, და მოქლონი რკინისანი შეჰფქუენ შენ, და აღმომიყუანენ ჩუენ ბნელისაგან, და აჩრდილთა სიკუდილისათა, და კრულებანი ჩუენი განხეთქენ:
ფსალმუნი 129
5 სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.
ცხოვრებისა გალობასა ვგალობდეთ და პირთაგან ჩუენთა…
ცხოვრებისა გალობასა ვგალობდეთ და პირთაგან ჩუენთა შევსწირჳდეთ, მოვედით ყოველნი სახლსა უფლისასა შეუვრდეთ და ვიტყოდეთ, რომელი ჯუარს-ეცუ ძელსა ზედა, და აღსდეგ მკუდრეთით, და განისუენებ წიაღთა მამისათა, ლხინება-ჰყავ შეცოდებათა ჩუენთათჳს:
ფსალმუნი 129
6 რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.
„უფალო, ღაღად-ვყავ“-ის დასდებლები
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ფსალმუნი 116
1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;
ფსალმუნი 116
2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.
წარჴდა სახე სჯულთა მათ პირუელთა, და გამოჩნდა…
დიდება, აწდა. ღმრთის-მობლისა.
წარჴდა სახე სჯულთა მათ პირუელთა, და გამოჩნდა მადლი დღეს, და ვითარცა მაყვალი, არა შეწუა ცეცხლმან აღგზებულმან, ეგრეთუე ქალწული ეგო ქალწულად, უვნებელად შემდგომად შობისა, სუეტისა მის წილ ცეცხლისა, მზე სიმართლისა, მოსეს წილ ქრისტე გამოჩნდა, მაცხოვრად სულთა ჩუენთათჳს:
შესვლის ლოცვა
ლოცვა გამოსლვისა:
მწუხრი, დილეულ და სამხრად გაქებთ, გაკურთხევთ, გმადლობთ და გევედრებით შენ, მეუფეო ყოველთაო, წარმართე ლოცვა ჩუენი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუ მისდრეკ გულთა ჩუენთა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა, არამედ გჳჴსნენ მომნადირებელთაგან სულისა ჩუენისათა, რამეთუ შენდა მომართ, უფალო, უფალო, თუალნი ჩუენნი შენ გესვენ, და ნუ გუარცხვენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო.
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
შესვლა
ესრეთ მღდელი აკურთხევს შესავალსა. · შესვლა
სიბრძნით, აღემართენით.
„ნათელო მხიარულო“
ნათელი მხიარული წმიდისა დიდებულისა, უკუდავისა მამისა ზეცათასა, წმიდა მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე; მოსრულთა დასლვასა მზისასა ვიხილოთ ნათელი სამწუხრო, ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ჴმითა ტკბილითა, ძეო ღმრთისაო, ცხოვრების მომცემელო, რომლისათჳსცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს.
დღის წარდგომა
ხოლო შემდგომად შესლვისა, ჰყოფს ჩუეულებისაებრ თაყუანის-ცემასა მღდელი და დიაკონი მაღალ დასაჯდომელისასა და შემდგომ მხედველნი დასავალით დიაკონი იტყვის წარდგომასა დღისასა.
ხოლო უკუეთუ იყოს შაბათი მწუხრი, ითქუმის, ჴმა ვ:
უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა.
მუჴლი: შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა.
მუჴლი: და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
მუჴლი: სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.
სავედრებელი კვერექსი („ვთქვათ ყოველთა“)
ხოლო მოიქცევის მღდელი და დიაკონი დასავალით, და მდგომარე ჰგებს აღსრულებასა წარდგომისასა. ესრეთ თაყუანის-სცემს, და მივალს თჳსსა ადგილსა, ხოლო შემდგომად წარდგომისა, დიაკონი, გამოვალს ჩრდილოჲთ კერძო და იტყჳს (ხოლო მღდელი საკურთხეველსა შინა დასდგების წინაშე წმიდისა ტრაპეზისა):
ვთქუათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ.
უფალო, შეგჳწყალენ.
უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტისათჳს, ანუ მთავარეპისკოპოსისა ანუ ეპისკოპოსისა მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა მონათა ღმრთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა).
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს და კეთილის-მყოფელთა წმიდისა და ყოვლად-პატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
ასამაღლებელი
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
„ღირს-მყავ, უფალო“
ღირს მყვენ ჩვენ, უფალო, მწუხრსა ამას, უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ.
იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისხმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი.
უფალო, წყალობაი შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შვენის ქებაი, შენდა შვენის გალობაი, შენდა დიდებაი შვენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
თხოვნითი კვერექსი („აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ“)
აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი უფალსა.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.
მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳსგებაჲ წინაშე საშინელისა სამშჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.
ასამაღლებელი
რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
თავის მოდრეკის ლოცვა
ლოცვა თავმოდრეკით.
მშჳდობა ყოველთა.
და სულისაცა შენისა თანა.
თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
შენ, უფალო.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჴედ ცხოვრებისათჳს ნათესავისა კაცთასა, მოხედენ მონათა შენთა ზედა, და სამკჳდრებელსა შენსა ზედა, რამეთუ შენ ხარ საშინელი და კაცთმოყუარე მსაჯული მონათა შენთა, რომელთა მოუდრეკიან თავნი თჳსნი, და დაუმდაბლებიან ქედნი მათნი, რამეთუ არა კაცთა მიერსა ეძიებენ შეწევნასა, არამედ შენ მიერსა ითხოვენ წყალობასა, და შენსა ეძიებენ ცხოვრებასა, რათა დაიცვნე ყოველსა ჟამსა, და შემდგომსაცა მწუხრსა, და მომავალსაცა ღამესა ყოვლისა წინააღმდგომთა მტერთა საცთურისაგან, და ამაოთა გულის-სიტყუათა და ბოროტთა განზრახვათა საეშმაკოთა.
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
აღდგომამან შენმან ქრისტე მაცხოვარ, ყოველი სოფელი განანათლა…
სტიქარონსა ზედა დასდებელნი. ჴმა ბ.
აღდგომამან შენმან ქრისტე მაცხოვარ, ყოველი სოფელი განანათლა, და აღმოუწოდა თჳსსა დაბადებულსა, ყოვლად ძლიერო უფალო დიდება შენდა:
ძელისა მიერ განაქარუე წყევაჲ ძელისა მაცხოვარ, და…
და სხუანი დასდებელნი. ალფა ვიტასაებრ.
ძელისა მიერ განაქარუე წყევაჲ ძელისა მაცხოვარ, და ძალი სიკუდილისა დაფლჳთა შენითა მოაკუდინე, და განანათლე ნათესავი ჩუენი აღდგომითა შენითა, ამისთჳსცა გიღაღადებთ შენ, ქუელის-მოქმედო უფალო დიდება შენდა:
ჯუარსა ზედა რა დაემსჭუალე ქრისტე, შესცუალე შუენიერებაჲ დაბადებულთა, ხოლო მჴედართა მათ უწყალოებაჲ აჩუენეს, და ლახურითა გუერდი შენი განაღეს, და ჰურიათა დაბეჭდუაჲ საფლავისა ითხოეს, რამეთუ ვერ გულის-ჴმა-ჰყუეს ჴელმწიფება შენი, არამედ რომელმან მოწყალებითა წყალობისა შენისათა დაფლუა დაითმინე, და მესამესა დღესა აღსდეგ უფალო დიდება შენდა:
ქრისტე ცხოვრების-მომცემელო, ნებსით ვნებაჲ დაითმინე მოუდავთათჳს, და ჯოჯოხეთად შთახედ ძლიერო, და რომელნი იგი მოელოდეს შთასლუასა შენსა მოსტაცენ იგინი ჯოჯოხეთსა, ვითარცა მჴეცსა მძჳნუარესა, და ჯოჯოხეთისა წილ სამოთხე მიანიჭე სამკჳდრებელად, ამისთჳს ჩუენცა რომელნი ვადიდებთ, მესამისა დღისა აღდგომასა შენსა, მოგუანიჭე ლხინებაჲ ცოდუათა, და სამოთხისა მკჳდრ-ჰყოფად ღირს-მყუენ, დიდითა შენითა წყალობითა:
ჵ სასწაული ახალი, ყოველთა პირუელ ქმნულთა საკჳრუელებათა…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
ჵ სასწაული ახალი, ყოველთა პირუელ ქმნულთა საკჳრუელებათა უაღრესი, რამეთუ ვინ სადა იხილა დედა უმამაკაცოდ მშობელი, და წიაღთა მტჳრთუელი, ყოველთა დაბადებულთა მტჳრთუელისა, ღმრთისა არს განზრახუაჲ ესე შობილისა, რომელი მსგავსად ჩჩჳლთა უბიწოო მკლავთა ზედა გეტჳრთა, და დედობრივი კადნიერებაჲ მოგიგიეს, მისსა მიმართ ნუ დასცხრები მეოხებად პატივის-მცემელთა შენთათჳს, შეწყალებად და ცხოვრებად და წმიდა-ჰყოფად ჩუენდა:
„აწ განუტევე“
აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363)
ოხითა წესისაებრ ტჳპიკონისა.
მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმინდენ, ყოვლადსანატრელო, და კვალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო დომენტი, მარადის სახსენებელო.
„სიბრძნით“ და „დაამტკიცე, ღმერთო“
სიბრძნით.
გუაკურთხენ.
რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, უკუნითი უკუნისამდე.
„ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ“
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„უფალო, შეგვიწყალენ“ (3)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
კურთხევის თხოვნა
გუაკურთხენ.
განტევება
ხოლო მღდელი მოიქცევის წმიდისაგან კარისა დასავალად ერისა მიმართ და იტყჳს განტევებასა, და მოიჴსენებს წმიდასა, რომლისაცა განგება იგალობების. და მგალობელთა თქვან მრავალ-ჟამიერ.
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს ეკლესია, და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე) წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთაჲთა“
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი · ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363)
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმინდენ, ყოვლადსანატრელო, და კვალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო დომენტი, მარადის სახსენებელო.
ფსალმუნი 9
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
2 ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა მაღალო.
3 რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.
4 რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
5 შეჰრისხენ შენ წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
6 მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით;
7 და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი.
8 და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
9 ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
10 და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
11 უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
12 რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი.
13 მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა.
14 რაითა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.
15 დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი.
16 განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი.
17 მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი.
18 რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად.
19 აღსდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.
20 დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა; გულისხმა-ჰყვენ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
21 რად-მე, უფალო, დასდეგ შორის და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?
22 ამპარტავანებასა უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან რომელთაცა ზრახავენ.
23 რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულის-თქუმათა შინა სულისა თვისისათა, და უღმრთოი იკურთხევინ.
24 განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა.
25 ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ.
26 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა, არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თვინიერ ძვირისა.
27 წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი.
28 დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოისა; თუალნი მისნი გლახაკსა ჰხედვენ;
29 მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა;
30 მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.
31 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად.
32 აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
33 რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა გამოიძიოს.
34 ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.
35 შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაი და უკეთურისაი. იძიოს ცოდვაი მისი და არა იპოოს.
36 უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
37 ნებაი გლახაკთაი ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი.
38 განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 10
1 უფალსა ვესავ, ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა ვითარცა სირი?
2 რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და განმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა.
3 რამეთუ რაი-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან რაი ჰყო?
4 უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.
5 უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი.
6 წვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული ნიავქარისაი, ნაწილი სასუმელისა მათისაი.
7 რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან.
ფსალმუნი 11
1 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან.
2 ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა.
3 ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდად მეტყუელი;
4 რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს?
5 ჭირისათვის გლახაკთაისა და სულ-თქუმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა.
6 სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შვიდ წილად.
7 შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
8 გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.
ფსალმუნი 12
1 ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
2 ვიდრე ვისთვის დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემზედა?
3 მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ.
4 ნუსადა სთქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას;
5 მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა.
6 ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილის მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
ფსალმუნი 13
1 თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაი.
2 უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
3 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე.
4 არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს.
5 მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა.
6 ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.
7 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა?
8 რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.
ფსალმუნი 14
1 უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა.
2 რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა,
3 რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო.
4 შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს. რომელი ეფუცოს მოყუასსა თვისსა და არა ეცრუოს.
5 ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.
ფსალმუნი 15
1 მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ.
2 ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს.
3 წმიდათაი რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
4 განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
5 უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა.
6 საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.
7 ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა.
8 წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.
9 ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით.
10 რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.
11 მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.
ფსალმუნი 16
1 ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა.
2 პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი;
3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე.
4 რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
5 დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
6 მე ღაღად-ვჰყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი.
7 საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე
9 პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს,
10 და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
11 განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქუეყანად.
12 შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა.
13 აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა.
14 უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.
15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.
მცირე კვერექსი (პირველი კათისმის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
შუენიერმან იოსებ ძელისაგან, გარდამოჴსნა, უხრწნელნი იგი ჴორცნი…
დ. შემდგომად ა. სტიხოლოგიისა, წარდგომანი აღდგომისანი. ჴმა ბ.
შუენიერმან იოსებ ძელისაგან, გარდამოჴსნა, უხრწნელნი იგი ჴორცნი შენნი, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურჳლი ახალსა საფლავსა დაგდუა, გარნა მესამესა დღესა აღსდეგ უფალო მომცემელი სოფლისად დიდსა წყალობასა:
მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოსი უღაღადებდა, ნელსაცხებელი…
აღსდეგ უფალო ღმერთო ჩუენო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოსი უღაღადებდა, ნელსაცხებელი მომკუდართათჳს საჴმარ-არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხოიქმნა, არამედ ღაღადებდით აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა:
უფროსად კურთხეულ-ხარ შენ ღმრთის-მშობელო ქალწულო, და გაქებთ…
დიდება, აწდა. ღმრთის.
უფროსად კურთხეულ-ხარ შენ ღმრთის-მშობელო ქალწულო, და გაქებთ შენ, რამეთუ ჯუარითა ძისა შენისაჲთა დაიხსნა ჯოჯოხეთი, მოიკლა სიკუდილითა სიკუდილი, მკუდარნი აღვსდეგით, და ცხოვრებასა ღირს-ვიქმნენით, და სამოთხჱ მოვიღეთ პირუელი იგი საშუებელი, ამისთჳსცა მადლობით უღაღადებთ, ვითარცა მპყრობელსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა:
ფსალმუნი 17
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
1 შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო,
2 უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო, და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაი ცხორებისა ჩემისაი და ხელის აღმპყრობელი ჩემი.
3 ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.
4 გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
5 სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
6 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვჰყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.
7 და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაი და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.
8 ახდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან.
9 და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქუეშე ფერხთა მისთა.
10 და აღხდა ქერუბიმთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.
11 და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.
12 ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაი და ნაბერწყალი ცეცხლისაი.
13 და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმაი თვისი.
14 მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.
15 და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.
16 გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე, და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.
17 მიხსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
18 მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.
19 და გამომიყვანა მე ფართოდ; მიხსნეს მე, რამეთუ მინება მე.
20 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა მომაგოს მე.
21 რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;
22 რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.
23 და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
24 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა წინაშე თუალთა მისთა.
25 წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოისა თანა უბრალო იყო,
26 და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუისა მისგან განეშორო.
27 რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;
28 რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;
29 რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა.
30 ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოხურვებულ; შესავედრებელ არს ყოველთათვის, რომელნი ესვენ მას.
31 რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?
32 ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაი ჩემი;
33 განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.
34 განსწავლენ ხელნი ჩემნი ღუაწლსა და ჰყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი ჩემნი.
35 და მომეც მე შემწე მაცხოვარებისაი და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.
36 ფართო ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.
37 ვდევნე მტერნი ჩემნი, და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.
38 ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩემთა.
39 და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.
40 და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.
41 ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა ისმინა მათი.
42 და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიხაი უბნისაი დავთრგუნე იგინი.
43 მიხსენ მე ხდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე,
44 მორჩილებითა ყურისაითა ისმინა ჩემი;
45 შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.
46 ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაი.
47 ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე.
48 მხსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიხსნე მე.
49 ამისთვის აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.
50 განადიდე ცხორებაი მეუფისაი და ყოფად წყალობაი ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.
ფსალმუნი 18
1 ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.
2 დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.
3 არა არიან თქმულ არცა სიტყუაი, რომელთა-იგი არა ესმა ხმაი მათი.
4 ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მზესა აღდგა კარავი თვისი;
5 და თავადი, ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
6 ცის კიდითგან არს გამოსლვაი მისი და მიწევნაი მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
7 შჯული უფლისაი უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ჰყვნიან ყრმანი.
8 სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა.
9 შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
10 გულის-სათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა.
11 და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.
12 შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ჰყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე.
13 და უცხოთაგან იცევ მონაი შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.
14 და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
ფსალმუნი 21
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.
2 ღმერთო ჩემო, დღისი ხმა-ვჰყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე და არა იღუაწე ჩემთვის.
3 ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი.
4 შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი;
5 შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
6 ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
7 ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.
8 ესვიდა უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
9 რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით, სასოო ჩემო, დედის ძუძუით ჩემითგან.
10 შენდა შევვარდი მე საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე, და არავინ არს მწე ჩემდა.
11 გარე-მომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;
12 აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყვირალმან.
13 ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.
14 განხმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამხადე მე.
15 რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი.
16 და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე.
17 განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
18 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ;
19 იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილებაი ჩემი;
20 მიხსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;
21 მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ.
22 მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისარელისასა.
23 რამეთუ არა შეურაცხ-ჰყო, არცა მოიწყინა ლოცვაი გლახაკისაი, არცა გარე-მიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.
24 შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.
25 შჭამონ დავრდომილთა და განსძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.
26 მოიხსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;
27 რამეთუ უფლისაი არს სუფევაი და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.
28 შჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცვიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; და სული ჩემი მისა ცხოველ არს.
29 და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი.
30 და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.
ფსალმუნი 22
1 უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს.
2 ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.
3 მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის.
4 ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე.
5 განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
6 წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
ფსალმუნი 23
1 უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.
2 რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განმზადა იგი.
3 ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?
4 უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თვისსა.
5 ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.
6 ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.
7 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
8 ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა.
9 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
10 ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი.
მცირე კვერექსი (მეორე კათისმის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე…
შემდგომად ბ სტიხოლოგიისა, წარდგომა, ჴმა ბ.
ლოდი საფლავისა დაბეჭდუად არა დააყენე, და კლდე სარწმუნოებისა, აღდგომისა ყოველთა მოგუმადლე, უფალო დიდება შენდა:
მოწაფეთა შენთა კრებული მჴსნელო, მენელ-საცხებლეთა დედათა თანა…
აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელებაჲ შენი
მოწაფეთა შენთა კრებული მჴსნელო, მენელ-საცხებლეთა დედათა თანა, ერთბამად მხიარულ-არს და ზოგადსა დღესასწაულსა, დღესასწაულობენ ღმრთიუ-შუენიერად, დიდებად და პატივად აღდგომისა შენისა, მათ მიერ გევედრებით კაცთ-მოყუარე, მშჳდობაჲ მოეც სოფელსა, და ერსა შენსა მოჰმადლე დიდი-წყალობა:
უმეტესად კურთხეულ-ხარ შენ ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო…
დიდება, აწდა. ღმრთის.
უმეტესად კურთხეულ-ხარ შენ ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილისა მიერ ჴორცითა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, ადამ გამოიჴსნა ევა განთავისუფლდა, წყევა პირუელი განქარდა, სიკუდილი მოიკლა და ჩუენ განუჰსცხოველდით, ამისთჳსცა ვღაღადებთ და ვიტყჳთ, კურთხეულ-არს ქრისტე ღმერთი ჩუენი რომელმან ესრეთ სათნო-იჩინა:
ფსალმუნი 134
1 აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა,
2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;
4 რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად.
5 რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროის ყოველთა ღმერთთა;
6 ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;
7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა,
8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე;
9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა;
10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი;
11 სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი;
12 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა.
13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.
14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.
15 კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი.
16 პირ ათქს, და არა იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ,
17 ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.
18 ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.
19 სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა, სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა,
20 მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
21 კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.
ფსალმუნი 135
1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
2 აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
3 აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
4 რომელმან ქმნნა საკვირველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
5 რომელმან ჰქმნნა ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
6 რომელმან დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
7 რომელმან ჰქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
8 მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
9 მთოვარე და ვარსკვლავები ხელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
10 რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
11 და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
12 ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
13 რომელმან განაპო ზღუაი მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
14 და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
15 და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
16 რომელმან განიყვანა ერი თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
17 რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
18 და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
19 სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
20 და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
21 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
22 სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
23 რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
24 და მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
25 რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
26 აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
აღდგომის ტროპარები („გუნდნი ანგელოზთა“)
შემდგომად ნეტარ-არიანისა, და გუნდნი ანგელოზთასა, კუალად:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
გუნდნი ანგელოზთანი განკვირდეს, რაჟამს გიხილეს შენ მკუდართა თანა შერაცხილ, სიკუდილისა ძალისა დამარღვეველად და ადამის აღმადგინებელად და ქვესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყანებელად, ქრისტე ღმერთო, ყოვლად ძლიერო, და მადლობით გიგალობდეს შენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ჵ, მოწაფენო ქრისტესნო, მენელსაცხებელნო დედანო, რასათვის სიბრალულისა ტირილსა ცრემლითა განაზავებთ ნელსაცხებელსა, ელვარე ანგელოსი საფლავსა შინა ეტყოდა მენელსაცხებლეთა დედათა, იხილეთ და განიცადეთ საფლავი ქრისტეს ღვთისა, რამეთუ აღდგა იგი მკუდრეთით დიდებით და აცხოვნა ყოველი სოფელი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ფრიად მსთუად მირბიოდესშენდა საფლავად მენელსაცხებლენი დედანი ტირილად და გოდებად და მეყსეულად ანგელოსმან ახარა: არა არს ჟამი ესე გოდებისა, აწ უკუე ნუ სტირთ, საყვარელნო, არამედ მიუთხართ მოციქულთა აღდგომა ქრისტეს მეუფისა და სიხარული ყოვლისა სოფლისა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
მენელსაცხებლეთა დედათა, რომელნი განთიად მოსრულ იყუნეს ნელსაცხებელით საფლავსა შენსა, მაცხოვარ, ტირილად, რქუა ანგელოსმან: რაჲსათვის მკუდართა თანა ეძიებთ ცხოველსა და და უკუდავსა, რამეთუ აღსდგა, ვითარცა ღმერთ არს საფლავით ყოვლად ძლიერი და იჴსნნა ადამ ნათესავითურთ და დაჴსნნა ქვესკნელისა მოქლონნი.
დიდება
დიდება თაყვანისვსცემთ მამასა ძით და სულით წმიდითურთ, სამებით ერთარსებით სამთვითებასა სამგვამოვნად ცნობილსა, მამასა ღმერთსა დაუსაბამოსა და ძესა ღმერთსა თანასწორსა, სულსა წმიდასა ღმერთსა და ვიტყვით: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, სამებაო, ერთარსებაო.
აწ და
ცხოვრება ადამის ბრალთა დამჴსნელი გვიშევ, ჵ, ღვთისმშობელო, და ევას მწუხარებაჲ სიხარულითა უოხჭნოჲთა აღავსენ, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან ხრწნილება მათი უხრწნელ ჰყო, იშვა რა ორითა ბუნებითა, ღმერთი სრული და კაცი სრული და კუალად მაგნა მუნვე სამოთხედ.
მცირე კვერექსი (ევლოგიტარიების შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
შემდგომად ვნებისა წარჳდეს დედანი, საფლავად შემურუად ჴორცთა…
შემდგომად ნეტარ-არიანისა. იპაკოჲ, ჴმა ბ.
შემდგომად ვნებისა წარჳდეს დედანი, საფლავად შემურუად ჴორცთა შენთა ქრისტე ღმერთო, და საფლავსა შინა იხილეს ანგელოსნი და განჰკრთეს, რამეთუ ჴმა ესმოდა მათ მიერ, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:
ზეცად მიმართ თუალთა გულისა, ჩემისათა აღჳხილავ, მაცხოვარ…
აღსავალნი, ანტიფონი ა. ჴმა ბ.
ზეცად მიმართ თუალთა გულისა, ჩემისათა აღჳხილავ, მაცხოვარ შენდა მომართ მაცხოვნე, მე შენითა მით გამობრწყინუებითა:
შეგჳწყალენ ჩუენ რომელნი ესე შეგცოდებთ ფრიად ყოველსა ჟამსა, და მოგუეც პირუელ სიკუდილისა ჵ, ღმერთო ჩუენო ჟამი სინანულისა:
სული წმიდა მეუფე არს და მფლობელ, განცხოველებად…
დიდება, აწდა.
სული წმიდა მეუფე არს და მფლობელ, განცხოველებად არსთა, და წმიდა-ყოფად რამეთუ ღმერთ-არს, და თანა არს მამისა და სიტყჳსა:
არა-თუმცა უფალი იყო, ჩუენ თანა ვინმცა უძლო…
ანტიფონი ბ, ჴმა ბ.
არა-თუმცა უფალი იყო, ჩუენ თანა ვინმცა უძლო, განრომად საფრხეთა და ღონეთაგან, მტერისა მის კაცის მკულელისათა:
შუათა მათთა ნუ მიმცემ ჩუენ, მჴსნელო მონათა შენთა, რამეთუ მსგავსად ლომთა იღრჭენენ, კბილთა მათთა ჩუენ ზედა მტერნი ჩუენნი:
სულისა წმიდისა დიდება და პატივი, რამეთუ დაბადებულთა…
დიდება, აწდა.
სულისა წმიდისა დიდება და პატივი, რამეთუ დაბადებულთა, ყოველთა ძალითურთ ღუთაებრ იპყრობს, და ჰმართებს მათ მამისა თანა ძითურთ:
მსგავს არიან მთისა მის წმიდისა, რომელნი ესუენ…
ანტიფონი გ. ჴმა ბ
მსგავს არიან მთისა მის წმიდისა, რომელნი ესუენ უფალსა, რომელნი არა შეირყევიან, ბრძოლათაგან მძლავრთა ბელიარისთა:
უსჯულოებად ჴეელთა, ნუ განიმარტებენ, ღმრთის-მოყუარენი რამეთუ არა დაუტეობს უფალი, კუერთხსა ცოდჳლთასა, ნაწილსა ზედა მართალთასა:
სულისაგან წმიდისა, აღმოდის ყოველი, სიბრძნჱ ვინა იგი…
დიდება, აწდა.
სულისაგან წმიდისა, აღმოდის ყოველი, სიბრძნჱ ვინა იგი მიეცემის მადლი, მოციქულთა და მარტჳლთა, ღუაწლითა შეამკობს, და წინასწარმეტყუელთა ხილჳთა:
წარდგომა.
განიღჳძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით, რომელ ამცენ, და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ:
მუჴლი.
უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე.
ყოველი სული.
ასამაღლებელი „რამეთუ წმიდა ხარ შენ“
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
„ყოველი სული აქებდით უფალსა“
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუჴლი. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
სახარების წინ
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
და მღდელმან: მშჳდობა ყოველთა.
ერთა: და სულისაცა შენისა თანა.
და მეყსეულად იტყჳს: (სახელსა მახარებელისასა) წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა
დიაკონმან: მოხედენ.
ინ. 21:15–25 · დას. 67
აღდგომის მე-11 სახარება
21:15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.
16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.
19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.
20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?
21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?
22 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.
23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?
24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.
სახარების შემდეგ
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
„აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა ვჰყოთ ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით. მოვედით, ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს იდვა, და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ფსალმუნის 50-ის შემდეგ
მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
აწ და
მეოხებითა ღვთისმშობლისათა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
აღსდგა რა იესო განთიად, ვითარცა სთქუა პირველად და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობა.
„აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი“
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენი, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, ძლიერებითა ჯვარისა ვაზისათა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სიმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, წმიდისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, და წმიდათა დიდებულთა და ღვაწლის-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, და წმიდათა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, წმიდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოანე ზედაზნელისა და მისთა თორმეტთა მოწაფეთა და წმიდათა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა, წმიდათა კეთილმსახურთა მეფეთა ბაგრატ III-ისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობლისათა - იოაკიმ და ანასითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი, ანუ დღესასწაული), და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრება, და შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ასამაღლებელი „წყალობითა და მოწყალებითა“
წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღელუათა დაანთქა პირუელად, ფარაო ეტლებითურთ, და აღჭურჳლნი…
კანონი აღდგომისა. გალობა ა. ჴმა ბ. სძლისპირი.
ღელუათა დაანთქა პირუელად, ფარაო ეტლებითურთ, და აღჭურჳლნი ძლიერად სპარაზენნი, სიტუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუენ ცოდჳლთათჳს, რომელსა უგალობთ, უფალო დიდებულო დიდებულ-ხარ:
მთავარი იგი ამის სოფლისა, რომელმან დამიმონა ჩუენ…
ტროპარნი.
მთავარი იგი ამის სოფლისა, რომელმან დამიმონა ჩუენ, გარდასლჳთა მცნებათა შენთათა ღმერთო, ჯუარითა დასაჯე შენ, რაჟამს გეწყო ვითარცა კაცსა დაეცა, ჴელმწიფებისაგან, თჳსისა და ემხილა უძლურებაჲ:
მჴსნელად ნათესავისა კაცთასა, გამოჰსჩნდი შენ მაცხოვარ, მორახუედ ქუეყანად მაღლით სიმდაბლით, რამეთუ აღდგომითა შენითა დაჰჴსენ საკრუელნი სიკუდილისანი, რომელსა გიგალობთ, უფალო დიდებულო დიდებულ-ხარ:
უზესთაეს-ხარ ყოვლად წმიდაო, ყოველთა დაბადებულთა ხილულთა და…
ღმრთის-მშობლისა.
უზესთაეს-ხარ ყოვლად წმიდაო, ყოველთა დაბადებულთა ხილულთა და უხილავთა ღმრთის-მშობელო, რამეთუ შემოქმედი, მათი მუცლისა შენისაგან განჴორციელდა, ვითარცა ინება, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა:
უგალობ ქებასა ცხოვრება-შემოსილსა სიტყუასა
სხუა. კანონი ჯუარ-აღდგომისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
უგალობ ქებასა ცხოვრება-შემოსილსა სიტყუასა.
ძალი უძლურთა, აღდგომა დაცემულთა, და უხრწნელება მკუდართა…
სძლისპირთა თანა. გალობა ა. ჴმა ბ. უვალი იგი უჩუეველი.
ძალი უძლურთა, აღდგომა დაცემულთა, და უხრწნელება მკუდართა იქმენ ქრისტე, ვნებითა ჴორცთა შენთათა, რამეთუ დიდებულ-ხარ:
შეიწყალა ხატი დაცემული, და აღადგინა შემუსრჳლი, შემოქმედმან ღმერთმან და განმაახლებელმან, და მკუდარ-ქმნილმან ყოველნი განაცხოველნა, რამეთუ დიდებულ-არს:
უგალობ ქებასა ცხოვრება-შემოსილსა ქალწულსა. 1
სხუა. კანონი წმიდისა მიმართ. ღმრთის-მშობლისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
უგალობ ქებასა ცხოვრება-შემოსილსა ქალწულსა. 1
უნივთომან კიბემან, და უცხომან და უქმმან წიაღსლუამან…
გალობა ა. ჴმა ბ. სძლის-პირი იგივე. ღმრთის-მშობლისა.
უნივთომან კიბემან, და უცხომან და უქმმან წიაღსლუამან, ზღჳსამან, შობაჲ შენი მოასწავა, უსძლოო ღმრთის-მშობელო, რომელჯუარ ღდგომის კანონის სძლის-პირებს რომ უჩუენ, ბერძულში ასე უჩენდა, და ჩუენ კიდურზედ დაგჳწერია, რომლის სძლისპირებისა მებრცა ითქმიან იგინი, და ღმრთის-მშობლის კანონის შძლის-პირებიც იგივე არს, ვთარ იგი უჩუენს: სა უგალობთ ჩუენ, რამეთუ დიდებულ-არს:
სრულმან გუამოვნებამან, და ძლიერებამან და სიბრძნემან ღმრთისა მამისამან, განკაცებულმან შენ მიერ, უხრწნელო ღმრთის-მშობელო, ჩუენთჳს შობაჲ თავს-იდუა, რამეთუ დიდებულ-არს:
განულო ბჭჱ იგი წმიდაჲ, უვალი და დაჴშული საშოსა შენსა სძალო, სიმართლისა მზემან ქრისტემან, და სოფელი აღავსო, ნათლითა ბრწყინუალითა, რამეთუ დიდებულ-არს:
აღყუავილნა, შროშნის-სახედ მოსლჳთა შენითა ქრისტე, რომელ არს…
გალობა გ. სძლისპირი.
აღყუავილნა, შროშნის-სახედ მოსლჳთა შენითა ქრისტე, რომელ არს ბერწი წარმართთა, ეკკლესია და იქმნა იგი შჳლ მრავალ, რომელსა შინა, განაძლიერენ გულნი ჩუენნი:
ყოველნივე, განცჳფრებულიყუნეს ვნებასა მას შენსა, გიხილეს რა…
ტროპარნი.
ყოველნივე, განცჳფრებულიყუნეს ვნებასა მას შენსა, გიხილეს რა შენ მაცხოვარ, განბასრებული უსჯულოთაგან, რომელმან ღუთაებით დაჰბადე ყოველივე:
მიწისაგან, ხატად შენდა შემჰქმენ ჴელითა შენითა, ხოლო რაჟამს კუალად ვეგე, მუნუე მიწად ცოდჳთა და სიკუდილითა შემოხუედ ჯოჯოხეთად, ღმერთო და აღმადგინე:
გუნდნი იგი, ზეცათანი განაკჳრუნა შობამან, შენმან ყოვლად-უბიწოო…
ღმრთის-მშობლისა.
გუნდნი იგი, ზეცათანი განაკჳრუნა შობამან, შენმან ყოვლად-უბიწოო, და გულნი კაცთანი შეაძრწუნნა, ამისთჳსცა, ღმრთის-მშობლად აღგიარებთ შენ:
ყოველთა უმაღლესი ქრისტე, დაკლებულ-იქმნა მცირედ-რაჲმე ვნებითა ჴორციელითა…
სხუა. სძლისპირი. მშჳლდი ძლი.
ყოველთა უმაღლესი ქრისტე, დაკლებულ-იქმნა მცირედ-რაჲმე ვნებითა ჴორციელითა, ბუნებისა ანგელოსთასა:
მომკუდარი და უსჯულოთა თანა შერაცხილი, მცხინუარე დიდებისა გჳრგჳნითა ქრისტე, გამოუჩნდი დედათა აღდგომისა მიერ:
მეუფე ძალთა და ჟამთა და წელთა უაღრესი…
სძლის-პირი. იგივე. ღმრთის-მშობლისა.
მეუფე ძალთა და ჟამთა და წელთა უაღრესი ქრისტე, შენგან განხორციელდა, ქალწულო ღმრთისა დედაო, რომელმან დაჰბადნა საუკუნენი:
უგალობდეთ ჩუენ საშოსა წმიდასა მტჳრთუელსა ქრისტესსა, რომლისა მიერ კუალად ეგო, პირუელსა პატივსა ადამი, და აწ მოქალაქობს, ზეცათა შინა:
კანონი (I–III გალობა)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მოხუედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოსი, არამედ თჳთ…
გალობა დ. სძლისპირი.
მოხუედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოსი, არამედ თჳთ უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ დიდება ძალსა შენსა:
წარსდეგ ღმერთი, დასასჯელად წინაშე მსაჯულისა, უჴმობელი დუმრიად…
ტროპარნი.
წარსდეგ ღმერთი, დასასჯელად წინაშე მსაჯულისა, უჴმობელი დუმრიად და წარმართთა მოეც ცხოვრებაჲ, ვნებითა ჯუარცმისათა, ჴსნაჲ აღმოუცენე ყოველთა მორწმუნეთა:
წლულებითა, შენითა მტერისა მახჳლსა მოაკლდა, და ქუესკნელად შთასლჳთა, ჯოჯოხეთი აღოჴრდა დღეს, და მტერთა ძლიერება, მოუძლურდა ძალითა შენითა უფალო:
შენ გიცნობთ ჩუენ, მყუდროდ ნავთ-საყუდელად დედოფალო, და…
ღმრთის-მშობლისა.
შენ გიცნობთ ჩუენ, მყუდროდ ნავთ-საყუდელად დედოფალო, და ზღუდედ სიმტკიცისა, დაურღუეველად ღმრთის-მშობელო, და მეოხად მიგავლენთ, წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა:
მხედუელმან ძელსა ზედა შენ დამჰსჭუალულმან, ქალწულმან ქრისტე…
სხუა. სძლისპირი. მესმა ქრისტე.
მხედუელმან ძელსა ზედა შენ დამჰსჭუალულმან, ქალწულმან ქრისტე, თჳნიერ სალმობისა მშობელმან შენმან, დაითმინა ტკივილნი დედობრივნი:
ზლეულ-იქმნა სიკუდილი, რამეთუ მკუდარი წარმოსტყუენავს ჯოჯოხეთისა ბჭეთა, რაჟამს ყოვლისა შემჭამელი იგი დარღუეულ-იქმნა, და უაღრეს ბუნებისა ყოველივე მომანიჭა მე:
აჰა ესერა ამაღლდა, სამღთო მთაჲ მეუფისა, და…
სძლისპირი. იგივე. ღმრთის-მშობლისა.
აჰა ესერა ამაღლდა, სამღთო მთაჲ მეუფისა, და სახლი ღმრთისა ჩუენისა, უზესთაეს ცასა ცათასა, დედოფალი უბიწო, და უაღრეს იქმნა მჴედრობათა ცისათა:
სჯულთა მათ ბუნებისათა, უზესთაეს ჰშევ სძალო, მფლობელი დაბადებულთა, და ჭეშმარიტად სახელისაებრ, იქმენ დედა, მჴსნელისა, და აღმატებულ ყოველსავე სჯულსა ქებათასა:
შუამდგომელ-იქმენ ღმრთისა და კაცთა ქრისტე ღმერთო ჩუენო…
გალობა ე. სძლისპირი.
შუამდგომელ-იქმენ ღმრთისა და კაცთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენ მიერ განუერენით, ბნელისაგან ღამისა წყუდიადისა, და ღირს-ვიქმნენით ნათელსა მამისა შენისასა:
სახედ ლელწმისა, შემუსრე ძელი იგი საცთურებისა, რაჟამს ამაღლდი საროსა ფიჭუსა და ნაძუსა ზედა, და ჯუარითა მიჴსნენ ჩუენ მორწმუნენი მტერისაგან:
მღჳმესა ბნელსა, დაგდუეს შენ ვითარცა მკუდარი ქრისტე ღმერთო, არამედ წყლულნი რომელ დაძინებულ-იყუნეს სამარებსა, შენ თანა აღადგინენ, ძლიერებით ქუელის-მოქმედ:
ევედრე ძესა, შენსა და ღმერთსა ჩუენსა ყოვლად…
ღმრთის-მშობლისა.
ევედრე ძესა, შენსა და ღმერთსა ჩუენსა ყოვლად უბიწოო, რათა მოგუანიჭოს ჩუენ გამოჴსნაჲ, უღლისაგან მტერთა ჩუენთასა, და მეფესა ჩუენსა მოჰმადლოს ძლევაჲ, ბარბაროზთა:
უვარ-ჰყო ოდესმე ადამ მარხუა, და გემოჲ იხილა…
სხუა. სძლისპირი. მზე სიმართლისა ქრისტე.
უვარ-ჰყო ოდესმე ადამ მარხუა, და გემოჲ იხილა ხისა სიკუდილ-შემოსილისა, გარნა ცოდუა იგი მისი აღჴოცა ჯუარცმულმან მეორემან ადამ:
ბუნებითა კაცობრივითა, ვნებულ და მკუდარ-იქმნა უვნებელი ღუთაებითა უნივთოჲთა, უხრწნელ-მყოფელი მოკუდავთა ქრისტე, და აღმადგინებელი ქუესკნელისაგან ჯოჯოხეთისა:
სიხარულისა ცუარსა, და სიტკბოებასა აცურევდით ღრუბელნო, რამეთუ…
სძლისპირი. იგივე. ღმრთის-მშობლისა.
სიხარულისა ცუარსა, და სიტკბოებასა აცურევდით ღრუბელნო, რამეთუ ყრმა იშუა და ძე მოგუეცა შემოქმედი, საუკუნეთა და ღმერთი ჩუენი განკაცნა ქალწულისაგან:
არა ღმრთიუ-შუენიერი, ჴორცთა ჩემთა და ცხოვრებისა მოეფინა, და ცოდჳსა იგი მჭმუნუარე ზამთარი დაჴსნა, იშუა რა ქალწულისაგან, მაღალი აღსასრულსა ჟამთასა წყალობით:
ღელუამან ცოდჳსამან მომიცუა მე, და მრავალსა მოწყალებასა…
გალობა ვ. სძლისპირი.
ღელუამან ცოდჳსამან მომიცუა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი, აღმომიყუანე სახიერ, დანთქმისაგან ღმერთო ჩემო გევედრები:
მსგავსად ძჳრის-მოქმედთა, დაისაჯა მართალი უსჯულოთაგან ჯუარსა დამსჭუალჳთა, და მორწმუნეთა მიჰმადლა, ჯუარითა თჳსითა შენდობაჲ ცოდუათა:
ადამ პირუელისა კაცისა მიერ, სიკუდილი შემოჰჴდა სოფლად ძეთათჳს კაცთასა ხოლო ადამ მეორისაგან, რომელ-არს ძე ღმრთისა მოგუეცა აღდგომაჲ:
უსძლოო ქალწულებით მუცლად-იღე, და უთესლოდ გჳშევ ჩუენ…
ღმრთის-მშობლისა.
უსძლოო ქალწულებით მუცლად-იღე, და უთესლოდ გჳშევ ჩუენ ზეცისა მეუფე, და დაადგერ ქალწულადუე და ჩუენ მოგუასწავე ღუთაებაჲ მისი:
მცუელად ხისა მის ცხოვრებისა, დაადგინე ხერუვიმი, დაცემულისათჳს…
სხუა. სძლისპირი. ჴმა სიტყუა.
მცუელად ხისა მის ცხოვრებისა, დაადგინე ხერუვიმი, დაცემულისათჳს, გარნა გიხილეს რა შენ აღეჴუნეს კარნი, რამეთუ გამოჰსჩნდი მჩუენებელ გზისა ავაზაკისა მიმართ სამოთხეს შინა:
ცალიერ უკუე იქმნა და დამჴობილ ჯოჯოხეთი, ერთისა ვისმე სიკუდილითა, რამეთუ რომელიცა იგი სიმდიდრე მრავალი დაეუნჯა, იგი ყოველი ერთმან ჩუენ ყოველთათჳს ქრისტემან წარმოაცალიერა:
კაცთა ბუნება მონა-ქმნილი, ცოდჳსა სძალო უბიწოო, განთავისუფლდა…
სძლისპირი. იგივე. ღმრთის-მშობლისა.
კაცთა ბუნება მონა-ქმნილი, ცოდჳსა სძალო უბიწოო, განთავისუფლდა ტყუეობისაგან, შენ მიერ რაჟამს ძე შენი, მისთჳს ჯუარს-ეცუა წყალობით:
გიღაღადებთ მონანი შენნი, ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, რომელთა ესე ვჰსცოდეთ წარმდებად, გჳჴსნენ ბრალთაგან და ცოდუათა, რამეთუ გაქუს შენ კადნიერებაჲ:
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
აღსდეგ საფლავით, მაცხოვარ ყოვლად ძლიერო, და ჯოჯოხეთმან…
კონდაკი. ჴმა ბ.
აღსდეგ საფლავით, მაცხოვარ ყოვლად ძლიერო, და ჯოჯოხეთმან რა იხილა, საკჳრუელება ესე განცჳფრდა, ხოლო მკუდარნი შენ მიერ განცხოველდეს, და აღდგეს შენ თანა, ამისთჳსცა უხარის ყოველსა დაბადეულსა, და ადამ მხიარულ-არს, და ყოველი სოფელი მაცხოვარო ჩუენო გიგალობს შენ მარადის:
შენ ხარ ქრისტე ნათელი დაბნელებულთა, შენ ხარ…
იკოსი.
შენ ხარ ქრისტე ნათელი დაბნელებულთა, შენ ხარ აღდგომაჲ დაცემულთა, და ცხოველს-მყოფელი მოკუდავთა რომელმან მოჰკალ სიმტკიცჱ სიკუდილისა, და შეჰმუსრენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, და აღადგინენ მკუდარნი დავიწყებულნი, ამისთჳსცა რომელთა ვიხილეთ ნიში აღდგომისა შენისა გადიდებთ შენ მხოლოსა, და ჩუენ თანა იხარებს ყოველი დაბადებული, აღდგომისა შენისათჳს კაცთ-მოყუარე, და ყოველნი ღმრთისვმეტყუელებთ და უგალობთ, წყალობათა შენთა უფსკრულსა, და სიმდაბლესა შენსა აურაცხელსა:
ბრძანებამან უსჯულოსა მძლავრისამან, უფროსად მოტყინარე, აღაგზნა საჴუმილი…
ხოლო ყოველი სოფელი, მაცხოვარო ჩემო გიგალობს შენ მარადის. გალობა ზ. სძლისპირი.
ბრძანებამან უსჯულოსა მძლავრისამან, უფროსად მოტყინარე, აღაგზნა საჴუმილი ყრმათათჳს, და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით, სამთა მათ მგალობელთა რომელ იგი არს კურთხეულ უკუნისამდე:
არა სათნო-იყავ მრავალ-მოწყალეო ხილუად მიმძლავრებული, კაცი სიკუდილისა ჴელთაგან, არამედ გარდამოჰჴედ და იჴსენ შენ ჯუარითა, ამისთჳს გიღაღადებთ, ღმერთო საუკუნეთაო კურთხეულ-ხარ:
მძლავრისა მის და მონისა ბოროტისა, მოხუედ ჴელთ-გდებად მჴსნელო, და გიხილეს რა მეკარეთა, ჯოჯოხეთისათა შემოსილი სამოსლითა, შურისძიებისათა დადნეს, და განსქდა მუცელი ჯოჯოხეთისა:
გიცნობთ შენ წმიდათა უწმიდესად, ვითარცა მხოლოსა მშობელსა…
ღმრთის-მშობლისა.
გიცნობთ შენ წმიდათა უწმიდესად, ვითარცა მხოლოსა მშობელსა უცუალებელისა ღმრთისასა, ქალწულო უბიწოო დედაო უსძლოო, რამეთუ ყოველთა მორწმუნეთა უხრწნელებაჲ აღმოუცენე სამღთოთა შობითა შენითა:
დასაჯა ოდესმე ურჩებამან პირუელი იგი მამაჲ, არამედ…
სხუა. სძლისპირი. ბრძენთ-მთავრად.
დასაჯა ოდესმე ურჩებამან პირუელი იგი მამაჲ, არამედ ნებსით დასჯილ-იქმნა, შეცოდებათა გარდასლჳსა დამჴსნელი, ყოვლად სამღთო იგი მამათა ღმერთი, უფროსად დიდებული:
აცხოვნე მოწყლული ენითა, შურითა კაცის მკულელისათა, ედემს შინა შინა ნებსითითა კბენილებითა, რამეთუ განჰკურნე იგი ნებსით ვნებითა, ყოვლად სამღთომან მამათა ღმერთმან, და უფროსად დიდებულმან:
მავალსა აჩრდილთა შინა სიკუდილისათა ნათლად აღმომიწოდე ბნელ-სახილუელისაგან ჯოჯოხეთისა, ელვარებითა ღუთაებისათა შემმოსელმან, ყოვლად სამღთოდ:
იხილა ჩუენებით და იგავით ღამესა შინა იაკობ…
სძლისპირი. იგივე. ღმრთის-მშობლისა.
იხილა ჩუენებით და იგავით ღამესა შინა იაკობ, მოსლუაჲ უფლისა, ხოლო შენ მიერ სძალო გამოუჩნდა ბრწყინუალედ, უნათლეს მზისა მგალობელთა, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო, მამათა ჩუენთაო:
გამოუთქმელისა მის შენ შორის განკაცებისა იგავად, სძალო ღმრთისაო, რკინობაჲ იგი იაკობისი გამოისახა, რამეთუ შენ მიერ შეერთო, კაცთა უბიწოო ღმერთი ღმერთთა და უფალი, უფლებათა დაუსაბამო, და განანათლა სოფელი:
ბილწ-არს და შეგინებულ, რომელი არა აღიარებდეს მტკიცედ…
ღმრთის-მშობლისა.
ბილწ-არს და შეგინებულ, რომელი არა აღიარებდეს მტკიცედ, და გულს-მოდგინედ, ერთად სამებისაგანად ქალწულისა შობილსა, შეუორგულებელად პირითა და ენითა, არა უგალობდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
საჴუმილი იგი ცეცხლისა ბაბილონს, პირუელად განეზოგა ღმრთისა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
საჴუმილი იგი ცეცხლისა ბაბილონს, პირუელად განეზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი, ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი, იტყოდეს აკურთხევდით, საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რაჟამს იხილა, ანგელოსთა კრებულმან, გუამი შენი სისხლითა შეღებული, შიშით ზარგანჴდილიქმნეს მრავლისა მისგან სულგრძელებისა, და განკჳრუებულნი, ესრეთ იტყოდეს აკურთხევდით, საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
შემმოსე ქრისტე, აღდგომითა შენითა, უხრწნელითა განხრწნილსა უხრწნელებაჲ, ამისთჳს სიხარულით, ერი შენი რჩეული მაცხოვარ, მადლობით გიღაღადებს შენ, საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა:
შენ მამისა განუშორებელი, საშოსა შინა ღმერთ-მამა-კაცად უთესლოდ…
ღმრთის-მშობლისა.
შენ მამისა განუშორებელი, საშოსა შინა ღმერთ-მამა-კაცად უთესლოდ მუცლად-იღე, და ჰშევ გამოუთქმელად ღმრთის-მშობელო ყოვლად უბიწოო, ამისთჳს გიცნობთ შენ ცხოვრებად ჩუენ ყოველთა:
იხილუე შემსჭუალულად ჯუარსა ზედა, მდიდარი ეგე წყალობითა…
სხუა. სძლისპირი. ხატსა ოქროსასა.
იხილუე შემსჭუალულად ჯუარსა ზედა, მდიდარი ეგე წყალობითა, ნებსით დაფლულ-იქმენ და აღსდეგ მესამესა დღესა, და იჴსენ ყოველნი კაცნი კაცთ-მოყუარე სარწმუნოებით მგალობელნი, უფალსა უგალობდით ყოველი დაბადებულნი, და უფროსად ამაღლებდით მას ყოველსა შინა უკუნისამდე:
რათა იჴსნე ხრწნილებისაგან, რომელი იგი შეჰქმენ ქრისტე ძალითა შენითა სამღთოთა, ჰშთაჴედ ქუესკნელთა შინა სიტყუაო ღმრთისაო, და უხრწნელ ჰყავ იგი და ზიარ მარადის არსისა დიდებისა შენისა, მჴმობელი, უგალობდით ყოველი დაბადებული, და უფროსად ამაღლებდით ქრისტესა უკუნისამდე:
გამოსჩნდა ქუეყანასა ზედა, შენ მიერ და კაცთა…
სძლისპირი. იგივე. ღმრთის-მშობლისა.
გამოსჩნდა ქუეყანასა ზედა, შენ მიერ და კაცთა შორის იქცეოდა, მიუწთომელი სახიერებითა და ძლიერებითა, რომელსა უგალობთ ღმრთის-მშობელო, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:
გიგალობთ შენ დედოფალო, და ჭეშმარიტად დედად ღმრთისად გქადაგებთ, რამეთუ ერთი სამებისაგანი ჰშევ ჴორცითა, რომელსა, მამისა თანა და სულისა, აღუამაღლებთ და ვაკურთხევთ უკუნისამდე:
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაუსაბამოსაგან მამისა ძჱ ღმრთისა გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად…
გალობა თ. სძლისპირი.
დაუსაბამოსაგან მამისა ძჱ ღმრთისა გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად ჩუენდა განჴორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებთ:
ვითარცა რა სამოთხესა დაენერგა ჯუარი შენი, სადიდებელად, სამ-გზის წმიდა გოლგოთას, და წყლითა და სამღთოთა სისხლითა რომელი, გუერდით შენით მჴსნელო, გარდამოეცა მოირწყო, და ცხოვრებაჲ აღაყუავილა:
დაეცა ძლიერებაჲ რაჟამს ჯუარს-ეცუ უძლეველო, და შეწყობილი იგი ჯოჯოხეთს ბუნებაჲ კაცობრივი, აღმოიყუანე და საყდართა მამისათა დასჳ, რომლითა მომავალ-ხარ, განკითხუად ცხოველთა და მკუდართა:
ერთობასა სამ-რიცხუედსა, სამებასა ერთ-არსებასა, მართლ-მადიდებლობით მგალობელნი მორწმუნენი ვადიდებთ, განუკუეთელსა ყოვლად სამღთოსა ბუნებასა, სამ-ბრწყინუალესა დაუღამებელსა ცისკარსა, ერთსა უხრწნელებასა ჩუენსა ნათლისა აღმომაბრწყინუებელსა:
დასჯილთა შორის ვითარცა ტარიგი, ამაღლებულ-იქმენ ქრისტე ჯუარსა…
სხვა. სძლისპირი. სიტყუასა ზეცით.
დასჯილთა შორის ვითარცა ტარიგი, ამაღლებულ-იქმენ ქრისტე ჯუარსა ზედა თხემისა, ადგილსა და ლახურითა გუერდ-განღებულმან მოგუანიჭე ჩუენ, ცხოვრებაჲ მიწიერთა ვითარცა სახიერმან, სარწმუნოებით, პატივის მცემელთა სამღთოსა აღდგომისა შენისათა:
რომელმან სიკუდილითა თჳსითა, სიმტკიცჱ სიკუდილისა დაჰჴსნა ძალისა მიერ, ღმერთსა ყოველნი მორწმუნენი თაყუანის-ვსცემდეთ, რამეთუ მან საუკუნითგანნი აღადგინნა მკუდარნი, და მოსცემს ყოველთა ცხოვრებასა და აღდგომასა:
კუერთხად ძლიერებად, აღმოუცენდა საშოთ შენით, სიტყუა ღმრთისა…
სხუა. სძლისპირი ღმრთის-მშობლისა ყოვლითურთ-ხარ საწადე.
კუერთხად ძლიერებად, აღმოუცენდა საშოთ შენით, სიტყუა ღმრთისა ქალწულო ბუნებასა ჩუენსა დაძუელებულსა, და ესე ჯოჯოხეთით ვარ. აღმოიყუანა წყალობით, ამისთჳს უბიწოო, ვითარცა ღმრთის-მშობელ-ხარ გადიდებთ:
რომელი სათნო-იყავ, ჭეშმარიტებით დედად შენდა, მიითუალე ვედრება მისი, ჩუენთჳს და აღმავსენ სიტკბოებით, და მოგჳტევენ ცოდუათა ჩუენთა თანა-ნადებნი, ღმერთო ყოვლად ძლიერო, რათა მადლობით გადიდებდეთ შენ:
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
შემდგომად წმიდისა აღდგომისა სამ-გზის ჰკითხა რა უფალმან…
შემდგომად წმიდისა აღდგომისა სამ-გზის ჰკითხა რა უფალმან პეტრეს, და თჳსთა ცხოვართა მწყემსთ-მთავრად გამოაჩინა, და მან იხილა რა სიყუარული, ჰკითხა ქრისტესა ვითარმედ ესერა, მიუგო უკეთუ მინდეს ეგოს ეგე, ვიდრე მეორედ-მოსლუადმდე, შენდა რა არს შენ შემომიდეგ მე საკჳრუელთ-მოქმედო ქრისტე ღმერთო ჩუენო, და სიბრძნით განმგებელო ყოვლისაო, მხოლოო, სახიერ დიდება შენდა:
ჵ საშინელი საიდუმლო, ჵ საკჳრუელი ყოვლად დიდებული…
ღმრთის-მშობლისა.
ჵ საშინელი საიდუმლო, ჵ საკჳრუელი ყოვლად დიდებული, რამეთუ წარწყმდა სიკუდილითა სიკუდილი ყოვლითურთ, ვინ უკუე არა უგალობდეს და ვინ არა თაყუანის-ცემდეს აღდგომასა შენსა სიტყუაო, და ჴორცითა უბიწოდ მშობელსა შენსა ღმრთის-მშობელსა, რომლისა ოხითა გჳჴსნენ ყოველნი გეენიისაგან:
აქებდითის დასაწყისი
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
ყოველი სული, და ყოველი დაბადებული, შენ გადიდებს…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი, ჴმა ბ.
ყოველი სული, და ყოველი დაბადებული, შენ გადიდებს უფალო, რამეთუ ჯუარისა მიერ სიკუდილი წარმოსტყუენე, რათა უჩუენო ერთა მუდრეთით აღდგომაჲ შენი, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყუარე-ხარ:
თქუთღა უკუე ჵ ჰურიანო, ვითარ მჴედართა წარჰსწყმიდეს მეუფჱ რომელსა ჰსცჳდეს, ანუ რასა ლოდმან არა დაჰმარხა კლდჱ ცხოვრებისა, ანუ დაფლული მოგუეცით, ანუ აღდგომილსა თაყუანის-ეცით, და სთქუთ ჩუენ თანა, დიდება სიმრავლესა წყალობათა შენთასა, მაცხოვარო უფალო დიდება შენდა:
გიხაროდენ ერნო და მხიაულიყუენით, ანგელოსი ჯდა ლოდსა ზედა საფლავისასა, და მან გუახარა ჩუენ და თქუა, ვითარმედ აღდგა ქრისტე მკუდრეთით, მაცხოვარი სოფლისა, და აღავსო ყოველივე სუნნელებითა, გიხაროდენ ერნო და მხიარულ-იყუენით:
ანგელოსმან პირუელ მუცლად-ღებისა შენისა უფალო, გიხაროდენი სახარულევანსა მოართუა, ანგელოსმანუე, ლოდი დიდებულსა საფლავსა შენსა აღდგომასა გარდააგორუა, მან მწუხარებისა წილ, სიხარულისა სასწაული გუაუწყა, ხოლო ამან სიკუდილისა წილ, ცხოვრების მომცემელი ღმერთი გჳქადაგა ჩუენ, ამისთჳს გიღაღადებთ შენ, ქუელის-მოქმედო ყოელთაო, უფალო დიდება შენდა:
ნელსაცხებელი შეჰზავეს ცრემლითა, საფლავსა შესა ზედა დედათა…
სხუანი, დასდებელნი. აღმოსავლურნი, ჴმა ბ.
ნელსაცხებელი შეჰზავეს ცრემლითა, საფლავსა შესა ზედა დედათა, ხოლო აღივსნეს სიხარულითა პირნი მათნი, რაჟამს ჰრქუეს მათ აღდგა უფალი მკუდრეთით:
აქებდით ერნი და ნათესავნი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რომელმან ჯუარცმა ნებსით დაითმინა, და სამ-დღე ქუესკნელად ჰშთავიდა, და თაყუანის-ცემდით მისსა მკუდრეთით აღდგომასა, რომლისა მიერ განათლდეს ყოველნი კიდენი ქუეყანისანი:
ჯუარს-ეცუ და დაეფალ, ვითარცა ინებე ქრისტე ღმერთო, ხოლო წარმოსტყუენე სიკუდილი, და აღსდეგ დიდებით ვითარცა ღმერთი და მეუფჱ, და მოანიჭე სოფელსა ცხოვრებაჲ საუკუნო და დიდი წყალობა:
ჭეშმარიტად ჵ უსჯულონო, დარაჰბეჭდეთ ლოდსა მას, უაღრესთა საკჳრუელებათა ღირსმჰყუენით ჩუენ, და იციან ესე მცუელთა მათ, რამეთუ დღეს გამოვიდა უფალი სამარით, და ეტყოდა მათ რათა თქუან, ვითარმედ ვიდრეღა ჩუენ მეძინა, მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიპარეს იგი, და ვინმცა წარიპარა იგი, მკუდარი უფროსღა და შიშუელი, არამედ თავადი აღდგა, თჳთ ჴელმწიფებით ვითარცა ღმერთ-არს და დაუტევა ტილონი საფლავსა შინა, და საფლავი თჳსი, მოვედით და იხილეთ ჵ ჰურიანო, რამეთუ არა განტეხნა ბეჭედნი, რომელმან სიკუდილი დათრგუნა, და ნათესავსა კაცთასა დაუსრულებელი ცხოვრებაჲ მოანიჭა, და დიდი-წყალობაჲ:
კვირის მუხლები
აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
გამოუცხადა თავი თჳსი მაცხოვარმან, მოწაფეთა შემდგომად აღდგომისა…
საცისკრო გერი ია. ჴმა ჭ. მთასა.
გამოუცხადა თავი თჳსი მაცხოვარმან, მოწაფეთა შემდგომად აღდგომისა, ხოლო შენ სიმონ მოგცა, ცხოვართა თჳსთა მწყსაჲ, და სამ-გზის ბრძანებითა, ნაცულად სიყუარულისა თჳსისა, და ითხოვდა შენგან ჩუენებად, ზრუნუასა და მოღუაწებასა მჭყემსისასა, ვინაცა გეტყოდა შენ ვითარმედ, უკეთუ გიყუარ დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, და კუალად ვითარმედ აძოენ კრავნი ჩემნი, რომელ მოვიგენ და შენ სიყუარულისა წესითა, სხჳსა მის მოწაფისათჳს იკითხევდ, რომელთა ოხითა სამწყსოჲ შენი ქრისტე, იჴსენ განმრყუნელთა მგელთაგან:
„უმეტესად კურთხეულ ხარ შენ“
უმეტესად კურთხეულ ხარ შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილისა მიერ ხორცითა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, ადამ გამოიხსნა, ევა განთავისუფლდა, წყევაი პირველი განქარდა, სიკუდილი მოიკლა და ჩუენ განვცხოველდით, ამისთვისცა ვღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელმან ესერეთ სათნო-იჩინა.
მღვდლის ასამაღლებელი დიდი დოქსოლოგიის წინ
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.
დიდი დოქსოლოგია („დიდება მაღალთა შინა“)
დიდება მაღალიანი გრძლად.
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
აღდგომის ტროპარი (1, 3, 5 და 7 ხმა)
დღეს ცხორება არს ყოვლისა სოფლისა, უგალობდეთ საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა, წინამძღუარსა ცხორებისა ჩუენისასა, რამეთუ ღმრთეებრ დაჰხსნა სიკუდილითა სიკუდილი და ძლევაი მომანიჭა ჩუენ და დიდი წყალობაი.
აღდგომის ტროპარი (2, 4, 6 და 8 ხმა)
აღსდეგ საფლავისაგან და ჯოჯოხეთისა საკრველნი შეჰმუსრენ, დაჰხსენ საშჯელი სიკუდილისაი, უფალო, და ყოველნი მახეთაგან მტერისათა განათავისუფლენ, და გამოუჩნდი მოციქულთა შენთა, და წარავლინენ იგინი ქადაგებად და მათ მიერ მშვიდობაი მიჰფინე ყოველსა სოფელსა, მხოლოო მრავალმოწყალეო.
მრჩობლი კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სავედრებელი კვერექსი
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“
მღდელმან:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება, და აწდა.
უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
გუაკურთხენ.
განტევება
მღდელმან ყოს განტევებაჲ კჳრიაკესა ესრეთ
მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, (წმიდისა, ვისსაცა სახელსა ზედა იყოს ეკლესიაჲ, და წმიდისა, რომლისა ჴსენებაჲცა აღესრულებოდის), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასითა, და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალნეს, და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სეხიერ არს და კაცთმოყუარე.
მრავალჟამიერ
მგალობელთა სთქვან მრავალ-ჟამიერ.