გულანი
საცდელი · 1.11.4
ღამისთევა 1 / 10საწყისი ლოცვები

ღამისთევა

საეკლესიო წლის რიგითი დღე

10 ივნისი 2020ხმა 7

მკითხველი

საწყისი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

103-ე ფსალმუნი (წინასწარდამწყები)

აკურთხევს სული ჩემი უფალსა. უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად; აღსარებაჲ და დიდადშუენიერებაჲ შეიმოსე.

შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი; გარდაჰფინენ ცანი, ვითარცა ტყავი.

დიაკონი

დიდი (სამშვიდობო) კვერექსი

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

50-ე ფსალმუნი (სინანულისა)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.

უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

დიაკონი

„აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი“

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენი, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, ძლიერებითა ჯვარისა ვაზისათა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სიმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, წმიდისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, და წმიდათა დიდებულთა და ღვაწლის-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, და წმიდათა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, წმიდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოანე ზედაზნელისა და მისთა თორმეტთა მოწაფეთა და წმიდათა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა, წმიდათა კეთილმსახურთა მეფეთა ბაგრატ III-ისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობლისათა - იოაკიმ და ანასითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი, ანუ დღესასწაული), და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრება, და შეგვიწყალენ ჩვენ.

საკვირაო

ნათელი მხიარული წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა, წმიდისა ნეტარისა, იესო ქრისტე.

გუნდი

აღდგომის საგალობელი · ხმა 7

დაარღვიე ჯვრითა შენითა სიკვდილი და განუღე ავაზაკსა სამოთხე.

მკითხველი

ფილიპელთა 4:4–7

გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ; კუალად გეტყჳ: გიხაროდენ. სიტკბოებაჲ ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს. ნურარაჲ გეზრუნვინ, არამედ ყოველსა შინა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვაჲ თქუენი ეუწყენ ღმერთსა. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, დაიცვნეს გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.

მათე 11:28–30

მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.

მღვდელი

განტევება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.