საწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
დიდი (სამშვიდობო) კვერექსი
მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
სამწმიდაო
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბასილი დიდის
წმიდა ხარ ჭეშმარიტად და ყოვლადწმიდა, და არა არს საზომი დიდადშუენიერებისა სიწმიდისა შენისა; და მართალ ხარ ყოველსა ზედა საქმესა შენსა.
ხარების ტროპარი
დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი და საუკუნითგან დაფარულისა საიდუმლოსა გამოცხადება; ძე ღმრთისა ძედ ქალწულისა იქმნების.
დაბადება 1:1–3
დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ. ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალსა. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი! და იქმნა ნათელი.
მათე 11:28–30
მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.
განტევება
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.