კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი · ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
ერნო გიხაროდენ და სარწმუნოებით აღიპყრენით ხელნი თქუენი, და სურვილით შემოკრებდით, და სიხარულით ღაღადებდით, რამეთუ დედასა ღმრთისასა ეგულვების ქუეყნით ზეცად ამაღლებაი, რომელსა ძალნი ცათანი შიშით უგალობენ.
ფსალმუნი 109
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
1 ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა.
2 კუერთხი ძლიერებისაი გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
3 შენ თანა არს მთავრობაი დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოით მთიებისა წინა გშევ შენ.
4 ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
5 უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისასა მეფენი.
6 საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნეს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.
7 ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას, ამისთვის აღამაღლოს თავი.
ფსალმუნი 110
1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.
2 დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;
3 აღსაარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.
4 სახსენებელ-ჰყო საკვირველებათა მისთაი, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი.
5 საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიხსენოს უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი.
6 და ძალი საქმეთა თვისთაი უთხრა ერსა თვისსა მიცემად მათდა სამკვიდრებელი წარმართთაი.
7 საქმენი ხელთა მისთანი ჭეშმარიტებაი და განკითხვაი; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,
8 განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.
9 ხსნაი მოუვლინა ერსა თვისსა, ამცნო უკუნისამდე აღთქუმაი თვისი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი.
10 დასაბამი სიბრძნისაი შიში უფლისაი, ხოლო გულისხმის-ყოფაი კეთილი ყოველთა, რომელთა ჰყონ იგი, და ქებაი მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნი 111
1 ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.
2 ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს.
3 და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
4 გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ.
5 ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა, რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს.
6 სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი.
7 ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.
8 განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა, განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთაი.
9 განაბნინა და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა.
10 ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თვისთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულის-თქუმაი ცოდვილისაი წარწყმდეს.
ფსალმუნი 112
1 აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.
2 იყავნ სახელი უფლისაი კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე;
3 მზის აღმოსავალითგან ვიდრე დასავალამდე ქებულ არს სახელი უფლისაი.
4 მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს მისი.
5 ვინ არს ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ არს,
6 და მდაბალთა ხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.
7 რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი.
8 რაითა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;
9 რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.
ფსალმუნი 113
1 გამოსლვასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთაისა.
2 იყო ჰურიასტანი სიწმინდე მისა და ისრაელი საბრძანებელ მისა.
3 ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.
4 მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი.
5 რაი არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?
6 მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი?
7 პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაი, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,
8 რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი წყაროებად წყალთა.
9 ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა.
10 ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
11 ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა.
12 კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი;
13 პირ ახსენ და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ,
14 ყურ ასხენ და არა ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ,
15 ხელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა.
16 ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.
17 სახლი ისრაელისაი ესვიდა უფალსა, შემწე და შემწყანრებელ არს მათდა.
18 სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა, შემწე და შესავედრებელ არს მათდა.
19 მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა, შემწე და მფარველ არს მათდა.
20 უფალმან მომიხსენნა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაი, აკურთხა სახლი აჰრონისი.
21 აკურთხა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა.
22 შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;
23 კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი.
24 ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაი მოსცა ძეთა კაცთასა.
25 არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,
26 არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხვდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
ფსალმუნი 114
1 შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ხმაი ვედრებისა ჩემისაი.
2 რამეთუ მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდე მას.
3 გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაი ვპოვე. და სახელსა უფლისასა ვხადე:
4 უფალო, იხსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩუენი მწყალობელ.
5 დაიცავს ჩჩვილთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე.
6 მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ.
7 რამეთუ იხსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან, და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან.
8 სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა.
ფსალმუნი 115
1 მრწმენა მე, რომლისათვისცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.
2 და ვჰსთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს.
3 რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?
4 სასუმელი ცხორებისაი მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.
5 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.
6 პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი.
7 უფალო, მე მონაი შენი, მე მონაი შენი და ძე მხევლისა შენისაი; განხეთქენ საკრველნი ჩემნი.
8 შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაი და სახელსა უფლისასა ვხადო.
9 ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.
10 ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ.
ფსალმუნი 116
1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;
2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.
ფსალმუნი 117
1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
2 თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
3 თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;
4 თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
5 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ.
6 უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს რაი მიყოს მე კაცმან?
7 უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი.
8 კეთილ არს მოსავ-ყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფაი კაცისა მიმართ;
9 კეთილ არს სასოებაი უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაი მთავართა მიმართ.
10 ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ.
11 გარე-მომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ;
12 მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ;
13 მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ხელი აღმიპყრა მე.
14 ძალი ჩემი და გალობაი ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.
15 ხმაი სიხარულისაი და ცხოურებისაი საყოფელსა მართალთასა:
16 მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი.
17 არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
18 სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე.
19 განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა.
20 ესე არს ბჭე უფლისაი, და მართალნი შევლენან ამას შინა.
21 აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.
22 ლოდი, რომელი შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა;
23 უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
24 ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.
25 უფალო, მაცხოვნე მე, უფალო, წარმიმართე მე.
26 კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა; გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა.
27 ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა.
28 ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ, ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ.
29 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
ვითარცა კეთილთა მჴედართა, ერთ-გონიერებით გრწმენათ წმიდანო, და…
შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიხოლოგიისა წარდგომანი მოწამეთანი, ჴმა ა.
ვითარცა კეთილთა მჴედართა, ერთ-გონიერებით გრწმენათ წმიდანო, და მძლავრთა შინებისაგან არა შეჰსძრწუნდით, არამედ წადიერებით მოუჴედით ქრისტესა, და აღიღეთ პატიოსანი ჯუარი მისი, და სრულ-ჰყავთ სრბაჲ თქუენი, და ძლევაჲ ზეცით შეიწყნარეთ, დიდება განმაძლიერებელსა თქუენსა, დიდება გჳრგჳნოსან-მყოფელსა თქუენსა, დიდება რომელი იქმს თქუენ მიერ ყოველთა ზედა კურნებათა:
წყლულებანი იგი უფალო წმიდათა შენთანი, რომელი შენთჳს…
საკჳრუელ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა.
წყლულებანი იგი უფალო წმიდათა შენთანი, რომელი შენთჳს თავს-ისხნეს, მიიხუენ აწ მეოხებად ჩუენთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განჰკურნენ კაცთ-მოყუარე გევედრები:
ქრისტეს მოწამეთა ვევედრნეთ, რამეთუ ცხოვრებისათჳს ჩუენისა მეოხ-არიან…
წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრუელ-ჰყო უფალმან ყოველივე ნება მისი მათ შორის.
ქრისტეს მოწამეთა ვევედრნეთ, რამეთუ ცხოვრებისათჳს ჩუენისა მეოხ-არიან იგინი, და ყოველნი მივისწრაფდეთ მათდა სარწმუნოებით, რამეთუ მდიდრად მოგუცემენ ესენი მადლსა კურნებათასა, და სდევნიან გუნდსა ეშმაკთასა, ვითარცა მცუელნი სარწმუნოებისა ჩუენისანი:
გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ჴმასა მას…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ჴმასა მას თანა განჴორციელდა ყოველთა მეუფჱ, შენ შორის წმიდასა მაგას კიდობანსა, ვითარცა თქუა მართალმან დავით, იხილუე უვრცევლეს ცათა იტჳრთე რა დამბადებელი შენი, დიდება რომელი დაემკჳდრა შენთანა, დიდება რომელი გამოვიდა შეგა, დიდება რომელმან განმათავისუფლნა ჩუენ, შობითა თჳსითა შენგან:
ფსალმუნი 118
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
1 ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან ჰსჯულსა უფლისასა.
2 ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგინი.
3 რამეთუ არა მოქმედნი უჰსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
4 შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
5 წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა.
6 მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა.
7 აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაითა, რაჟამს ვისწავლნე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
8 სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.
9 რაითა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაი თვისი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.
10 ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
11 გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რაითა არა შეგცოდო შენ.
12 კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
13 ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
14 გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
15 მცნებათა შენთა გულსა-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი.
16 სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი შენი.
17 მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
18 განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი ჰსჯულისა შენისანი.
19 მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
20 სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
21 შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
22 მოსპე ჩემგან ყუედრებაი და შეურაცხებაი, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
23 და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთვის ძვირსა იტყოდეს, ხოლო მონაი შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
24 და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
25 მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.
26 გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
27 გზაი სიმართლეთა შენთაი გულისხმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკვირველებათა შენთა.
28 მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა.
29 გზაი სიცრუვისაი განმაშორე ჩემგან და ჰსჯულითა შენითა შემიწყალე მე.
30 გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
31 შევეყავ წამებათა შენთა, უფალო, ნუ მარცხუენ მე.
32 გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
33 ჰსჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა და გამოვიძიო იგი მარადის.
34 გულისხმა-მიყავ მე, და გამოვიძიო ჰსჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
35 მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.
36 მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.
37 მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე.
38 დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაი შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან.
39 მოსპე ჩემგან ყუედრებაი იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
40 ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთაი; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
41 და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაი შენი, უფალო, და მაცხოვარებაი შენი სიტყვისაებრ შენისა.
42 და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაი, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.
43 და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.
44 და დავიცვა ჰსჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
45 და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
46 და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა.
47 და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად.
48 და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა.
49 მომახსენე სიტყუაი შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
50 ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.
51 ამპარტავანნი უჰსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე ჰსჯულისა შენისაგან არა გარდავიქციე.
52 მოვიხსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.
53 ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს ჰსჯული შენი.
54 საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.
55 მოვიხსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ ჰსჯული შენი.
56 ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
57 ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვსთქუ, რაითა ვიმარხო ჰსჯული შენი.
58 ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყვისაებრ შენისა.
59 განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერხნი ჩემნი წამებათა შენთა.
60 განვემზადე და არა შევსძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.
61 საბელნი ცოდვილთანი მომეხვივნეს მე, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
62 შუა ღამე აღვსდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.
63 შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
64 წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანაი, სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
65 სიტკბოებაი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა.
66 სიტკბოებაი და სწავლულებაი და მეცნიერებაი მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
67 პირველ დამდაბლებად ჩემდამდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყუაი შენი ვიმარხე.
68 ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
69 განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაი, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.
70 შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე ჰსჯულსა შენსა ვიტყოდე.
71 კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაითა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
72 კეთილ არს ჩემდა ჰსჯული პირისა შენისაი უფროის ათასეულისა ოქროისა და ვეცხლისა.
73 ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისხმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
74 მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
75 გულისხმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და შეჭმარიტად დამამდაბლე მე.
76 იყავნ წყალობაი შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყვისაებრ მონისა შენისა.
77 მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
78 ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უჰსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა-ვეტყოდი მცნებათა შენთა.
79 მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
80 იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაითა არა მრცხუენეს მე.
81 მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
82 მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყვიედ რაი: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე?
83 რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
84 რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?
85 მითხრეს მე უჰსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ ჰსჯული შენი უფალო.
86 ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე.
87 წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
88 წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
89 უკუნისამდე, უფალო, სიტყუაი შენი დაადგრების ცათა შინა.
90 და ნათესავითი ნათესავამდე ჭეშმარიტებაი შენი; დააფუძნე ქუეყანაი და ჰგიეს.
91 ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.
92 არა თუმცა ჰსჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვსწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
93 უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.
94 შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
95 მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისხმა-ვყვნენ.
96 ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაი შენი ფრიად.
97 რაბამად შევიყუარე ჰსჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
98 უფროის მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.
99 უფროის ყოველთა მასწავლელთა ჩემთაისა გულისხმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
100 უფროის მოხუცებულთასა გულისხმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
101 ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რაითა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.
102 სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ ჰსჯულიერ მყავ მე.
103 რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა!
104 მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ; ამისთვის მოვიძულე ყოველი გზაი სიცრუვისაი.
105 სანთელ არს ფერხთა ჩემთა ჰსჯული შენი და ნათელ _ ალაგთა ჩემთა.
106 ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
107 დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.
108 ნებსითი პირისა ჩემისაი სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.
109 სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
110 დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.
111 დავიმკვიდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.
112 მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთვის მოსაგებელისა.
113 უჰსჯულონი მოვიძულენ, ხოლო ჰსჯული შენი შევიყვარე.
114 შემწე და ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.
115 მისდერკით ჩემგან უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.
116 შემეწიე მე სიტყვისაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.
117 შემეწიე მე, და ვცხონდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.
118 შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.
119 გარდამავალად შევრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთვის შევიყუარენ წამებანი შენნი.
120 განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.
121 ვყავ განკითხვაი და სიმართლე, ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.
122 შემიწყნარე მონაი შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.
123 მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.
124 ჰყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
125 მონაი შენი ვარ, მეცნიერ-მყავ მე, და გულისხმა-ვყვნე წამებანი შენნი.
126 ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს ჰჰსჯული შენი.
127 ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა;
128 ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაი სიცრუვისაი მოვიძულე.
129 საკვირველ არიან წამებანი შენნი, ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.
130 განცხადებაი სიტყუათა მათ შენთაი განანათლებს და გონიერჰყოფს ჩჩვილთა.
131 პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა.
132 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათვის მოყუარეთა სახელისა შენისათა.
133 სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი.
134 მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი.
135 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
136 ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ ჰსჯული შენი.
137 მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.
138 ამცენ სიმართლე წამებათა შენთაი, და ჭეშმარიტ არს ფრიად.
139 განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაი შენი მტერთა ჩემთა.
140 გამოხურვებულ არს სიტყუაი შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.
141 ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
142 სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და ჰსჯული შენი _ ჭეშმარიტ.
143 ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.
144 სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა მიყავ და ვცხოვნდე.
145 ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.
146 ხმა-ვჰყავ შენდამი, მიხსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი.
147 აღვიმსთუე უჟამოსა და ხმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
148 აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.
149 ხმისა ჩემისაი ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
150 მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უჰსჯულოებასა, ხოლო ჰსჯულსა შენსა განეშორნეს.
151 ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.
152 დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.
153 იხილე სიმდაბლე ჩემი და მიხსენ მე, რამეთუ ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
154 საჯე შჯაი ჩემი და მიხსენ მე და სიტყვითა შენითა მაცხოვნე მე.
155 შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაი, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს.
156 წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო, სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
157 მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.
158 ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს,
159 იხილე რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.
160 დასაბამი სიტყუათა მათ შენთაი ჭეშმარიტება არს და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
161 მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა.
162 ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ ჰპოვის ტყუ დიდძალი.
163 ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო ჰსჯული შენი შევიყუარე.
164 შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.
165 მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს ჰსჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.
166 ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.
167 დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად.
168 დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.
169 მიეახლენ ლოცვაი ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყვითა შენითა გულისხმა-მიყავ მე.
170 შევედინ შენ წინაშე ვედრებაი ჩემი, უფალო, და სიტყვითა შენითა მიხსენ მე.
171 აღმოსთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაი შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.
172 თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.
173 იყავნ ხელი შენი მაცხოურად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.
174 მსუროდა მაცხოვარებაი შენი, უფალო, და ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
175 ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე.
176 შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.
ღუაწლთა სიქადულად და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა…
შემდგომად ბ, სტიხოლოგიისა, წარდგომა, მოწამეთა, ჴმა ა.
ღუაწლთა სიქადულად და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა შეგიმოსეს შენ უფალო, რამეთუ ტანჯუათა თმენითა უღმრთოთა ერეოდეს, და სამღთოთა ძალითა ზეცით-გარდამო ძლევაჲ შეიმოსეს, მათითა მეოხებითა მომმადლე ჩუენ შენი დიდი-წყალობაჲ:
შენ ქრისტე განმაქარუებელმან სიკუდილისა სიმტიცისამან, უხრწნელებაჲ ქუეყანისაგანთა…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქუეყანა.
შენ ქრისტე განმაქარუებელმან სიკუდილისა სიმტიცისამან, უხრწნელებაჲ ქუეყანისაგანთა უწყაროე, და რომელთაცა ჰრწამსთ შენდა მომართ არა მოკუდებიან, არამედ მარადის შენ მიერ ცხოველ-არიან, რომლისათჳს განუსუენე უფალო სულთა მონათა შენთასა, და დააწესენ იგინი წმიდათა შენთა თანა, მიმნიჭებელმან მათდა შენდობისა და აღდგომისამან:
ადგილსა ნათლისასა, და გუნდსა შორის მართალთასა, განუსუენე…
ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე, და შეიწყნარე უფალო, და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლადმდე. მსგავსი. მჴედარნი რომელნი.
ადგილსა ნათლისასა, და გუნდსა შორის მართალთასა, განუსუენე მაცხოვარო, შენდა მიცუალებულთა, რამეთუ შენ გესჳდეს კაცთ-მოყუარე, შეიწირე ვედრებაჲ მამათათჳს და შჳლთა, რომელთაცა აღუასრულებთ ჴსენებასა, და განამართლენ იგინი ვითარცა მრავალ-მოწყალემან:
საკჳრუელსა საკჳრუელებათასა მიმადლებულო, შენ შორის ხედავს ყოველი…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
საკჳრუელსა საკჳრუელებათასა მიმადლებულო, შენ შორის ხედავს ყოველი დაბადებული და იხარებს, რამეთუ მუცლად-იღე უთესლოდ და ჰშევ გამოუთქმელად, როელსა მთავრობანი ანგელოსთანი ვერ მიხედუენ, მას ევედრე ღმრთის-მშობელო სულთა ჩუენთათჳს:
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
მარჯუენა შენი უძლეველი, ღმრთივ-შუენიერი ღირსად საგალობელ-არს, რომლითა…
შაბათსა ცისკრად, კანონი წინასწარ-მეტყუელთა, და მოწამეთა. გალობა ა, ჴმა ა. სძლისპირი.
მარჯუენა შენი უძლეველი, ღმრთივ-შუენიერი ღირსად საგალობელ-არს, რომლითა შენ უკუდაო, ძლიერებით აოტენ მტერნი იგი, და ისრაილთათჳს, განუმზადე გზაჲ ზღუასა მეწამულსა:
ჴელთა მიერსა საწინასწარმეტყუელოთა გამოხატულ-იქმენ რომელსა ჴელითა გიპყრიეს…
ტროპარნი.
ჴელთა მიერსა საწინასწარმეტყუელოთა გამოხატულ-იქმენ რომელსა ჴელითა გიპყრიეს კიდენი, რომელთაგან შემოჰკრებ ყოველთა, ჴელით-წერილი ცოდუათა ჩუენთა განხეთქე, სიტყუაო ღმრთისაო, და ჴელთაგან მტერისათა გამომიტაცე მე:
სისხლითა ღუაწლთა თქუენთათა, განჰჴმა ზღუაჲ იგი მრავალ-ღუთაებისა, უსჯულოებათაცა ჩემთა მდინარენი განაჴმენით სანატრელნო, სამღთოთა წჳმითა, ლოცუათა თქუენთათა:
ღრუბელო ღუაწლთაო ნათელ-სახილუელო, ევედრე მზესა ქალწულებრისაგან ღრუბლისა აღმობრწყინუებულსა, ბნელთა ღრუბელთა გულთა ჩუენთასა განდევნად, და გეენიისაგან ჰჴსნად:
მოღებად სამღთოთა მცჳნუარებათა, ღირს-მყოფელთა გონებისათა, მიიღეთ ნათელი, ქადაგნო საცნაურისა აღმოსავალისანო დიდებულნო წინასწარ-მეტყველნო, განმანათლებელნო სულთა ჩუენთანო:
ნებსით თჳსისთ დაცემულსა გულის-თქმათა მიერ ბოროტთა დამონებულსა…
ღმრთის-მშობლისა.
ნებსით თჳსისთ დაცემულსა გულის-თქმათა მიერ ბოროტთა დამონებულსა, და მედგრობითა ჩემითა მტერთა მიერ მოწყლულსა სასიკუდინედ, ნუ უგულებელს-მყოფ, არამედ მაცხოვნე ჵ დედოფალო:
სარწმუნოებით დაძინებულთა, პირუელსა გალობასა მივართუამ
მეორე კანონი შესუენებულთა, ხოლო მისი იგი კიდურ-წერილობაჲ.
სარწმუნოებით დაძინებულთა, პირუელსა გალობასა მივართუამ.
რომელმან ბჭენი, და მოქლონი მტკიცენი, სიკუდილისანი შეჰმუსრენ…
გალობა ა, ჴმა ა. სძლისპირი. სასწაულითა.
რომელმან ბჭენი, და მოქლონი მტკიცენი, სიკუდილისანი შეჰმუსრენ სიკუდილითა შენითა მჴსნელო, ბჭენი ცხოვრებისანი, და უკუდავებისანი, განუხუენ სულთა შესუენებულთა ოხითა მარტჳლთათა:
შთახედ სიკუდილად, ცხოვრების-მომცემელო, რათა ღირს-მყუნე ჩუენ სამღთოსა ცხოვრებისა, და საუნჯენი მისნი დაჰხსნენ, და მიხსნენ, შუათა მათ მისთაგან, აწცა მოწყალე მიცუალებულთა, მიჰმადლე განსუენებაჲ:
ხრწნილებაჲ ჩუენი შეიმოსე სახიერ, და უხრწნელებითა შენითა შეამკევ, და უკუდავსა მას, და სამ-გზის სანატრელსა, შუებასა აღამაღლე, სადა იგი ღირს-ჰყუენ დამკჳდრებად, რომელნი შეივედრენ:
ვაქებდეთ ერნო, რომელმან სიტყუაჲ ღმრთისა, განკაცებული გჳშუა…
ღმრთის-მშობლისა.
ვაქებდეთ ერნო, რომელმან სიტყუაჲ ღმრთისა, განკაცებული გჳშუა რამეთუ ესე, გზა ცხოვრებისა გუექმნა მოკუდავთა ამათ, და ზეცად აღგუამაღლნა, რომელსა ვითარცა ღმრთის-მშობელსა, გალობით უგალობდეთ:
შენ მხოლოო როელმან უწყი, უძლურება კაცთა ბუნებისა…
გალობა გ. სძლისპირი.
შენ მხოლოო როელმან უწყი, უძლურება კაცთა ბუნებისა, და წყალობით შეიმოსე, შენ შემმოსე მე ძალი მაღლით-გარდამო, რათა ჴმა-ვჰყო წმიდა-არს, ტაძარი სულიერი, სადიდებელი შენი კაცთ-მოყუარე:
რომელნი ეგე იქმნენით სამკჳდრებელ სულისა წმიდისა ბრძენნო…
ტროპარნი.
რომელნი ეგე იქმნენით სამკჳდრებელ სულისა წმიდისა ბრძენნო წინასწარ-მეტყუელნო, ჩუენდა გარდამოსლუა სიტყჳსა ღმრთისა წინათ გუაუწყეთ, ამისთჳსცა ევედრენით, მონიჭებად ნათელი და დიდი წყალობაჲ, სარწმუნოებით პატივის-მცემელთა თქუენთასა:
ფიცართა ზედა გულთა თქუენთასა, სჯული ცხოვრებითი გამოსახული შეიწყნარე სარწმუნოებით, ამისთჳს ქუე მდებარე სჯულსა ცოდჳსასა სამღთოთა აღმოწოდებითა, ღმრთის-მეტყუელნო წინასწარ-მეტყუელნო აღმომიყუანეთ.
უღთო იგი მძლავრთა სიფიცხჱ, ახოვნად დასთრგუნეთ, ღმრთისა…
მოწამეთა.
უღთო იგი მძლავრთა სიფიცხჱ, ახოვნად დასთრგუნეთ, ღმრთისა მიმართ ამაღლებულნო მოწამენო, ამისთჳს გიღაღადებ, ჩემ ზედა ამაღლებული და ამპარტავანი გუელი, დაამჴუეთ ლოცჳთა თქუენითა:
სამღთოთა ვნებათა ზიარნო, და ყოფადისა სუფევისა მემკჳდრენო, მოწამენო ყოვლად ქებულნო, ვნებათაგან ჴორცნი ჩემნი განათავისუფლენით, და ყოფადისაგან სასჯელისა, და გეენიისაგან მიჴსენით, ლოცჳთა თქუენითა უფლისა მიმართ:
კარაო ცათა უვრცევლესო, ერნი შენნი შეკრებულნი ტაძარსა…
ღმრთის-მშობლისა.
კარაო ცათა უვრცევლესო, ერნი შენნი შეკრებულნი ტაძარსა ამას ქებად შენდა, სასძლოსა უნივთოთა ზიარ-ჰყუენ, მჴურუალითა მეოხებითა შენითა, შენგან შობილისა ქრისტეს მიმართ, მეუფისა ყოველთასა და უფალსა:
ვითარცა მხოლო მოწყალე-ხარ სახიერ, სარწმუნოებით შენდა მიცუალებულნი…
სხუა. სძლისპირი. ღმერთო მოხედენ.
ვითარცა მხოლო მოწყალე-ხარ სახიერ, სარწმუნოებით შენდა მიცუალებულნი, დააწესენ ზეცისა სამკჳდრებელსა, სადა იგი არს შუებაჲ გამოუთქმელი, და მოწამეთა გუნდი წმიდა იხარებს:
შენ მხოლო იქმენი კაც თჳნიერ ცოდჳსა, და შენ მხოლომან აღიხუენ მოწყალებით, ცოდუანი სოფლისანი ამისთჳს ვითხოვთ, განუსუენე სახიერ შესუენებულთა წმიდათა თანა, სამოთხისა შუებასა:
დაჰხსენ სიკუდილი, და ცხოვრებაჲ უოხჭნოჲ აღმოუცენე მორწმუნეთა უფალო, რომელსა შინა ღირსჰყუენ დაძინებულნი, და დაივიწყენ ცოდუანი მათნი და მიეც შენდობაჲ ბრალთა უკუდაო მეუფეო:
სიწმიდით გჳშევ, სიტყუაჲ დამბადებელი, განკაცებული ჩუენთჳს ღმრთისა…
ღმრთის-მშობლისა.
სიწმიდით გჳშევ, სიტყუაჲ დამბადებელი, განკაცებული ჩუენთჳს ღმრთისა დედაო, რომელმან შემუსრა ძალი სიკუდილისა და ცხოვრებაჲ უოხჭნოჲ მოგუცა მოკუდავთა, და აღდგომისა, პატივსა მიზიარნა:
კანონი (I–III გალობა)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
შენ მთად ჩრდილოვნად, მაღლისა მიერ ღმრთისა გიხილა…
გალობა დ. სძლისპირი.
შენ მთად ჩრდილოვნად, მაღლისა მიერ ღმრთისა გიხილა თუალითა წინა-მხედუელითა ამბაკომ, და ღაღადებდა გამოსლუასა შენგან წმიდისა ისრაილისასა, ცხოვრებად, ჩუენდა და განახლებად:
მნათობად სულითა ცხოვრებისათა მცხინუარენი, და კიდეთა ქუეყანისათა…
ტროპარნი.
მნათობად სულითა ცხოვრებისათა მცხინუარენი, და კიდეთა ქუეყანისათა განმანათლებელნი, საცნაურად გამოსჩნდით წინასწარ-მეტყუელნო, ამისთჳს ვღაღადებთ, მეოხებითა თქუენითა დაცულ-ჰყავთ ლამპარი სულისა ჩუენისა დაუშრეტელად:
წყალობად სავსედ წყალთა სულიერთა, ცხოვრებისა მადინებელთა გამოსჩნდით, დამათრობელად ქუეყანისა წინასწარ-მეტყუელნო სამღთონო, განჴმელი გული ჩემი სიცხისაგან ცოდუათასა განაგრილეთ:
ნაკადულითა სისხლთა თქუენთათა, დაშრიტეთ ნაკუერცხალნი ყოვლად ქებულნო…
მოწამეთა.
ნაკადულითა სისხლთა თქუენთათა, დაშრიტეთ ნაკუერცხალნი ყოვლად ქებულნო, წინა-აღდგომად უღთოებისა ბრძენნო მოღუაწენო, მე შემწუარი განჴურუებითა ბოროტითა, ცუარითა სულიერითა შემაცურიეთ:
მოწამეთა ქრისტე ჩემო შენთჳს მოღუაწეთა, და მძლეთა მტერთასა, მეოხებათა წინა-დაგიდებ, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა, რომელნი ეძიებენ მარადის მოკლუასა ჩემსა, მიჴსენ ვითარცა სახიერმან:
ტაძრად დიდებისა მცნობელნი შენნი ყოვლად უბიწოო, ტაძარსა…
ღმრთის-მშობლისა.
ტაძრად დიდებისა მცნობელნი შენნი ყოვლად უბიწოო, ტაძარსა შინა შენსა პატიოსანსა შემოკრებულნი მორწმუნენი, შეწევნასა შენსა ვითხოვთ ღმრთივ-შუენიერად, ყოვლად წმიდაო ქალწულო, რამეთუ წმიდითა მეოხებითა შენითა ვჰსცხოვნდებით:
უძლეველითა, ძალითა ქრისტე ღმერთო, მოაკუდინე შენ ჯოჯოხეთისა…
სხუა. სძლისპირი. პირუელ აუწყა.
უძლეველითა, ძალითა ქრისტე ღმერთო, მოაკუდინე შენ ჯოჯოხეთისა ძალი, შეირაცხე რა მკუდართა თანა მოწყალე, რომლისა იგი დასჯისაგან იჴსნენი შესუენებულნი, ოხითა წმიდათათა:
რომელი ეგე ხარ ყოველთა მეუფე, ადამიანნი იჴსნენ მათთჳს ჯუარცმითა ამისთჳსცა, გევედრებით მოწყალეო, მიცუალებულთა, განსუენებაჲ მიმადლე, და მიტევებაჲ ცოდუათა მიანიჭე:
დაფლუაჲ თავს-იდევ, და სიკუდილი მოწყალე, და საფლავთა მყოფნი და ჯოჯოხეთს დასჯილნი განაცხოველენ, და აწ მიცუალებულნი, ღირს-ჰყუენ მაცხოვარ, უკუდავსა ცხოვრებასა, და შენდობასა მხოლოო კაცთ-მოყუარე:
ცხოვნდეს შობითა, შენითა მორწმუნენი, ღმრთისა დედაო ქალწულო…
ღმრთის-მშობლისა.
ცხოვნდეს შობითა, შენითა მორწმუნენი, ღმრთისა დედაო ქალწულო უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ ცხოვრებაჲ ბუნებითი, რომელმან დაჰჴსნა სიკუდილისა მძლავრებაჲ და ცხოვრებისა, ბჭენი განუხუნა კაცთა:
შენ რომელმან, განანათლე მოსლჳთა შენითა ქრისტე, და…
გალობა ე. სძლისპირი.
შენ რომელმან, განანათლე მოსლჳთა შენითა ქრისტე, და განჰსწმიდენ, კიდენი ქუეყანისანი ჯუარითა, განანათლენ გულნიცა, მგალობელთა შენთანი, ნათლითა მეცნიერებისა შენისათა:
რომელნი აჩრდილთა, სჯულისათა კეთილ-მსახურებით განშუენდით, და ნათელი…
ტროპარნი.
რომელნი აჩრდილთა, სჯულისათა კეთილ-მსახურებით განშუენდით, და ნათელი სამღთოჲსა მადლისა აუწყეთ, წყუდიადი ცოდჳსა სიკუდილ-შემოსილისა განსდევნეთ ჩემგან, დიდებულნო წინასწარ-მეტყუელნო უფლისანო:
ღამითგან აღმსთობილი უფლისა მიმართ ღმრთის-მხილუელი განათლდა ისაიაჲ, და ნათელი შენი გუაუწყა ჩუენ, რომლისათჳს გევედრები განანათლე სული ჩემი მეოხებითა მისითა:
განრთხმულთა და ჴორცთა გუემითა მოწყლულთა, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად…
მოწამეთა.
განრთხმულთა და ჴორცთა გუემითა მოწყლულთა, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად ქებულნო, ადიდეთ ღმერთი ასოთა შინა თქუენთა, რომელსა ევედრენით მიმთხუევად ჩემდა დიდებასა ღმრთისასა:
დასდევ გულსა შორის ჩემსა შიში შენი, რათა აღმოუტეო სული ცხოვრებისა ჩემისა ღმერთო ყოვლად სახიერო, მეოხებითა ვნებისა მოთმინეთა შენთათა, რომელთა შეგიყუარეს შენ ყოვლითა გულითა:
მცნობელნი შენნი, ნებითა თჳსითა ყოველთა შემოქმედისა, მოლტოლჳლნი…
ღმრთის-მშობლისა.
მცნობელნი შენნი, ნებითა თჳსითა ყოველთა შემოქმედისა, მოლტოლჳლნი ტაძარსა შინა შენსა ვითხოვთ შეწევნასა შენსა ქალწულო, რათა მივემთხჳვნეთ მოტევებასა ცოდუათასა:
თავს-იდევ მჴსნელო, სიკუდილი განკურნებად გესლსა მომსრუელსა სიკუდილისა…
სხუა. სძლისპირი. საცთურთა ბნელთა.
თავს-იდევ მჴსნელო, სიკუდილი განკურნებად გესლსა მომსრუელსა სიკუდილისა კბილთასა, და საწერტელი სიკუდილისა შეჰმუსრე, და აწ ვედრებითა მოწამეთა შენთათა, სულთა, მიცუალებულთა მიეც ცხოვრებაჲ:
ქრისტე მაცხოვარ, რომელმან იჴსნენ კაცნი, სიკუდილისაგან, სიკუდილითა შენითა, სულნი მონათა შენთა მორწმუნეთანი მკჳდრ-ჰყუენ წმიდათა საყოფელსა საღმრთოსა, სადათ, იგი წარხდა ყოველი სალმობაჲ:
ვითარცა იგი მიანიჭე სამოთხე, ავაზაკსა მას მორწმუნესა მაცხოვარ, ეგრეთვე სულნი მორწმუნეთა შენთანი, პირმშოთა თანა განსუენებასა ღირს-ჰყუენ, და ბრალთა მათთა მიტევებაჲ მიჰმადლე:
გჳჴსნენ მონანი შენნი ღისა დედაო, და ნავთ-სადგურსა…
ღმრთის-მშობლისა.
გჳჴსნენ მონანი შენნი ღისა დედაო, და ნავთ-სადგურსა სამღთოსა ნებისასა, დედობრივითა ვედრებითა შენითა, სიტკბოებით და მოწყალებით წარუძეღუ, სძალო, ყოვლად წმიდაო კურთხეულო:
მომიცუნა ჩუენ სიღრმემან ღელუათამან, და არა ვინ-არს…
გალობა ვ. სძლისპირი.
მომიცუნა ჩუენ სიღრმემან ღელუათამან, და არა ვინ-არს მჴსნელ ჩუენდა, და ვიქმნენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლუადნი, არამედ იჴსენ ერი შენი უფალო შენ ხარ სასო, და ნუგეშინის-მცემელი განწირულთა:
ზღუასა შინა, ცხოვრებისასა ღელუა-გუემული და ვეშაპისა მიმართ…
ტროპარნი.
ზღუასა შინა, ცხოვრებისასა ღელუა-გუემული და ვეშაპისა მიმართ ცოდუათასა მიგდებული, ვითარცა იონაჲ ხრწნილებისაგან, აღმომიყუანე მე უცოდუელო ქრისტე, და მყუდროსა მიმართ ცხოვრებისა ლიმენად წარმიმართე:
გუნდი წინასწარ-მეტყუელთა გევედრების შენ სჯულითა განათლებული, და სჯულისა მსახური, შენ ქრისტე განსუენებულსა მათ ზედა, რათა მისცე ყოველთა ცოდუათა მიტევებაჲ, ვითარცა ყოვლად სახიერმან:
გუემითა და წყლულებითა გარე-შეცულთა არა უარ-ჰყავთ ქრისტეჲ…
მოწამეთა
გუემითა და წყლულებითა გარე-შეცულთა არა უარ-ჰყავთ ქრისტეჲ ყოვლად სანატრელნო, რომლისათჳს მტერისა სივერაგითა გარე-შეცული მიჴსენით მე, ღმრთისა მიმართ მეოხებითა თქუენითა:
სიკეთითა, ღუაწლთათა განშუენებულნი, შუენიერებასა ყოველთასა ქრისტესა მიეახლენით ყოვლად ქებულნო, ამისთჳს გევედრებით, საძაგელებაჲ ცოდუათა ჩუენთა განჰსწმიდეთ, მეოხებითა თქუენითა:
მარიამ, უბიწოო სიტყჳსა ღმრთისა დამტევნელო ვნებათა მიერ…
ღმრთის-მშობლისა.
მარიამ, უბიწოო სიტყჳსა ღმრთისა დამტევნელო ვნებათა მიერ შეგინებული სული ჩემი, ტაძარ უბიწო ჰყავ სულისა წმიდისა, რათა გიგალობდე და გადიდებდე შენ ყოვლად საგალობელო:
მიეც მოწყალე სულთა მიცუალებულთა, შენდობაჲ ბრალთა, და…
სხუა. სძლისპირი. შთაჴდა იონა.
მიეც მოწყალე სულთა მიცუალებულთა, შენდობაჲ ბრალთა, და შუებაჲ საუკუნოჲ, ნათელსა შინა პირისა შენისასა, რომელი იგი ბრწყინავს მარტჳლთა ზედა, და განანათლებს უაღრეს ბუნებათა:
სისჴლითა მაგით გუერდისა შენისათა ყოვლად ძლიერო მოიყიდე სოფელი, აწცა ძალითა ვნებათა მათ შენთათა, აცხოვნენ სულნი მორწმუნეთა შენთანი, რომელი ეგე იქმენ საჴსარ ყოველთა:
რომელმან პირუელ დამბადე მიწისაგან, და პატივმეც სულითა უკუდავითა, ხოლო მიწად რა მივიქეც უბადრუკი, კუალად მეორედ განმაახლე ბრწყინუალედ, შესუენებულთა მიჰმადლე განსუენებაჲ:
სასძლოსა შინა ნათლისასა უფალო, სარწმუნოებით დაძინებულნი მკჳდრ-ჰყუენ, და ბრალთა მათთა სიმრავლჱ დაივიწყე, ვითარცა ხარ სახიერ და მოწყალე, და მიტევებაჲ ცოდუათა მიანიჭე:
შენ გიგალობთ ჩუენ ქალწულო კურთხეულო, რომლისა მიერ…
ღმრთის-მშობლისა.
შენ გიგალობთ ჩუენ ქალწულო კურთხეულო, რომლისა მიერ აღმობრწყინდა მზე იგი, ყოვლად ბრწყინუალჱ სამღთოსა სიმართლისა, რამეთუ შენ იქმენ მიზეზ ცხოვრებისა, დასჯილთა მათთჳს, სიკუდილისა აჩრდილთა:
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
კონდაკი · ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
დიდებულსა ხსენებასა შენსა ყოველი სოფელი უნივთოთა სიხარულითა სეიმკვების, ხოლო გონებითა მოხარული ხმობს შენდა მომართ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.
კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
აქ იკითხება დღის კონდაკი.
შენ ცეცხლად, საცნაურად ღმრთის-მშობელო, გიცნობთ ყოველნი მორწმუნენი…
გალობა ზ. სძლისპირი.
შენ ცეცხლად, საცნაურად ღმრთის-მშობელო, გიცნობთ ყოველნი მორწმუნენი, ვითარცა რა სამნი ყრმანი, იჴსნნა უფროსად ამაღლებულმან ღმერთმან, ჩუენ ყოველნი განგუათავისუფლნა, და მკლავითა მაღლითა აღმადგინნა, ქებულმან მამათა ჩუენთა, ღმერთმან, და მარადის კურთხეულმან:
გუნდი საწინასწარ-მეტყუელო ყოვლად განწმედილი გევედრების შენ უფალო…
ტროპარნი.
გუნდი საწინასწარ-მეტყუელო ყოვლად განწმედილი გევედრების შენ უფალო, რათა აკურთხო კურთხევითა სულიერითა ყოველნი, დიდების-მეტყუელნი შენნი და მჰჴმობელნი, ქებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, და უფროსად დიდებულო, მარადის კურთხეულ-ხარ:
მძლენო ცეცხლისა ბუნებისანო, ცუარითა ზეციერითა ყრმანო სამღთონო, ცეცხლისაგან დაუშრეტელისა მიჴსენით მე, მგალობელი და მჰჴმობელი, ქებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, და უფროსად დიდებულო, მარადის კურთხეულ-ხარ:
მარტჳლებითითა ღუაწლითა განშუენებულნი, დიდებასა ღმრთისასა მიემთხჳენით, საუკუნოსა…
მოწამეთა.
მარტჳლებითითა ღუაწლითა განშუენებულნი, დიდებასა ღმრთისასა მიემთხჳენით, საუკუნოსა დიდებასა ღირს-მყუენით ჩუენ მოწამენო დიდებულნო, კეთილ-შუენიერად მგალობელნი, ქებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, და უფროსად დიდებულო, მარადის კურთხეულ-ხარ:
ზედ-მიმართებთა ლომთათა დამამშჳდებელთა, სიყუარულითა თქუენითა უფლისა მიმართ, ზედმომართებული გუელი ჩუენდა დააყუდეთ უკუე მარტჳლნო, და აცხოვნენით ღმრთივ-გონიერად მგალობელნი, ქებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, მარადის კურთხეულ-ხარ:
შენგან შობილისა მიმართ უფლისა, შუა-მდგომელ იყავ ყდ҃…
ღმრთის-მშობლისა.
შენგან შობილისა მიმართ უფლისა, შუა-მდგომელ იყავ ყდ҃ წო҃ ქალწულო, რათა გეენიისაგან და ცეცხლისა გჳჴსნნეს ჩუენ და ღირს-გუყუნეს სუფევასა თჳსსა მჴმობელნი, ქებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, და უფროსად დიდებულო, მარადის კურთხეულ-ხარ:
ბრწყინუალებითა, ნათლისა შენისათა, განაბრწყინუენ უფალო, ღელუათაგან ამის…
სხუა. სძლისპირი. სიყუარულითა ყოველთა.
ბრწყინუალებითა, ნათლისა შენისათა, განაბრწყინუენ უფალო, ღელუათაგან ამის სოფლისათა, შენდა მიცუალებულნი, და დააწესენ მარტჳლთა შენთა თანა გალობად შენდა ქრისტე უკუნისამდე:
მეორე ადამ, ადამის შემოქმედი, ჭეშმარიტად გამოსჩნდი, და წყევაჲ იგი ადამიანთა, განაქარუე მხოლომან, აწცა სახიერ, მიჰმადლე სულთა მიცუალებულთა, ფუფუნებაჲ იგი სამოთხისაჲ:
რომელმან უწყი, ბუნებისა ჩუენისა, უძლურებაჲ სახიერ, სულნი რომელმან მისცუალენ, დააწესენ, სადა იგი მიხედავს, სამღთოჲ ნათელი, პირისა შენისა დაუვალი, დიდებულო მამათა ღმერთო:
შობამან შენმან, დაჰხსნა სჯულისა წესთა, აცრდილნი და…
ღმრთის-მშობლისა.
შობამან შენმან, დაჰხსნა სჯულისა წესთა, აცრდილნი და სახენი, ღმრთის-მშობელო რამეთუ შენ მიერ, მოგუეფინა ნათელი, სამღთო ბრწყინუალჱ, და მიჴსნა შეცოდებათა ჩუენთა, ბნელისა და წყუდიადისაგან:
საჴმილსა რა შეთხეულ-იყუნეს, ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბრძმედისა…
გალობა ჱ. სძლისპირი.
საჴმილსა რა შეთხეულ-იყუნეს, ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბრძმედისა მიერ გამოდნობილი ოქროჲ, განბრწყინდეს და იტყოდეს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელნი განცდილ, და ქრისტესთჳს უმჰსჯავროდ განდევნილ-იქმნენით წინასწარ-მეტყუელნო, განცდისაგან და დევნულებისა გჳჴსნენით ჩუენ მგალობელნი, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ნიჭთა სამღთოთა დამტევნელო, ღმრთის-მეტყუელნო წინასწარ-მეტყუელნო იოხეთ უფლისა მიმართ სულისა წმიდისა ტაძარ-ყოფად ჩუენ მგალობელთა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
შეკრულთა ყოველნი სიბოროტენი მტერისანი განხეთქეთ, ამისთჳს საკრუელითა ცოდჳსათა შეკრულნი განგუხსენით ჩუენ, მოწამენო ბრძენნო მგალობელნი აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ნათლისა მომცემელისა ღმრთისა მშობელო ქალწულო, თუალნი გულისა…
ღმრთის-მშობლისა.
ნათლისა მომცემელისა ღმრთისა მშობელო ქალწულო, თუალნი გულისა ჩემისანი განანათლენ, ნათლითა სამღთოჲსა ცნობისათა გალობად აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მოწყალებათა შენთა ცუარითა ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა…
სხუა. სძლისპირი. ყრმანი ბაბილონს.
მოწყალებათა შენთა ცუარითა ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა მიცუალებულთა, მონათა შენთა განჰბანე სახიერო, და სამღთოთა მათ ბანაკთა ზეცისათა, თანა აღრაცხენ რათა გაკურთხევდენ შენ:
სარწმუნოებით, შესუენებულთა სულნი, ღირს-ჰყუენ მარჯუენით შენსა დადგომად ქრისტე, მეოხებითა მოწამეთა შენთათა, და ნაწილისა მისგან მარცხენეთასა, იჴსენ სახიერ, რათა გაკურთჴევდენ შენ:
რომელსა ეგე ყოველი ჴელმწიფებაჲ, სიკუდილისა და ცხოვრებისა გაქუს ქრისტე, ღმრთის-მსახურებით დაძინებულთა სულნი, ბრწყინუალებასა ნათლისა შენისასა, ღირს-ჰყუენ მკჳდრ-ყოფად, რათა გაკურთხევდენ შენ:
იქმენ ქალწულო ცხოვრებისა ჩუენისა მიზეზ და წყარო…
ღმრთის-მშობლისა.
იქმენ ქალწულო ცხოვრებისა ჩუენისა მიზეზ და წყარო და საუკუნოჲსა მის, ბრწყინვალებისა დაუსრულებელისა, მომატყუებელ-გუექმენ შობითა შენითა, ამისთჳს ქებით აღგამაღლებთ მარადის:
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო მოესწავა საიდუმლოჲ, მაყუალი…
გალობა თ. სძლისპირი.
სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო მოესწავა საიდუმლოჲ, მაყუალი მგზებარჱ ცეცხლითა, რომელი არა, შეიწუებოდა და აწ გევედრები დაშრიტე ღმრთის-მშობელო, ალი ცოდუათა რათა გადიდებდე:
რათა ტაძართა შინა წმიდათასა გამოაჩინო ქრისტე გარდამოსლუაჲ…
ტროპარნი.
რათა ტაძართა შინა წმიდათასა გამოაჩინო ქრისტე გარდამოსლუაჲ შენი, ჭურად პატიოსნად გამოაჩინენ წინასწარ-მეტყუელნი შენნი, რომელთა მიერ ცნობილიქმნნეს ყოფადნი, მათთანა უკუე გევედრებით ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად ჩუენდა:
გამოუჩნდი წინასწარ-მეტყუელთა მეუფეო, ვითარცა ძალედუათ ხედუად მცხინუარებისა შენისა, რომელთა ოხითა ღირს-გუყუენ ჩუენ ხილუად გამოუთქმელისა ბრწყინუალებისა შენისა ვნებათაგან ცოდუათასა განწმენდელმან სულთა ჩუენთამან:
ჴორცთა წყლუად მიმცემელთა მოჰსწყალთ უკუე სიმრავლჱ ეშმაკთა…
მოწამეთა.
ჴორცთა წყლუად მიმცემელთა მოჰსწყალთ უკუე სიმრავლჱ ეშმაკთა, შეურყეველისა განზრახჳსა დამცუელთა მოწამენო, ამისთჳს მოწყლული სული ჩემი ისრითა ცოდჳსათა, ლოცჳთა თქუენითა განჰკურნენით:
ტკივილი ვნებათა თქუენთა მოწამენო წმიდანო, კეთილ-მსახურებისა მტკიცენი წინა-მბრძოლნო, მოსცემს კურნებასა, ამისთჳსცა სულისა ჩემისა, მძიმე იგი ტკივილი, და გულისა ჩემისა ფიცხელნი წყლულებანი, მეოხებითა თქუენითა განჰკურნენით:
განჰკრთების მჴედრობა ზეციერი, მხედუელი მამისა ბრწყინუალებისა ჴელთა…
ღმრთის-მშობლისა.
განჰკრთების მჴედრობა ზეციერი, მხედუელი მამისა ბრწყინუალებისა ჴელთა ზედა შენთა ყოვლად უბიწოო, გამოუთქმელად ტჳრთულისა, და კაცობრივისა მსგავსებისა თავსა ზედა თჳსსა მქონებელისა, რათა განამღთუნეს მოკუდავნი:
კაცთ-მოყუარეო, ღმერთო და მოწყალეო, მოწყალე-მექმენ ქმნულსა ჴელთა…
სხუა. სძლისპირი. ჯერ არს დუმილი.
კაცთ-მოყუარეო, ღმერთო და მოწყალეო, მოწყალე-მექმენ ქმნულსა ჴელთა, შენთასა და განუსუენე, ზეცისა სავანეთა, სარწმუნოებით შენდა მიცუალებულთა, და მოწამეთა, დიდებისა ზიარ-ჰყუენ:
ვითარცა გაქუს შენ, უფსკრული წყალობისა, შეცოდებათა და ბრალთა მძლჱ სახიერ, რომელნი იგი, მისცუალენ განუსუენე, ლაზარეს თანა აბრაამის წიაღთა, მჳდრ-ჰყუენ იგინი, ბრწყინუალებასა შენსა:
ექმენ მაცხოვარ, და მჴსნელ ადამიანთა, ვნებითა შენითა წმიდითა ამისთჳს, რომელნი იგი ჩუენგან გამოირჩიენ, საუკუნეთა შუებათა დაამკჳდრენ, და ბრწყინუალება, ღუთაებისა მიჰფინე:
უზესთაეს-არს საკჳრუელებაჲ, შენი ყოვლისავე მზესა ქუეშე ხილულისა…
ღმრთის-მშობელო.
უზესთაეს-არს საკჳრუელებაჲ, შენი ყოვლისავე მზესა ქუეშე ხილულისა, ღმრთისა დედაო, რამეთუ შენ მხოლომან, გჳშევ ღმერთი და ქალწულადუე დაადგერ, ამისთჳს ძრწოლით ვაქებთ შობასა შენსა:
„ღირს არს“
უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
რომელმან ცისა სამყარო ვარსკულავითა შეამკუე ვითარცა ღმერთ-ხარ…
შაბათსა.
რომელმან ცისა სამყარო ვარსკულავითა შეამკუე ვითარცა ღმერთ-ხარ, და წმიდათა მოწამეთა შენთა მიერ ყოველი სოფელი განანათლე, დამბადებელნი შენნი გუაცხოვნენ:
რომელი მკუდართა და ცხოველთა ზედა ჴელმწიფებ ვითარცა…
მსგავსი.
რომელი მკუდართა და ცხოველთა ზედა ჴელმწიფებ ვითარცა ღმერთი, და წმიდათა მოწამეთა შენთა მიერ ყოველი სოფელი განანათლე დამბადებელო, ყოველთაო მგალობელნი შენნი გუაცხოვნენ:
სიტკბოებაო ანგელოსთაო, მწუხარეთა სიხარულო ქრისტიანეთა მეოხო, ქალწულო…
ღმრთის-მშობლისა.
სიტკბოებაო ანგელოსთაო, მწუხარეთა სიხარულო ქრისტიანეთა მეოხო, ქალწულო და დედაო უფლისაო, შემწე-გუეყავ ჩუენ, და გამოგჳჴსნენ საუკუნეთა სატანჯუელთაგან:
აქებდითის დასაწყისი
აქებდით უფალსა ცათაგან, შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
ყოველდღიური დოქსოლოგიის წინ
შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება, შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.
ყოველდღიური დოქსოლოგია
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.
სავედრებელი კვერექსი
ხოლო შემდეგომად დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი:
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
შენნი ქრისტე მონანი აღსწერენ წიგნსა შინა ცხოველთასა
აღჳვსენითსა ზედა დასდებელნი, მსგავსნივე. ქმნილი უფლისა თეოფანესი. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
შენნი ქრისტე მონანი აღსწერენ წიგნსა შინა ცხოველთასა:
გევედრებით ქრისტე შენსა მას ტკბილსა ზიარებასა ღირს-ჰყუენ…
ყ҃ არიან ყოველთა ზედა დასდებელთა მებრ ამისა, ჴმა ა. ყოვლად ქებულნო მოწამენო.
გევედრებით ქრისტე შენსა მას ტკბილსა ზიარებასა ღირს-ჰყუენ მიცუალებულთა სულნი და დაამკჳდრენ, მართალთა სადგურსა, ზეცისა საყოფელსა სავანეთა წმიდათასა, მოწყალებითა შენითა და დაივიწყენ შეცოდებანი მათნი, და მიმადლე მაცხოვარ განსუენებაჲ:
არავინ-არს ყოვლად უცოდველ, კაცთაგანი არავინ-არს არამედ, გარნა…
მუჴლი. ნეტარ-არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო:
არავინ-არს ყოვლად უცოდველ, კაცთაგანი არავინ-არს არამედ, გარნა შენ მხოლო უკუდავი მეუფჱ ამისთჳს მონანი, შენნი ნათელსა დააწესენ სახიერ, კრებულსა თანა ანგელოსთასა, მოწყალებითა შენითა და მიეც მათ მოტევებაჲ ცოდუათა:
ზესთა ხილულთასა არიან, აღთქმანი შენნი მჴსნელო, რომელნი…
სულმან მათმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდრონ ქუეყანა.
ზესთა ხილულთასა არიან, აღთქმანი შენნი მჴსნელო, რომელნი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, და გულსა არა მოუჴდა, რომელთა საწადელსა ზიარებასა, მიმთხუევად ღირს-ჰყუენ, შენდა შევედრებულნი ჵ ყოვლად ძლიერო, და მიჰმადლე ცხოვრებაჲ საუკუნოჲ:
ჯუარითა შენითა მოხარულნი რომელნი ესჳდეს ჯუარსა შენსა…
და საჴსენებელი მათი, თესლითი თესლადმდე.
ჯუარითა შენითა მოხარულნი რომელნი ესჳდეს ჯუარსა შენსა, მონანი შენნი შენდა მოიცუალნეს კაცთ-მოყუარე, რომელთაცა აწ ჰჴსნად ცოდუათა მათთა მიანიჭე ჯუარი შენი, და სისხლი დათხეული ცხოვრებისათჳს სოფლისა, მოწყალებითა შენითა შემნდობელმან ცოდუათა მათთამან, და განმანათლებელმან მათმან ნათლითა პირისა შენისათა.
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო…
შაბათსა, მომიხსენენი, ჴმა ა,
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო ჯურისა მიერ ავაზაკი შეიყუანა ქრისტემან მას შინა, რომელი ჰჴმობდა მომიჴსენე მე უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
მწყობრი მარტჳლთა ურიცხჳ, მღუდელთ-მოძღვართა ბრძენთა და წინასწარ-მეტყუელთა, და წმიდათა დედათა, ბრწყინუალჱ კრებული, გევედრების, ჩუენთჳს ქრისტე მეუფეო, მათ მიერ მოგუეც შენდობაჲ ცოდუათა, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:
რომელთა სრულ-ჰყავთ სრბაჲ თქუენი, ყოვლად შუენიერი მოღვაწენო ქრისტესნო მღუდელთ-მოძღუართა და მღუდელთა, და მარტჳლთა, თანა და წმიდათა წინასწარ-მეტყუელთა გუნდსა, ქალაქსა ზეცათა ანგელოსთა თანა, დამკჳდრებულ ხართ მოხარული:
დააწესენ ქრისტე ღმერთო, რომელნი მისცუალენ ნათელსა წარუვალსა, და ცოდუანი და ბრალნი, დაივიწყენ, სახიერო, და განსუენებაჲ მიჰმადლე, რათა ვადიდებდეთ ქუელის-მოქმედო ღმერთო, ურიცხვთა წყალობათა შენთა:
ქრისტესა ევედრე ქალწულო, ცოდუათა შენდობისა მოცემად მონათა…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა. მსგავსივე.
ქრისტესა ევედრე ქალწულო, ცოდუათა შენდობისა მოცემად მონათა შენთა რომელთა გქადაგეს, მართლმადიდებლობით, და აღგიარეს ჭეშმარიტად ღმრთის-მშობლად, ბრწყინუალებასა და შუენიერებასა წმიდათასა ღირს-ჰყუენ, და მიჰმადლე სასუფეველი ცათა:
მამისა თანა დაუსაბამოსა, სულით წმიდითურთ ქრისტე ღმერთო…
დიდება, სამებისა.
მამისა თანა დაუსაბამოსა, სულით წმიდითურთ ქრისტე ღმერთო, ვადიდებთ ყოველნი, კაცთ-მოყუარებასა შენსა მგალობელნი, მომიჴსენენ მონანი შენნი, ჟამსა შინა სასჯელისასა უფალო:
ვითარცა პალატსა ვრცელსა, და საყდარსა ღმრთისა, დიდებისასა…
აწდა. ღმრთის-მშობლისა.
ვითარცა პალატსა ვრცელსა, და საყდარსა ღმრთისა, დიდებისასა სძალო, და ღრუბელსა წმიდათასა ნათლით-შემოსილსა, გიგალობთ შენ მორწმუნენი წადიერად, დაჰჴსენ ბნელი წყუდიადი ბრალთა ჩუენთა შუა-მდგომელობითა შენითა:
ფსალმუნის 91-ის მუხლები
კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული
ერნო გიხაროდენ და სარწმუნოებით აღიპყრენით ხელნი თქუენი, და სურვილით შემოკრებდით, და სიხარულით ღაღადებდით, რამეთუ დედასა ღმრთისასა ეგულვების ქუეყნით ზეცად ამაღლებაი, რომელსა ძალნი ცათანი შიშით უგალობენ.
მრჩობლი კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
პირველი ჟამი
სადაგ დღეს ცისკარს მეყსეულად მოსდევს პირველი ჟამი; განტევება პირველი ჟამის ბოლოს არის (ტიპიკონი, თავი 9).