ტროპარი
აწ განსცხრებოდე ქართველთა ეკლესიაო, რამეთუ აღყვავენ სახედ შროშანთა სისხლითა მღვდელმოწამისა აბიბოსითა და შეუთხზენ ქება ღირსსა მას ქებისასა, და გჳრგჳნოსან-მყოფელსა მისსა ქრისტესა ადიდებდი, რაჲთა მეოხებითა მისითა მომადლოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი
საღმრთოსა მწყემსსა და მოწამესა, და მმარხველთა შუენიერებასა აბიბოს შევასხმიდეთ, რომელმან გჳრგჳნითა პირად-პირადთა მოღებითა მოიგო სახელდიდებულებაჲ და მცხინვარედ განუტევნა ელვანი კურნებისა მადლთანი, და დაუცხრომელითა მეოხებითა შემსხმელთა თჳსთა და მოწყალე-ჰყოფს ღმერთსა ძალთასა.
ცხოვრება
saint.ge-დან იტვირთება…
კალენდრის წყარო: www.orthodoxy.ge