გულანი
საცდელი · 1.11.4
მეექვსე ჟამი 1 / 59კურთხევა

მეექვსე ჟამი

დიდი მარხვა

27 თებერვალი 2017ხმა 3

მღვდელი

კურთხევა

საწყისი ლოცვები

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 53

1 ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.

2 ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

3 რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.

4 აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.

5 მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.

6 და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ.

7 რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუამლან ჩემმან.

ფსალმუნი 54

1 ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.

2 მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი.

3 ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე.

4 გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა.

5 შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან.

6 და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო.

7 ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.

8 მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა.

9 დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა.

10 დღე და ღამე გარე-მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა.

11 და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაი.

12 რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.

13 ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინაძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო.

14 რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.

15 მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.

16 მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და უფალმან ისმინა ჩემი.

17 მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი.

18 იხსნეს სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა.

19 ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.

20 მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს ჰსჯული მისი.

21 განიყუნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი.

22 მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა ჰსცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა.

23 ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.

ფსალმუნი 90

1 რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.

2 ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

3 რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.

4 ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.

5 არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;

6 ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.

7 დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.

8 ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.

9 რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.

10 არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.

11 რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;

12 ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;

13 ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.

14 რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

15 ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.

16 დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 55

კანონი 8

1 მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე.

2 დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მრბძვანან მე მაღლით.

3 დღისი არა მეშინოდეს მე, რამეთუ მე შენ გესავ.

4 ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე ხორციელმან?

5 მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთვის იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით.

6 მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა.

7 ამისთვის არარაითა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე.

8 ღმერთო, ცხორებაი ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე, ვითარცა აღმითქუ მე.

9 მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ, აჰა ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ.

10 ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი.

11 ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე კაცმან?

12 შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგცე შენ ქებისაი.

13 რამეთუ იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.

ფსალმუნი 56

კანონი 8

1 მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარხდეს უშჯულოებაი.

2 ხმა-ვჰყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველის მოქმედისა ჩემისა.

3 გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი ჩემნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაი მისი და ჭეშმარიტებაი მისი.

4 და იხსნა სული ჩემი შორის მხეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი ჭურ და ისარ, და ენანი მათნი ვითარცა ხრმალნი ლესულნი.

5 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს შენი.

6 მახე განჰმზადეს ფერხთა ჩემთათვის და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს.

7 განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა.

8 განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე საფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღვიძო განთიად.

9 აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის.

10 რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაი შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაი შენი.

11 ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს შენი.

ფსალმუნი 57

კანონი 8

1 ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო;

2 და რამეთუ გულსა შინა უშჯულოებასა იქმთ ქუეყანასა ზედა, სიცრუვესა ხელნი თქუენნი ნივთებენ.

3 უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოითგან შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუვესა.

4 გულის წყრომაი მათი მსგავს არს გუელისა და ასპიტისა ყრუისა, რომელსა დაეყვნიან ყურნი მისნი.

5 რომელმან არა ისმინის ხმაი მსახრვალისაი და წამლისაი მწამლველისაგან ბრძნისა.

6 ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქვნა უფალმან.

7 შეურაცხ იქმნენ იგინი ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუას მშვილდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ.

8 ვითარცა ცვილი რაი დადნის, ეგრე მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე.

9 ვიდრე არა თანა-იყოს ეკალთა თქუენთა ძეძვი, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი.

10 იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურის-გებაი, ხელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისაითა.

11 და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისაი; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანასა ზედა.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 58

კანონი 8

1 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.

2 მიხსენ მე მოქმედთაგან უშჯულოებისათა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე.

3 რამეთუ ესერა მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი; არცა უშჯულოებაი ჩემი, არცა ცოდვაი ჩემი, უფალო.

4 უცოდველად ვრბიოდე და წარვმართე, განიღვიძე შემთხუევად ჩემდა და იხილე.

5 და შენ, უფალო, ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაელისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა.

6 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა.

7 ესერა იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახვილი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა?

8 და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყუნე ყოველნი წარმართნი.

9 ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი, მწე ჩემდა ხარ.

10 ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო; ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთაი.

11 ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი, განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამხუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო.

12 ცოდვაი პირისა მათისაი სიტყუაი ბაგეთა მათთაი, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავანებითა მათითა და წყევასა და სიცრუვესა უთხრობდენ.

13 აღსასრულსა რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისხმა-ჰყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა.

14 მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა.

15 იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ დრტვინვიდენცა.

16 ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა.

17 მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, წყალობაო ჩემო.

ფსალმუნი 59

კანონი 8

1 ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამხუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ.

2 შეარყიე ქუეყანაი და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაი მისი, რამეთუ შეიძრა.

3 უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღვინოი ლმობიერებისაი.

4 მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშვილდისა.

5 რაითა იხსნნე საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.

6 ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: განვიხარო და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო.

7 ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეფე ჩემი.

8 მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი; იდუმიადმდე წარვიმართო სლვაი ჩემი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს.

9 ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა. ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე.

10 არა თუ შენ, ღმერთმან, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?

11 მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხორებაი კაცისაი.

12 ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ჰყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი.

ფსალმუნი 60

კანონი 8

1 შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ჩემსა ლოცვასა.

2 კიდითგან ქუეყანისაით შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე.

3 და იყავ ჩემდა სასო; გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა.

4 დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა.

5 რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეც მკვიდრობაი მოშიშთა სახელისა შენისათა.

6 დღითი-დღე შესძინნე მეფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად.

7 დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაი და ჭეშმარიტებაი მისი, ვინ გამოიძიოს იგი.

8 ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 61

კანონი 8

1 ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი, რამეთუ მის მიერ არს ცხორებაი ჩემი.

2 და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო უფროის.

3 ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა.

4 ხოლო პატივისა ჩემისაი იზრახეს განშორებაი და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს.

5 გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენაი ჩემი.

6 და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არ შევირყიო.

7 ღმრთისა მიმართ არს ცხოურებაი ჩემი და ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისაი და სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ.

8 ესევდით მას ყოველი კრებული ერისაი, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს.

9 ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას.

10 ნუ ესავთ სიცრუვესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა.

11 ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისა არს სიმტკიცე.

12 და შენი არს, უფალო წყალობაი, რამეთუ შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.

ფსალმუნი 62

კანონი 8

1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?

2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.

3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.

4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.

5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.

6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.

7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.

8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.

10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.

11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.

ფსალმუნი 63

კანონი 8

1 შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი.

2 დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთაისა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუვისათა.

3 რომელთა აღილესნეს ვითარცა მახვილნი ენანი მათნი, გარდააცუეს მშვილდსა მათსა საქმე სიმწარისაი.

4 რაითამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოი; მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ.

5 განიმტკიცეს თავისა თვისისა სიტყუაი უკეთური, მიუთხრეს დარწყუმაი მახისაი და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი?

6 გამოიძიეს უშჯულოებაი, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა, წარდგეს კაცი სიღრმითა გულისაითა.

7 და ამაღლდეს ღმერთი. ისარ ჩჩვილთა იქმნნეს წყლულებანი მათნი.

8 და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ.

9 და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისხმა-ჰყვნეს.

10 იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქმნენ ყოველნი წრფელნი გულითა.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

3-გზის

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

რამეთუ არა მაქუა ჩუენ კადნიერებაი მრავალთაგან შეცოდებათა ჩუენთა, არამედ შენგან შობილსა ევედრე ღმრთისმშობელი ქალწულო, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრებად დედა ძისა მიმართ შეწყალებად მვედრებელთა მისთა, ნუ შეურაცხ-ჰყოფ ოხასა ჩუენ ცოდვილთათვის ყოვლად-წმიდაო, რამეთუ მოწყალე არს და ცხოვრებად ჩუენდა შემძლებელ, რომელმანცა ჯვარსა ზედა ვნება ნებსით თავს იდვა ჩუენთვის.

მუხლები

მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად. შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა; უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა წმიდისა ბასილი დიდისა

ღმერთო და უფალო ძალთაო და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან მოწყალებითა გამოუთქმელისა კაცთმოყვარებისა შენისაითა, მხოლოდშობილი ძე შენი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გარდამოავლინე ცხორებად ნათესავისა ჩვენისა, და პატიოსნითა ჯვარითა მისითა ხელითწერილი ცოდვათა ჩვენთაი განხიე და დასთრგუნენ მით მთავრობანი და ხელმწიფებანი ბნელისანი. თავად, მეუფეო კაცთმოყვარეო, შეიწირე ჩვენ ცოდვილთაგანცა სამადლობელი ესე და სავედრებელი ლოცვაი, და გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან დამღუპველისა და ბნელისა შეცოდებისა და ყოველთაგან ბოროტთა ჩვენთა მძებნელთა, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. შეამსჭვალენ შიშსა შენსა ხორცნი ჩვენნი და ნუ მიაქცევ გულთა ჩვენთა სიტყვათა მიმართ, ანუ ზრახვათა ბოროტთა, არამედ სურვილითა შენითა წყლულ-ყვენ სულნი ჩვენნი, რაითა შენდამი მარადის ხედვიდეთ და შენითა ნათლითა წინამძღვრობილნი, შენ, მიუწვდომელსა და მარადის მყოფსა ნათელსა გხედვიდეთ, და შენ, დაუსაბამოსა მამასა, თანა მხოლოდშობილით ძითურთ და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, უწყვეტელსა აღსარებასა და მადლობასა შეგწირვიდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.