გულანი
საცდელი · 1.11.4
უკან

დღის წმინდანი

წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი (II)

31 აგვისტო 2027 · 339 დღეში

ტროპარი

ყოვლადშუენიერითა და ღმრთივგანბრძნობილთა მოწამეთა ბრწყინვალედ ვაქებთ ღირსად, მორწმუნენო, ფლოროსს ყოვლადსანატრელსა და ლავროსს ყოვლადპატიოსანსა, რომელთა გულსმოდდგინედ სამებაი მტკიცედ უქადაგეს ყოველთა, ვინაიცა იღუაწეს ვიდრე სისხლთადმდე და გვირგვინითა ყოვლადბრწყინვალითა შეიმკვნეს, და ევედრებიან ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

ვითარცა ღმრთისმსახურებისა მოწამეთა და ღუაწლისა მძლეთა ღმრთივგანბრძნობილთა, ყოველი სოფელი ყოვლადდიებულად პატივს სცემს ფლოროსს და ლავროსს დღეს, რაითამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა მათითა, და ვიხსენთ ჭირთა, და განსაცელთაგან, და რისხვათა, და მწუხარებათაგან დღესა სასჯელისასა.

www.orthodoxy.ge

ცხოვრება

saint.ge-დან იტვირთება…

კალენდრის წყარო: www.orthodoxy.ge