გულანი
საცდელი · 1.37.0
შუაღამიანი 1 / 53კურთხევა

შუაღამიანი

ქრისტეს აღდგომის ხსენება

19 ივნისი 2022ხმა 8

მღვდელი

კურთხევა

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

დიდება შენდა

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანი ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 50

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კჳრიაკესა ცისკრად, შუაღამესა ზედა, კანონი სამებისა, რომლისა კიდურ-წერილობა.

სამებაო მხოლო მაცხოვნე მონა შენი.

სამ-ბრწყინუალესა მეუფესა, და სიბრძნით განმგებელსა ყოველთასა, რომელსა…

გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი. ეტლთა მფლობელი ფარაო.

სამ-ბრწყინუალესა მეუფესა, და სიბრძნით განმგებელსა ყოველთასა, რომელსა მხოლოსა, აქუს ბუნებით სახიერებაჲ, და ღუთაებისა დიდებაჲ ღმერთსა ყოვლად ძლიერსა, შეუვრდეთ ლმობიერად და გალობითა, სამწმიდითა ვაქებდეთ, რამეთუ დიდებულ-არს:

თქმულთა საღმრთოთა და იგავთა, ჭეშმარიტთა პირუელითგან სწავლულნი, ღმრთაებისა ბუნებასა, ერთ-არსებით ვადიდებდეთ, სამარადისოდ დაუსაბამოდ, სამითა ხატებითა, მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, ყოველთა შემოქმედსა, და ყოვლისა მპყრობელისა:

მამათ-მთავარი აბრაამი იქმნა ქადაგ ერთ-არსებისა პირუელ, რაბამს შემოქმედი, ღმერთი ყოველთა და უფალი, სამითა გუამოვნებითა, ისტუმრა მოხარულმან, და სამთა გუამთა ერთი ძლიერებაჲ, ბრწყინუალჱ გჳქადაგა, რამეთუ დიდებულ-არს:

ქრისტე ღმერთი ჰშევ უბიწოო, რომელმან ბუნებაჲ ჩუენი…

ღმრთის-მშობლისა.

ქრისტე ღმერთი ჰშევ უბიწოო, რომელმან ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, თჳნიერ ცოდჳსა და ვიცნობთ ორითა ბუნებითა, ღმერთსა სრულსა და კაცსა სრულსა, ნებითა და საქმითა, მას ევედრე ჰჴსნად ჩუენდა ყოველთაგან, განსაცდელთა რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:

მეუფეო დიდებისაო, და ღმერთო მიუწთომელო, საყდართა ზედა…

გალობა გ. სძლისპირი. განმაძლიერებელ.

მეუფეო დიდებისაო, და ღმერთო მიუწთომელო, საყდართა ზედა აღმატებულთა, გიხილა ისაია, და ხერუვიმნი გადიდებდეს, საღმრთოთა გალობითა, ერთ-არსებით სამ-გუამოვნებით:

მხოლოდ მამისაგან ვითარცა, გონებისაგან შობილსა, სიტყუასა და სულსა გამოსრულსა, გონებისა საწლოთა, და წიგნთა საღმრთოთა მოძღურებითა, ერთ ღმრთაებად ვიმსახურებთ, სამ-ბრწყინუალესა თჳთებასა:

მამამან უშობელმან თჳსისა, არსებისა ბრწყინუალებაჲ, ჰშუა უხრწნელად ნათელი, ნათლისაგან ძჱ და გამოვლინებით სული წმიდაჲ გამოავლინა, თანა-სწორი ნათელი, და თანა-არსი დამბადებელი:

ტაძარ ღმრთისა წმიდა იქმენ შენ, ქალწულო ყოვლად…

ღმრთის-მშობლისა.

ტაძარ ღმრთისა წმიდა იქმენ შენ, ქალწულო ყოვლად წმიდაო, რომელმან ყოველივე დაბადა, და უპყრიეს და ჰმართებს, სიბრძნითა და ძლიერებითა, მას ევედრე ვითარცა, დედაჲ ჩუენთჳს უბიწოო:

სამ-მზეო ბრწყინუალეო, პირუელ საუკუნეო და მოუკლებელო, მორწმუნენი…

წარდგომა, ჴმა ჱ. ბრძანებული ჩუენ.

სამ-მზეო ბრწყინუალეო, პირუელ საუკუნეო და მოუკლებელო, მორწმუნენი სიმტკიცესა შენსა ვაქებთ აწ, რამეთუ წამის-ყოფითა შეამკობ ყოველთა, ზესთა გუნდთა ანგელოსთა, და ქუე ყოველთა მღუდელ-მთავართა, და ყოველთა ეკკლესიათა, შეგჳწყალენ რომელნი გიღაღადებთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, სახიერო ღმერთო, უფროსად დიდება და ქება სიმტკიცესა შენსა:

უცუალებელისა ღმრთისა მშობელო, ცოდჳთა და უდებებითა განცდილი…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა. მსგავსივე.

უცუალებელისა ღმრთისა მშობელო, ცოდჳთა და უდებებითა განცდილი მაცთურისა მიერ, მარადის შერყეული გული ჩემი კეთილად განამტკიცე დედობრივითა ვედრებითა შენითა, რათა მადლობით გადიდებდე შენ ღმრთის-მშობელო მარიამ და შეიწყალე სამწყსოჲ შენი რომელი მოიგე ყოვლად უბიწოო:

აღმოსავალი ღმრუთაებისა, გამოუჩნდა ბნელსა, შინა მსხდომარეთა, და…

გალობა დ. სძლისპირი. შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი.

აღმოსავალი ღმრუთაებისა, გამოუჩნდა ბნელსა, შინა მსხდომარეთა, და ყოველი წყუდიადი სულთა განაქარუა, და სიმართლისა მზე აღმოუბრწყინუა, ძე მხოლოდ შობილი და სული სახიერი მოსცა წინა-მძღურად, და ესრედ ერთ-არსებად აღჳარებთ, სამ-ბრწყინუალესა სამებასა, და მარადის უგალობთ და ვადიდებთ:

სერაფიმთა გალობითა, დიდებულსა ღმერთსა, მიწისაგანნი ესე, უღირსითა პირითა შიშით გადიდებთ, ერთ-არსებით და სამებით უფალსა დიდებისასა, ერთ-ბუნებით და სამ-გუამოვნებით, ყოველთა მეუფეო და ვღაღადებთ, მონათა შენთა҃ მოანიჭე მრავალ-ფერთა ცოდუათა მოტევებაჲ:

მპყრობელო ყოველთავე დაბადებულთაო, სამებაო წმიდაო, მრავალ-მოწყალეო, და კაცთ-მოყუარეო, ღმერთო ღმერთთაო, და უფალო უფლებათაო სამ-გუამოვანო, ნუ დამივიწყებ ჩუენ მოსავთა შენთა, დამკჳდრებაჲ, ცხოვრებისა საუკუნოჲსა:

წინა-საუკუნითგან მხოლო, გპოვა უბიწოო, სიტყუამან მამისამან, ყოვლად…

ღმრთის-მშობლისა.

წინა-საუკუნითგან მხოლო, გპოვა უბიწოო, სიტყუამან მამისამან, ყოვლად ძლიერმან შუენიერებაჲ ეგე, იაკობისი, და შეგიყუარა ჭეშმარიტად და შენთანა, დაემკჳდრა და ყოვლითურთ განაახლა, არსებაჲ კაცთა ქრისტემან ღმერთმან, მას ევედრე დაუცხრომელად, რათა ყოვლისა ჭირისაგან მიჴსნნეს ჩუენ:

სამებაო წმიდაო, სამ-ხატოვანო ერთ-არსებით გადიდებთ შენ, ერთსა…

გალობა ე. სძლისპირი ნუსადა განმიშორ.

სამებაო წმიდაო, სამ-ხატოვანო ერთ-არსებით გადიდებთ შენ, ერთსა მეუფებასა, რამეთუ ბუნებით ერთად აღგიარებთ შენ, და ვიტყჳთ. ერთ-მთავრობაო სამებაო ყოვლად წმიდაო, ჭირთაგან გჳჴსნენ მონანი შენნი:

ფრიად ვჰგოდებ და ვითხოვ, უძლურებისათჳს ბუნებისა ჩემისა, ვითარ ვიცუალები მე, თჳთოსახედ თჳნიერ ნებისა შენისა, არამედ, ვითარცა უცუალებელმან დამამტკიცე მე, კეთილთა ზედა სამებაო წმიდაო:

დავმძიმდი მე ძილითა, ცოდჳსათა და ჰრულად სიკუდილისა მივიზიდჳ, მეუფეო და ღმერთო ღმერთთაო სამებაო წმიდაო, ვითარცა, სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე შემიწყალე, და განმაფრთხუე მონებად შენდა:

დედაო და ქალწულო სძალო, ყოვლად წმიდაო ყოვლად…

ღმრთის-მშობლისა.

დედაო და ქალწულო სძალო, ყოვლად წმიდაო ყოვლად უბიწოო ღმრთიუ-მიმადლებულო, ვედრებითა შენითა, ძე შენი და ღმერთი მრავალ-მოწყალე, დაამტკიცე ჩემთჳს და ვნებათა და ცოდუათა ჩემთაგან, მსწრაფლ გამომიჴსენ მონაჲ შენი:

ზეცისა განწყობილთა, წესთ-მთავართა მიმსგავსებულნი, მთავართა მთავრობაო, ერთ-არსო…

გალობა ვ. სძლისპირი.

ზეცისა განწყობილთა, წესთ-მთავართა მიმსგავსებულნი, მთავართა მთავრობაო, ერთ-არსო სამებაო, გალობითა წმიდითა, ქებით შეგასხამთ ნუ ჴუებულ-გუყოფ მადლთა შენთაგან:

ხატად შენდა დაჰბადე, დასაბამსა კაცი მეუფეო, და არა არსისაგან, შეჰქმნენ ყოველნი არსნი, ღმერთო სამ-გუამოვანო, თაყუანის-გცემ შენ, და გიგალობ და გადიდებ:

ღმერთო ყოვლად ძლიერო, მხოლოო გაე-შეუწერელო, დაემკჳდრე ჩემ შორის, წყალობათა შენთათჳს, სამ-მზეო მეუფეო, და განმანათლე და გონიერ-მყავ სახიერო:

ტაძრად ღმრთისა გამოსჩნდი, დაუტევნელისა ყოვლად უჴრწნელო, მჰყავ…

ღმრთის-მშობლისა.

ტაძრად ღმრთისა გამოსჩნდი, დაუტევნელისა ყოვლად უჴრწნელო, მჰყავ მეცა ტაძრად მისთა, მადლთა ღმრთისა დედაო, ვედრებითა შენითა, და დამიფარე საცთურთაგან მტერისათა:

მამასა დაუსაბამოსა, და ძესა თანა დაუსაბამოსა, და…

წარდგომა ჴმა ჱ. ბრძანებული.

მამასა დაუსაბამოსა, და ძესა თანა დაუსაბამოსა, და სულსა თანა საღმრთოსა ჭეშმარიტად აღჳარებდეთ მორწმუნენო, შეურევნელსა და უცუალებელსა, წმიდასა სამებასა ყოვლად სახიერსა წრფელსა ერთ-ბუნებით, და ანგელოსთა თანა უღაღადებდეთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ და დიდებულ, შეგჳწყალენ რომელნი დაგუბადენ ხატად შენდა მეუფეო:

გმადლობთ შენ მარადის ღმრთის-მშობელო, და გადიდებთ ყოვლად…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშ҃ბლისა. მსგავსივე.

გმადლობთ შენ მარადის ღმრთის-მშობელო, და გადიდებთ ყოვლად წმიდაო, და თაყუანის-გცემთ მგალობელნი, შობისა შენისანი მიმადლებულო, და დაუდუმებელად მღაღადებელნი, გუაცხოვნენ ჩუენ ქალწულო ყოვლად მოწყალეო ვითარცა სახიერმან, და ეშმაკთა ცილის-წამებისაგან საშინელისა განგუარინენ, ჟამსა განკითხჳსასა, რათა არა სირცხჳლეულ-ვიქმნნეთ მონანი შენნი:

გამოუთქმელთა მათ, სახიერებათა, შენთა უფსკრულითა, უსასყიდლოდ მე…

გალობა ზ. სძლისპირი. ღმრთისა გარდამოსლუასა.

გამოუთქმელთა მათ, სახიერებათა, შენთა უფსკრულითა, უსასყიდლოდ მე მონა, შენი მაცხოვნე, და შემიწყალე ვითარცა იგი ადამ პირუელ, და მიჴსენ და განმარინე, სამებაო ღმერთო, ცოდუათა და ვნებათაგან:

გამოუთქმელთა მათ, სახიერებათა, შენთა უფსკრულითა, უსასყიდლოდ მე მონა, შენი მაცხოვნე, და შემიწყალე ვითარცა იგი ადამ პირუელ, და მიჴსენ და განმარინე, სამებაო ღმერთო, ცოდუათა და ვნებათაგან:

მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა, და სულსა წმიდასა, მისგან გამომავალსა, მოუკლებელად, ვითარცა სამ-ნათელსა სამ-გუამოვნებით, უგალობ და ვღაღადებ, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ-ხარ შენ:

მომკუდარ-ვარ დედოფალო, ცოდჳსა გესლისა, ჴუმევითა უბადრუკი, ხოლო…

ღმრთის-მშობლისა.

მომკუდარ-ვარ დედოფალო, ცოდჳსა გესლისა, ჴუმევითა უბადრუკი, ხოლო მოვივლტი შენდა, სარწმუნოებით, რომელმან ჰშევ წინა-მძღუარი ცხოვრებისა, მეოხებითა შენითა, განმაცხოველე და განსაცდელთაგან მიჴსენ:

ნათელი ხარ დაუვალი, სამ-ბრწყინუალე სამ-მნათობიერი, მთავრობა თჳთ-მპყრობელი…

გალობა ჱ. სძლისპირი. შჳდ-წილ აღაგზნა.

ნათელი ხარ დაუვალი, სამ-ბრწყინუალე სამ-მნათობიერი, მთავრობა თჳთ-მპყრობელი, წრფელი მიუწთომელი, ღმერთი გამოუთქმელი, და ყოვლისა მპყრობელი უფალი, დაბნელებული წყუდიადითა გული ჩემი, განაბრწყინუე და ჰყავ შენ, განათლებულ და მნათობ, რათა გაქებდეს, და გადიდებდეს უკუნისამდე:

დაიფარუენ ფრთეებითა, დიდებულნი ხერუვიმ სერაფიმნი, პირთა და ფერჴთა მათთა შეძრწუნებულნი რამეთუ, დიდებისა შენისა, თუალთ-შედგომად ვერ შემძლებელ-არიან, სახიერო თჳთ მფლობელო ღმერთ-მთავრობაო, სამებაო წმიდაო, არამედ ღირს-მყუენ ჩუენ ცოდჳლნი სახიერებით, გალობად შენდა უკუნისამდე:

უფალსა უფლებათასა, ყოვლად ძლიერსა ყოვლად სახიერსა, მწყემს-მთავარსა სახიერსა უსაზღუროსა შეუცევსა, მიზეზსა მიზეზთასა, შემოქმედსა სამარადისოსა, განმგებელსა და მაცხოვარსა, ყოველთასა, ერთ-არსსა არსებითა, და სამებასა პირებითა, გადიდებ ღმერთსა, ჩემსა უკუნითი უკუნისამდე:

აღმობრწყინდა ქუეყანასა, ზედა დაუვალი ბრწყინუალება, საშოსა შენისაგან…

ღმრთის-მშობლისა.

აღმობრწყინდა ქუეყანასა, ზედა დაუვალი ბრწყინუალება, საშოსა შენისაგან ქალწულო ყოვლად უხრწნელო, წმიდაო დედოფალო, და კაცნი იჴსნნა წყუდიადისა მისგან, ყოვლად ბოროტისა კერპთ-მსახურებისა, აწცა განმაბრწყინუე მე, საღმრთოჲთა მცხინუარებითა, და დაგჳფარენ, მონანი შენნი ბოროტისაგან:

ყოველთა მეუფესა შემოქმედსა, დაუსაბამოსა უჟამოსა ბუნებასა, ცხოველს-მყოფელსა…

გალობა თ. სძლისპირი. განკჳრდეს ზესკნელს.

ყოველთა მეუფესა შემოქმედსა, დაუსაბამოსა უჟამოსა ბუნებასა, ცხოველს-მყოფელსა სახიერსა, და კაცთ-მოყუარესა, სამებასა ერთ-არსებასა, დიდების-ვმეტუელებთ და გევედრებით, შენდობასა, და ეკკლესიათა ერთობასა:

ყოველთა მეუფესა შემოქმედსა, დაუსაბამოსა უჟამოსა ბუნებასა, ცხოველს-მყოფელსა სახიერსა, და კაცთ-მოყუარესა, სამებასა ერთ-არსებასა, დიდების-ვმეტუელებთ და გევედრებით, შენდობასა, და ეკკლესიათა ერთობასა:

ერთო მეუფეო სამ-ბრწყინუალეო, ერთ-ღმრთაებაო, სამ-მნათობიერო, მგალობელნი შენნი შეგჳწყალენ სახიერებით, და ცოდუათაგან გჳჴსნენ ჩუენ, განსაცდელთაგან და საძნაურთა, და მსწრაფლ მშჳდობა შენი, მოგუმადლე კაცთ-მოყუარე და მოეც ეკკლესიათა ერთობაჲ.

მაცხოვარო და მჴსნელო ჩემი ქრისტე ღმერთო, ქალწულისაგან…

ღმრთის-მშობლისა.

მაცხოვარო და მჴსნელო ჩემი ქრისტე ღმერთო, ქალწულისაგან გამოუჩნდი სოფელსა, ღმერთი და კაცი, უქცეველად და შეურევნელად, და აღგითქუ ჭეშმარიტად, ჩუენთანა ყოფაჲ მონათა შენთა, ვედრებითა წმიდისა დედისა შენისათა, სრულ-ჰყავ აღთქმაჲ შენი ჩუენ ზედა:

მკითხველი

სამებისა საგალობლები

კანონის შემდეგ სამებისა საგალობლები.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისა სიტყუასა, რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ძალნი ზეცათანი, რომელი აღსდეგ მესამესა დღესა საფლავით, ქრისტესა, ცხორების მომცემელსა, შიშით გადიდებთ.

უგალობდეთ ყოველნი ღმრთივშუენიერად ქებითა საღმრთოითა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, სამგუამოვანსა, ყოვლისა მპყრობელსა, ერთსა მეუფებასა და უფლებასა.

რომელსა გიგალობენ ყოველნი ტომნი და გადიდებენ ძალნი ზეცათანი, რომელი ყოველთა მორწმუნეთაგან თაყუანის-იცემები, მხოლოო, ერთარსებით და სამგუამოვნებით.

უფალთმთავარსა ქერობინთასა და ღმერთმთავარსა სერაბინთასა და განუყოფელსა სამებასა, მხოლოსა ღმერთსა დაუსაბამოსა შიშით გადიდებთ შენ. მამასა დაუსაბამოსა ღმერთსა და თანადაუსაბამოსა სიტყუასა და თანაარსსა სულსა წმიდასა თაყუანის-ვსცემთ განუყოფელად ერთარსებით, სამგუამოვნებით, მხოლოსა ქებით პატივვსცემთ.

ბრწყინვალებითა ელვარებისა შენისაითა განმაბრწყინვე მე, ღმერთო ჩემო სამგუამოვანო, ყოველთა შემოქმედო, და გამომაჩინე მე ტაძრად შენისა მიუწთომელისა დიდებისა, უხრწნელ და ელვარე ნათლით შემოსილ. რომლისაგან ძრწიან და ეშინის ქერობინთა, და გადიდებენ შენ ანგელოზთა მხედრობანი, რომელი ქალწულისაგან გამოუთქუმელად განჰხორციელდი, ქრისტე, ცხორების მომცემელო, შიშით გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

იპაკოი

კვირის ხმის იპაკოი; აქ რვავეა მოცემული.

ხმა 1: ავაზაკისა სინანულმან სამოთხე მიიპარა, ხოლო ტირილმან და გოდებამან მენელსაცხებელთა სიხარული აუწყა, ვითარმედ აღდგა ქრისტე და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:

ხმა 2: შემდგომად ვნებისა წარჳდეს დედანი, საფლავად შემურუად ჴორცთა შენთა ქრისტე ღმერთო, და საფლავსა შინა იხილეს ანგელოსნი და განჰკრთეს, რამეთუ ჴმა ესმოდა მათ მიერ, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:

ხმა 3: განაჰკრთობდა ხილჳთა და შეაცურევდა სიტყჳთა, ელუარე იგი ანგელოსი, რომელი მენელსაცხებლეთა ეტყოდა, საფლავსა შინა ეძიებდ ცხოველსა მას, ხრწნილებისა შემცუალებელსა, და ღუთაებით უცუალებელსა, უწყოდეთ რამეთუ აღდგა და დააცალიერნა საფლავნი, არქუთ ღმერთსა ვითარ საშინელ-არი _ ან, საქმენი შენნი, რომელთა მი _ ერ აცხოვნე ნათესავი კაცთა:

ხმა 4: დიდებულისა და საკჳრუელისა აღდგომისა შენისა, წინა-მსრბოლად წარივლინნეს დედანი, და მოციქულთა უქადაგეს, ვითარმედ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

ხმა 5: ანგელოსისა ხილჳთა გონებითა განკჳრუებულნი, და ღმრთისა აღდგომისათჳს სულითა განათლებულნი, მენელსაცხებლენი დედანი მოციქულთა ახარებდეს, უქადაგეთ წარმართთა აღდგომაჲ უფალისა, თანა შეწევნითა, უფალისათა სასწაულთა მიერ, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა:

ხმა 6: ნებსით სიკუდილითა შენითა ცხოველს მყოფელითა, ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ ქრისტე ღმერთო, და კარი სამოთხისა განგჳღე ჩუენ, და აღდგომითა შენითა იჴსენ, ხრწნილებისაგან ცხოვრებაჲ ჩუენი:

ხმა 7: რომელმან მსგავსება ჩუენი შეიმოსე და ჴორცითა ჯუარცმა დაითმინე მაცხოვნე მე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ვითარცა მოწყალე-ხარ:

ხმა 8: მენელსაცხებლენი ცხოველს მყოფელსა საფლავსა მოვიდეს, და მკუდართა თანა ეძიებდეს უკუდავსა მეუფესა, და სიხარულისა ხარება ანგელოსისაგან ისწავეს, და მოციქულთა ახარებდეს და ეტყოდეს, ვითარმედ აღდგა ქრისტე უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელი

„ღმერთმან შეგვიწყალენ“

ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.

ლოცვა ყოვლადწმიდა სამებისადმი

ყოვლისა შემძლებელო და ცხოველსმყოფელო სამებაო წმიდაო, ნათელო დაუსაბამოო, რომელმან ყოველი სოფელი და პირველ სოფლისა შექმნილნი მხოლოითა განზრახვითა და ძლიერებითა არაარსისაგან არსად მოიყვანენ, რომელმან გამოუთქუმელითა ქველისმოქმედებითა შენითა ქუეყანისა ნათესავთა უძლურებისათვის ხორცთაისა სინანული მოგუანიჭე ვიდრე სიკუდილადმდე, ნუ დამიტევებ ჩუენ უბადრუკთა სიბოროტისა საქმეთა შინა ჩუენთა სიკუდიდ, ნუცა ბოროტთა მთავართა, მოშურნეთა და მომსრველთა სულისა ჩუენისათა, საცინელ მყოფ, რამეთუ ჰხედავ, ბუნებით სახიერო, რაოდენთა საბრხეთა დაგვირწყუმენ მტერნი იგი ჩუენნი, ხოლო ჩუენ ვნებულ, დახსნილ და უკრძალველ ვართ, არამედ გევედრებით: ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ყავ ჩუენ ზედა მოუკლებელი კეთილი შენი, რამეთუ განგარისხეთ შენ პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა მცნებისა შენისა გარდასლვითა, ყოველთა უკუე ყოვლადვე, და ესრეთ წარვვლეთ ცხორებაი ჩუენი შეცოდებათა შინა ჩუენთა ვიდრე ამად ჟამადმდე, საქმით ანუ სიტყვით ანუ განზრახვით, არამედ შენ შემინდვენ, მომიტევე, და შემდგომსა ცხორებასა ღირს მყვენ სინანულითა და ლმობიერებითა აღსრულებად, დამარხვითა წმიდათა ბრძანებათა შენთათა, უკუეთუ სიტკბოებისა საცთურითა მრავალსახედ გცოდეთ, ანუ საძაგელისა და ურგებისა და მავნებელისა გულისთქუმითა მოვინადირენით, უკუეთუ პირუტყულითა რისხვითა და გულისწყრომითა აღძრვითა ძმასა ვისმე ჩუენსა ვაჭირვეთ, უკუეთუ დაუპყრობელითა ენითა და ფიცხელითა საფრხითა ძლიერად გარემოცულ ვიქმნენით, გინა რომლითამე საცნობელითა ჩუენითა ანუ ყოვლითა ნებითა, ანუ თუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით, წარტაცებით ანუ განზრახვით, და უგუნურებისა შებრკოლებით, უკუეთუ გულისსიტყვით და ამაოისა ზრახვითა შევიგინენით, ანუ თუ სხვითა რომლითამე სახითა შეგცოდეთ, პირველითგანვე ბოროტისა ჩუეულებისა მიღებითა, ყოველივე შეგვინდევ და მოგვიტევე, ყოველთა შემწყნარებელო, ყოვლად-ნეტარო და მრავალმოწყალეო. და მომანიჭე შემდგომისა ჟამისად სიმხნე და ძალი, რომელსა შინა ვყოთ ნებაი შენი, სათნოი და სრული, რაითა ღამისა და ბნელისა სიბოროტჱ ნათლისსახედ სინანულისა შევცვალოთ, და ვითარცა დღესა შინა კეთილსახედ ვიდოდეთ და განწმედილად ვჩნდეთ კაცთმოყუარებისა შენისადმი უღირსნი, და გიგალობდეთ შენ და გადიდებდეთ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

განტევება

კვირას განტევება იწყება სიტყვებით: „მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან…“

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისაითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და ყოველთა წმიდათა მისთაითა, შეგვიწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან.

შენდობის წესი და კვერექსი

ჩვეულებრივი შენდობის წესი; შემდეგ მღვდელი ლოცულობს და ყოველ თხოვნაზე ყველანი მიუგებენ: „უფალო, შეგვიწყალენ“.

მაკურთხენით, მამანო, და შემინდვენით მე, ცოდვილსა ამას.
ვილოცოთ უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოის კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა შიოსათვის.
და ყოვლად-სამღდელოისა მიტროპოლიტისა (გინა ეპისკოპოსისა, სახელით მოიხსენოს მწყემსთმთავარი მის სამწყსოისაი) და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათვის.
ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისათვის, და კეთილმორწმუნეთა ხელისუფალთა და განმგებელთა მისთათვის.
წარმართებისათვის და განძლიერებისა ქრისტეს მოყუარეთა მხედრობათაისა.
მოყუარეთა და მწყალობელთა და კეთილისმყოფელთა ჩუენთათვის. მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთათვის.
ყოველთათვის, რომელნი შემოვედრებულ არიან ლოცვათა ჩუენ უღირსთასა.
გამოხსნისათვის ტყუეთაისა.
ამიერ წარსრულთათვის მამათა და ძმათა ჩუენთა.
ყოველთათვის, რომელნი ზღუასა შინა კეთილად იჭირვიან.
რომელნი შურებიან ნაყოფთათვის ქუეყანისათა.
ყოვლისა სულისათვის მართლმადიდებელთა ქრისტიანეთაისა.
რომელნი სნეულებათა შინა მდებარე არიან.
სანატრელთა და კეთილადმოხსენებულთა მართლმადიდებელთა მეფეთათვის.
მართლმადიდებელთა მღდელთმთავართათვის.
აღმაშენებელთათვის წმიდისა ამის ეკლესიისათა.
მშობელთა ჩუენთათვის და მოძღუართა, და ყოველთა პირველ წარსრულთა მამათა და ძმათა ჩუენთათვის, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა.
ღმერთმან სანატრელ ყოს და განუსუენოს მათ.
ვთქუათ ყოველთა ამათთვის, უფალოშემიწყალენ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შემიწყალენ ჩუენ, ამინ.

„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა“

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.