გულანი
საცდელი · 1.37.0
შუაღამიანი 1 / 53კურთხევა

შუაღამიანი

ქრისტეს აღდგომის ხსენება

1 იანვარი 2023ხმა 4

მღვდელი

კურთხევა

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

დიდება შენდა

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანი ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 50

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

მეოთხე გალობაჲ ღმრთისა მიმართ. მიტროფანესი

კჳრიაკესა ცისკრად, შუა-ღამესა ზედა, კანონი სამებისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.

მეოთხე გალობაჲ ღმრთისა მიმართ. მიტროფანესი.

სამებასა სამ-გუამოვნებით, ღმერთსა ღმერთთასა ვადიდებთ, ერთსა ბუნებასა…

გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი. ზღჳსა მის მეწამულისა.

სამებასა სამ-გუამოვნებით, ღმერთსა ღმერთთასა ვადიდებთ, ერთსა ბუნებასა ერთ-არსებით, თანასამარადისოსა თანა-მოსაყდრესა და ვიტყოდეთ, გუაცხოვნენ შენნი დაბადებულნი:

მამისა და სულისა მიერ, ცხებულ-იქმენ სიხარულისა, საცხებელითა რაჟამს განჰკაცენ, ძეო მხოლოდ-შობილო, და სამგუამოვნებაჲ, ერთღუთაებისა, ღმრთიუ-შუენიერად გჳქადაგე ჩუენ:

სიკეთესა მიუწთომელსა, ელუარებისა შენისასა, სამებაო სამ-მნათობიერო, სერაფიმნი ვერ იტჳრთუენ, არამედ ფრთითა დაიფარჳან, და წმიდა-არსობით გიგალობენ შენ:

გამოუთქმელად ჰშევ მჴსნელი, ყოველთა წმიდაო ქალწულო, რომელმან…

ღმრთის-მშობლისა.

გამოუთქმელად ჰშევ მჴსნელი, ყოველთა წმიდაო ქალწულო, რომელმან წყევისაგან პირუელისა იჴსნნა ადამიანნი, ხრწნილებისაგან და სიკუდილისა, და შენ მიერ ვიცანთ წმიდა სამებაჲ:

რაჟამს წმიდათა, მოციქულთა მოუვლინე ძალი მაღლით მამისა…

გალობა გ. სძლისპირი. არა სიბრძნითა.

რაჟამს წმიდათა, მოციქულთა მოუვლინე ძალი მაღლით მამისა მიერ სული, ნუგეშინის-მცემელი ქრისტე ღმერთო, ერთი ბუნებაჲ გუასწავე, სამმნათობიერი:

რაჟამს ეჩუენე, აბრაამს სახითა სამთა კაცთათა, სამებაო მხოლოო, აუწყე მას შენი უცუალებელი, სახიერებაჲ და უფლებაჲ:

სამ-სახეობით, ერთ-ღუთაებად თაყუანის-ცემულო, გარე-შეუწერელო გამოუთქმელო სამებაო, ყოვლისა ჭირისაგან იჴსნენ მონანი შენნი:

ვითარ ვისწავეთ, ძისა შენისა მოძღურებათაგან, ერთ-არსებად და…

ღმრთის-მშობლისა.

ვითარ ვისწავეთ, ძისა შენისა მოძღურებათაგან, ერთ-არსებად და სამმზედ ღთ҃თ-მთავრობასა, ვადიდებთ ქალწულო, და შენ გნატრით დიდებულო ღმრთისა დედაო:

სამ-მზეო დაუბადებელო და ერთ-არსებაო, მხოლოო სამ-გუამოვნებით ცნობილო…

წარდგომა. ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.

სამ-მზეო დაუბადებელო და ერთ-არსებაო, მხოლოო სამ-გუამოვნებით ცნობილო, შეგჳწყალენ მონანი შენნი, და გჳჴსნენ სატანჯუელთაგან ვითარცა ღმერთ-ხარ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უფალი მჴსნელი და მეუფე ჩუენი, გევედრებით მოწყალე-გუექმენ ჩუენ:

მრავლითა გარე-მოდგომითა განსაცდელთა ბოროტთათა გარე-მოცულთა ამათ ქალწულო…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა. მსგავსი.

მრავლითა გარე-მოდგომითა განსაცდელთა ბოროტთათა გარე-მოცულთა ამათ ქალწულო, და განწირულებასა შინა მარადის შთავრდომილთა, შენ მხოლო გჳვი ღმრთის-მშობელო ცხოვრებად და სასოებად და ზღუდედ, და შენ ჯერისაებრ გევედრებით გუაცხოვნენ მონანი შენნი:

ერთ-არსებაო სამებაო, ერთ-ღუთაებაო სამ-უფლებაო, სერაფიმთა თანა, გადიდებთ…

გალობა დ. სძლისპირი. იესო მჯდომარე.

ერთ-არსებაო სამებაო, ერთ-ღუთაებაო სამ-უფლებაო, სერაფიმთა თანა, გადიდებთ ბუნებით განუყოფელად და გუამოვნებით შეურწყმელად, უხილავად გამოუთქმელად, და დამბადებელად დაბადებულთა:

განყოფილად, გამოუთქმელად პირებითა, ხოლო ღუთაებითა, და ძლიერებითა, და უფლებითა შეერთებულად, გიგალობთ შემოქმედო, და უსაზღუროდ და გარე-შეუწერელად აღგიარებთ, და თაყუანის-გცემთ:

გონებამან დაუსაბამომან, გამოუთქმელად შუა სიტყუაჲ, და სული ცხოველი, გამოუთქმელად გამოავლინა, და ამისთჳს სამებასა ერთ-არსებასა, მეუფედ და ღმრთად აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ:

პირუელ ჩუენებათა მათ, და სახეთა მიერ ჰქადაგა…

ღმრთის-მშობლისა.

პირუელ ჩუენებათა მათ, და სახეთა მიერ ჰქადაგა, შენგან ჴორცთა შესხმაჲ, ქალწულო სიტყუამან ღმრთისამან, ხოლო უკანასკნელ რაჟამს ცხადად განკაცნა, სამ-გუამოვანი ერთ-ღუთაებაჲ ვიცანთ შენ მიერ:

ვიცნობთ სარწმუნოებით, ყოველთა შემოქმედსა ღმერთსა, მიუწთომელსა არსებასა…

გალობა ე. სძლისპირი. საღმრთოსა დიდებასა.

ვიცნობთ სარწმუნოებით, ყოველთა შემოქმედსა ღმერთსა, მიუწთომელსა არსებასა, ხოლო სამგუამოვნებასა დაუსაბამოსა, და უგალობ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, დაუსრულებელსა მეუფებასა:

ნათელო სამ-მნათობო, ბუნებითი ბრწყინუალებაჲ შენი, გამომიბრწყინუე მე ერთ-ღუთაებით, შემოქმედო და წყაროო ყოველთა ნათელთაო, დაუღამებელო ბუნებაო, რათა ვხედჳდე სიკეთესა შენსა მიუწთომელსა:

მხოლოო შემოქმედო, და დამბადებელო ყოველთაო, განმგებელო და წარმმართებელო, ყოვლად ბრძენო და ცხოვრების-მომნიჭებელო, მიითუალე ვედრებაჲ ჩუენი, მეუფეო სამ-მნათობო, და მგალობელნი შენნი დაგჳცუენ:

განღთობაჲ ჯერ-იჩინა, პირუელ განხრწნილისა მის კაცისა, გარდამატებულითა…

ღმრთის-მშობლისა.

განღთობაჲ ჯერ-იჩინა, პირუელ განხრწნილისა მის კაცისა, გარდამატებულითა მოწყალებითა, რომელი ხატად ღუთაებისა თჳსისა შეჰქმნა ქრისტემან ამისთჳს იშუა შენგან ქალწულო, და ერთი სამ-რიცხუედი ღუთაებაჲ ჰქადაგა:

საცნაურ-ჰყო, მამამან წამებითა ძე საყუარელი, ხოლო სული…

გალობა ვ. სძლისპირი. ღაღადებდა.

საცნაურ-ჰყო, მამამან წამებითა ძე საყუარელი, ხოლო სული, წმიდა ქრისტეს ნათლის-ღებასა გამოჩნდა, ამისთჳს ვადიდებთ, ერთსა ღუთაებასა სამ-გუამოვნებით:

გიხილა რა, საყდართა ზედა მაღალთა ისაია, და გალობაჲ, სამწმიდაჲ ესმა ანგელოსთაგან, გულის-ჴმა-ჰყო ერთი, ღუთაებაჲ სამებით შეურევნელით:

აღამაღლე, მაღალო მეუფეო სამ-გუამოვანო, გული ჩემი, და ღირს-ჰყავ ხილუად დიდებისა შენისა, და ბრწყინუალებისა, რამეთუ გმონებ შენ სარწმუნოებით:

სათნო-იყო, შემოსაჲ ხატებისა ჩუენისა ქრისტემან, შენგან სძალო…

ღმრთის-მშობლისა.

სათნო-იყო, შემოსაჲ ხატებისა ჩუენისა ქრისტემან, შენგან სძალო, უქორწინებელო კაცთ-მოყუარებით, და დიდებისა მის საღმრთოჲსა ზიარ-ჰყუნა ძენი კაცთანი:

მამაო უშობელო, ძეო მხოლოდ შობილო, და სულო…

წარდგომა. ჴმა დ. მსწრაფლ მეწიე.

მამაო უშობელო, ძეო მხოლოდ შობილო, და სულო წმიდაო მხოლოდ მამისაგან გამოსრულო, ღუთად გიცნობთ ყოველნი და გიღაღადებთ, დაუსაბამოო მეუფეო, და ერთ-ღუთაებით თაყუანის-ცემულო, გადიდებთ და გევედრებით, სამებაო ერთ-არსებაო ღმერთო ჩუენო გუაცხოვნენ ჩუენ:

წელიწადთა უზესთაესი, და პირუელ საუკუნეთა ღმერთი ჰშევ…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.

წელიწადთა უზესთაესი, და პირუელ საუკუნეთა ღმერთი ჰშევ წელიწადსა შინა, უზესთაეს ბუნებისა ჴორცითა ღმერთ-მამა-კაცად ყოვლად უბიწოო, ამისთჳსცა შენ ჭეშმარიტად ღმრთის-მშობლად და უფალად აღგიარებთ, და სურჳლით გიგალობთ, ღირს-გყუენ ყოველნი დიდებასა საუკუნესა:

განწესებულთა, ზეცისა საცაურთა ბუნებათა, მივემსგავსნეთ მორწმუნენო, და…

გალობა ზ. სძლისპირი. სახუმილსა შინა.

განწესებულთა, ზეცისა საცაურთა ბუნებათა, მივემსგავსნეთ მორწმუნენო, და შევსწიროთ, თაყუანის-ცემაჲ ღუთაებისა, სამგუამოვანისა და ვღაღადებდეთ, ღმერთო შენ კურთხეულ-ხარ:

განწესებულთა, ზეცისა საცაურთა ბუნებათა, მივემსგავსნეთ მორწმუნენო, და შევსწიროთ, თაყუანის-ცემაჲ ღუთაებისა, სამგუამოვანისა და ვღაღადებდეთ, ღმერთო შენ კურთხეულ-ხარ:

პირმა წმიდათა ქადაგთა შენთამან, პირუელითგან ერთ ღუთაებად მოგასწავეს, სამებაო, ღუთად და უფლად საუკუნეთა, და სამ-გუამოვნებთ ერთ-არსებად გქადაგეს განცხადებულად:

რომელი ეგე, არსებით უხილავი ხარ სიტყუა, კაცად…

ღმრთის-მშობლისა.

რომელი ეგე, არსებით უხილავი ხარ სიტყუა, კაცად იხილუე კაცთა შორის, წმიდისაგან უბიწოჲსა დედისა ღმრთისა, და ზიარ-ჰყუენ კაცნი, დიდებასა ღუთაებისა შენისასა:

ერთ-არსებით სამ-რწყინუალეო, ყოვლად შუენიერო სამებაო ღმერთო, გულსა…

გალობა ჱ. სძლისპირი. ჴელთა განპყრო.

ერთ-არსებით სამ-რწყინუალეო, ყოვლად შუენიერო სამებაო ღმერთო, გულსა შინა ჩემსა დაემკჳდრე, და ტაძრად წმიდად გამომაჩინე, დიდებისა მის შენისა რათა გიგალობდე აკურთხევდით, ყოვლენი საქმენი უფლისანი უფალსა:

სამებაო განუყოფელო, მრავლსახეთა მათ ვნებათაგან მიჴსენ, და ცოდუათა წყუდიადისაგან, გამომიყუანე და განმანათლე, საღმრთოჲთა ბრწყინუალებითა რათა დიდებასა საწადელსა, შენსა ვხედჳდე და გაკურთხევდე მარადის:

გონება დაუსაბამო მამა, და ძე თანა სწორ…

ღმრთის-მშობლისა.

გონება დაუსაბამო მამა, და ძე თანა სწორ და სულითა მოსაყდრე, გონება ძალი და არსება, უხილავი და გამოუთქმელი, სამებაჲ აღჳარეთ ჩუე და ესრეთ ვღაღადებთ, დაიფარე, სამწყსოჲ შენი დღეს ღმრთის-მშობელისა ოხითა:

ყოვლითურთ გულსა, და გონებასა ჩემსა შენდა, მომართ…

გალობა თ. სძლისპირი. ყოველნი ტომნი.

ყოვლითურთ გულსა, და გონებასა ჩემსა შენდა, მომართ აღჳპყრობ, და სულისა სურჳლსა, და ჴრცთა ჩემთა წადიერებასა, დამბადებელო და მჴსნელო, სამ-ნათელო ერთ-არსო, გევედრები შნ, მაცხოვნე მონაჲ შენი, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან:

გონებაჲ ჩემი, გული და განზრახუაჲ აღამაღლე შედა, მაღლისა მეუფისა, და განმანათლე უხრწნელითა ნათლითა, მამაო, ძეო და სულო, მკჳდრო ნათელსა შინა, მიუწთომელისა, მზეო სიმართლისაო და ღირს-მყავ დიდებად შენდა:

აცხოვნე ღმერთო, მორწმუნენი შენნი რომელნი უგალობენ, დაუსაბამოსა…

ღმრთის-მშობლისა.

აცხოვნე ღმერთო, მორწმუნენი შენნი რომელნი უგალობენ, დაუსაბამოსა მას, ერთსა სამარადისოსა ბუნებასა შენსა, და სამ-ხატოვანთა პირთა, უფლებისა შენისა, და საღმრთოსა მის, დიდებისა ღირს-მყუენ ჩუენ ლოცჳთა წმიდისა დედოფლისათა:

მკითხველი

სამებისა საგალობლები

კანონის შემდეგ სამებისა საგალობლები.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისა სიტყუასა, რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ძალნი ზეცათანი, რომელი აღსდეგ მესამესა დღესა საფლავით, ქრისტესა, ცხორების მომცემელსა, შიშით გადიდებთ.

უგალობდეთ ყოველნი ღმრთივშუენიერად ქებითა საღმრთოითა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, სამგუამოვანსა, ყოვლისა მპყრობელსა, ერთსა მეუფებასა და უფლებასა.

რომელსა გიგალობენ ყოველნი ტომნი და გადიდებენ ძალნი ზეცათანი, რომელი ყოველთა მორწმუნეთაგან თაყუანის-იცემები, მხოლოო, ერთარსებით და სამგუამოვნებით.

უფალთმთავარსა ქერობინთასა და ღმერთმთავარსა სერაბინთასა და განუყოფელსა სამებასა, მხოლოსა ღმერთსა დაუსაბამოსა შიშით გადიდებთ შენ. მამასა დაუსაბამოსა ღმერთსა და თანადაუსაბამოსა სიტყუასა და თანაარსსა სულსა წმიდასა თაყუანის-ვსცემთ განუყოფელად ერთარსებით, სამგუამოვნებით, მხოლოსა ქებით პატივვსცემთ.

ბრწყინვალებითა ელვარებისა შენისაითა განმაბრწყინვე მე, ღმერთო ჩემო სამგუამოვანო, ყოველთა შემოქმედო, და გამომაჩინე მე ტაძრად შენისა მიუწთომელისა დიდებისა, უხრწნელ და ელვარე ნათლით შემოსილ. რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ანგელოზთა მხედრობანი, რომელი ქალწულისაგან გამოუთქუმელად განჰხორციელდი, ქრისტე, ცხორების მომცემელო, შიშით გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

იპაკოი

კვირის ხმის იპაკოი; აქ რვავეა მოცემული.

ხმა 1: ავაზაკისა სინანულმან სამოთხე მიიპარა, ხოლო ტირილმან და გოდებამან მენელსაცხებელთა სიხარული აუწყა, ვითარმედ აღდგა ქრისტე და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:

ხმა 2: შემდგომად ვნებისა წარჳდეს დედანი, საფლავად შემურუად ჴორცთა შენთა ქრისტე ღმერთო, და საფლავსა შინა იხილეს ანგელოსნი და განჰკრთეს, რამეთუ ჴმა ესმოდა მათ მიერ, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:

ხმა 3: განაჰკრთობდა ხილჳთა და შეაცურევდა სიტყჳთა, ელუარე იგი ანგელოსი, რომელი მენელსაცხებლეთა ეტყოდა, საფლავსა შინა ეძიებდ ცხოველსა მას, ხრწნილებისა შემცუალებელსა, და ღუთაებით უცუალებელსა, უწყოდეთ რამეთუ აღდგა და დააცალიერნა საფლავნი, არქუთ ღმერთსა ვითარ საშინელ-არი _ ან, საქმენი შენნი, რომელთა მი _ ერ აცხოვნე ნათესავი კაცთა:

ხმა 4: დიდებულისა და საკჳრუელისა აღდგომისა შენისა, წინა-მსრბოლად წარივლინნეს დედანი, და მოციქულთა უქადაგეს, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

ხმა 5: ანგელოსისა ხილჳთა გონებითა განკჳრუებულნი, და ღმრთისა აღდგომისათჳს სულითა განათლებულნი, მენელსაცხებლენი დედანი მოციქულთა ახარებდეს, უქადაგეთ წარმართთა აღდგომაჲ უფალისა, თანა შეწევნითა, უფალისათა სასწაულთა მიერ, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა:

ხმა 6: ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ ქრისტე ღმერთო, და კარი სამოთხისა განგჳღე ჩუენ, და აღდგომითა შენითა იჴსენ, ხრწნილებისაგან ცხოვრებაჲ ჩუენი:

ხმა 7: რომელმან მსგავსება ჩუენი შეიმოსე და ჴორცითა ჯუარცმა დაითმინე მაცხოვნე მე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ვითარცა მოწყალე-ხარ:

ხმა 8: მენელსაცხებლენი ცხოველს მყოფელსა საფლავსა მოვიდეს, და მკუდართა თანა ეძიებდეს უკუდავსა მეუფესა, და სიხარულისა ხარება ანგელოსისაგან ისწავეს, და მოციქულთა ახარებდეს და ეტყოდეს, ვითარმედ აღდგა ქრისტე უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელი

„ღმერთმან შეგვიწყალენ“

ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.

ლოცვა ყოვლადწმიდა სამებისადმი

ყოვლისა შემძლებელო და ცხოველსმყოფელო სამებაო წმიდაო, ნათელო დაუსაბამოო, რომელმან ყოველი სოფელი და პირველ სოფლისა შექმნილნი მხოლოითა განზრახვითა და ძლიერებითა არაარსისაგან არსად მოიყვანენ, რომელმან გამოუთქუმელითა ქველისმოქმედებითა შენითა ქუეყანისა ნათესავთა უძლურებისათვის ხორცთაისა სინანული მოგუანიჭე ვიდრე სიკუდილადმდე, ნუ დამიტევებ ჩუენ უბადრუკთა სიბოროტისა საქმეთა შინა ჩუენთა სიკუდიდ, ნუცა ბოროტთა მთავართა, მოშურნეთა და მომსრველთა სულისა ჩუენისათა, საცინელ მყოფ, რამეთუ ჰხედავ, ბუნებით სახიერო, რაოდენთა საბრხეთა დაგვირწყუმენ მტერნი იგი ჩუენნი, ხოლო ჩუენ ვნებულ, დახსნილ და უკრძალველ ვართ, არამედ გევედრებით: ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ყავ ჩუენ ზედა მოუკლებელი კეთილი შენი, რამეთუ განგარისხეთ შენ პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა მცნებისა შენისა გარდასლვითა, ყოველთა უკუე ყოვლადვე, და ესრეთ წარვვლეთ ცხორებაი ჩუენი შეცოდებათა შინა ჩუენთა ვიდრე ამად ჟამადმდე, საქმით ანუ სიტყვით ანუ განზრახვით, არამედ შენ შემინდვენ, მომიტევე, და შემდგომსა ცხორებასა ღირს მყვენ სინანულითა და ლმობიერებითა აღსრულებად, დამარხვითა წმიდათა ბრძანებათა შენთათა, უკუეთუ სიტკბოებისა საცთურითა მრავალსახედ გცოდეთ, ანუ საძაგელისა და ურგებისა და მავნებელისა გულისთქუმითა მოვინადირენით, უკუეთუ პირუტყულითა რისხვითა და გულისწყრომითა აღძრვითა ძმასა ვისმე ჩუენსა ვაჭირვეთ, უკუეთუ დაუპყრობელითა ენითა და ფიცხელითა საფრხითა ძლიერად გარემოცულ ვიქმნენით, გინა რომლითამე საცნობელითა ჩუენითა ანუ ყოვლითა ნებითა, ანუ თუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით, წარტაცებით ანუ განზრახვით, და უგუნურებისა შებრკოლებით, უკუეთუ გულისსიტყვით და ამაოისა ზრახვითა შევიგინენით, ანუ თუ სხვითა რომლითამე სახითა შეგცოდეთ, პირველითგანვე ბოროტისა ჩუეულებისა მიღებითა, ყოველივე შეგვინდევ და მოგვიტევე, ყოველთა შემწყნარებელო, ყოვლად-ნეტარო და მრავალმოწყალეო. და მომანიჭე შემდგომისა ჟამისად სიმხნე და ძალი, რომელსა შინა ვყოთ ნებაი შენი, სათნოი და სრული, რაითა ღამისა და ბნელისა სიბოროტჱ ნათლისსახედ სინანულისა შევცვალოთ, და ვითარცა დღესა შინა კეთილსახედ ვიდოდეთ და განწმედილად ვჩნდეთ კაცთმოყუარებისა შენისადმი უღირსნი, და გიგალობდეთ შენ და გადიდებდეთ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

განტევება

კვირას განტევება იწყება სიტყვებით: „მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან…“

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისაითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და ყოველთა წმიდათა მისთაითა, შეგვიწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან.

შენდობის წესი და კვერექსი

ჩვეულებრივი შენდობის წესი; შემდეგ მღვდელი ლოცულობს და ყოველ თხოვნაზე ყველანი მიუგებენ: „უფალო, შეგვიწყალენ“.

მაკურთხენით, მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოის კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა შიოსათვის.
და ყოვლად-სამღდელოისა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიხსენოს მწყემსთმთავარი მის სამწყსოისაი) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათვის.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათვის, და კეთილმორწმუნეთა ხელისუფალთა და განმგებელთა მისთათვის.
წარმართებისათვის და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მხედრობათაისა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათვის. მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათვის.
ყოველთათვის, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოხსნისათვის ტყუეთაისა.
ამიერ წარსრულთათვის მამათა და ძმათა ჩუენთა.
ყოველთათვის, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათვის ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათვის მართლმადიდებელთა ქრისტიანეთაისა.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
სანატრელთა და კეთილადმოხსენებულთა მართლმადიდებელთა მეფეთათვის.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათვის.
აღმაშენებელთათვის წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათვის და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და ძმათა ჩუენთათვის, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა.
ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
ვთქუათ ყოველთა ამათთვის, უფალოშემიწყალენ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შემიწყალენ ჩუენ, ამინ.

„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა“

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.