კურთხევა
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
დიდება შენდა
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანი ვსცეთ
მეტანიით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 50
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
კანონი მეხუთე ნათლისა მიმართ სამ-მზეობითისა
კჳრიაკესა შუაღამესა ზედა, კანონი სამებისა, რომლისა კიდურ წერილობაჲ
კანონი მეხუთე ნათლისა მიმართ სამ-მზეობითისა.
სიმტკიცესა სამ-გუამოვანსა, ერთ-ღუთაებისასა, უგალობთ და ვღაღადებთ, გონებაჲ…
გალობა ა. ჴმა ე. სძლისპირი. ეტლთა სიმრავლე.
სიმტკიცესა სამ-გუამოვანსა, ერთ-ღუთაებისასა, უგალობთ და ვღაღადებთ, გონებაჲ ჩუენი განანათლე, ღმერთო ყოვლად-ძლიერო სამ-ნათელო, შენდა მომართ აღამაღლე საღმრთოდ დიდებად:
ზეცისა ძალნი უჴორცონი, შიშით გიგალობენ, სამ-გზის წმიდითა ჴმითა, ერთ-არსებით სამებასა, და სამებასა სამ-გუამოვნებით, ერთსა ძალსა ერთსა ღუთაებასა, ყოვლად-ძლიერსა:
ნექტარი სიყუარულისა, შენისა ტკბილისა, განმანათლებელისა, სულსა ჩემსა მოანჭე, სამებაო მხოლოო თჳთ-მნათობო, და საღმრთოსა სინანულისა წყალი, მომეც სახიერო:
ვითარცა რა საწმისსა ზედა, მდუმრიად მოვიდა ზეგარდამო…
ღმრთის-მშობლისა.
ვითარცა რა საწმისსა ზედა, მდუმრიად მოვიდა ზეგარდამო ქალწულო, ცუარი სულისა წმიდისა, შენ ზედა და მორწყო ყოველი სოფელი, და ღმრთის-მეცნიერჰყუნა კაცნი ყოვლად წმიდაო:
ბრძანებით, ზეცისა გონიერნი ძალნი დაჰბადენ, მგალობლად, ტკბილად…
გალობა გ. სძლისპირი. რომელმან დააფუძნე.
ბრძანებით, ზეცისა გონიერნი ძალნი დაჰბადენ, მგალობლად, ტკბილად დიდებისა შენისა, ღმერთო სამბრწყინუალეო, არამედ ჩუენიცა მიწისაგანთა, ქუეყანისა ნაშობთა შეიწირე ქებით გალობაჲ და შეგჳწყალენ:
რომელსა, ეგე ბუნებით გაქუს უქცეველობაჲ მარადის, ქცევადთა ამათ მონათა შენთა, რომელნი უფსკრულსა, წყალობათა შენთასა უგალობთ, ცოდუათა ჩუენთა მოგუმადლე შენდობაჲ, დიდებისა მზეო სამ-ბრწყინუალეო:
მამასა, და ძესა და სულსა წმიდასა ვადიდებდეთ, ერთობით, ყოვლად უცუალებელსა სამებასა, ერთ-არსებით სამ-ნათლად, ღმერთსა მეუფესა ყოველთასა, მოციქულთა, მოძღურებისაებრ ღმრთიუ-სწავლულისა:
ეჩუენე, მოსეს მაყლოვანსა მოტყინარესა, დიდისა ზრახჳსა მამისა…
ღმრთის-მშობლისა.
ეჩუენე, მოსეს მაყლოვანსა მოტყინარესა, დიდისა ზრახჳსა მამისა ანგელოზად და აუწყე წინასწარ, შობაჲ შენი ქალწულისაგან, რომლისა მიერ განმაახლენ ქრისტე, და აღამაღლენ ზეცათა შინა:
მოწყალე-ხარ სამებაო განუყოფელო, და შეიწყალებ ყოველთა ვითარცა…
წარდგომა. ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.
მოწყალე-ხარ სამებაო განუყოფელო, და შეიწყალებ ყოველთა ვითარცა ყოვლად-ძლიერი, და ყოველთა მიუტევებ მრავალ-მოწყალებითა, ამისთჳს მოვივლტით შენდა დამძიმებულნი ტჳრთითა ცოდუათათა, და გიღაღადებთ შეიწყალენ მონანი შენნი და იჴსნენ ყოველთა სატანჯუელთაგან:
ყოვლად წმიდაო ქალწულო შეგჳწყალენ ჩუენ, სარწმუნოებით მოლტოლჳლნი…
ღმრთის-მშობლისა. მსგავსი.
ყოვლად წმიდაო ქალწულო შეგჳწყალენ ჩუენ, სარწმუნოებით მოლტოლჳლნი შენდამი სახიერისა, და მჴურუალისა შუამდგომელობისა შენისა მთხოველნი, რამეთუ გნებავს ვითარცა სახიერსა ყოველთა ცხოვრებაჲ, ვითარცა ხარ დედაჲ ღმრთისა მაღლისა, მჴმეველ-იქმენ დედობრივისა ვედრებისა მარადის ღმრთიუ-მიმადლებულო:
ერთ-უფლებისა სამ-ბრწყინუალებაჲ ეუწყა პირუელ დანიილს, იხილა რა…
გალობა დ. სძლისპირი. ესმა მოსლუა.
ერთ-უფლებისა სამ-ბრწყინუალებაჲ ეუწყა პირუელ დანიილს, იხილა რა ქრისტეჲ მსაჯულად, მამისა მიმართ მომავალად, და სულმან აუწყა ჴორცთა შესხმაჲ:
ერთ-უფლებისა სამ-ბრწყინუალებაჲ ეუწყა პირუელ დანიილს, იხილა რა ქრისტეჲ მსაჯულად, მამისა მიმართ მომავალად, და სულმან აუწყა ჴორცთა შესხმაჲ:
მიწისა პირითა მგალობელნი, მეუფებისა შენისა, სამებით სამგუამოვნებასა, და ერთ-არსებით ერთ-ბუნებასა ანგელოსთა, დიდებასა ღირს-მჰყუენ:
მთად ჩრდილოდ მაღნარად გიხილა პირუელ, ამბაკომ ღმრთისა…
ღმრთის-მშობლისა
მთად ჩრდილოდ მაღნარად გიხილა პირუელ, ამბაკომ ღმრთისა დედაო, რამეთუ შენგან გამოვიდა, წმიდა იგი ისრაილისა, და წყალობით იჴსნნა ცხებულნი თჳსნი:
რომელმან სახიერებით დაჰბადე კაცი, ხატად შენდა ყოვლად…
გალობა ე. სძლისპირი. რომელმან შეიმოსე.
რომელმან სახიერებით დაჰბადე კაცი, ხატად შენდა ყოვლად ძლიერო ღმერთო, ჩემ შორის დამკჳდრებაჲ, ჯერ-იჩინე სამ-ბრწყინუალებით, ვითარცა მოწყალე-ხარ:
წარმიძეღუ მე ალაგთა ცხოვრებისათა, სამებაო სამ-გუამოვანო, და ნათლითა შენითა აღმავსე მე დაბნელებული, ვითარცა მოწყალე-ხარ:
ბუნებით ნათლად განუყოფელად, განგიცდი, ხოლო პირებით განყოფითად, სამ-ბრწყინუალეო ნათელო, გული ჩემი დაბნელებული, განმინათლე ვითარცა ღმერთ-ხარ:
პირუელ გიხილა წინასწარ-მეტყუელმან სძალო, უხრწნელო ბჭედ აღმოსავალისა…
ღმრთის-მშობლისა.
პირუელ გიხილა წინასწარ-მეტყუელმან სძალო, უხრწნელო ბჭედ აღმოსავალისა მეყუსეულად გულის-ჴმა-ჰყო, ვითარმედ გამოსჩნდე შენ ტაძრად, ნათლისა უსხეულოჲსა:
სამ-მნათობიერი ხარ, ღმერთ-მთავარო გუამოვნებითა, ხოლო ერთ-არსებითა, ერთი…
გალობა ვ. სძლიპირი. ზღუა აღძრული.
სამ-მნათობიერი ხარ, ღმერთ-მთავარო გუამოვნებითა, ხოლო ერთ-არსებითა, ერთი ნება, ერთი განზრახუა, ერთი დიდება და მეუფება:
სამ-მნათობიერი ხარ, ღმერთ-მთავარო გუამოვნებითა, ხოლო ერთ-არსებითა, ერთი ნება, ერთი განზრახუა, ერთი დიდება და მეუფება:
მგალობელმან კეთილად, გუასწავა რაჟამს ჰრქუა მამასა, აღძრულმან სულისაგან, ნათლითა შენითა სულიერითა, ძე ნათელი ვიხილეთ ღმერთი:
ცოდუათაგან გამოჴსნაჲ, მოწყალეო ღმერთო მოგუმადლე, და ვნებათაგან…
ღმრთის-მშობლისა
ცოდუათაგან გამოჴსნაჲ, მოწყალეო ღმერთო მოგუმადლე, და ვნებათაგან გჳხსნენ სამებაო ერთ-არსებაო, მეოხებითა ღმრთის-მშობელისათა:
სამ-მზეო ბრწყინუალებაო სახიერო, გადიდებთ და აწ თაყუანის-გცემთ…
წარდგომა. ჴმა ე. თანა დაუსაბამოსა.
სამ-მზეო ბრწყინუალებაო სახიერო, გადიდებთ და აწ თაყუანის-გცემთ, შეგჳწყალენ ჩუენ და განგუანათლენ, და გჳჴსნენ ყოველნი ნათესავნი კაცთანი შემუსრჳსაგან მტერთასა, და იჴსენ ყოველი სოფელი კერპთა საცთურისაგან, და მოგუანიჭე ჩუენ სუფევაჲ საუკუნოჲ:
შენდა მოვივლტი ყოველთა მიერ, დატევებული ესე, ყოველთა…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა. მსგავსი.
შენდა მოვივლტი ყოველთა მიერ, დატევებული ესე, ყოველთა სასოო და შესავედრებელო, ყოველთა ცოდჳლთა და მდაბალთაო, დაღათუ ვჰჴმობ ვსცოდე, არამედ ვჰგიე ბოროტთავე შინა უცნობელად, შემიწყალე საწყალობელი, და პირუელ აღსასრულისა მომაქციე, და ყოველთა პატიჟთაგან მიჴსენ მე უღირსი.
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ…
გალობა ზ. სძლისპირი. უფროსად ამაღლებული.
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ სიტკბოებისა, შეგჳწყალენ რომელნი, ერთ-არსებით გიგალობთ, სამ-ბრწყინუალესა ღმერთსა:
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ სიტკბოებისა, შეგჳწყალენ რომელნი, ერთ-არსებით გიგალობთ, სამ-ბრწყინუალესა ღმერთსა:
მოუგონებელად ერთად, სამ-ბრწყინუალედ ღუთად და უფლად, გაქებთ და გადიდებთ, მოგუმადლე ჩუენ მონათა, შენთა შენდობაჲ ცოდუათა, ღმერთო დაუსაბამოო:
მორჩად აღმოგჳცენე, სიტყუაჲ თანა არსი მამისა, ყუავილად…
ღმრთის-მშობელო.
მორჩად აღმოგჳცენე, სიტყუაჲ თანა არსი მამისა, ყუავილად ღუთაებისა, და ნერგად თანა სწორად, ქალწულო რომელმანცა მოგუცა ცხოვრება ყოველთა:
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ…
გალობა ჱ. სძლისპირი. შენ მხოლოსა.
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ სიტკბოებისა, შეგჳწყალენ რომელნი, ერთ-არსებით გიგალობთ, სამ-ბრწყინუალესა ღმერთსა:
ვითარცა გაქუს უფსკრული, მოწყალებისა უსაზღუროჲ, და ზღუაჲ სიტკბოებისა, შეგჳწყალენ რომელნი, ერთ-არსებით გიგალობთ, სამ-ბრწყინუალესა ღმერთსა:
ღი҃რს-მყავ უფალო, განცდად ნათელსა შენსა, ნათელო სამ-გუამოვანო მიუწთომელო მამაო, ძეო და სულო სახიერო, რათა სათნო-გეყო ღმერთო მარადის:
გამოგჳბრწყინუე, სამ-დიდებულებისა, ერთი ბრწყინუალებაჲ ქრისტე ყოვლად უხრწნელო…
ღმრთის-მშობლისა.
გამოგჳბრწყინუე, სამ-დიდებულებისა, ერთი ბრწყინუალებაჲ ქრისტე ყოვლად უხრწნელო, რომლისაგან ვიცანთ ღმერთი ღმერთთა და უფალი, სამ-ხატოვნებით ამაღლებულად უკუნისამდე:
ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამოჲ…
გალობა თ. სძლისპირი.
ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შუა ძე დაუსაბამოჲ, ემმანუილ ღმერთი და კაცი, აღმოსავალათ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ, და რომელმან შუა იგი ვნატრიდეთ:
ბუნებაჲ მოკუდავი გალობად, შენდა ვერ შემძლებელ-არს, დაუსაბამოო…
ტროპარნი.
ბუნებაჲ მოკუდავი გალობად, შენდა ვერ შემძლებელ-არს, დაუსაბამოო ღმერთო, არამედ ძრწოლით მსგავსად ძალისა, შევსწირავთ შენდა დიდებასა, სამ-გუამოვანო, სამ-ბრწყინუალეო თჳთებაო:
სწორთა პატივითა ერთსა, სამ-გუამოვანსა ღმერთსა, ხერუვიმ სერაფიმნი, უხრწნელითა მით პირებითა, სამ-გზის წმიდითა გალობითა გიგალობენ შენ, ჩუენცა მათთანა ძრწოლით გადიდებთ:
ვითარცა უხრწნელმან ქალწულმან, შევ ძე დაუსაბამოჲ, რომელმანცა…
ღმრთის-მშობლისა.
ვითარცა უხრწნელმან ქალწულმან, შევ ძე დაუსაბამოჲ, რომელმანცა მიჴსნნა ჩუენ, ღმერთმან ბუნებით უცუალებელმან, მისგან ცოდუათა, ჩუენთა შენდობაჲ მითხოვე სძალო:
სამებისა საგალობლები
კანონის შემდეგ სამებისა საგალობლები.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისა სიტყუასა, რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ძალნი ზეცათანი, რომელი აღსდეგ მესამესა დღესა საფლავით, ქრისტესა, ცხორების მომცემელსა, შიშით გადიდებთ.
უგალობდეთ ყოველნი ღმრთივშუენიერად ქებითა საღმრთოითა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, სამგუამოვანსა, ყოვლისა მპყრობელსა, ერთსა მეუფებასა და უფლებასა.
რომელსა გიგალობენ ყოველნი ტომნი და გადიდებენ ძალნი ზეცათანი, რომელი ყოველთა მორწმუნეთაგან თაყუანის-იცემები, მხოლოო, ერთარსებით და სამგუამოვნებით.
უფალთმთავარსა ქერობინთასა და ღმერთმთავარსა სერაბინთასა და განუყოფელსა სამებასა, მხოლოსა ღმერთსა დაუსაბამოსა შიშით გადიდებთ შენ. მამასა დაუსაბამოსა ღმერთსა და თანადაუსაბამოსა სიტყუასა და თანაარსსა სულსა წმიდასა თაყუანის-ვსცემთ განუყოფელად ერთარსებით, სამგუამოვნებით, მხოლოსა ქებით პატივვსცემთ.
ბრწყინვალებითა ელვარებისა შენისაითა განმაბრწყინვე მე, ღმერთო ჩემო სამგუამოვანო, ყოველთა შემოქმედო, და გამომაჩინე მე ტაძრად შენისა მიუწთომელისა დიდებისა, უხრწნელ და ელვარე ნათლით შემოსილ. რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ანგელოზთა მხედრობანი, რომელი ქალწულისაგან გამოუთქუმელად განჰხორციელდი, ქრისტე, ცხორების მომცემელო, შიშით გადიდებთ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
იპაკოი
კვირის ხმის იპაკოი; აქ რვავეა მოცემული.
ხმა 1: ავაზაკისა სინანულმან სამოთხე მიიპარა, ხოლო ტირილმან და გოდებამან მენელსაცხებელთა სიხარული აუწყა, ვითარმედ აღდგა ქრისტე და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:
ხმა 2: შემდგომად ვნებისა წარჳდეს დედანი, საფლავად შემურუად ჴორცთა შენთა ქრისტე ღმერთო, და საფლავსა შინა იხილეს ანგელოსნი და განჰკრთეს, რამეთუ ჴმა ესმოდა მათ მიერ, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:
ხმა 3: განაჰკრთობდა ხილჳთა და შეაცურევდა სიტყჳთა, ელუარე იგი ანგელოსი, რომელი მენელსაცხებლეთა ეტყოდა, საფლავსა შინა ეძიებდ ცხოველსა მას, ხრწნილებისა შემცუალებელსა, და ღუთაებით უცუალებელსა, უწყოდეთ რამეთუ აღდგა და დააცალიერნა საფლავნი, არქუთ ღმერთსა ვითარ საშინელ-არი _ ან, საქმენი შენნი, რომელთა მი _ ერ აცხოვნე ნათესავი კაცთა:
ხმა 4: დიდებულისა და საკჳრუელისა აღდგომისა შენისა, წინა-მსრბოლად წარივლინნეს დედანი, და მოციქულთა უქადაგეს, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:
ხმა 5: ანგელოსისა ხილჳთა გონებითა განკჳრუებულნი, და ღმრთისა აღდგომისათჳს სულითა განათლებულნი, მენელსაცხებლენი დედანი მოციქულთა ახარებდეს, უქადაგეთ წარმართთა აღდგომაჲ უფალისა, თანა შეწევნითა, უფალისათა სასწაულთა მიერ, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა:
ხმა 6: ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ ქრისტე ღმერთო, და კარი სამოთხისა განგჳღე ჩუენ, და აღდგომითა შენითა იჴსენ, ხრწნილებისაგან ცხოვრებაჲ ჩუენი:
ხმა 7: რომელმან მსგავსება ჩუენი შეიმოსე და ჴორცითა ჯუარცმა დაითმინე მაცხოვნე მე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ვითარცა მოწყალე-ხარ:
ხმა 8: მენელსაცხებლენი ცხოველს მყოფელსა საფლავსა მოვიდეს, და მკუდართა თანა ეძიებდეს უკუდავსა მეუფესა, და სიხარულისა ხარება ანგელოსისაგან ისწავეს, და მოციქულთა ახარებდეს და ეტყოდეს, ვითარმედ აღდგა ქრისტე უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:
უფალო, შეგვიწყალენ
40-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
„ღმერთმან შეგვიწყალენ“
ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.
ლოცვა ყოვლადწმიდა სამებისადმი
ყოვლისა შემძლებელო და ცხოველსმყოფელო სამებაო წმიდაო, ნათელო დაუსაბამოო, რომელმან ყოველი სოფელი და პირველ სოფლისა შექმნილნი მხოლოითა განზრახვითა და ძლიერებითა არაარსისაგან არსად მოიყვანენ, რომელმან გამოუთქუმელითა ქველისმოქმედებითა შენითა ქუეყანისა ნათესავთა უძლურებისათვის ხორცთაისა სინანული მოგუანიჭე ვიდრე სიკუდილადმდე, ნუ დამიტევებ ჩუენ უბადრუკთა სიბოროტისა საქმეთა შინა ჩუენთა სიკუდიდ, ნუცა ბოროტთა მთავართა, მოშურნეთა და მომსრველთა სულისა ჩუენისათა, საცინელ მყოფ, რამეთუ ჰხედავ, ბუნებით სახიერო, რაოდენთა საბრხეთა დაგვირწყუმენ მტერნი იგი ჩუენნი, ხოლო ჩუენ ვნებულ, დახსნილ და უკრძალველ ვართ, არამედ გევედრებით: ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ყავ ჩუენ ზედა მოუკლებელი კეთილი შენი, რამეთუ განგარისხეთ შენ პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა მცნებისა შენისა გარდასლვითა, ყოველთა უკუე ყოვლადვე, და ესრეთ წარვვლეთ ცხორებაი ჩუენი შეცოდებათა შინა ჩუენთა ვიდრე ამად ჟამადმდე, საქმით ანუ სიტყვით ანუ განზრახვით, არამედ შენ შემინდვენ, მომიტევე, და შემდგომსა ცხორებასა ღირს მყვენ სინანულითა და ლმობიერებითა აღსრულებად, დამარხვითა წმიდათა ბრძანებათა შენთათა, უკუეთუ სიტკბოებისა საცთურითა მრავალსახედ გცოდეთ, ანუ საძაგელისა და ურგებისა და მავნებელისა გულისთქუმითა მოვინადირენით, უკუეთუ პირუტყულითა რისხვითა და გულისწყრომითა აღძრვითა ძმასა ვისმე ჩუენსა ვაჭირვეთ, უკუეთუ დაუპყრობელითა ენითა და ფიცხელითა საფრხითა ძლიერად გარემოცულ ვიქმნენით, გინა რომლითამე საცნობელითა ჩუენითა ანუ ყოვლითა ნებითა, ანუ თუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით, წარტაცებით ანუ განზრახვით, და უგუნურებისა შებრკოლებით, უკუეთუ გულისსიტყვით და ამაოისა ზრახვითა შევიგინენით, ანუ თუ სხვითა რომლითამე სახითა შეგცოდეთ, პირველითგანვე ბოროტისა ჩუეულებისა მიღებითა, ყოველივე შეგვინდევ და მოგვიტევე, ყოველთა შემწყნარებელო, ყოვლად-ნეტარო და მრავალმოწყალეო. და მომანიჭე შემდგომისა ჟამისად სიმხნე და ძალი, რომელსა შინა ვყოთ ნებაი შენი, სათნოი და სრული, რაითა ღამისა და ბნელისა სიბოროტჱ ნათლისსახედ სინანულისა შევცვალოთ, და ვითარცა დღესა შინა კეთილსახედ ვიდოდეთ და განწმედილად ვჩნდეთ კაცთმოყუარებისა შენისადმი უღირსნი, და გიგალობდეთ შენ და გადიდებდეთ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
განტევება
კვირას განტევება იწყება სიტყვებით: „მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან…“
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისაითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და ყოველთა წმიდათა მისთაითა, შეგვიწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან.
შენდობის წესი და კვერექსი
ჩვეულებრივი შენდობის წესი; შემდეგ მღვდელი ლოცულობს და ყოველ თხოვნაზე ყველანი მიუგებენ: „უფალო, შეგვიწყალენ“.
მაკურთხენით, მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოის კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა შიოსათვის.
და ყოვლად-სამღდელოისა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიხსენოს მწყემსთმთავარი მის სამწყსოისაი) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათვის.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათვის, და კეთილმორწმუნეთა ხელისუფალთა და განმგებელთა მისთათვის.
წარმართებისათვის და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მხედრობათაისა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათვის. მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათვის.
ყოველთათვის, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოხსნისათვის ტყუეთაისა.
ამიერ წარსრულთათვის მამათა და ძმათა ჩუენთა.
ყოველთათვის, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათვის ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათვის მართლმადიდებელთა ქრისტიანეთაისა.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
სანატრელთა და კეთილადმოხსენებულთა მართლმადიდებელთა მეფეთათვის.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათვის.
აღმაშენებელთათვის წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათვის და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და ძმათა ჩუენთათვის, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა.
ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
ვთქუათ ყოველთა ამათთვის, უფალოშემიწყალენ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შემიწყალენ ჩუენ, ამინ.
„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა“
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.