გულანი
საცდელი · 1.11.4
მესამე ჟამი 1 / 41კურთხევა

მესამე ჟამი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

18 იანვარი 2018ხმა 7

მღვდელი

კურთხევა

თუ მოსდევს პირველ ჟამს – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 28

1 შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა.

2 შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.

3 ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.

4 ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდად შუენიერებით.

5 ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.

6 და დააწულილნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი ლიბანისაი, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი.

7 ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაი.

8 ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი.

9 ხმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ მისი.

10 უფალმან წყლით-რღუნაი დაამკვიდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.

11 უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ფსალმუნი 41

1 ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!

2 სწყურინ სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?

3 იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყვიედ მე მარადღე: სად არს ღმერთი იგი შენი?

4 ხოლო მე ესე მოვიხსენე და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკვირველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ხმითა სიხარულისაითა და აღსარებისაითა, ხმითა მედღესასწაულეთაითა.

5 რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.

6 სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთვის მოგიხსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით.

7 უფსკრული უფსკრულსა ხადის ხმითა ზე-გარდამოსაქანელთა შენთაითა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამხდეს.

8 დღისი ამცნო უფალმან წყალობაი მისი და ღამე გალობაი მისი; ჩემ მიერ, ლოცვაი ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა.

9 ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყებ მე, ანუ რად მწუხარედ ვრორინებ მე ჭირითა მტერისაითა?

10 შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყვიედ რაი იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?

11 რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.

ფსალმუნი 50

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი

ტროპარი დღისა

აქ ითქმის დღის ტროპარი თვენიდან; ხოლო უკეთუ თვენში არ არის — ხმისა ტროპარი პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან).

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ მეყავ ცხორებისათვის სულთა ჩვენთასა

მუხლები

უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან. ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი

კონდაკი დღისა

აქ ითქმის დღის კონდაკი თვენიდან ან პარაკლიტონიდან.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა წმიდისა მარდარისა

მეუფეო ღმერთო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.