გულანი
საცდელი · 1.37.0
ღამისთევა 1 / 222კურთხევა

ღამისთევა

საეკლესიო წლის რიგითი დღე

12 დეკემბერი 2018ხმა 3

მღვდელი

კურთხევა

ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

მოვედით, თაყვანი ვცეთ

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 19

1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.

2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;

3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.

4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.

5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.

6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.

7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.

8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.

9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.

ფსალმუნი 20

1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.

3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.

4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.

5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;

6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.

7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.

8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.

9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.

10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.

11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.

12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.

13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.

აწდა: „შესავედრებელო საშინელო“

შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.

მღვდელი

მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“

ესრეთ იტყჳს მღდელი

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა

დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“

ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

ფსალმუნი 3

1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.

2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.

3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.

7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.

ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები

მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

ფსალმუნი 37

1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.

3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;

4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;

6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.

8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.

9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.

10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.

12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.

13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;

14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.

15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.

19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები

ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

ფსალმუნი 62

1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?

2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.

3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.

4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.

5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.

6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.

7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.

8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.

10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.

11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.

ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები

ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფსალმუნი 87

1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;

2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.

4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.

5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.

6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.

10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.

14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.

16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.

ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები

უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

ფსალმუნი 102

1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.

2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,

3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;

4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.

6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.

8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;

10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.

11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;

12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.

13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.

14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;

16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,

18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.

20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.

21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.

22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები

ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 142

1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;

2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.

3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.

4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.

5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.

6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.

7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.

8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.

10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.

12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები

შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

მღვდელი

ცისკრის თორმეტი ლოცვა

ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.

ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დიაკონი

დიდი კვერექსი

ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.

გუნდი

„ღმერთი უფალი“

ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.

ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი · წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (+62)

ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული, და ძმა უაღესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ტროპარი · წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)

ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

მკითხველი

ფსალმუნი 91

და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.

1 კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო,

2 მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.

3 ათძალითა საფსალმუნისაითა და ხმითა ებნისაითა.

4 რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ხელთა შენთაითა ვიხარებდე.

5 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი.

6 კაცმან სულელმან არა ჰსცნას, და უგუნურმან არა გულისხმა-ჰყოს ესე.

7 აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივაი და გამოჩნდეს ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რაითა მოისრნენ უკუნითი უკუნისამდე.

8 ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო.

9 რამეთუ ესერა მტერნი შენნი, უფალო, რამეთუ ესერა მტერნი შენი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უშჯულოებასა.

10 და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაი ჩემი და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა.

11 და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთაი და მათთვის, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა.

12 მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს.

13 დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან.

14 უფროისად განმრავლდეს სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა,

15 რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუვე მის თანა.

ფსალმუნი 92

1 უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას.

2 განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ.

3 აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი.

4 აღსდგენ მდინარენი სლვასა თვისსა, ხმითა წყალთა მრავალთაითა.

5 საკვირველ არიან განცხრომანი ზღვისანი, საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი.

6 წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნეს ფრიად, სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.

ფსალმუნი 93

1 ღმერთი შურის ძიებათაი, უფალი ღმერთი შურის ძიებათაი განცხადნა.

2 ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.

3 ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან.

4 აღმოსთქუან და იტყოდიან სიცრუვესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

5 ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს.

6 ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყვიდეს.

7 და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისხმა-ჰყოს ღმერთმან იაკობისმან.

8 გულისხმა-ჰყავთ აწ, უგუნურ­ნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისხმა-ჰყოთ.

9 რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა. ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა.

10 რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაი?

11 უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამაო.

12 ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და შჯულისა შენისაგან ასწაო მას.

13 დამშვიდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ხნარცვი ცოდვილსა.

14 რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი არა უგულებელს-ჰყოს.

15 ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.

16 ვინ წინა-აღმიდგეს მე უკეთურთაგანი. ანუ ვინ თანა-წარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

17 არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და და-მცა-ემკვიდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.

18 უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერხი ჩემი, წყალობაი შენი, უფალო, შემწევდა მე.

19 მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინისცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.

20 ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უშჯულოებისაი, რომელი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა.

21 მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ.

22 და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა.

23 და მიაგოს მათ უფალმან უშჯულოებაი მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ჰყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან.

ფსალმუნი 94

1 მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა.

2 აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას.

3 რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა.

4 რამეთუ ხელსა შინა მისსა არიან კიდენი ქუეყანისანი და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან.

5 რამეთუ მისი არს ზღუაი და მან შექმნა იგი, და ხმელი ხელთა მისთა დაჰბადეს.

6 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩუენისა.

7 რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ერი სამწყსოისა მისისაი და ცხოვარნი ხელისა მისისანი.

8 დღეს თუ ხმისა მისისაი ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა.

9 სადა იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი.

10 ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი იგი და ვსთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნეს გზანი ჩემნი.

11 ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, უკუეთუ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.

ფსალმუნი 95

1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაი;

2 უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.

3 მიუთხართ წარმართთა შორის მისი და ყოველსა ერსა შორის საკვირველებაი მისი.

4 რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროის ყოველთა ღმერთთა.

5 რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნა.

6 აღსაარებაი და ჰაეროვნებაი არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შეუნიერებაი არს სიწმიდესა მისსა.

7 შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისაი, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა.

8 შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები და შევიდოდეთ ეზოთა მისთა.

9 თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა, შეძრწუნდინ პირისა მისისაგან ყოველი ქუეყანაი!

10 თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.

11 იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაი, აღიძარნ ზღუაი და სავსებაი მისი.

12 იხარებდენ ველნი და ყოველი, რაი არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი.

13 პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თვისითა.

ფსალმუნი 96

1 უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაი, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.

2 ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვაი წარმართებაი საყდრისა მისისაი.

3 ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.

4 გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაი.

5 მთანი ვითარცა ცვილი დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.

6 უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა მისი.

7 ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ხელით-ქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა, თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა.

8 ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო.

9 რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად აჰმაღლდი შენ უფროის ყოველთა ღმერთთა.

10 რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნეს იგინი.

11 ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა სიხარული.

12 იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა.

ფსალმუნი 97

1 უგალობდეთ უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.

2 აჩუენა უფალმან მაცხოვარებაი თვისი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.

3 მოიხსენა მოწყალებაი მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაი მისი - სახლსა ზედა ისრაელისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაი ღმრთისა ჩუენისაი.

4 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.

5 უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ხმითა ფსალმუნისაითა;

6 ნესტვითა ჭედილითა და ხმითა ნესტვისა რქისაითა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.

7 აღიძარნ ზღუაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.

8 მდინარეთა აღიტყუელონ ხელითა თანად, მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს.

9 რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.

ფსალმუნი 98

1 უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქუეყანაი.

2 უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა.

3 აუარებდენ სახელსა შენსა დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს.

4 და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განმზადე სიწრფოებაი, განკითხვაი და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ.

5 აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.

6 მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი.

7 და სუეტითა ღრუბლისაითა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ.

8 უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ მათ და შურის მეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა.

9 აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა; რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.

ფსალმუნი 99

1 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი.

2 ჰმონებდით უფალსა სიხარულით, შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით.

3 და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ, ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი.

4 შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა.

5 რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაი მისი, და თესლითი თესლადმდე არს ჭეშმარიტებაი მისი.

ფსალმუნი 100

1 წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო.

2 გიგალობდე და გულისხმა-ვჰყო გზასა უბიწოსა, ოდეს მოხვიდე ჩემდა, ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისა.

3 არა დავიდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უშჯულოი და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ.

4 არა შემომეყო მე დრკუი გული; გარე-მიქცევაი ბოროტისაი ჩემგან მე არა უწყოდე.

5 რომელი იტყვინ იდუმალ მოყუსისა თვისისა ძვირსა, ესე წარვსდევნი; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი.

6 თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რაითა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მსახურებდა მე.

7 არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავანებაი, რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა.

8 ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა.

დიაკონი

მცირე კვერექსი (პირველი კათისმის შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

ჴსენება მოციქულთა შენთა უფალო, უფროსად განაბრწყინუე, ვითარცა…

ხუთ-შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიქოლოგიისა წარდგომანი მოციქულთანი, ჴმა გ. შუენიერებასა.

ჴსენება მოციქულთა შენთა უფალო, უფროსად განაბრწყინუე, ვითარცა ყოვლად ძლიერმან, რამეთუ განაძლიერენ იგინი მიბაძუად ვნებათა შენთა, და სძლეს ახოვნებით ძალსა ბელიარისსა, ვინაცა მიიხუნეს მადლნი კურნებათანი, მათითა მეოხებითა, მშჳდობაჲ მომადლე ერსა შენსა:

ყოველი ქუეყანაჲ მორწყეს სიტყჳთა, და საღმრთოთა ენითა…

ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი: საღმრთოსა სარწმუნოებასა.

ყოველი ქუეყანაჲ მორწყეს სიტყჳთა, და საღმრთოთა ენითა მოციქულთა, და აღმოაცენეს თავ-წარსხმული სარწმუნოებისა, და აღავსნეს კიდენი ქუეყანისანი, და ღუარძლი ურწმუნოებისა განჰფხურეს, და ყოველთა ქრისტეს ღმრთისა წარუძღუეს, და ნათელსსცემდეს მათ, სამებისა მიმართ დაუსაბამოჲსა:

აურაცხელსა მდიდარსა მოწყალებასა შენსა, და უძლეველსა ძლიერებასა…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა. შუენიერებასა.

აურაცხელსა მდიდარსა მოწყალებასა შენსა, და უძლეველსა ძლიერებასა შენსა, მოვიჴსენებ გონებასა ჩემსა, და საფარუელსა შენსა მოვივლტი, რომელი ესე ბოროტითა უძლურებითა შეპყრობილ-ვარ, და ცრემლით სიღრმით გულისა ჩემისათ ვღაღადებ შენდამი, შემწე-მეყავ მე ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ ხარ ყოვლისა სოფლისა შუამდგომელი:

მკითხველი

ფსალმუნი 101

შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:

1 უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, და ღაღადებაი ჩემი შენდა შევედინ.

2 ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი.

3 რამეთუ მოაკლდა ვითარცა კუამლსა დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი ვითარცა ქარქუეტი განხმეს.

4 იწყლა ვითარცა თივაი და განხმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი.

5 ხმითა სულ-თქუმისა ჩემისაითა შეჰხმეს ხორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა.

6 ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოისასა და ვიქმენ მე, ვითარცა ბუი ნატამალსა.

7 უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლოი სართულსა ზედა.

8 მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს.

9 რამეთუ ნაცარი ვითარცა პური ვჰსჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი.

10 პირისაგან რისხვისა და გულის წყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე.

11 და დღენი ჩემნი ვითარცა აჩრდილი წარხდეს, და მე ვითარცა თივაი განვხემ.

12 ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.

13 შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისაი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი.

14 რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ.

15 და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა - დიდებისაგან მისისა.

16 რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა.

17 მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ჰყო ვედრებაი მათი.

18 დაიწერენ ესე ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა;

19 რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა,

20 რაითა შეისმინოს სულ-თქუმაი შებორკილებულთაი და განჰხსნეს ნაშობნი მოკლულთანი,

21 თხრობად სიონს სახელი უფლისაი და ქებულებაი მისი - იერუსალემს,

22 შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა.

23 მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთაი მითხარ მე.

24 და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაისა; თესლითი თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი.

25 დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაი დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან.

26 იგინი წარხდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ.

27 ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ,

28 ძენი მონათა შენთანი დაემკვიდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.

ფსალმუნი 102

1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.

2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,

3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;

4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.

6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.

8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;

10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.

11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;

12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.

13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.

14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;

16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,

18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.

20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.

21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.

22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 103

1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ,

2 შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.

3 რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;

4 რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;

5 რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.

6 უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.

7 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.

8 აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.

9 საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.

10 რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;

11 ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.

12 მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.

13 დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.

14 რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.

15 და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.

16 განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.

17 მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.

18 მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.

19 შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.

20 დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,

21 ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.

22 აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.

23 გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.

24 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.

25 ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;

26 მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.

27 ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;

28 მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.

29 ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.

30 გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.

31 იყავნ უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.

32 რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.

33 ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

34 ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.

35 მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 104

1 აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.

2 აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკვირველებათა მისთა.

3 იქებოდეთ სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათაი.

4 მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის.

5 მოიხსენეთ საკვირველებათა მისთაი, რომელ ქმნა, სასწაულნი, და სამართალნი პირისა მისისანი.

6 ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილი იაკობისნი რჩეულნი მისნი.

7 თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.

8 მოიხსენა უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი და სიტყუაი, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად,

9 რომელ-იგი დასდვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისააკის თანა.

10 და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაელისა აღთქუმად საუკუნოდ.

11 ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანაი იგი ქანანისაი ნაწილად მკვიდრობისა თქუენისა;

12 რამეთუ იყვნეს იგინი რიცხვით მცირე-მცირე და მსხემ მას შინა.

13 და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად სხუად.

14 არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთვის მეფეთა;

15 ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინასწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ.

16 და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისაი შემუსრა.

17 წარავლინა წინაისწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები.

18 დაამდაბლნეს ბორკილითა ფერხნი მისნი, რკინასა განვლო სულმან მისმან.

19 ვიდრე მოწევნადმდე სიტყვისა მისისა, სიტყუამან უფლისამან გამოახურვა იგი.

20 მიავლინა მეფემან და განჰხსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი.

21 და დაადგინა იგი უფლად სახლისა თვისისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა მისისა;

22 სწავლად მთავართა მისთა ვითარცა თავი თვისი, და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად.

23 და შევიდა ისრაელი ეგვიპტედ, და იაკობ დაემკვიდრა ქუეყანასა მას ქამისსა.

24 და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროის მტერთა მისთა.

25 გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუვად მონათა შორის მისთა.

26 წარავლინა მოსე მონაი მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თვისისა;

27 დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი, და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისსა.

28 მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი.

29 გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყვიდნა თევზნი მათნი;

30 განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთაისა.

31 თქუა, და მოხდა ძაღლის მწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა.

32 დასხნა წვიმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა.

33 და დასცა ვენახები მათი და ლეღუოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისაი.

34 თქუა, და მოხდა მკალი და ბუზი, რომლისა არა იყო რიცხვი;

35 შეჭამა ყოველი თივაი ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისაი.

36 და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა, დასაბამად ყოვლისა ტკივილისა მათისაი.

37 და გამოიყვანნა იგინი ოქროითა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ.

38 იხარა ეგვიპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა.

39 განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე.

40 ითხოვეს, და მოხდა მწყერ-მარხილი, და პურითა ზეცისაითა განაძღნა იგინი;

41 სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი.

42 რამეთუ მოიხსენა სიტყვისა წმიდისა თვისისა, რომელ ჰყო აბრაამის მიმართ მონისა თვისისა.

43 და გამოიყვანა ერი თვისი სიხარულით და რჩეულნი მისნი შუებით.

44 და მისცა მათ სოფლები წარმართთაი, და ნაშრომი ერთაი დაიმკვიდრეს,

45 რაითა დაიცვნენ სამართალნი მისნი და ჰსჯული მისი მოიძიონ.

დიაკონი

მცირე კვერექსი (მეორე კათისმის შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

მოვედით ყოველნი, უგალობდეთ მოციქულთა, ვითარცა მენავეთ-მოძღუართა და…

შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა წარდგომანი, მოციქულთანი, ჴმა გ. საღმრთოსა სარწმუნოებისა.

მოვედით ყოველნი, უგალობდეთ მოციქულთა, ვითარცა მენავეთ-მოძღუართა და წინამძღუართა, რამეთუ კერპთა საცთური განიოტეს, და ნათლად ცხოვრებისად აღმოგჳყუანნეს, და სამებისა დიდება გუასწავეს ამისთჳს ყოველნი მორწმუნენი საჴსენებელსა მათსა დიდებულსა, სარწმუნოებით აღუასრულებთ:

საქმითა მართლ-მადიდებლობისათა, განჰბრწყინდით მოციქულნო, ყოველი ურწმუნოებაჲ დაშრიტეთ…

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო: მსგავსივე.

საქმითა მართლ-მადიდებლობისათა, განჰბრწყინდით მოციქულნო, ყოველი ურწმუნოებაჲ დაშრიტეთ, და მძლედ და ძლევა შემოსილად გამოსჩნდით, ღმრთისმსახურებითა ყოველნი განამდიდრენით, ეკკლესიანი დიდად შეამკუენით, და ღირსად ჰპოვეთ სასყიდელი შრომათა თქუენთა, ქრისტესა ღმერთსა ევედრენით, მონიჭებად ჩუენდა დიდი-წყალობაჲ:

დამთქმული ზღუასა შინა ვნებათასა, უფსკრულისა მიმართ წყალობათა…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა. მსგავსივე.

დამთქმული ზღუასა შინა ვნებათასა, უფსკრულისა მიმართ წყალობათა შენთასა მოვივლტი ღმრთის-მშობელო შემეწიე მე, მოყავ მაჯუენჱ შენი ყოვლად-უბიწოო მონისა მომართ შენისა და მაცხოვნე, ვითარცა ოდესმე ძემან შენმან აცხოვნა პეტრჱ, და შეიწყალე სული ჩემი დანთქმული, მოქცევსა შინა მრავალთა ცოდუათა დაცემათასა:

მკითხველი

ფსალმუნი 105

1 აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

2 ვინ-მე იტყოდეს ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ჰყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?

3 ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.

4 მომიხსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისაითა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.

5 რაითა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაი რჩეულთა შენთაი და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისაითა, რაითა ვიქებოდით ჩუენ სამკვიდრებელთა შენთა თანა.

6 ვსცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უჰსჯულო ვიქმნენით და გეცრუვენით შენ.

7 მამათა ჩუენთა ეგვიპტეს შინა არა გულისხმა-ჰყვნეს საკვირველებანი შენნი, არცა მოიხსენნეს მრავალნი წყალობანი შენნი და განგამწარეს წიაღსვლასა ზღვისა მის მეწამულისასა.

8 და იხსნა იგინი სახელისა მისისათვის, რაითამცა გულისხმა-ჰყვეს ძლიერებაი მისი;

9 და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა და განხმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;

10 და განარინნა იგინი ხელისაგან მოძულეთაისა და იხსნნა იგინი ხელისაგან მტერთა მათთაისა;

11 და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა.

12 და ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი და აქებდეს ქებულებასა მისსა.

13 ისწრაფეს და დაივიწყნეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა.

14 და გულმან-უთქუა გულის-თქუმაი უდაბნოსა შინა, და განსცადეს ღმერთი ურწყულსა შინა.

15 და მოსცა მათ თხოვაი მათი და მოუვლინა სავსებაი სულსა მათსა.

16 და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაი უფლისაი.

17 განეღო ქუეყანაი და დანთქა დათან და დაფარა ბანაკი აბირონისი;

18 და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი.

19 და ქმნეს ხბოი ქორებს და თაყუანის-სცეს კერპსა მას;

20 და ცვალეს მათი მსგავსად ხბოისა მის თივის მჭამელისა.

21 და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოურისა მათისაი, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგვიპტეს შინა,

22 საკვირველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა.

23 და სთქუა მოსრვაი მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი, რაითამცა არა მოსრნა იგინი.

24 და შეურაცხ-ჰყვეს ქუეყანაი იგი გულის-სათქუმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი;

25 დრტვინვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ხმაი უფლისაი.

26 და აღიღო ხელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა.

27 და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.

28 და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგებნი მკუდართაი.

29 და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემაი.

30 და დასდგა ფინეზ და ლხინება-ჰყო, და დაეყენა სრვაი;

31 და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი თესლადმდე მიუკუნისადმე.

32 და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთვის,

33 რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თვისითა.

34 და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთაი ჰრქუა მათ უფალმან.

35 და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი;

36 და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ;

37 და დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა.

38 და დასთხიეს სისხლი უბრალოი, სისხლი ძეთა და ასულთა მათთაი, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაი სისხლითა.

39 და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა.

40 და განრისხნა გულის წყრომით უფალი ერსა თვისსა ზედა და მოიძაგა სამკვიდრებელი თვისი;

41 და მისცნა იგინი ხელთა მტერთასა, და ეუფლნეს მათ მოძულენი მათნი;

42 და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ხელსა მათსა.

43 მრავალ გზის იხსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უჰსჯულოებითა მათითა.

44 და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისაი;

45 და მოიხსენა აღთქუმისა თვისისაი და შეინანა მრავლითა წყალობითა თვისითა;

46 და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა.

47 მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რაითა აუვაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქადოდეთ ჩუენ ქებულებითა შენითა.

48 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე, და სთქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ.

ფსალმუნი 106

1 აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი,

2 თქუედ ხსნილთა უფლისათა, რომელნი იხსნა ხელისაგან მტერთაისა,

3 და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი აღმოსავლით და დასავალით და ჩრდილოით და ზღვით.

4 შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაი ქალაქისა სამკვიდრებელისაი არა ჰპოეს.

5 ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა.

6 ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იხსნნა იგინი.

7 და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რაითა შევიდენ იგინი ქალაქსა მკვიდრობისა მათისასა.

8 აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

9 რამეთუ განაძღო სული ხუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,

10 მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინისათა.

11 რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვაი მაღლისაი განარისხეს;

12 და დამდაბლდა შრომითა გული მათი მოუძლურდეს და არავინ იყო მწე მათდა.

13 ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი.

14 და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა.

15 აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

16 რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.

17 შეეწია მათ გზისა მისგან უჰსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;

18 ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.

19 ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნნა იგინი.

20 მოუვლინა სიტყუაი მისი და განკურნნა იგინი და იხსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.

21 აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა, და

22 შესწირედ მისა მსხუერპლი ქებისაი და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით.

23 რომელნი შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა,

24 მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი ღრმათა შინა.

25 თქუა, და აღსდგა ქარი ნიავ-ქარისაი, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;

26 აღვლენან ცადმდე, შთავლენან უფსკრულადმდე; და სული მათი ძვირთა შინა დადნებოდა.

27 შეშფოთნეს და შეძრწუნდეს ვითარცა მთვრალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა.

28 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი

29 და უბრძანა ნიავ-ქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;

30 და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთ-საყუდელსა ნებისა მისისასა.

31 აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა.

32 აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.

33 დასხნა მდინარენი ოხრად და გამოსავალნი წყალთანი _ წყურიელად,

34 ქუეყანაი ნაყოფიერი-ბიცად უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთაისა.

35 დასდვა უდაბნოი ტბად წყალთა და ქუეყანაი ურწყული _ გამოსადინელად წყალთა;

36 და დაამკვიდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალაქები საყოფელად მათდა,

37 და ითესეს ყანები და დაასხეს ვენახები და ჰყვეს ნაყოფი იფქლისაი.

38 და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.

39 და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძვირთაისა და სალმობისა.

40 მიეფინა შეურაცხებაი მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არა-გზასა.

41 და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა ვითარცა ცხოვარსა ტომებსა მათსა.

42 იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უშჯულოებამან დაიყოს პირი თვისი.

43 ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისხმა-ჰყვნეს წყალობანი უფლისანი?

ფსალმუნი 107

1 განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა.

2 განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე ფსალმუნითა და ებნითა, მე განვიღვიძო განთიად.

3 აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის.

4 რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაი შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაი შენი.

5 აჰმაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს შენი.

6 რაითა იხსნეს საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.

7 ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: ავმაღლდე და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო.

8 ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეუფე ჩემი,

9 მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი, იდუმიადმდე აღვიკუართენ ხამლნი ჩემნი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს.

10 ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე?

11 არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?

12 მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხოურებაი კაცისაი.

13 ღმრთისა მიერ ვჰყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ჰყვნეს მტერნი ჩუენნი.

ფსალმუნი 108

1 ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ.

2 რამეთუ პირი ცოდვილისაი და პირი მზაკვარისაი ჩემ ზედა აღეღო, იტყოდეს ჩემთვის ენითა ზაკულითა.

3 და სიტყვითა სიძულილისაითა მომიცვეს მე და მბრძოდეს მე ცუდად.

4 სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს, ხოლო მე ვილოცევდ.

5 და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი სიყუარულისა წილ ჩემისა.

6 დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა.

7 საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას.

8 იქმნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.

9 იყუნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი ქურივ.

10 შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოვედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.

11 აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაიცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.

12 ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთაი.

13 იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, ნათესავსა შინა ერთსა აღიხოცენ სახელი მისი.

14 აღიხსენედ უჰსჯულოებაი მამათა მისთაი წინაშე უფლისა, და ცოდვაი დედისა მისისაი ნუ აღიხოცებინ.

15 იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით სახსენებელი მათი.

16 ამის წილ, რამეთუ არა მოიხსენა მან ყოფაი წყალობისაი და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.

17 და შეიყუარა წყევაი, და მოვედინ მისა; და არა ინება კურთხევაი, და განეშორენ მისგან.

18 და შეიმოსა წყევაი ვითარცა სამოსელი, და შთახდა ვითარცა წყალი ნაწლევთა მისთა და ვითარცა ზეთი ძუალთა მისთა.

19 ეყავნ მას ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარე-შეირტყამს.

20 ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძვირსა სულისა ჩემისასა.

21 და შენ, უფალო, უფალო, ჰყავ ჩემ თანა სახელისა შენისათვის, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი.

22 მიხსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის.

23 და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე ვითარცა მკალთა.

24 მუხლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ.

25 და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა; მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი.

26 შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.

27 და ჰსცნედ, რამეთუ ხელი შენი ესე არს, და შენ უფალო, ჰყავ ესე.

28 იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონაი შენი იხარებდეს.

29 შთაიცუედ კდემაი, რომელნი მასმენდეს მე, და გარე-შეიმოსედ ვითარცა ორკეცი სირცხვილი მათი.

30 აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას.

31 რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რაითა იხსნას მდევართაგან სული ჩემი.

შენ ქადაგსა ჭეშმარიტებისასა, და ყოვლად ბრწყინუალესა მნათობსა…

შემდგომად გ. სტოხოლოგიისა წარდგომანი, ჴმა გ. საღმრთოსა სარწმუნოებისა.

შენ ქადაგსა ჭეშმარიტებისასა, და ყოვლად ბრწყინუალესა მნათობსა სოფლისასა, შემასხმელნი გიგალობთ ნიკოლოზ, და სარწმუნოებით მუედრებელნი გიღაღადებთ, ვითარცა განარინენ უბრალონი იგი სიკუდილისაგან, ეგრეთუე ჩუენცა გჳჴსნენ წმიდაო განსაცდელთაგან და ჭირთა, და ყოვლისაგან ბოროტისა და ძჳრის ხილჳსა:

ჰბრწყინავთ სარწმუნოებითა წმიდანო, ყოვლად ბრწყინუალენო მნათობნო ღმრთის-მსახურებისანო…

დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა: მოწამეთა.

ჰბრწყინავთ სარწმუნოებითა წმიდანო, ყოვლად ბრწყინუალენო მნათობნო ღმრთის-მსახურებისანო, მკურნალნო მორწმუნეთანო, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად ქებულნო, რამეთუ მძლავრთა ხუეტასა არა შეშინდით, და კერპთა სიცბილი დააკუეთეთ, ვინათგან გაქუნდათ საჭურუელად უძლეველად, ჯუარი ყოვლად ძლიერი, სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისა:

ყოვლად ოქროვნად საყდრად მეუფისა, და სამოთხედ ყოვლად-შუენიერად…

დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა. საღმრთოსა სარწმუნოებისა.

ყოვლად ოქროვნად საყდრად მეუფისა, და სამოთხედ ყოვლად-შუენიერად გამოჰსჩნდი ღის-მშობელო ყოვლად უბიწოო რამეთუ მტჳრთუელი ღმრთისა მუცელსა შინა შენსა განგუასუნნელებ ჩუენ მადლითა საღმრთოჲთა. ამისთჳს ჩუენ ყოველნი ჭეშმარიტად დედად ღმრთისა გქადაგებთ შენ მარადის, და გადიდებთ:

გუნდი

ფსალმუნი 134

1 აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა,

2 რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

3 აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;

4 რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად.

5 რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროის ყოველთა ღმერთთა;

6 ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;

7 აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა,

8 რომელმან დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე;

9 გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა;

10 რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი;

11 სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი;

12 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა.

13 უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე.

14 რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.

15 კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი.

16 პირ ათქს, და არა იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ,

17 ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.

18 ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.

19 სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა, სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა,

20 მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.

21 კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.

ფსალმუნი 135

1 აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

2 აუარებდით ღმერთსა ღმერთთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

3 აუარებდით უფალსა უფალთასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

4 რომელმან ქმნნა საკვირველნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

5 რომელმან ჰქმნნა ცანი გულისხმის-ყოფით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

6 რომელმან დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა ზედა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

7 რომელმან ჰქმნნა ნათელნი დიდ-დიდნი მხოლომან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

8 მზე მფლობელად დღისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

9 მთოვარე და ვარსკვლავები ხელმწიფებად ღამისა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

10 რომელმან დასცა ეგვიპტე პირმშოითურთ თვისით, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

11 და გამოიყვანა ისრაელი შორის მათსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

12 ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

13 რომელმან განაპო ზღუაი მეწამული ორად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

14 და განიყვანა ისრაელი შორის მისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

15 და შთასთხია ფარაო და ძალი მისი ზღუასა მას მეწამულსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

16 რომელმან განიყვანა ერი თვისი უდაბნოდ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

17 რომელმან დასცნა მეფენი დიდ-დიდნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

18 და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

19 სეონ, მეფე ამორეველთაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

20 და ოგ, მეფე ბასანისაი, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

21 და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

22 სამკვიდრებელად ისრაელსა, მონასა თვისსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

23 რამეთუ სიმდაბლესა შინა ჩუენსა მომიხსენა ჩუენ უფალმან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

24 და მიხსნნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

25 რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ხორციელსა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი;

26 აუარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

აღდგომის ტროპარები („გუნდნი ანგელოზთა“)

შემდგომად ნეტარ-არიანისა, და გუნდნი ანგელოზთასა, კუალად:

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
გუნდნი ანგელოზთანი განკვირდეს, რაჟამს გიხილეს შენ მკუდართა თანა შერაცხილ, სიკუდილისა ძალისა დამარღვეველად და ადამის აღმადგინებელად და ქვესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყანებელად, ქრისტე ღმერთო, ყოვლად ძლიერო, და მადლობით გიგალობდეს შენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ჵ, მოწაფენო ქრისტესნო, მენელსაცხებელნო დედანო, რასათვის სიბრალულისა ტირილსა ცრემლითა განაზავებთ ნელსაცხებელსა, ელვარე ანგელოსი საფლავსა შინა ეტყოდა მენელსაცხებლეთა დედათა, იხილეთ და განიცადეთ საფლავი ქრისტეს ღვთისა, რამეთუ აღდგა იგი მკუდრეთით დიდებით და აცხოვნა ყოველი სოფელი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ფრიად მსთუად მირბიოდესშენდა საფლავად მენელსაცხებლენი დედანი ტირილად და გოდებად და მეყსეულად ანგელოსმან ახარა: არა არს ჟამი ესე გოდებისა, აწ უკუე ნუ სტირთ, საყვარელნო, არამედ მიუთხართ მოციქულთა აღდგომა ქრისტეს მეუფისა და სიხარული ყოვლისა სოფლისა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
მენელსაცხებლეთა დედათა, რომელნი განთიად მოსრულ იყუნეს ნელსაცხებელით საფლავსა შენსა, მაცხოვარ, ტირილად, რქუა ანგელოსმან: რაჲსათვის მკუდართა თანა ეძიებთ ცხოველსა და და უკუდავსა, რამეთუ აღსდგა, ვითარცა ღმერთ არს საფლავით ყოვლად ძლიერი და იჴსნნა ადამ ნათესავითურთ და დაჴსნნა ქვესკნელისა მოქლონნი.
დიდება
დიდება თაყვანისვსცემთ მამასა ძით და სულით წმიდითურთ, სამებით ერთარსებით სამთვითებასა სამგვამოვნად ცნობილსა, მამასა ღმერთსა დაუსაბამოსა და ძესა ღმერთსა თანასწორსა, სულსა წმიდასა ღმერთსა და ვიტყვით: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, სამებაო, ერთარსებაო.
აწ და
ცხოვრება ადამის ბრალთა დამჴსნელი გვიშევ, ჵ, ღვთისმშობელო, და ევას მწუხარებაჲ სიხარულითა უოხჭნოჲთა აღავსენ, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან ხრწნილება მათი უხრწნელ ჰყო, იშვა რა ორითა ბუნებითა, ღმერთი სრული და კაცი სრული და კუალად მაგნა მუნვე სამოთხედ.

დიაკონი

მცირე კვერექსი (ევლოგიტარიების შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

იპაკოი

იპაკო, აღსავალი ჴმისა, წარდგომა აღდგომისა (ხოლფო უკეთუ დღესასწაული რამე იყოს, დღესასწაულისა).

აქ იკითხება დღის წარდგომა (დასჯდომელი).

გუნდი

აღსავალნი

აქ იკითხება დღის ტროპარი თვენიდან ან რვახმიდან.

დიაკონი

წარდგომა

აქ იკითხება დღის წარდგომა.

მღვდელი

ასამაღლებელი „რამეთუ წმიდა ხარ შენ“

დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

დიაკონი

„ყოველი სული აქებდით უფალსა“

დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუჴლი. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

სახარების წინ

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
და მღდელმან: მშჳდობა ყოველთა.
ერთა: და სულისაცა შენისა თანა.
და მეყსეულად იტყჳს: (სახელსა მახარებელისასა) წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა
დიაკონმან: მოხედენ.

მკითხველი

მთ. 4:18–23 · დას. 9

დღესასწაულისა

4:18 და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე.

19 და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.

20 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.

21 და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ.

22 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას.

23 და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.

გუნდი

სახარების შემდეგ

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

„აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა ვჰყოთ ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით. მოვედით, ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს იდვა, და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

მკითხველი

ფსალმუნი 50

არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გუნდი

ფსალმუნის 50-ის შემდეგ

მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
აწ და
მეოხებითა ღვთისმშობლისათა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
აღსდგა რა იესო განთიად, ვითარცა სთქუა პირველად და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობა.

დიაკონი

„აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი“

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენი, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, ძლიერებითა ჯვარისა ვაზისათა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სიმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, წმიდისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, და წმიდათა დიდებულთა და ღვაწლის-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, და წმიდათა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, წმიდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოანე ზედაზნელისა და მისთა თორმეტთა მოწაფეთა და წმიდათა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა, წმიდათა კეთილმსახურთა მეფეთა ბაგრატ III-ისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობლისათა - იოაკიმ და ანასითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი, ანუ დღესასწაული), და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრება, და შეგვიწყალენ ჩვენ.

მკითხველი

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მღვდელი

ასამაღლებელი „წყალობითა და მოწყალებითა“

წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

რომელმან წამის-ყოფით, შეჰკრიბნა წყალნი, შესაკრებელსა ერთსა მან…

ხუთ-შაბათსა ცისკრად, კანონი წმიდათა მოციქულთა. გალობა ა. ჴმა გ. სძლისპირი.

რომელმან წამის-ყოფით, შეჰკრიბნა წყალნი, შესაკრებელსა ერთსა მან განუღო, მეწამული ზღუა ერსა ისრაილისასა, ესე არს ღმერთი ჩუენი, დიდებული და ქებული, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ-არს:

ეკკლესიისა სუეტთა, და საფუძუელთა, სარწმუნოებისათა დამტკიცებულთა, და…

ტროპარნი.

ეკკლესიისა სუეტთა, და საფუძუელთა, სარწმუნოებისათა დამტკიცებულთა, და ყოველთა მორწმუნეთა განმამტკიცებელთა, დიდებულთა მოციქულთა, მოვედით უგალობდეთ, რათა გუაცხოვნეს ღმერთმან მეოხებითა მათითა:

მართლ მადიდებლობისა, სუეტნო მტკიცენო, შებრკოლებული ესე მტერისაგან, და ქუეყანად დაკუეთებული და მომკუდარი, და სასო-წარკუეთილი, აღმადგინეთ რათა ვჰპოო, შეცოდებათა ჩემთა, შენდობაჲ ჵ მოციქულნო:

პირუელ სასჯელისა მის, ჵ მართლ-მსაჯულო უძღები ესე დავჰსჯი თავსა ჩემსა, რამეთუ ურიცხუთა ცოდუათა თანა-მდებვარ, მაცხოვნე ვედრებითა, მოციქულთა შენთათა, სასო წარკუეთილი ესე, რათა გიგალობდე შენ:

წმიდათა მოციქულთა, და მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუელთა, და…

ღმრთის-მშობლისა:

წმიდათა მოციქულთა, და მოწამეთა, და წინასწარ-მეტყუელთა, და მართალთა თანა შენგან შობილსა ევედრე ღმრთის-მშობელო, რათა მოაკუდინნეს ვნებანი ჴორცთა ჩემთანი, და მომანიჭოს მე ცხოვრებაჲ დაუსრულებელი:

ყოვლად ბრწყინუალესა, ლამპარსა დაუშრეტელსა, სუეტსა ქუეყნიერსა, და…

სხუა, კანონი, წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა. გალობა ა, ჴმა გ. სძლისპირი. უგალობდეთ უფალსა.

ყოვლად ბრწყინუალესა, ლამპარსა დაუშრეტელსა, სუეტსა ქუეყნიერსა, და ლიმენად საღმრთოდ მომწოდებელსა, ღელჳთა სოფლისათა დანთქმულნი პატივს-ვჰსცემდეთ ყოველნი ნიკოლოზს, და სურჳლით ვნატრიდეთ:

ძალითა საღმრთოთა განძლიერებულმან ყოვლად ნეტარო, შური კეთილ-მსახურებისა გულის-ჴმის-ჰყოფისაებრ მოიგე, რომლისათჳს იჴსნენ გულუებადნი მოკლუად უბრალოდ, ვინა გევედრებით შენ, ყოვლისაგან უსამართლოჲსა განბოროტებისა გჳჴსნენ ჩუენ ნიკოლოზ:

ოხა შესწირე მამაო უფლისა მიმართ მოუკლებელად, რათა ცოდუათაგან, და ათისა ტანჯჳსა საუკუნოჲსა, და განსაცდელთაგან და ჭირთა გჳჴსნნეს ჩუენ, ვითარცა მხოლომან სახიერმან.

კიდობანსა საღმრთოსა დამტევნელსა სჯულისა მომცემელისასა, წარმჴდელსა ყოველთა…

ღმრთის-მშობლისა.

კიდობანსა საღმრთოსა დამტევნელსა სჯულისა მომცემელისასა, წარმჴდელსა ყოველთა უსჯულოებათა ჩუენთასა, გამოუთქმელისათჳს, უფსკრულისა საღმრთოსა წყალობისა მისისა, მარიამს ყოვლად უბიწოს ერთ-ჴმობით უგალობდეთ:

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და…

სხუაჲ კანონი წმიდისა, მუჴლი 8 გალობა 1, უგალობდითსა, ხმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ჵ მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჵ მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა ვახტანგისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე.

აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო მეფეო, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა წარმართენ სლვანი შენი მცნებათა მიმართ საღმრთოსა.

მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და მართლმორწმუნენი შეიყუარენ, ხოლო ცეცხლისმსახურნი განასხენ და საცეცხლურნი მათნი დაშრიტენ.

ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ჴელმწიფეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ჴელმწიფეო, და მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო.

ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისაჲ მჴნჱ, ესრეთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო.

რომელმან სიტყჳთ, არა რასაგან, არსად შექმნენ დაბადებულნი…

გალობა გ. სძლისპირი.

რომელმან სიტყჳთ, არა რასაგან, არსად შექმნენ დაბადებულნი და განამტკიცენ სულითა, მპყრობელო ყოველთაო, განმაძლიერენ შენდამი მორწმუნენი:

რომელთა ეგე, საღმრთოთა მოძღურებითა, განაშუენეთ სოფელი, საღმრთოთა…

ტროპარნი.

რომელთა ეგე, საღმრთოთა მოძღურებითა, განაშუენეთ სოფელი, საღმრთოთა საქმეთა მიერ, სული ჩემი აღავსეთ, გულის-სიტყჳთა, კეთილთა მოციქულნო:

ბევრეულთაგან, საცთურთა მტერისათა, და ჭირთა და ურუათა, და ყოველთა განსაცდელთა, მიჴსენით მოციქულნო, ქრისტეს ღმრთისანო, მადიდებელი თქუენი:

ვაჲმე ცოდჳლო, სულო ჩემო გლახაკო, რამეთუ განარისხებ, ღმერთსა მარადის ცოდჳთა, და ვითარმე შეგინდოს, მჴსნელმან თჳნიერ, ბრალთა დაცადებისა:

კიბე რომელი, იხილა იაობმან, რომლითა გარდამოხდა, ღმერთი…

ღმრთის-მშობლისა.

კიბე რომელი, იხილა იაობმან, რომლითა გარდამოხდა, ღმერთი შენ-ხარ ღმრთის-მშობელო, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა, და შეწყალებად, მოციქულთა თანა დღეს:

ეჰა ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან ცუდო…

სხუა, სძლისპირი.

ეჰა ბერწო სულო ჩემო, და ნაყოფთაგან ცუდო, აღყუავენ ღმრთისა მიერ, და ნაყოფიერი ესრეთ ღაღადებდ, არავინ-არს წმიდა არავინ-არს მართალ შენებრ უფალო:

გამოჰსჩნდი სულიერ აღლესულ მახჳლ ბრძენო, მომკუეთელ ბოროტთა ღუარძლთა მწუალებელთასა, და კეთილთა საქმეთა ალაგთა საცხოვრებელ;თა, დამავაკებელ მორწმუნეთად, მამაო ნიკოლოზ:

შენ წყაროსა აღმომადინებელსა, კურნებათა ნაკადულთასა, გევედრებით წმიდაო განრცხად ბიწთა ვნებათა ჩუენ ყოველთასა, მეოხებითა შენითა, და ჰჴსნად განსაცდელთა და ჭირთაგან:

ძლიერთა მიერ ლოცუათა შენთა დაამჴუ მტერი და განაძლიერენ აწ მას ზედა მოუძლურებულნი გულის-სიტყუანი ჩუენნი, ვნებათა კუეთებითა, მოწოდებითა წმიდათა ლოცუათა შენთათა, მამაო ნიკოლაოს:

ვერ შემძლებელ-არს გონება გულის ჴმის-ყოფად, უაღრეს გონებისა…

ღმრთის-მშობლისა.

ვერ შემძლებელ-არს გონება გულის ჴმის-ყოფად, უაღრეს გონებისა შობასა საკჳრუელისა შობისა შენისასა, ღმრთის-მშობელო ყოვლად-უბიწოო. ამისთჳს გევედრები შენ, გონება ჩემი მადლიერჰყავ მარადის დიდებად შენდა:

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და…

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.

იყავ, მჴნეო, გამოცდილ მჴედრობითსა წყობასა და კუეთებასა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

იყავ, მჴნეო, გამოცდილ მჴედრობითსა წყობასა და კუეთებასა, ბრძენო, წინააღმდგომთა ყოველთასა, რომლითა დასცენ და შემუსრენ ცეცხლისა თაყუანისმცემელნი. ეგრეთვე აწ ბნელი უღმრთოთაჲ განხადე და განანათლენ მორწმუნენი.

ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან შეუძლო დავიწყებად შრომათა შენთა, რამეთუ არა სცემდი განსუენებასა თავსა თჳსსა და დააფუძნე ტფილის-ქალაქი ჩუენი დიდებული და საძირკველად სულიერად დაუდე წმიდანი ეკლესიანი მსგავსად იერუსალჱმისა

შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და გიღაღადებთ:

დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, ვახტანგ გორგასალო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უჴორცომან, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად და სიხარულითა ღუაწლისა შენისაჲთა ეკლესიაჲ შუენიერად მეწამულ-ყავ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე.

დიაკონი

მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)

ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცჱ და ურღვეველი…

წარდგომაი, ხმაჲ 4

ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცჱ და ურღვეველი ზახებასა მტერთასა არა შეშინდი, არამედ მძლავრთა უშჯულოებანი განაქიქე და მბრძოლთა მტერისაჲთა ცხადად არცხვინე, ხოლო მოიკალ რაჲ ჴელითა სპარსთაჲთა, ზეცისა მჴედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული ქრისტესა წარმოუდეგ. ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთა.

ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურვილი და სიყუარული შენი და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურვილი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, რამეთუ სხუათა მათ სათნოებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძარნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და ეკლესიაჲ მოციქულთაჲ სუეტი ცხოველი განაახლე და შეამკევ მცხეთას.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტის გარემოდგომილებისა გჳჴსენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოებაჲ შენ ზედა დაგვიძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა ჩუენ თანა უფალო, და…

გალობა დ. სძლისპირი.

ჰყავ სიყუარული, სიმტკიცისა ჩუენ თანა უფალო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი, სოფლად მოავლინე და სიკუდიდ მიეც ამისთჳსცა ქებით ვღაღადებთ შენდამი დიდება ძალსა შენსა უფალო:

მსგავსად ელუათა, და შარავანდედთასა განფინენ სოფლისა სავსებასა…

ტროპარნი:

მსგავსად ელუათა, და შარავანდედთასა განფინენ სოფლისა სავსებასა შინა, მოციქულნი შენნი ქრისტე მეუფეო, და უმეცრებისა ბნელი განსდევნე, და ქუეყანაჲ ბრწყინუალედ განანათლე:

ზღუანი უფსკრულნი, ბოროტთა ცოდუათა ჩემთანი, დამთქმენ მე, და უჯეროთა გულის-თქმათა, ღელუანი შეაშთობენ სულსა ჩემსა, მოწაფეთა შენთა მეოხებითა, მიჴსენ სახიერ და განმარინე:

ვჰსძრწი და მეშინის, მეორედმოსლჳსა შენისაგან, რამეთუ სჳნიდისი ჩემი, მგუემს და შემასმენს პირუელ სასჯელისა მის, და დასჯის ულმობელობასა ჩემსა, ლმობიერ-მყავ ქრისტე მეუფეო:

ღმრთისა სიტყუაო, რომელი იშევ ქალწულისაგან, მისითა შუა-მდგომელობითა…

ღმრთის-მშობლისა.

ღმრთისა სიტყუაო, რომელი იშევ ქალწულისაგან, მისითა შუა-მდგომელობითა, და ბრძენთა მოციქულთა შენთა ვედრებითა, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, გევედრებით იჴსნენ სულნი ჩუენნი:

ღმრთისა მიმართ შუა-მდგომელად წინა-დადებულ-გჰყოფენ მარადის ყოველნი მორწმუნენი…

სხუა. სძლისპირი. მთად ჩრდილოდ.

ღმრთისა მიმართ შუა-მდგომელად წინა-დადებულ-გჰყოფენ მარადის ყოველნი მორწმუნენი. ამისთჳს გევედრებით შენ განსაცდელთაგან ბოროტთა, და დაცემათა ცოდუათასა გჳჴსნენ ჩუენ მამაო:

გაქუს შენ წყალი ცხოველი გულსა შორის შენსა მადლისა უფლისა, და მარადის შეაცურევ ბრძენო სიცხითა ჭირისათა, და სიჴმელითა ცოდჳსათა განცდილთა, რომელთა ეგულუების ბოროტად წარწყმედაჲ ყოვლად სანატრელო:

რომელმანცა იჴსნენ ოდესმე წარყუანებულნი სიკუდილად უმართლოდ ყოვლად სანატრელო, ჩუენცა გუაცხოვნენ აწ მაჭირუებელთაგან განმჴრწნელთა კაცთა, და ყოვლისაგან საეშმაკოსა საცთურისა:

სიტყუა რომელი განჴორციელდა მრავლითა სახიერებითა ჰშევ შენ…

ღმრთის-მშობლისა.

სიტყუა რომელი განჴორციელდა მრავლითა სახიერებითა ჰშევ შენ იგი გამოუთქმელად, რომელსა ევედრე უბიწოო ჴსნად ყოველთა ჴორციელთაგან ვნებათა და ბიწთა, და ყოველთაგან იწროებათა სოფლისათა:

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ…

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

ქებით შეგამკობთ შენ, ღირსო მეფეო, და მეოხ-გყოფთ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ქებით შეგამკობთ შენ, ღირსო მეფეო, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა წყალობითა ჴელი აღგვიპყრას სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთა.

მღდელთმთავარნი მღდელთა თანა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მღდელთმთავარნი მღდელთა თანა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი, ყრმანი, და ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ ეკლესიად მოკრბება და სიხარულით აღასრულებს ჴსენებასა შენსა.

ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ, ახოვანო მეფეო ვახტანგ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: მოგჳჴსენენ საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა.

ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცის-კიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე, გევედრებით, სიწმიდითა შენითა.

რომელმან სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალ-ღონჱ იგი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

რომელმან სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალ-ღონჱ იგი სივერაგჱ მტერისაჲ დაამჴუე, აწ მაღალთა მათგან სავანეთა მოგუჴედენ, ახოვანო, და წინაშე ღმრთისა შეგვეწიე.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო.

შენდა აღჳმჰსთობთ წარუალისა ნათლისა, მომეც ჩუენ კაცთ-მოყუარე…

გალობა ე. სძლისპირი.

შენდა აღჳმჰსთობთ წარუალისა ნათლისა, მომეც ჩუენ კაცთ-მოყუარე შენი მშჳდობაჲ, და ნათელსა მცნებათა შენთასა, მიძღოდე სლუად გზათა შენთა:

რაჟამს განკაცენ, ადამიანთათჳს ქრისტე, ცად მეტყუელად გამოაჩინენ…

ტროპარნი.

რაჟამს განკაცენ, ადამიანთათჳს ქრისტე, ცად მეტყუელად გამოაჩინენ მოციქულნი, დიდებისა, შენისა საღმრთოჲსა, მათ მიერ შეგჳწყალენ ჩუენ:

მეოხებითა, მოციქულთათა სახიერ, ყოველთა ძჳრთა და ჭირთა და ურუათაგან, და ყოველთა, საცთურთაგან გჳჴსნენ, სამწყსონი და მონანი შენნი:

ჵ უბადრუკო, სულო და უნაყოფოო, ვითარ წარმოუდგე საშინელსა მსაჯულსა, შეინანე და სათნოებათა ნაყოფნი, გამოიჴუენ შენ:

რომელი იგი გამოუთქმელად განკაცნა, უბიწოთა სისხლთა შენთაგან…

ღმრთის-მშობლისა.

რომელი იგი გამოუთქმელად განკაცნა, უბიწოთა სისხლთა შენთაგან ქალწულო. მას ევედრე, და ითხოვე ჩუენ-თჳს, ლხინებაჲ ვითარცა ძისაგან:

ნათლისა წმიდისა წინაშე მდგომარემან, და მის-მიერ მარადის…

სხუა. სძლისპირი. შენდა აღჳმსთობ.

ნათლისა წმიდისა წინაშე მდგომარემან, და მის-მიერ მარადის, გამოსრულითა ცისკრითა განათლებულმან მამაო, განწმედაჲ გჳთხოვე ჩუენ და მშჳდობაჲ:

უფროს ყოველთა კაცთა განმარისხებელი შენი გონებითა უგულის-ჴმოჲთა, შემიწყალე ყოვლად სახიერო მჴურუალითა ლოცჳთა ნიკოლოზისათა:

რომელმან ესე წარულე მოწყინებასა შინა ცხოვრებაჲ ჩემი, გევედრები შენ მამაო ნიკოლოზ, აღადგინე სინანულისა მიერ შეგინებული გონება ჩემი:

ვითარცა მხოლომან ანგელოსთა სიხარულმან ღმრთის-სახარულევანო, სიხარულითა აღავსე…

ღმრთის-მშობლისათა.

ვითარცა მხოლომან ანგელოსთა სიხარულმან ღმრთის-სახარულევანო, სიხარულითა აღავსე მწუხარჱ გონებაჲ ჩემი, და მცონარებითა დანთქმული:

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და…

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყუარე.

ჵ, დიდებული საკჳრველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჵ, დიდებული საკჳრველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა ბრწყინავ შენ, უძლეველო მეფეთა შორის, და ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა, ღირსო.

ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლდი შენ, ღირსო მეფეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლდი შენ, ღირსო მეფეო, და დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალსა და განანათლე შენდა რწმუნებული ერი ქრისტჱს მოსახელჱ, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ლოცვითა შენითა, გევედრებით.

ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ.

დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო, ღირსო წამებისაო, მეფეო ვახტანგ გორგასალო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტჱსთჳს და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთჳს.

აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ.

სიღრმეთა, ცოდჳსათა მომიცუეს მე, განმჴრწნელთა სულისათა, არამედ…

გალობა ვ. სძლისპირი.

სიღრმეთა, ცოდჳსათა მომიცუეს მე, განმჴრწნელთა სულისათა, არამედ შენ კაცთ-მოყუარე, მოყავ მარჯუენა შენი, და მსგავსად იონასა მიჴსენ და ვითარ პეტრე, დანთქმისაგან აღმომიყუანე:

უფსკრულად, სიბრძნისა სულიერისა, ჰყუნა ქრისტემან კრებულნი წმიდათა…

ტროპარნი.

უფსკრულად, სიბრძნისა სულიერისა, ჰყუნა ქრისტემან კრებულნი წმიდათა მოციქულთანი, და სოფლისა სიბრძნეთა, ჴელნი უფსკრულნი განაჴმნა, და მორწმუნეთა, კრებულნი მორწყნა, და აღაყუავილნა:

სულთ-ითქუემდ, სულო და სცრემლეოდე, და ჰჴმობდ უფლისა მიმართ, შეგცოდე შენ მეუფეო, მოწყალეო მილხინე, ბრძენთა მოციქულთა შენთა მეოხებითა, და ნუ დამსჯი საწყალობელსა:

ეკუეთნეს, ვნებათა მდინარენი, და გულისა ჩემისა, სახლი დასცეს არამედ თქუენ, მოციქულნო ქრისტესნო, განმაახლეთ შემუსრჳლი, და ცხოვრებისა, მიმართ საღმრთოჲსა, წარმიძეღჳთ მე:

კრებული, მოციქულთა უფალო, გევედრების მჴურუალედ, დედისა შენისა…

ღმრთის-მშობლისა.

კრებული, მოციქულთა უფალო, გევედრების მჴურუალედ, დედისა შენისა თანა, ლხინებასა მოფენად, მონათა შენთა ზედა, მოწყალე-გუექმენ, კაცთ-მოყუარეო, და გუაცხოვნენ ჩუენ:

სიღრმენი ვნებათანი, და გრიგალნი წინა-აღმდგომთა ქართანი აღდგეს…

სხუა. სძლისპირი.

სიღრმენი ვნებათანი, და გრიგალნი წინა-აღმდგომთა ქართანი აღდგეს ჩემ ზედა, არამედ უსწრუე მაცხოვარ და მაცხოვნე, და ხრწნილებისაგან მიჴსენ მე, ვითარ იგი აცხოვნე ვეშპისაგან წინასწარ-მეტყუელი:

მოაკუდინენ ასონი კრძალულებისა მიერ, და მოიგე ცხოვრებაჲ დაუბერებელი, რომლისა ჩუენცა ზიარ-მყუენ ბრძენო ლოცჳთა შენითა, და განგუარინენ ბოროტისაგან ცოდჳსა:

აფრითა სამღუდელოჲთა ლოცუათა შენთათა, მოქცევისაგან განსაცდელთა, მრავალ-სახეთასა, და ცოდუათა სიღრმისაგან გჳჴსნენ ჩუენ, და მიგჳყუანე ლიმენად ცხოვრებისად ბრძენო მღუდელ-მთავარო:

შეამკევ საყდარი მირონ ლუკიისა, და სამკაულ მღუდელ-მთავართა გამოსჩნდი, არამედ მეოხებითა შენითა მსოფლიოთაგან განსაცდელთა უვნებელად გჳჴსნენ ჩუენ მღუდელ-მთავარო:

დამკჳდრებულმან საშოსა შინა შენსა სიტყუამან დედაო უბიწოო…

ღმრთის-მშობლისა.

დამკჳდრებულმან საშოსა შინა შენსა სიტყუამან დედაო უბიწოო, ოდესმე კაცთა შორის დამკჳდრებული იგი ხრწნილება გარდასლჳსა, ვითარცა მხოლომან ღმერთმან გარე განსდევნა სახიერებითა წყალობისათა:

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და…

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცჱ ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.

სამეფო ძოწეულითა შემკულმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

სამეფო ძოწეულითა შემკულმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ და წმიდაჲ ეკლესიაჲ ქართველთაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე და შეამკევ, აწ მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუხედენ და გზაჲ იგი ჩუენი სამეუფოჲ წარგვიმართენ.

ჯაჭვი სარწმუნოებისაჲ სიმჴნითა შეიმოსე, და ნიში ჯუარისაჲ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჯაჭვი სარწმუნოებისაჲ სიმჴნითა შეიმოსე, და ნიში ჯუარისაჲ საჭურველად აღიღე და მჴედრად ქრისტესა ახოვნად გამოჩნდი, რამეთუ წინა-აღუდეგ მძლავრთა და დააკუეთე ეშმაკისა საცთური.

მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმჴნჱ შენი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმჴნჱ შენი, და აცისკრებს გონებასა ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმრთელჱ ცნობისაჲ, და სიმტკიცჱ გონებისა შენისაჲ, აწ ცისკროვან-ყავ, კურთხეულო მეფეთა შორის, გონებაჲცა ჩუენი.

ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტჱსთა, რომელმანცა მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.

ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ოხითა შენითა.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

დიაკონი

მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

კონდაკი · წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (+62)

კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა

სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.

კონდაკი · წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)

ზესთამბრძოლო უძლეველო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, რომელმან სადიდებლად ღმრთისა იღუაწე და ერსა შენსა ქრისტეს-მოყუარესა ანდერძად მიეც: მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკუდილსა, რაჲთა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ, სიხარულით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა და გიგალობთ: გიხაროდენ, ვახტანგ მეფეო წმიდაო, სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთაო.

კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი

კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა

აქ იკითხება დღის კონდაკი.

ღმრთისა სიტყუასა რომელმანცა, ცეცხლსა შინა შეაცურივნა, სამნი…

გალობა ზ. სძლისპირი.

ღმრთისა სიტყუასა რომელმანცა, ცეცხლსა შინა შეაცურივნა, სამნი ყრმანი, ღმრთის-მეტყუელნი, და ქალწულმან შუა, შევამკობდეთ ყოველნი და ესრეთ ვღაღადებდეთ, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:

ნათელმან სოფლისამან ქრისტე, ნათლად გამოგაჩინა თქუენ, ნათლით-შემოსილნო…

ტროპარნი.

ნათელმან სოფლისამან ქრისტე, ნათლად გამოგაჩინა თქუენ, ნათლით-შემოსილნო წმიდანო მოციქულნო, და ბნელი საცთურისა, თქუენ მიერ განაქარუა, და განანათლა ბრწყინუალედ გულნი მორწმუნეთანი:

ჩუენთჳს შემზადებულნი საბრჴენი, მჴდომისანი შემუსრენით თქუენ, ღმრთის-მეტყუელნო, მოციქულნო და ალაგნი, სინანულისანი ჩუენ კეთილად განგჳღენით, რომელნი ესე მოვივლტით თქუენდა და გევედრებით:

დაყროლებული სული ჩემი, ჴორციელთა ვნებათაგან, ვითარცა საღმრთოჲთა მარილითა შეანელეთ, წმიდანო მოციქულნო სათნოებათა მიერ, და სიმპალჱ მისი მადლთა სუნნელებითა აღავსეთ:

შუენიერებაო საღმრთოო, ყოველთა ნათესავთაო, კეთილთა საქმეთა მიერ…

ღმრთის-მშობლისა.

შუენიერებაო საღმრთოო, ყოველთა ნათესავთაო, კეთილთა საქმეთა მიერ განმაშუენე მე, და მოციქულთა თანა ევედრე ძესა შენსა, რომელი განკაცნა უბიწოთა მათ სისხლთა შენაგან:

წარწყმედელი ერთა უფლისათა, არიოს უგუნური მოაშთუე ძარღჳთა…

სჴუა. სძლისპირი. სამნი ყრმანი.

წარწყმედელი ერთა უფლისათა, არიოს უგუნური მოაშთუე ძარღჳთა სიტყუათა შენთათა, ვითარცა ჭეშმარიტმან მწყემს-მთავარმან მამაო ნიკოლოზ:

უბიწოდ წარულე ყოვლად წმიდა ცხოვრებაჲ შენი, და აწ მყოფ-ხარ წმიდათა თანა მამაო ნიკოლოზ, და გარდამოუვლინებ განწმედასა და განათლებასა რომელნი პატივით გნატრიან შენ:

ვითარცა მჴსნელსა განმზადებულსა, და ვითარცა შემწესა მჴურუალესა, მოგიწოდთ შენ მამაო ნიკოლოზ, ვნებათაგან გჳჴსნენ ჩუენ, და ანაზდათაგან განსაცდელთა ჩუენ ზედა მოსრულთა:

რომელმან ესე დავაბნელე სული უკრძალუელობისა მიერ, განანათლე…

ღმრთის-მშობლისა.

რომელმან ესე დავაბნელე სული უკრძალუელობისა მიერ, განანათლე უბიწოო ნათლისა მშობელო, და აღანთე ლამპარი გულისა ჩემისა, რათა გულსმოდგინებითა კეთილთა გადიდებდე შენ:

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა…

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფეი ქართველთაჲ, ამისთჳსცა უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და ღაღადებდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერთა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ წინაშე ღმრთისა მდგომარემან, ვითარცა მოღუაწემან, ითხოვე ერისათჳს ჩუენისა ძლევაჲ მტერთა ზედა.

ვითარცა განაქარვე საცთური იგი ცეცხლ-თაყუანისმცემელთაჲ და კარი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა განაქარვე საცთური იგი ცეცხლ-თაყუანისმცემელთაჲ და კარი სარწმუნოებისაჲ განუღე მრავალთა ერთა, ეგრეთვე მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთა და გჳჴსენ ვნებათაგან.

მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად სიკუდიდ, მჴნეო და ღირსო მოწამეობისაო, და ამცნე სახლეულსა შენსა და ერსა, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რაჲთა მოიგონ წარუვალი დიდებაჲ.

ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, პატიოსანი გუამი შენი დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა“, გარნა ძალითა ქრისტჱსითა სიკუდილისა შემდგომადცა ყოველთა მვედრებელთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა.

კუართი შენი წმიდაჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

კუართი შენი წმიდაჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და შეიმოსე იგი სიწმიდით, კეთილმსახურო მართალო და დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, და ქრისტესა მეუფისა თანა იხარებ და გჳრგჳნითა უხრწნელებისაითა შემკობილი უჴორცოთა თანა ადიდებ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოჳვლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

მონებად ღმრთისა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

მონებად ღმრთისა აღდგომილნი, ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა, და ალისაგან არა ევნოთ და გალობით იტყოდეს, აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

მტერისა მიერ ბოროტისა, მოვიწყალ ლახურითა ვნებათათა და…

ტროპარნი.

მტერისა მიერ ბოროტისა, მოვიწყალ ლახურითა ვნებათათა და განჳგმირე, ულმობელობითა გულისათა, მოციქულნო წმიდანო, განმკურნეთ მე, უღონო და სასოწარკუეთილი, რამეთუ თქუენ-ხართ სულთა და ჴორცთა მკურნალი:

ქადაგთა წმიდათა ქადაგებაჲ, განეფინა ყოველთა კიდეთა რომლითა, ასწავეს ერთა საკჳრუელად, სამებაჲ ერთარსებაჲ, ერთბუნებად და ერთ-უფლებად და ერთ-მთავრობად, უკუნითი უკუნისამდე და მერმეცა:

ფრიად შეცოდებული ესე, და სულგრძელებისა საღმრთოჲსა დამტკეპნელი, ბრალთავე შინა დადგრომილი, მომაქციე სახიერ, რომელმანცა, უწყი დიდი ესე მედგრობაჲ ჩემი, და ბოროტთა საქმეთა სიყუარული:

მარწუხო საღმრთოო რომელმან, ცეცხლი ღუთაებისა გამოუთქმელად, შეიწყნარე…

ღმრთის-მშობლისა.

მარწუხო საღმრთოო რომელმან, ცეცხლი ღუთაებისა გამოუთქმელად, შეიწყნარე, ვნებათა ჩემთა მოტყინარენი, ნაკუერცხალნი დაშრიტენ, ვედრებათა, შენთა ცუარითა უბიწოო, და წმიდათა მოციქულთა ოხითა:

რომელი ანგელოზთაგან მაღალთა შინა დიდებულ-არს ღმერთი დაუდუმებელად…

სხუა. სძლისპირი.

რომელი ანგელოზთაგან მაღალთა შინა დიდებულ-არს ღმერთი დაუდუმებელად, ცანი ცათანი, ქუეყანა და მთანი და ბორცუნი და სიღრმენი, და ყოველი ნათესავი კაცთა, გალობით აკურთხევდით მას ვითარცა შემოქმედსა და მჴსნელსა, და უფროსად ამაღლებდით ყოველსა შინა უკუნისამდე:

ქუეყანაჲ მშჳდთა დაიმკჳდრე, რამეთუ მშჳდ უკუე იქმენ…

ტროპარნი.

ქუეყანაჲ მშჳდთა დაიმკჳდრე, რამეთუ მშჳდ უკუე იქმენ ღირსო, ამისთჳს გევედრები შენ სარწმუნოებით, დაამშჳდენ ჩემ ზედა მარადის აღძრუანი სამ-მღელუარენი ბოროტთანი:

ვითარცა იჴსნენ მჴედართმძღუანნი გულუებადნი იგი უბრალოდ მოკდომად, ეგრეთუე განბოროტებისაგან კაცთა ბოროტთასა გჳჴსნენ ჩუენ, და ყოვლისაგან საცთურისა საეშმაკოსა ჵ ნიკოლოზ, მაცხოვრისა მიმართ ვედრებითა შენითა:

შენ რომელმან აჩუენე გზაჲ კაცთა მართალი და საცხოვრებელი, მას ზედა წარგიძეღუ უკუე ცხოვრებასა ამას შინა მავალთა ნიკოლოზ, ლოცჳთა შენითა, რათა ერთბამად შევიდეთ ბჭეთა შინა ცხოვრებისათა:

ძალ და გალობაჲ ჩემდა-არს შენგან შობილი ყოვლად…

ღმრთის-მშობლისა.

ძალ და გალობაჲ ჩემდა-არს შენგან შობილი ყოვლად უბიწოო, რომელსა წადიერად ევედრე ქალწულო, რათა განვსძლიერდე ვნებათა მიერ მე განრღუეული ესე, და ვჰქმნნე საცხოვრებელნი ბრძანებანი მისნი:

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს…

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო, სახელოვანო ჴელმწიფეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო, სახელოვანო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და სირცხვილეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, და ьწადიერებითა და სურვილითა ьმას უგალობდი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვახტანგ, მეფეო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვახტანგ, მეფეო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

რომელი გჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაჲთა იდიდე…

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

რომელი გჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაჲთა იდიდე, ძლევითა და განმარჯუებითა აღსავსეო, და მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისაჲ, შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი აწ შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედაჲ გვითხოვე ჩუენ და მშჳდობაჲ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

გუნდი

„ადიდებს სული ჩემი უფალსა“

ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

წერილთა მიერ სჯულისათა, მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ…

გალობა თ. სძლის-პირი.

წერილთა მიერ სჯულისათა, მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირუელ საშოსა განმღებელი, წმიდა უფლისა იწოდოს, აჰა დღეს ვიხილეთ ჩუენ, პირმშო ზეცით და ქუეყანით, და სარწმუნოებით ვადიდებთ:

რომელმან მოციქულთა შენთა, სიტყჳთა დაამტკიცე სოფელი, მათითა…

ტროპარნი.

რომელმან მოციქულთა შენთა, სიტყჳთა დაამტკიცე სოფელი, მათითა მეოხებითა, სუაო დაუსაბამოო, ვნებათაგან პირუტყუებრივითა, ძლიერად დაცემული, მოკიცხული და ტყუე-ქმნილი, მიჴსენ და წყალობით აღმადგინე:

დამონებულო ვნებათაო, და განფრდილო მათ შინა სულო ჩემო, შენთჳს ვნებულისა შეჰსწირე, ვედრებაჲ რათა განგარინოს, მოციქულთა ვედრებითა, რომელნიცა ებაძუნეს, ვნებათა მათ კაცთა ცხოვრებისა-თჳს:

რაჟამს იგი დასხდეთ განკითხუად ქრისტეს თანა ქრისტეს მოწაფენო, დასჯისა თანამდებსა ნუ დასჯით, მაშინ სულსა ჩემსა რომელი, შევბღალე მწარედ ცოდჳთა, ვითარცა სახიერნი, შემწენი და მჴსნელნი ჩემნი, და სოფლისა ჴელის-აღმპყრობელნი:

ქალწულო წმიდაო, ქალწულო უბიწოო ქრისტეს პალატო, ქალწულო…

ღმრთის-მშობლისა.

ქალწულო წმიდაო, ქალწულო უბიწოო ქრისტეს პალატო, ქალწულო ყოვლად წმიდაო, წმიდათა უწმიდესსა ღმერთსა, რომელი გჳშევ ჴორცითა, უაღრეს ბუნებათა, ევედრე მოციქულთა თანა, ჴსნისათჳს ყოვლისა სოფლისა:

მთასა ზედა სინასა, გიხილა მაყუალსა შინა მოსე…

სხუა. სძლისპირი.

მთასა ზედა სინასა, გიხილა მაყუალსა შინა მოსე, შეუწუელად მუცლად-მღებელი საშოსა შინა საღმრთოჲსა ცეცხლისა, ხოლო დანიილ გიხილა შენ მთად გამოუკუეთელად, და ძირისაგან დავითისა კუერთხად აღყუავებულად გიღაღადა, შენ ისაია:

ვითარცა ზღუდედ საღმრთოდ და სიმტკიცედ, და კეთილად შესავედრებელად, ქუეყნიერმან სოფელმან მოგიგო შენ, რამეთუ შუა-მდგომელობითა შენითა ვიჴსნებით მარადის, ყოვლისაგან განსაცდელისა და იწროებისა, მამაო ნიკოლოზ, ამისთჳსცა გაქებთ სარწმუნოდ და გნატრით შენ:

შეიწრებული მრავალთა მიერ გარე-მოდგომილებათა, მოვივლტი ფართოებისა მიმართ მჴურუალეთა, ლოცუათა შენთასა ყოვლად სანატრელო, შესცუალენ სულისა ჩემისა ტკივილნი გიგალობ შენ, და ღელუანი სასოწარკუეთილებისანი დააყუდენ, და დაამშჳდენ შფოთნი, გონებისა ჩემისანი:

მოახლებულ-არს მოსლუაჲ შემოქმედისა, განსჯად ყოვლისა ქუეყანისა, და განუმზადებელი განვჰკრთები ყოვლითურთ მე უბადრუკი ესე, მოვიჴსენებ რა მრავალთა ძჳრთა ჩემთა, უფალო სულგრძელო შემიწყალე მე, და მაცხოვნე მე საღმრთოთა ლოცჳთა ღირსისა შენისა ნიკოლოზისათა:

რომელი საცხოვრებელ განათლებად ჩემდა გამოსჩნდი მშობელო ნათლისაო…

ღმრთის-მშობლისა.

რომელი საცხოვრებელ განათლებად ჩემდა გამოსჩნდი მშობელო ნათლისაო, განსდევნე სულისა ჩემისა ბნელი ესე ბოროტნი ღრუბელნი, რათა ძედ დღისა ვიქმნე, და ვიქმოდე ღირსთა მეოხებითა შენითა, და გალობისმეტყუელებისა მიერ ღირსად გნატრიდე შენ.

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი დაუტევე ერსა შენსა, რაჲთა ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა.

ჵ, ძალითა ქრისტჱსითა ძლევა-შემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჵ, ძალითა ქრისტჱსითა ძლევა-შემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, რომელთა აღგჳძრავს მტერი იგი მოშურნჱ, არამედ შენითა ვედრებითა დაჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა

საგალობელ არს ყოვლად წმიდაჲ ღუაწლი შენი, და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

საგალობელ არს ყოვლად წმიდაჲ ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდ-საქებელ, რომელი ცათა შინა განისუენებ, და მჴედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდაჲთ გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რაჲსა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე სიგლახაკჱ სიტყუათა ჩუენთაჲ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე.

დიაკონი

მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)

ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

გუნდი

„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.

ათორებითო გუნდო წმიდათა მოციქულთაო, პატიოსნისა თანა ნიკოლოზისა…

ხუთშაბათსა. რომელმან ცისა სამყარო.

ათორებითო გუნდო წმიდათა მოციქულთაო, პატიოსნისა თანა ნიკოლოზისა მჳრონ-ლუკიისა, მღუდელ-მთავრისა, მაცხოვარსა დაუცხრომელად ევედრენით ჩუენთჳს:

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და…

განმანათლებელი

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს წყალობასა, მოქალაქობითა მჴნეო, ღუაწლისა მძლეო, უშიშო გონებითა, სასოებისა შენისა მოქენეთა ნუ განგვწირავ, მეფეო ვახტანგ, არამედ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ, ხოლო ერსა ჩუენსა ძლევაჲ მტერთა და მაჭირვებელთა ზედა მოანიჭე და მგალობელთა შენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა…

დიდებაჲ... აწდა...

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ.

გუნდი

აქებდითის დასაწყისი

ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. შენ გშუენის გალობა, ღმერთო.

ფსალმუნი 148

1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.

3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.

4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.

5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.

6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.

7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;

8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;

9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;

11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.

12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;

13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.

14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.

ფსალმუნი 149

1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.

3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.

4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.

5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.

7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,

8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,

9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.

ფსალმუნი 150

1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.

2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.

3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.

4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.

5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.

6 ყოველი სული აქებდით უფალსა.

ჵ, დიდებული სიმჴნჱ შენი, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო…

აქებდითსა ზედა დასდებელნი, მუჴლი 6, ხმაჲ 1, შენ სიტყვაი

ჵ, დიდებული სიმჴნჱ შენი, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმტკიცჱ გონებისაჲ და დიდ-სულობაჲ ყოველსა შინა, სიწრფოებაჲ გულისაჲ და სიბრძნჱ მდიდარი და წყურილი ქრისტჱსთჳს სიკუდილისა, ამისთჳს ცათა შინა მიიღე გჳრგჳნი დიდებისაჲ და მადლი ჭირთაგან ჴსნისაჲ და უძლურთა კურნებისაჲ.

არა დაჰფარნა ღმერთმან შრომანი შენნი, ახოვანო მეფეო ქართველთაო, არამედ ნაშენებთა შენთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა მვედრებელთა შენთა შემწედ და ჴელისაღმპყრობელად გამოგაჩინა.

აჰა, სამარხოჲ ძუალთა შენთაჲ გვაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთჳს გული გჳთქმს მისლვად სუეტიცხოველსა, რაჲთა სიწმიდჱ ესე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

ჵ, ღირსო მეფეო, ვახტანგ სანატრელო, ჰსუფევ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული; იმეოხენ წინაშე მისსა, განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათჳს და ჴმითა მადლობისაჲთა ჰნატრიდეს სიმჴნეთა შენთა.

ჵ, ახოვანო წყობათა შინა და გამოცდილო რჩეულო მჴედარო, მეფეო ვახტანგ, ვითარცა ძალითა ქრისტჱსითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე დაამჴუნე მტერნი ჩუენნი მცბიერნი და უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ურიცხვნი თანამზრახველნი მათნი, რომელნიცა მტრობენ დედისა ღმრთისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა.

ჵ, საჩინოო, ბრძენ-მჴნეო, მეფეო ბრწყინვალეო, ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგჳდგუნე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

ჵ, მჴნეო მეფეო, ახოვანო და შემმართებელო ძლიერო, ვითარცა შეიმოსე შენ ძალი ღმრთისაჲ და საჭურველითა ჯუარისაჲთა შეჭურვილთა კეთილად სრულ-ჰყავ სრბაჲ ღუაწლისა შენისაი, ეგრეთვე აწ ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ და დაგვიფარე მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაჲ“.

გიხაროდენ, წყობასა შინა უძლეველო და სარწმუნოებისა თანა-შემწეო…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გიხაროდენ, წყობასა შინა უძლეველო და სარწმუნოებისა თანა-შემწეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძჳნვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, მირიანისა ღუაწლისა აღმადგინებელო სახელისათჳს ქრისტჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო მეფეთაო, შვილთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთოჲთა შვილთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოჲსა შენთა ერთ ზრახვად შემკრველო, სამგზის სანატრელო მეფეო, წმიდაო ვახტანგ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული, მორჩი კეთილი…

აწდა, ღმრთისმშობლისა. დემეტრე საქართველოს მეფისა, ბაგრატოვანისა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული, ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.

გუნდი

კვირის მუხლები

აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.

სახარების დასდებელი

დიდება, გერი სახარებისა რიგისა.

აქ იგალობება დღის სტიქარონები თვენიდან, პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან) ან მარხვანიდან.

„უმეტესად კურთხეულ ხარ შენ“

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილისა მიერ ხორცითა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, ადამ გამოიხსნა, ევა განთავისუფლდა, წყევაი პირველი განქარდა, სიკუდილი მოიკლა და ჩუენ განვცხოველდით, ამისთვისცა ვღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელმან ესერეთ სათნო-იჩინა.

მღვდელი

მღვდლის ასამაღლებელი დიდი დოქსოლოგიის წინ

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.

გუნდი

დიდი დოქსოლოგია („დიდება მაღალთა შინა“)

დიდება მაღალიანი გრძლად.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

აღდგომის ტროპარი (1, 3, 5 და 7 ხმა)

დღეს ცხორება არს ყოვლისა სოფლისა, უგალობდეთ საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა, წინამძღუარსა ცხორებისა ჩუენისასა, რამეთუ ღმრთეებრ დაჰხსნა სიკუდილითა სიკუდილი და ძლევაი მომანიჭა ჩუენ და დიდი წყალობაი.

აღდგომის ტროპარი (2, 4, 6 და 8 ხმა)

აღსდეგ საფლავისაგან და ჯოჯოხეთისა საკრველნი შეჰმუსრენ, დაჰხსენ საშჯელი სიკუდილისაი, უფალო, და ყოველნი მახეთაგან მტერისათა განათავისუფლენ, და გამოუჩნდი მოციქულთა შენთა, და წარავლინენ იგინი ქადაგებად და მათ მიერ მშვიდობაი მიჰფინე ყოველსა სოფელსა, მხოლოო მრავალმოწყალეო.

დიაკონი

მრჩობლი კვერექსი

შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

სავედრებელი კვერექსი

აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“

დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

მკითხველი

„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელი

„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“

მღდელმან:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება, და აწდა.
უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
გუაკურთხენ.

განტევება

მღდელმან ყოს განტევებაჲ კჳრიაკესა ესრეთ

მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, (წმიდისა, ვისსაცა სახელსა ზედა იყოს ეკლესიაჲ, და წმიდისა, რომლისა ჴსენებაჲცა აღესრულებოდის), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასითა, და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალნეს, და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სეხიერ არს და კაცთმოყუარე.

გუნდი

მრავალჟამიერ

მგალობელთა სთქვან მრავალ-ჟამიერ.