კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი · წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი, რომელ იყო წინაშე ჯვრისა უფლისა (I)
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
მოწამემან შენმან უფალო ლონგინოზ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
ფსალმუნი 9
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
2 ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა მაღალო.
3 რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.
4 რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
5 შეჰრისხენ შენ წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
6 მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით;
7 და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი.
8 და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
9 ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
10 და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
11 უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
12 რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი.
13 მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა.
14 რაითა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.
15 დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი.
16 განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი.
17 მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი.
18 რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად.
19 აღსდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.
20 დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა; გულისხმა-ჰყვენ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
21 რად-მე, უფალო, დასდეგ შორის და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?
22 ამპარტავანებასა უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან რომელთაცა ზრახავენ.
23 რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულის-თქუმათა შინა სულისა თვისისათა, და უღმრთოი იკურთხევინ.
24 განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა.
25 ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ.
26 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა, არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თვინიერ ძვირისა.
27 წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი.
28 დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოისა; თუალნი მისნი გლახაკსა ჰხედვენ;
29 მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა;
30 მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.
31 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად.
32 აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
33 რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა გამოიძიოს.
34 ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.
35 შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაი და უკეთურისაი. იძიოს ცოდვაი მისი და არა იპოოს.
36 უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
37 ნებაი გლახაკთაი ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი.
38 განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 10
1 უფალსა ვესავ, ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა ვითარცა სირი?
2 რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და განმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა.
3 რამეთუ რაი-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან რაი ჰყო?
4 უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.
5 უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი.
6 წვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული ნიავქარისაი, ნაწილი სასუმელისა მათისაი.
7 რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან.
ფსალმუნი 11
1 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან.
2 ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა.
3 ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდად მეტყუელი;
4 რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს?
5 ჭირისათვის გლახაკთაისა და სულ-თქუმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა.
6 სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შვიდ წილად.
7 შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
8 გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.
ფსალმუნი 12
1 ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
2 ვიდრე ვისთვის დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემზედა?
3 მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ.
4 ნუსადა სთქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას;
5 მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა.
6 ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილის მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
ფსალმუნი 13
1 თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაი.
2 უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
3 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე.
4 არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს.
5 მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა.
6 ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.
7 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა?
8 რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.
ფსალმუნი 14
1 უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა.
2 რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა,
3 რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო.
4 შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს. რომელი ეფუცოს მოყუასსა თვისსა და არა ეცრუოს.
5 ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.
ფსალმუნი 15
1 მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ.
2 ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს.
3 წმიდათაი რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
4 განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
5 უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა.
6 საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.
7 ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა.
8 წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.
9 ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით.
10 რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.
11 მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.
ფსალმუნი 16
1 ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა.
2 პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი;
3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე.
4 რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
5 დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
6 მე ღაღად-ვჰყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი.
7 საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე
9 პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს,
10 და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
11 განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქუეყანად.
12 შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა.
13 აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა.
14 უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.
15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.
მიხედეს რა კარსა საფლავისასა და განკრთეს ელუარებასა…
კჳრიაკესა ცისკრად, შემდგომად ა. სქიხოლოგიისა, წარდგომანი, აღდგომისანი. ჴმა დ.
მიხედეს რა კარსა საფლავისასა და განკრთეს ელუარებასა ანგელოსისასა, მენელსაცხებლენი და იტყოდეს, ვითარმცა წარიპარა რომელმან ავაზაკსა განუღო სამოთხჱ, არამედ აღდგა რომელმან პირუელ ვნებისა ჰქადაგა აღდგომაჲ, და ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე, და ჯოჯოხეთისა მყოფთა მიანიჭა, აღდგომაჲ და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ:
ნებსით განზრახჳთ ჯუარცმაჲ დაითმინე მაცხოვარ, და კაცთა…
აღსდეგ უფალო ღმერთო ჩუენო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. მსგავსი. დაუკჳრდა იოსებს.
ნებსით განზრახჳთ ჯუარცმაჲ დაითმინე მაცხოვარ, და კაცთა მოკუდავთა საფლავსა ახალსა დაგდუეს შენ, სიტყჳთ დამბადებელი ცისკიდეთა, რომლისათჳსცა შეიკრა მტერი და სიკუდილი შერისხჳთ წარმოტყუენა და ჯოჯოხეთისა მყოფნი უღაღადებდეს, ცხოველს-მყოფელსა აღდგომასა შენსა, ქრისტე აღდგა ცხოვრების-მომცემელი, და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე:
დაუკჳრდა იოსებს, ხედჳდა რა სასწაულთა ბუნებათა უაღრესთა…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
დაუკჳრდა იოსებს, ხედჳდა რა სასწაულთა ბუნებათა უაღრესთა, და მოიღებდა გონებად ცუარსა მას საწუმისისასა, სახედ უთესლოდ მუცლად-ღებისა შენისა ღმრთის-მშობელო, და მაყუალსა ცეცხლითა შეუწუელსა, კუერთხსა აარონისსა განედლებულსა, და წამებდა მართალი იგი მცუელი შენი, და მღუდელთა ესრეთ უღაღადებდა ქალწული ჰშობს, და შემდგომად შობისა კუალად ჰგიეს ქალწულად:
ფსალმუნი 17
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
1 შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო,
2 უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო, და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაი ცხორებისა ჩემისაი და ხელის აღმპყრობელი ჩემი.
3 ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.
4 გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
5 სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
6 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვჰყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.
7 და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაი და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.
8 ახდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან.
9 და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქუეშე ფერხთა მისთა.
10 და აღხდა ქერუბიმთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.
11 და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.
12 ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაი და ნაბერწყალი ცეცხლისაი.
13 და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმაი თვისი.
14 მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.
15 და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.
16 გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე, და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.
17 მიხსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
18 მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.
19 და გამომიყვანა მე ფართოდ; მიხსნეს მე, რამეთუ მინება მე.
20 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა მომაგოს მე.
21 რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;
22 რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.
23 და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
24 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა წინაშე თუალთა მისთა.
25 წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოისა თანა უბრალო იყო,
26 და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუისა მისგან განეშორო.
27 რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;
28 რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;
29 რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა.
30 ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოხურვებულ; შესავედრებელ არს ყოველთათვის, რომელნი ესვენ მას.
31 რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?
32 ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაი ჩემი;
33 განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.
34 განსწავლენ ხელნი ჩემნი ღუაწლსა და ჰყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი ჩემნი.
35 და მომეც მე შემწე მაცხოვარებისაი და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.
36 ფართო ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.
37 ვდევნე მტერნი ჩემნი, და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.
38 ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩემთა.
39 და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.
40 და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.
41 ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა ისმინა მათი.
42 და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიხაი უბნისაი დავთრგუნე იგინი.
43 მიხსენ მე ხდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე,
44 მორჩილებითა ყურისაითა ისმინა ჩემი;
45 შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.
46 ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაი.
47 ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე.
48 მხსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიხსნე მე.
49 ამისთვის აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.
50 განადიდე ცხორებაი მეუფისაი და ყოფად წყალობაი ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.
ფსალმუნი 18
1 ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.
2 დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.
3 არა არიან თქმულ არცა სიტყუაი, რომელთა-იგი არა ესმა ხმაი მათი.
4 ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მზესა აღდგა კარავი თვისი;
5 და თავადი, ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
6 ცის კიდითგან არს გამოსლვაი მისი და მიწევნაი მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
7 შჯული უფლისაი უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ჰყვნიან ყრმანი.
8 სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა.
9 შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
10 გულის-სათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა.
11 და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.
12 შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ჰყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე.
13 და უცხოთაგან იცევ მონაი შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.
14 და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
ფსალმუნი 21
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.
2 ღმერთო ჩემო, დღისი ხმა-ვჰყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე და არა იღუაწე ჩემთვის.
3 ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი.
4 შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი;
5 შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
6 ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
7 ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.
8 ესვიდა უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
9 რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით, სასოო ჩემო, დედის ძუძუით ჩემითგან.
10 შენდა შევვარდი მე საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე, და არავინ არს მწე ჩემდა.
11 გარე-მომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;
12 აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყვირალმან.
13 ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.
14 განხმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამხადე მე.
15 რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი.
16 და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე.
17 განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
18 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ;
19 იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილებაი ჩემი;
20 მიხსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;
21 მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ.
22 მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისარელისასა.
23 რამეთუ არა შეურაცხ-ჰყო, არცა მოიწყინა ლოცვაი გლახაკისაი, არცა გარე-მიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.
24 შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.
25 შჭამონ დავრდომილთა და განსძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.
26 მოიხსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;
27 რამეთუ უფლისაი არს სუფევაი და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.
28 შჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცვიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; და სული ჩემი მისა ცხოველ არს.
29 და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი.
30 და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.
ფსალმუნი 22
1 უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს.
2 ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.
3 მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის.
4 ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე.
5 განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
6 წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
ფსალმუნი 23
1 უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.
2 რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განმზადა იგი.
3 ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?
4 უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თვისსა.
5 ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.
6 ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.
7 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
8 ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა.
9 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
10 ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი.
აღსდეგ ვითარცა უკუდავი, საფლავისაგან მაცხოვარ, და თანა…
შემდგომად ბ, სტიხოლოგიისა, წარდგომანი, აღდგომისანი. ჴმა დ. მსგავსი, მსწრაფლ მეწიე.
აღსდეგ ვითარცა უკუდავი, საფლავისაგან მაცხოვარ, და თანა, აღადგინე სოფელი ძლიერებითა შენითა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და სიმტკიცჱ სიკუდილისა ძლიერებით შეჰმუსრე, და ყოველთა აღდგომაჲ მიანიჭე ამისთჳს გადიდებთ მხოლოო კაცთ-მოყუარეო:
მაღლით გარდამოჴდა გაბრიელ, ლოდსა მას ზედა სადა…
აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელებაჲ შენი მსგავსი. დაუკჳრდა იოსებს.
მაღლით გარდამოჴდა გაბრიელ, ლოდსა მას ზედა სადა იგი მდებარე იყო ლოდი იგი ცხოვრებისა, და სპეტაკითა მოსილი ეტყოდა მგლოვარეთა მათ დედათა, ნუ ჰსტირთ თქუენ, არამედ დაჰსცხერით გლოვისაგან, და გაქუნდინ გულთა შინა თქუენ მოწყალებანი მისნი, რომელსა, იგი ეძიებთ ტირილითა და გლოვითა, აწ უკუე კადნიერ-იქმნენით, რამეთუ ჭეშმარიტად აღდგა, და უთხართ მოციქულთა, ფრიად აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:
განჰკჳრდეს უბიწოო გუნდნი ყოველნი ანგელოზთანი, საშინელსა საიდუმლოსა…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა. მსგავსი.
განჰკჳრდეს უბიწოო გუნდნი ყოველნი ანგელოზთანი, საშინელსა საიდუმლოსა შობისა შენისასა, რამეთუ რომელსა იგი ყოველი უპყრიეს ერთითა წამის-ყოფითა, ვითარ მკლავითა შენითა ვითარცა კაცი იპყრობების, და მიიღებს დასაბამსა პირუელ საუკუნე იგი, და სძითა იზრდების მზრდელი ყოვლისა სოფლისა, გამოუთქმელითა მით სახიერებითა, და შენ ვითარცა ჭეშმარიტსა დედასა ღუთისასა ქებით გადიდებენ:
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ზღჳსა მის მეწამულისა, ღელუათა ვიდოდა პირუელად, ოდესმე…
ყოველი სული. სახარება საცისკრო აღდგომისა, აღდგომა ქრისტესი, და სხუანი: კანონი აღდგომისა, ქმნილი იოანე დამასკელისა. გალობა ა. ჴმა დ. სძლისპირი.
ზღჳსა მის მეწამულისა, ღელუათა ვიდოდა პირუელად, ოდესმე ერი ისრაილისა, და ჴელთა განპყრობითა მოსე, ჯურის-სახედ ძალი იგი, ამალეკისა უდაბნოს დასცა:
ამაღლდი შენ ჯუარსა ზედა, მაღალო ძელსა უბიწოსა…
ტროპარნი.
ამაღლდი შენ ჯუარსა ზედა, მაღალო ძელსა უბიწოსა, და აღამაღლე დაცემაჲ ჩუენი, და განჰკუნე წყლულებაჲ, ძელისა მიერ სახიერო, ვითარცა ღმერთ-ხარ ყოვლად ძლიერო:
საფლავად ჴორცითა შეცუედ, უფალო და ჯოჯოხეთს სულითა, და სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისათა, განუშორებელ-იყავ შენ, და შეუცავი ყოველთა მცუელხარ:
მიდგომილ-იქმენ უთესლოდ, ნებითა მამისათა სძალო, სულისაგან წმიდისა…
ღმრთის-მშობლისა.
მიდგომილ-იქმენ უთესლოდ, ნებითა მამისათა სძალო, სულისაგან წმიდისა ქალწულო, და იშუა უდედოდ მამისაგან, და აწ ქუეყანასა ზედა, შენგან უმამოდ გამოსჩნდა ღმერთი:
განჰკურნენ წყლულებანი, კაცთანი ქრისტე წყლულებითა, შენითა საღმრთოჲთა…
სხუა, კანონი ჯუარ-აღდგომისა, ჴმა იგივე, სძლისპირი. აღარე პირი ჩემი.
განჰკურნენ წყლულებანი, კაცთანი ქრისტე წყლულებითა, შენითა საღმრთოჲთა მჴსნელო, და შემუსრე ძლიერი, ძლიერებითა, მკლავისა შენისათა, დამამტკიცებელითა დაბადებულთათა:
იქმნა აღდგომაჲ მკუდართა, სიკუდილითა შენითა ქრისტე, რომელმან დაჰსთრგუნა ძალი, სიკუდილისა ჯუარითა, და მოსცა კაცთა, ცხოვრება საუკუნოჲ, ვითარცა ღმერთ-არს და მრავალ მოწყალე:
იქმნა ტაძარი შენი საღმრთო სულიერი, ყოვლად უზესთაეს…
ღმრთის-მშობლისა.
იქმნა ტაძარი შენი საღმრთო სულიერი, ყოვლად უზესთაეს შუენიერ ძალთა ზეცისათა, რომელმან იტჳრთე საშოსა შინა, ქალწულო მთაო წმიდაო, ღმერთი ჩუენი:
გალობა ყოვლად დიდებულისა მიმართ, ყრმაასა
სხუა, კანონი, ყოვლად წმიდისა, ღმრთის-მშობლისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
გალობა ყოვლად დიდებულისა მიმართ, ყრმაასა.
შეირყინეს ერნი, და შეძრწუნდეს წარმართნი, და მიდრკეს…
სძლის-პირთა თანა. გალობა ა, ჴმა იგივე. სძლისპირი. დაანთქენ ვნებანი.
შეირყინეს ერნი, და შეძრწუნდეს წარმართნი, და მიდრკეს მეფენი ძლიერნი უბიწოო, ზარისაგან ქრისტეს ღმრთისა, რამეთუ მოვიდა მჴსნელი, და დააკუეთა მძლავრი და იჴსნა სოფელი ხრწნილებისაგან:
მაღალთა შინა მყოფი, გარდამოჴდა ქუეყანად, და წმიდა-ჰყო საყოფელი თჳსი და შეუძრუელად დაიცუა, რამეთუ მხოლო ქალწული, ქალწულებისა საუნჯე, ეგო ქალწულად შემდგომად ქრისტეს შობისა:
- I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის)…
- იკითხება 2 კანონი .
- I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა...“).
- II კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად. (ჴმაჲ 8).
- კატავასია: რიგითი.
- „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსჱსმან…
გალობაჲ 1, უგალობდითსა ძლისპირი
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსჱსმან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ჩუეულებაჲ გუაქუს ერსა მართლმადიდებელთასა და ვიხარებთ საჴსენებელსა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჩუეულებაჲ გუაქუს ერსა მართლმადიდებელთასა და ვიხარებთ საჴსენებელსა ყოველთა წმიდათასა და უმეტესად დღეს ვიშუებთ დღესასწაულსა შენსა, კეთილად მოღუაწეო ზენონ იყალთოელო, სუეტო და სიმტკიცეო მონაზონთა კრებულისაო, და ერთობითა პატივ-ვსცემთ ჩუენ წმიდასა ჴსენებასა შენსა.
სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, მოგავლინა შენ ღმერთმან კახეთისა მნათობად, ღირსო, და მოგცა მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, აწ დაიფარე სამწყსოჲ შენი ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკთა საცთურთაგან.
მიიწიე რაჲ კახეთის სანახებსა, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მიიწიე რაჲ კახეთის სანახებსა, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და განსწავლიდი რაჲ მრავალთა, ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა. მას ევედრე აწ, ნეტარო ბერო, რაჲთა გჳჴსნეს ჩუენცა რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.
ახალო მოციქულო კახეთისა მხარისაო, ღმრთივ-სულიერთა სწავლათა მაუწყებელო…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ახალო მოციქულო კახეთისა მხარისაო, ღმრთივ-სულიერთა სწავლათა მაუწყებელო, და კეთილად მსახურებისა გზისა ამის მაჩვენებელო, სურნელებაჲ ლოცვათა შენთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ. მას ევედრე აწ, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.
იყავ ზეცით მონიჭებული სიმტკიცჱ მართლმადიდებლობისაჲ და სიხარული…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
იყავ ზეცით მონიჭებული სიმტკიცჱ მართლმადიდებლობისაჲ და სიხარული ივერთა ეკლესიისაჲ, რამეთუ კუერთხითა სარწმუნოებისაჲთა განიოტე - ბოროტი მგელი და ტაცებათაგან მისთა უვნებელად დაიცევ სამწყსოჲ შენი ძალითა სამებისაჲთა განძლიერებულმან.
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყვაჲ ღმრთისაჲ წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მჴსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.
იხარებს ეკკლესიაჲ, შენდამი ქრისტე და ესრეთ ღაღადებს…
გალობა გ. სძლისპირი.
იხარებს ეკკლესიაჲ, შენდამი ქრისტე და ესრეთ ღაღადებს, სასო ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე დამბადებელო:
ვენახი გონიერო, ცხოვრების-გამომღებელი ბაბილო, ძელსა ზედა ამაღლდი, და აღმოგჳცენე ჩუენ უკუდავებაჲ:
ვითარცა მეუფემან, დიდმან და საშინელმან დაარღჳე, უძღები ჯოჯოხეთი, და აღსდეგ ჴორცითა განუხრწნელად:
შენ მხოლო-ხარ მიზეზი, ყოვლისა კეთილისა ღმრთის-მშობელო, რომელმან…
ღმრთის-მშობლისა.
შენ მხოლო-ხარ მიზეზი, ყოვლისა კეთილისა ღმრთის-მშობელო, რომელმან ბუნებათა, უაღრეს გჳშევ მზრდელი ყოველთა:
კბილნი იგი წამლიანნი გუელმან, განმიწონნა უწყალოდ ქრისტე…
სხუა. სძლისპირი. მგალობელნი შენნი.
კბილნი იგი წამლიანნი გუელმან, განმიწონნა უწყალოდ ქრისტე, არამედ ყოვლად ძლიერო, სამსჭუალითა ჴელთა შენთათა, განჰმსჭუალე შენ თავი მისი, და მით შემუსრენ კბილნი მისნი:
ნებსით იხილუე კაცთ-მოყუარეო, მსგავსად მკუდრისა საფლავსა შინა, ხოლო ქუესკნელისა ბჭენი, განახუენ ძლიერებისა ბჭენი, განიჴუენ ძლიერებითა, და მას შინა შეწყდომილნი, გუამნი შენ თანა აღადგინენ:
გამოსჩნდი ღელედ დაუთესუელად, განმამრავლებელად იფქლისა, და შენ…
ღმრთის-მშობლისა.
გამოსჩნდი ღელედ დაუთესუელად, განმამრავლებელად იფქლისა, და შენ მიერ მოვიმკეთ ჩუენ, თავწარსხმული ცხოვრებისა, და რომელნი ვეზიარებით მოვიღებთ მისგან უკუდავებასა:
წმიდა-იქმნა ბუნებაჲ კაცობრივი, შეეყო რა ცეცხლსა საღმრთოსა…
სხუა. სძლისპირი. უმაღლესი ყოველთა.
წმიდა-იქმნა ბუნებაჲ კაცობრივი, შეეყო რა ცეცხლსა საღმრთოსა, ვითარცა რა თბე ბრწყინუალე, შეიცხო შენ შორის პური, საუფლოჲ რომელმან იგი, დაგმარხა წმიდად და უბიწოდ:
ჭეშმარიტად შენ ხარ მახლობელ, ღმრთისა, და უმაღლეს წესთა ზესკნელთა, ქალწულებისა ნათლითა, და სიკეთითა უსაზღუროჲთა, ჰბრწყინავ ვითარცა დედაჲ, ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა:
შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო…
გალობა 3, განძლიერდასა ძლისპირი
შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.
განსწავლულ იქმენ რაჲ იოანეს მიერ, მოძღურისაგან შენისა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განსწავლულ იქმენ რაჲ იოანეს მიერ, მოძღურისაგან შენისა, წარგგზავნა კახეთს, რამეთუ მოაკლდენ ჟამსა მას მნათობნი მართლმადიდებლობისანი ქუეყანასა ჩუენსა, და წარსდევნიდი ბნელსა მას უმეცრებისასა ნათლითა მით ქადაგებისა შენისაჲთა.
ძლიერი შური გაქუნდა შენ, ვითარცა ელიას, პატიოსანო…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ძლიერი შური გაქუნდა შენ, ვითარცა ელიას, პატიოსანო მამაო ზენონ, რამეთუ აღეგზენ ვითარცა ცეცხლი საღმრთოჲ მწვალებელთა ზედა და შესწუენ ენანი მათნი, მეოხ-იქმენ მათთჳს, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა.
ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღირსო, არა დაჰფარე…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღირსო, არა დაჰფარე ქუეყანასა, არამედ განამრავლე ვითარცა სარწმუნომან მონამან და ბევრწილად მიართუ ღმერთსა, ხოლო მადლი საკჳრველებათაჲ ნიჭად მიიღე განკურნებად სენთა სარწმუნოებით პატივისმცემელთა შენთასა.
დაღაცათუ გენება დაფარვაჲ თავისა თჳსისაჲ, სანატრელო, ვერცაღა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დაღაცათუ გენება დაფარვაჲ თავისა თჳსისაჲ, სანატრელო, ვერცაღა დაფარე და განჴდა ჰანბავი შენი ქუეყანასა ჩუენსა, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს, რომელმან-ცა აღანთო სანთელი და დადგა ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა, რაჲთა ჰნათობდეს კაცთა.
იხარებდ, ღირსო მამაო ზენონ, შუენიერო სამკაულო კახეთისაო…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იხარებდ, ღირსო მამაო ზენონ, შუენიერო სამკაულო კახეთისაო, და წესო და კანონო მონაზონთაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ საჴსენებელსა შენსა.
დაემკჳდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაემკჳდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ჴორციელად ვითარცა სათნო იყავ და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.
- შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
წარდგომაჲ: იყავ რაჲ ათორმეტთა მოწაფეთა შორის იოანე ზედაზნელისაჲთა, მისგან განისწავლე ფრიად და განათლდი რაჲ მადლითა საღმრთოჲთა, სხუანი-ცა განანათლნე და მონასტერი აღაშენნე იყალთოს, რომელსაცა შინა განმრავლდეს მონაზონნი და ვიდრე აქამომდე ჰგიეს საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ვნებათა და ჭირთაგან, ღმრთივსანატრელო ზენონ, რომელნი აღვასრულებთ საჴსენებელსა შენსა.
ყოველსა ქუეყანასა ჩუენსა განხდა ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ყოველსა ქუეყანასა ჩუენსა განხდა ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო ზენონ, სანატრელო, რამეთუ დაამდაბლე, რომელნი მაღლად იტყოდეს სიცრუვესა, ბოროტად შეცთომილნი ბილწნი მწვალებელნი, არაჲ ირწმუნებდეს რაჲ უგულისხმონი მჴსნელსა ორითა ბუნებითა, და აღამაღლებდი მართალსა და ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა, მრავალთა შეასწავებდი რაჲ შეურწყმელად ღმრთეებისა და კაცებისა შეერთებასა. აწცა მოეც მშჳდობაჲ მთავრობასა და მხედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი მადიდებელნი შენნი, იჴსენ უცხოთა სწავლებათა და საცთურთაგან.
ჴსნისათჳს ერისა ჩუენისა სულითა წმიდითა განბრძნობილისა ყრმისა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჴსნისათჳს ერისა ჩუენისა სულითა წმიდითა განბრძნობილისა ყრმისა მის ქალწულისა, ნინო კაბადოკიელისა მოციქულებრივსა გზასა ზედა წარმომგზავნელო, წმიდაო ქალწულო, დედაო ღმრთისმშობელო, შენ მიერ ბოძებულითა ჯუარითა ვაზისაჲთა მის მიერ მცხეთას ბომონთა დამცემელო და ქუეყანასა ჩუენსა სამოციქულოჲსა ეკლესიისა დამამყარებელო, რომელმან შემდგომად მრავალთა წელთა სპასრსთაგან დაკნინებულისა ერისა ჩუენისა განსამტკიცებლად და განსავრცობად ქრისტეს სარწმუნოებისა ასირიითგან ივერიას ათსამმეტნი მამანი მოავლინე და მათ მიერ მონასტერთა დაარსებითა ყოველი ერი ჩუენი კლდესა ზედა სარწმუნოებისასა მტკიცედ დაამყარე, მშობელო სიტყჳსაო, აწცა ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ ჩუენ მოსავთა შენთათჳს.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ესრეთ წარდგომა თთუენისა
აქ იკითხება დღის წარდგომა (დასჯდომელი).
იხილა რა ეკკლესიამან, მზე სიმართლისა ჯუარსა ზედა…
გალობა დ. სძლისპირი.
იხილა რა ეკკლესიამან, მზე სიმართლისა ჯუარსა ზედა ამაღლებული, დადგა იგიცა, წესსა ზედა თჳსსა ღირსად, და ესრეთ ღაღადებდა, დიდება ძალსა შენსა უფალო:
აღჰჴედ მკურნალი ვნებათა ჩემთა ჯუარსა ზედა, ვნებითა…
ტროპარნი.
აღჰჴედ მკურნალი ვნებათა ჩემთა ჯუარსა ზედა, ვნებითა ყოვლად უხრწნელთა ჴორცთა შენთათა, რომელი იგი ნებსით შეიმოსე, ამისთჳს ვჰჴმობთ შენდამი, დიდება ძალსა შენსა უფალო:
მოკუდა ღირსად სიკუდილი მეუფეო, რაჟამს იგი იხილა გემოჲ მისი, უცოდუელმან მან უხრწნელმან ჴორცმან შენმან, არამედ ვღაღადებთ ჩუენ შენდამი, დიდება ძალსა შენსა უფალო.
უქორწინებელო ქალწულო, შემდგომად შობისა ილოცე დადგრომილ, ქალწულებასავე…
ღმრთის-მშობლისა.
უქორწინებელო ქალწულო, შემდგომად შობისა ილოცე დადგრომილ, ქალწულებასავე, ამისთჳს სარწმუნოებით ღმრთის-მშობლად აღგიარებთ დაუდუმებელითა ბაგითა:
სჯულ-დებულმან შენ მიერ, ისრაილმან, ვერ გიცნა სჯულის-მდებელი…
სხუა. სძლისპირი. განზრახუა საიდუმლო.
სჯულ-დებულმან შენ მიერ, ისრაილმან, ვერ გიცნა სჯულის-მდებელი ღმერთი, არამედ მსგავსად, უსჯულოსა დაგმსჭუალეს, ჯუარსა უსჯულოთა კრებულმან, უღირსმან სჯულისა საღმრთოჲსამან:
სული შენი მაცხოვარ, განმღრთობილი, შთაჴდა ბშეთა ჯოჯოხეთისათა, და იავარ-ჰყო, ხოლო ჴორცთა მათ შენთა, ცხოვრების-მომცემელთა, აღმოგჳცენეს ჩუენ უკუდავებაჲ:
შენ მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტად, ღმრთის-მშობელსა გიგალობთ, რომელსა…
ღმრთის-მშობლისა.
შენ მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტად, ღმრთის-მშობელსა გიგალობთ, რომელსა, იგი მაყუალი, სახე-გექმნა რომელი, იხილა მოსე ზედა მთასა, სინასა მოტყინარე ცეცხლითა:
გამოჩნდა ვითარცა კაცი, და კაცთა შორის აღიზარდა…
სხუა. სძლისპირი. იესო მჯდომარე.
გამოჩნდა ვითარცა კაცი, და კაცთა შორის აღიზარდა, უხილავი სიტყუა, ხატი ღმრთისა დაუსაბამოჲსა, ქალწულისაგან დედისა, და მადიდებელთა, შენთა აცხოვნებს ღმრთის-მშობელო, ყოვლად-წმიდაო:
ნივთიერმან სძალმან უნივთოჲ, ნივთისა ზიარებითა, გჳშუა ვითარცა ჩჩჳლი, და ვიცნობთ მას ორითა ბუნებითა, რამეთუ აწ მჯდომარე-არს ღმრთად ჴორც-შესხმულად, და კაცად უნივთოდ საკჳრუელად, ზესთა ცნობისა:
ვითარცა შემოქმედმან ღმერთმან, დამბადებელმან ქალწულად დაგმარხა, პირუელ…
ღმრთის-მშობლისა.
ვითარცა შემოქმედმან ღმერთმან, დამბადებელმან ქალწულად დაგმარხა, პირუელ შობისა და შობასაცა, რაჟამს იგი ჯერ-იჩინა, უთესლოდ დამკჳდრებაჲ საშოსა შენსა წმიდასა, ღმრთისა დედაო:
შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ…
გალობაჲ 4, უფალო მესმასა ძლისპირი
შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.
დაემკჳდრე რაჲ კახეთის სანახებსა, ჰბრწყინევდი ვითარცა სანთელი…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დაემკჳდრე რაჲ კახეთის სანახებსა, ჰბრწყინევდი ვითარცა სანთელი მაღალსა მას ზედა სასანთლესა მონაზონებისასა, ყოვლად ნეტარო ზენონ, ხოლო მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ცხორებისა შენისანი ადიდებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა.
ლოცვაჲ შენი აღიწეოდა რაჲ წინაშე ღმრთისა, კეთილის…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ლოცვაჲ შენი აღიწეოდა რაჲ წინაშე ღმრთისა, კეთილის მოძულენი იგი ეშმაკნი, ვერ დაითმენდეს ღუაწლსა შენსა და აღიძრნეს და ზედა-მოგიხდეს, წმიდაო ზენონ, და იწყეს ბრძოლად მრავლითა და თითოსახითა მანქანებითა.
მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ არა გეშინოდა უკეთურთა მათ და მზაკუვართა და მტყუართა სულთა, არამედ ნიშითა პატიოსანისა ჯუარისაჲთა და ლოცვითა მჴურვალითა განჴდიდი ურიცხუთა საფრჴეთა მათთა.
იხარებს ეკლესიაჲ შვილთა თანა, აღვსებული ბრწყინვალედ საღმრთოჲთა…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იხარებს ეკლესიაჲ შვილთა თანა, აღვსებული ბრწყინვალედ საღმრთოჲთა მით სიბრძნითა, ჴსენებასა შენსა აღასრულებს და ქებით ადიდებს ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრე აწ, ნეტარო ზენონ, რაჲთა თანა-წარგუჴადენ ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი მვედრებელთა შენთა.
ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოჲსა შობისა შენისასა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოჲსა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, ხოლო სარწმუნოებით აღგიარებენ დედად ნათლისა.
გალობა ე. სძლისპირი.
შენ უფალო, ნათელი-ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა, მორწმუნეთა შენთასა, რომელი თაყუანის-გცემენ:
შენ უფალო, ზეცით მოწყალებით გარდამოჰჴედ შენ ბუნებაჲ…
ტროპარი
შენ უფალო, ზეცით მოწყალებით გარდამოჰჴედ შენ ბუნებაჲ კაცობრივი, რაჟამს ჯუარს-ეცუ ჴორცითა, დაცემული აღადგინე:
შენ უფალო, მოსპე ცოდუათა ჩუენთა პატიჟი, შენ ძლევით სიკუდილი დაჰჴსენ, აღდგომითა შენითა, სახიერ მრავალ-მოწყალე:
შენ საჭურუელი-ხარ უძლეველი, ღმრთის-მშობელო წყობასა მტერთა ჩუენთასა…
ღმრთის-მშობლისა.
შენ საჭურუელი-ხარ უძლეველი, ღმრთის-მშობელო წყობასა მტერთა ჩუენთასა, შეუძრუელად დამიცუენ მოსავნი შენგან შობილისანი:
შეგიწყნარა ყოვლითურთ, უმეცრებით ჯოჯოხეთმან, გიხილა რა ძელსა…
სხუა. სძლისპირი. საღმრთოსა დიდებისა.
შეგიწყნარა ყოვლითურთ, უმეცრებით ჯოჯოხეთმან, გიხილა რა ძელსა დამჰსჭუალული, და გუერდ-განღებული უსჯულოთაგან, გგონებდა შენ კაცსა, ლიტონსა ხოლო რაჟამს შემუსრე იცნა ძალი შენი ქრისტე:
ჴორცთა შენთა ტაძარი, დარღუეული კაცთ-მოყუარე, საფლავმან და ქუესკნელმან განიყუეს, ხოლო ორთავე მათ მიუგო მისაგებელი, ერთი იგი წმიდათა სულებსა, და მეორე გუამებსა მათსა შიშით განავლენდა:
აღესრლნეს შენ ზედა წინასწარ-მეტყუელთა თქმულნი, რამეთუ შენ…
ღმრთის-მშობლისა.
აღესრლნეს შენ ზედა წინასწარ-მეტყუელთა თქმულნი, რამეთუ შენ მუცლად-იღე ღირსო, დამბადებელი და გჳშევ ჩუენ ხორცითა, ძე დაუსაბამჲ რომელ არს, ემმანუილ წმიდა მომცემელი მშჳდობისა:
სახლად დიდებისად და მთად წმიდად, სასძლოდ და…
სხუა. სძლიპირი. აწ აღვდგე თქუა უფალმან.
სახლად დიდებისად და მთად წმიდად, სასძლოდ და ტაძრად, და სამოთხედ საშუებელისად გამოგაჩინა შენ ძემან ღმრთისამან, ღმრთისა დედაო, თჳსთა მორწმუნეთათჳს, რაჟამს დაემკჳდრა შენ თანა:
თჳთ-მფლობელნი და თჳთ-ჴელმწიფენი, ჴორცნი შეისხენ, უხრწნელად და უთესლოდ ქალწულისა სისხლთაგან ქრისტე ღმერთო, გუამოვნებითურთ და სულით და გონებით, მეტყუელნი მოქმედნი და მნებებელნი:
ქალწულისა საშომან არცხჳნა, სულთა მომსრუელსა, რამეთუ ჩჩჳლმან…
ღმრთის-მშობლისა.
ქალწულისა საშომან არცხჳნა, სულთა მომსრუელსა, რამეთუ ჩჩჳლმან ჴურელი ასპიტისა ჴელითა გამოიძია, და განდგომილი, იგი მძლავრი დაამჴუა, ფერჴთა ქუეშე მორწმუნეთასა:
ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო…
გალობაჲ 5, ღამითგანსა ძლისპირი
ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.
მოშურნედ იქეც პირველთა მათ დიდთა მონაზონთა, მარხვითა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოშურნედ იქეც პირველთა მათ დიდთა მონაზონთა, მარხვითა და ღუაწლითა გაბრწყინებულთა, ღირსო, და ყოველსა დღესა ცხორებისა შენისასა განჰლევდი ლოცვასა, ცრემლსა და მღჳძარებასა შინა.
განათლებულმან ბრწყინვალებითა მადლთა სულიერითა, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განათლებულმან ბრწყინვალებითა მადლთა სულიერითა, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან, განაპენ ზღუანი განსაცდელთანი, ყოვლად ნეტარო ზენონ, და დააფუძნე მონასტერი იყალთოს, და კეთილად სრულ-ყავ სარბიელი ამას საწუთოჲსა.
სულიერსა ამას კრებასა ყოვლად საგალობელსა, სულისა მიერ…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სულიერსა ამას კრებასა ყოვლად საგალობელსა, სულისა მიერ წმიდისა მოწოდებულნი, წადიერებით შემოკრებულნი ერნი, ვგალობდეთ და ვიხარებდეთ ღირსად, საჴსენებელსა ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა, მოღუაწისა ზენონისსა!
საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ მოგვივლინე ჩუენ სანთელად ცეცხლმთებარედ ღირსი ზენონი, მართლმადიდებელთა ქართველთათჳს მოღუაწედ და მლოცველად, და დიდებად და სიმტკიცედ კახეთისა მხარისა.
აწ ვინ აღრაცხავს ღუაწლსა შენსა საკჳრველსა, რამეთუ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აწ ვინ აღრაცხავს ღუაწლსა შენსა საკჳრველსა, რამეთუ ჭეშმარიტად გამოჩნდი მმარხველთა სამკაულად და ურცხვენელ მლოცველად ღმრთისა. მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და განსაცდელისაგან ბოროტისა.
კადნიერებაჲ დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კადნიერებაჲ დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისსა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაჲ და მოტევება ცოდვათა ყოველთა ქრისტეანეთა.
გალობთ, ჴმითა სიხარულისათა გაქებდა, ეკკლესიაჲ შენი ქრისტე…
გალობა ვ. სძლიპირი.
გალობთ, ჴმითა სიხარულისათა გაქებდა, ეკკლესიაჲ შენი ქრისტე, განმდა რა იგი, სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოჴდა, გუერდსა საღმრთოსა წმიდასა:
ამაღლდა, ჯუარსა ზედა შემოსილი ძალითა, რაჟამს ეწყუე…
ტროპარი.
ამაღლდა, ჯუარსა ზედა შემოსილი ძალითა, რაჟამს ეწყუე, მთავარსა მას ბნელისასა ქრისტე, ვითარცა ღმერთ-ხარ, დააკუეთე შენ, და ადამი დაცემული აღადგინე:
ბრწყინუალე, მკუდრეთით აღსდეგ ქრისტე ძლიერებით, და განაბნიენ შენ მტერნი, საღმრთოჲთა ძალითა, და აღავსენ ყოველნივე ვითარცა ღმერთ-ხარ, მხიარულებითა მოწყალე:
უაღრეს, უზესთაეს-არს ყოველთა სასწაულთა, ქალწულისა, მუცლად-ღებაჲ დამბადებელისა…
ღმრთის-მმშობლისა.
უაღრეს, უზესთაეს-არს ყოველთა სასწაულთა, ქალწულისა, მუცლად-ღებაჲ დამბადებელისა, და შემდგომადცა, შობისა მის უბიწოებით, დადგრომაჲ ქალწულადუე:
განაღო პირი ჯოჯოხეთმან, და ზუაობით მუცლად იღო…
სხუა. სძლის-პირი. საღმრთოსა ამას დღესასწაულსა.
განაღო პირი ჯოჯოხეთმან, და ზუაობით მუცლად იღო ყოველი, ხოლო შთაჰჴდა რა იესო, ღმერთი ჩემი უძლეველი, შეჰმუსრნა ძლიერებით და შეწყდომილნი იჴსნნა:
მოკუდა სიკუდილითა სიკუდილი, რაჟამს აღდგა მკუდარი საფლავისაგან, და მომცა ჩუე უხრწნელებაჲ, და დედანი წარავლინნა, ხარებად აღდგომისათჳს წმიდათა მოციქულთა:
იქმენ სამკჳდრებელ ღმრთისა, ქალწულო უბიწო რომელსა გუნდნი, უსხულოთანი თუალთა, მიდგმად ვერ შემძლებელ-არიან ესე საშომან შენმან უცხოდ დაიტია:
პირუელისა დედისა ევას მიერ, მომკლა გუელმან ზაკუარმან…
სხუა, სძლისპირი. შთავვარდი მე.
პირუელისა დედისა ევას მიერ, მომკლა გუელმან ზაკუარმან, ხოლო შენ მიერ შემოქმედმან ჩემმან, ღმრთის-მშობელო, კუალად განმაცხოველა, და მიჴსნა მე ხრწნილებისაგან:
უფსკრულმან წყალობათამან სძალო, უფსკრულად სასწაულთა, საკჳრუელად გამოგაჩინა და შენგან, ელჳსაგან საღმრთოჲსა მარგალიტად, ქრისტე ღმერთი გამოგჳბრწყინდა:
ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას…
გალობაჲ 6, ღაღადყავსა ძლისპირი
ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
იქადის შუამდინარეთი, ქუეყანაჲ იგი თქუენი, თანა-მკჳდრითურთ თქუენთჳს…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
იქადის შუამდინარეთი, ქუეყანაჲ იგი თქუენი, თანა-მკჳდრითურთ თქუენთჳს, ყოვლად ქებულნო, რამეთუ მიერ აღმოსცენდით, წმიდანო, იოანე და ზენონ სანატრელნო, და სხუათა ათერთმეტთა თანა განანათლეთ ნათესავი ქართველთაჲ.
საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ ერისა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უღმრთოებისათჳს ამხილებდი ქართველთა, რაჲთამცა არა მოიწიოს მათ ზედა სასჯელი ღმრთისაჲ.
ყინელი ღამისაჲ და მცხუნვარებაჲ დღისაჲ მხოლომან დაითმინე…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ყინელი ღამისაჲ და მცხუნვარებაჲ დღისაჲ მხოლომან დაითმინე მწირობასა შინა, და იქეც ტაძრად სიტყჳსა ღმრთისა, ხოლო ზეციერსა იერუსალჱმსა აღწევნული, მეოხ-ხარ მგალობელთათჳს შენთა.
შეერთებულ ხარ, რაჲ წმიდათა მწყობრსა მამათასა ასურეთით…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შეერთებულ ხარ, რაჲ წმიდათა მწყობრსა მამათასა ასურეთით იბერიასა მოსრულთა და მოძღუარსა თქუენსა იოანეს, ზედაზნის მთასა ზედა მოღუაწესა და ერთობითა იხარებთ წინაშე ღმრთისა, მას ევედრენით აწ, რაჲთა გჳჴსნნეს ცოდვათაგან და უსჯულოებათა.
იქების შუენიერად დღესასწაული შენი მოყუარეთა შენთა მიერ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იქების შუენიერად დღესასწაული შენი მოყუარეთა შენთა მიერ, მართალო ზენონ, და ანგელოზნი მგალობელთა გალობასა შესწირვენ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, რაჲთა დაგვიფარნეს ჩუენ მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან.
განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძჱ ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ.
- შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი: იქადის აწ ერი ჩუენი და იშვებს წმიდაჲ სავანჱ იყალთოჲსა, რამეთუ მრავალი მორწმუნე მოისწრაფვის დღესა ამას წიაღსა მისსა, რაჲთა გადიდონ ქართველთა დიდი სამკაული, მამაჲ და მოძღუარი საღმრთოჲსა სიბრძნისა, მრავალთა სულთა შინა დამნერგველი კეთილზნეობისა და სწრაფ-მკურნალი ყოველთა სნეულთა და შეპყრობილთა, ამისთჳსცა გიღაღადებთ: ლოცვითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ღირსო მამაო ჩუენო ზენონ იყალთოელო!
იკოსი: იშვებდ აწ, მხარეო კახეთისაო; განსცხრებოდე სავანეო იყალთოჲსაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ წმიდანი ათსამმეტნი ასურელნი მამანი, რომელთა შორის ჰგიებ შენ, ნეტარო ზენონ, და განამტკიცეთ რაჲ ერი ჩუენი ღმრთისმსახურებასა შინა, მიერითგან არღარა ოდეს მიდრეკილ არს ქუეყანაჲ ესე ქართველთაჲ წმიდისა და მართლისა სარწმუნოებისაგან, და არცა მივდრკეთ უკუნისამდე მადლითა-ვე წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ღმრთისმშობელისაჲთა და სასოჲსა მის მფარველისა ჩუენისაჲთა.
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
მჴსნელმა ჩუენმან და მაცხოვარმან დაჰჴსნნა საკრუელნი სიკუდილისანი…
კონდაკი, ჴმა დ. განეცხადე.
მჴსნელმა ჩუენმან და მაცხოვარმან დაჰჴსნნა საკრუელნი სიკუდილისანი, და საფლავთაგან აღადგინა ადამიანნი, და შეფქუნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, და ვითარცა მეუფე აღდგა საფლავით მესამესა დღესა:
ქრისტე მეუფე რომელი აღდგა მკუდრეთით და აღმორწყინდა…
იკოსი.
ქრისტე მეუფე რომელი აღდგა მკუდრეთით და აღმორწყინდა, სამარით ღმრთიუ-ბრწყინუალედ მესამესა დღესა, და ბჭენი სიკუდილისანი შემუსრნა დღეს, ვითარცა ღმერთმან მფლობელმან ცხოვრებისამან, და ჴემწიფებით ჯოჯოხეთი წარმოსტყუენა, და საწერტელი სიკუდილისა დათრგუნა, მოვედით მორწმუნენო ძრწოლით თაყუანის-ვჰსცემდეთ, და პირუელ ქმნულისა თანა მადლობით უღაღადებდეთ, გალობასა და ქებასა ღმრთიუ-ბრწყინუალესა, შემუსრჳლითა გულითა და ვიტყოდეთ, დიდება აღდგომასა შენსა ქუელის-მოქმედო ყოველთაო, და დამბადებელო და მჴსნელო რომელი ვითარცა მეუფე აღსდეგ მესამესა დღესა:
საჴუმილსა შინა, აბრამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ, კრულნი…
გალობა ზ. სძლისპირი.
საჴუმილსა შინა, აბრამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ, კრულნი საღმრთოთა სჯლთათჳს, შეითხივნეს და ალსა შინა ღაღადებდეს, კურთხეულ-ხარ ღმერთო ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა:
შესცუალე კაცი, უხრწნელებად სახიერ კაცთ-მოყუარე, რაჟამს განჰბანე…
ტროპარნი.
შესცუალე კაცი, უხრწნელებად სახიერ კაცთ-მოყუარე, რაჟამს განჰბანე სისხლითა, უბიწოჲთა, და მადლობით გიღაღადებდა, კურთხეულ-ხარ ღმერთო ტაძარსა ამას სიწმიდისა შნისასა:
ვითარ სამოთხე, ბრწყინუალე ცხოვრების-მომცემელი, ღირსად უდიდებულესად, ყოვლისავე, გამოჩნდა დღეს საფლავი შენი, ყოვლისა-მპყრობელო, რაჟამს გამოხუედ მიერ ძლიერებით:
გიხაროდენ შენ, ღმრთის-მშობელო ქალწულო უბიწო, რამეთუ შენგან მოვიღეთ, სიხარული, ჩუენ მორწმუნეთა, და ვღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ დედათა შორის ყოვლად უბიწოო დედოფალო:
რაჟამს დამოეკიდე შენ ძელსა, ქრისტე დაშრიტე თუალი…
სხუა. სძლისპირი. არა მსახურეს.
რაჟამს დამოეკიდე შენ ძელსა, ქრისტე დაშრიტე თუალი იგი მოშურნჱ, და წარბ-მაღლობაჲ, და სიქადული მისი ქუეყაად დააკუეთე, ხოლო აცხოვნე კაცი, უფალო ღმერთო მამათაო, ამაღლებულო:
ძლიერო აღამაღლე რქაჲ ჩუეი მონათა შნთა რომელი აღსდეგ მკუდრეთით, და ჯოჯოხეთი, შეჰმუსრე და აღადინენ მკუდარნი და ესრეთ იტყოდეს, ამაღლებულო ღმერთო, მამათა ჩუენთაო უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:
სიტყუათაგან სულიერთა, მოგუესწავა ჩუენ სამებისა ძალი, და აღჳჩარებთ, ყოველნი ერთსა ღუთაებასა და გალობით ვიტყჳთ, ამაღლებულო ღმერთო, მამათა ჩუენთაო უფროსად კურთხეულ-ხარ შენ:
ცეცხლი გულითადისა, სურჳლისა შენისა სძალო, აღმძრავს გალობად…
სხუა. სძისპირი. ბაბილონს.
ცეცხლი გულითადისა, სურჳლისა შენისა სძალო, აღმძრავს გალობად შენდა, დედასა და ქალწულისა, ჵ კურთხეულო უფალი შენ თანა, ძალთა შემოქმედი:
ყოველთა დაბადებულთა უაღრეს-ხარ ქალწულო, რომელმან ჰშევ მეუფე, ყოველთა და შემოქმედი, ჵ კურთხეულო, უფალი შენ თანა, ღმრთიუ-მიმადლებულო:
ერთსა უფლებასა, სამითა სიწმიდითა, ვჰმონებ, სამებით ერთ-არსებით, სამ-გუამოვნებად ერთ ბუნებად, და უღაღადებ კურთხეულ-ხარ ღმერთო მამათა ჩუენთაო:
ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა…
გალობაჲ 7, კურთხეულარსა ძლისპირი
ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ გექმნა წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, და ყოველთა ასწავებდი ქრისტჱს მსგავსად, რაჲთა განუყონ უხუებით გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.
ყოვლისა სოფლისათჳს და უფროჲს ქართველთათჳს აღავლენდი რაჲ…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ყოვლისა სოფლისათჳს და უფროჲს ქართველთათჳს აღავლენდი რაჲ ვედრებასა, რაჲთა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუვარსა მტერსა ზედა.
აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა.
განჰკურნე ვნებათაგან შესუარული გულისთქმანი ჩუენნი, რომელნი განარისხებენ…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განჰკურნე ვნებათაგან შესუარული გულისთქმანი ჩუენნი, რომელნი განარისხებენ გონებასა ჩუენსა და დააცხრვე ღელვანი ბოროტისა უღირსებისაჲ, ხოლო გულნი ჩუენნი დაუძლურებულნი, ამა სოფლისა ზრუნვათაგან, განგვიმტკიცე, მამაო ზენონ, რაჲთა უკუნისამდე ვადიდებდეთ ქრისტესა.
მრავალთა ამხილებდი და განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მრავალთა ამხილებდი და განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და განაკრძალებდი ლოცვასა. ხოლო აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი შეწევნისა ჩუენისა.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
ჴელთა განპყრობითა დანიილ, მღჳმესა მას შინა მჴეცნი…
გალობა ჱ. სძლისპირი.
ჴელთა განპყრობითა დანიილ, მღჳმესა მას შინა მჴეცნი მოამდოვრნა, ხოლო სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს, ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ, და განბრძნობილნი, უშიშრად ესრეთ ღაღადებდეს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა:
ჴელნი განიპყრენ ჯუარსა ზედა, და წარმართნი შეჰკრიბენ…
ტროპარნი.
ჴელნი განიპყრენ ჯუარსა ზედა, და წარმართნი შეჰკრიბენ ყოვლით კერძო ქრისტე, ეკკლესიად შენდა რომელნი, გიგალობენ შენ ქუეყანასა ზედა, ცათა შინა დიდებულ-ჰყუენ, რომელნი იტყჳან აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა:
ეჩუენა დედათა ბრწყინუალე, ნათლით-შემკული ღმრთისა ანგელოსი, და ესრეთ ეტყოდა რასათჳს, ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, აღდგომილ-არს ქრისტე მკუდრეთით, უთხართ მოწაფეთა აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა:
ყოველთა ნათესავთა შორის, შენ მხოლო გამოჰსჩნდი ღმრთის-მშობლად…
ღმრთის-მშობლისა.
ყოველთა ნათესავთა შორის, შენ მხოლო გამოჰსჩნდი ღმრთის-მშობლად უსძლოო, რაჟამს დაიტიე, ღმერთი დაუტევნელი ყოველთაგან, და არა შეგწუა შენ ცეცხლმან მიახლებელმან, არამედ დაგმარხა, უბიწოო ქალწული ქალწულადუე:
დაბადებულთა რაჟამს გიხილეს შენ, ძელსა დამოკიდებული მწუხარე…
სხუა. სძლისპირი. ყრმანი ბრწყინუალენი.
დაბადებულთა რაჟამს გიხილეს შენ, ძელსა დამოკიდებული მწუხარე იქმნნეს, და ქუეყანა შეიძრა, და მზე ბნელად გარდაიქცა. ხოლო ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ, უფალსა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელნი ჰშთაჴდა ჯოჯოხეთისა ბჭეთა, და ყოველთა გჳჩუენა სახჱ აღდგომისა, და ცხოვარი წყმედული, ბეჭთა თჳსთა აღიკიდა, და მამისა აღიყუანა რომელი იტყოდა, უფალსა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
არსება პირუელი მიზეზი ყოვლისა, დაბადებულისა გიცანთ ღმერთი…
სამებისა.
არსება პირუელი მიზეზი ყოვლისა, დაბადებულისა გიცანთ ღმერთი დაუსაბამოო, და გქადაგებთ მშობელად, თანა სწორისა სიტყჳსა, აღმომაცენებელად სულისა და ვიტყჳთ, უფალსა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელმან ადამის გუერდით დაგბადა, შენ ქალწულო საშოჲთ…
სხუა. სძლისპირი. მჴსნელო ყოველთაო.
რომელმან ადამის გუერდით დაგბადა, შენ ქალწულო საშოჲთ შენით განკაცნა, არსთა ყოველთა მიზეზი, რომელსა უღაღადებთ აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა:
აბრაამ კარავსა, შინა იხილა, საიდუმლო შენი ღმრთისა დედაო, რაჟამს ძე შენი უჴორცო, შეიწყნარა და ღაღად-ჰყო აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა:
სამებისა რიცხუნი, ყრმანი დაიცუნა, შობისა შენისა საიდუმლომან…
ღმრთის-მშობლისა.
სამებისა რიცხუნი, ყრმანი დაიცუნა, შობისა შენისა საიდუმლომან, რამეთუ ქალწულთა ჴორცთა, მათთა ცეცხლი დაშრიტეს დედოფალო, და მადლობით აკურთხევდეს ღმერთსა:
შჳიდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომით…
გალობაჲ 8, აკურთხევდითსა ძლისპირი
შჳიდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: „აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
ვითარცა დავით დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა დავით დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა შემუსრვილითა გულითა: „მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“; შენცა აჩუენე სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, და ღმერთი შეიყუარე, სიმდიდრე წარუპარველი, რომლისა მიერ იდიდე საუკუნოდ; მისა მიმართ მეოხ გუეყავ, რომელნი დღეს ვადიდებთ ჴსენებასა შენსა.
აწ იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აწ იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაჲთა ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაჲ განდევნოს ჩუენგან, და უვნებლობითა, რწმენითა და სიხარულითა შეჰმოსოს ყოველი, ღირსო, ვინაჲცა პატივსა მიაგებენ სახელოვანსა ხსენებასა შენსა.
ვითარცა მზჱ ბრწყინვალეჱ, ჰნათობდი ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა მზჱ ბრწყინვალეჱ, ჰნათობდი ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, იყავ რაჲ მოძღუარი ჭეშმარიტი ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი ერისათჳს ჩუენისა და ფრიად მოყუარული წიხვედრისა ერისა მისისა - ივერიისა და მლოცველი ივერიელთათჳს და წარმატებისათჳს მათისა.
აღაშენე რაჲ იყალთოს სავანჱ, შემდგომად მრავალთა წელთა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აღაშენე რაჲ იყალთოს სავანჱ, შემდგომად მრავალთა წელთა განაახლა და განავრცო წმიდამან მამამან ჩუენმან არსენი და შეკრიბნა მუნ ღმრთივგანბრძნობილნი მამანი და მეცნიერნი მოძღურად სწავლულებისად, და სასწავლოდ ყოვლისა კეთილისა, ხოლო სახელსდვა რაჲ იყალთოს აკადემია, მას შინა განისწავლებოდა ერი ჩუენი მრავალთა საუკუნეთა.
აწ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იღუწიან, რაჲთა ღმრთივდაცული…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აწ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იღუწიან, რაჲთა ღმრთივდაცული ერი ჩუენი შთასთხინნეს უფსკრულსა უმეცრებისასა და გარდასახნეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალგვიძს წინააღმდგომად ბოროტისა, არამედ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, რაჲთა განვსძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ჴორცითა და კურთხეულითა ენითა ქართულითა ღირს-ვიქმნეთ გალობად ღმრთისა.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ლოდი საკიდური უჴელოდ, გამოეკუეთა შენგან მთაო, გამოუკუეთელი…
გალობა თ. სძლიპირი.
ლოდი საკიდური უჴელოდ, გამოეკუეთა შენგან მთაო, გამოუკუეთელი ქალწულო, ქრისტე შემაერთებელი ბუნებათა, ამისთჳსცა სიხარულით, ჩუენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ:
ყოვლითურთ შემიმოსე ყოვლით, შეურევნელად შემიერთე, რათა ღუთაებრ…
ტროპარნი.
ყოვლითურთ შემიმოსე ყოვლით, შეურევნელად შემიერთე, რათა ღუთაებრ მომცე ცხოვრებაჲ, ვნებითა შენითა ქრისტე რომელ თავს-იდევ, ჴორციელად ჯუარსა ზედა, კაცთ-მოყუარებით მრავალ-მოწყალე:
მოწაფეთა შენთა დღეს ქრისტე, იხილეს საფლავი აღებული, და საღმრთონი იგი ტილონი აღდგომისა შენისა საწამებელნი, და ანგელოსი ბრწყინუალე, ახარებდა მათ აღდგა უფალი:
ერთად საღმრთოსა ბუნებისა, ხოლო გუამითა სამობასა, მამისა…
სამებისა.
ერთად საღმრთოსა ბუნებისა, ხოლო გუამითა სამობასა, მამისა და ძისა და სულისასა, დაუსაბამოდ ღმრთის-ვმეტყუელებდეთ ერნო, და სიტყუასა ჴორც-შესხმულსა, ერთ ქრისტედ ორითა ბუნებითა:
გუელმან ბოროტმან, ზაკჳთ გამომიყუანა ედემით უფალო, რომელი…
სხუა. სძლისპირი. ყოველნი ტომნი.
გუელმან ბოროტმან, ზაკჳთ გამომიყუანა ედემით უფალო, რომელი მთასა ზედა, გოლგოთისასა, ჯუარითა დაჰმსჭუალე, თავი მისი წამლიანი, ყოვლად ძლიერო ღმერთო, და განმიხუენი, ბჭენი სამოთხისანი, და კუალად მაგე მე სასუფეველსა:
განგმირე ძალი მტერისა ძლიერისა ლახურითა უფალო, და მკლავითა მაღლითა, საუნჯენი მისნი იავარ-ჰყუენ, და ქუესკნელით ჯოჯოხეთით, ზე აღმიყუანე მე, რაჟამს აღსდეგი, საფლავით ქუელის-მოქმედ და ღირს-მყავ შენთანა სასუფეველსა:
ნუ შეურაცხ-ყოფ, ერსა შენსა გლახაკსა და დაწუნებულსა, არამედ შემწე-ეყავნ მარჯუენა შენი ძლიერი და მაღალი, შობილო ქალწულისაგან, და მიჴსნენ ჩუენ მონებისაგან, მტერთა ჩუენთასა, აგარის ნათესავთა, და ძლევა მოჰმადლე მეფესა ჩუენსა:
შროშნად სუნნელად გიცნობთ, ძოწეულითა, სულისა წმიდისათა ღებულად…
სხუა. სძლისპირი. შენ შორის აღე.
შროშნად სუნნელად გიცნობთ, ძოწეულითა, სულისა წმიდისათა ღებულად უხრწნელო, და ეკალთა, შორის გამობრწყინუებულად ღმრთის-მშობელო, განმასუნნელებელად მგალობელთა შენთა:
ხრწნილებითა დასჯილი, კაცთა ბუნებაჲ, საშოჲსა შენისაგან შეიმოსა ღმერთმან, მოწყალებით, და შეერთებითა თჳსითაუხრწნელჰყო, ამისთჳს ვითარცა ღმრთის-მშობელ-ხარ გადიდებთ:
დედოფალო ყოველთა, მორწმუნეთაო, ერსა შენსა ძლევაჲ უძლეველი მოჰმადლე, და მოშურნე დააკუეთე ეკკლესიისა წმიდისა ქუეშე, რათა ვითარცა ღმრთის-მშობელ ხარ გადიდებთ:
შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ…
- ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. - შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა“. გალობაჲ 9, ადიდებდითსა ძლისპირი
შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
გემცნო დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ და ილოცვიდი…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გემცნო დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ და ილოცვიდი და შეჰვედრე რაჲ სამწყსოჲ და ერი ჩუენი და მერმე სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და დაგფლეს იყალთოს მონსტერსა, შენ მიერ დაარსებულსა.
ხედვიდეს რაჲ ქართველნი სამარხოსა შენსა, კურნებათა აღმომადინებელსა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ხედვიდეს რაჲ ქართველნი სამარხოსა შენსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა საკჳრველთმოქმედი მამაჲ, და საჴსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესეს.
პატივი სიწმიდისაჲ სიკუდილისა მიერ ვიდრე აქამომდე არცაღა…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
პატივი სიწმიდისაჲ სიკუდილისა მიერ ვიდრე აქამომდე არცაღა განგეშორა, ღირსო მამაო ზენონ, რამეთუ სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.
მოსავნი შენნი და მოყუარენი ვიდრე აქამომდე ისწრაფვიან…
წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოსავნი შენნი და მოყუარენი ვიდრე აქამომდე ისწრაფვიან სავანესა მას, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაჲ სამარხოჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა.
არა მხოლოჲ იგი წმიდისა მის სავანისა მკჳდრ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
არა მხოლოჲ იგი წმიდისა მის სავანისა მკჳდრ ხარ, სანატრელო, არამედ სრულიად ქართველთა მიწა-წყლისა, და მლოცველი და მსწრაფლშემწე, და ყოვლად ძლიერი და უძლეველი მფარველი და მეოხი ყოველთა მართლმადიდებელთა.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.
„ღირს არს“
უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა, იყუნეს რა ერთად…
ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა, იყუნეს რა ერთად პეტრე და ძენი ზებედესნი, და ნათანაელ და თომა მარჩბივი, და სხუანი ორნი მოწაფენი ნადირობად, ბრძანებითა ქრისტესითა, მარჯუენით-კერძო სდუეს ბადჱ, და თევზთა სიმრავლჱ შეაწყუდიეს, და იცნეს რა მჴსნელი, პეტრე წყალთა ზედა იწყო სლუად, და ჰპოვეს ნაკუერცხალი თევზითურთ და პური, რაჟამს სამ-გზის გამოეცხადა მათ:
„განმანათლებელი“: ნათელმან უსხეულომან განგანათლა შენ, ჵ, ნეტარო…
- შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „ღირს არსი“ - არ იგალობება.
„განმანათლებელი“: ნათელმან უსხეულომან განგანათლა შენ, ჵ, ნეტარო ზენონ, და აღმოგაბრწყინვა შუა-მდინარით და მოჰფინა შარავანდედი ქუეყანასა ამას, ცოდვისა მიერ ბნელ-ქმნილსა, და ყოველი წყუდიადი ბნელისაჲ წარსდევნა და შენ მიერ განათლებულთა ვიცანთ ღმერთი დაუსაბამოჲ, სამ-გვამოვნებით თაყუანისცემული და შენ მეოხ-გყოფთ წინაშე მისსა. (2-გზის)
ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ-გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, და კეთილითა სიყუარულითა შეერთებული მოძღურისა შენისა თანა და სულიერთა ძმათა, ჰგიებ წინაშე ღმრთისა, აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ, და ერსა ჩუენსა ძლევაჲ მტერთა და მაჭირვებელთა ზედა მოანიჭე და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ.
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.
- „ყოველი სული“ - იგალობება.
- „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მუხლი 8.
ღუაწლი შენი, ვითარცა ოქროჲსა საუნჯჱ ბრწყინვალედ შეუმოსია ეკლესიასა ღმრთისასა და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულით შევლენან მას შინა. ამისთჳსცა გიღაღადებთ შენ, ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, განაშოროს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელჱ იჴსნნეს საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტჱს ხიბლისაგან და საცთურისა.
ბრწყინვალებითა მადლითა შენისაჲთა განგუანათლენ მადიდებელნი შენნი, ღმერთშემოსილო მამაო ზენონ, რამეთუ მსგავსად მნათობთა დიდთა განმტევებელი ბრწყინვალეთა შარავანდედთა ელვარე ჰყოფ ყოველთა ჴსენებისა შენისა მედღესასწაულეთა და საღმრთოსა მადლსა მიჰფენ სულსა ზედა მორწმუნეთასა, რომელნი სარწმუნოებით და სურვილით ვაქებთ დღესასწაულსა შენსა განათლებულსა და ღირსსა ქებისასა.
დღესა ამას მორწმუნეთა სულიერისა ზეობისასა, დღესასწაულსა ღირსისა მამისა ზენონისასა, მასვე შევჰღაღადებთ: გიხაროდენ, ზეცისა კაცო და ქუეყანისა ანგელოზო; გიხაროდენ, მრავალთა გზასა ზედა ცხოვნებისასა დამაყენებელო; გიხაროდენ, მართალთა დიდებაო და ერისა ჩუენისა განმამტკიცებელო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, მართლმადიდებელნი ერნი დაგვიცუნეს სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან და მოგვანიჭოს მშჳდობაჲ და წყალობაჲ.
შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, ზენონს, იყალთოელსა მოღუაწესა, რომელი ფრიად დაშურა ერისა ჩუენისათჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, არამედ აწ ვევედრნეთ სიწმიდესა მისსა, რაჲთა დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისა.
დაღაცათუ საფლავმან დაგფარა შენ, მამაო ზენონ, საკჳრველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობ წმიდისა მის სავანითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა და სულიერთა სულნელებათა მიჰფენ სულთა და გონებათა ჩუენთა, ვინაჲ ესე მოვისწრაფვით იყალთოსა, ნაწილთა შენთა საყოფელსა, რაჲთამცა კურნებაჲ აღმოვივსოთ სულთა და ჴორცთა ჩუენთა.
აქებდითის დასაწყისი
აქებდით უფალსა ცათაგან, შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
რომელმან ჯუარცმაჲ და სიკუდილი დაითმინე, და აღსდეგ…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი, აღდგომისანი, ჴმა დ.
რომელმან ჯუარცმაჲ და სიკუდილი დაითმინე, და აღსდეგ მკუდრეთით, ყოვლად ძლიერო უფალო დიდება აღდგომასა შენსა:
ჯუარითა შენითა ქრისტე, პირუელისა მის წყევისაგან განმათავისუფლენ ჩუენ, და სიკუდილითა შენითა, რომელმან იგი მძლავრა ბუნებასა, ჩუენსა ეშმაკი დასთრგუნე, ხოლო აღდგომითა შენითა, ყოელივე სიხარულითა აღავსე, ამისთჳს გიღაღადებთ შენ, რომელ აღსდეგ მკუდრეთით უფალო, დიდება შენდა:
ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, წარმიძეღუ ჩუენ ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ, და მიჴსნენ ჩუენ მახეთაგან ეშმაკისათა, რომელი აღსდეგ მკუდრეთით, აღმადგინენ ჩუენ ცოდჳთა დაცემულნი ესე, მოყავ ჩუენდა ჴელი შენი, კაცთ-მოყუარე უფალო ოხითა წმიდათა შენთათა:
წიაღნი მამულნი არა დაუტევენ, მხოლოდ-შობილო სიტყუაო მამისაო, დაღათუ მოხუედ ქუეყანად კაცთ-მოყუარებისათჳს, და კაც-იქმენ უქცეველად, და ჯუარი და სიკუდილი დაითმინე ჴორცითა, უვნებელმან ღუთაებითა, არამედ აღსდეგ მკუდრეთით და უკუდავებაჲ მოჰმადლე კაცთა ნათესავსა. ვითარცა მხოლო ყოვლად ძლიერ-ხარ:
სიკუდილი დაითმინე ჴორცითა, უკუდავებისა ჩუენდა მომატყუებელი მაცხოვარ…
სხუანი დასდებელნი აღმოსავლურნი, ჴმა იგივე.
სიკუდილი დაითმინე ჴორცითა, უკუდავებისა ჩუენდა მომატყუებელი მაცხოვარ და საფლავსა შინა მკჳდრ-იქმენ რათა მიჴსნე ჩუენ ჯოჯოხეთისაგან, და შენთანა აღმადგინე, ივნე ვითარცა კაცმან, არამედ აღსდეგ ვითარცა ღმერთი, ამისთჳს გიღაღადებთ, დიდება შენდა ცხოვრების-მომცემელო, უფალო მხოლოო კაცთ-მოყუარეო:
კლდენი განსქდეს ქრისტე, რაჟამს დაენერგა გოლგოთას ჯუარი შენი ცხოველი, შეძრწუნდეს ჯოჯოხეთისა მეკარენი, დარაიდევ საფლავსა, და მკუდრად შეირაცხე რა შენ, ძალი სიკუდილისა დაჰსთრგუნე ძლიერებითა, და მოკუდავთა მოჰმადლე აღდგომითა შენითა, უხრწნელებაჲ სახიერო, და კაცთ-მოყუარეო, უფალო დიდება შენდა:
ენება დედათა ხილუად, აღდგომაჲ შენი ქრისტე, მორავიდა მარიამ მაგდალენელა საფლავსა მას, ჰპოვა ლოდი იგი აღებული სამარით, ხოლო ანგელოსი ნათლისა ეტყოდა მათ, რასა ეძიებთ თქუენ ცხოველსა მას მკუდართა თანა, რამეთუ აღდგა მკუდრეთით, და აცხოვნა ყოველი სოფელი:
სადა არს რომლისა იგი გეგონათ დაცუაჲ თქუთღა ჰურიანო, სადა არს რომელი იგი დასდევით სამარესა, და ლოდსა დაჰბეჭდეთ, მოგუეცით მკუდარი იგი რომელთა ცხოვრებაჲ უარ-ჰყავთ, მოგუეცით დაფლული იგი, ანუ გრწმენინ აღდგომილი, დაღაცათუ თქუენ დაიდუმოთ უფლისა აღდგომაჲ, არამედ ქუანიცა ღაღადებდენ, უფროსღა ლოდი იგი გარდაგოდუებული სამარით, დიდ-არს უფალო წყალობაჲ შენი, დიდ-არს საიდუმლო, განგებულებისა შენისა, მაცხოვარო ჩუენო დიდება შენდა:
ყოველდღიური დოქსოლოგიის წინ
შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება, შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.
ყოველდღიური დოქსოლოგია
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.
სავედრებელი კვერექსი
ხოლო შემდეგომად დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი:
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სტიქარონსა ზედა დასდებელნი
აქ იგალობება დღის სტიქარონები ჩასართავებზე (სტიქარონსა ზედა).
სტიქარონის მუხლები
აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
ფსალმუნის 91-ის მუხლები
კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი, რომელ იყო წინაშე ჯვრისა უფლისა (I)
მოწამემან შენმან უფალო ლონგინოზ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
მრჩობლი კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
პირველი ჟამი
სადაგ დღეს ცისკარს მეყსეულად მოსდევს პირველი ჟამი; განტევება პირველი ჟამის ბოლოს არის (ტიპიკონი, თავი 9).