გულანი
საცდელი · 1.11.4
უკან

დღის წმინდანი

წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავნი - ელიზბარი და შალვა (+1661)

1 ოქტომბერი 2026 · 5 დღეში

ტროპარი

ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ-არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი

მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი სამთა მოწამეთანი, სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა აღმსაარებელნი, სამსჯავროსა მას შაჰისასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.

www.orthodoxy.ge

ცხოვრება

saint.ge-დან იტვირთება…

კალენდრის წყარო: www.orthodoxy.ge