საწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
50-ე ფსალმუნი (სინანულისა)
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.
უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
სამწმიდაო
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჩვეულებრივი
სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
დღესასწაულის ტროპარი
შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმობრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, და დახსნა წყევა და მოგვანიჭა კურთხევა, და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო.
ფილიპელთა 4:4–7
გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ; კუალად გეტყჳ: გიხაროდენ. სიტკბოებაჲ ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს. ნურარაჲ გეზრუნვინ, არამედ ყოველსა შინა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვაჲ თქუენი ეუწყენ ღმერთსა. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, დაიცვნეს გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.
ლუკა 11:27–28
და იყო ვითარცა იტყოდა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ხმაჲ ერისა მისგან და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი. ხოლო მან ჰრქუა: ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.
განტევება
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.