გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

ორშაბათი

ვნების შვიდეული

16 მარტი ძველი სტილით
მკაცრი მარხვა· ვნების შვიდეული ვნების შვიდეული · 1-ლი დღე 6-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

დიდი ორშაბათი

ტროპარი

აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღიმსთვე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი

იოსებისა წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობი, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი და მეფობდა ამისთვის, რამეთუ არა დაამონა გულსთქუმა თვისი მეძავისა ნებასა და სამართლად იდიდა იგი გულთმეცნიერებისა ღმრთისაგან, და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა.

წმიდა ამბროსი აღმსარებელი - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (+1927)

ტროპარი

მოუდრეკელითა კუერთხითა სასოებისაი ქუეყანად აღთქუმისად წარუძეღუ ახალსა ისრაილსა და ვითარცა მოსე კლდისაგან მყარისა, წყურიელთა წყალი ღმრთისმეცნიერებისა გარდამოუდინე, რომელსა შინა დაანთქ ეტლები უხილავისა ფარაოისნი, წმინდაო აღმსარებელო ამბროსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

მეტი
მოწამე საბიანე (287)

კონდაკი

საღმრთოდ აღორძინდი შენ მსგავსად ყუავილთა დაუჭკნობელთა და ვითარცა, რა ვაზი, მრავალნაყოფიერ იქმენ, ღმერთშემოსილო საბინე, აწცა, რომელნი სარწმუნოებით პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, აღგვავსენ შენითა სიხარულითა და ევდრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 28 მარტი

დილით

დღისით