გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

სამშაბათი

ვნების შვიდეული

17 მარტი ძველი სტილით
მკაცრი მარხვა· ვნების შვიდეული ვნების შვიდეული · მე-2 დღე 6-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

დიდი სამშაბათი

ტროპარი

აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი

ჟამსა მას გასვლისასა იხსენებდი შენ, ჰოი სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა და მოცემული შენდა ტალანტი განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, აღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან სენისა.

ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411)

ტროპარი

სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ, და გონება განიწმიდე ბილწთა გულის თქმათაგან, ხოლო ცხოვრება შენი უვნებელობითა განაშვენე, და მმარხველობაჲ სახარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი, და გამობრწყინდი მსგავსად მზისა სოფელსა შინა, ყოვლად ნეტარო ალექსი.

კონდაკი

სახლი მშობელთა შენთა ვითარცა უცხოსა გაქუნდა, და იქცეოდი მას შინა სახითა გლახაკისათა, და შემდგომად მიცვალებისა გვირგვინი მიიღე დიდებისა, და საკვირველთმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, ალექსი, კაცო ღმრთისაო, ანგელოსთა და კაცთა სიხარულო.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 29 მარტი

დილით

დღისით